Contract
წილის ნასყიდობის ხელშეკრულება
კომპანიაში პარტნიორის
წილის ნასყიდობის ხელშეკრულება
თბილისი 00.00.2013 წელი
ერთი მხრივ, ------(სახელწოდება)----- (ს.კ. 00000000000) (შემდგომში „გამყიდველი“) და მეორე მხრივ, ------(სახელწოდება)----- (ს.კ. 00000000000) (შემდგომში „მყიდველი“), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
ვინაიდან გამყიდველი ფლობს შპს „----------------“–ის (ს/კ: 000000000) (შემდგომში ,,საზოგადოება) წილის 00 (სიტყვიერად) %–ს (შემდგომში „გასაყიდი წილი“ ან „წილი“), ვინაიდან გამყიდველს სურს გაყიდოს, ხოლო მყიდველს სურს იყიდოს საზოგადოებაში გამყიდველის კუთვნილი 00 (სიტყვიერად) % წილი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ:
1. ხელშეკრულების საგანი:
მყიდველი გამყიდველის საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის/საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გამყიდველს გადაუხდის 000.00 (სიტყვიერად) ლარს.
მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასაყიდი წილის მყიდველის სახელზე სრულად აღრიცხვა/გადაფორმება/რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს წინამდებარე ხელშეკრულების ხელის მოწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღისა;
გამყიდველის საკუთრების უფლება გასაყიდ წილზე დასტურდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომრციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი #1).
მყიდველმა აღნიშნული ხელშეკრულება უნდა დაარეგისტრიროს სამეწარმეო რეესტრში.
2. მხარეთა განცხადებები და გარანტიები:
გამყიდველი იძლევა გარანტიას/ადასტურებს/აცხადებს რომ:
გასაყიდი წილი არ არის ყადაღადადებული, დატვირთული გირავნობით, ან სხვა რაიმე ვალდებულებით და იგი უფლებამოსილია თავისუფლად განკარგოს მისი კუთვნილი წილი;
წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე მოპოვებული აქვს ყველა თანხმობა და ნებართვა, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს აღნიშნულ გარიგებას, მათ შორის დანარჩენ პარტნიორთა თანხმობა;
გააჩნია შეუზღუდავი უფლებამოსილება ფლობდეს და განკარგოს გასაყიდი წილი;
გააჩნია სრული უფლებამოსილება ხელი მოაწეროს წინამდებარე ხელშეკრულებასა და შეასრულოს მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ან მომავალში შესასრულებელი ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებები. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება არ არღვევს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს, აგრეთვე სასამართლოს ან საარბიტრაჟო ორგანოს რაიმე დადგენილებას, ბრძანებულებას, განკარგულებას, გადაწყვეტილებას, შეზღუდვას ან სხვა აქტს;
გასაყიდ წილთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე საგადასახადო ან მსგავსი ტიპის ადმინისტრაციული ვალდებულება ან/და მოთხოვნა;
გასაყიდ წილთან მიმართებაში არ არსებობს რაიმე მიმდინარე ან პოტენციური სასამართლო, საარბიტრაჟო, ადმინიტრაციული ან სხვა სახის დავა და/ან საჩივარი.
გამყიდველი აცნობიერებს, რომ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებას დებს ზემოთ მოცემულ განცხადებებსა და გარანტიებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების ისეთ პირობებად, რომელთა შესრულების გარეშე ხელშეკრულება არ დაიდებოდა.
არ არსებობს სხვა რაიმე დამატებითი შეთანხმება პარტნიორებს ან კომპანიის ხელმძღვანელობას შორის, გარდა იმ შეთანხმებებისა, რომლებიც რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და/ან გამყიდველმა უკვე მიაწოდა მყიდველს ამ ხელშეკრულების დადებამდე.
მყიდველი იძლევა გარანტიას/აცხადებს/ადასტურებს რომ:
გააჩნია სრული/შეუზღუდავი უფლება ფლობდეს და განკარგოს მისი ქონება, ასევე განახორციელოს საქმიანობა, შეიძინოს და ფლობდეს აღნიშნულ წილს.
მას აქვს სრული უფლებამოსილება და მიღებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა და ნებართვა, რათა დადოს ეს ხელშეკრულება და შეასრულოს მისგან გამომდინარე ვალდებულებები;
წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება არ არღვევს მყიდველის მარეგულირებელი შესაბამისი დოკუმენტების რომელიმე დებულებას, ან სამთავრობო, ან სხვა მარეგულირებელი ორგანოს, აგრეთვე სასამართლოს ან საარბიტრაჟო ორგანოს რაიმე აქტს, დებულებას, წესს, დადგენილებას, სასამართლო დადგენილებას, ბრძანებულებას, განკარგულებას, გადაწყვეტილებას ან შეზღუდვას.
იგი გაცნობილია კომპანიის წესდებას და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ ყველა დოკუმენტს, აღიარებს კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტებითა და მოქმედი წესდებით დადგენილ რეგულაციებს და ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით უერთდება მათ.
3. ანაზღაურების გადახდის წესი
წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასაყიდი წილის საფასური მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სახის გადასახადს;
გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა იმ გადასახადის გადახდა, რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაძლოა მას დაეკისროს.
წილის გადაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მყიდველი;
წილის ღირებულებას მყიდველი გამყიდველს სრულად გადაუხდის წინამდებარე ხელშეკრულების სამეწარმეო რეესტრში რწეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
მყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს გადასახდელი თანხ(ებ)ის სრულად/ნაწილობრივ ვადამდე გადახდაც;
გადახდა მოხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს და გამყიდველი ვალდებულია მისცეს წერილობითი დასტური თანხის მიღების შესახებ;
4. განსაკუთრებული პირობა:
წილის მყიდველის სახელზე გადაფორმებისთანავე/რეგისტრაციისთანავე მყიდველზე სრულად გადავა წილიდან გამომდინარე ყველა უფლება და სარგებელი (აკუმულირებული ან/და გაუნაწილებელი დივიდენდის მიღების უფლების ჩათვლით);
გამყიდველი ადასტურებს, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური წარმოადგენს/მოიცავს ადეკვატურ ფასს/კომპენსაციას, როგორც თავად წილის ნასყიდობისათვის, ასევე წილის გაყიდვის შედეგად მყიდველზე გადასული ყველა უფლებისათვის/სარგებლისათვის;
წილის მყიდველის სახელზე გადაფორმების/აღრიცხვის თარიღამდე პერიოდზე წილთან დაკავშირებული ან/და მისგან გამომდინარე ნებისმიერ სახის ვალდებულებაზე/ზიანზე/ზარალზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება გამყიდველს მიუხედავად აღნიშნული გარემოების გამოვლენის თარიღისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია უმოკლეს ვადებში მოახდინოს ვალდებულების შესრულება/ზიანის ანაზღაურება;
მყიდველმა და გამყიდველმა უნდა განახორციელონ ყველა ის დამატებითი მოქმედება, რაც აუცილებელი ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნული მოიცავს ყველა იმ დამატებითი მოქმედების შესრულებას ან დოკუმენტის ხელმოწერას, რაც გონივრულ ფარგლებში მოთხოვნილი იქნება მყიდველის და/ან გამყიდველის დ/ან შესაბამისი რეგისტრატორის/სამსახურის მიერ.
ამასთან გამყიდველი ადასტურებს, რომ კომპანიის ფინანსური და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სრულად აქვს მიწოდებული გამყიდველისათვის და არ არსებობს დოკუმენტები, გარემოებები, რაც არსებით გავლენას შეიძლება ახდენდეს კომპანიის აქტივებზე, ვალდებულებებზე და ღირებულებაზე.
მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო გამყიდველის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას კომპანიის შესახებ, შეისწავლა კომპანიის ფინანსური და სამართლებრივი მდგომარეობა და იგი აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.
5. კონფიდენციალურობა
თითოეული მხარე ვალდებულია დაიცვას წინამდებრე ხელშეკრულების პირობების კონფიდენციალურობა. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;
ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის, კანონქვემდებარე აქტის ან მარეგულირებლის მოთხოვნის შესაბამისად;
6.მხარეთა პასუხისმგებლობა
წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ განცდილი ზიანის/ზარალის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გამყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 2.1.2, 2.1.3, 2.1.4 პუნქტებითა და 4.3 და 4.4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის/ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის/შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, მოითხოვოს შეწყვეტის მომენტისათვის გამყიდველისათვის გადახდილი თანხის მის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად უკან დაბრუნება გამყიდველისათვის წილის უკან დაბრუნების პირობით და ასევე დააკისროს გამყიდველს ერთჯერადი პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წილის ღირებულების 2 (ორი) %-ის ოდენობით;
მყიდველი უფლებამოსილია გამყიდველისათვის გადასახდელი თანხიდან დაიკმაყოფილოს/გაქვითოს გამყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობ(ებ)ის დარღვევით განცდილი ზიანი/ზარალი ან/და გამყიდველისათვის დაკისრებული ჯარიმა/პირგასამტეხლო;
იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში გაცხადდება ისეთი გარემოებები, დოკუმენტები ან სხვა ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის დანხარჯებს, ვალდებულებებს, რისკებს და/ან ამცირებს კომპანიის აქტივებს და ღირებულებას, მყიდველი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ ხელშეკრულების 6.2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება. ამავე დროს მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს გამყიდველისაგან ამგვარი გარემოებების დადგომით მიყენებული ზიანის და/ან კომპანიაში განხორციელებული ნებისმიერი ინვესტიციის ანაზღაურება.
7. სხვა პირობები:
მხარეთა შორის ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით, ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. მყიდველს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა).
გამყიდველი ადასტურებს, რომ მასთან კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.
წინამდებარე ხელშეკრულება სავალდებულოა შესასრულებლად მხარეთა სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის. არცერთ მხარეს აქვს უფლება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი უფლებები და ვალდებულებები გადასცეს ნებისმიერ სხვა მესამე მხარეს ამ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით, უთანხმოების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები თანხმდებიან, რომ დავას განიხილავს სასამართლო, ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მყიდველის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილად ცნობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა პუნქტების ბათილობას.
წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა გაკეთდეს წერილობით და ხელი მოეწეროს მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ,
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 იდენტურ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი ინახება მყიდველთან, მეორე – გამყიდველთან, ხოლო მესამე – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
8. მხარეთა ხელმოწერები:
,,გამყიდველი“ |
|
სახელწოდება |
სახელწოდება |
ს.კ.: 000000000 |
ს.კ.: 000000000 |
იურიდიული მისამართი: |
იურიდიული მისამართი: |
ფაქტობრივი მისამართი: |
ფაქტობრივი მისამართი: |
ელ. ფოსტა: xxxx@xxxx.xx |
ელ. ფოსტა: xxxx@xxxx.xx |
საბანკო რეკვიზიტები: |
საბანკო რეკვიზიტები: |
ხელმომწერი პირი: სახელი გვარი |
ხელმომწერი პირი: სახელი გვარი |
„გამყიდველი“ „მყიდველი“
_______________________ _______________________