Contract
შეთანხმება #03
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #01/10/201 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
თბილისი 22 მაისი, 2019 წელი
ერთის მხრივ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმოდგენილი შესყიდვების სამსახურის უფროსის, xxxxxxx xxxxxxxxxx სახით, და მეორეს მხრივ, შპს „მაგთიკომი“, წარმოდგენილი გენერალური დირექტორის მოადგილის, xxx xxxxxxxxx სახით, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მაგთიკომს“ შორის მოქმედი
30.12.16 #01/10/201 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-10 მუხლის შესაბამისად, 14.05.19
#216141/17 სამსახურებრივი ბარათის გათვალისწინებით, ვთანხმდებით შემდეგზე:
1. 30.12.16 #01/10/201 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ქ. ხონში არსებული წერტილი თავისუფლების მოედნის #6ა-დან გადავიდეს ხონის იუსტიციის სახლში (მისამართი: ქ.ხონი, xxxx xxxxxxx ქ.#40), შესაბამისად, ხელშეკრულების ფასთა ცხრილის (დანართი #1) 22-ე პოზიციას შეეცვალოს არსებული დასახელება - „ქ. ხონი (თავისუფლების მოედანი #6ა)“, და, მის ნაცვლად, განისაზღვროს: „ქ. ხონი, xxxx xxxxxxx ქ.#40 (ხონის იუსტიციის სახლი)“.
2. გაუქმდეს 30.12.16 #01/10/201 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დაბა შუახევში მოქმედი წერტილი და, შესაბამისად, ხელშეკრულების ფასთა ცხრილიდან (დანართი #1) ამოღებულ იქნას 24-ე პოზიცია („დაბა შუახევი (ს. ხიმშიაშვილის #2)“.
3. წინამდებარე შეთანხმება, გარდა მისი პირველი პუნქტისა, ძალაში შედის 2019 წლის 22 მაისიდან, ხოლო წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტი ძალაში შედის 2019 წლის 27 მაისიდან.
4. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 30.12.16 #01/10/201 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და თან ერთვის მას.
5. ხელმომწერი მხარეები:
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოდგენილი შესყიდვების სამსახურის უფროსის, xxxxxxx xxxxxxxxxx სახით,
მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. #2, სკ - 202238621
შპს „მაგთიკომი“
წარმოდგენილი გენერალური დირექტორის მოადგილის, xxx xxxxxxxxx სახით,
მისამართი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.#7 ს/კ - 204876606