ხელშეკრულება N70
ხელშეკრულება N70
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ქ. თელავი 20 ივლისი 2022წ.
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ერთის მხრივ ააიპ „თელავის საფეხბურთო სკოლა თელავი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxx xxxxxxxxxxxx სახით, შემდგომში წოდებული
„შემსყიდველი“ და მეორეს მხრივ, იმ xxxxxx xxxxxxxxxx (20001017904), შემდგომში
„მიმწოდებელი“, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 საფეხბურთო სკოლის ადმინისტრაციულ შენობაში, 2 გასახდელში 6 ერთეული სველი წერტილის მოწყობის სამუშაოების შესრულება შესმყიდველის მასალების გამოყენებით. (კანალიზაციის გარდა).
1.2 შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა ვადა შეადგენს არანაკლებ 1 წელს მიღება- ჩაბარების აქტის დადებიდან. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აღმოფხვრას ყველა ნაკლი და დეფექტი შემსყიდველის მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში.
1.3 შესყიდვის საშუალება - გამარტივებული შესყიდვა.
1.4 შესყიდვის საფუძველი - მონეტარული ზღვრის დაცვით.
1.5 კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი: 45330000 - მილგაყვანილობისა და სანტექნიკის მონტაჟი
1.6 დაფინანსების წყარო - 2022 წლის საკუთარი შემოსავლები.
2. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
2.1. ხელშეკრულების ინსპექტირებას განახორციელებს შემსყიდველი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
2.2. შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, ინსპექტირების ჯგუფი, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილია ჩაატაროს ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და თუ აღმოჩნდება წუნდებული შესყიდვის ობიექტი, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში გამოასწოროს წუნი/დეფექტი/ხარვეზი, იმ შემთხვევაში თუ წუნის გამოსწორება შეუძლებელია და შემსყიდველს უკვე გადახდილი აქვს ღირებულება დაუბრუნოს შემსყიდველს აღნიშნული წუნდებული სამუშაოს ღირებულება.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და ადგილი
3.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღე.
3.2. მიწოდების ადგილი: ქ. xxxxxx, xxxxxxxx ქ., N18.
4. მხარეთა უფლება - მოვალეობები
4.1. „შემსყიდველი“ ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
4.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია დაუყონებლივ, წერილობითი ფორმით აცნობოს „მიმწოდებელს“ წუნის შესახებ.
4.3. მიწოდებელი სამუშაოს ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. პირობების ცვლილების შემთხვევაში ფორმდება შეთანხმება.
4.4. „მიმწოდებელი“ ვალდებულია გადასცეს „შემსყიდველს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დადგენილ ვადებში;
4.5. ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა;
5. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1. „შემსყიდველი“ და „მიმწოდებელი“ მოქმედებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით.
5.2. შესყიდვის ობიექტი, ან მისი ნაწილი (ეტაპი) მიღებულად ითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
5.3. შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრისას, „შემსყიდველს“ უფლება აქვს „მიმწოდებლის“ ხარჯზე განახორციელოს აღდგენასთან დაკავშირებული ოპერაციები.
6. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
6.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს.
6.2. ღირებულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
6.3. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება, ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დასაშვებია მხოლოდ არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.
7. ანგარიშსწორების პირობები
7.1. სამუშაოს ღირებულების გადახდა ხდება მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.2. მიწოდებული სამუშაოს სრული ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში.
8. ფორს-მაჟორი
8.1. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემკვეთსა და/ან შემსრულებელს შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინის და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
8.2. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე
დავები და მათი გადაწყვეტის წესი
მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელის მოწერის დღიდან და ძალაშია 2022 წლის 31 ოქტომბრამდე.
11. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის
11.1 მხარეები იღებენ ვალდებულებას, აუნაზღაურონ მეორე მხარეს მათ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
11.2 შემსყიდველი პასუხისმგებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევისათვის. ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია პირგასამტეხლოს სახით მიმწოდებელს გადაუხადოს გადასახდელი თანხის 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
11.3 მიმწოდებელი პასუხისმგებელია სამუშაოს მიწოდების ვადების დარღვევისათვის. ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაში იგი ვალდებულია, პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს გადაუხადოს მიუწოდებელი სამუშაოს ღირებულების 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
11.4 თუ მიმწოდებელი საგარანტიო ვადის პერიოდში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ განახორციელებს წარმოქმნილი დეფექტის გამოსწორებას, დაეკისრება პირგასამტეხლოს სახით მიუწოდებელი სამუშაოს ღირებულების 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. იმ შემთხვევაში თუ თანხა სრულად ანაზღაურებულია მიმწოდებელს დაეკისროს ზარალის ანაზღაურება სრულად.
11.5 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან.
11.6 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
11.7 ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ შეუსრულებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრება დარჩენილი ვალდებულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
12. სხვა პირობები
12.1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
12.2. ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.
12.3. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის თანხმობის გარეშე.
12.4. ხელშეკრულება დგება ქართულ ენაზე, ხელმოწერილია საქართველოს კანონის -
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ მე-3 მუხლის მე- 3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად და ინახება მხარეებთან. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
12.5. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ააიპ „თელავის საფეხბურთო სკოლა თელავი“-ს დირექტორი xxxx xxxxxxxxxxx ასევე ვადასტურებ, რომ არ ვიმყოფები ინტერესთა კონფლიქტში მიმწოდებელთან.
13. მხარეთა რეკვიზიტები
შეÄმსყიდველი ³ „მიმწოდებელი ³
ააიპ „თელავის საფეხბურთო სკოლა თელავი“ ს.კ. 431172027
იმ xxxxxx xxxxxxxxxx
მის: ქ. xxxxxx, xxxxxxxx ქ., N18 ს.კ. 20001017904
ტელ: 551367776 მის: თელავი, ნაფარეულის ქ. 20
xxxxxxxx@xxxxx.xxx ბანკი: სს საქართველოს ბანკი ა/ა XX00XX0000000000000000
ბანკის კოდი XXXXXX00
დირექტორი
xxxx xxxxxxxxxxx
„შემსყიდველი“
ტელ: 577189902
itagiashvili@mail.ur xxxxxx xxxxxxxxxx
„მიმწოდებელი“
Tagiashvili
Irakli
Digitally signed by Xxxxxx Xxxxxxxxxxx
Date: 2022.07.20
16:32:11 +04'00'