Contract
“მომსახურების ხელშეკრულება
წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) დადებულია ქ. თბილისში, 2018 წლის [-] [-] შემდეგ მხარეებს შორის:
ერთი მხრივ, შპს „xxxxxxx xxxxx xxx xxxxxx“, საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx მიერ (შემდგომში „დამკვეთი“); და
მეორე მხრივ, [-], საიდენტიფიკაციო ნომერი [-], წარმოდგენილი მისი დირექტორის [-] მიერ (შემდგომში „შემსრულებელი“);
(„დამკვეთი“ და „შემსრულებელი“ ერთობლივად მოხსენიებული როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე - როგორც „მხარე“).
მუხლი 1. „ხელშეკრულების“ საგანი
„შემსრულებელი“ კისრულობს ვალდებულებას „დამკვეთს“ გაუწიოს წინამდებარე „ხელშეკრულების“ 1.2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება, ხოლო „დამკვეთი“ თანახმაა, მიღებული მომსახურების სანაცვლოდ გადაუხადოს „შემსრულებელს“ ანაზღაურება ამავე „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად.
წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე გასაწევი მომსახურება (შემდგომში „მომსახურება“) გულისხმობს „შემსრულებლის“ მიერ, თავისი კომპეტენციის და კვალიფიკაციის ფარგლებში, „დამკვეთის“ მითითების შესაბამისად, [-].
მუხლი 2. ანაზღაურების ოდენობა და ანგარიშსწორების პირობები
„ხელშეკრულების“ 1.2 მუხლით გათვალისწინებული „მომსახურების“ გაწევის სანაცვლოდ „დამკვეთი“ გადაუხდის „შემსრულებელს“ [-] ([-]) ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით (შემდგომში „ანაზღაურება“). მოცემული „ანაზღაურებიდან“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების დაკავებას უზრუნველყოფს „დამკვეთი“.
„ანაზღაურება“ „დამკვეთის“ მიერ გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით მხარეთა შორის „მომსახურებასთან“ დაკავშირებით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ამგვარი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან [-] ([-])სამუშაო დღის ვადაში, „შემსრულებლის“ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით:
ბანკის დასახელება: [-]
ბანკის კოდი: [-]
მიმღების დასახელება: [-]
მიმღების ანგარიშის ნომერი: [-]
მუხლი 3. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
„შემსრულებელი“ ვალდებულია, „დამკვეთს“ „მომსახურება“ გაუწიოს პირადად.
წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „მომსახურების“ გაწევა დაასრულოს [-].
„შემსრულებელი“ ვალდებულია „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „მომსახურება“ გაწიოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, სრულად და „დამკვეთის“ ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
„შემსრულებელი“ ვალდებულია „მომსახურების“ გაწევისას მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი უნარ-ჩვევები, იმოქმედოს გულდასმით და დაიცვას უმაღლესი პროფესიული სტანდარტები.
„შემსრულებელი“ ვალდებულია „მომსახურების“ გაწევისას გაითვალისწინოს/შეასრულოს „დამკვეთის“ მითითებები. „შემსრულებელი“ უფლებამოსილია, გადაუხვიოს „დამკვეთის“ მითითებებს მხოლოდ „დამკვეთის“ წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, „დამკვეთის“ ზეპირი და/ან წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, ცნობები წინამდებარე „ხელშეკრულების“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო „მომსახურების“ გაწევის დასრულების შემდეგ - ჩააბაროს მას ანგარიში.
„შემსრულებელი” პასუხისმგებელია „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის, „მომსახურების“ შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების, ასევე მისი ბრალეული ქმედების (ან უმოქმედობის) შედეგად „დამკვეთისათვის“ მიყენებულ ზიანზე (ზარალზე).
„დამკვეთი“ ვალდებულია დროულად და „ხელშეკრულებით“ დადგენილი წესის შესაბამისად გადაუხადოს „შემსრულებელს“ „ანაზღაურება“.
„დამკვეთი“ ვალდებულია მიაწოდოს „შემსრულებელს“ ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც სჭირდება მას „მომსახურების“ გაწევისათვის.
იმ შემთხვევაში თუ „შემსრულებელი“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას, „დამკვეთი“ უფლებამოსილია ცალმხრივად, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეამციროს „შემსრულებლისათვის“ გადასახდელი „ანაზღაურების“ ოდენობა დარღვევის/მიყენებული ზიანის პროპორციულად.
მუხლი 4. „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე „ხელშეკრულება“ ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს [-] წლის [-] [-]-მდე (ჩათვლით).
წინამდებარე „ხელშეკრულების“ შეწყვეტა მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია:
(ა) დაუყოვნებლივ, „შემსრულებელი“ მიერ, თუ „დამკვეთი“ არსებითად დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(ბ) დაუყოვნებლივ, „დამკვეთის“ მიერ, თუ „შემსრულებელი“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას ან პირობას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(გ) დაუყოვნებლივ, „დამკვეთის“ მიერ, თუ „შემსრულებელი“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას;
(დ) ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლისთვის“ სულ მცირე 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით; ან
(ე) „მხარეთა“ ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.
თუ „ხელშეკრულება“ „შემსრულებელმა“ მაშინ შეწყვიტა, როდესაც „დამკვეთი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, „შემსრულებელმა“ უნდა აუნაზღაუროს „დამკვეთს“ „ხელშეკრულების“ შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა „შემსრულებელს“ ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.
„მხარეები“ თანხმდებიან, რომ „ხელშეკრულების“ ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის (მოშლის) შემთხვევაში, „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ აუნაზღაურებს მხოლოდ შეწყვეტის თარიღამდე ფაქტობრივად მიღებული მომსახურების ღირებულებას, რაც დადასტურებული უნდა იყოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით. ამასთან „დამკვეთის“ მიერ „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანი/ზარალი (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა) არ ანაზღაურდება და „შემსრულებელი“ წინასწარ, გამოუთხოვადად და უპირობოდ უარს აცხადებს „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანის/ზარალის (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა) , ამგვარის არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურების მოთხოვნაზე.
წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადის დასრულების ან ნებისმიერი შეწყვეტის შემთხვევაში „შემსრულებელი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნოს „დამკვეთს“ ყველა ფაილი, მასალა, დოკუმენტი, მონაცემი, ანგარიში, ჩანაწერი და/ან ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც გადაცემული ქონდა „შემსრულებელს“ „დამკვეთისგან“ ან რომელიც შეძენილი და/ან შექმნილი იქნა „დამკვეთისათვის“ წინამდებარე „ხელშეკრულების“ ფარგლებში.
მუხლი 5. კონფიდენციალურობა
„შემსრულებელი“ ვალდებულია, როგორც „ხელშეკრულების“ მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, დაიცვას „დამკვეთისაგან“ მიღებული ან საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში ცნობილი ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
კონფიდენციალურობის დაცვის ზემოაღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე ან ინფორმაციის გახმაურებაზე/გამჟღავნებაზე:
(ა) რომელიც ცნობილი იყო „შემსრულებლისთვის“ „დამკვეთის“ მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
(ბ) რომელიც საჯაროა და რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
(გ) თუ ინფორმაციის გახმაურება/გამჟღავნება მოხდება „შემსრულებლის“ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და/ან შესასრულებლად; ან
(დ) თუ ინფორმაციის გახმაურება/გამჟღავნება მოხდება „დამკვეთის“ წინასწარი ნებართვით.
მუხლი 6. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაჭრა
წინამდებარე „ხელშეკრულება“ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და განიმარტება მის შესაბამისად.
„მხარეთა“ შორის წინამდებარე „ხელშეკრულების“ ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ „მხარეები“ ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს შესაბამისი განსჯადობის სასამართლოს.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
წინამდებარე „ხელშეკრულების“ ნებისმიერი ცვლილება/დამატება ძალაშია მხოლოდ „მხარეთა“ მიერ შესაბამისი წერილობითი შეთანხმებით გაფორმების შემდეგ.
წინამდებარე „ხელშეკრულების“ რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს მისი სხვა დებულებ(ებ)ის ან/და მთლიანად „ხელშეკრულების“ ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება ისეთი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა „ხელშეკრულებით“ (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით „შემსრულებელი“ თანხმობას აცხადებს და ნებაყოფლობით უფლებას ანიჭებს „დამკვეთს“ და მის უფლებამოსილ პირებს, (ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით დაამუშავოს „შემსრულებლის“ პერსონალური მონაცემები ან/და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, როგორც სახელშეკრულებო პერიოდში, ისე ამ ურთიერთობების შეწყვეტის/დასრულების შემდეგ. (ბ) გადასცეს „შემსრულებლის“ პერსონალური მონაცემები ნებისმიერ უფლებამოსილ საჯარო/ადმინისტრაციულ/მარეგულირებელ დაწესებულებას და „დამკვეთის“ კონსულტანტებსა და მრჩევლებს (მათ შორის აუდიტორებს, იურისტებს და ა.შ.) და (გ) „შემსრულებლის“ მხრიდან რაიმე დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე, ნებისმიერი საჯარო ან/და კერძო დაწესებულებიდან გამოითხოვოს, მიიღოს, შეინახოს და დაამუშავოს „შემსრულებელთან“ დაკავშირებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი ან/და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი და შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება ან/და დაიცვას პროცედურა, რაც დაკავშირებული იქნება მოცემული უფლებამოსილებების განხორციელებასთან.
„მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ წინამდებარე „ხელშეკრულების“ შინაარსი, იგი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ თავისუფალ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა „ხელშეკრულების“ შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად.
წინამდებარე „ხელშეკრულება“ გაფორმებულია ქართულ ენაზე თანაბარი იურიდიული ძლის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება „დამკვეთთან“, ხოლო მეორე გადაეცემა „შემსრულებელი“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად, „მხარეებმა“ უზრუნველყვეს წინამდებარე „ხელშეკრულების“ ხელმოწერა, ზემოთ პირველად აღნიშნულ თარიღზე.
მუხლი 8. მხარეთა ხელმოწერები:
„დამკვეთი“ შპს ,,xxxxxxx xxxxx ენდ ფაუერი”
__________________________________
გენერალური დირექტორი |
„შემსრულებელი” [-]
__________________________________ [-] |