სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02/010
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02/010
ქ. თბილისი 13 თებერვალი 2019 წელი
ერთი მხრივ, სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი”, შემდგომში წოდებული ,,შემსყიდველად”, წარმოდგენილი მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რუსუდან თევზაძის მიერ, და მეორე მხრივ x.მ ნატო ბაგრატიონი შემდგომში წოდებული ,,მიმწოდებელად”, ცალ-ცალკე წოდებული როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად „მხარეები“ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ს1 ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს კანონის
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ მე-3 მუხლის საფუძველზე ელექტრონულად ვდებთ და ვადასტურებთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და ელექტრონული შტამპით წინამდებარე ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას” შემდეგზე:
მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები
1.1 ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება” (შემდგომში ,,ხელშეკრულება”) - ნიშნავს „შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის ელექტრონულად გაფორმებულ „ხელშეკრულებას“, დადასტურებულს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და ელექტრონული შტამპით.
1.2 ,,ხელშეკრულება” - ელექტრონული დოკუმენტი, სადაც ელექტრონული ფორმითაა შენახული ინფორმაციისა ან/და მონაცემთა ერთობლიობა.
1.3 „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა“ - ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის ხელმოსაწერად გამოიყენება.
1.4 „ელექტრონული შტამპი“ - ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად გამოიყენება.
1.5 „ხელმომწერი” - ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ შესაბამისად ელექტრონულ დოკუმენტს ელექტრონულად აწერს ხელს.
1.6 „შტამპის დამსმელი“ - იურიდიული პირი, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონულ შტამპს ქმნის. „იურიდიული პირი“ გულისხმობს აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, არარეგისტრირებულ კავშირს, ამხანაგობას.
1.7 „საქონელი“ - ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების „თანმდევი მომსახურება“, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას.
1.8 „სამშენებლო სამუშაო“ (შემდგომში – „სამუშაო“) - შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანმდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას.
1.9 „მომსახურება” - შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა.
1.10 „დანართი N1 - ფასების ცხრილი“ - „ხელშეკრულების“ დანართი, რომელშიც მოცემულია „მომსახურების“ დასახელებ(ები)ა, მათი რაოდენობ(ები)ა, ერთეულის ფას(ებ)ი და „მომსახურების” მთლიანი ღირებულებ(ებ)ი.
„დანართი N1 - ფასების ცხრილი“ წარმოადგენს ამ „ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილს და განიხილება წინამდებარე „ხელშეკრულებასთან“ ერთად.
1.11 ,,ხელშეკრულების ღირებულება” ნიშნავს წინამდებარე „ხელშეკრულების“ 4.1 მუხლში მითითებულ თანხას, რომელიც „შემსყიდველმა“ უნდა გადაიხადოს „მიმწოდებელის“ მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისათვის.
1.12 ,,შემსყიდველი” ნიშნავს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელ პირს.
1.13 ,,მიმწოდებელი“ ნიშნავს პირს, რომელმაც „შემსყიდველ“ ორგანიზაციასთან დადო „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება”.
1.14 „CPV კოდი“ - შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის 8-ნიშნა კოდი.
მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე „ხელშეკრულების“ საგანია „შემსყიდველის“ მიერ „მიმწოდებელისაგან“ „ხელშეკრულების ღირებულების“ ფარგლებში: CPV 79932000 კულტურული მემკვიდრეობის (ა.xxxxxxx სახელობის აუდიტორია) ინტერიერის დიზაინის „მომსახურების” შესყიდვა, წინამდებარე „ხელშეკრულებითა“ და „ხელშეკრულების“
„დანართი N1 - ფასების ცხრილი“ -ის შესაბამისად.
2.2. „შემსყიდველი“ იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს „მიმწოდებელს“ „ხელშეკრულების ღირებულება“
„ხელშეკრულებით“ განსაზღვრული პირობებით.
მუხლი 3. მომსახურების გაწევის ვადა
3.1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია „მომსახურების“ გაწევა უზრუნველყოს „ხელშეკრულების“ გაფორმების მომენტიდან - არაუგვიანეს 2019 წლის 15 მარტისა.
მუხლი 4. ხელშეკრულების ღირებულება
4.1. „ხელშეკრულების ღირებულება“ შეადგენს: 2 500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარს (შემდეგში „ღირებულება“), დღგ-ს ჩათვლით. ერთეულის „მომსახურების“ „ღირებულება“ განისაზღვრება წინამდებარე „ხელშეკრულებითა“ და „ხელშეკრულების“ „დანართი N1 - ფასების ცხრილი“ -ის შესაბამისად.
4.2. ამ „ხელშეკრულების“ 4.1 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული „მომსახურების“ ერთეულის ფასი და საერთო „ღირებულება“ შეიცავს „მიმწოდებელის“ ყველა ხარჯებს, დაკავშირებულს „მომსახურების“ გაწევასთან და „შემსყიდველის“ საკუთრებაში გადაცემასთან, ასევე კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
4.3. წინამდებარე „ხელშეკრულების“ პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება „ხელშეკრულების ღირებულება“, ან უარესდება „ხელშეკრულების“ პირობები
„შემსყიდველისათვის“, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია „ხელშეკრულების ღირებულების“ 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
მუხლი 5. ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ვადები
5.1. საბოლოო ,,სახელშეკრულებო“ თანხის ანგარიშსწორება განხორციელდება „ხელშეკრლებისა“ შესაბამისად, მხარეებს შორის ელექტრონულად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა (რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და ელექტონული შტამპით) და მასზედ წარმოდგენილი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგომ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
5.2. ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.
5.3. ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო.
5.4. „ხელშეკრულების ღირებულების“ შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ „მხარეთა“ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 6. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1. ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, ბრალეული „მხარე“ დაზარალებულ „მხარეს“ აუნაზღაურებს დოკუმენტალურად დადასტურებულ მიყენებულ ზიანს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.2. „მიმწოდებელი“ პასუხს აგებს მისთვის დაკისრებული ვალდებულებების სათანადო შესრულებისათვის და ვალდებულია აანაზღაუროს მისი ქმედებით დამდგარი ყველა სახის ზიანი.
6.3. „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო „ხელშეკრულების“ საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, ხოლო ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუსრულებელი ვალდებულების 5%-ის ოდენობით.
6.4. „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულებების 0,02%-ის ოდენობით.
6.5. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
6.6. „მიმწოდებელის“ მიერ „ხელშეკრულების“ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში „შემსყიდველს“ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება „ხელშეკრულების“ სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
6.6.1. თუ „შემსყიდველი“ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს „მიმწოდებელს“ მიღებული გადაწყვეტილება, 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
6.7. „ხელშეკრულების“ ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს „მხარეებს“ დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
მუხლი 7. ხარისხი
7.1. „მიმწოდებელი“ პასუხს აგებს გაწეული „მომსახურების“ ხარისხზე „ხელშეკრულებითა“ და
„ხელშეკრულების“ „დანართი N1 - ფასების ცხრილი“ -ის შესაბამისად.
მუხლი 8. მომსახურების გაწევის და მიღება-ჩაბარების წესი
8.1. „მომსახურების“ გაწევა „შემსყიდველს“ და „მიმწოდებელს“ შორის დასტურდება ელექტრონულად შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც დადასტურებულია უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და ელექტონული შტამპით.
8.2. „შემსყიდველი“ უფლებამოსილია განაცხადოს უარი დაგვიანებით ან უხარისხოდ (წუნდებული) გაწეულ
„მომსახურებაზე“. ასეთ შემთხვევაში „შემსყიდველი“ თავისუფლდება „ხელშეკრულების ღირებულების“ გადახდის ვალდებულებისაგან.
8.3. „მიმწოდებელის“ მიერ გასაწევ „მომსახურებაზე“ ან უკვე გაწეულ „მომსახურებაზე“ კონტროლი ხორციელდება ნებისმიერ ეტაპზე რისთვისაც გამოიყოფა უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
8.4. წინამდებარე ხელშეკრულების 8.3 მუხლის მიზნებისთვის, „მიმწოდებელის“ მიერ გასაწევ „მომსახურებაზე“ ან უკვე გაწეულ „მომსახურებაზე“ კონტროლის განმახორციელებელი პირია სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის” დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე xxxx xxxxxx პ/ნ 01026003096.
8.5. „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტ(ებ)ის ან/და ხარვეზებ(ებ)ის აღმოფხვრა/გამოსწორება მისთვის „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „მომსახურების“ გაწევის, დასრულების ვადის ფარგლებში ამ მიზეზით ვადის გახანგრძლივების გარეშე.
8.6. „ხელშეკრულების“ შესრულების პირობების კონტროლის მიზნით „შემსყიდველი“ უფლებამოსილია გამოიყენოს სხვადასხვა სახის საშუალებები, ამასთან, კონტროლის განხორციელებისას ხელი არ უნდა შეუშალოს
„მიმწოდებელს“ „მომსახურების“ გაწევაში.
მუხლი 9. მხარეთა უფლება - ვალდებულებები
9.1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია გაუწიოს „შემსყიდველს“ ამ „ხელშეკრულების“ მე-2-ე მუხლში მითითებული „მომსახურება“, განიხილოს „შემსყიდველის“ პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ნებისმიერ სადაო საკითხზე.
9.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია დროულად აცნობოს „მიმწოდებელს“ გაწეულ „მომსახურებასთან“ დაკავშირებული ხარვეზების შესახებ და დროულად გადაიხადოს „ხელშეკრულების ღირებულება“.
9.3. „ხელშეკრულების“ ვადის ამოწურვა არ ათავისუფლებს „მხარეებს“ ამ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულებისგან და არ აუქმებს „მხარეთა“ შეთანხმებულ პასუხისმგებლობის ზომებს.
მუხლი 10. ფორს-მაჟორი
10.1. წინამდებარე „ხელშეკრულებისათვის“ ,,ფორს-მაჟორი“ ნიშნავს „მხარეებისათვის“ გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული „მიმწოდებელის“ და/ან
„შემსყიდველის“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
10.2.„ხელშეკრულების“ დამდები რომელიმე მხარის მიერ „ხელშეკრულების“ პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ „ხელშეკრულების“ შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
10.3. ფორს-მაჟორული მდგომარეობის 10 (ათი) დღეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში „მხარეები“ უფლებამოსილნი არიან ცალმხრივად შეწყვიტონ „ხელშეკრულება“, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე
„მხარეს“.
მუხლი 11. ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
11.1. წინამდებარე „ხელშეკრულება“ ძალაში შედის 2019 წლის 13 თებერვალს და მოქმედებს „მხარეთა“ მიერ ამ
„ხელშეკრულებიდან“ წარმოშობილ ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 30 აპრილისა.
მუხლი 12. სხვა პირობები
12.1.„მხარეთა“ შორის სადავო საკითხები წყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „მხარეები“ უფლებამოსილნი არიან მიმართონ საქართველოს სასამართლოს.
12.2.„ხელშეკრულებაში“ ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, „მხარეთა“ ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების შეთანხმების საფუძველზე.
12.3.„მხარეები“ უფლებამოსილნი არიან მოშალონ წინამდებარე „ხელშეკრულება“ ცალმხრივად, თუ მეორე
„მხარე“ ვერ უზრუნველყოფს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
12.4. იურიდიული მისამართის, საბანკო რეკვიზიტბის, ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის, საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლის შემთხვევაში „მხარეები“ ვალდებულები არიან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობონ ერთმანეთს ამის შესახებ.
12.5.„ხელშეკრულება“ შედგენილია ქართულ ენაზე, ელექტრონულად (ელექტრონული დოკუმენტი), დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და ელექტონული შტამპით.
მუხლი 13. მხარეთა იურიდიული მისამართი და ხელმოწერა
,,შემსყიდველი“
სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“
,,მიმწოდებელი” ი.მ ნატო ბაგრატიონი
კოდი: | კოდი: | ||||
ქ. თბილისი, შ. | |||||
მისამართი: | რუსთაველის გამზ. | მისამართი: | ქ.თბილისი | ||
N19 | |||||
ტელეფონი: | 0322 999 411 | ტელეფონი: | 551 36 45 90 | ||
ბანკი: | სახელმწიფო ხაზინა | ბანკი: | სს თიბისი ბანკი | ||
ბანკის კოდი | (მფო): | TRESGE22 | ბანკის კოდი | (მფო): | XXXXXX00 |
საიდენტიფიკაციო
203851028 საიდენტიფიკაციო
01024054017
ანგარიშის N: 7 0888 7289 ანგარიშის N: GE05 TB76 2514 5061
1000 93
xxxxxxx xxxxxxx xxxx xxxxxxxxxx
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
2019 წლის 13 თებერვლის N02/010 „ხელშეკრულების“ „დანართი N1 - ფასების ცხრილი“
N | მომსახურების დასახელება | ინტერიერის პროექტის შემადგელობა | მომსახურების ჯამური ღირებულება | CPV |
• ინტერიერის გეგმარება, | ||||
საექსპლიკაციო რუკა; • არსებული სიტუაციის | ||||
1 | დიზაინის მომსახურება | ფოტომასალა; • ტექნიკური დავალება; • ფასადები; • ავეჯის მუშა ნახაზები; • ელექტროობის დაქსელვის გეგმა | 2500.00 | CPV 79932000 |
(საჭიროების შემთხვევაში); • პროექტის ვიზუალიზაცია | ||||
(რენდერები); • პროექტის ხარჯთაღრიცხვა. | ||||
სულ: | 2500.00 |
განცხადება
ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ქ. თბილისი, 13 თებერვალი, 2019 წ.
სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე ვადასტურებთ, რომ არ გვაქვს ინტერესთა კონფლიქტი საპროექტო „მომსახურების“ შესყიდვაზე მიმწოდებელთან: ი.მ ნატო ბაგრატიონი ს/ნ 01024054017.
xxxxxxx xxxxxxx
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ქრისტინა ჯანაშია
შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი