წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 20-- წლის რიცხვი თვე, ქალაქ ------, ერთი მხრივ, სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205236537, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N74, შემდგომში - „ბანკი“;...
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება №000000.000
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 20-- წლის რიცხვი თვე, ქალაქ ------, ერთი მხრივ, სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205236537, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N74, შემდგომში - „ბანკი“; საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზირების ფორმა - კომერციული ბანკი; საზედამხედველო ორგანო - საქართველოს ეროვნული ბანკი; მისამართი: სანაპიროს ქ. N2, თბილისი, საქართველო) წარმოდგენილი სახელი გვარი (პ/ნ 00000000000) სახით და
სახელი გვარი (პ/ნ 00000000000; მისამართი: -------------) (შემდგომში ,,მსესხებელი’’) შორის;
შემდგომში ბანკი და მსესხებელი ერთად იწოდებიან როგორც „მხარეები“, და თითოეული ცალ-ცალკე მოხსენიებულია როგორც - „მხარე“
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
ბანკი მსესხებლის სასარგებლოდ გასცემს კრედიტს --- (---) ლარის ოდენობით (შემდგომში ,,კრედიტი’’), წინამდებარე ხელშეკრულებისა და ბანკში მოქმედი ტარიფებისა და წესების შესაბამისად.
მუხლი 2. დაკრედიტების პირობები
ბანკი მსესხებელზე გასცემს კრედიტს მისი უზრუნველყოფადობის, ვადიანობის, დაბრუნებადობისა და სასყიდლიანობის პირობით.
კრედიტის ტიპი: ანაბრით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტი
კრედიტის ვადა: --- თვე
კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა: --- თვე
კრედიტის საპროცენტო სარგებლის განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული
მსესხებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: ---- ლარი
კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი უხდის ბანკს საპროცენტო სარგებელს წლიური --%-ს (--- პროცენტი) ოდენობით გაცემული კრედიტის თანხიდან, იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც არის გაცემული კრედიტი.
კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები (ხარჯები რომლებიც გამოყენებული იქნა კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში):
განაღდების საკომისიო ბანკის სერვისცენტრებიდან/ბანკომატიდან - -- ლარი
კრედიტის გაცემის/ორგანიზების საკომისიო - -- ლარი
წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელი ბანკს უხდის შემდეგ საკომისიოებს:
კრედიტის გაცემისათვის - გაცემული კრედიტის ოდენობის --%
მსესხებლის განცხადების მიხედვით დაკრედიტების პირობების ცვლილებების საკითხების განხილვისათვის (უზრუნველყოფის საგნის შეცვლა, კრედიტის პროლონგაცია, საპროცენტო განაკვეთის შეცვლა) - კრედიტის დარჩენილი ძირითადი თანხის --% რომელიც ექვემდებარება გადახდას ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების ხელმოწერის მომენტისათვის.
კრედიტის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: --%
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში გათვალისწინებულია ის დაშვება, რომ კრედიტი გაიცემა ხელშეკრულების დადების დღეს.
ბანკი გასცემს მსესხებელზე კრედიტს ბანკში გახსნილ მსესხებლის საბანკო ანგარიშზე კრედიტის თანხის ჩარიცხვის გზით.
კრედიტის გაცემის თარიღად ითვლება მსესხებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის თარიღი. კრედიტის დაბრუნების თარიღად ითვლება მსესხებლის სასესხო ანგარიშზე მოცემული დავალიანების დაფარვაზე ოპერაციის ასახვის თარიღი. კრედიტის თანხის გაცემის და დაბრუნების თარიღად სრული მოცულობით ითვლება ერთი დღე, ამასთან წელიწადი განისაზღვრება 365 დღით. კრედიტით სარგებლობაზე საპროცენტო სარგებელის დარიცხვა ხდება ძირითად ვალზე დავალიანების ფაქტიური ნაშთის თანხაზე.
კრედიტის თანხის დაბრუნება და კრედიტით სარგებლობისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებელის გადახდა ხორციელდება მსესხებლის მიერ, კრედიტის დაფარვის გრაფიკით (შემდგომში - „დაფარვის გრაფიკი“) განსაზღვრულ ვადებში და ოდენობით, შემდეგი რიგითობით:
პირველ რიგში ხდება კრედიტით სარგებლობისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებელის დაფარვა;
მეორე რიგში იფარება კრედიტის ძირითადი თანხა;
xxxxx უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს დაფარვის სხვა რიგითობა.
წინამდებარით მსესხებელი აცხადებს თავის უპირობო თანხმობას დაფარვის გრაფიკთან დაკავშირებით, რომელიც შედგენილი იქნება ბანკის მიერ კრედიტის გაცემის დღეს და წარედგინება ხელმოსაწერად მსესხებელს, აგრეთვე დაფარვის გრაფიკებთან დაკავშირებით, რომლებიც შემდგომში იქნება წარდგენილი ბანკის მიერ, კრედიტის ვადამდელი ნაწილობრივი დაფარვის და/ან კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის განაკვეთის ცვლილებების შემთხვევებში, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვის და/ან საპროცენტო სარგებლის გადახდის თარიღი ემთხვევა უქმე ან სადღესასწაულო დღეს, მაშინ კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა და/ან საპროცენტო სარგებელის გადახდა ხორციელდება უქმე ან სადღესასწაულო დღის უახლოეს მომდევნო სამუშაო დღეს.
დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა და კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის გადახდა განხორციელდება ბანკის მიერ გეგმიური გადახდების თანხმების რეგულარული უაქცეპტო ჩამოწერით ბანკში გახსნილი მსესხებლის მიმდინარე ანგარიშიდან/საბარათე ანგარიშიდან/სხვა ანგარიშებიდან.
კრედიტის თანხისა და/ან საპროცენტო სარგებლის ვადაგადაცილებული დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვა იწყება აღნიშნული თანხის ვადაგადაცილებული დავალიანების ანგარიშზე გამოჩენის მომენტიდან მსესხებლის მიერ ვადაგადაცილებული დავალიანების მთლიანად დაფარვის თარიღამდე.
კრედიტის თანხის და საპროცენტო სარგებელის დაფარვაზე ვადაგადაცილებული დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში, ბანკის მიერ მსესხებლის ანგარიშებიდან ამოღებული ან თავად მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები ბანკის მიერ მიმართული იქნება დავალიანების დასაფარად შემდეგი თანმიმდევრობით:
1) xxxxxx მიერ კრედიტის ძირითადი თანხის, კრედიტის საპროცენტო სარგებელის, პირგასამტეხლოს თანხის დასაფარად ვალდებულებათა შესრულებისათვის გაწეული ხარჯების თანხა;
2) პირგასამტეხლოს თანხა;
3) საპროცენტო სარგებელი;
4) კრედიტის ძირითადი თანხა.
ბანკი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს დაფარვის სხვაგვარი რიგითობა, რომელიც მითითებულია წინამდებარე პუნქტში.
ბანკის მიერ გაცემული კრედიტის თანხის დაბრუნებაზე მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, ასევე საპროცენტო სარგებელის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს, ბანკის ხარჯებისა და დანახარჯების გადახდა უზრუნველყოფილია:
xxxxxxx xxxxxxx (დეპოზიტის) გირავნობით, თანახმად №000000.000–N საბანკო ანაბრის გირავნობის ხელშეკრულებისა, რომელიც დადებულია ბანკსა და მსესხებელს შორის 20-- წლის თვე რიცხვი. xxxxxxx xxxxxxx (დეპოზიტი) განთავსებულია საანაბრე ანგარიშზე ------------------, 20-- წლის რიცხვი თვე დადებული №------ საბანკო ანაბრის ხელშეკრულების საფუძველზე.
წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის დაფარვის ვადების პროლონგირება შეიძლება მოხდეს ბანკის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების დადების გზით.
მსესხებელი ინფორმირებულია და მისთვის ცნობილია, რომ:
ბანკი შეაგროვებს/დაამუშავებს მსესხებლის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის (სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო (ს/ნ 204470740) ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტი) ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები).
მსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის გადასაცემი და მისგან მისაღები ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება): მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ინფორმაციას უზრუნველყოფის საშუალებების შესახებ და სხვა ინფორმაციას, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით ან/და ბანკსა და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
მხარეები უსიტყვოდ შეთანხმდნენ მასზედ, რომ xxxxxx მიერ გაწეული ნებისმიერი ხარჯი, მათ შორის სასამართლო ხარჯები, საფოსტო/საკურიერო ხარჯები - ანაზღაურდება მსესხებლის მიერ.
მსესხებელი ბანკს აძლევს უპირობო უფლებას და აცხადებს თანხმობას წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი დავალიანების თანხების უაქცეპტო ამოღებაზე მსესხებლის ყველა საბანკო ანგარიშიდან პირდაპირი დებეტირების გზით. დავალიანების თანხა მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება): კრედიტის ძირითად თანხას, საპროცენტო სარგებელს, პირგასამტეხლოებს, ასევე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯებს.
ბანკის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების 3.2.8. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, მსესხებელი ბანკს უხდის საპროცენტო სარგებელს 2.7. პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. მსესხებელი საპროცენტო სარგებელს უხდის ბანკს, მის მიერ შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან კრედიტის დავალიანების მთლიანად დაფარვის მომენტამდე.
მხარეები თანხმდებიან, რომ მსესხებლის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე კრედიტის სრულად დასაფარად საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, ავტომატურად არ მოხდება კრედიტის წინსწრებით დაფარვა.
ბანკის უფლებები და მოვალეობები
ბანკი ვალდებულია:
იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის/მესამე პირის მიერ უზრუნველყოფა წარდგენილი იქნება საბანკო ანაბრის (დეპოზიტის) გირავნობის ხელშეკრულების გაფორმების გზით, დააფინანსოს მსესხებელი მისთვის კრედიტის გაცემის გზით წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;
არ გაავრცელოს კონფიდენციალური ინფორმაცია, აგრეთვე ცნობები, რომლებიც შეადგენენ კომერციულ და/ან საბანკო საიდუმლო, მიეკუთვნებიან წინამდებარე ხელშეკრულებას, გარდა შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკრულებით;
ბანკი უფლებამოსილია:
მოსთხოვოს მსესხებელს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
დაფარვის გრაფიკის თანახმად, რომელიც შედგენილია ბანკის მიერ კრედიტის გაცემის დღეს, აგრეთვე გრაფიკისა, რომელიც შედგენილია კრედიტის ნაწილობრივი ვადამდელი დაფარვის შემთხვევაში და ხელმოწერილია მსესხებლის მიერ, უაქცეპტო წესით ჩამოწეროს მსესხებლის ანგარიშიდან ფულადი თანხები კრედიტის თანხის დასაფარად და საპროცენტო სარგებელის გადასახდელად დაფარვის გრაფიკის თანახმად;
მსესხებლის დავალების თანახმად ამოიღოს მსესხებლის ანგარიშებიდან ფულადი თანხები კრედიტის თანხის დასაფარად და საპროცენტო სარგებელის გადასახდელად, დაფარვის გრაფიკის თანახმად;
ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოსთხოვოს მსესხებელს კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა კუთვნილი საპროცენტო სარგებელის გადახდასთან ერთად, მოახდინოს გადაქცევინების მიქცევა მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე, შეინარჩუნოს ქონება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე მოახდინოს გადახდევინების მიქცევა მსესხებლის ქონებაზე, რომელიც წარდგენილია ბანკში როგორც უზრუნველყოფა, არასასამართლო წესით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში:
მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევისას;
წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად გაცემულ კრედიტზე და კრედიტის გამოყენებისათვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელზე ვადაგადაცილებული დავალიანების წარმოქმნისას;
მსესხებლის/უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში;
საბანკოს ანაბრის ხელშეკრულების და/ან საბანკო ანაბრის გირავნობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში;
მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებისას;
გამოვლინდა, რომ მსესხებლის მიერ ბანკისათვის მიწოდებული ინფორმაცია მცდარია;
მოსთხოვოს მსესხებელს წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად ნაკისრი ყველა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება;
მოახდინოს ანგარიშებზე მსესხებლის ფულის დეპონირება, რომელიც შეტანილია ნაადრევად, კრედიტზე გეგმიური დაფარვის თარიღის დადგომამდე;
მოახდინოს ანაბრის/დეპოზიტის ბლოკირება წინამდებარე ხელშეკრულების დადების თარიღიდან კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებელის და პირგასამტეხლოს (არსებობის შემთხვევაში) სრულ დაფარვამდე;
მსესხებლის მხრიდან რაიმე თანხმობის გარეშე, მოითხოვოს მსესხებლისაგან ბანკის წინაშე კრედიტზე არსებული ყველა დავალიანების უპირობო ვადამდელი დაფარვა, მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებით, ამ მოთხოვნაში აღნიშნული დაფარვის თარიღამდე 10 (ათი) თვით ადრე;
მსესხებლის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირებს წინამდებარე ხელშეკრულების და საბანკო ანაბარის გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით თავისი უფლებები მოთხოვნის უფლების დათმობის გზით;
ბანკი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულებით და საბანკო ანაბრის გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და პირობებით, ცალმხრივი წესით ამოიღოს ანაბარის თანხა (ბანკის მიერ განსაზღვრული ოდენობით), რომელიც წარდგენილია კრედიტის უზრუნველსაყოფად, მათ შორის მიზეზებით, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევასთან და მიმართოს წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით ბანკის წინაშე მსესხებლის დავალიანების დაფარვაზე. ხელშეკრულების მოცემული პუნქტის გამოყენების შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ მოახდინონ კრედიტის ვადის, დაფარვის გრაფიკის (და ა.შ.) ცვლილება, კრედიტის თანხის ცვლილებასთან (შემცირებასთან) დაკავშირებით, რომელიც გამოწვეულია დეპოზიტის თანხის ამოღებით. წინამდებარით მსესხებელი იძლევა უპირობო და გამოუთხოვად თანხმობას ბანკის მიერ ანაბრის თანხის ამოღებაზე, რომელიც წარდგენილია გაცემული კრედიტის უზრუნველყოფად, უაქცეპტო წესით მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან (ებიდან) პირდაპირი დებეტირების გზით.
ერთდროულად ერთზე მეტი ვალდებულების არსებობისას, თუ მსესხებლის მიერ არ მოხდება ამ ვალდებულებების დაფარვის რიგითობის არჩევა, ვალდებულებათა დაფარვის პრიორიტეტულობა განისაზღვრება შემდეგი წესით: პირველ რიგში დაიფარება არაუზრუნველყოფილი ვალდებულება(ები), მეორე რიგში - უფრო დიდი მოცულობის ვალდებულება(ები).
ბანკის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, ბანკი აღნიშნულის შესახებ შეატყობინებს კლიენტს.
მსესხებლის უფლებები და ვალდებულებები
მსესხებელს უფლება აქვს:
ვადაზე ადრე დააბრუნოს კრედიტის თანხა (მთლიანად/ნაწილობრივ), კრედიტზე ფაქტიურად დარიცხული საპროცენტო სარგებელის გადახდით, ნებისმიერ დროს კრედიტის გაცემის მომენტიდან, დაფარვის გრაფიკის ცვლილებაზე საკომისიოს გადახდის პირობით, ხელშეკრულების თანახმად, თუ იფარება კრედიტის ნაწილი;
4.1.2. განახორციელოს დაფარვის გრაფიკით დადგენილი ოდენობით კრედიტის ძირითადი თანხისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის წინასწარი გადახდა, ბანკის შიდა წესებისა და პირობების თანახმად.
მსესხებლის ვალდებულებები:
კრედიტის ნაწილობრივ ვადამდელი დაფარვიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში მოაწეროს ხელი ბანკის მიერ წარდგენილ შეცვლილ დაფარვის გრაფიკს, რომლის თანახმადაც მომავალში გააგრძელოს კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა და კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის გადახდა;
დროულად და სრული მოცულობით დააბრუნოს მიღებული კრედიტის თანხა და გადაიხადოს მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი;
კრედიტის ძირითადი თანხისა და/ან დარიცხული საპროცენტო სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და
დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს გარემოებების დადგომის შესახებ, რომლებიც აბრკოლებენ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
საცხოვრებელი მისამართის, საკონტაქტო ინფორმაციის თუ სხვა ნებისმიერი რეკვიზიტის ცვლილების შემთხვევაში 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს ბანკს ახალი ცნობები;
გადაიხადოს საკომისიო მსესხებლის ინიციატივით კრედიტის ტექნიკური პირობების ცვლილებაზე, აგრეთვე პირგასამტეხლო მსესხებლის ინიციატივით კრედიტის ვადამდელ ნაწილობრივ/სრულ დაფარვაზე ვადამდელი დაფარვის შემთხვევაში;
წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბანკის მოთხოვნით, ვადაზე ადრე დაფაროს კრედიტის ძირითადი თანხა, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბანკის მოთხოვნით, დაფაროს გაცემულ კრედიტზე არსებული სრული დავალიანება მოთხოვნაში მითითებული თარიღით, რომელიც წარდგენილია წინამდებარე ხელშეკრულების 3.2.8. პუნქტის შესაბამისად;
კრედიტის ვადამდელი დაფარვის შემთხვევაში (როგორც ნაწილობრივი, ასევე მთლიანი) გადაიხადოს დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული გეგმიური საპროცენტო სარგებელი.
მხარეების პასუხისმგებლობა
წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
მსესხებელი სრულად აგებს პასუხს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე.
წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი თანხმობას აცხადებს მასზედ, რომ თუ მის მიერ დარღვეული იქნება ხელშეკრულების პირობები, ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს და დაარიცხოს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ქვემოთ მოცემული პირგასამტეხლოები შემდეგი ოდენობით:
კრედიტის ძირითადი თანხის და/ან კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დაფარვის ვადების დარღვევის შემთხვევაში, ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის --% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%, თანახმად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნისა. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის პირგასამტეხლო მსესხებლის საკუთარი სახსრებით დაფარვისას და რეფინანსირებისას (სხვა ფინანსური ორგანიზაციებიდან):
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის --%;
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის --%;
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის --%.
მსესხებელი აღიარებს და თანხმობას აცხადებს, რომ პირგასამტეხლოს გადახდა მას არ ათავისუფლებს ხელშეკრულების იმ პირობების შესრულებისაგან, რომელთა დარღვევისათვის მას დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა. ბანკი პირგასამტეხლოს დაარიცხავს ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებით გათვალისწინებული წესით.
ხელშეკრულების მიხედვით მოთხოვნის უფლების დათმობა
ბანკს უფლება აქვს წინამდებარე ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები მთლიანად ან ნაწილობრივ დაუთმოს მესამე პირებს, რაზეც მსესხებელი აცხადებს თანხმობას.
მსესხებელს არა აქვს უფლება წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაუთმოს მესამე პირებს, ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მხარეთა სამართალმემკვიდრეები თავზე იღებენ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, კრედიტის მოთხოვნის უფლებას და შესაძლო დავების შემთხვევაში მათი რეგულირების ვალდებულებას.
კონფიდენციალურობა
წინამდებარე ხელშეკრულების თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას მკაცრად დაიცვას მეორე მხარისაგან მიღებული ფინანსური, კომერციული თუ სხვა სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ამგვარი ინფორმაციის მესამე პირებისათვის გადაცემა, გამოქვეყნება ან გავრცელება, შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, აგრეთვე, ასეთი ინფორმაციის მიღებაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მოთხოვნით.
წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის (და საბანკო საიდუმლოების) შესახებ დებულებები არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:
წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად ბანკის მიერ უფლებებისა და ვალდებულებების (მოთხოვნის დათმობა და ვალის გადაკისრება) დათმობისას;
როდესაც ბანკი წინამდებარე ხელშეკრულების ცალკეული პირობების შესახებ აუწყებს მესამე პირებს, რომლებთანაც მსესხებელი აპირებს გარიგების დადებას (რომლებთან მიმართებაშიც მსესხებელმა ხელშეკრულების მიხედვით საკუთარ თავზე აიღო უფლებაუნარიანობის შეზღუდვა);
როდესაც ბანკი, ხელშეკრულების ფარგლებში ფინანსური ინსტრუმენტების გასაცემად უცხოური ფინანსური ინსტიტუტების სახსრების მოზიდვის მიზნით, აწვდის უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს ნებისმიერ ინფორმაციას მსესხებლის შესახებ, რომელიც ბანკს გააჩნია კანონიერ საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის, ასევე მსესხებლის შიდა დოკუმენტების შესაბამისად წარმოადგენს საბანკო, კომერციულ ან სხვა კანონით დაცულ საიდუმლოს;
როდესაც ბანკი წარადგენს და იღებს ცნობებს წინამდებარე ხელშეკრულების 2.21. პუნქტში მითითებულ საფუძველზე;
xxxxxx მიერ მსესხებლის ყველა ანგარიშიდან დავალიანების თანხის უაქცეპტოდ ამოღებისას და ამასთან დაკავშირებით სხვა ბანკებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებისას;
ინფორმაციის წარდგენა, რომელიც მხარეებისაგან დამოუკიდებლად არის ან გახდება საჯაროდ მისაწვდომი;
ინფორმაციის წარდგენა, რომლის მიღებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
ინფორმაციის წარდგენა, რომლის გახმაურებაც მოხდება ერთ-ერთი მხარის მიერ, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნის დაცვით.
წინამდებარით მსესხებელი აძლევს xxxxx თანხმობას მასზედ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის 3.2.4. ქვეპუნქტში მითითებული გარემოებების წარმოქმნისას, ბანკს უფლება აქვს გაამჟღავნოს (შესაბამისი ცნობების გამოქვეყნების ჩათვლით) ფინანსური ინფორმაცია, საბანკო საიდუმლოება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკლრულებით განსაზღვრული წესით. ამასთან მსესხებელი ადასტურებს, რომ წინამდებარე წარმოადგენს მის წერილობით თანხობას ბანკისადმი ცნობების გამჟღავნებაზე, რომლებიც წარმოადგენენ საბანკო საიდუმლოებას, და წარდგენილია ბანკისათვის მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უთანხმოებანი და დავა მხარეთა შორის, პრეტენზიები
მსესხებელი უფლებამოსილია წარადგინოს წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პრეტენზიები ბანკის ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში ან ბანკის (სათავო ოფისის) კანცელარიაში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. წარდგენილი პრეტენზიის განხილვისა და წერილობითი პასუხის გაცემის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 (ათი) დღეს. პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx
წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულების პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოება, ურთიერთმისაღები შეთანხმების მისაღწევად, მხარეთა მიერ განხილული იქნება მოლაპარაკებებით.
იმ შემთხვევაში თუ მხარეები მოლაპარაკებით ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, წინამდებარე ხელშეკრულების ირგვლივ წარმოქმნილი და მასთან დაკავშირებული დავები, ექვემდებარება საერთო სასამართლოებში განხილვას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ბანკის ადგილსამყოფელის მიხედვით.
მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ დავების გადასაწყვეტად გამოყენებული იქნება საქართველოს მატერიალური სამართალი.
წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
შეტყობინებები
ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით, ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა). ნებისმიერი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება: შეტყობინებებისათვის, რომლებიც გადაეცემა პირადად ან საკურიერო მომსახურების მეშვეობით - მიღების დღეს, უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული შესაბამისი მონიშვნით; შეტყობინებებისათვის, რომლებიც გაგზავნილია შეკვეთილი წერილით - გაგზავნიდან მესამე კალენდარული დღე (საფოსტო ორგანიზაციის მიერ გაგზავნისას გაცემული დოკუმენტის თარიღის მიხედვით); შეტყობინებებისათვის, რომლებიც გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით-შეტყობინების გაგზავნის დღეს; შეტყობინებებისათვის, რომლებიც გადაცემულია მობილური ან სხვა სატელეფონო კავშირის მეშვეობით (ხმოვანი შეტყობინებებისათვის) - ზარის განხორციელების დღეს; შეტყობინებებისათვის, რომლებიც გადაცემულია მობილური კავშირის მეშვეობით (მოკლე ტექსტური შეტყობინებებისათვის) - მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის დღეს.
მხარეები თანხმდებიან წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმებაზე, თუ ამ ხელშეკრულების პირობების ცვლილება ხორციელდება მსესხებლის სასარგებლოდ.
დამატებითი პირობები
მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში ამ ხელშეკრულებით ნაკისრი მსესხებლის უფლებები და ვალდებულებები გადადის მის სამართალმემკვიდრეზე.
წინამდებარე ხელშეკრულებების პირობების ცვლილების საკითხების განხილვა ხორციელდება ბანკის მიერ მსესხებლის მიერ ბანკის შესაბამისი საკომისიოს გადახდის პირობით.
წინამდებარე ხელშეკრულება შედის ძალაში მხარეების მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან, რომელიც მითითებულია პრეამბულაში, და მთავრდება მსესხებლის მიერ ბანკის წინაშე წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლების დადგომის (წარმოქმნის) შემთხვევაში (იმისდა მიხედვით, თუ რომელი დადგება უფრო ადრე).
იმ პირობების დასარეგულირებლად, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორი იდენტურ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, რომელთაგან თითოეული ითვლება ორიგინალად და აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მსესხებელს, ერთი ეგზემპლარი - ბანკს. ხელშეკრულების ენა შერჩეულია მსესხებლის მიერ.
ყველა დანართი, რომლებიც შედგენილია (შედგენილი იქნება) წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე და ფარგლებში, წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები:
ბანკი სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო’’ ს/კ 205236537 საქართველო, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №74 ტელ: (x000 00) 0 00 00 00
ბანკისაგან
______________________________ სახელი გვარი
|
მსესხებელი სახელი გვარი პ/ნ 00000000000 მისამართი: საქართველო, -------------- ელ. ფოსტა: --------------- ტელ: --------------
მსესხებელი
______________________________ სახელი გვარი
|
7