Contract
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 22
(გამარტივებული შესყიდვა)
ქ. თბილისი 5 აპრილი 2022 წელი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთი მხრივ შპს „xxxx xxxxxxxxx და ტერმინალები“ (მის: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ.№15; საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: XXXXXX00, ა/ა XX00XX0000000000000000; საიდ. კოდი - 202462101), შემდგომში წოდებული „შემსყიდველად”, წარმოდგენილი დირექტორის xxxx xxxxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ
მიმწოდებელი: სს „მეტრო ჯორჯია“; საიდენტიფიკაციო ნომერი: 445410635; მისამართი: ქ. ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის N3; ტელეფონი: 599 91 51 41; დირექტორი: xxxxxx xxxxxxxxxxxx;
საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“; ბანკის კოდი: XXXXXX00; ა/ა: XX00XX0000000000000000;
შემდგომში ,,მიმწოდებელი’’, ორივე ერთად წოდებული, როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:
2. ხელშეკრწულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: შპს „xxxx xxxxxxxxx და ტერმინალები“-ს სტუმრების სატრანსპორტო საშუალებით მომსახურება.
2.2. 2.2 შესყიდვის საშუალება: გამარტივებული შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10f მუხლის მე–3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2.3 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 300.00 (სამასი) ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
2.4 კლასიფიკატორის კოდი: CPV- 60170000 - სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება მძღოლთან ერთად.
2.5 ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
3. მომსახურების გაწევის პირობები, ვადა და ადგილი
3.1. მომსახურების გაწევის ვადა: 2022 წლის 05 აპრილი.
3.2. მომსახურების გაწევის ადგილი: მარშრუტი- სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფა სასტუმრო
„პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“-დან შპს „xxxx xxxxxxxxx და ტემინალები“-ს ფოთის ტერმინალზე (ქ.
ფოთი, ნაბადას უბანი, ნაკვეთი 03/618) და შემდგომ უკან სასტუმროში დაბრუნება.
3.3. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მომსახურების გაწევა მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით.
4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი
4.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
4.2. ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
4.3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1 შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და შეამოწმონ გაწეული მომსახურება, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
5.2 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის მომსახურების კონტროლს ახდენს სისტემატიურად, საკუთარი შეხედულებისამებრ. კონტროლი ხორციელდება როგორც შუალედური ფორმით - მომსახურების გაწევის პროცესში, ისე მისი დამთავრების შემდგომ. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს დამატებითი კვლევა.
5.4 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებით შესრულებული მომსახურების ხელახალი შესრულება.
5.5 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს შპს „xxxx xxxxxxxxx და ტერმინალები“-ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი xxxxxx xxxxxxx.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
6.2 შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შპს
„xxxx xxxxxxxxx და ტერმინალები“-ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი xxxxxx xxxxxxx.
6.3 მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
6.4 იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება მიმწოდებლის მხრიდან ვადის გადაცილებად.
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1. ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი.
7.2. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გადახდა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,
,,მიმწოდებლის’’ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
7.3. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან
10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს
7.4 იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების მე-14 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებიდან 7.3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშწორებამდე მიმწოდებლის მიერ არ იქნება წარმოდგენილი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემსყიდველი უფლებამოსილია მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაუქვითოს მას, რის შემდეგაც მიმწოდებელს ჩაერიცხება დარჩენილი თანხა.
7.5 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
(საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები)
8.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
8.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.
8.3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.
8.4 მიმწოდებლის მხირადნ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.
8.5 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას ამ ხელშეკრულების მე-14 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
8.6 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 2%-ის ოდენობით.
8.7 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
9.5 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.6 შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში;
ბ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
9.7 ამ მუხლის პირველსა და მე-6 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული.
10.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, საჯარო სამართლის კორპორაცია
„საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორსმაჟორის დადასტურების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
11.3 ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, რაც არ საჭიროებს დამატებით შეთანხმებას.
12. უფლებების გადაცემა
12.1 ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (შემსყიდველი - მიმწოდებელი - მესამე პირი).
12.2. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მიმწოდებლის ჩანაცვლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ორგანიზაციის შერწყმა, გაყოფა და სხვ.)
13. ღირებულება
13.1 მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
13.2 მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
13.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
13.4 ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
14. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
14.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მომსაა ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
14.2 ტელეფონით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება:
ა) მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტ. xxxx: xxxx xxxxxxx; ტელეფონის ნომერი: 599 91 51 41, ელ-ფოსტა
x.xxxxxxxxx.xxxxx@xxxxx.xxx;
ბ) შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტ. პირი: xxxxxx xxxxxxx, ტელეფონის ნომერი: 591 81 69 21, ელ- ფოსტა xxxx.xxxxxxxx@xxxxxxx.xx.
14.3 ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
14.4 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
15. სადაო საკითხების გადაწყვეტა
15.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ.
15.2 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
15.3 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
16. სხვა პირობები
16.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
16.2 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
16.3 „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
16.4 „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში
„მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს
„ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.
მხარეთა მიერ გამოყენებულია ელექტრონული ხელმოწერები
and Terminals LLC
Digitally signed by GR Logistics and Terminals LLC
GR Logistics
Date: 2022.04.05
14:07:23 +04'00'