წინამდებარე სალიცენზიო ხელშეკრულების საერთო პირობებში წარმოდგენილია Transportit LLC-ის მიერ შემოთავაზებული Transportit-ის აპლიკაციის გამოყენების მარეგულირებელი მთავარი პირობები თქვენსა (აქ და შემდგომ მოხსენიებული როგორც "თქვენ" ან “გადამზიდავი”) და...
წესები & პირობები გადამზიდავებისთვის
წესები და პირობები გადამზიდავთან/სააგენტოსთან
წინამდებარე სალიცენზიო ხელშეკრულების საერთო პირობებში წარმოდგენილია Transportit LLC-ის მიერ შემოთავაზებული Transportit-ის აპლიკაციის გამოყენების მარეგულირებელი მთავარი პირობები თქვენსა (აქ და შემდგომ მოხსენიებული როგორც "თქვენ" ან “გადამზიდავი”) და Transportit LLC-ს შორის.
Transportt LLC-ის აპლიკაციის გამოყენებით სატრანსპორტო მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენ უნდა დაეთანხმოთ ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს.
მუხლი 1. ტერმინები
1.1 Transportit LLC (ასევე მოხსენიებული როგორც "კომპანია", "ჩვენ" ან “ჩვენი”) – საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, რომლის რეგისტრაციის კოდია 405236561, რეგისტრირებული ოფისის მისამართია: xxxxxx xxxxxxxxxxx xxxx 00, xxxxxxx, xxxxxxxxxx,
1.2 Transportit LLC-ის მომსახურებები - მომსახურებები, რომლებსაც Transportit LLC გთავაზობთ, რომელიც მოიცავს მათ შორის, Transportit LLC-ის აპლიკაციის და Transportit LLC-ის პლატფორმის უზრუნველყოფას და ტექნიკურ მომსახურებას, კლიენტის მხარდაჭერას, თქვენსა და კლიენტს შორის გადახდებსა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ შუამდგომლობებს ან სხვა მსგავსი დახმარების მომსახურებებს, როგორც ეს საერთო პირობებში ან ხელშეკრულებაშია განსაზღვრული.
1.3 Transportit LLC-ის აპლიკაცია - წინამდებარე საერთო პირობების მნიშვნელობის ფარგლებში, Transportit LLC-ის აპლიკაცია ეხება Transportit LLC-ის გადამზიდავის აპლიკაციას, რომელსაც გადამზიდავები იყენებენ მოთხოვნების მისაღებად და შესასრულებლად და სატრანსპორტო მომსახურებების სამართავად.
1.4 კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც ითხოვს გადაზიდვის მომსახურებას აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.
1.5 გადამზიდავი ან თქვენ - პირი, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებებს Transportit LLC-ის აპლიკაციის მეშვეობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ
თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ანგარიშზე როგორც იურიდიული ან ფიზიკური პირი.
1.6 საერთო პირობები - Transportit LLC-ის მიერ წარმოდგენილი სალიცენზიო ხელშეკრულების წინამდებარე საერთო პირობები.
1.7 ხელშეკრულება – Transportit LLC-ის აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება Transportit LLC-სა და თქვენ შორის, რომელიც მოიცავს აქ წარმოდგენილ საერთო პირებსა და დამატებით პირობებს ან მომავალში Transportit LLC-სა და თქვენ შორის შეთანხმებულ პირობებს
1.8 ლიცენზია – წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად Transportit LLC-ს აპლიკაციის გამოყენების უფლება.
1.9 ვებგვერდი – xxxx://xxxxxxxxxxx.xx-xx განთავსებული Transportit LLC-ის ვებგვერდი, ქვეგვერდები, გადამზიდავის პორტალს ჩათვლით
1.10ტრანსპორტი - გადამზიდავის ტრანსპორტი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და ავტორიზებულია კომპანიის მიერ კლიენტების მომსახურებისათვის.
1.11 გადაზიდვისღირებულება – კლიენტის ვალდებულება აგინაზღაუროთ სატრანსპორტო მომსახურება
1.12. Transportit LLC-ის მოსაკრებელი – მოსაკრებელი, რომელიც ვალდებული ხართ, რომ გადაუხადოთ Transportit LLC-ის, Transportit LLC-ის აპლიკაციით სარგებლობის უფლების მისაღებად. Transportit LLC-ის მოსაკრებელი მოიცავს მოსაკრებელს თქვენ მიერ შესრულებული თითოეული კლიენტის დაკვეთისთვის.
1.13. აპლიკაციით გადახდა – გადაზიდვისანაზღაურების მეთოდი, რომელიც ხორციელდება კლიენტის მიერ აპლიკაციის გამოყენებით. აპლიკაციით გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო/საკრედიტო ბარათებით, კორპორატიული, მობილური ან Transportit LLC-ის მიერ დაშვებული სხვა გადახდის მეთოდებით
1.14 Transportit LLC-ის გადამზიდავის პორტალი – პორტალი რომელიც მოიცავს რელევანტურ ინფორმაციას და საბუთებს რომელიც დაკავშირებულია თქვენი Transportit LLC-ის აპლიკაციის გამოყენებასა და გადაზიდვისსერვისის მიწოდებასთან, ასევე მოიცავს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციას. Transportit LLC-ის გადამზიდავის პორტალზე შესვლა შესაძლებელია ვებ გვერდზეhptt://xxxxxx.xxx.xx მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით.
1.15 სატრანსპორტო მომსახურება - სატრანსპორტო მომსახურება გაიწევა თქვენ მიერ იმ კლიენტის მიმართ ვისი მოთხოვნაც მიღებული გაქვთ Transportit LLC-ის აპლიკაციის გამოყენებით.
1.16 ტრანსპორტი - გადამზიდავის ტრანსპორტი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და ავტორიზებულია კომპანიის მიერ
კლიენტების მომსახურებისათვის.
მუხლი 2. ხელშეკრულების მხარეები
ერთის მხრივ, Transportit LLC, წარმოდგენილი მისი უფლებამოსილი პირის, xxxxxx xxxxxxx მიერ, (შემდგომში წოდებული „კომპანია“)
და
მეორეს მხრივ, თქვენ(შემდგომში წოდებული „გადამზიდავი“),
ერთობლივად წოდებულნი „მხარეები“ ხელს ვაწერთ წინამდებარე ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
მუხლი 2. ხელშეკრულების გაფორმება
2.1. პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვამდე და გამოყენებამდე ლიცენზიის მიმღები უნდა დარეგისტრირდეს Transportit LLC-ის ვებგვერზე Transportit LLC -ის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციის წარმატებით დარეგისტრირების შემდეგ Transportit LLC უზრუნველყოფს თქვენთვის პირად ანგარიშს, რომელზე წვდომა შესაძლებელი იქნება თქვენ მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და პაროლის საშუალებით. საერთო პირობების ბოლოს განთავსებული
„რეგისტრაციის გავლის" ღილაკის დაწკაპუნებით, ლიცენზიის მიმღები ადასტურებს რომ:
2.1.1. ის უფლებამოსილია კანონის შესაბამისად გააფორმოს ხელშეკრულება Transportit LLC -თან, რათა Transportit LLC-ს აპლიკაციის მეშვეობით მიაწოდოს გადაზიდვის მომსახურება
2.1.2. მან ყურადღებით შეისწავლა და სრულად გაიგო საერთო პირობები, მათ შორის ამ ხელშეკრულებაში წარმოდგენილი ყველა ვალდებულება, რომელიც წარმოექმნება ლიცენზიის მიმღებს;
2.1.3. Transportit LLC-თვის ლიცენზიის მიმღების მიერ მიწოდებული ყველა ინფორმაცია ზუსტია, სწორია და სრულია;
2.1.4. ის უფლებას არ ანიჭებს სხვა პირებს გამოიყენონ ლიცენზიის მიმღებების ანგარიში ან გადასცენ ის ნებისმიერ სხვა პირს;
2.1.5. ის არ გამოიყენებს Transportit LLC-ს აპლიკაციას ნებართვის გარეშე ან არაკანონიერი მიზნებისთვის და ზიანს არ მიაყენებს Transportit LLC-ს აპლიკაციის სათანადო მოქმედებას;
2.1.6. ის არ გააკეთებს Transportit LLC-ს აპლიკაციის ან Transportit LLC -ის სხვა მასალის ასლებს ან გაავრცელებს მათ Transportit LLC -ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
2.1.7. თქვენი ანგარიში იქნება მუდმივად მოწესრიგებული და განახლებული;
2.1.8. მუდმივად შეასრულებთ იმ ქვეყნისა და ქალაქის ყველა წესსა და კანონს სადაც გასწევთ სატრანსპორტო მომსახურებას, მათ შორის (და არა მხოლოდ) დაიცავთ იმ კანონებს რომელიც გულისხმობს კლიენტისთვისგადაზიდვისმომსახურების გაწევას;
2.1.9. ის სრულად ეთანხმება ვებგვერზე (xxxx://xxxxxxxxxxx.xx/) წარმოდგენილ Transportit LLC- ის კონფიდენციალობის პოლიტიკას;
2.2. რეგისტრაციის გავლისას, საბანკო დეტალების შევსებისას თქვენ ვალდებული ხართ მიუთითოთ საბანკო ანგარიში. თუ ანგარიშის მფლობელი იურიდიული პირია, მან უნდა მიუთითოს კომპანიის საბანკო ანგარიში. Transportit LLC ახორციელებს აპლიკაციით გადახდილი თანხების ტრანზაქციას იმ საბანკო ანგარიშზე რომელსაც თქვენ გვაწვდით. Transportit LLC პასუხს არ აგებს არასწორ ტრანზაქციაზე თუ კი თქვენ მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიში არასწორია
2.3. აპლიკაციის შევსების შემდეგ თქვენ მიიღებთ ელექტრონულ ფოსტას დამატებითი პირობებით, რომელიც საჭიროებას წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის. ეს მოთხოვნები შესაძლოა იყოს, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, მოქმედი მართვის მოწმობა, ავტომობილის დამაკმაყოფილებელი ტექ-დათვალიერების სერთიფიკატი, აპლიკაციის გამოყენების სასწავლო კურსის გავლა, GPS- ის მხარდაჭერის მქონე მობილური მოწყობილობის ქონა და სხვა პირობები რომლების აღწერილი იქნება შესაბამის ელექტრონულ წერილში. მოთხოვნების სრულად არ წარდგენის შემთხვევა გამოიწვევს ხელშეკრულების გაუქმებას და Transportit LLC-ს აპლიკაციის გამოყენების უფლების შეზღუდვას
2.4. თქვენ ეთანხმებით, რომ კონკრეტულ ქალაქებსა და ქვეყნებში Transportit LLC-მ შესაძლოა თავისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები გადააბაროს შვილობილს ან მის წარმომადგენელს. უფლებებისა და ვალდებულებების გადაბარება შესაძლოა შეიცავდეს აპლიკაციის შევსებისა და რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადახედვას, ტრეინინგს, Transportit LLC-ს მოსაკრებლის შეგროვებას, შუამავლობას აპლიკაციით გადახდისას, Transportit LLC-ს აპლიკაციის ლიცენზირებასა და სხვა. შვილობილის შესახებ დეტალების მოძიება შესაძლებელია ვებ გვერდზე xxxx://xxxxxxxxxxx.xx/
2.5. ანგარიშის რეგისტრაცია სააგენტოებისთვის. Transportit LLC-ისთან ცალკე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, სააგენტოსშეუძლია თავად დაარეგისტრიროს ანგარიშები თავისი თანამშრომლებისთვის. ასეთ შემთხვევაშისააგენტოვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი თანამშრომლები იცავდნენ ზოგადი პირობებისა და ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების მოთხოვნებს და ასევე ვალდებულია, რომ იმოქმედოს და შეასრულოს ხელშეკრულების პირობები და ვალდებულებები. სააგენტოდა მისი თანამშრომლები ერთობლივად და ცალ-ცალკე იქნებიან პასუხისმგებელი ასეთი თანამშრომლის მიერ ჩადენილ დარღვევაზე.
მუხლი 3. აპლიკაციის და ვებგვერდის გამოყენების ლიცენზია
3.1. Transportit LLC-ის აპლიკაცია. Transportit LLC-ის აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ შემოგივიდეთ მოთხოვნები სატრანსპორტო მომსახურებებით დაინტერესებულები
კლიენტებისგან, რომელებიც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ან უარყოთ საკუთარი შეხედულებისამებრ. Transportit LLC-ის აპლიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
3.2. Transportit LLC-ის აპლიკაციის და ვებგვერდის გამოყენების ლიცენზია. წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესრულების შემთხვევაში, Transportit LLC წინამდებარეთი განიჭებთ Transportit LLC-ის აპლიკაციისა და ვებგვერდის წინამდებარე საერთო პირობებში მითითებული პირობების შესაბამისად გამოყენების არაექსკლუზიურ, არა ქვე- ლიცენზირებად, არაგადაცემად ლიცენზიას.
3.3. Transportit LLC-ის აპლიკაციით და / ან ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ არ ხართ უფლებამოსილი:
3.3.1. მოახდინოთ პროგრამის დეკომპილაცია, საინჟინრო ანალიზი, ან სხვა სახის ანალიზი
3.3.2. შეეცადოთ მოიპოვოთ Transportit LLC-ის აპლიკაციის და / ან ვებგვერდის კოდი; შეცვალოთ Transportit LLC-ის აპლიკაცია ან ვებგვერდი რაიმე სახით ან ფორმით ან გამოიყენოთ Transportit LLC-ის აპლიკაციის ან ვებგვერდის შეცვლილი ვერსიები;
3.3.3. გადააგზავნოთ ფაილები, რომელებიც შეიცავს ვირუსებს, დაზიანებული ფაილები, ან Transportit LLC-ის აპლიკაციის სხვა მსგავსი აპლიკაცია ან პროგრამები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უარყოფითად იმოქმედოს სხვა პირების კომპიუტერების, Transportit LLC-ის მომსახურების, ვეგბერდის, Transportit LLC აპლიკაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ან სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის მუშაობაზე;
3.3.4. მოიპოვოთ Transportit LLC-ის აპლიკაციის, ვებგვერდის ან Transportit LLC-ის სხვა მომსახურებაზე არასანქცირებული წვდომა.
3.4. იმისათვის, რომ ისარგებლოთ Transportit LLC-ის აპლიკაციით და ვებგვერდით, თქვენ ვალდებული ხართ გადაუხადოთ Transportit LLC-ის Transportit LLC- ის აპლიკაციის გამოყენების საფასური, როგორც ეს წინამდებარე საერთო პირობების მე-4 ნაწილშია მითითებული.
3.5. წინამდებარე საერთო პირობების საფუძველზე მინიჭებული ლიცენზია ავტომატურად გაუქმდება ხელშეკრულების შეწყვეტასთან ერთად. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ Transportit LLC-ის აპლიკაციის გამოყენება და Transportit LLC-ის უფლება აქვს დროებით ან უვადოდ დაბლოკოს თქვენი ანგარიში წინასწარი შეტყობინების გარეშე.
3.6. მძღოლის ფორუმისა და სხვა ვებ-გვერდის შინაარსის გამოყენება. Transportit LLC-ის შეუძლია მოგანიჭოთ წვდომა მძღოლის ფორუმზე და სხვა შინაარსზე, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-საიტის მეშვეობით. თქვენ უფლება არ გაქვთ გამოაქვეყნოთ, გააგზავნოთ, ატვირთოთ, ელ-ფოსტითგააგზავნოთ, გაავრცელოთ ან გაასაჯაროვოთ ნებისმიერი შეუსაბამო, არაკეთილსინდისიერი, ცილისმწამებლური, მცდარი, სამართალდამრღვევი, უხამსი, უღირსი ან უკანონო შინაარსის ინფორმაცია. Transportit LLC- ის შეუძლია შეზღუდოს თქვენი ხელმისაწვდომობა ფორუმებზე ან Transportit LLC-ის
აპლიკაციაზე, თუ თქვენ დაარღვევთ აღნიშნულ ვალდებულებებს.
3.7. Transportit LLC-ის იარლიყებისა და ეტიკეტების გამოყენება. გარდა ამისა, Transportit LLC-ის შეუძლია გადმოგცეთ იარლიყები, ეტიკეტები, სტიკერები ან სხვა ნიშნები, რომლებიც ეხება Transportit LLC-ის ან სხვაგვარად მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ იყენებთ Transportit LLC-ის აპლიკაციას. Transportit LLC განიჭებთ არაექსკლუზიურ, არალიცენზირებად, არაგადაცემად ლიცენზიას ასეთი ნიშნების გამოყენებაზე და მხოლოდ იმის მისათითებლად, რომ თქვენ უზრუნველყოფთ სატრანსპორტო მომსახურებებს Transportit LLC-ის აპლიკაციის გამოყენებით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თქვენ დაუყოვნებლივ უნდა წაშალოთ და გაუქმოთ ნებისმიერი ნიშანი, რომელიც ეხება Transportit LLC-ის ან მის ბრენდს.
3.8. Transportit LLC-ისთან დაკავშირებული ყველა საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნები, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის კოდი, მონაცემთა ბაზა, ლოგოებისა და ვიზუალური დიზაინის ჩათვლით, ეკუთვნის Transportit LLC-ს და დაცულია საავტორო უფლების, სავაჭრო ნიშნების და სავაჭრო საიდუმლოს დაცვის შესახებ კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებებით. Transportit LLC-ის აპლიკაციის, ვებგვერდის ან Transportit LLC-ის სხვა მომსახურებების გამოყენებით თქვენ არ იძენთ საკუთრების უფლებას Transportit LLC-ის ნებისმიერ ინტელექტუალურ საკუთრებაზე.
მუხლი 4. მომსახურების გაწევა
4.1. თქვენი ვალდებულება. წინამდებარე ხელშეკრულებით თქვენ იძლევით გარანტიას რომ იმოქმედებთ იმ ქვეყნისტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად სადაც გასწევთ მომსახურებას. იმ პირობით, რომ თქვენ გექნებათ გადამზიდავი ტექნიკით მომსახურებისთვის საჭირო ყველა ლიცენზია, ნებართვა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ასეთი კანონმდებლობისა და რეგულაციების ნებისმიერი დარღვევაზე.
4.2. გადამზიდავი აცნობიერებს და თანახმაა, რომ: მუდმივად თან ჰქონდეს მოქმედი მძღოლის ლიცენზია, შესაბამისი მართვის დონის რომელიც მას უფლებას აძლევს მართოს ტრანსპორტი; იქონიოს ყველა ლიცენზია, ნებართვა და მინდობილობა, რომელიც მიანიჭებს მას უფლებას გადაზიდოს მასზე მინდობილი ტვირთი; პროფესიონალურად და მაღალი სტანდარტების შესაბამისად გაწიოს გადაზიდვისმომსახურებადა უზრუნველყოს მის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; წარუდგინოს კომპანიას ნასამართლეობის არარსებობის ცნობა. გადამზიდავი აცნობიერებს და თანახმაა, რომ კომპანია იტოვებს უფლებას, ამ პუნქტში აღნიშნული სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, გადამზიდავი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი, ხოლო Transportit LLCუფლებამოსილია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება და გაუუქმოს გადამზიდავს წვდომა პორტალთან.
4.3. გადამზიდავი აცნობიერებს და თანახმაა, რომ მისი ტრანსპორტი: იყოს მუდმივ ბაზისზე რეგისტრირებული სათანადო წესით და იყოს უფლებამოსილი გადაკვეთოს დაკვეთით განსაზღვრული საზღვრები; იყოს გადამზიდავის საკუთრება, ან იყოს ლიზინგით გაფორმებული გადამზიდავზე; იყოს კარგ მდგომარეობაში და აკმაყოფილებდეს გადაზიდვის ინდუსტრიაში მოქმედ სტანდარტებს ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან მიმართებაში, ასევე იყოს სუფთა და ჰქონდეს დაცული სანიტარული ნორმები (მათ შორის,
გადამზიდავს აუცილებლად ჰქონდეს დაცული ჰერმეტულობის სტანდარტები ტვირთის დაზიანების რისკის მინიმალიზაციის მიზნით).
4.4. იმისათვის, რომ კომპანია დარწმუნებული იყოს გადამზიდავის და მისი ტრანსპორტის ზემოხსენებული სტანდარტების დაკმაყოფილებაში, გადამზიდავი ვალდებულია წარუდგინოს კომპანიას ყველა ზემოხსენებული მოთხოვნის წერილობითი საბუთი, რომელსაც კომპანია შეინახავს კომპანიის არქივში, გადამზიდავთა და ტრანსპორტის ბაზაში.
4.5. გადამზიდავი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს პირადად.
4.6. თქვენ ყოველთვის უნდა დაიცვათ მოძრაობის წესები. ეს ნიშნავს, მათ შორის და არა მხოლოდ, რომ ავტომანქანის მართვისას არ უნდა გამოიყენოთ Transportit LLC-ის აპლიკაცია და Transportit LLC-ის აპლიკაციასთან ურთიერთქმედებისას ავტომანქანა უნდა იყოს მთლიანად გაჩერებული
4.7. თქვენ უნდა უზრუნველჰყოთ გადამზიდავის მომსახურება პროფესიულად გადაზიდვის მომსახურებისთვის მოქმედი ეთიკური ნორმების შესაბამისად და შეასრულოთ კლიენტის მოთხოვნა კლიენტის ინტერსებიდან გამომდინარე.
4.8. თქვენ იტოვებთ უფლებას განსაზღვროთ როდის და რა დროის მანძილზე გასწევთ სატრანსპორტო მომსახურებას. თქვენ თვითონ გადაწყვეტთ კლიენტისმიერ მოთხოვნილი შეკვეთებიდან რომელს მიიღებთ, უარყოფთ ან დააიგნორებთ.
4.9. სატრანსპორტო მომსახურების გაწევის შედეგად გამოწვეული ხარჯი. თქვენ ვალდებული ხართ გასწიოთ და იზრუნოთ იმ აღჭურვილობაზე რომელიც საჭიროა ტრანსპორტირების მომსახურების გასაწევად, მათ შორისსატვირთო ავტომობილზე, სმარტ მოწყობილობაზე, ინტერნეტის მოწოდებასა და სხვ. ასევე თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმ ხარჯებზე რომელსაც ტრანსპორტირების მომსახურების განხორციელებისას გასწევთ, მათ შორის და არა მხოლოდ, საწვავი, მობილური ინტერნეტი, სატელეფონო მომსახურების გადასახადები, ავტომობილის ამორტიზაცია, დაზღვევა (ავტომობილის), შესაბამისი კორპორატიული და ჩარიცხული თანხების გადასახადები და სხვ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Transportit LLC-ის აპლიკაციის გამოყენებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი მობილური მონაცემების გეგმაში დიდი რაოდენობით მონაცემების მოხმარება. შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ მონაცემთა გეგმა გამოიწეროთ შეუზღუდავი ან ძალიან მაღალი შესაძლებლობით.
4.10. მომსახურების ღირებულება. თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ანაზღაურება ყოველი ჯეროვნად შესრულებული იმ შეკვეთისთვის, რომელიც განხორციელდა კლიენტის მიერ აპლიკაციის გამოყენების შედეგად. გადაზიდვის ღირებულება განისაზღვრება კლიენტთან შეთანხმებით.
4.11. მომსახურების გადახდის მეთოდი. მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს გადაზიდვის ღირებულება აპლიკაციით გადახდის მეთოდით როგორც ეს აღწერილია ზოგადი დებულებების მე-6 მუხლში.
4.12. ინვოისი. ყოველი წარმატებულად შესრულებული გადაზიდვის შემდეგ, Transportit LLC ქმნის ინვოისს რომელიც გულისხმობს მარშრუტს, შეკვეთის ღირებულებას, დროს და კონკრეტულ შეკვეთასთან დაკავშირებულ სხვა არსებულ ინფორმაციას. Transportit LLC-მ შესაძლოა არ შექმნას და არ გააგზავნოს ინვოისისპეციფიურ კანონმდებლობაზე დამოკიდებულებით. ყოველი შეკვეთის ინვოისითქვენ შეგიძლიათ იხილოთ გადამზიდავის პორტალზე. ყველა ცვლილების შეტანა რისი განხორციელებაც გსურთ გადაზიდვის ღირებულებასთან დაკავშირებით, უნდა აცნობოთ და შეათანხმოთ როგორც კლიენტთან, ასევე Transportit LLC-თან, იმ შემთხვევაში თუ ვერ არ შეათანხმებთ ცვლილებებს,Transportit LLC არ არის ვალდებული აანაზღაუროს გადაზიდვისღირებულების სხვაობა.
4.13. ჯარიმები. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გააუქმებს შეკვეთას მისი განხორციელების გონივრული დროის გასვლის შემდეგ, ან არ გამოცხადდება დატვირთვის ადგილზე, Transportit LLC იტოვებს უფლებას ამ მომხმარებლისგან მოითხოვოს ჯარიმა.Transportit LLC მოითხოვს მსგავს ჯარიმას მხოლოდ მომხმარებლის გულგრილი დამოკიდებულების შემთხვევაში და იტოვებს სრულ თავისუფლებას გადაწყვიტოს დააკისროს თუ არა მომხმარებელს ჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს დაეკისრება ჯარიმა, მას გამოაკლდება საკომისიო მოსაკრებელი, ხოლო დანარჩენი თანხა გადმოერიცხება მძღოლს ან სააგენტოსჯარიმის ჩამოჭრიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
4.14. თქვენი საგადასახადო ვალდებულებები. წინამდებარე პირობებით თქვენ აღიარებთ, რომ ვალდებული ხართ სრულად შეასრულოთ ყველა საგადასახადო ვალდებულება, რომელიც წარმოგექმნებათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მათ შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საშემოსავლო გადასახადის ან სხვა მოქმედი გადასახადის გადახდა; ბუღალტრულიაღრიცხვის ვალდებულებების შესრულება და სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება და ჩამოწერა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, თქვენი ვალდებულებაა, რომ მიაწოდოთ Transportit LLC-ის ყველა შესაბამისი საგადასახადო ინფორმაცია, მათ შორის (და არა მხოლოდ)საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Transportit LLC-ს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაზე დაყრდნობით, შეაგროვოს და გადაიხადოს გადასახადები, რომელიც გამომდინარეობს სატრანსპორტო მომსახურების გაწევისგან ან / და თქვენი სახელით უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ინფორმაციის გადაცემა პირდაპირ სამთავრობო საგადასახადო ორგანოებისთვის.
5. ურთიერთობები თქვენ, კომპანიასასა და კლიენტებს შორის
5.1. თქვენ წინამდებრეთი აღიარებთ, რომ კლიენტებისთვის სატრანსპორტო მომსახურების მიწოდებით თქვენ და კლიენტს გეკისრებათ მომსახურების ხელშეკრულების შესრულება, რომლის მხარესაც არ წარმოადგენს Transportit LLC.
5.2. Transportit LLC აკონტროლებს და უშუალოდ არ მართავს თქვენ მიერ სატრანსპორტო მომსახურებების გაწევას. თქვენ გაქვთ ერთპიროვნული უფლება, გადაწყვიტოთ თუ როდის და რამდენი ხნით შეიძლება Transportit LLC-ის აპლიკაციის გამოყენება და მიიღოთ თუ არა Transportit LLC-ის აპლიკაციის მეშვეობით შემოსული კლიენტის მოთხოვნა. თქვენ
აღიარებთ და ეთანხმებით, რომ გაქვთ სრული უფლებამოსილება, რათა უზრუნველჰყოთ მომსახურებები ან განახორციელოთ სხვა ბიზნეს-საქმიანობა ან იყოთ დასაქმებული.
5.3. თქვენ წინამდებრეთი აღიარებთ და ეთანხმებით, რომ Transportit LLC არის მხოლოდ Transportit LLC-ის აპლიკაციისა და დამატებითი მომსახურების პროვაიდერი და ის არ უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებებს. Transportit LLC-ის აპლიკაციის უზრუნველყოფით, Transportit LLC მოქმედებს როგორც თქვენსა და კლიენტს შორის გადაზიდვისმომსახურების ხელშემწყობი. Transportit LLC-ის შეუძლია ასევე იმოქმედოს, როგორც თქვენმა კომერციულმააგენტმა კლიენტის მიერ აპლიკაციით გადახდის მეშვეობით სატრანსპორტო მომსახურებებისთვის თანხების შეგროვებისა და გადაცემის გზით
5.4. თქვენ და Transportit LLC პირდაპირ თანხმდებით, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა არ წარმოადგენს დასაქმების ხელშეკრულებას და არც წარმოქმნის დასაქმების ურთიერთობას თქვენსა და Transportit LLC-ის შორის. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ თქვენსა და Transportit LLC-ის შორის არ არსებობს ერთობლივი საწარმო ან პარტნიორობა. თქვენ უფლებამოსილი არ ხართ იმოქმედოთ, როგორც Transportit LLC-ის თანამშრომელმა, აგენტმა ან წარმომადგენელმა ან დააკისროთ მათ რაიმე ვალდებულება.
5.5. თუ სავალდებულო კანონმდებლობის საფუძველზე ან სხვაგვარად ჩაითვლებით Transportit LLC-ის თანამშრომლად, თქვენ თანხმდებით აუნაზღაუროთ Transportit LLC-ის ასეთი ნაგულისხმები დასაქმების ურთიერთობაზე დაფუძნებული ნებისმიერი პირის, მარეგულირებელი ან სამთავრობო ორგანოს მიერ წარდგენილი პრეტენზია
მუხლი 6. აპლიკაციით გადახდა
6.1. Transportit LLC-მა შეიძლება საშუალება მისცეს თავის მომხმარებლებს გადაიხადონ სატრანსპორტო მომსახურების საფასური საბანკო ბარათის მეშვეობით, ბიზნესისა და მობილური კავშირის ოპერატორის მეშვეობით პირდაპირ აპლიკაციაში (მაგ. აპლიკაციით გადახდა) წინამდებარე პირობებით, თქვენ უფლებას ანიჭებთ Transportit LLC-ის, რომ იმოქმედოს როგორც თქვენმა შეზღუდულმა კომერციულმა აგენტმა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სახელით თანხების, მოქმედი გადასახადების ან მომხმარებელთა მიერ გადახდილი სხვა მოსაკრებელის შესაკრებად აპლიკაციით გადახდის მეშვეობით. ამასთან, თქვენ თანახმა ხართ, რომ xxxxxxxx მიერ აპლიკაციით გადახდის მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი გადახდა ჩაითვალოს თქვენთვის პირდაპირ გადახდილ თანხად.
6.2. თქვენ უფლება არ გაქვთ უარი თქვათ კლიენტის მიერ აპლიკაციის მეშვეობით გადახდის განხორციელებაზე ან გავლენა იქონიოთ კლიენტზე აპლიკაციით გადახდის გამოყენებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ განაცხადებთ უარს აპლიკაციით გადახდის მიღებაზე, Transportit LLC-ის უფლება აქვს ყოველ უარზე დაგაკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 10 ლარის ოდენობით ან/და განმეორების შემთხვევაში დაბლოკოს თქვენი უფლება გამოიყენოთ Transportit LLC-ის აპლიკაცია.
6.3. Transportit LLC რეგულარულად გადარიცხავს აპლიკაციით ან საბანკო ტრანზაქციითშეკრებილ თანხებს, რომელთა ჩარიცხვააპლიკაციის მეშვეობით წინასწარაა შეთანხმებული კლიენტთან.
6.4. თქვენ უფლება გაქვთ განიხილოთ აპლიკაციით გადახდის ანგარიშები Transportit LLC- ის მძღოლის პორტალში. Transportit LLC ყოველ კვირას გამოაგზავნის აპლიკაციით გადახდას და მძღოლის ანგარიშის ნაშთს თქვენს ელ-ფოსტაზე. ანგარიშები უჩვენებს წინა კვირაში შუამდგომლობით შემოსული აპლიკაციით გადახდის თანხების რაოდენობას, ისევე როგორც Transportit LLC-ის მოსაკრებლიდან დაკავებულ თანხებს. ანგარიშები გაიგზავნება ყოველკვირეულად.
6.5. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Transportit LLC ვალდებული არ არის გადაგიხადოთ კლიენტის მხრიდან გადასახდელი საფასური, თუ აპლიკაციით გადახდა ვერ განხორციელდება კლიენტის საკრედიტო ბარათის ან მობილური გადახდის გაუქმების ან წარუმატებლად შესრულების შედეგად, ისეთი მიზეზებით, რომელიც არ არის გამოწვეული Transportit LLC-ის ბრალეულობით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დაგეხმარებით კლიენტის მხრიდან გადასახდელი საფასურის მოთხოვნასთან დაკავშირებით და გადაგირიცხავთ მას, მას შემდეგ, რაც კლიენტი განახორციელებს მოთხოვნილ გადახდას.
6.6. სატრანსპორტო მომსახურებების გაწევამდე, თქვენ უნდა გადაამოწმოთ, რომ მომსახურებები ფაქტობრივად უზრუნველყოფილია კლიენტისთვის და/ან რომ xxxxxxxx დაადასტურა, რომ ის ნებას რთავს სხვა ადამიანს მიიღოს მომსახურება მის ანგარიშზე. თუ თქვენ არასწორად ამოიცნობთ კლიენტსდა ტვირთსხოლოაპლიკაციით გადახდა დაეკისრება პირს, რომელსაც არ გაეწია ან არ ამტკიცებს სატრანსპორტო მომსახურების გაწევას, Transportit LLC აუნაზღაურებს კლიენტს მომსახურების საფასურს. ასეთ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ გადასახადი Transportit LLC-გან.
6.7. თქვენ იძლევით გარანტიას, რომ თქვენთვის გასაგებია, რომ აპლიკაციით გადახდა არ აჩერებს კანონმდებლობითა და რეგულაციებით დადგენილ მოთხოვნებს, მაგ. თქვენს ვალდებულებას გადასცეთ კლიენტს ქვითარითქვენი იურიდიული სტატუსის შესაბამისად.
6.8. თქვენ უნდა შეატყობინოთ Transportit LLC-ის ნებისმიერ მნიშვნელოვან გარემოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს Transportit LLC-ის ვალდებულებებზე, შეკრიბოს და გაანაწილოს აპლიკაციით გადახდის მეშვეობით გადახდილი საფასური.
6.9. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Transportit LLC-ის შეუძლია ჩათვალოს აპლიკაციით გადახდის მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი საფასური Transportit LLC-ის იმ მოსაკრებლების ანგარიშში, რომლებიც უნდა გადაუხადოთ Transportit LLC-ს.
მუხლი 7. სარეიტინგო სისტემა
7.1. Transportit LLC-ის მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის საშუალებით მაღალხარისხიანი მომსახურებისა და თქვენი კლიენტებისთვის დამატებითი გარანტიების უზრუნველსაყოფად, თქვენ წინამდებარეთი ადასტურებთ, რომ კლიენტებს შეუძლიათ შეაფასონ და დატოვონ კომენტარი თქვენს მიერ მოწოდებული სატრანსპორტო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. თქვენი საშუალო რეიტინგი დაკავშირებული იქნება თქვენს Transportit LLC-ის ანგარიშთან და ხელმისაწვდომი იქნება კლიენტებისთვის სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნის შემთხვევაში. კლიენტი ვალდებულია
უზრუნველყოს შეფასება და კომენტარები კეთილსინდისიერად, და თუ ჩვენ, ჩვენი შეხედულებისამებრ, ჩავთვლით, რომ შეფასება ან კომენტარი არის არაკეთილსინდისიერად გაკეთებული, ჩვენ შეგვიძლია მისი უგულვებელყოფა.
7.2. გარდა რეიტინგისა, Transportit LLC აანალიზებს თქვენი საქმიანობის დონეს და განიჭებთ ქულას აქტივობისისთვის, რომელიც ეფუძნება თქვენს საქმიანობას სატრანსპორტო მომსახურების შეკვეთების მიღებასთან, უარყოფასთან, რეაგირებასა და შესრულებასთან დაკავშირებით.
7.3. თქვენ აქვე ათვიცნობიერებთ, რომ კლიენტებისთვის საიმედო მომსახურებების გაწევის მიზნით, Transportit LLC-ის შეუძლია განსაზღვროს მინიმალური საშუალო რეიტინგი და მინიმალური აქტივობის ქულა, რომელიც ყველა მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს და შეინარჩუნოს. თუ Transportit LLC-ის მხრიდან შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ, თქვენ ვერ გაზრდით თქვენს საშუალო რეიტინგს ან აქტივობის ქულას მინიმალურზე მეტად, დადგენილ ვადაში, თქვენი Transportit LLC-ის ანგარიში ავტომატურად შეჩერდება დროებით ან მუდმივად. Transportit LLC-ის შეუძლია გააუქმოს თქვენი ანგარიშის შეჩერება თუ აღნიშნული გამოწვეულია გარე გარემოებებით ან თუ გამოვლინდა, რომ შეჩერება გამოწვეულია სისტემის ცდომილებით ან არასწორი რეიტინგებით.
მუხლი 8. პერსონალური მონაცემების დამუშავება
8.1. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. Transportit LLC აგროვებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ავტომანქანის შესახებ ინფორმაცია, ავტომანქანის სანომრე ნიშანი, ავტომობილის სხვა მონაცემები და ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული ინფორმაცია, Transportit LLC-ის აპლიკაციისთვის განსაზღვრული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად თქვენი და ჩვენი კლიენტებისთვის Transportit LLC-ის მომსახურების გასაწევად. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოგთხოვოთ თქვენი მძღოლის ლიცენზია, ნასამართლეობის ან სხვა აუცილებელი ჩანაწერების მოწოდება, იმის დასადგენად, გაქვთ თუ არა სათანადო კვალიფიკაცია ამ პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად და Transportit LLC-ის მომსახურებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობების დასაცავად. ჩვენ გავუმჟღავნებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შვილობილ კომპანიებს და სხვა მესამე მხარეებს, მხოლოდ Transportit LLC-ის მომსახურებების უზრუნველყოფის მიზნით.
8.2. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების ნახვა, განახლება ან წაშლა. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, Transportit LLC-ის შეუძლია გააუქმოს სატრანსპორტო მომსახურების გაწევის თქვენი უფლება. Transportit LLC- ის ანგარიშის წაშლის შემდეგ, Transportit LLC წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მაგრამ თქვენი ანგარიშის წაშლიდან არა უგვიანეს ექვსი (6) თვის გასვლამდე (ნებისმიერ კონტრაქტულ საკითხთან დაკავშირებით). გარკვეული პერსონალური მონაცემები შეიძლება ინახებოდეს უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუ ამას მოითხოვს შესაბამისი კანონი.
8.3. გეოლოკაციის და სხვა ინფორმაციის გადაცემა კლიენტებისათვის. Transportit LLC-ის მომსახურებების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი გეოლოკაციის შესახებ, Transportit LLC-ის აპლიკაციის გამოყენების დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ და თვალყურს ვადევნებთ თქვენს გეოლოკაციას და შეგიძლიათ გავუზიაროთ თქვენი მიმდინარე მდებარეობა კლიენტს Transportit LLC-ის აპლიკაციის მეშვეობით Transportit LLC-ის მომსახურებების გაწევის მიზნით. გარდა ამისა, ჩვენ ვაცნობებთ კლიენტებს თქვენს სახელს, მივაწვდით ავტომანქანის შესახებ ინფორმაციას და ავტომანქანის სანომრე ნიშანს თქვენი იდენტიფიცირებისა და უსაფრთხოების მიზეზებისთვის. თუ გსურთ, რომ თქვენი გეოლოკაციის მონაცემები და სხვა ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი კლიენტებისთვის, თქვენ უნდა დახუროთ Transportit LLC- ის აპლიკაცია ან მიუთითოთ Transportit LLC- ის აპლიკაციაში, რომ აღნიშნული დროის მონაკვეთში არ გსურთ სატრანსპორტო მომსახურებების გაწევა.
8.4. თქვენი უფლება გამოიყენოთ მონაცემები კლიენტის შესახებ. თქვენ არ უნდა დაამუშაოთ კლიენტების პერსონალური მონაცემები Transportit LLC-ის ნებართვის გარეშე. თქვენ არ უნდა მოაგროვოთ, ჩაწეროთ, შეინახოთ, გასცეთ წვდომის უფლება, გამოიყენოთ ან ურთიერთსასარგებლოდ გამოიყენოთ კლიენტების მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ან მონაცემები რომელიც ხელმისაწვდომი გახდება პროგრამული უზრუნველყოფით
8.5. Transportit LLC არის მთავარი პროცესორი, რომელიც ახორციელებს კლიენტების და ლიცენზიის მიმღების პერსონალური მონაცემების დამუშავებას. ლიცენზიის მიმღები არის უფლებამოსილი პროცესორი, რომელიც ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას Transportit LLC-ის მოთხოვნით. პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცედურა, წესი და პირობები წარმოდგენილია ვებგვერზე (xxxx://xxxxxxxxxxx.xx). პერსონალური მონაცემების გამოყენების წესების დარღვევის შემთხვევაში, Transportit LLC- ს აქვს უფლება გაფრთხილების გარეშე შეწყვიტოს ხელშეკრულება, მოითხოვოს თქვენ მიერ პასუხისმგებლობის გადახვევით გამოწვეული ხარჯებისა და პოტენციური ზარალის ანაზღაურება (მათ შორის ბრენდის რეპუტაციის შელახვა).
მუხლი 9. კონფიდენციალურობა
წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები აცნობიერებენ რა, რომ ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს და ანდეს, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაცია დაუშვენებულია გადაეცეს ნებისმიერი სახით მესამე პირებს.
მუხლი 10. დაზღვევა
გადამზიდავი თანახმაა, რომ მის მიერ პორტალში რეგისტრირებული და მისი ID-ით გამოყენებული ტრანსპორტი, იქნება დაზღვეული, რომელიც მოიცავს ტვირთის დაცვას, მათ შორის: 1) დაზიანებისგან; 2) დაკარგვისგან; 3) მისტერიული გაუჩინარებისგან. გადამზიდავი თანახმაა წარუდგინოს კომპანიას პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისები, დაზღვევის და სადაზღვევო პირობების დადასტურების მიზნით.
მუხლი 11. პასუხისმგებლობა
11.1. Transportit LLC აპლიკაციის მიწოდება ხდება "არის" და “ხელმისაწვდომიას” საფუძველზე. Transportit LLC არ ირწმუნება და გარანტიას არ იძლევა, რომ წვდომა Transportit LLC-ს აპლიკაციასთან იქნება შეუფერხებელი და ხარვეზებისგან დაცული. რადგან Transportit LLC-ს აპლიკაციის გამოყენება დამოკიდებულია კლიენტის ქცევაზე, Transportit LLC გარანტიას ვერ მოგცემთ რომ თქვენი აპლიკაციის გამოყენება მოგცემთ სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის მოთხოვნას. Transportit LLC არ არის პასუხისმგებელი Transportit LLC აპლიკაციის სათანადო ფუნქციონირებაზე, კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გახადოს პორტალი და აპლიკაცია მიუწვდომელი (მაგ. პროფილაქტიკური სამუშაოები, სერვერის დაცემა და x.შ.) და ნებისმიერ დანაკარგსა ან ზარალზე, რომელიც შესაძლოა წარმოგექმნათ ამის შედეგად.
11.2. Transportit LLC არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ზარალსა ან დანაკარგზე, რომელიც შეიძლება წარმოგექმნათ თქვენ წინამდებარე ხელკშეკრულების შესაბამისად ან Transportit LLC აპლიკაციის გამოყენებით ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის და არა მხოლოდ:
ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი ფულადი დანაკარგი; მიუღებელი მოგება ან მოსალოდნელი დანაზოგები;
კლიენტების, კონტრაქტების, კონტაქტების, გუდვილის, რეპუტაციის დაკარგვა, და ნებისმიერი დანაკარგი, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას საქმიანობის შეწყვეტის შედეგად;
მონაცმების დაკარგვა ან მათი უზუსტობა; და ნებისმიერი სხვა ტიპის დანაკარგი ან ზარალი.
11.3. ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, Transportit LLC გარანტიას არ იძლევა xxxxxxx მიერ გამოგზავნილ გადაზიდვისმომსახურების გაწევის მოთხოვნაზე და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს კლიენტი დაზუსტებით იმ პიროვნებად, რომელიც სარგებლობს კონკრეტული მომხმარებლის სახელით. Transportit LLC ეცდება ჩამოაშოროს არასასურველი მომხმარებლები Transportit LLC-ს აპლიკაციას, Transportit LLC არ არის პასუხისმგებელი Transportit LLC-ს აპლიკაციის გამომყენებელიკლიენტისქმედებებსა ან უმოქმედობებზე და არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაკარგსა ან ზარალზე, რომელიც შესაძლოა წარმოგექმნათ კლიენტების მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.
11.4. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი წინამდებარე ხელშეკრულების და/ან ნებისმიერი სხვა მოქმედი კანონმდებლობის ან რეგულაციის დარღვევაზე და უნდა შეაჩეროთ და გამოასწოროთ ასეთი დარღვევა Transportit LLC-სგან ან ნებისმიერი სახელმწიფო ან სხვა ორგანოსგან შესაბამისი მოთხოვნის მიღებისთანავე.
11.5. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ პირდაპირ და/ან არაპირდაპირ დანაკარგზე და/ან ზარალზე, მოგების დანაკარგზე, ხარჯზე, ჯარიმაზე, სადაც შესაძლოა Transportit LLC იყოს კავშირში იმ მხრივ რომ თქვენ დაარღვიეთ ხელშეკრულების პირობები ან იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მესამე პირი (მათ შორის კლიენტი) პირდაპირ და/ან არაპირდაპირ დაკავშირებული სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან წარმოადგენს პრეტენზიას Transportit LLC-ის წინააღმდეგ თქვენ მიერ უზრუნველყოფილ სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით, მაშინ თქვენ აუნაზღაურებთ ასეთ ზარალს Transportit LLC-ს სრულად ჩვენ მიერ შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი)
დღის განმავლობაში.
11.6. თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ ყველა საგადასახადო ვალდებულება რომელიც შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებისას ან სატრენსპორტო მომსახურების გაწევისას. თქვენ ვალდებული ხართ თავს აარიდოთ Transportit LLC საგადასახადო ვალდებულება, გადასახადები, დაბეგვრა, საურავები და ჯარიმები, რომლებიც წარმოიქმნება თქვენი საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად (მათ შორის და არა მხოლოდ, საშემოსავლო გადასახადის გადახდა და სოციალური დაზღვევის გადახდა ასეთის არსებობის შემთხვევაში).
11.7. თუ Transportit LLC-ს ექნება რაიმე პრეტენზია თქვენს წინააღმდეგ, მაშინ თქვენ აუნაზღაურებთ Transportit LLC-ს იურიდიული მომსახურების ყველა დანახარჯს, რომელიც უკავშირდება ზარალს და ამ ზარალის კომპენსაციის მოთხოვნებს.
მუხლი 12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტა
12.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ამ საერთო პირობების ბოლოს მდებარე
„რეგისტრაციის გავლის" ღილაკზე თქვენ მიერ დაწკაპუნებისთანავე და/ან ბეჭდურ ვერსიაზე ხელის მოწერისას. ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების ნაწილს, ძალაში შედის მას შემდეგ, რაც თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება კონკრეტული დოკუმენტი და თქვენ დაიწყებთ ან განაგრძობთ სატრანსპორტო მომსახურების გაწევას, თუ ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.
12.2. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება ნებისმიერ დროს Transportit LLC-თვის სულ მცირე 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
12.3. Transportit LLC-ს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ნებისმიერ დროს ლიცენზიის მიმღებისთვის სულ მცირე 3 (სამი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
12.4. Transportit LLC-მ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება რაიმე წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუ ლიცენზიის მიმღების მიერ ირღვევა წინამდებარე ხელშეკრულება და/ან ნებისმიერი მოქმედი კანონი ან რეგულაცია, რომელიც ლახავს Transportit LLC იმიჯს, ან ზიანს აყენებს Transportit LLC-ის ბრენდს, რეპუტაციას ან ბიზნესს, როგორც ამას განსაზღვრავს Transportit LLC საკუთარი შეხედულებისამებრ. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, Transportit LLC-ს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, აგიკრძალოთ ახალი ანგარიშის დარეგისტრირება, ან მიიღოს სხვა აუცილებელი ზომები, რათა შეაჩეროს თქვენს მიერ ტრანსპორტირების მომსახურებების გაწევა.
12.5. Transportit LLC-ის ასევე შეუძლია დაუყოვნებლივ დაბლოკოს თქვენი ხელმისაწვდომობა Transportit LLC-ის აპლიკაციაზე და სხვა მომსახურებებზე გამოძიების პერიოდში, თუ ჩვენ გაგვიჩნდება ეჭვი ხელშეკრულების დარღვევასთან ან თქვენი სახელით თაღლითური საქმიანობასთან დაკავშირებით. წვდომაზე ბლოკირება მოიხსნება, მას შემდეგ, რაც გამოძიება უარყოფს ამგვარ ეჭვებს. Transportit LLC ვალდებულია კეთილსინდისიერად გამოიყენოს მხოლოდ ის უფლება, რომელიც აღწერილია
წინამდებარე საერთო პირობებში.
12.6. Transportit LLC-ს მიზანია უზრუნველყოს კლიენტებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურება და აკონტროლოს სისტემაზე მძღოლების მოქმედება. თუ თქვენ ვერ აკმაყოფილებთ მომსახურების მინიმალურ მოთხოვნებს, Transportit LLC-მა დაუყოვნებლივ უნდა შეწვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება წინასწარი შეტყობინების გარეშე.
12.7 წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით მისი ხელმოწერის მომენტიდან. ხელმოწერის მომენტად ჩაითვლება რეგისტრაციის თარიღი. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, სულ მცირე 7 კალენდარული დღით ადრე, არცერთი მხარე არ გამოთქვამს ხელშეკრულების დასრულების სურვილს, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელებულად ჩაითვლება უვადოდ.
მუხლი 13. კომუნიკაცია და მხარდაჭერა
13.1. მხარეები ერთმანეთთან კომუნიკაციას ახორციელებენ პორტალში ჩაშენებული საკომუნიკაციო ხაზების მეშვეობით, რომელიც ჩაითვლება მხარეთა შორის იურიდიული ძალის მქონე საკომუნიკაციო საშუალებად.
13.2. ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი ერთ-ერთი მომსახურების სახით, ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ მხარდაჭერა Transportit LLC-ის აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Transportit LLC-ის უფლება აქვს შეწყვიტოს კლიენტთა მხარდაჭერის მომსახურება, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააგვიანებთ Transportit LLC-თვის გადასახადის გადახდას 5 (ხუთი) კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
მუხლი 14. ცვლილებები
14.1. Transportit LLC-ს აქვს ერთპიროვნული უფლება, შეიტანოს ცვლილებები ხელშეკრულების რომელიმე ნაწილში. ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ისინი ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის ელექტრონული ფოსტით,Transportit LLCაპლიკაციის ან მძღოლის პორტალით და თქვენ გააგრძელეთ სატრანსპორტირტო მომსახურებების გაწევას, თუ ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.
14.2. საერთო პირობების შესწორების მიზნით, Transportit LLC- მა უნდა განათავსოს მისი განახლებული ვერსია ვებგვერდზე და გამოგიგზავნოთ შეტყობინება აღნიშნულის შესახებ მინიმუმ 14 (თოთხმეტი) დღით ადრე. თუ თქვენ გააგრძელებთ Transportit LLC- ის აპლიკაციის გამოყენებას, ჩაითვლება, რომ თქვენ ეთანხმებით განახლებულ და შესწორებულ პირობებს.
მუხლი 15. ფორს მაჟორი
15.1 მხარეები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას გადაავადებენ ფორს მაჟორული სიტუაციის აღმოფხვრამდე.
15.2 დაუძლეველ ძალით გამოწვეული მოვლენებიეწოდება ისეთ მოვლენებს, რომლთა
წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს არ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა (ფორს- მაჟორი).
15.3 მხარე, რომელსაც მიზეზად დაუძლეველი ძალისმოვლენებიმოჰყავს, ვალდებულია პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეორე მხარეს წერილობით ასეთი მოვლენების დადგომის თაობაზე. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს დაუძლეველი ძალის მოვლენების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ის საყოველთაოდ აღიარებული არ არის.
მუხლი 16. დავები
წინამდებარე ხელშეკრულებასთან, იქნება ეს მის არსებობასთან, მოქმედების ვადასთან, ინტერპერეტაციასთან, განხორციელებასთან, დარღვევასთან, შეწყვეტასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მორიგებით. თუ ამ ხელშეკრულების შედეგად წარმოქმნილი დავა ვერ გადაწყდება მორიგებით, მაშინ დავა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
მუხლი 17. საბოლოო დებულებები
17.1. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება გახდება ქმედუუნარო, მხარეებმა უნდა ჩაანაცვლონ ასეთი დებულება ქმედუნარიანი დებულებით, რომელიც მიახლოებული იქნება ამგვარად ჩანაცვლებული დებულების განზრახვასა და ეკონომიკურ ეფექტთან. თუ რომელიმე მხარე ვერ განახორციელებს ან დაგვიანებით განახორცილებს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პირობას, ეს არ ჩაითვლება ასეთ პირობაზე უარის თქმად.
17.2. თქვენ არ გაქვთ უფლება გადასცეთ წინამდებარე ხელშეკრულება ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლება ან ვალდებულება, თუ ეს სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.
17.3. წინამდებარე ხელშეკრულებით მოთხოვნილი ნებისმიერი შეტყობინება სათანადოდ გაგზავნილად ჩაითვლება თუ; (i) გადაეცემა პერსონალურად, (ii) გაიგზავნება კურიერის საშუალებით გადაცემის მტკიცებულებით, (iii) გაიგზავნება დაზღვეული ფოსტით, ან (iv) გაიგზავნება ელ-ფოსტით მიღების დადასტურებით. ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც იგზავნება წინამდებარე მუხლის შესაბამისად, ჩაითვლება მიღებულად; (i) თუ გადაეცემა პირადად, აღნიშნული მხარისთვის გადაცემის მომენტში; (ii) თუ იგზავნება კურიერის საშუალებით, იმ დღეს, რომელიც xxxxxxxx მიერ მითითებულია როგორც თარიღი, როცა შეტყობინების შემცველი კონვერტი გადაეცა მხარეს; (iii) თუ იგზავნება დაზღვეული ფოსტით, მეორე მხარისთვის გასაგზავნად ფოსტისთვის დოკუმენტის გადაცემიდან მე-10 დღეს; და
(iv) თუ იგზავნება ელ-ფოსტით, იმ დღეს, როცა ელ-ფოსტის მიმღები მხარე ადასტურებს შესაბამის ელ-ფოსტის მიღებას ან ფოსტის გაგზავნის მე-2 კალენდარულ დღეს, იმ პირობით, რომ გამგზავნი არ მიიღებს შეცდომის შესახებ შეტყობინებას (შეტყობინებით, რომ ელ-ფოსტა არ გადაეცა მხარეს) და ფოსტა გაიგზავნა ისევ მეორე კალენდარულ დღეს და არ მიუღია მსგავსი შეცდომის შეტყობინება.