ვებგვერდსა – www. nbg.gov.ge/cp – და ცხელ ხაზზე 032 2406406 .
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ხელშეკრულება ოვერდრაფტის „Flex Fund“ დაშვების შესახებ No ----
ქ. ------ --.--.20--
ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი;
ოვერდრაფტის (მოკლევადიანი კრედიტის) წლიური საპროცენტო განაკვეთი: %;
ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი:
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი (მეთოდი 1) %;
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი (მეთოდი 2) %;,
ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლისას გამოყენებულია შემდეგი დაშვებები:
მეთოდი 1: ოვერდრაფტის მაქსიმალური ლიმიტი ათვისებულია პირველივე დღეს; ოვერდრაფტის თანხა მთლიანად განაღდებულია; ოვერდრაფტი იფარება ვადის ბოლოს.
მეთოდი 2: ოვერდრაფტის მაქსიმალური ლიმიტი ათვისებულია პირველივე დღეს; ოვერდრაფტის თანხა გადახდილია ბარათით სავაჭრო ობიექტებში; ოვერდრაფტი იფარება ვადის ბოლოს. ფინანსური ხარჯები:
თანხის განაღდების საკომისიო: ლარი;
ბარათით სავაჭრო ობიექტებში გადახდა: ლარი;
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია:
xxxxxxxxxxx თანხა: xxxx;
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: ლარი;
ოვერდრაფტის ხელშეკრულების და ოვერდრაფტის მოქმედების ვადა: ძალაშია--დან --ჩათვლით; ბანკი უფლებამოსილია ბაზარზე არსებული პირობების მნიშვნელოვანი ცვლილებისას, ან მსესხებელის მიერ ბანკისათვის ფინანსური მონაცემების წარმოუდგენლობისას, ან ადრე წარმოდგენილ დოკუმენტებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში წარმოუდგენლობისას, ასევე თუ გამოიცემა ნორმატიული აქტი საქართველოს სავალუტო-საკრედიტო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ცალმხრივად შეცვალოს ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთი, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დადგენილი წესით და ვადაში;
პირგასამტეხლო: ოვერდრაფტის ვადაგადაცილებული თანხის --- % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული/ დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობის დაანგარიშება ყოველი ვადის გადაცილებისას არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას;
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით, ან ინტერნეტ-ბანკით, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან სატელეფონო ზარით;
მსესხებელს უკმაყოფილების ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს განაცხადოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი, ან ელექტრონული ფორმით, ასევე მიმართოს პრეტენზიის წარდგენის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებს. პრეტენზიაზე რეაგირება ხდება მისი მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში;
გაეცანით მომხმარებლისათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის
ვებგვერდსა – www. xxx.xxx.xx/xx – და ცხელ ხაზზე 032 2406406 .
ხელშეკრულება ოვერდრაფტის „Flex Fund“ დაშვების შესახებ No ---
ქ. -.--.20--
მუხლი 1.
1.1. ბანკი: სს"პროკრედიტ ბანკი"; საიდენტიფიკაციო კოდი: 204851197;
1.2. მსესხებელი: სახელი და გვარი (პირადი ნომერი )
მუხლი 2.
2.1. ბანკი დაუშვებს ოვერდრაფტს (მოკლევადიანი კრედიტი) მსესხებლის მიმდინარე ანგარიშზე № –––––– --.
ოვერდრაფტის დაშვება გულისხმობს მსესხებლისათვის მის ანგარიშზე რიცხული ნაშთის ზევით თანხების ხარჯვის უფლების მინიჭებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და პერიოდის განმავლობაში.
2.2. xxxxxxxxxxx თანხა: xxxx;
2.3. ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი;
2.4. მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: ლარი;
2.5. ოვერდრაფტის მთლიანი თანხიდან ფინანსური ხარჯების გამოკლებით დარჩენილი გასატანი თანხის ოდენობა: ------
.-- ლარი;
2.6. ოვერდრაფტის ხელშეკრულების და ოვერდრაფტის მოქმედების ვადა: ძალაშია ---- დან ჩათვლით;
2.7. ოვერდრაფტის წლიური საპროცენტო განაკვეთი %;
2.8. თანხის განაღდების საკომისიო: ლარი;
2.9. ბარათით სავაჭრო ობიექტებში გადახდა: ლარი;
2.10. ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი:
2.10.1.ეფექტური საპროცენტო განაკვეთი (მეთოდი 1) %;
2.10.2.ეფექტური საპროცენტო განაკვეთი (მეთოდი 2) %.
2.11. ოვერდრაფტის მიზანი: -------------
2.12. პირგასამტეხლო: მსესხებლის მიერ ნებისმიერი სახის ვადამოსული ფულადი თანხის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია გადაახდევინოს მსესხებელს პირგასამტეხლო: ოვერდრაფტის ვადაგადაცილებული თანხის --- % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობის დაანგარიშება ყოველი ვადის გადაცილებისას არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას.
2.13. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლისას გამოყენებულია შემდეგი დაშვებები:
2.13.1. მეთოდი 1-ით ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლისას გამოყენებული დაშვებები: ოვერდრაფტის მაქსიმალური ლიმიტი ათვისებულია პირველივე დღეს; ოვერდრაფტის თანხა მთლიანად განაღდებულია; ოვერდრაფტი იფარება ვადის ბოლოს.
2.13.2.მეთოდი 2-ით ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლისას გამოყენებული დაშვებები: ოვერდრაფტის მაქსიმალური ლიმიტი ათვისებულია პირველივე დღეს; ოვერდრაფტის თანხა გადახდილია ბარათით სავაჭრო ობიექტებში; ოვერდრაფტი იფარება ვადის ბოლოს.
2.14. ბანკი უფლებამოსილია ბაზარზე არსებული პირობების მნიშვნელოვანი ცვლილებისას, ან მსესხებელის მიერ ბანკისათვის ფინანსური მონაცემების წარმოუდგენლობისას, ან ადრე წარმოდგენილ დოკუმენტებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში წარმოუდგენლობისას, ასევე თუ გამოიცემა ნორმატიული აქტი საქართველოს სავალუტო-საკრედიტო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ცალმხრივად შეცვალოს ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთი, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დადგენილი წესით და ვადაში.
მუხლი 3.
3.1. მსესხებელი იღებს ვალდებულებას, რომ რეგულარული შემოსავლის თანხა (რომლის საფუძველზეც გაიცა ოვედრაფტი) ყოველთვიურად ჩაერიცხება 2.1 პუნქტში მოცემულ ანგარიშზე.
3.2. მსესხებელი ვალდებულია ყოველი თვის ბოლო დღეს დაფაროს ოვერდრაფტზე დარიცხული პროცენტი, ხოლო ათვისებული ლიმიტი (გაცემული კრედიტი) ოვერდრაფტის ვადის დასრულებამდე. ხელშეკრულების მოქმედების ბოლო არასრული კალენდარული თვის პერიოდში დარიცხული პროცენტი გადახდილ უნდა იქნას ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე. იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი დაარღვევს ამ პუნქტში გათვალისწინებულ პირობას, ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებით, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა, ან გადაუნაწილოს მსესხებელს გადახდა გრაფიკით, არაუმეტეს 48 თვეზე.
3.3. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ოვერდრაფტის დაუყოვნებლივ დაფარვა. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია ბანკის მხრიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე, ან შეტყობინებაში მითითებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს შეტყობინებიდან სამი თვისა, დაფაროს ოვერდრაფტი სრულად, მასზე დარიცხული სარგებელის და ყველა ხარჯების ჩათვლით.
3.4. თუ მსესხებლის მხრიდან ნებისმიერი მიზეზით შემცირდა რეგულარული შემოსავლის თანხის ჩარიცხვა, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეამციროს წინამდებარე ხელშეკრულებით დაშვებული ოვედრაფტის ლიმიტი და ამასთანავე მოითხოვოს განახლებულ ლიმიტს ზემოთ ათვისებული თანხის სრულად დაფარვა.
3.5. თუ მსესხებელმა გადახდის ვადის დადგომისას/გადაცილებისას არ დაფარა დავალიანება, მაშინ ბანკი უფლებამოსილია, უაქცეპტო წესით, მსესხებლის ნებისმიერი მიმდინარე და შემნახველი ანგარიშ(ებ)იდან, მათ შორის მსესხებლის მიმდინარე ანგარიშზე დაშვებული ოვერდრაფტის თანხიდან, დაფაროს დავალიანება, ასევე დავალიანების დაფარვისათვის შეასრულოს კონვერტაციის ოპერაციები ბანკის შიდა კომერციული კურსით.
3.6. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მსესხებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე და მოსთხოვოს მსესხებელს არსებული დავალიანების სრული დაფარვა დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს ჩათვლით იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით შეწყდა/შემცირდა რეგულარული შემოსავლის თანხის ჩარიცხვა ან/და მსესხებელი არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ან ბანკისათვის ცნობილი გახდა, რომ მსესხებელი მომავალში ვეღარ შეასრულებს მათ.
3.7. ბანკი უფლებამოსილია ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების ყოველი/მორიგი ვადის დასრულების დღეს გააგრძელოს ოვერდრაფტის ხელშეკრულება იგივე ვადითა და პირობებით, გაგრძელების დროს ბანკში მოქმედი საპროცენტო განაკვეთით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე მინიმუმ 1 (ერთი) სამუშაო დღით ადრე წერილობით მიმართავს ბანკს, ოვერდრაფტის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით.
3.8. ათვისებული ოვერდრაფტის თანხას, მის სრულად დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი და პირგასამტეხლო (მათ შორის ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემდეგაც).
3.9. გადახდისას პირველ რიგში იფარება გადახდის ვადის გადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოები, შემდეგ დარიცხული პროცენტი და ბოლოს ოვერდრაფტის თანხა. აღნიშნული რიგითობა ბანკის შეხედულებისამებრ შეიძლება შეიცვალოს.
3.10. გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია.
მუხლი 4.
4.1. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია თავისუფალი წერილობითი ან სტანდარტული წერილობითი პრეტენზიის ფურცლის შევსებით (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფისებში), ასევე ელექტრონული ფორმით, ან ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე xxx.xxxxxxxxxxxxx.xx პრეტენზიის ფორმის დარეგისტრირებით. პრეტენზიაზე რეაგირება ხდება მისი მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, რომელსაც განიხილავს ბანკში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული.
4.2. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1პრიმა პუნქტის შესაბამისად.
4.3. შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს პირობების მსესხებლის სასარგებლოდ შეცვლისას.
4.4. ამ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. ცვლილების/დამატების შეტანისთვის წერილობითი ფორმის დაცვა და/ან ცვლილების შესახებ შეტყობინება სავალდებულო არ არის როდესაც კეთდება მომხმარებლის სასარგებლო ცვლილება. ასევე, ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულებაში ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება ან/და დამატება თუ მსესხებლის, თანამსესხებლის, სოლიდარული თავდების (თუ ოვერდრაფტი უზრუნველყოფილია სოლიდარული თავდებობით) ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის მიერ არ შესრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
4.5. წინამდებარე ხელშეკრულებაზე მოქმედებს და ვრცელდება „დამატებითი სახელშეკრულებო პირობები“, რომლითაც ასევე განსაზღვრულია მხარეთა სხვადასხვა სახის უფლება-მოვალეობანი და სახელშეკრულებო პირობები.
„დამატებითი სახელშეკრულებო პირობები“ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს და სავალდებულოა შესასრულებლად. „დამატებითი სახელშეკრულებო პირობები“ განთავსებულია როგორც ბანკის ოფისებში, ასევე ბანკის ინტერნეტ გვერდზე xxx.xxxxxxxxxxxxx.xx.
ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო „დამატებით სახელშეკრულებო პირობებს“, ეთანხმება, პრეტენზია არ გააჩნია და კისრულობს მათი შესრულების ვალდებულებას.
4.6. ბანკი უფლებამოსილია, „დამატებით სახელშეკრულებო პირობებში” მოცემული წესით და მიზნებიდან გამომდინარე, დაამუშაოს მსესხებლის შესახებ ნებისმიერი (მათ შორის, საბანკო, კომერციული, პერსონალური და ბიომეტრული) მონაცემები, მათ შორის: გამოითხოვოს ინფორმაცია სს „კრედიტინფო საქართველოდან“, გადასცეს მსესხებლის და/ან წინამდებარე ხელშეკრულების/ოვერდრაფტის შესახებ ინფორმაცია სს „კრედიტინფო საქართველოს“, მიიღოს მსესხებლის პერსონალური მონაცემები სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.
4.7. ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას, ხელმომწერის მიერ გარიგების დადასტურებას ინტერნეტ ბანკინგით, შეთანხმებული მეილით ან/და მხარეთა შორის შეთანხმებული ნებისმიერი სხვა სანდო საკომუნიკაციო არხით, აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და გარიგება ძალაშია დადასტურების მომენტიდან. აღნიშნული ფორმით გარიგების დადასტურება არ შეიძლება გახდეს სადაო მატერიალურ დოკუმენტზე ფიზიკური ხელმოწერის არარსებობის გამო.
4.8. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება
ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით, ან ინტერნეტ-ბანკით, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან სატელეფონო ზარის მეშვეობით.
4.9. ბანკის საზედამხედველო ორგანო: საქართველოს ეროვნული ბანკი. მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2.
4.10. მსესხებელი აცხადებს, რომ გაეცნო ბანკის ფილიალში/ვებ-გვერდზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობებს და თანხმობას აცხადებს, საჭირო მოცულობით, მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
4.11. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია მხარეებს შორის ორი თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი ინახება ბანკში, ხოლო მეორე გადაეცემა მხარე(ებ)ს.