MOR – 001/19 დაზღვევის პირობებზე
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
ავტოტრანსპორტის დაზღვევის
#MOR – 001/19 დაზღვევის პირობებზე
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები წარმოადგენს არასრულ ინფორმაციას დაზღვევის პირობების შესახებ და ჩამონათვალს ყველა იმ დოკუმენტისა და დანართის შესახებ, რომელიც წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებას ან მის ნაწილს, კერძოდ
• სადაზღვევო პირობები;
• სადაზღვევო პოლისი;
• განაცხადი;
დაზღვევის ძირითადი და ამომწურავი პირობები მოცემულია სადაზღვევო პირობებში და ასევე სადაზღვევო პოლისში, რომელის შედგენილია დამზღვევის მიერ განაცხადში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით.
ხელშეკრულების ძირითადი პირობები განთავსებულია მზღვეველის ოფიციალურ ვებ მისამართზე:
xxxxx://xxx.xxxxx.xx/xxxxxxx/xxxxx_xx_xxxxxxx/Xxxxx%00Xxxxxxx%00Xx%0000.00.0000.xxx
ძირითადი პირობები 2019 წლის 06 ნოემბერს დეპონირებულია ნოტარიუს, xxxx xxxxxxxxxx სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 191356389
წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით დამზღვევი ადასტურებს, რომ გაცნობილია ხელშეკრულების ზემოაღნიშნულ ძირითად პირობებს.
1. მზღვეველი – სს სადაზღვევო კომპანია ალფა ( ს/კ 204568896 ) მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზ. #16, ცხელი ხაზი/ტელეფონი: (x00000) 0 000 000;
2. დაზღვევის ხელშეკრულების სახე (სახელწოდება) – ავტოტრანსპორტის დაზღვევის, მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა უბედური შემთხვევისაგან და ასევე მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება (კონკრეტული ჩამონათვალი, თუ დაზღვევის რომელი სახეობა მოქმედებს მითითებულია სადაზღვევო პოლისში);
3. სადაზღვევო რისკები და დაფარვები ავტომობილის დაზღვევა შედგება სამი სექციისაგან:
A. ავტომობილის ძარის დაზღვევისას - ანაზღაურდება ავტოსატრანსპორტო საშუალების როგორც სრული, ისე ნაწილობრივი დაზიანება, დამზღვევის მიერ არჩეული და პოლისში მითითებული ფრანშიზის ოდენობის გამოკლებით. ავტოტრანსპორტის ძარის დაზღვევა ფარავს სადაზღვევო პერიოდში ავტოტრანსპორტის ძარაზე (მათ შორის ქარხნულად დამონტაჟებულ დეტალებზე, სარკეებზე, მოწყობილობებზე და აქსესუარებზე, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს) დაზღვეული რისკების შედეგად გამოწვეული გარეგანი ზემოქმედებით მიყენებულ დაზიანება/განადგურებას. დაფარული რისკებია:
1. ავტო–საგზაო შემთხვევა (ავარია);
2. ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა;
3. სხვადასხვა საგნების დაცემა;
4. ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი;
5. სტიქიური მოვლენები, მათ შორის სეტყვა;
B. მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას - ანაზღაურდება დაზღვეული ავტომობილის მართვისას, მესამე პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეული იქნება მზღვეველის ბრალეული ქმედებით;
C. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევისას - ანაზღაურდება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეულ ავტომობილში მყოფი მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი.
კონკრეტული სადაზღვევო დაფარვა და ლიმიტები მითითებულია სადაზღვევო პოლისში.
4. რომელ ქვეყნებში ვრცელდება დაზღვევა?
A და C სექციისათვის - დაზღვევა ვრცელდება საქართველოს (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის ტერიტორიაზე თუ დამზღვევის სადაზღვევო პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
B სექციებისათვის - დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა).
5. სადაზღვევო შენატანი (სადაზღვევო პრემია):
დაზღვევის შესაძენად, დამზღვევმა უნდა გადაიხადოს სადაზღვევო პრემია, მის მიერ შერჩეული და მზღვეველთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რაც ასახულია სადაზღვევო პოლისში.
6. არანაზღაურებადი მინიმუმი (ფრანშიზა):
დამზღვევის ფინანსური თანამონაწილეობა, რომელიც განსაზღვრულია ფრანშიზის ოდენობით, რომლის ოდენობა შერჩეულია დამზღვევის მიერ და ფიქსირდება სადაზღვევო პოლისში. თითოეული სადაზღვევო შემთხვევაზე გასაცემ ანაზღაურებას დააკლდება სადაზღვევო პოლისში მითითებული ფრანშიზის ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. როგორ ხდება სადაზღვევო პოლისის გააქტიურება?
სადაზღვევო პოლისი აქტიურდება პოლისში მითითებული პერიოდის დასაწყისი დღის 24 საათზე (თუ პოლისში სხვა რამ არ არის მითითებული), თუ პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემიის პირველი ან ერთჯერადი შენატანი გადახდილია სრულად. დაზღვევის მოქმედების ზუსტი პერიოდი მითითებულია სადაზღვევო პოლისში;
გაითვალისწინეთ: პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შენატანის სრულ გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან (მათ შორის სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების ვალდებულებისგან).
8. სადაზღვევო თანხის ოდენობა და ანაზღაურების ძირითადი პირობა
8.1. სადაზღვევო პერიოდში, ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება სადაზღვევო პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხით (დამზღვევის მიერ შერჩეული სექციის და ხელშეკრულებით/პოლისით გათვალისწინებული ლიმიტის/ქველიმიტის
შესაბამისად). იმ შემთხვევაში, თუ ზიანის დადგომისას სადაზღვევო თანხა ნაკლებია ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებაზე, გამოიყენება სადაზღვევო პირობებით განსაზღვრული ანაზღაურების პროპორციული მეთოდი – დეტალური ინფორმაცია მითითებულია სადაზღვევო პირობების ნაწილი I, მუხლი 2.4.
8.2. ანაზღაურების დეტალური პირობები მოცემულია პირობების:
8.2.1. პირობების ნაწილი I, მუხლი 2;
8.2.2. პირობების ნაწილი II, მუხლი 2;
8.2.3. პირობების ნაწილი III, მუხლი 2;
8.2.4. პირობების ნაწილი IV, მუხლი 4;
9. რამდენ დღეში ანაზღაურდება ზიანი?
ზიანის ანაზღაურება მოხდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის ზიანის ოდენობაზე წერილობითი შეთანხმების (დარეგულირების აქტის) ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
10. დამზღვევის ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას
10.1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი ვალდებულია:
10.1.1. არ გადააადგილოს დაზღვეული ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან (თუ არ იქნება მითითება სამართალდამცავი ორგანოების ან მზღვეველის მხრიდან);
10.1.2. დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს სს „სადაზღვევო კომპანია ალფას“ ცხელ ხაზზე: x000 000 000 000 და აცნობოს სადაზღვევო შემთხვევის/ავარიის შესახებ;
10.1.3. დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს პატრულს (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მხოლოდ წინა საქარე მინა ან სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით);
10.1.4. დამზღვევი ვალდებულია მზღვეველთან წერილობითი შეთანხმების გარეშე არ აიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით არანაირი პასუხისმგებლობა და არ გასცეს არანაირი ზიანის ანაზღაურების დაპირება.
10.1.5. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევის მიერ განსახორციელებელი ქმედებების დეტალური აღწერილობა მითითებულია სადაზღვევო პირობების ნაწილი IV, მუხლი მე–2 და მე–4;
11. ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება და მოუწოდებლობის/არასწორად მოწოდების შედეგები
11.1. დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ყველა ის გარემოება, რომლის ცოდნის შემთხვევაში მზღვეველს შეიძლება უარი ეთქვა დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებაზე;
11.2. დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის მოწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ამომწურავი, არაორაზროვანი და ზუსტი. მზღვეველი ხელმძღვანელობს დამზღვევის მიერ მიწოდებული ინფორმაციით (მათ შორის განაცხადში აღნიშნული ინფორმაციით) და დამზღვევი სრულად
არის პასუხისმგებელი არასწორი/არასრული ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ შედეგებზე;
11.3. თუ დამზღვევის მიერ მოხდა არასწორი/არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება მზღვეველისთვის, ასეთ შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას არ აანაზღაუროს ზიანი/ზარალი და ასევე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულება, რა შემთხვევაშიც დამზღვევს დაეკისრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;
11.4. დამზღვევი ვალდებულია აცნობოს მზღვეველს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არსებული სხვა სადაზღვევო კომპანიაში დაზღვევის შესახებ (ორმაგი დაზღვევის შესახებ), წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებისგან.
12. დაზღვევის მოქმედების შეწყვეტის წესი და შეწყვეტის შედეგები
12.1. დაზღვევის მოქმედება შესაძლოა შეწყდეს:
12.1.1. მხარეთა შეთანხმებით;
12.1.2. ერთი მხარის ინიციატივით ნებისმიერ დროს, მეორე მხარისთვის 10 დღით ადრე წერილობითი გაფრთხილების გაგზავნის გზით;
12.1.3. ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ;
12.1.4. დაზღვეული ავტომობილის გასხვისებისას დაუყოვნებლივ, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდა მზღვეველთან;
12.1.5. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებით სხვა შემთხვევაში;
12.1.6. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;
12.2. შეწყვეტის შედეგები:
12.3. თუ სადაზღვევო პერიოდში არ არის დამდგარი არცერთი სადაზღვევო შემთხვევა, დაზღვევის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს გამომუშავებული პრემია სრულად და ასევე გადაიხადოს გამოუმუშავებელი პრემიის ოდენობის 10%, გარდა იმ შემთხვევისა თუ ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი არის მზღვეველი (გარდა იმ შემთხვევისა თუ შეწყვეტა განპირობებულია მზღვეველის მიერ ვალდებულების დარღვევით);
12.4. თუ სადაზღვევო პერიოდში დამდგარი არის თუნდაც ერთი სადაზღვევო შემთხვევა დაზღვევის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული პრემია სრულად (როგორც გამომუშავებული ასევე გამოუმუშავებელი) გარდა იმ შემთხვევისა თუ ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი არის მზღვეველი;
12.5. იმ შემთხვევაში თუ დამზღვევი სადაზღვევო პრემიის (გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელის (გარდა პირველი ან/და ერთჯერადი გადახდისა)) გადახდის ვადას გადააცილებს 14 (თოთხმეტი) დღით, მზღვეველი აჩერებს სადაზღვევო მომსახურებას, ხოლო ვადის გადაცილებიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ მზღვეველს უფლება აქვს გააუქმოს ხელშეკრულება ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, რა
შემთხვევაშიც მოქმედებს წინამდებარე მუხლის 1.5.1. და 1.5.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები.
დეტალური შეწყვეტის პირობები და შედეგები მოცემულია ძირითადი პირობების მე–11 მუხლში.
13. მზღვეველის მიმართ პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, პრეტენზიის მიღება, განხილვა და რეგულირება ხდება მზღვეველის ოფიციალურ ვებ–გვერდზე: xxx.xxxxx.xx განთავსებული
„მომხმარებელთა პრეტენზიების მიღების, განხილვისა და რეგულირების პროცედურის“ შესაბამისად. პრეტენზია წარედგინება მზღვეველის ხარისხის მართვისა და მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის სამსახურს შემდეგი საშუალებით:
13.1. წერილობითი (მატერიალური) ფორმით გამოხატული უკმაყოფილება/განცხადება, წარმოდგენილი უნდა იქნას საპრეტენზიო განცხადების სახით, ან სხვა არასტანდარტული განცხადების ფორმით, მზღვეველის მისამართზე ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N16. მზღვეველის მიერ თქვენთვის პასუხის გაგზავნის მაქსიმალური ვადაა განცხადება/უკმაყოფილების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;
13.2. წერილობითი (ელექტრონული) ფორმით გამოხატული უკმაყოფილება/განცხადება, წარმოდგენილი უნდა იქნას საპრეტენზიო განცხადების ელექტრონული ვერსიის ან სხვა არასტანდარტული განცხადების ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – xxx@xxxxx.xx. მზღვეველის მიერ თქვენთვის პასუხის გაგზავნის მაქსიმალური ვადაა განცხადება/უკმაყოფილების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;
13.3. სატელეფონო ფორმით გამოხატული უკმაყოფილება/განცხადება შესაძლებელია დაფიქსირდეს მზღვეველის შემდეგ ტელეფონის ნომერზე: x000 000 000 000; მზღვეველის მიერ პასუხის გაცემა ხორციელდება დაუყოვნებლივ, შესაძლებლობის ფარგლებში, ხოლო თუ საკითხი საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას, განხილვისა და პასუხის მიწოდების მაქსიმალური ვადაა განცხადება/უკმაყოფილების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;
პასუხი ბრუნდება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითაც მოხდა თქვენგან უკმაყოფილების/განცხადების დაფიქსირება თუ წინასწარ არ ვართ შეთანხმებული განსხვავებული საკომუნიკაციო არხზე;
14. რა არ ანაზღაურდება?
14.1. დამზღვევის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება დაზღვევის პირობებში მითითებული გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც მითითებულია შემდეგ მუხლებში:
14.1.1. I ნაწილის მე–3 მუხლი (ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის დაზღვევის (Casco) გამონაკლისები);
14.1.2. II ნაწილის მე–3 მუხლი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის (MTPL) გამონაკლისები);
14.1.3. III ნაწილის მე–3 მუხლი (მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევის (MPA) გამონაკლისები);
14.1.4. IV ნაწილის პირველი მუხლი, (საერთო გამონაკლისები).
14.2. ასევე გამონაკლისების გარდა, ანაზღაურებას არ ექვემდებარება დამდგარი ზიანი შემდეგ შემთხვევებში:
14.2.1. პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემიის სრულად გადახდამდე მომხდარი ზარალები ანაზღაურებას არ ექვემდებარება;
14.2.2. იმ შემთხვევაში თუ დამზღვევი სადაზღვევო პრემიის გადახდის ვადას გადააცილებს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით, მზღვეველი აჩერებს სადაზღვევო მომსახურებას და ამ პერიოდში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარება;
14.2.3. თუ დამზღვევი არ აცნობებს მზღვეველს ორმაგი დაზღვევის შესახებ მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებისგან;
14.2.4. სადაზღვევო პირობებით ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში;
ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოებები, ასევე გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
15. მხარეთა შორის კომუნიკაცია და ინფორმაციის მიმოცვლა, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
15.1. მხარეები თანხმდებიან, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდება როგორც ოფიციალურ მისამართზე გაგზავნის, ასევე ელექტრონული ფოსტის/მობილური ტელეფონის საშუალებით;
15.2. მხარეთა შორის გაფორმებულ დაზღვევის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი შეთანხმების (ელექტრონული კომუნიკაციის/მობილური ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში ელექტრონული ფოსტების/მობილური ტელეფონის მეშვეობით განხორციელებული ორმხრივი დასტურის) შესაბამისად, რომელიც ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის/დადასტურების მომენტიდან ან ცვლილების დოკუმენტში/დასტურში მითითებული მომენტიდან, იმის გათვალისწინებით, რომელი თარიღიც უფრო გვიან დგება. წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, რომელიც რეგულირებულია პირობების მე–16 მუხლით;
16. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და მისი დაცვა:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი/გამავალი ყველა ზარი იწერება. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
17. მზღვეველის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს:
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34
ტელ: x000 00 000 00 00