ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ GEO 02-254/19
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ GEO 02-254/19
ქ. თბილისი 17 დეკემბერი 2019 წელი
ერთი მხრივ (შემსყიდველი): სსიპ „იუსტიციის სახლი“
წარმოდგენილი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის (ფინანსების დირექტორი) xxxxxxxx xxxxxxxxx სახით, საიდენტიფიკაციო კოდი: 000 000 000
მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
მიმღები: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი: TRESGE22 სახაზინო კოდი: 707467520
მეორე მხრივ (მიმწოდებელი): შპს „ვანილა ივენთი“ წარმოდგენილი: დირექტორის xxxxxxx xxxxxxxxx სახით, საიდენტიფიკაციო კოდი: 404855965
მისამართი: ქ. თბილისი, ჟვანიას ქ. #10
ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: XXXXXX00
IBAN: XX00XX0000000000000000
წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები ვმოქმედებთ, რა საქართველოს კანონმდებლობისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1 „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით. ასევე ყველა იმ დოკუმენტით რომლებზედაც წინამდებარე ხელშეკრულებაში არის მინიშნება;
1.2 „ხელშეკრულების ჯამური ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3 „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
1.4 „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.5 „მიმწოდებელი“ - პირი, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ობიექტის მიწოდებას ხელშეკრულების ფარგლებში.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს:
• „იუსტიციის სახლის“ ფილიალის - ბოლნისის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნისა და კულტურულ-სანახაობრივი ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა
• CPV კოდი: 79952000 - ღონისძიებების ორგანიზება
2.2. შესყიდვის ობიექტის დასახელება, აღწერილობა და რაოდენობა/მოცულობა განისაზღვრება დანართი N1-ის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს - 103 639.40 (ას სამი ათას ექვსას ოცდაცხრამეტი ლარი და 40 თეთრი) ლარს დღგ-ს ჩათვლით.
3.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარჯთაღრიცხვა მოცემულია დანართი N1-ის სახით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3.3. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს.
4. მომსახურების გაწევის ვადები, ადგილი და პირობები:
4.1. მომსახურება უნდა განხორციელდეს - 2019 წლის 20 დეკემბერს.
4.2. მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ბოლნისი, ს.ს ორბელიანის ქუჩა 111ა, სსიპ "იუსტიციის სახლის" ბოლნისის ფილიალი.
5. მხარეთა ვალდებულებები
5.1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია:
5.1.1. გაუწიოს შემსყიდველს მომსახურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
5.1.2. მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დეკორატიული ელემენტების საბოლოო დიზაინის შეთანხმება წინასწარ უზრუნველყოს შემსყიდველთან.
5.1.3. უზრუნველყოს ღონისძიების ჩატარება საკუთარი აღჭურვილობით, ინვენტარითა და პერსონალით (ადგილზე ტრანსპორტირების ჩათვლით).
5.1.4. უზრუნველყოს ღონისძიების სრული ტექნიკური მხარდაჭერა.
5.1.5. დროულად განიხილოს „შემსყიდველის“ მიერ წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან;
5.1.6. უზრუნველყოს, გაწეულ მომსახურებაზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დეფექტებისა და ნაკლის აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით;
5.1.7. განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
5.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია:
5.2.1. გადაიხადოს მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
5.2.2. განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
6. ინსპექტირების პირობები
6.1. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება მომსახურების გაწევის პერიოდში.
6.2. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს სსიპ „იუსტიციის სახლის“ მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახური.
7. მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
7.1. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით.
7.2. მომსახურების მიღება-ჩაბარება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების მე–6 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.
8. ანგარიშსწორების პირობები
8.1. ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:
8.2. ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;
8.3. ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
8.4. გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება იწარმოებს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად (დანართში N1-ში მითითებული თითოეული პოზიციის გათვალისწინებით), მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.5. დაფინანსების წყარო: სსიპ იუსტიციის სახლის 2019 წლის საკუთარი შემოსავლები.
9. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის
9.1. მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ან/და ხელშეკრულების დანართი N1-ის თითოეულ პოზიციაზე გათვალისწინებული მომსახურებების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, მიმწოდებელს შესაძლებელია დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
9.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ნაწილობრივი შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება ქვს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
10. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
10.1. ხელშეკრულებაში ცვლილება დაიშვება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
10.2. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია 10%–ზე მეტი ოდენობით.
11. ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა
11.1. ხელშეკრულების დამდები მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს მხარის პასუხისმგებლობას თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია შესრულების შეუძლებლობით (ფორს-მაჟორი).
11.2. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის შესრულების შეუძლებლობად (ფორს-მაჟორი) მიიჩნევა მხარეებისათვის წინასწარ უცნობი, გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
11.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე მეორე მხარისაგან გონივრულ ვადაში არ მიიღებს წერილობით პასუხს, იგი ვალდებულია გააგრძელოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შესაძლებლობის ფარგლებში, შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით.
12. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
12.1. ხელშეკრულება დადებულია და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
12.2. ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოშობილი დავაწყდება მორიგებით.
12.3. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
13. ხელშეკრულების შეწყვეტა
ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა ურთერთშეთანხმებით, ასევე, წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
14. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
14.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს - 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
ხელშეკრულება ხელმოწერილია:
ხელშეკრულება და ხელშეკრულების დანართი ხელმოწერილია მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
ვიზირებულია:
სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესყიდვების სამსახურის უფროსის მიერ;
სსიპ „იუსტიციის სახლის“ ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ.
ფასების ცხრილი
დანართი N1
# | გახსნის ცერემონია | აღწერილობა | რაოდენობა | ერთეულის ფასი (ლარი) | საერთო ფასი (ლარი) |
1 | გახსნი ღილაკი | ლამინატის ცილინდრის ფორმის სადგამი ორგმინის ღილაკით | 1 | 767,00 | 767,00 |
2 | სერფანტინი | სერფანტინი ერთ წერტილზე, გასროლა ორი აპარატიდან. თითო გასროლის ხანგრძლივობა 120 წმ, 450 გრამი | 1 | 1 003,00 | 1 003,00 |
# | ფურშეტი | აღწერილობა | რაოდენობა | ერთეულის ფასი (ლარი) | საერთო ფასი (ლარი) |
3 | მენიუ | ფურშეტის ორგანიზება 250 პერსონაზე (მენიუ შემსყიდველთან შეთანხმებით) | 250 | 76,89 | 19 222,20 |
4 | გლინტვეინი | გლინტვეინის დამზადება და შესაბამისი რაოდენობის ჭიქების მომარაგება | 400 | 3,54 | 1 416,00 |
5 | ცხელი შოკოლადი | ცხელი შოკოლადის მომზადება ადგილზე და შესაბამისი რაოდენობის ჭიქების მომარაგება | 350 | 3,54 | 1 239,00 |
6 | გამყოფი | გამყოფი ბარიერები გარე გამოყენებაზე გათვლილი. მეტალის, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი, გამყოფები ერთმანეთთან დაკავშირებული კაუჭებითა და ქსოვილით (ფერი შეთანხმებისამებრ) | 10 | 41,30 | 413,00 |
7 | ტენტი ფურშეტისთვის | ტენტი ზომით 5*5*2.95 მ , მეტალის მყარი კონსტრუქციით, გარე გამოყენებაზე გათვლილი, წყალგაუმტარი, ყინვა და ქარგამძლე, თეთრი ფერის, გადახურული როგორც ზევიდან, ისე 4-ვე გვერდიდან, გვერდები მარტივად მოხსნადი, ჩამოსწორებული, რკინის სადგამებზე. | 5 | 590,00 | 2 950,00 |
# | შოუ პროგრამა | აღწერილობა | რაოდენობა | ერთეულის ფასი (ლარი) | საერთო ფასი (ლარი) |
8 | ფოტო ზონა | ფოტო ზონა - 2მეტრი სიმაღლისა და 3.5 მეტრი დიამეტრის კონსტრუქცია შევსებული სასაჩუქრე ყუთებით. კონსტრუქციის წვერზე ადამიანი თოვლის ბაბუა. კონსტრუქციის შიგნით 1.8მ სიმაღლის სათამაშოებითა და მანათობელი გირლიანდებით მორთული ნაძვის ხე. გარედან კონსტრუქცია იქნება ამონათებული. სტუმრებს ექნებათ საშუალება გადაიღონ ფოტოები. | 1 | 2 832,00 | 2 832,00 |
9 | განათებების შოუ შენობაზე | ტაიმ კოდით გაწერილი განათებებისა და მელოდიის შოუ იუსტიციის შენობის გარე ფასადზე. "Spotlight" 15 ცალი, "Uplight"-24 ცალი, ლედ მოტრიალე თავი Wash 30ც , მოტრიალე თავი ბიმი - 16ც | 1 | 10 620,00 | 10 620,00 |
10 | ბენდი - New One | მუსიკალური ბენდი ცოცხალი ინსტრუმენტული და ვოკალური შესრულებით | 1 | 9 440,00 | 9 440,00 |
11 | DJ | DJ უზრუნველყოფს ფონურ მოსუკის ორსაათიანს სეტს ბენდის დასრულების შემდგომ | 1 | 885,00 | 885,00 |
12 | სახის მოხატვა | 2 მხატვარი ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მოუხატავას სახეს მათთვის სასურველი ვიზუალებით. | 2 | 448,40 | 896,80 |
13 | ბამბის ნაყინის კუთხე | ბამბის ნაყინის კუთხის მოწყობა და დამზადება 200 პერსონისთვის | 1 | 885,00 | 885,00 |
# | ფოიერვერკი | აღწერილობა | რაოდენობა | ერთეულის ფასი (ლარი) | საერთო ფასი (ლარი) |
14 | ფოიერვერკი | 1'"- 120 ცალი, 2" - 90 ცალი, ჭურვები 2.5" -6" 27 ცალი | 1 | 5 900,00 | 5 900,00 |
# | გადაღება | აღწერილობა | რაოდენობა | ერთეულის ფასი (ლარი) | საერთო ფასი (ლარი) |
15 | Giffer/Memogram ( ულიმიტო ფოტოები) | გიფერი ერთდროულად ფოტოების ბეჭდვისა და ატვირთვის ფუნქციით | 1 | 1 711,00 | 1 711,00 |
16 | სატელევიზიო ლაივი (რეჟისორი, ოპერატორები, ხმის რეჟისორი, "პტს",6 კამერა, "კრანი", განათება, ფლაივეი, xx xxxxx, ლაივსტრიმი, სატელევიზიო განათება, გახმოვანება გამომსვლელის) | ტრანსლირების ხარისხი სრული HD (Full HD) სისტემის კამერა 5ც, პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლირების საშუალება (Youtube, Facebook)სამი სხვადასხვა წერტილიდან. ორმხრივი საკომუნიკაციო საშუალებ რეჟისორსა და ოპერატორებს შორს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კომუნიკაცია კამერებსა და ცენტრალურ სისტემას შორის. ხმის კონტროლისა და ადგილზე მიქსირების მოწყობილობები. სამი სხვადასხვა სიგნალის ერთდროულად მიწოდება. (მაგ. ერთი ორიგინალი ორი სხვა ენაზე თარჯიმნის ხმით.) გამოსახულების მონიტორინგის საშუალებები. საერთო სიგნალის მიწოდება ერთდროულად 10 სხვადასხვა მოწყობილობაზე. კრადნ 5დან 11 მეტრამდე. განათება ARRI 1800W - 4ც, ARRI 6000-9000W - 1ც სატელევიზიო მოძრავი გადამცემი სადგური HD 6Mhz გაფართოების სიგნალის გამტარუნარიანობა. Azerspace 46" - ზე თავისუფალი სატელიტური სეგმენტის მიწოდება. ჩუმად მომუშავე დიზელ -გენერატორი საწვავით, არაუმეტეს 60 დბ/120 კვტ. გენერატორმა უნდა უზრუნველყოს გახმოვანების, სცენის, განათების, პირდაპირი ჩართვის და ეკრანის შეუფერხებელი ფუნქციონირება. გენერატორის სპეციალისტი. | 1 | 24 579,40 | 24 579,40 |
# | ტექნიკური ნაწილი | აღწერილობა | რაოდენობა | ერთეულის ფასი (ლარი) | საერთო ფასი (ლარი) |
1 | სცენა ბენდისთვის | ქარხნული წესით წარმოებული სცენა, პლატფორმა ალუმინის პროფილებით. სცენის ზომა: 8*5*1.2მ | 1 | 3 186,00 | 3 186,00 |
2 | გახმოვანება ბენდისთვის | გახმოვანების სისტემა ცოცხალი შესრულებისთვის. გახმოვანების სისტემა წინა ხაზი Line arraყ ტიპის აქტიური ხაზობრივი წყობის დაბალი, საშუალო და მაღალი სიხშირის დინამიკები 60 Hz-20 kHz გახმოვანების 4 ზოლიანი აქტიური სისტემა არანაკლებ 30 კვტ. | 1 | 6 490,00 | 6 490,00 |
3 | ბენდისა და ტერიტორიის განათება | ტერიტორიისა და სცენის მხატრული განათება, განათების მიქშერი 6X512 DMX გამომავალი პორტი. 19" სენსორული 2 (ორი) ეკრანით - 1. xxx xxxxxxxx თავი 136W*10 - 12ც მოტრიალე თავი ბიმი 5R 230 ვატი -8ც ბლაინდერი 2400 ვატი - 5ც DMX სიგნალის სპლიტერი -1ცალი | 1 | 5 310,00 | 5 310,00 |
4 | ფერმა განათება-გახმოვანებისთვის | ქარხნული წესით წარმოებული ალუმინის ასაწყობი (ე.წ. "ფერმებით")კონსტრუქცია აპარატურის დასაკიდებლად | 1 | 3 894,00 | 3 894,00 |
სულ ჯამი: | 103 639,40 |
ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობის შესახებ
ქ. თბილისი 17 დეკემბერი 2019 წელი
ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი ვადასტურებთ, რომ შპს „ვანილა ივენთის“ მიმართ სრულად ვაკმაყოფილებთ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობებსა და წესებს.
xxxxxxxx xxxxxxxx
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე (ფინანსების დირექტორი)
xxxxx xxxxxxxx
სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესყიდვების სამსახურის უფროსი
xxxx xxxxxxxxx
სსიპ „იუსტიციის სახლის“ ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
xxxxx xxxxxxxxxx
სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესყიდვების სამსახურის მრჩეველი
1 | გვერდი