შპს „ჯინო პარკი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის რუსუდან გიორგაძის სახით (ს/ნ 404906722; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ბეშენოვას ქუჩა N9/ლიპტოვის ქუჩა N8; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 09/08/2011) და შპს „ენჯი და...
შეთანხმება კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისა და გაუმჟღავნებლობის შესახებ
ქ. თბილისი 2020 წლის 16 ნოემბერი
წინამდებარე შეთანხმების მხარეები არიან:
შპს „ჯინო პარკი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის რუსუდან გიორგაძის სახით (ს/ნ 404906722; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ბეშენოვას ქუჩა N9/ლიპტოვის ქუჩა N8; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 09/08/2011) და შპს „ენჯი და კომპანია“, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxxx სახით (ს/ნ 400142573; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვა, (ნაკვეთი 1/175); სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 07/04/2015) (შემდგომში, ერთად მოხსენიებულნი, როგორც ,,გამამჟღავნებლები’’, ცალ-ცალკე მოხსენიებულნი, როგორც ,,გამამჟღავნებელი’’);
შპს „საზოგადოება“, წარმოდგენილი მისი დირექტორის სახელი გვარის სახით (ს/ნ 01010101011; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 01.01.2020) (შემდგომში „მიმღები“);
შეთანხმების საგანი
გამამჟღავნებლები ზეპირი, წერილობითი ან ნებისმიერი სხვა ფორმით მიაწვდიან მიმღებ მხარეს ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს გამამჟღავნებლების კომერციულ ან ტექნოლოგიურ საიდუმლოებას (შემდგომში „კონფიდენციალური ინფორმაცია“), რომლის საიდუმლოდ შენახვის და მესამე პირებისთვის არ გამჟღავნების ვალდებულებას იღებს მიმღები მხარე.
გამამჟღავნებლები მიმღებ მხარეს უზიარებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას გამამჟღავნებლების საჭიროებების სწორად გაგების მიზნით, რაც დაკავშირებულია მომავალში ქ. თბილისი, ბეშენოვას ქ. N20-ში (ს/კ N01.12.21.001.179) მდებარე 220 ნომრიან სასტუმროს კომპლექსსა და ქ. თბილისში, ბეშენოვას ქ. N9/ლიპტოვის ქ. N8-ში მდებარე აკვა-პარკში განსახორციელებელ პროგრამული უზრუნველყოფის სამუშაოებთან, რომლებიც უნდა განახორციელოს მიმღებმა მხარემ. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, კონფიდენციალურად ასევე მიიჩნევა ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მითითებული ინფორმაცია.
ინფორმაცია (როგორც სრულად, ასევე ნაწილობივ), რომელიც გადაეცემა მიმღებ მხარეს გამამჟღავნებლებისგან წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
მხარის საკორესპონდენციო ელ. ფოსტაზე, Skype-ში, Viber-ში, WhatsApp-ში თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებაში (განურჩევლად იმისა მითითებულია თუ არა იგი წინამდებარე ხელშეკრულებაში) ინფორმაციის გაგზავნა წარმოადგენს ოფიციალური კორესპონდენციის ერთ-ერთ საშუალებას და მასზე გაგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია არის კონფიდენციალური ინფორმაცია.
კონფიდენციალური ინფორმაცია
შეთანხმების 1.2. პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, კონფიდენციალურად ითვლება, თუმცა ამ ჩამონათვალით არ შემოიფარგლება, შემდეგი ინფორმაცია: გამამჟღავნებლის ან მისი კონტრაჰენტი პირის ფინანსური, კომერციული, სამართლებრივი, ტექნოლოგიური და სხვა სახის ინფორმაცია, საბუღალტრო მონაცემები, ინფორმაცია გამამჟღავნებლის ან მისი კონტრაჰენტის პარტნიორების, ასევე, კონტრაჰენტთან არსებული მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია, გამამჟღავნებლის კლიენტების, ფინანსური პოლიტიკის შესახებ, გამოგონებები და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სხვა ობიექტები, ასევე სავაჭრო საიდუმლოებები, სამუშაო მეთოდოლოგია, ნოუ-ჰაუ, სხვა სახის მონაცემები. ასევე ინფორმაცია, რომელიც ასეთად არის მიჩნეული გამამჟღავნებლის ან/და მისი კონტრაჰენტის მიერ და აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა დასაქმებულისათვის.
კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა და გადაცემა
მიმღები მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ გამამჟღავნებლების მიერ მისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაცია იყოს დაცული და არ იქნას გამჟღავნებული მესამე პირებისთვის.
მიმღებმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა დაიცვას კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა მესამე პირებისაგან.
კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მიმღები მხარის თანამშრომლებს და კონტრაქტორებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი კუმულატიური პირობა ერთდროულად არის დაკმაყოფილებული: (ა) დასაქმებულს/კონტრაქტორს სჭირდება კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა, რათა შეასრულოს სამუშაო მოვალეობები (ბ) დასაქმებულმა/კონტრაქტორმა ხელი მოაწერა არ გამჟღავნების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ეხებოდა გამამჟღავნებლების კონფიდენციალურ ინფორმაციას (დასაქმებულის/კონტრაქტორის მიერ ხელმოწერილი აღნიშნული ხელშეკრულება, მიმღებმა მხარემ უნდა წარუდგინოს გამამჟღავნებლებს).
მიმღებ მხარეს უფლება აქვს, კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს თავის აუდიტორებს, შემფასებლებს, კონსულტანტებს მხოლოდ გამამჟღავნებლების წერილობითი თანხმობით და იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნულმა პირებმა ხელი მოაწერეს მიმღებ მხარესთან ხელშეკრულებას კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ (ზემოაღნიშნული პირების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, მიმღებმა მხარემ უნდა წარუდგინოს გამამჟღავნებლებს)..
მიმღებ მხარეს აქვს უფლება, გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია გამამჟღავნებლების თანხმობის გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება დადგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით (მაგალითისთვის: საგამოძიებო ორგანოების მოთხოვნა, სასამართლოს მოთხოვნა და სხვა). ამ შემთხვევაში, მიმღები მხარე ვალდებულია, გამამჟღავნებლებს ამ ფაქტის შესახებ აცნობოს 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში.
პასუხისმგებლობა
მიმღები მხარე პასუხისმგებელია მისი ყველა თანამშრომლისა და კონტრაქტორის ქმედებებზე, რამაც გამოიწვია კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება ნებისმიერი მესამე მხარისათვის.
მიმღები მხარის, მისი თანამშრომლების ან კონტრაქტორის მიერ გამამჟღავნებლის კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში, გამამჟღავნებელს (თითოეულ გამამჟღავნებელს ცალ-ცალკე) უფლება აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიმღებ მხარეს პირგასამტეხლოს სახით დააკისროს 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდის ვალდებულება. ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად, მხარეები თანხმდებიან, რომ გამამჟღავნებელი უფლებამოსილია უაქცეპტოდ, მიმღები მხარის თანხმობის გარეშე, მოახდინოს დაკისრებული პირგასამტეხლოს დაკავება მიმღები მხარისთვის გადასახდელი თანხებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სპეციალური პირობები
წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები მოქმედებს იმისდა მიუხედავად, მომავალში მოხდება თუ არა მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმება წინამდებარე ხელშეკრულების 1.2. პუნქტში მითითებულ სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით.
წინამდებარე შეთანხმების მიხედვით, მიმღები მხარისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება არ წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების მიმღები მხარისთვის გასხვისებას ან ლიცენზირებას.
ყველა შემნახველი მოწყობილობა, რომელზეც კონფიდენციალური ინფორმაცია არის ჩაწერილი და გაცემული მიმღები მხარისათვის წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, არის გამამჟღავნებლების საკუთრება და ექვემდებარება დაბრუნებას ან/და განადგურებას მიმღები მხარის მიერ გამამჟღავნებელი მხარის პირველივე მოთხოვნისთანავე.
წინამდებარე შეთანხმების რომელიმე მხარის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, ასეთი მხარე მიიღებს ყველა ზომას კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად.
დასკვნითი დებულებები
კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის ვალდებულება ძალაშია მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების გაფორმების დღიდან და მოქმედებს უვადოდ.
წინამდებარე შეთანხებაში ცვლილებები და დამატებები შესაძლოა შევიდეს მხოლოდ წერილობითი ფორმით და მხოლოდ მხარეთა ორმხრივი შეთანხმების შედეგად.
წინამდებარე შეთანხმების ყველა დანართი და დამატება, მისი განუყოფელი ნაწილია და განიხილება წინამდებარე შეთანხმებასთან ერთიანობაში.
წინამდებარე შეთანხმების რომელიმე პუნქტის ან მუხლის ბათილობა არ იწვევს მთლიანი შეთანხმების ბათილობას.
შეთანხმება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ყველა ის საკითხი, რომელიც არ არის დარეგულირებული შეთანხმებაში, რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს საქართველოს სასამართლოში, ამასთან წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება გადასცეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები სხვა პირს, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
წინამდებარე შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე სამი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მიმღებ მხარეს, ორი კი გამამჟღავნებლებს.
გამამჟღავნებელი |
გამამჟღავნებელი |
მიმღები |
შპს „ჯინო პარკი“ ს/ნ 404906722 მისამართი: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ბეშენოვას ქუჩა N9/ლიპტოვის ქ. N8 დირექტორი: რუსუდან გიორგაძე
ხელმოწერა ______________ |
შპს, ,,ენჯი და კომპანია“ ს/ნ 400142573 მისამართი: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ბეშენოვას ქუჩა N9/ლიპტოვის ქ. N8 დირექტორი: xxxxx xxxxxxxx
ხელმოწერა ______________________
|
შპს „საზოგადოება“ დირექტორი სახელი გვარი ს/ნ 01010101011 იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი ელექტრონული ფოსტა: xxxx@xxxx.xxx
ხელმოწერა ______________________
|
გამამჟღავნებლები _____________________ მიმღები _____________________