ხელშეკრულება N
ხელშეკრულება N
ქ. თბილისი 01.03.2024
1. ხელშეკრულების მხარეები:
ერთის მხრივ, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ (ს/კ 404482537) წარმოდგენილი მისი
დირექტორის, ბ-xx xxxxxx xxxxxxxxxxxxx სახით (შემდგომში - „კომპანია“), მეორეს მხრივ ------------
-- (შემდგომში - „შემსრულებელი“), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს მხარეთა შორის ურთიერთობებს, რაც წარმოიშობა კომპანიის კვებითი მომსახურების გაწევის შედეგად დაგროვილი საკვები კერძების ნარჩენების გატანით შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან:
ა) აღმოსავლეთ საქართველოდან:
თბილისი შემოგარენით, გარდაბანი, დუშეთი, თეთრი წყარო, მარნეული, საგარეჯო, დედოფლისწყარო, თელავი, ახალციხე, ბოლნისი, გორი, ქარელი, ხაშური.
ბ) დასავლეთ საქართველოდან:
ქუთაისი შემოგარენით, ქობულეთი, ხელვაჩაური, ბათუმი შემოგარენით, სენაკი, ხონი, ბაღდათი, საჩხერე.
2.2. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე შემსრულებელი ვალდებულია ყოველ კალენდარულ დღეს საკუთარი ავტომობილითა და საკუთარი სუფთა, დეზინფიცირებული, ჰერმეტულად თავდახურული, კასრებით (40-60 ლიტრიანი) ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე მდებარე კვების ობიექტებიდან გაიტანოს არსებული საკვები კერძების ნარჩენები სრულად.
3. მხარეთა ვალდებულებები
3.1. კომპანია ვალდებულია:
3.1.1. მოათავსოს საკვები კერძების ნარჩენები მითითებულ ადგილას, საიდანაც შემსრულებელი გაიტანს ნარჩენებს, ხელშეკრულების შესაბამისად.
3.1.2. თავისი მიზეზით არ შეაფერხოს შემსრულებლის მიერ სამუშაოს შესრულება.
3.2. შემსრულებელი ვალდებულია:
3.2.1. სრულად აითვისოს და სრულად გაიტანოს კერძების ნარჩენები ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებზე არსებული ობიექტებიდან.
3.2.2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ყოველდღიურად გაიტანოს ზემოაღნიშნული ტერიტორიიდან საკვები კერძების ნარჩენები, ან ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, შეთანხმების შესაბამისად.
3.2.3. კომპანიას ყოველდღიურად დაუტოვოს საკვები კერძების ნარჩენებისთვის განკუთვნილი სათადარიგო სუფთა/დეზინფიცირებული ჰერმეტულად თავდახურული კასრები, რომელშიც კომპანია უზრუნველყოფს საკვები კერძების ნარჩენების მოთავსებას.
3.2.4. კეთილსინდისიერად მოახდინოს საკვები კერძების ნარჩენების წონისა და მოცულობის აღწერა.
3.2.5. საკვები კერძების ნარჩენების გატანისას დაიცვას საქართველოში მოქმედი სანიტარულ ჰიგიენური ნორმები.
3.2.6. ხელშეკრულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად მოახდინოს ანგარიშსწორება.
3.2.7. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და კეთილსინდისიერად მოახდინოს
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
3.3 მხარეები ვალდებულნი არიან ყოველდღიურად შეადგინონ ფაქტიურად გატანილი საკვები კერძების ნარჩენების მოცულობის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი.
4. ანგარიშსწორების წესი
4.1. საკვები კერძის 1 კგ. ნარჩენის ღირებულება შეადგენს ლარს.
4.2. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, მე-10 მუხლში მითითებულ კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა, კომპანიის მიერ გამოწერილი საბუღალტრო ანგარიშ- ფაქტურის შესაბამისად.
4.3. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს.
5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.
5.2. თითოეული მხარე ვალდებულია დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს დადგენილი წესით, შეთანხმების ფარგლებში. ამასთან თითოეულმა მათგანმა ხელი უნდა შეუწყოს მეორე მხარეს
დაკისრებული ვალდებულების შესრულებაში. მხარე რომელიც არღვევს ნაკისრ ვალდებულებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა.
5.3. იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი არ შეასრულებს წინამდებარე ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, კერძოდ: წინამდებარე ხელშეკრულების 3.2 პუნქტით (3.2.1-დან 3.2.7- ის ჩათვლით) კომპანია უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე დაარიცხოს
შემსრულებელს ჯარიმა 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ჯარიმის დარიცხვა არ ათავისუფლებს შემსრულებელს ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისგან.
5.4. იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი არ გადაუხდის კომპანიას გატანილი ნარჩენების
ღირებულებას ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, კომპანია უფლებამოსილია შემსრულებელს დაუყოვნებლივ დააკისროს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. შესრულების გარანტია
6. 1. შემსრულებელი წინამდებარე ხელშეკრულებით იღებს ვალდებულებას, არაუგვიანეს ა/წ 8
მარტისა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა იქნება, არანაკლებ 2025 წლის 01 მარტისა;
6.2. შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა/ნებისმიერი ვალდებულების დარღვევა, ასევე მე-5 მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლოს დარიცხვა) შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია ხელლშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს (გარანტს) და მოითხოვოს
ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა/თანხები.
6.3. იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი რაიმე ფორმით უარს აცხადებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდაზე, კომპანია, როგორც ბენეფიციარი, უფლებამოსილია მიმართოს გარანტორს და მოითხოვოს
პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის ანაზღაურება და ამ გზით დაიკმაყოფილოს პირგასამტეხლოს ოდენობა შემსრულებლისგან.
6.3.1. საბანკო გარანტიის საშუალებით დაკისრებული პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპანიას არ შეუძლია იგივე დარღვევაზე მოითხოვოს პირგასამტეხლოს ანაზღაურება
შემსრულებლისგან.
6.4. იმ შემთხვევაში თუ შემსრულებელი არ ახორცილებეს გატანილი ნარჩენების ღირებულების ანაზღაურებას, კომპანია უფლებამოსილია შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო
გარანტიიდან მოახდინოს მისაღები თანხის ოდენობის დაკმაყოფილება, და მიმართოს გარანტორს ასანაზღაურებელი თანხის პროპორციული ოდენობის ჩარიცხვის მიზნით.
6.4.1. წინამდებარე ხელშეკრულების 6.4 მუხლში მოყვანილი პრინციპით/საბანკო გარანტიის მეშვეობით, გატანილი ნარჩენების ღირებულების ანაზღაურება შემსრულებელს ჩაეთვლება ვალდებულების შესრულებად/გატანილი ნარჩენების ღირებულების ანაზღაურებად, შესაბამისად კომპანიას კონკრეტულ მოთხოვნაზე/თანხაზე შემსრულებლის მიმართ პრეტენზია აღარ ექნება.
6.4.2. იმ შემთხვევათი, თუ საბანკო გარანტიის ოდენობა შემცირდება საერთო ღირებულების 30%-მდე ან იქნება ნაკლები, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის შევსება სრულ ოდენობამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტა.
6.5. შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, შემსრულებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე კომპანია უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაბრუნებას.
6.6. კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კომპანია შემსრულებლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაბრუნებას.
7. დავის მოწესრიგება
7.1. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით.
7.2. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტს სასამართლო. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ
აღსასრულებლად.
8. ფორს-მაჟორი
8.1. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი) არის გარემოებები, რომლებიც წარმოიშობა მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებლად და მიუხედავად მხარეთა
მიზანმიმართული მოქმედებებისა, შეუძლებელი ხდება მათი დაძლევა. დაუძლეველი ძალის გარემოებებს მიეკუთვნება: სტიქიური უბედურებები, გადაულახავი ბუნებრივი მოვლენები.
8.2. მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის ან თავისი ვალდებულებების არადროული შესრულებისათვის დაუძლეველი ძალის გარემოებების მოქმედების მთელი დროის განმავლობაში.
9. დასკვნითი დებულებები
9.1. ხელშეკრულება ძალაშია 2024 წლის 01 მარტიდან და მოქმედებს 2025 წის 01 მარტის ჩათვლით.
9.2. ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
(ა) მხარეთა შეთანხმებით ნებისმიერ დროს; (ბ) კომპანიამ შეწყვიტა, ან შეაჩერა თავისი საქმიანობა; (გ) შემსრულებელმა შეწყვიტა, ან შეაჩერა თავისი საქმიანობა; (დ) მიმდინარეობს მხარის მიმართ გადახდისუუნარობის საქმისწარმოება; (ე) შემსრულებელმა 2-ჯერ ან მეტჯერ დაარღვია
ხელშეკრულების პირობები, მიუხედავად იმისა აღნიშნულმა დარღვევამ გამოიწვია თუ არა შემსრულებელზე პირგასამტეხლოს დარიცხვა ან სხვა დამატებითი იძულებითი ღონისძიების განხორციელება; (ვ) შემსრულებელმა ანგარიშსწორების განხორციელების ვადას გადააცილა 15(თხუთმეტი) დღეზე მეტი ვადით.
9.3. წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია, მხოლოდ
ინიციატორი მხარის წერილობითი მოთხოვნით, რომელიც უნდა ჩაბარდეს მეორე მხარეს ხელშეკრულების გაუქმების თარიღამდე 5 (ხუთი) დღით ადრე.
9.4. ურთიერთობები, რომლებიც არ არის რეგულირებული წინამდებრე ხელშეკრულებით, გადაწყდება მოქმედი კანონმდებლოობის შესაბამისად.
9.5. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით, რაც დასტურდება მხარეთა უფლებამოსილი პირების ხელმოწერით.
9.6. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად და გადაეცემა თითოეულ მხარეს.
10. მხარეთა რეკვიზიტები
„კომპანია“ „შემსრულებელი“
ხელმოწერა: -------------------------- ხელმოწერა: --------------------------