Contract
ხელშეკრულება №42/2022 მომსახურების შესყიდვის შესახებ (გამარტივებული შესყიდვა)
ქ. თბილისი მარტი, 2022 წელი
ერთი მხრივ, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ „შემსყიდველი“), წარმოდგენილი სამსახურის უფროსის xxxxx xxxxxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, შპს „ჯი ემ თი სასტუმროები" (შემდგომ „მიმწოდებელი“), წარმოდგენილი მისი გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილების დირექტორის xxx xxxxxxxxxxxx სახით (ორივე ერთად წოდებული, როგორც „მხარეები“) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად „მიმწოდებელი“ იღებს ვალდებულებას, შემსყიდველს გაუწიოს წინასწარ დაგეგმილი ღონისძიების (თემა - „კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება სადაზღვევო სექტორში“) ფარგლებში მონაწილეთა კვებითი მომსახურება (შემდგომ „მომსახურება“) ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი N4- ში, მიმწოდებლის მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი თბილისში“ (შემდგომ „ობიექტი“), (CPV79952000).
1.2. ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის მომსახურების გაწევა გულისხმობს, დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებულ დროს და ადგილას, ღონისძიების არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) მონაწილისთვის კვების (ყავის შესვენება, საქმიანი ლანჩი) მომსახურების უზრუნველყოფას, მიმწოდებლის პერსონალით.
1.3. მხარეები თანხმებიან, რომ მომსახურების ღირებულება და რაოდენობა კერძების ჩამონათვალით წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული „შემსყიდველთან“ და უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების დანართი N1-ს.
1.4. მომსახურების გაწევა განხორციელდება ერთჯერადად, 2022 წლის 31 მარტს, 10:00 – 17:00 საათის პერიოდში.
მუხლი 2. ხელშეკრულების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი
2.1. გასაწევი მომსახურების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 4047.40 (ოთხიათასორმოცდაშვიდი ლარი და 40 თეთრი) ლარს, მომსახურების სრულყოფილად გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების გათვალისწინებით.
2.2. ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრული ღირებულება შესაძლებელია დაკორექტირდეს მომსახურების დასრულებისას, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად. გაწეული მომსახურების შესახებ მხარეთა შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. არსებობის შემთხვევაში „მიმწოდებელი” „შემსყიდველს” წარუდგენს საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურას, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში.
2.3. შემსყიდველის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს განახორციელებს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერას.
2.4. ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების დასრულების შემდეგ, 2.2. პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
2.5. „მიმწოდებელთან“ ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
2.6. მომსახურების გაწევის შემდეგ ხელშეკრულების საორიენტაციო ღირებულებიდან დარჩენილი თანხა არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების ღირებულება შემცირდება აღნიშნული თანხით და განისაზღვრება ფაქტიურად გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულებით.
2.7. შემსყიდველის დაფინანსების წყაროა: 2022 წლის საკუთარი შემოსავლები.
მუხლი 3. მხარეთა მოვალეობები
3.1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია, მომსახურების გაწევა უზრუნველყოს სათანადო ხარისხით, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
3.2. „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს „შემსყიდველის“ მიერ მომსახურების გაწევისას გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა.
3.3. „მიმწოდებელი“ იღებს ვალდებულებას, რომ ყავის შესვენებისა და საქმიანი ლანჩისთვის გამოყენებული საკვები პროდუქტები იქნება საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი, ასევე დაცული იქნება ამ სფეროში მოქმედი მოთხოვნები და სტანდარტები.
3.4. „შემსყიდველი“ ვალდებულია დროულად განახორციელოს 2.2. პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების გადახდა.
3.5. „შემსყიდველი“ ვალდებულია დაგეგმილი ღონისძიების გაუქმების თაობაზე წინასწარ 2 (ორი) დღით ადრე აცნობოს
„მიმწოდებელს“.
მუხლი 4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ხელშეკრულების პირობების დამრღვევმა მხარემ უნდა აუნაზღაუროს მეორე მხარეს დარღვევით მიყენებული ზიანი.
4.2. ფორს–მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების გამო, შემსყიდველი უფლებამოსილია, დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
4.3. „შემსყიდველის“ მიერ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარე იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამრღვევი მხარისგან, ხოლო ამ შემთხვევაში დამრღვევი მხარე ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.4. საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების (წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, ვადაგადაცილებასთან დაკავშირებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
მუხლი 5. ხელშეკრულების პირობების და ფასების გადასინჯვა
5.1. ამ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად „შემსყიდველისთვის“ იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ამ ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულება შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 (ათი) პროცენტისა.
5.2. ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ამასთან, ცვლილება ან დამატება შესრულებული უნდა იყოს წერილობით და სათანადოდ დადასტურებული მხარეთა მიერ.
5.3. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისგან.
მუხლი 6. ფორს მაჟორი
6.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ამ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, თუ მათი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, მათ შორის მიწისძვრით, წყალდიდობით, ხანძრით, ეპიდემიით, კარანტინით, ომით და სხვა.
6.2. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი გარემოება, რომელიც წარმოიქმნა მხარეთა ნების გარეშე და რომლის მოქმედებასაც მათ არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ. იმ პირობების გათვალისწინებით, რომ შექმნილ სიტუაციაში მათ მიიღეს და გაატარეს ყველა ღონისძიება, რისი გათვალისწინებაც შესაძლებელი იყო.
6.3. თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. შეუტყობინებლობა ან/და დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, დაეყრდნოს ფორს მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
6.4. ფორს მაჟორული გარემოებების არსებობის დროს ვალდებულებათა შესრულება გადაიწევს ამ გარემოებების არსებობის ვადით. ფორს მაჟორული გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ მხარეები დაუყოვნებლივ განაგრძობენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
მუხლი 7. დავათა განხილვა
7.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ხელშეკრულების ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია დავის გადასაწყვეტად მიმართოს სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8. ხელშეკრულების შეწყვეტა
8.1 წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
8.1.1. მხარეთა შეთანხმება;
8.1.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
8.1.3. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა;
8.1.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 9. ხელშეკრულების სხვა პირობები
9.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების დამოწმებიდან და მოქმედებს 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
9.2. საკითხები და შემთხვევები, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შედეგად ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები ძალაში რჩება.
9.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, ზიანის ანაზღაურება ან სხვა ფულადი მოთხოვნები წარმოადგენს მხარეთა უფლებას და არა ვალდებულებას და ისინი მოთხოვნილი უნდა იქნან წერილობითი ფორმით.
9.4. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და მასზე შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმულია კვალიფიციური ელექტრონული შტამპი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. მხარეთა რეკვიზიტები
LEPL Insurance
Digitally signed by LEPL Insurance State
Xxxxxxxx Xxxxxxxxxxxxxx
„შემსყიდველი” | „მიმწოდებელი“ |
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ს/კ: 205305025 | შპს „ჯი ემ თი სასტუმროები" ს/კ: 203842333 მისამართი:ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი N4 |
მისამართი: ქ. თბილისი, ლ. xxxxxxxxx ქ. №3 ელ. ფოსტა: xxxxxxxxxxxx@xxxxxxxxx.xxx.xx საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდიTRESGE22 მიმღების ერთიანი ანგარიში, 708067519 სამსახურის უფროსი xxxxx xxxxxxxxxxx | xx. ფოსტა: xxx.xxxxxxxxxxxxxx@xxxxxxxxxxxxxx.xxx საბანკო რეკვიზიტები: ს/ს “ თიბისი ბანკი” TBCGE22 ა/ა №XX00XX0000000000000000 გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილების Xxx xxxxxxxxx: Digitally signed xxxxx xXxxxx xxxxxxxx |
Date: 2022.03.30
State Supervision Supervision Service
shvili
17:10:22 +04'00'
Service of Georgia
of Georgia
Date: 2022.03.30
18:39:33 +04'00'
დანართი N1
№ | მომსახურების დასახელება | განზომილება | მონაწილეთა რაოდენობა | მომსახურების ერთ. ფასი (ლარი) | ჯამი (ლარი) |
1 | შვრიის ფაფა უცხიმო რძით და მშრალი ხილით, ლორი და ყველის ბაგელი, კლასიკური კრუასანი, შოკოლადის ტორტი, ნატურალური წყალი, ყავა / ჩაი / რძე, 2 სახის წვენები | ცალი | 70 | 15.00 | 1050.00 |
2 | შეფ-მზარეულის დღის წვნიანი სალათის ბარი შეიცავს: 2 სახეობის სალათის ფოთოლი, პომიდორი, კიტრი, ჟულიენის ბოსტნეული, ტკბილი სიმინდი ზეთისხილი, მწნილი, 3 სახის საწებელი შედგენილი სალათის 3 სახეობა: ბოსტნეულის სალათი, შეფ-სპეციალი | ცალი | 70 | 34.00 | 2380.00 |
ჯამი | 3430.00 | ||||
დღგ-ს თანხა | 617.40 | ||||
სულ | 4047.40 |
„შემსყიდველი” | „მიმწოდებელი“ |
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ს/კ: 205305025 | შპს „ჯი ემ თი სასტუმროები" ს/კ: 203842333 |
სამსახურის უფროსი xxxxx xxxxxxxxxxx | გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილების დირექტორი: Xxx xxx xxxxxxxxxxx Xxxxxxxxx signed |
LEPL Insurance Digitally signed
State Supervision Service of Georgia
by LEPL Insurance State Supervision Service of Georgia Date: 2022.03.30
18:40:03 +04'00'
Chechela shvili
by Xxx Xxxxxxxxxxxxxx Date: 2022.03.30
17:10:51 +04'00'