მომსახურების ხელშეკრულება N
მომსახურების ხელშეკრულება N
წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) დადებულია ქ. თბილისში, [-
] შემდეგ მხარეებს შორის:
ერთი მხრივ, შპს „xxxxxxx xxxxx ენდ ფაუერი“ საიდენტიფიკაციო ნომერი N203826002 (შემდგომში
„დამკვეთი“), წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx მიერ;
მეორე მხრივ, [-], საიდენტიფიკაციო N [-] (შემდგომში „შემსრულებელი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის [-] მიერ და
შემდგომში „დამკვეთი“ და „კომპანია“ ერთობლივად მოხსენიებული როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ- ცალკე - როგორც „მხარე“
წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით თანხმდებიან შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე, „დამკვეთი“ უკვეთავს, ხოლო „შემსრულებელი“ იღებს ვალდებულებას განახორციელოს „დამკვეთის“ მიერ წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელებზე ავარიის აღმოფხვრის ან/და სხვა სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის საფარის აღდგენა- მოწესრიგება „დამკვეთის“ მიერ მიცემული დავალების შესაბამისად (შემდგომში „მომსახურება“).
1.2. შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი და ერთეულის ფასები მოცემულია დანართში N1, რომელიც თან ერთვის წინამდებარე „ხელშეკრულებას“ და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
2.1 „მომსახურების“ ერთეული ფასები მოცემულია დანართში N1, რომელიც წარმოადგენს
„ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილს; დანართში მოცემული ფასები მყარია და ცვლილებას არ ექვემდებარება „ხელშეკრულების“ მიმდინარეობის პროცესში, გარდა „მხარეთა“ მიერ შეთანხმებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
2.2 ანგარიშსწორება ხდება „მხარეთა“ შორის მიღება-ჩაბარებისა აქტის, ფორმა 2-ის, ფორმა 3-ის და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის ორივე მხარის მიერ ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ანგარიშსწორების დროს აღმოჩნდება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი და/ან ფორმა 2 და/ან ფორმა 3 ხელმოწერის თარიღი არ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ანგარიშსწორების ვადის ათვლა დაიწყება ამ დოკუმენტებიდან ყველაზე გვიანი თარიღით გაფორმებული დოკუმენტის თარიღიდან.
2.3 ხელშეკრულების ფასი მოიცავს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ და ყველა გადასახადს.
3. მხარეთა ვალდებულებები
3.1 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „დამკვეთს“ „მომსახურება“ გაუწიოს პირადად.
3.2 „შემსრულებელი“ ვალდებულია „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „მომსახურება“ გაწიოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, სრულად და „დამკვეთის“ ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
3.3 „შემსრულებელი“ ვალდებულია „მომსახურების“ გაწევისას იმოქმედოს გულდასმით, დაიცვას უმაღლესი პროფესიული სტანდარტები, არსებული საკანომდებლო მოთხოვნები და შეასრულოს
„დამკვეთის“ მიერ მიცემული ტექნიკური პირობები და მითითებები, მათ შორის დანართში N 2 წარმოდგენილი ინსტრუქციები. „შემსრულებელი“ უფლებამოსილია, შეცვალოს „დამკვეთის“ მითითებები მხოლოდ „დამკვეთის“ წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
3.4 „შემსრულებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს „მომსახურების“ გაწევისთვის აუცილებელ ყველა პირობა: კვალიფიციურ პერსონალი, ტექნიკა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების წესების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების, დაცვა და ა.შ. „შემსრულებელი“ დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად აგებს პასუხს „სამუშაოს“ დროს დაქირავებულ პერსონალზე, გამოყენებულ მეთოდებზე, ტექნიკაზე, მასალაზე, შესაბამისი ნორმებისა და წესების დაცვაზე, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ და/ან ამ სფეროში მოქმედი ქართული და/ან საერთაშორისო კანონმდებლობით.
3.5 „შემსრულებელი“ პასუხისმგებელია შრომის, მასალისა და მოწყობილობების ნებისმიერ დანარკარგზე და დაზიანებაზე მანამ, სანამ არ მოხდება „მომსახურების“ დასრულება და სათანადო წესით მიღება „დამვეკთის“ მიერ.
3.6 „შემსრულებელი“ ვალდებულია, შეატყობინოს „დამკვეთს“ სამუშაოს მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის ან/და ხელისშემშლელი გარემოების შესახებ და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ასეთი ხარვეზის ან/და გარემოებების აღმოსაფხვრელად თავისი ხარჯით.
3.7 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „დამკვეთის“ ზეპირი და/ან წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია წინამდებარე „ხელშეკრულების“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო „მომსახურების“ გაწევის დასრულების შემდეგ - ჩააბაროს მას ანგარიში, რაც, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს „დამკვეთისათვის“
„დავალების“ შესრულების ამსახველი ფოტო-მასალის წარდგენას „ვებ-პორტალის“ საშუალებით.
3.8 „შემსრულებელი” ვალდებულია აანაზღაუროს „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის, „მომსახურების“ შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების, ასევე მისი ბრალეული ქმედების (ან უმოქმედობის) შედეგად „დამკვეთისათვის“ ან/და მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი
(ზარალი) ამ „ხელშეკრულების“ პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
3.9 „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „მომსახურების“ გაწევის დროს ისარგებლოს მხოლოდ იმ ასფალტო-ბეტონის ქარხნით, რომლის მიერ გამოშვებულ პროდუქციას ექნება ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ან/და სხვა შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, ამ ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოყენების ვარგისიანობაზე.
3.10 „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „მომსახურების“ გაწევის დასრულების შემდეგ სამუშაო და მიმდებარე ტერიტორია დატოვოს სუფთა მდგომარეობაში, თავისუფალი წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „მომსახურების“ შესრულების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისგან.
3.11 „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 12 საათისა, „დამკვეთს“ დაუბრუნოს „დავალებაში“ მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებული „დამკვეთის“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული შემოსაღობი, საგზაო მონიშვნის და სხვა მსგავსი აღჭურვილობა. დაბრუნება უნდა განხორციელდეს მისამართზე: თბილისი, ფეიქრების ქ. N 14. აღნიშნული ლი აღჭურვილობის დაუბრუნებლობის ან/და არასრულად დაბრუნების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ისინი დაიკარგა და „შემსრულებელი“ ვალდებულია აუნაზღაუროს
„დამკვეთს“ დაკარგული აღჭურვილობის ღირებულება.
3.12 „დამკვეთი“ ვალდებულია დროულად და „ხელშეკრულებით“ დადგენილი წესის შესაბამისად გადაუხადოს „შემსრულებელს“ „ანაზღაურება“.
3.13 „დამკვეთი“ ვალდებულია მიაწოდოს „შემსრულებელს“ ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელსაც მოითხოვს „შემსრულებელი“ და საჭიროა „მომსახურების“ გაწევისათვის.
3.14 იმ შემთხვევაში თუ „შემსრულებელი“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას, „დამკვეთი“ უფლებამოსილია ცალმხრივად, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეამციროს „შემსრულებლისათვის“ გადასახდელი „ანაზღაურების“ ოდენობა დარღვევის/მიყენებული ზიანის პროპორციულად. გადასახდელი „მომსახურების საფასურის“ შესამცირებელ ოდენობას განსაზღვრავს „დამკვეთი“, რომლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად და არ გახდება სადაო „შემსრულებლის“ მიერ; „დამკვეთი“ ასევე უფლებამოსილია განახორციელოს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
3.15 მიუხედავად წინამდებარე „ხელშეკრულების“ 3.7 მუხლში მოცემული პირობისა, „დამკვეთს“ უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს „შემსრულებლის“ მიერ გამოყენებული მასალის ან/და ტექნოლოგიის შემოწმება (ექსპერტიზის ჩატარება), ხოლო „შემსრულებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯით განახორციელოს შემოწმებისათვის (ექსპერტიზისათვის) საჭირო ნიმუშების (კერნების) ამოჭრის ადგილების შევსება შესაბამისი მასალით.
3.16 იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული/საექსპერტო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ გამოყენებული მასალა ან/და ტექნოლოგია არ შეესაბამება წინამდებარე „ხელშეკრულებით“ შეთანხმებულ პირობას, „შემსრულებელი“ ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი საკუთარი ხარჯითა და „დამკვეთის“ მიერ განსაზღვრულ ვადაში, ასევე „დამკვეთს“ აუნაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთის“ მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში „შემსრულებელი“ ვერ შეძლებს ხარვეზის გამოსწორებას და/ან ზიანის ანაზღაურებას, „დამკვეთი“ უფლებამოსილია დააკისროს პირგასამტეხლო „შემსრულებელს“ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კონკრეტულ მისამართზე გაწეული (ან გასაწევი)
„მომსახურების“ და მიყენებული ზიანის 1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
4. „მომსახურების“ გაწევის პირობები
4.1 „შემსრულებელი“ „დამკვეთს“ „მომსახურებას“ გაუწევს კონკრეტული დავალებების შესაბამისად (შემდგომში „დავალება“).
4.2 „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლისთვის „დავალების“ მიცემა ხორციელდება ვებ-პორტალის xxxxxxx.xxx.xx საშუალებით (შემდგომში „ვებ-პორტალი“). წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით
„შემსრულებელი“ ადასტურებს, რომ მას აქვს დაშვება აღნიშნულ პორტალზე, იცნობს მის შინაარს და გააჩნია შესაძლებლობა შესასრულებელი/შესრულებული სამუშაოების შესახებ საინფორმაციო ანგარიში აწარმოოს აღნიშნული „ვებ-პორტალის“ საშუალებით.
4.3 „შემსრულებლის“ მიერ „დავალების“ „ვებ-პორტალზე“ ატვირთვისა და „შემსრულებლისთვის“ გაგზავნიდან 12 საათის განმავლობაში „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ დაადასტუროს ან უარყოს
„დავალება“ ან მისი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, „დავალება“ ჩაითვლება „შემსრულებლის“ მიერ მიღებულად და „შემსრულებელი“ ვალდებულია შეასრულოს ის. „შემსრულებლის“ უფლება აქვს უარყოს
„დავალება“ ან მისი ნაწილი, მხოლოდ ობიექტური მიზეზ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად: „დავალებაში“ მითითებულ მისამართზე წყლის ხილული მოდინება/ჟონვა. აღნიშნული გარემოება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალით.
4.4 „შემსრულებელი“ „დავალების“ დადასტურებით ასევე ადასტურებს, რომ არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის „სამუშაოების“ „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად შესრულებას.
4.5 „დავალების“ მიღების დროდ და თარიღად ითვლება „შემსრულებლის“ მიერ მისი „ვებ-პორტალზე“ დადასტურება.
4.6 „დავალების“ მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია მოაწესრიგოს განათხარი, ხოლო ასფალტის საფარის აღდგენა უნდა განხორციელდეს „დავალების“ მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა. მოცემული ვადები არ მოქმედებს განსაკუთრებულ შემთხვევებში და ასეთ დროს განათხარის მოწესრიგება და ასფალტის საფარის აღდგენა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, მაგრამ
არაუგვიანეს „დავალებაში“ მითითებული ვადისა. განსაკუთრებული გარემოების არსებობის შესახებ მითითება უნდა განხორციელდეს „დამკვეთის“ მიერ „დავალების“ „ვებ-პორტალზე“ ატვირთვისთანავე.
4.6.1 ზემოაღნიშნული 4.6 მუხლის მიზნებისათვის, განსაკუთრებულ გარემოებას განეკუთვნება:
• მუნიციპალური სამსახურების განსაკუთრებული მოთხოვნები და შეზღუდვები;
• საპატრულო პოლიციის მიერ განსაზღვრული შეზღუდვები და მოთხოვნები;
• აღსადგენი ასფალტის დროებით საფარის მოწყობის გარდაუვალი მოთხოვნები
• „დამკვეთის“ მიერ ნაწილობრივ მოწესრიგებული ობიექტები. ნაწილობრივი მოწესრიგება გულისხმობს განათხარში მილის დაფარვას ქვიშა-ხრეშოვანი მასალით და არ ანაზღაურდება
„დამკვეთის“ მიერ
4.7 „შემსრულებელს“ უფლება არ აქვს საკუთარი ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეცვალოს მიღებული
„დავალების“ მოცულობა. თუ „დავალების“ შესრულების დროს საჭირო გახდება „დავალებაში“ მითითებული „სამუშაოს“ მოცულობის ცვლილება, „შემსრულებელი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს „დამკვეთს“, კერძოდ „დავალებაზე” პასუხისმგებელ პირს, ტელეფონის საშუალებით და მოითხოვოს „დამკვეთის“ წარმომადგენლების ადგილზე მისვლა და „სამუშაოების“ მოცულობის ცვლილების „დამკვეთთან“ შეთანხმება. „დამკვეთი“ ვალდებულია, რომ შეთანხმებული შეცვლილი მოცულობა ასახოს „ვებ-პორტალზე“.
4.8 „შემსრულებელი“ ვალდებულია, თითოეული „დავალება“ შეასრულოს „დავალებაში“ მითითებული ვადების მკაცრი დაცვით. „დავალების“ შესრულება დასტურდება „ვებ-პორტალზე“ „დავალების“ დაწყებისა და დასრულების ამსახველი ფოტო მასალის ატვირთვითა და „მხარეთა“ შორის მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებით.
4.9 ყოველი თვის 25 რიცხვამდე „შემსრულებელი“ ვალდებულია „დამკვეთს“ წარუდგინოს მიმდინარე თვეში გაწეული „მომსახურების“ დამადასტურებელი ფორმა 2 და ფორმა 3, შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად. „დამკვეთი“ ვალდებულია 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტები და დაეთანხმოს მას, რაც გამოიხატება დოკუმენტების ხელმოწერით, ან მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს ისინი „შემსრულებელს“.
4.10 „დამკვეთი“ უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს „დავალებაში“ ან/და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ნებისმიერი ან/და ყველა მისამართზე შესრულებული „სამუშაოდან“ აიღოს ასფალტო- ბეტონის ნიმუში (საკონტროლო „კერნები“) მისი შემდგომი შემოწმების მიზნით და ასეთ შემთხვევაში
„შემსრულებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯით განახორციელოს საკონტროლო ,,კერნების’’ ამოჭრის ადგილების შევსება ცივი ან ცხელი ასფალტო-ბეტონით.
4.11 „დავალება“ ჩაითვლება დასრულებულად, თუ ის შესრულებულია ხარისხიანად და წარმოდგენილია ყველა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია „დამკვეთისათვის“ ობიექტის ჩაბარებისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის.
4.12 იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთი“ არ მიიღებს „დავალებას“ იგი ვალდებულია, წერილობით, მათ შორის ვებ-პორტალის საშუალებით, მიუთითოს „შემსრულებელს“ იმ მიზეზის/გარემოებების შესახებ, რაც აფერხებს „დავალების“ მიღებას, რათა „შემსრულებელმა“ დროულად შეძლოს მისი აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით.
4.13 „მომსახურების“ დასრულება დასტურდება „მხარეების“ მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით.
5. სამუშაოს შეჩერება
5.1 „დამკვეთს“ უფლება აქვს შეაჩეროს სამუშაო ან მისი რომელიმე ნაწილი „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადის განმავლობაში, ნებისმიერ დროს და ასეთ შემთხვევაში, ის „შემსრულებელს“ აუნაზღაურებს მის მიერ „სამუშაოს“ შეჩერებამდე გაწეულ დასაბუთებულ ხარჯს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „სამუშაოს“ შეჩერება გამოწვეულია „შემსრულებლის“ ბრალეულობით და/ან არამართლზომიერი მოქმედებით.
5.2 „სამუშაოს“ ნაწილის შეჩერების შემთხვევაში, „შემსრულებელი“ განაგრძობს დანარჩენი სამუშაოს შესრულებას.
5.3 „დამკვეთს“ უფლება აქვს, მოსთხოვოს „შემსრულებელს“ დაუყონებლივ განაგრძოს რომელიმე შეჩერებული სამუშაოს ნაწილი და/ან მთლიანად სამუშაო და „შემსრულებელი“ ვალდებულია დააკმაყოფილოს „დამკვეთის“ ასეთი მოთხოვნა.
6. შესრულებული „სამუშაოების“ საგარანტიო ვადა
6.1 „შემსრულებლის“ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ვრცელდება 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა, რაც გულისხმობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში „მომსახურებასთან“ დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზი, რაც გამოწვეულია უხარისხო მასალის ან სამუშაოს არასათანადო შესრულების შედეგად, ასევე ასეთი ხარვეზისგან გამოწვეული ნებისმიერი ზარალი და ზიანი, მათ შორის მესამე პირისთვის მიყენებული, აღმოფხვრილ და გამოსწორებულ უნდა იქნას „შემსრულებლის“ მიერ და მისი ხარჯით.
6.2 წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად,
„შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „დამკვეთს“ წარუდგინოს ხარისხის გარანტია 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით არაუგვიანეს „ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში (შემდგომში „ხარისხის გარანტია“). „ხარისხის გარანტია“ გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საგარანტიო ვადის დასრულების თარიღიდან 1 თვის განმავლობაში.
6.3 წინამდებარე „ხელშეკრულების“ 6.1 და 6.2 მუხლში მოცემული პირობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, „შემსრულებელი“ ვალდებულია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში „მომსახურებასთან“
დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზი, რაც გამოწვეულია უხარისხო მასალის ან სამუშაოს არასათანადო შესრულების შედეგად, ასევე ისეთი ხარვეზისგან გამოწვეული ნებისმიერი ზარალი და ზიანი, მათ შორის მესამე პირისთვის მიყენებული, აღმოფხვრილ და გამოსწორებულ უნდა იქნას „შემსრულებლის“ მიერ და მისი ხარჯით შეტყობინებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ
„შემსრულებელი“ ვერ უზრუნველყოფს ასეთი ზიანის (ზარალის) აღმოფხვრას/გამოსწორებას 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, „დამკვეთი“ უფლებამოსილია დააკისროს პირგასამტეხლო კონკრეტულ მისამართზე გაწეული „მომსახურების“ ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხარვეზის/ზიანის შეტყობინებიდან მისი აღმოფხვრის თარიღამდე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზიანის/ხარვეზის გამოსოწრება მოხდება „დამკვეთის“ მიერ, „დამკვეთს“ უფლება აქვს ზიანის/ხარვეზის გამოსწორებაზე დახარჯული თანხები სრულად დააკისროს „შემსრულებელს“ და „შემსრულებელი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს ასეთ გამოსწორებაზე დახარჯული თანხები; „დამკვეთი“ ასევე უფლებამოსილია, რომ ხარვეზის გამოსწორებაზე დახარჯული თანხები დააკავოს/დაქვითოს „შემსრულებლისთვის“ გადასახდელი ნებისმიერი მიმდინარე გადასახადიდან ან/და მოითხოვოს მისი გადახდა „ხარისხის გარანტიიდან“. „დამკვეთი“ დამოუკიდებლად გადაწყვეტს, თუ რომელი გზით მიიღოს კომპენსაცია გაწეული ხარჯებისთვის.
7. სამუშაოების ზედამხედველობა
7.1 სამუშაოების შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს „დამკვეთის” ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი და „შემსრულებელი“ პირდაპირ იქნება ანგარიშვალდებული მათ წინაშე.
8. ქვეკონტრაქტორები
8.1 „შემსრულებელს“ შეუძლია, „დამკვეთთან“ შეთანხმებით, სამუშაოს ნაწილი გადასცეს შესასრულებლად ქვეკონტრაქტორს, თუმცა „დამკვეთის“ წინაშე „შემსრულებელი“ რჩება სრულად პასუხისმგებელი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
9. „შემსრულებლის“ პასუხისმგებლობა
9.1 „შემსრულებელი“ ვალდებულია, წინამდებარე „ხელშეკრულების“ მიმდინარეობისას დაიცვას
„დამკვეთი” ნებისმიერი ზარალისაგან, ვალდებულებისაგან, მესამე პირის პრეტენზიისა და ხარჯებისაგან, რომელიც უკავშირდება ამ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ „მომსახურების“ შესრულებას.
9.2 „შემსრულებელი“ ვალდეუბლია, დაიცვას „დამკვეთი“ ნებისმიერ ზარალისგან (ზიანისგან), ვალდებულებისაგან, მესამე პირის პრეტენზიისა და ხარჯებისაგან, რომელიც დაკავშირებული იქნება
წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე გაწეული „მომსახურების“ დროს მის მიერ მესამე პირისთვის მიყენებულ ზარალთან (ზიანთან).
9.3 იმ შემთხვევაში, თუ „მომსახურების“ გაწევის პროცესში „შემსრულებელი“ დაარღვევს შრომის უსაფრთხოების წესებს, რაც აღმოჩენილი და დაფიქსირებული იქნება „დამკვეთის“ მიერ, მაშინ „დამკვეთს“ უფლება აქვს „შემსრულებელს“ დააკისროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით თოთოეულ ასეთ შემთხვევაზე.
9.4 „მხარეები“ აღიარებენ და ადასტურებენ, რომ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული
„მომსახურების“ დროული შესრულება წარმოადგენს ამ „ხელშეკრულების“ ერთ-ერთ არსებით პირობას და შეთანხმებას და „დავალებაში“ მითითებული ვადების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს „დამკვეთის“ ფინანსური პასუხისმგებლობა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, „მხარეები“ წინამდებარით თანხმდებიან, რომ თუ „შემსრულებელი“ ვერ უზრუნველყოფს „მომსახურების“ დასრულებას
„დავალებაში“ მითითებულ ვადაში და აღნიშნულის შესახებ, შესაბამისი მიზეზების მითითებით, წინასწარ, წერილობით არ შეათანხმებს „დამკვეთთან“, მაშინ ეს წარმოადგენს „ხელშეკრულების“ პირობების არსებით დარღვევას და „დამკვეთს“ უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და/ან მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ (ლიკვიდაციისთვის) შემსრულებელისგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის/ზარალის სრული და დაუყოვნებელი ანაზღაურება. ასეთი ზიანი (ზარალი) შეზღუდვის გარეშე, მოიცავს შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიერ
„დამკვეთისათვის“ შესაბამისი საჯარიმო თანხის დაკისრებასაც. „დამკვეთი“ უფლებამოსილია თვითონ გადაწყვიტოს, თუ რა საშუალებას გამოიყენებს თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
9.5 იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ დააყოვნებს კომპენსაციის გადახდას, „დამკვეთი“ უფლებამოსილია კომპენსაციის შესაბამისი თანხა, ასევე გადახდის დაყოვნებით მიყენებული ზიანი (ზარალი), ასეთის არსებობის შემთხვევაში, „შემსრულებლის“ წინასწარი თანხმობის ან/და შეტყობინების გარეშე დაქვითოს „შემსრულებლისთვის“ გადასახდელი ნებისმიერი სხვა მიმდინარე თუ მომავალში წარმოშობილი გადასახდელებიდან, მიუხედავად იმისა, ასეთი გადასახდელი წარმოშობილია ამ თუ ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების საფუძველზე.
10. „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადა და ვადამდე შეწყვეტა
10.1 წინამდებარე „ხელშეკრულება“ ძალაში შედის „მხარეთა“ მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან (შემდგომში „ძალაში შესვლის თარიღი“) და მოქმედებს 2020 წლის [-] (ჩათვლით) „დამკვეთის“ მიერ მიცემული დავალებების შესრულების ნაწილში, ხოლო „შემსრულებლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში - ასეთი ვალდებულებების სრულად და ხარისხიანად დასრულებამდე.
10.2 წინამდებარე „ხელშეკრულების“ შეწყვეტა მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია:
(ა) ერთ-ერთი „მხარის“ მიერ, თუ მეორე „მხარე“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას ან პირობას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების
თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(ბ) „მხარეთა“ ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით;
(გ) ნებისმიერ დროს, „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლისათვის“ სულ ცოტა 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით;
(დ) ნებისმიერ დროს, „შემსრულებლის“ მიერ „დამკვეთისთვის“ სულ ცოტა 30 კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით.
10.3 თუ „ხელშეკრულება“ „შემსრულებელმა“ მაშინ შეწყვიტა, როდესაც „დამკვეთი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, „შემსრულებელმა“ უნდა აუნაზღაუროს
„დამკვეთს“ „ხელშეკრულების“ შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
„შემსრულებელს“ ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.
10.4 „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „დამკვეთის“ მიერ „ხელშეკრულების“ ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის (მოშლის) შემთხვევაში, „შემსრულებელს“ აუნაზღაურდება მხოლოდ შეწყვეტის თარიღამდე ფაქტობრივად გაწეული „მომსახურების“ ღირებულება. ამასთან, „დამკვეთის“ მიერ „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად წარმოშობილი ზიანი/ზარალი, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, არ ანაზღაურდება და
„შემსრულებელი“ წინასწარ, გამოუთხოვადად და უპირობოდ უარს აცხადებს „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად განცდილი ზიანის/ზარალის, ამგვარის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურების მოთხოვნაზე.
11. ფორს-მაჟორი
11.1 „მხარეები“ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არადროული შესრულებისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნება ფორს-მაჟორული ვითარებით (შემდგომში „ფორს-მაჟორული ვითარება“).
11.2 წინამდებარე „ხელშეკრულების“ მიზნებისათვის „ფორს-მაჟორული ვითარება“, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: ომს, ამბოხებას, სამოქალაქო არეულობას, მიწისძვრას, ხანძარს, აფეთქებას, ქარიშხალს, წყალდიდობას ან სხვა სტიქიურ უბედურებებს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების სხვა ქმედებასა და უმოქმედობას, რომელიც „მხარეთა“ გონივრული კონტროლის ფარგლებს სცილდება და რომლის დადგომაც წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის.
11.3 „მხარე“, რომელსაც „ფორს-მაჟორული ვითარება“ შეეხო, უმოკლეს ვადაში, მაგრამ ამგვარი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა, ვალდებულია შეატყობინოს მეორე „მხარეს“ ამგვარი „ფორს-მაჟორული ვითარების“ თაობაზე, „ფორს-მაჟორული ვითარების“ ხასიათის და მისი შედეგების სათანადო აღწერით.
11.4 „ფორს-მაჟორული ვითარების“ დადგომის შემთხვევაში „მხარეთა“ მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს ამგვარი „ფორს-მაჟორული ვითარების“ დამთავრებამდე/აღმოფხვრამდე.
11.5 იმ შემთხვევაში, თუ „ფორს-მაჟორული ვითარება“ გასტანს ზედიზედ 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, თითოეულ „მხარეს“ უფლება აქვს მეორე „მხარისათვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე შეწყვიტოს წინამდებარე „ხელშეკრულება“ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე.
12. დავების გადაწყვეტის წესი
12.1 „მხარეთა“ შორის წინამდებარე „ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებული ან მის საფუძველზე წარმოშობილი დავები წყდება მოლაპარაკების გზით. თუ „მხარეები“ მოლაპარაკების გზით ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, მაშინ დავის გადასაწყვეტად „მხარეები“ მიმართავენ საქართველოს შესაბამისი განსჯადობის სასამართლოს.
13. დასკვნითი დებულებები
13.1 წინამდებარე „ხელშეკრულების“ არც ერთ „მხარეს“ აქვს უფლება წინამდებარე „ხელშეკრულებით“ მისთვის მინიჭებული უფლებები ან/და ვალდებულებები მთლიანად ან ნაწილობრივ მიანიჭოს ან გადასცეს ნებისმიერ მესამე პირს, მეორე „მხარის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნებადართული შემთხვევებისა.
13.2 „ხელშეკრულების“ პირობების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ქმედუნარიანი ძალის მქონედ მიიჩნევა, თუკი ისინი შედგენილია წერილობით და ხელმოწერილია ორივე „მხარის“ მიერ.
13.3 წინამდებარე „ხელშეკრულება“ ცვლის და აუქმებს „მხარეებს“ შორის მის საგანთან დაკავშირებით მანამდე არსებულ ყველა წერილობით თუ ზეპირ შეთანხმებას, გარიგებას ან/და დათქმას.
13.4 წინამდებარე „ხელშეკრულების“ რომელიმე მუხლის/პუნქტის/ქვეპუნქტის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა მუხლის/პუნქტის/ქვეპუნქტის ან/და მთლიანად „ხელშეკრულების“ ბათილობას.
13.5 „მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ წინამდებარე „ხელშეკრულების“ შინაარსი, იგი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ თავისუფალ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა „ხელშეკრულების“ შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად.
13.6 წინამდებარე „ხელშეკრულება“ შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა „დამკვეთს“, ხოლო მეორე - „შემსრულებელს“.
რის დასტურადაც „მხარეებმა“ უზრუნველყვეს წინამდებარე „ხელშეკრულების“ ხელმოწერა ზემოთ მითითებულ თარიღზე.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
დამკვეთი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ქ. თბილისი, მ. კოსტავას შესახვევი #33 საიდენტიფიკაციო კოდი #203826002 სს „თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი XXXXXX00, ანგარიშის # XX00XX0000000000000000 xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი | შემსრულებელი |