ხელშეკრულება N514 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულება N514 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ქ. თბილისი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მის: ქ. თბილისი, გორგასლის xxxx #00x, საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22, საიდ. კოდი - 205350699), შემდგომში წოდებული „შემსყიდველად“, წარმოდგენილი სამსახურის უფროსი xxxxxxxx xxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ
მიმწოდებელი: შპს „xxxx xxxxxxx“, საიდენტიფიკაციო კოდი: 400155327
მისამართი, ტელეფონი: ქ. თბილისი, xxxxx xxxxxxxxxxx №23, ტელ: 593 75 20 75;
დირექტორი: xxxxxxx xxxxxxxx
საბანკო რეკვიზიტები: s.s. “liberTi banki”, ბანკის კოდი: LBRTGE22 ; ანგარიშის ნომერი: a/a XX00XX0000000000000000 (შემდგომში „მიმწოდებელი“), ორივე ერთად წოდებული, როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას.
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: ,,URAL”-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება დანართი N1-ის (პრეისკურანტი) შესაბამისად.
2.2 შესყიდვის საშუალება: გამარტივებული შესყიდვა - საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №26 დადგენილების, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10¹ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე- 3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2.3 ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენს: 150 000 (ასორმოცდაათიათასი ათასი) ლარს, რომელიც მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს. ამასთან, პრეისკურანტის ღირებულება შეადგენს 122 643.00 (ასოცდაორიათას ექვსასორმოცდასამი) ლარი.
2.4 კლასიფიკატორის კოდი - 50100000 - ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება.
2.5 ხელშეკრულება ძალაშია: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მაგრამ არანაკლებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
2.6 დაფინანსების წყარო: 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
3. მომსახურების გაწევის პირობები, ვადა და ადგილი
3.1 ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ით (პრეისკურანტი) განსაზღვრული პირობების შესაბამისად 2021 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, - ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და წარუდგინოს შესმყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა;
3.2 მომსახურების გაწევის ვადები:
3.2.1 სავალი ნაწილებისათვის: არაუმეტეს 2 სამუშაო დღე;;
3.2.2 ელექტროობისათვის: მარტივი სირთულის 1, საშუალო სირთულის 2, რთული არაუმეტეს 3 სამუშაო დღე;;
3.2.3 აგრეგატებისათვის: მარტივი სირთულის 1, საშუალო სირთულის 3, რთული არაუმეტეს 5 სამუშაო დღე;
3.2.4 სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისთვის: მარტივი სირთულის 5, საშუალო სირთულის 8, რთული არაუმეტეს 10 სამუშაო დღე;
3.2.5 ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევის ვადა: მარტივი სირთულის 5, საშუალო სირთულის 8, რთული არაუმეტეს 11 სამუშაო დღე;
3.2.6 სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 30 კალენდარული დღე;
3.2.7 აღნიშნულ დროს მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შეკვეთის თარიღი და შეკვეთის ჩამოსვლის დრო
3.2.8 დეფიციტური ან/და ქარხანა-დამამზადებლის მიერ წარმოება შეჩერებული სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას, მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებით, რომელიც აღნიშნულ პერიოდში მიმწოდებლის მიერ წერილობით უნდა დაფიქსირდეს;
3.3 მომსახურების გაწევის ადგილი:
3.3.1 ქ.თბილისი, ქ.ქუთაისი, ქ.ბათუმი, ქ.ზუგდიდი, ქ.თელავი, ქ.ახალციხე, ქ.გორი, ქ.ფოთი, ქ. ოზურგეთი, ან ქვეკონტრაქტორი, ან (არაუმეტეს 55 კმ.) და ქ. ამბროლაური, ან ქვეკონტრაქტორი, ან (არაუმეტეს 90 კმ), ან მობილური ჯგუფის ადგილზე მომსახურება.
3.4მომსახურების გაწევის პირობები:
- მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექ.მომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე ყოველი კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი).
- თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით და მხოლოდ შეთანხმების აქტზე ხელმოწერის შემდგომ მოხდება სატრანსპორტო საშუალების შეკეთება.
- ავტომობილის ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. ავტომობილების ელექტრო სისტემის (კომპიუტერის) დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე.
- მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ სერვისცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლისთვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა შესაბამისი ინვენტარით.
- ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველთან შეთანხმებული მეორადი ნაწილებისა).
- მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექ.მომსახურების გაწევა როგორც ქ.თბილისში, ასევე რეგიონებში არსებულ სერვისცენტრებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ მისამართზე).
- სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამართული სასაწყობე მეურნეობა, სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ- საპოხი მასალების მარაგი.
- მიმწოდებელმა წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, სერვისცენტრებში უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ.მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის ავტომანქანებისათვის:
ქ.თბილისში (მითითებულ თითოეულ მისამართზე) - არანაკლებ 10 ავტომანქანა;
რეგიონებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ თითოეულ მისამართზე) არანაკლებ 3 ავტომანქანა.
- სერვისცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობის ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).
- სერვისცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით,
ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ.თბილისში და რეგიონებში შემოთავაზებული სერვისცენტრის ვიდეო კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა „ბოქსი“) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
- სერვისცენტრმა საგანგებო სიტუაციის დროს (ხანძარი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) უნდა უზრუნველყოს საევაკუატორო მომსახურება, ან მობილური ჯგუფის ადგილზე მომსახურება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მოთხოვნიდან 1 (ერთ) კალენდარულ დღეს.
- მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესების და მოთხოვნების დაცვით.
- თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/მომსახურება, აღნიშნულის სათადარიგო ნაწილი/მომსახურების ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის ჯამური ღირებულების 10%-ს.
4. გასაწევი მომსახურების ხარისხი და გარანტია
4.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით.
4.2 ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებაზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 1 წელს (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი);
4.3 ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
4.4 საგარანტიო პერიოდში მიმწოდებლის მხრიდან გარანტიით შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მომწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა, ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენისათვის შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე. მიმწოდებლის მხრიდან აღნიშნულ ავტოსათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვროს შემსყიდველის მიმართვიდან 10 კალენდარული დღე.
4.5 მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს მოთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1 შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და შეამოწმონ გაწეული მომსახურება, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
5.2 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მათ შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.3 ხელშეკრულების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი;
5.4 კონტროლს განმახორციელებელი შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ის (ინსპექტირების ჯგუფის) ფუნქციაა:
5.4.1 დაადგინოს გაწეული მომსახურების და შეცვლილი სათადარიგო ნაწილის ხარისხის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობა.
5.4.2 დაადგინოს მომსახურების გაწევისა და სათადარიგო ნაწილის შეცვლის ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობა.
5.4.3 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის ინფორმირება.
5.4.4 წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო ვადების მონიტორინგი და ადმინისტრირება.
5.5 კონტროლის განხორციელებას ახდენს, შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ი, გაწეულ მომსახურებაზე სისტემატიურად, საკუთარი შეხედულებისამებრ.
5.6 კონტროლი ხორციელდება როგორც შუალედური ფორმით-მომსახეურების გაწევის პროცესში, ისე მისი დამთავრების შემდგომ, მიღება-ჩაბარებისას.
5.7 შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს დამატებითი კვლევა.
5.8 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა..
6 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
6.2 წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიღება-ჩაბარებას განახორციელებენ შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ი;
6.3 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის მიწოდებად არ ითვლება უხარისხო (წუნდებული) ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო მომსახურების გაწევა. ასეთ შემთხვევაში აღნიშნულზე მიღება- ჩაბრების აქტი არ ფორმდება.
6.4 შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
6.5 მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
6.6 იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება მიმწოდებლის მხრიდან ვადის გადაცილებად.
6. ანგარიშსწორება
6.1 შემსყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით.
6.2 ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო.
6.3 ანგარიშსწორება ვალუტა - ლარი;
6.4 ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და შემსყიდველისათვის წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში;
6.5 თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა წინამდებარე ხელშეკრულების ღირებულებით გათვალისწინებული სრული თანხა, შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელი კარგავს განსახორციელებელი მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
7. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები)
7.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
7.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით.
7.3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით.
7.4 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 2.3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
7.5 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
7.6 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
8. ხელშეკრულების შეწყვეტა
8.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
8.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
8.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
8.4 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
8.5 შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში;
ბ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
8.6 ამ მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება.
9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
9.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი
ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
9.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
9.3 ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების შესაბამისად, რაც არ საჭიროებს დამატებით შეთანხმებას.
9.4 თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული - „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“-ს მე-15¹ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის თავდაპირველი ღირებულების 10%-ს.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული.
10.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, სსიპ „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორსმაჟორის დადასტურების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს- მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
11.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით.
11.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
12. სადაო საკითხების გადაწყვეტა
12.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით,
ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ.
12.2 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
12.3 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
13. სხვა პირობები
13.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
13.2 წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო ამ დოკუმენტის თავში მითითებულ თარიღს, შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და სამი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
13.3 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
13.4 „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
13.5 „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში
„მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს
„ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.
მიმწოდებელი:
შპს „xxxx xxxxxxx“-ს დირექტორი xxxxxxx xxxxxxxx
შემსყიდველი:
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამსახურის უფროსი xxxxxxxx xxxxxxxxxxx
დანართი N1 (პრეისკურანტი) | |||||
URAL | |||||
N | სათადარიგო ნაწილის დასახელება | განზომილება | ერთეულის ფასი | მომსახურების ღირებულება | საგარანტიო ვადა (თვე) |
1 | დინამოს ღვედი | ცალი | 220.00 | 160.00 | 6 თვე |
2 | მოჭიდების მექანიზმის ქურო | ცალი | 1880.00 | 780.00 | 6 თვე |
3 | მოჭიდების მექანიზმის დისკი | ცალი | 630.00 | 6 თვე | |
4 | მოჭიდების მექანიზმის დამჭიმი | ცალი | 345.00 | 6 თვე | |
5 | გადაბმულობის ცილინდრი | ცალი | 644.00 | 350.00 | 6 თვე |
6 | სამუხრუჭე ხუნდები | კომპლექტი | 1080.00 | 600.00 | 3 თვე |
7 | ვენტილატორის ღვედი | ცალი | 150.00 | 80.00 | 6 თვე |
8 | სათუნუქე სამუშაო (მარტივი) | ცალი | 0.00 | 70.00 | 6 თვე |
9 | სათუნუქე სამუშაო (საშუალო) | ცალი | 0.00 | 120.00 | 6 თვე |
10 | სათუნუქე სამუშაო (რთული) | ცალი | 0.00 | 200.00 | 6 თვე |
11 | სამღებრო სამუშაოები (მარტივი) | ცალი | 0.00 | 100.00 | 6 თვე |
12 | სამღებრო სამუშაოები (საშუალო) | ცალი | 0.00 | 140.00 | 6 თვე |
13 | სამღებრო სამუშაოები (რთული) | ცალი | 0.00 | 200.00 | 6 თვე |
14 | წინა ფარი | ცალი | 445.00 | 20.00 | 6 თვე |
15 | უკანა ფარი | ცალი | 495.00 | 20.00 | 6 თვე |
16 | გვერდითა გაბარიტური ნათება | ცალი | 110.00 | 30.00 | 6 თვე |
17 | სარკე გვერდითა | ცალი | 135.00 | 5.00 | 6 თვე |
18 | xxxxxx ფილტრი | ცალი | 225.00 | 0.00 | 3 თვე |
19 | საჭის გამაძლიერებელი | ცალი | 4450.00 | 500.00 | 6 თვე |
20 | საჭის მქანჩი ნასოსი | ცალი | 1350.00 | 350.00 | 6 თვე |
21 | საწვავის შემფრქვევი (ფარსუნკა) | ცალი | 575.00 | 95.00 | 6 თვე |
22 | სიჩქარის დამადაბლებლის რეგულირება | ცალი | 0.00 | 150.00 | 10 დღე |
23 | სიჩქარის დამადაბლებლის რეგულირების დიაგნოსტიკა | ცალი | 0.00 | 50.00 | * |
24 | წამყვანი ხიდის დიაგნოსტიკა | ცალი | 0.00 | 150.00 | * |
25 | ავტომობილის დიაგნოსტიკა(ელექტროობისა და ძირითადი აგრეგატების) | ცალი | 0.00 | 180.00 | * |
26 | მობილური ჯგუფის მომსახურეობა (ადგილზე) კმ-ზე | ცალი | 0.00 | 3.00 | * |
27 | წყლის მქანჩი (პომპა) | ცალი | 1350.00 | 450.00 | 6 თვე |
28 | თერმოსტატი | ცალი | 345.00 | 150.00 | 6 თვე |
29 | სტარტერი დიდი | ცალი | 2450.00 | 300.00 | 6 თვე |
30 | სტარტერი პატარა | ცალი | 1750.00 | 300.00 | 6 თვე |
31 | ძრავის ზეთის ვანა | ცალი | 1110.00 | 300.00 | 6 თვე |
32 | ბარაბანი წინა | ცალი | 1085.00 | 220.00 | 6 თვე |
33 | ბარაბანი უკანა | ცალი | 975.00 | 220.00 | 6 თვე |
34 | საქარე მინის გამწმენდი (დვორნიკი, წყვილი) | ცალი | 130.00 | 20.00 | 6 თვე |
35 | დინამო | ცალი | 2350.00 | 350.00 | 6 თვე |
36 | საწვავის მქაჩი (ნასოსი) | ცალი | 4780.00 | 700.00 | 6 თვე |
37 | საწვავის მქანჩი (ნასოსი) აღდგენა | ცალი | 0.00 | 1900.00 | 6 თვე |
38 | რესორი | ცალი | 1420.00 | 450.00 | 6 თვე |
39 | საბურავის ჭანჭიკი | ცალი | 75.00 | 15.00 | 3 თვე |
40 | ძრავის სადები ბალიში | ცალი | 375.00 | 450.00 | 3 თვე |
41 | ხელის მუხრუჭის ტროსი | ცალი | 445.00 | 150.00 | 3 თვე |
42 | ამორტიზატორი | ცალი | 770.00 | 250.00 | 6 თვე |
45 | წყლის რადიატორი | ცალი | 2825.00 | 300.00 | 6 თვე |
46 | მუხრუჭის ცენტრალური ბაჩოკი | ცალი | 1370.00 | 350.00 | 3 თვე |
47 | წინა კარის სახელური | ცალი | 245.00 | 80.00 | 3 თვე |
48 | წინა კარის საკეტი | ცალი | 245.00 | 120.00 | 3 თვე |
49 | წინა კარის ფიქსატორი | ცალი | 170.00 | 50.00 | 3 თვე |
50 | ძრავის ზეთის ვანის სადები | ცალი | 130.00 | 300.00 | 3 თვე |
51 | საწვავის გამანაწილებელი | ცალი | 735.00 | 150.00 | 3 თვე |
52 | საწვავის მაჩვენებელი | ცალი | 575.00 | 120.00 | 6 თვე |
53 | სპიდომეტრის ტროსი | ცალი | 245.00 | 115.00 | 6 თვე |
55 | რედუქტორი | ცალი | 13945.00 | 980.00 | 6 თვე |
56 | მუფტა | ცალი | 3685.00 | 980.00 | 6 თვე |
57 | 1 და უკანა სვლის კბილანა | ცალი | 890.00 | 900.00 | 6 თვე |
58 | 2 სიჩქარის კბილანა | ცალი | 895.00 | 6 თვე | |
59 | 3 სიჩქარის კბილანა | ცალი | 845.00 | 6 თვე | |
60 | 4 სიჩქარის კბილანა | ცალი | 845.00 | 6 თვე | |
61 | 5 სიჩქარის კბილანა | ცალი | 935.00 | 6 თვე | |
62 | სიჩქარის ფიქსატორი | ცალი | 745.00 | 6 თვე | |
63 | ჯალამბარი (ლებიოტკა) | ცალი | 6435.00 | 1200.00 | 6 თვე |
64 | წყლის მზიდის ავზის (ცისტერნა) პომპის შემოწმება | ცალი | 0.00 | 200.00 | * |
65 | წყლის მზიდის ავზის (ცისტერნა) პომპის გაწმენდა | ცალი | 0.00 | 500.00 | 10 დღე |
66 | წყლის მზიდის ავზის (ცისტერნა) პომპის აღდგენა | ცალი | 0.00 | 3500.00 | 6 თვე |
67 | ძრავის სადები (პრაკლატკა) | ცალი | 345.00 | 800.00 | 3 თვე |
68 | წინა მარჯვენა ნახევარღერძი | ცალი | 1795.00 | 350.00 | 6 თვე |
69 | საჭის მქანჩი ნასოსის აღდგენა | ცალი | 0.00 | 900.00 | 6 თვე |
70 | ჰიდრავლიკის სითხე | ლიტრი | 25.00 | 40.00 | 3 თვე |
71 | ჯალამბარის აღდგენა(მოხსნა დაყენება) | ცალი | 0.00 | 1800.00 | 6 თვე |
72 | ფეჩის რადიატორის აღდგენა | ცალი | 0.00 | 380.00 | 6 თვე |
73 | ფეჩის რადიატორის მოხსნა-დაყენება | ცალი | 350.00 | * | |
74 | გამაგრილებელი სითხე (ანტიფრიზი) | ლიტრი | 21.00 | 80.00 | 6 თვე |
75 | მოჭიდების მექანიზმის დისკის საფენი (ნაკლადკა) | ცალი | 375.00 | 0.00 | 6 თვე |
76 | მოჭიდების მექანიზმის დისკის შეცვლა (გადაკვრა) | ცალი | 0.00 | 250.00 | * |
77 | მინის საწმენდის მოტორი | ცალი | 975.00 | 0.00 | 6 თვე |
78 | მინის საწმენდის მოტორის შეცვლა | ცალი | 0.00 | 200.00 | * |
79 | საბურავის მოხსნა/დაყენება | ცალი | 0.00 | 90.00 | * |
80 | საბურავის დაშლა/აწყობა | ცალი | 0.00 | 60.00 | * |
81 | საბურავის შეკეთება | ცალი | 0.00 | 80.00 | 10 დღე |
82 | წყლის მზიდი ავზის (ცისტერნა) პომპა | ცალი | 9785.00 | 0.00 | 6 თვე |
83 | წყლის მზიდი ავზის (ცისტერნა) პომპის შეცვლა | ცალი | 0.00 | 3400.00 | * |
84 | რედუქტორის აღდგენა | ცალი | 980.00 | 12 თვე | |
85 | ბენზინის მილი | მეტრი | 265.00 | 120.00 | 12 თვე |
86 | დიზელის მილი | მეტრი | 335.00 | 120.00 | 12 თვე |
87 | დგუში და მასრა | ცალი | 1080.00 | 1950.00 | 6 თვე |
88 | ბარბაცა | ცალი | 975.00 | 6 თვე | |
89 | ძრავის თავაკის საფენი | ცალი | 217.00 | 6 თვე | |
90 | კლადიში (საფენი) | კომპლექტი | 663.00 | 6 თვე | |
91 | კარენოი | კომპლექტი | 665.00 | 6 თვე | |
92 | ვკლადიში ბარბაცა | ცალი | 435.00 | 6 თვე | |
93 | დგუშის რგოლები | კომპლექტი | 6 თვე | ||
94 | მასრის რეზინები | კომპლექტი | 235.00 | 6 თვე | |
95 | სარქველის შტანგა | ცალი | 335.00 | 6 თვე | |
96 | მუხლა ლილვის მოხეხვა | ცალი | 0.00 | 900.00 | 6 თვე |
97 | ძრავის თავის მოხეხვა | ცალი | 0.00 | 90.00 | 6 თვე |
98 | ძრავის დემონტაჟი/მონტაჟი | ცალი | 0.00 | 900.00 | 6 თვე |
99 | ძრავის სარემონტო სამუშაო | ცალი | 0.00 | 1950.00 | 6 თვე |
86430.00 | 36213.00 | ||||
ჯამი | 122643.00 |