ოვერდრაფტის ხელშეკრულება N 0000 თარიღი: 10.03.2022
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
ოვერდრაფტის ხელშეკრულება N 0000 თარიღი: 10.03.2022
ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთი
საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული.
წლიური საპროცენტო განაკვეთი: y(სიტყვიერად)%.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი:
სავაჭრო ობიექტში გახარჯვის შემთხვევაში: x(სიტყვიერად)%.
ბანკომატით განაღდების შემთხვევაში: x(სიტყვიერად)%.
ფინანსური ხარჯი
ყოველთვიური შენატანი: შენატანები განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად.
ოვერდრაფტის დაშვების საკომისიო: x(სიტყვიერად).
ოვერდრაფტის ლიმიტის ყოველწლიური საკომისიო: x(სიტყვიერად).
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო: x(სიტყვიერად).
გადარიცხვის საკომისიო: x(სიტყვიერად).
ბანკომატში განაღდების საკომისიო: x(სიტყვიერად).
ბარათის გაცემის საკომისიო: x(სიტყვიერად).
სხვა ხარჯი: x(სიტყვიერად).
გარანტიის საკომისიო: ყოველთვიურად x (სიტყვიერად).
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
ოვერდრაფტის მთლიანი ლიმიტი და ვალუტა: x (სიტყვიერად)
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა ოვერდრაფტის ლიმიტის სრულად ბანკომატიდან განაღდების შემთხვევაში: x (სიტყვიერად);
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა ოვერდრაფტის ლიმიტის სრულად სავაჭრო ობიექტში გახარჯვის შემთხვევაში: x (სიტყვიერად);
ოვერდრაფტის ვადა:
ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა: -- .
მსესხებელი უფლებამოსილია ვადაზე ადრე დაფაროს ოვერდრაფტი.
ოვერდრაფტის ლიმიტის ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიო: 0(ნული)%.
ვადაგადაცილების პირგასამტეხლო: ფიქსირებული ერთჯერადი 20 (ოცი) ლარი და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა, თითოეული დღისთვის. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას.
გადახარჯვის საკომისიო: წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკრედიტო ლიმიტის მთლიან თანხაზე მეტის გახარჯვის შემთხვევაში, გადახარჯულ თანხას დაერიცხება 0,5 (ნული მთელი ხუთი მეათედი)% ყოველ ვადაგადაცილებულ/გადახარჯვის დღეზე.
მსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს:
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ინფორმაციის დროული და დადგენილი ფორმით მიწოდება და ბანკის კონტროლის განხორციელება;
საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი მიზნობრიობის სრულად დაცვა;
რომ არ იკისროს ვალდებულებები სხვა კომერციული ბანკიდან ან/და საფინანსო ინსტიტუტიდან ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე
საკრედიტო ხელშეკრულების სხვა პირობების/დამატებითი პირობების ჯეროვანი შესრულება, კერძოდ:
ზემოაღნიშნული რომელიმე ვალდებულების/პირობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ცალმხრივად გაზარდოს წინამდებარე საკრედიტო ბარათის წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა 4 (ოთხი)%-ით, მაგრამ, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა, თითოეული დღისთვის და ასეთი ცვლილებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს შეტყობინება მსესხებელს წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: x(სიტყვიერად)%.
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ბანკში დაფიქსირებულ მომხმარებლის შესაბამის მისამართზე. მომხმარებლის სასარგებლოდ განხორციელებული ხელშეკრულების პირობების ცვლილება არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და მომხმარებლის ინფორმირებას.
მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველთვიურ უფასო ამონაწერს მიიღებთ წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით.
მომხმარებელი უფლებამოსილია ბანკს წარუდგინოს პრეტენზია ზეპირი, წერილობითი და/ან ელექტრონული ფორმებით. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სერვისცენტრში ან სათავო ოფისში.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
ოვერდრაფტის ხელშეკრულება N 0000
საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების N 0000 დამატებითი ხელშეკრულება
ხელშეკრულების დადების თარიღი: 10.03.2022
ხელშეკრულების დადების ადგილი: საქართველო, თბილისი
ოვერდრაფტის ხელშეკრულების მხარეები:
დასახელება: იურიდიული მისამართი: საიდენტიფიკაციო ნომერი: |
სს ტერაბანკი საქართველო, თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი N3. 204546045 |
წარმოდგენილი შემდეგი უფლებამოსილი პირის მიერ: |
|
სახელი, გვარი: |
|
პირადი ნომერი: |
|
პოზიცია: |
|
შემდგომში მოხსენიებული, როგორც "ბანკი" |
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მეორე მხრივ: მსესხებელი:
დასახელება/ სახელი,გვარი: |
|
საიდენტიფიკაციო/ პირადი ნომერი: |
|
რეგისტრირებული მისამართი: |
|
ფაქტობრივი მისამართი: |
|
წარმოდგენილი შემდეგი უფლებამოსილი პირის მიერ: |
|
სახელი, გვარი: |
|
პირადი ნომერი: |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
|
რეგისტრირებული მისამართი: |
|
ფაქტობრივი მისამართი: |
|
ტელეფონი: |
|
ელფოსტა: |
|
მინდობილობა: |
დამოწმებული წ., ნომერი # |
თანამსესხეშემდგომში მოხსენიებული, როგორც "მსესხებელი" |
მხარეები დებენ ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებას და თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1 ზოგადი პირობები
1.01 წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის (თარიღი) დადებული N 0000 საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების (შემდგომში „გენერალური ხელშეკრულება“) დამატებით ხელშეკრულებას.
1.02 წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულება წარმოადგენს გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მასზე ვრცელდება ყველა ის პირობა, დებულება და დათქმა, რაც მხარეების მიერ დადგენილი და შეთანხმებულია გენერალური ხელშეკრულებით.
1.03 ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები/ მოთხოვნები სრულად არის უზრუნველყოფილი გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული/გასაფორმებელი სანივთო ან/და ვალდებულებითი უზრუნველყოფის ხელშეკრულებ(ებ)ით (სოლიდარული თავდებობა, იპოთეკა, გირავნობა, თანხის დაჯავშნა, ფინანსური გირავნობა და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 2 ხელშეკრულების საგანი
2.01 ამ საკრედიტო (ოვერდრაფტის) ხელშეკრულების საგანია ბანკის მიერ ბანკში გახსნილ მსესხებლის ანგარიშზე სასყიდლიანი ოვერდრაფტის ლიმიტის დაშვება და მსესხებლის მიერ ამ ოვერდრაფტის და გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ოვერდრაფტის სასყიდლიანობა გულისხმობს გახარჯული ოვერდრაფტის ლიმიტის, მასზე დარიცხული სარგებლით ან/და სხვა გადასახდელებით დაბრუნებას, ისე როგორც დადგენილია ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებით.
2.02 წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საკრედიტო თანხის (გახარჯული ლიმიტის) მასზე დარიცხული სარგებლის (პროცენტის) და სხვა გადასახდელების დაფარვა უნდა განხორციელდეს წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
2.03 წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულება ძალაშია მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
2.04 ოვერდაფტის დაშვება (ლიმიტით სარგებლობა) შესაძლებელია მას შემდეგ რაც შესრულდება ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები მათი არსებობისას.
2.05 თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ოვერდრაფტის ლიმიტის დაშვება მოხდება მსესხებლის ოვერდრაფტის ლიმიტის ვალუტის შესაბამის ანგარიშზე თანხის ასახვით გზით.
2.06 ამ ხელშეკრულების ხელმოწერა არ გულისხმობს ბანკის მიერ მსესხებლისთვის ოვერდრაფტის ლიმიტით ან მისი ნაწილით სარგებლობის უფლების მინიჭებას, ოვერდრაფტის ფაქტობრივად გაცემამდე ბანკი უფლებამოსილია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განუცხადოს მსესხებელს ოვერდრაფტის ლიმიტით ან მისი ნაწილით სარგებლობაზე.
2.07 ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად განაცხადოს უარი წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შესრულებაზე მათ შორის შეზღუდოს დაშვებული ოვერდრაფტი, თუ მსესხებლის ქონებაზე ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ან/და საბანკო ანგარიშზე დარეგისტრირდება რაიმე სახის ინკასო, ყადაღა, საჯარო სამართლებრივი ან სხვა ტიპის შეზღუდვა.
2.08 ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოსთხოვოს მსესხებელს ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ადრე ოვერდრაფტის ლიმიტის სრულად დაფარვა.
მუხლი 3 ოვერდრაფტის ხელშეკრულების ძირითადი პირობები
3. 01 ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების ძირითადი პირობებია:
(ა) |
ოვერდრაფტის მთლიანი ლიმიტი და ვალუტა: |
|
||||
(ბ) |
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა ოვერდრაფტის ლიმიტის სრულად ბანკომატიდან განაღდების შემთხვევაში: |
|
||||
(გ) |
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა ოვერდრაფტის ლიმიტის სრულად სავაჭრო ობიექტში გახარჯვის შემთხვევაში: |
|
||||
(დ) |
ოვერდრაფტის ლიმიტის დაშვება: |
ოვერდრაფტის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, თუ მსესხებლის მიერ სრულად და ჯეროვნად არის შესრულებული ბანკის მოთხოვნები. |
||||
(ე) |
ოვერდრაფტის დაფარვის საბოლოო ვადა: |
არაუგვიანეს - |
||||
(ვ) |
ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა: |
არაუგვიანეს - |
||||
(ზ) |
ოვერდრაფტის დაფარვა: |
პროცენტი ყოველთვიურად, ხოლო მთლიანი ლიმიტი-ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლოს. |
||||
(თ) |
საპროცენტო განაკვეთის ტიპი |
ფიქსირებული |
||||
(ი) |
წლიური საპროცენტო განაკვეთი (პროცენტი): |
x(სიტყვიერად)%.
|
||||
(კ) |
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: |
ფიქსირებული ერთჯერადი 10.0 GEL და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა, თითოეული დღისთვის. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას. |
||||
(ლ) |
პროცენტი ოვერდრაფტის აუთვისებელ ნაწილზე: |
|
||||
(მ) |
ოვერდრაფტის ლიმიტის დაშვების საკომისიო: |
x(სიტყვიერად)%.
|
||||
(ნ) |
ბარათის დამზადების საკომისიო: |
|
||||
(ო) |
ბანკომატიდან განაღდების საკომისიო |
|
||||
(პ) |
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო: |
|
||||
(x) |
xxxxxxxxx საკომისიო: |
ყოველთვიურად x(სიტყვიერად) |
||||
(რ) |
მისაღები თანხის (ფინანსური ხარჯის გარეშე) ოდენობა: |
|
||||
|
||||||
(ს)
|
სხვა პირობები/დამატებითი პირობები : |
|
|
|||
(ტ) |
ოვერდრაფტის ანგარიშის ნომერი: |
N |
|
|||
(უ) |
ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: |
|
|
|||
(ფ) |
ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: |
სავაჭრო ობიექტში გახარჯვის შემთხვევაში: x(სიტყვიერად)%. |
||||
ბანკომატით განაღდების შემთხვევაში: x(სიტყვიერად)%. |
||||||
(ქ) |
სხვა ფინანსური ხარჯი: |
|
|
|
||
უზრუნველყოფის წარმოშობის ხარჯი: |
|
|
|
|
||
უზრუნველყოფის შეწყვეტის ხარჯი: |
|
|
|
|
||
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ხარჯი |
|
|
|
|
||
სხვა ხარჯი: |
|
|
|
|
მუხლი 4 განცხადებები და გარანტიები
4.01 ამ მუხლის გარანტიები და განცხადებები არის ერთ-ერთი მნიშნველოვანი საფუძველი იმისა, რომ მხარეები თანხმდებიან გარიგებაზე და დებენ ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებას.
4.02 მსესხებელი ადასტურებს, რომ მას აქვს სათანადო უფლებამოსილება დადოს და ხელი მოაწეროს ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებას. ნებისმიერი საჭირო თანხმობა, ნებართვა, მათ შორის საზედამხედველო ორგანოს, მმართველი ორგანოს, დამფუძნებელი პირების (ასეთის არსებობისას), არის სათანადოდ მიღებული მსესხებლის მიერ და მას შეძენილი აქვს საჭირო უფლებამოსილება და შესაძლებლობა დადოს, დაიცვას და შეასრულოს აღნიშნული გარიგება.
4.03 მსესხებელი ადასტურებს და პირობას დებს, რომ:
(ა) მის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი, მართებული და ზუსტი;
(ბ) ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ იწვევს კორპორატიული დოკუმენტაციის ან სხვა არსებული გარიგების პირობის დარღვევას (თუ მსესხებელი წარმოადგენს იურდიულ პირს);
(გ) წარუდგინა ბანკს ინფორმაცია არსებული ვალდებულებების შესახებ სრულად და ჯეროვნად;
(დ) არ მონაწილეობს არცერთ სასამართლო, საარბიტრაჟო პროცესში და არ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება მისი ან მისი დამფუძნებლების (მსესხებელი იურდიული პირის შემთხვევაში) მიმართ, რაც წარდგენილი არ არის ბანკისთვის ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
4.04 მსესხებელი აცნობიერებს, რომ ბანკი იღებს ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების წინა პუნქტების განცხადებებს და გარანტიებს და ასეთი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საფუძველს ბანკისთვის, დააფუძნოს მსესხებელთან შესაბამისი საბანკო ფინანსირების ურთიერთობები და დადოს ეს გარიგება.
მუხლი 5 მნიშვნელოვანი დათქმები
5.01 წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია გარკვეული პირობებით, რისი შესრულებაც არის სავალდებულო, ხოლო მისმა დაუცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მე-9 მუხლით დადგენილი პირობების დადგომა.
5.02 მსესხებელი ვალდებულია დაიცვას დადგენილი ოვერდრაფტის ხელშეკრულების მიზნობრიობა.
5.03 მსესხებელი ვალდებულია, ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე:
(ა) ისარგებლებს ბანკის, როგორც მისი ძირითადი ბანკის, საბანკო მომსახურებით და პროდუქტებით;
(ბ) კონტრაჰენტებთან ურთიერთობისას გამოიყენოს და მიაწოდოს ბანკში გახსნილი ანგარიშები და უზრუნველყოს ნებისმიერი ანგარიშსწორებისას მხოლოდ ბანკში არსებული ანგარიშების გამოყენება;
(გ) არ იკისროს ვალდებულებები სხვა კომერციული ბანკიდან ან/და საფინანსო ინსტიტუტიდან ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
მუხლი 6 მსესხებლის შემოწმება და ბანკის კონტროლი
6.01 წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე, მსესხებელი ვალდებულია ბანკსთვის მისაღები ფორმით მიაწოდოს მას მოთხოვნისთანავე, (მსესხებელი მეწარმე პირის შემთხვევაში ასევე ყოველი კალედარული კვარტლის დასრულებიდან ოცდაათი (30) კალენდარული დღის განმავლობაში) ფინანსური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია, (მსესხებელი მეწარმე პირის შემთხვევაში მათ შორის მსესხებლის ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ინფორმაცია მსესხებლის კაპიტალში ან/და დამფუძნებელთა სტრუქტურაში ცვლილებების შესახებ), ფულადი სახსრების მიმოქცევის ამსახველი დოკუმენტები, ინფორმაცია ახალი სასესხო და სხვა ვალდებულებების შესახებ, მიიღოს ინფორმაცია და დეტალურად გაეცნოს დოკუმენტებს მსესხებლის სასამართლო ან საარბიტრაჟო დავების შესახებ, ასევე მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ისე და იმ ფორმით, როგორც დადგენილია საერთაშორისო სტანდარტებით ან მისაღებია ბანკისთვის.
6.02 მსესხებელი ვალდებულია შექმნას საბანკო პროდუქტების მიზნობრივად გამოყენების კონტროლისა და ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვების პირობები. მსესხებლის ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანი ოპერაციების ამსახველი საბუთების, მიმდინარე და მოსალოდნელი დავების, აღსრულების პროცესის, კაპიტალში და დამფუძნებელთა სტრუქტურაში ცვლილებები (მსესხებელი იურდიული პირის შემთხვევაში) რეგულარული გაცნობისა და უზრუნველყოფის საშუალებების და მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების დათვალიერების და შემოწმების საშუალება, როგორც ბანკის მიერ, ისე წარმომადგენლის მეშვეობით.
მუხლი 7 პროცენტის ცვლილება
7.01 იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელზე გაცემული ოვერდრაფტის წლიური საპროცენტო განაკვეთი (პროცენტი) აღმოჩნდება 5 (ხუთი)%-ით ან უფრო მეტით უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები ან/და მისი ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვალება, ბანკი უფლებამოსილი იქნება ცალმხრივად გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი ამის შესახებ მსესხებელთან წინასწარ, არანაკლებ ორი კალენდარული თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით.
7.02 ბანკი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ცალმხრივად გაზარდოს წინამდებარე ოვერდრაფტის წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა 4 (ოთხი)%-ით და ასეთი ცვლილებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მსესხებელს წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინება, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ ასრულებს ან/და არაჯეროვნად ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ნებისმიერ, შემდეგ ვალდებულებას:
ა) ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ინფორმაციის დროული და დადგენილი ფორმით მიწოდება და ბანკის კონტროლის განხორციელება;
ბ) ოვერდრაფტის ხელშეკრულებით დადგენილი მიზნობრიობის სრულად დაცვა;
გ) ოვერდრაფტის ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სხვა პირობები/დამატებითი პირობები;
დ) არ იკისროს ვალდებულებები სხვა კომერციული ბანკიდან ან/და საფინანსო ინსტიტუტიდან ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
7.03 ამ მუხლის და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების საფუძველზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ან/და კორექტირება გამოიწვევს გადახდის გრაფიკის ცვლილებასაც, რა დროსაც, მსესხებელი ვალდებულია დაეთანხმოს განახლებულ გადახდის გრაფიკს და აღნიშნული დაადასტუროს ხელმოწერით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მსესხებელი ვალდებულია გადახდები განახორციელოს განალებული გრაფიკის შესაბამისად, მიუხდავად იმისა, დაეთანხმება თუ არა მსესხებელი განახლებულ გრაფიკს წერილობით ან სხვა დისტანციური არხის გამოყენებით.
მუხლი 8 თანხების დაბრუნება
8.01 თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი ან მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ოვერდრაფტის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველ რიგში იფარება გადახდილი სადაზღვევო თანხა/პრემია, შემდეგ საკომისიო, შემდეგ პირგასამტეხლო (საურავი) მისი არსებობისას, შემდეგ დარიცხული პროცენტები და ბოლოს ძირითადი თანხა. xxxxx უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვლოს ამ პუნქტით დადგენილი რიგითობა.
8.02 ცალკეული საბანკო პროდუქტ(ებ)ის დაფარვის პრიორიტეტულობას და თანმიმდევრობას განსაზღვრავს ბანკი. ამასთან ბანკს შეუძლია როგორც პირველ რიგში, ისე სხვაგვარად, დაფაროს მსესხებლის ის ვალდებულებები, რომელიც არ გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან.
8.03 ნებისმიერი გადახდა ამ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განხორციელდეს და ჩაირიცხოს შესაბამის ანგარიშზე თანხის წინასწარ დადგენილი ოდენობის ჩარიცხვით, ყოველგვარი გამოქვითვისა და დაკავების გარეშე.
8.04 იმ შემთხვევაში, თუკი ნებისმიერი ვალდებულებაზე გადახდის დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს. ასეთ შემთხვევაში გადასახდელ თანხას პირგასამტეხლო არ დაერიცხება.
8.05 ერთზე მეტი მიმდინარე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის ანგარიშზე განთავსებული თანხა არ არის საკმარისი ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების სრულად შესასრულებლად, პირველ რიგში დაიფარება ის საბანკო კრედიტ(ებ)ი/საკრედიტო ხაზ(ებ)ი, რომლის ფარგელბშიც მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხა არის ყველაზე მეტი. მეორე რიგში დაიფარება ის ოვერდრაფტი/საკრედიტო ბარათი რომლის ფარგელბშიც მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხა/ლიმიტი არის ყველაზე მეტი. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ამ პუნქტით დადგენილი დაფარვის პრიორიტეტულობა, მსესხებლისათვის წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით.
8.06 იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ ბანკში აღებული კრედიტ(ებ)ის, მათ შორის, ოვერდრაფტ(ებ)ის, საკრედიტო ბარათ(ებ)ის, მთლიანი თანხების მოცულობა ჯამურად ან ინდივიდუალურად ნაკლებია 1 000 000 ლარზე ან მის ექვივალენტზე სხვა ვალუტაში, მაშინ მსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ხელშეკრულების 8.05 პუნქტით განსაზღვრული რიგითობის ცვლილება ყოველ ჯერზე, ვალდებულების დაფარვის დღეს, ბანკის სამუშო საათებში, ბანკის ფილიალში შესაბამისი წერილობითი განცხადების გაკეთების გზით.
8.07 ბანკი უფლებამოსილია, მსესხებლის მიერ ოვერდრაფტის ანგარიშზე შეტანილი/ჩარიცხული თანხიდან ყოველდღიურად ჩამოჭრას/დაფაროს თანხის შეტანის/ჩარიცხვის დღეს ოვერდრაფტის ათვისებულ ლიმიტზე ფაქტობრივად დარიცხული პროცენტი ან/და სხვა გადასახდელები.
მუხლი 9 საკრედიტო ურთიერთობების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტა
9.01 ბანკი უფლებამოსილია შეწყვიტოს მსესხებელთან საკრედიტო ურთიერთობა და შესაბამისად წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულება და მოითხოვოს არსებული საკრედიტო (ძირითადი თანხა, პროცენტი, პირგასამტეხლო არსებობისას), სხვა ვადადაუმდგარი ვალდებულებების სრულად, ვადაზე ადრე დაფარვა და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მსესხებელს წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ამ პუნქტით განსაზვრული ნებისმიერი პირობის არსებობის ან/და დადგომისთანავე და არა მხოლოდ:
(ა) დაირღვევა ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა ან მსესხებლის ნებისმიერი განცხადება, გარანტია, თავდებობა, ხელშეკრულება ან წარმოდგენლი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია აღმოჩნდება არასწორი, არაზუსტი ან შეუსაბამო. მათ შორის, მაგრამ არასრულად: (i) ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მე-4 მუხლის განცხადებებიდან და გარანტიებიდან რომელიმე არ აღმოჩნდება ნამდვილი და სრულყოფილი; (ii) მსესხებელი არ შეასრულებს ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მე-5 მუხლით დადგენილ დათქმებიდან ერთ-ერთს; (iii) მსესხებელი არ უზრუნველყოფს ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი ინფორმაციის დროულ და დადგენილი ფორმით მიწოდებას და ვერ უზრუნველყოფს ბანკის კონტროლის განხორციელებას, როგორც სრულად ისე ნაწილობრივ; (iv) დაირღვევა ოვერდრაფტის თანხის ან/და თანხის ნაწილის გადახდის ვადა; (v) დაირღვევა ამ ხელშეკრულების მიზნობრიობა სრულად ან ნაწილობრივ; (vi) დაირღვევა ამ ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი სხვა ნებისმიერი ვალდებულება.
(ბ) იპოთეკის საგნის გაერთიანების / გაყოფის / მიშენების შედეგად ბანკის იპოთეკა არ გავრცელდება გაერთიანების / გაყოფის შედეგად მიღებულ / მიშენებულ ფართზე;
(გ) დაირღვევა უზრუნველყოფის ხელშეკრულებით დადგენილი ნებისმიერი პირობა;
(დ) განადგურდება ან შეიქმნება განადგურების რისკი ნებისმიერ უზრუნველყოფაზე;
(ე) მსესხებლის მოქმედება მიმართულია ბანკის მოტყუებისკენ;
(ვ) ისეთი გარემოების დადგომისას, როდესაც საბანკო პროდუქტებზე გაცემული თანხების დაბრუნება ხდება საეჭვო;
(ზ) ნებისმერი უფლებამოსილი ორგანო მსესხებელს ჩამოართმევს ქონებას ან სხვა აქტივს ან მნიშვნელოვან წილს, ან მოახდენს ასეთის ნაციონალიზაციას, ან ადგილი ექნება სხვაგვარ ექსპროპრიაციას;
(თ) მსესხებლის ან თავდების მიმართ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე;
(ი) გასხვისდება მსესხებლის მნიშვნელოვანი აქტივი, ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
(კ) მსესხებელი იკისრებს ფინანსურ და სხვა ვალდებულებებს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, მათ შორის მიიღებს კრედიტს / სესხს ნებისმიერი სხვა ფინანსური დაწესებულებიდან თუ კერძო პირისგან;
(ლ) მსესხებლის ანგარიშს დაედება საინკასო დავალება, ყადაღა ან გავრცელდება სხვაგვარი უფლებრივი შეზღუდვა;
(მ) მსესხებლის, თავდების და გარანტის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება ან დადგება ასეთის რისკი;
(ნ) მსეხებელს შეუწყდება მესამე პირის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის თანადაფინანსება (ასეთის არებობისას);
(ო) ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულების ან მისი პირობის შეუსრულებლობის, არაჯეროვნად (არასრულად) ან დათქმულ ვადაზე გვიან შესრულებისას, რომელიც არ გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან;
(პ) ბანკის წინასწარ წერილობითი თანხმობის გარეშე განახორციელებს უზრუნველყოფის საგნის გასხვისებას, ჩუქებას, მის შემდგომ დატვირთვას იპოთეკით, გირავნობით, აღნაგობის უფლებით, უზუფრუქტით, ან სერვიტუტით, მოახდენს ნებისმიერი უფლების ან მოთხოვნის დაგირავებას, ასევე იჯარის / ქირავნობის გარიგების დადებას.
9.02 ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების 9.01 პუნქტით და ამავე პუნქტის ნებისმიერი ქვეპუნქტით დადგენილი შეწყვეტის წინაპირობებიდან გამომდინარე, ბანკის მხრიდან შეწყვეტის უფლების წარმოშობისათვის საკმარისია ჩამოთვლილი პირობებიდან ან პირობების შინაარსიდან ერთ-ერთის დადგომა ან/და არსებობა.
9.03 ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების 9.01 პუნქტიდან ერთ-ერთი გარემოების დადგომისას ბანკი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებით დადგენილი საშუალებებით მსესხებელს გაუგზავნოს დავალიანების ვადაზე ადრე დაბრუნების მოთხოვნა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს მსესხებლის მიერ მთელი მოცულობით. თანხის დაუბრუნებლობისას ბანკი ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას და მიმართავს უზრუნველყოფის ყველა საშუალებას დავალიანების დასაბრუნებლად.
9.04 თუკი ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ხელშეკრულების შეყვეტის მომენტიდან მსესხებლის არსებული დავალიანების ძირითად თანხაზე გაგრძელდება შესაბამისი პროცენტის დარიცხვა მის სრულად და ჯეროვნად დაფარვამდე.
9.05 ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს პირგასამტეხლოს დარიცხვა, როგორც ვადაგადაცილებულ ძირითად თანხაზე, ისე ვადაგადაცილებულ პროცენტზე, ხოლო ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ასეთი პირგასამტეხლო დავალიანების სრულად და ჯეროვნად დაფარვამდე.
9.06 მსესხებლის მხრიდან ამ მუხლით გათვალისწინებული ან/და სხვა ნებისმიერი სახით ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი თავისუფლდება მსესხებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან და უფლებამოსილია მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე დაუწესოს მსესხებელს გამკაცრებული მონიტორინგის რეჟიმი, რაც თვის მხრივ გულისხმობს ბანკისათვის სრული უფლებამოსილების მინიჭებას და ამ გზით ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მიავლინოს თავისი წარმომადგენელი მსესხებელთან, მისი აქტივების შესამოწმებლად, ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად ან/და შემოსავლების მონიტორინგის საფუძველზე, ბანკის კუთვნილი თანხების ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ მისაღებად.
მუხლი 10 სხვა პირობები და დასკვნითი დებულებები
10.01 ოვერდრაფტის ხელშეკრულების რომელიმე მუხლის/პუნქტის ან მისი ნაწილის ბათილობის შემთხვევაში ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები/პუნქტები ინარჩუნებს ძალას.
10.02 წინამდებარე ხელშეკრულების პირობებსა და გენერალური ხელშეკრულების პირობებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, ოვერდრაფტის არსებითი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ამ ხელშეკრულების პირობებს, ხოლო სტანდარტული პირობების შემთხვევაში - გენერალური ხელშეკრულების პირობებს.
10.03 მხარეებს შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობისას, დავას განიხილავს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლო. მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
10.04 წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეები თანხდებიან, რომ ბანკი უფლებამოსილია თავდებს/სოლიდარულ თავდებს, ასევე იპოთეკის და/ან გირავნობის საგნის მესაკუთრეს მიაწოდოს მსესხებელთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თავსართის, ხოლო მათ მიერ ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე, ხელშეკრულების ასლები იმავე ფორმით, რა ფორმითაც გაფორმებულია მსესხებელთან.
10.05 მომხმარებელი უფლებამოსილია ბანკს წარუდგინოს პრეტენზია ზეპირი, წერილობითი და/ან ელექტრონული ფორმებით. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სერვისცენტრში, სათავო ოფისში, ინტერნეტბანკში, ბანკის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: xxxx@xxxxxxxx.xx. ბანკი უფლებამოსილია განიხილოს და იმავე ფორმით/არხით უპასუხოს მომხმარებლის პრეტენზიას (თუ თვითონ მომხმარებელი პრეტენზიის დაფიქსირების მომენტში არ მიუთითებს მისთვის სასურველ კონკრეტულ არხს), პრეტენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული პრეტენზიის განხილვის ვადა ვრცელდება ნებისმიერი ტიპის პრეტენზიაზე, მიუხედავად პრეტენზიის შინაარსისა და განაცხადის ფორმისა. ამასთან, პრეტენზია შინაარსობრივად უნდა იყოს გასაგებად ჩამოყალიბებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს პრეტენზიის დაზუსტება ან მისი წერილობით წარმოდგენა.
10.06 ბანკის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის მისამართია: 0114 თბილისი,საქართველო, სანაპიროს ქუჩა № 2.
10.07 ეს ოვერდრაფტის ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარ(ებ)ად ქართულ ენაზე, ისე, რომ თითოეულ მხარეს გადაეცემა თითო ეგზემპლარი.
დასტურად, ხელშეკრულების მხარეები, რომლებიც მოქმედებენ პირადად ან/და უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ადგენენ ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებას და აწერენ ხელს ზემომითითებულ თარიღზე.
ბანკი: |
სს ტერაბანკი |
მსესხებელი: |
|
ხელმოწერა: |
ხელმოწერა: |
||
სახელი და გვარი გარკვევით და სრულად: |
სახელი და გვარი გარკვევით და სრულად: |
||
სახელი და გვარი: |
|
სახელი და გვარი: |
|
წარმომადგენელი: |
|
წარმომადგენელი: |
|
ბანკი _____________________ 11 მსესხებელი_________________