№ GEO 02-117/19
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
№ GEO 02-117/19
ქ. თბილისი 16 მაისი 2019 წელი
ერთი მხრივ (შემსყიდველი): სსიპ „იუსტიციის სახლი“
წარმოდგენილი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის (ფინანსების დირექტორი) xxxxxxxx xxxxxxxxx სახით, საიდენტიფიკაციო კოდი: 204580202
მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 მიმღები: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი: 302003287
მეორე მხრივ (მიმწოდებელი): შპს „ლოკოკინა“ წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxx xxxxxxx სახით, საიდენტიფიკაციო კოდი: 424252873
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას 17
ბანკი: სს „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: XXXXXX00
IBAN: XX00XX0000000000000000
წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები ვმოქმედებთ რა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ს1 ქვეპუნქტის საფუძველზე და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ვდებთ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1 „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით. ასევე ყველა იმ დოკუმენტით რომლებზედაც წინამდებარე ხელშეკრულებაში არის მინიშნება;
1.2 „ხელშეკრულების ჯამური ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3 „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
1.4 „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.5 „მიმწოდებელი“ - პირი, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ობიექტის მიწოდებას ხელშეკრულების ფარგლებში.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სსიპ „იუსტიციის სახლის“ საჭიროებისთვის:
• ხონის, სენაკის, მარტვილის და ახალქალაქის იუსტიციის სახლებისთვის საევაკუაციო გეგმების ჩარჩოების შესყიდვა, თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი.
• CPV კოდი: 44142000 (ჩარჩოები/კარკასები)
2.2 შეყიდვის ობიექტის დასახელება, რაოდენობა და აღწერილობა განისაზღვრება დანართის (ფასების ცხრილის) შესაბამისად, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 2340 (ორიათას სამას ორმოცი) ლარს (დღგ-ს გათვალისწინებით);
3.2 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეყიდვის ობიექტის მოწოდებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;
3.3 შესყიდვის ობიექტის ერთეულის და საერთო ფასი მოცემულია ხელშეკრულების დანართში (ფასების ცხრილი).
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და პირობები
4.1 შესყიდვის ობიექტი მიწოდება და მონტაჟი (შესაბამის რეგიონში) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
4.2 შესყიდვის ობიექტის მოწოდების ადგილი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 (ქ. თბილისის იუსტიციის სახლი).
5. ანგარიშსწორების ფორმა, ვადები და პირობები
5.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში), ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
5.2 დაფინანსების წყარო: სსიპ „იუსტიციის სახლის“ საკუთარი შემოსავლების ფარგლებში.
5.3 წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება.
6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
6.1 ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს სსიპ „იუსტიციის სახლის“ მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახური.
6.2 შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია აწარმოოს მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ხარისხის და რაოდენობის ინსპექტირება ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე. შემსყიდველს უფლება აქვს ჩართოს ინსპექტირების პროცესში სხვა პირები, რომელთა ჩართვასაც ის ჩათვლის მიზანშეწონილად.
7. შესყიდვის ობიექტის მიღება ჩაბარების წესი:
7.1 მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტით.
7.2 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმდება ობიექტის მოწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მoწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
8. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
8.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს შესაძლოა დაეკისროთ პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0.1%-ის ოდენობით;
8.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს შესაძლებელია დაეკისროს პირგასამტეხლო, შეუსრულებელი (არაჯეროვნად შესრულებული) ვალდებულების ღირებულების 1%-ის ოდენობით;
8.3 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ნაწილობრივი შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
8.4 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელზე ვადების გადაცდენისათვის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
8.5 მიმწოდებლის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 10 (ათი) დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
8.6 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
8.7 მხარეები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
8.8 იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებელია, შემსყიდველს უფლება აქვს დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
9. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულებაში ცვლილება დაიშვება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
9.2 ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
9.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია 10%–ზე მეტი ოდენობით;
9.4 მიმწოდებლის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 10 (ათი) დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
9.5 თუ მხარე ჯეროვნად ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, მეორე მხარე უფლებამოსილია გავიდეს ხელშეკრულებიდან მის მიერ განსაზღვრული გონივრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ხელშეკრულების პირობების დამრღვევი მხარისთვის წერილობითი შეტყობინებით;
9.6 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
10. ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა
10.1 ხელშეკრულების დამდები მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს მხარის პასუხისმგებლობას თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია შესრულების შეუძლებლობით (ფორს-მაჟორი);
10.2 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის შესრულების შეუძლებლობად (ფორს-მაჟორი) მიიჩნევა მხარეებისათვის წინასწარ უცნობი, გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა;
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე მეორე მხარისაგან გონივრულ ვადაში არ მიიღებს წერილობით პასუხს, იგი ვალდებულია გააგრძელოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შესაძლებლობის ფარგლებში, შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით;
10.4 მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების დასრულებისთანავე.
11. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
11.1 ხელშეკრულება დადებულია და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
11.2 ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება მორიგებით;
11.3 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს: საგარანტიო მომსახურების ნაწილში - ხელშეკრულების 11.1 ქვეპუნქტის შესაბამისად; ხელშეკრულების მე-8 მუხლი მოქმედებს ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების საბოლოო შესრულებამდე, ხოლო ყველა სხვა ნაწილში ხელშეკრულება მოქმედებს 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
ხელმოწერილია:
ხელშეკრულება და ხელშეკრულების დანართები ხელმოწერილია მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
ვიზირებულია:
სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესყიდვების სამსახურის უფროსის მიერ.
სსიპ „იუსტიციის სახლის“ ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ. სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესყიდვების სამსახურის მრჩევლის მიერ.
შესყიდვის ობიექტის დასახელება | ტექნიკური მახასიათებლები | სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალი | რაოდენობა/ განზომილების ერთეული | ერთეულის ღირებულება | საერთო ღირებულება |
საევაკუაციო გეგმების ჩარჩოები, თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი | ორმაგი 3მმ-იანი უმაღლესი ხარისხის გამჭირვალე ორგმინა დამაგრებული მყარი უჟანგავი ლითონის დამჭერებით/შურუპებით 4 ადგილას (ისე, რომ მყარად დამაგრდეს კედელზე); ორგმინის ზომა: 45X34სმ. სისქე - 6მმ; ორგმინა უნდა იყოს რთულად დაზიანებადი, არამახვილი კუთხეებით. მყარი დამჭერების მოხსნა შესაძლებელი უნდა იყოს მარტივად. უნდა დაიბეჭდოს საევაკუაციო გეგმის მაღალი ხარისხის სტიკერები ფერადი ბეჭდვით, რომელიც უნდა დაეკრას ორგმინებს შორის დასაფიქსირებლად ზომა: 42X29სმ. ახლის დამზადება და მონტაჟი | ხონის იუსტიციის სახლი (მის:ხონი, xxxx xxxxxxx ქუჩა) | 8 ცალი | 90 ლარი | 720 ლარი |
ახალქალაქის იუსტიციის სახლი (მის: ახალქალაქი,თავისუფლების ქუჩა №9 | 6 ცალი | 90 ლარი | 540 ლარი | ||
სენაკის იუსტიციის სახლი (მის: სენაკი, აკაკი ელიავას ქუჩა 23) | 6 ცალი | 90 ლარი | 540 ლარი | ||
მარტვილის იუსტიციის სახლი (მის: მარტვილი, xxxxxxxxxxx xxxxxxxxxxxx ქ. N2) | 6 ცალი | 90 ლარი | 540 ლარი | ||
სულ ჯამი: | 2340 ლარი |
ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი
ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ
ქ. თბილისი 16 მაისი 2019 წელი
მე, წინამდებარე დოკუმენტზე ხელმომწერი პირი ვადასტურებ, რომ შპს „ლოკოკინას“ მიმართ სრულად ვაკმაყოფილებ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლით დადგენილ, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობებსა და წესებს.
xxxxxxxx xxxxxxxx
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე (ფინანსების დირექტორი)
xxxxx xxxxxxxx
სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესყიდვების სამსახურის უფროსი
xxxx xxxxxxxxx
სსიპ “იუსტიციის სახლის“ ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
xxxxxxxx xxxxxx
სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესყიდვების სამსახურის მრჩეველი
5 | გვერდი