ხელშეკრულება N ეკ/70 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
ხელშეკრულება N ეკ/70 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
ქ. თბილისი 2019 წელი
ერთის მხრივ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) წარმოდგენილი დირექტორის xxxxx xxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, შპს “პრიმო“ (შემდგომში „მიმწოდებელი”) წარმოდგენილი დირექტორის დავით ზაქარაიას სახით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ს1” ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის ფორმით დადეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შემდეგზე:
1. ხელშეკრულების ტერმინების განმარტება
1.1. „ხელშეკრულება“ - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
1.2. „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.3. „მიმწოდებელი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას ამ ხელშეკრულების ფარგლებში.
1.4. „საქონელი“ - წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ეკოლოგიური განათლების განყოფილების მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტში ,,საკვირაო სკოლა’’, მონაწილეთათვის საკვების და წვენის სახელმწიფო შესყიდვა.
2.2. საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი და CPV კოდი წარმოდგენილია ხელშეკრულების დანართი #1-ში.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 102 (ას ორი) ლარს.
3.2. ხელშეკრულების ფასი შეიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს მოწოდებასთან, მათ შორის კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
4. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
4.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში.
4.2. დაფინანსების წყარო - ეკონომიკური შემოსავლები.
4.3. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება იწარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
4.4. შემსყიდველის მიერ მიწოდებული საქონლის ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
5. საქონლის მიღება-ჩაბარების წესი
5.1. საქონელი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
5.2. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ა(ა)იპ
„საქართველოს ეროვნული ბოტანუკური ბაღი“-ს ეკოლოგიური განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი xxxxxxxx xxxxxxxxx.
6. საქონლის გაწევის ვადა და ადგილი
6.1. საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს 2019 წლის 9 ივნისს.
6.2. საქონლის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
7. მხარეთა უფლება-მოვალეობები
7.1. შემსყიდველს უფლება აქვს შეამოწმოს საქოლის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და განახორციელოს ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე. შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირებას უზრუნველყოფს ეკოლოგიური განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი xxxxxxxx xxxxxxxxx.
7.2. შემსყიდველი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
7.3. შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
7.4. მიმწოდებელს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
7.5. მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
8. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
8.1. ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
8.2. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
9.2. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.3. შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, ასევე დააკისროს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად:
ა) თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს; ბ) თუ მიმწოდებელი სისტემატიურად და/ან უხეშად არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების გაწევა მოხდა ვადების დარღვევით.
დ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
10. დაუძლეველი ძალა
10.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია აუცდენელი დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულების შესრუულების შეუძლებლობის შესახებ.
11. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
11.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების და მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული დავის წარმოშობიდან 15 დღის განმავლობაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. ხელშეკრულების ენა და მოქმედების ვადები
12.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
12.2. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერიდან და მოქმედებს 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
13. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი:
ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღი მის: ქ. თბილისი, ბოტანიკური ქ. #1
ს/კ: 404405960
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22 ანგ. #741 887 499
დირექტორი xxxxx xxxxxxx
მიმწოდებელი:
შპს პრიმო
მის: ქ. თბილისი, ყიფშიძის ქ. #9 ს/კ: 406051052
ბანკი: სს პროკრედიტ ბანკი ბანკის კოდი: MIBGGE22
ანგ: GE 30PC 0453 6001 0000 2895
დირექტორი xxxxx xxxxxxxx
2019 წლის #ეკ/70 ხელშეკრულების დანართი #1
# | საქონლის დასახელება | ზომის ერთეული | რაოდენობა | ერთეულის ფასი | ფასი | CPV კოდი |
1 | სენდვიჩი (ძეხვით ყველით სალათის ფოთლით და xxxxx/პომიდვრით) | ცალი | 17 | 3,5 | 59,5 | 15811510 |
7 | წვენი 0,5ლ | ცალი | 17 | 2,5 | 42,5 | 15321000 |
სულ | 102,00 |
შემსყიდველი:
ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღი მის: ქ. თბილისი, ბოტანიკური ქ. #1
ს/კ: 404405960
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22 ანგ. #741 887 499
დირექტორი xxxxx xxxxxxx
მიმწოდებელი:
შპს პრიმო
მის: ქ. თბილისი, ყიფშიძის ქ. #9 ს/კ: 406051052
ბანკი: სს პროკრედიტ ბანკი ბანკის კოდი: MIBGGE22
ანგ: GE 30PC 0453 6001 0000 2895
დირექტორი xxxxx xxxxxxxx
ხელწერილი
ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ
ქ. თბილისი 2019 წელი
ვადასტურებთ, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) „საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა“ და შპს „პრიმო“-ს შორის გაფორმებული ეკ/70 ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდვის განხორციელებაში ჩვენი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს და არ ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნებს.
ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი