• დეპოზიტის სარგებელი (საპროცენტო განაკვეთი): წლიური X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულება
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი
დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი
• დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული
• დეპოზიტის სარგებელი (საპროცენტო განაკვეთი): წლიური X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
• დეპოზიტის ერთჯერადი შენატანი: X ლარი/აშშ დოლარი/ევრო (განისაზღვრება
ინდივიდუალურად). თუ დეპოზიტის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 31 (ოცდათერთმეტი) კალენდარული დღით ადრე დეპოზიტარი არ განაცხადებს უარს დეპოზიტის ვადის ამოწურვის შემდეგ დეპოზიტის ვადის გაგრძელებაზე, მაშინ დეპოზიტის ვადის ამოწურვის დღიდან, დეპოზიტის და ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება დეპოზიტის თავდაპირველი ვადით და პირობებით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება დეპოზიტის ავტომატური გაგრძელების თარიღისთვის ბანკში ამავე პროდუქტისათვის დადგენილი ოდენობით, რის შესახებ ინფორმაციაც განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: xxxxx://xx.xx/xx/xxxxxxxx/xxxxxxxx/xxxxxxxx-0/xxxx-xxxxxxx. დეპოზიტის ვადის გაგრძელებამდე მოხდება დარიცხული სარგებლის რეალიზაცია. აღნიშნული წესით დეპოზიტის ვადის ავტომატურად გაგრძელება მოხდება დეპოზიტის მოქმედების ვადის ამოწურვის ყოველ ჯერზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბანკი მოკლებულია დეპიზიტის ვადის ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობას საკანონმდებლო მოთხოვნიდან/ აკრძალვიდან გამომდინარე.
• დეპოზიტის ვადა: X თვე, XX/XX/XX-დან XX/XX/XX-ის ჩათვლით.
• ბანკის თანხმობის შემთხვევაში, დეპოზიტარს უფლება აქვს, ვადაზე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება.
• პირგასამტეხლო დეპოზიტის ვადამდე შეწყვეტისთვის: სადეპოზიტო ანგარიშზე დეპოზიტის
განთავსების მომდევნო დღიდან დეპოზიტის შეწყვეტის დღემდე დეპოზიტის თანხაზე დარიცხული წლიური X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• „თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში“.
• ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულების პირობებში. ხელშეკრულების თავსართში მოცემული, მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, დეპოზიტარის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ინფორმირება არ არის საჭირო, თუ ცვლილება ხორციელდება დეპოზიტარის სასარგებლოდ ან ცვლილება არ აუარესებს მის მდგომარეობას.
• დეპოზიტარი უფლებამოსილია წარადგინოს პრეტენზია მომხმარებლის გამოცდილების
მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებაში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
დეპოზიტის უცხოურ ვალუტაში განთავსების შემთხვევაში, ხელშეკრულებას ემატება ჩანაწერი: უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს
მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
• ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.
• ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში, გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართელოს ეროვნული ბანკის ვებგვერდისა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელი ხაზის 032 2 406 406 მეშვეობით.
თარიღი
xxxxxxx xxxxxxxxx ხელშეკრულება
ერთის მხრივ სს “ბაზისბანკი” (შემდგომში “ბანკი”) და მეორეს მხრივ სახელი, გვარი (შემდგომში “დეპოზიტარი”), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ბანკი უხსნის დეპოზიტარს სადეპოზიტო ანგარიშს, დეპოზიტარი რიცხავს სადეპოზიტო ანგარიშზე X ლარს
(განისაზღვრება ინდივიდუალურად), ხოლო ბანკი სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხულ თანხას არიცხავს სარგებელს.
1.2. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2024 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 30 000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში და მიკრობანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: xxx.xxxxxxxx.xx
მუხლი 2. დეპოზიტის ვადა და პირობები
2.1. დეპოზიტის ვადა: X თვე, XX/XX/XX-დან XX/XX/XX-ის ჩათვლით. თუ დეპოზიტის ვადის ამოწურვამდე
არანაკლებ 31 (ოცდათერთმეტი) კალენდარული დღით ადრე დეპოზიტარი არ განაცხადებს უარს დეპოზიტის ვადის ამოწურვის შემდეგ დეპოზიტის ვადის გაგრძელებაზე, მაშინ დეპოზიტის ვადის ამოწურვის დღიდან, დეპოზიტის და ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება დეპოზიტის თავდაპირველი ვადით და პირობებით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება დეპოზიტის ავტომატური გაგრძელების თარიღისთვის ბანკში ამავე პროდუქტისათვის დადგენილი ოდენობით, რის შესახებ ინფორმაციაც განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: xxxxx://xx.xx/xx/xxxxxxxx/xxxxxxxx/xxxxxxxx-0/xxxx-xxxxxxx. დეპოზიტის ვადის გაგრძელებამდე მოხდება დარიცხული სარგებლის რეალიზაცია. აღნიშნული წესით დეპოზიტის ვადის ავტომატურად გაგრძელება მოხდება დეპოზიტის მოქმედების ვადის ამოწურვის ყოველ ჯერზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბანკი მოკლებულია დეპიზიტის ვადის ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობას საკანონმდებლო მოთხოვნიდან/აკრძალვიდან გამომდინარე.
2.2. დეპოზიტის სარგებელი
• დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული.
• დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად) (ეს პირობა ემატება დეპოზიტის უცხოურ ვალუტაში განთავსების შემთხვევაში)
2.3. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, მოსთხოვოს, ხოლო დეპოზიტარი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც განისაზღვრება სადეპოზიტო ანგარიშზე დეპოზიტის განთავსების მომდევნო დღიდან დეპოზიტის შეწყვეტის დღემდე დეპოზიტის თანხაზე დარიცხული წლიური X%-ით (განისაზღვრება ინდივიდუალურად). მსესხებელი უფლებას ანიჭებს ბანკს და თანახმაა, რომ დეპოზიტის შეწყვეტისთანავე ბანკმა დეპოზიტარის ნებისმიერი ანგარიშიდან უაქცეპტო წესით ჩამოჭრას პირგასამტეხლოს სრულად დასაფარად საკმარისი თანხა, მათ შორის, მოახდინოს პირგასამტეხლოს გაქვითვა ხელშეკრულების „2.2.“ პუნქტის შესაბამისად დეპოზიტზე დარიცხული (როგორც გაცემული, ასევე გაუცემელი) სარგებლის ან/და დეპოზიტის თანხიდან, ხოლო დარჩენილი თანხა ჩარიცხოს „2.8.“ – „2.9.“ პუნქტების შესაბამისად, სათანადო ანგარიშ(ებ)ზე. ამ პუნქტში აღწერილ შემთხვევაში, ხელშეკრულება ითვლება ვადამდე შეწყვეტილად დეპოზიტარის მიერ.
2.4. დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვა იწყება სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების მომდევნო დღიდან, დეპოზიტის ვადის ამოწურვის ან დეპოზიტის ვადამდე შეწყვეტის დღემდე, წელიწადში 365 (სამასსამოცდახუთი) დღეზე გადაანგარიშებით.
2.5. სადეპოზიტო ანგარიშზე/ანგარიშიდან თანხის ჩარიცხვა, შეტანა, გადარიცხვა და გატანა შესაძლებელია მხოლოდ დეპოზიტარის მიმდინარე ანგარიშის ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშის მეშვეობით.
2.6. ბანკის თანხმობის შემთხვევაში, დეპოზიტარს უფლება აქვს, ვადაზე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება. შესაბამისად, დეპოზიტარის მიერ ამ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხის გატანა/გადარიცხვა დაუშვებელია, თუ ბანკის მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
2.7. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ ამ ხელშეკრულებაში, დეპოზიტის სარგებლის საპროცენტო განაკვეთის ოდენობა არასწორედ იქნება მითითებული (კერძოდ, თუ ხელშეკრულებაში მითითებული საპროცენტო განაკვეთი ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის ბანკში დადგენილი ვადიანი დეპოზიტის სარგებლის საპროცენტო განაკვეთისგან განსხვავებულია 7 (შვიდი) ან უფრო მეტი ერთეულით) დეპოზიტის სარგებელი განისაზღვრება ამ ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის ბანკში არსებული ვადიანი დეპოზიტისათვის დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ოდენობით.
2.8. სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხა დეპოზიტის ვადის ამოწურვის შემდეგ ან დეპოზიტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, გადაირიცხება დეპოზიტარის ანგარიშზე (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
2.9. დეპოზიტზე დარიცხული სარგებელი ყოველთვიურად, დეპოზიტის გახსნის თარიღიდან ყოველ 1 (ერთი) თვიან პერიოდში, დეპოზიტის გახსნის რიცხვში (თუ ეს დღე ემთხვევა უქმე/არასაბანკო დღეს, მაშინ სარგებლის დარიცხვა მოხდება მომდევნო საბანკო დღეს) / დეპოზიტის ვადის ამოწურვის დღეს (თუ ეს დღე ემთხვევა უქმე/არასაბანკო დღეს, მაშინ სარგებლის დარიცხვა მოხდება მომდევნო საბანკო დღეს), ასევე დეპოზიტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ან დეპოზიტის ვადის ავტომატურად გაგრძელებამდე, გადაირიცხება დეპოზიტარის N ანგარიშზე
(განისაზღვრება ინდივიდუალურად).
მუხლი 3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. დეპოზიტარი ვალდებულია:
3.1.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს.
3.1.2. ამ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის სურვილის შესახებ აცნობოს ბანკს ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლით დადგენილი ფორმით.
3.2. დეპოზიტარს უფლება აქვს:
3.2.1. მიიღოს დეპოზიტზე რიცხული თანხა და შესაბამისი სარგებელი ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
3.2.2. საკომისიო გადასახადის გარეშე მიიღოს ინფორმაცია მის სადეპოზიტო ანგარიშზე ოპერაციების წარმოების შესახებ.
3.2.3. წარადგინოს პრეტენზია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში და/ან ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება. პრეტენზიის მიღების და განხილვის პროცედურა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში. xxxxxx მიერ პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე სათანადო ფორმით შედგენილი პრეტენზიის ბანკის მიერ მიღების დღიდან.
3.3. ბანკი ვალდებულია:
3.3.1. მიიღოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, როგორც ვადიანი დეპოზიტი და დაარიცხოს მას სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
3.3.2. დეპოზიტარზე გასცეს დეპოზიტზე რიცხული თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი სარგებელი ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, იმავე ვალუტაში.
3.3.3. დაიცვას საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობა, არ გასცეს ასეთი ინფორმაცია მესამე პირზე დეპოზიტარის თანხმობის გარეშე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
3.3.4. 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში განიხილოს დეპოზიტარის მომართვა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის სურვილის შესახებ და მიიღოს გადაწყვეტილება დეპოზიტარის თხოვნის დაკმაყოფილების ან დეპოზიტარის თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3.4. ბანკს უფლება აქვს:
3.4.1. განკარგოს ვადიანი დეპოზიტის ანგარიშზე რიცხული თანხა საკუთარი სახელითა და შეხედულებისამებრ.
3.4.2. დეპოზიტარის დამატებითი თანხმობის გარეშე გაუხსნას მას მიმდინარე ანგარიში ნებისმიერ ვალუტაში იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ დეპოზიტარს არ აქვს ასეთი ანგარიში ან/და საჭიროა ასეთი ანგარიშის დამატებით გახსნა.
მუხლი 4. ხელშეკრულების ძალაში შესვლა
4.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ ბანკში დეპოზიტის თანხის განთავსების და ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლში განსაზღვრული ხანგრძლივობით.
მუხლი 5. დავების გადაწყვეტის წესი
5.1. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წყდება მხოლოდ მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად.
5.2. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მხარეთა შორის დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. განსაკუთრებული დებულებები
6.1. ბანკს უფლება აქვს დეპოზიტარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ დეპოზიტის უზრუნველყოფით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გამოუყოს დეპოზიტარს ან მესამე პირს ბანკში არსებული ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტი.
6.2. იმ მომენტიდან, როდესაც დეპოზიტი გახდება “6.1.“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალება (მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება), ბანკს ეძლევა დეპოზიტის და მასზე დარიცხული სარგებლის ხარჯზე თავისი მოთხოვნ(ებ)ის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა კრედიტორთან შედარებით.
6.3. დეპოზიტარი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის/გაქვითვის მიზნით, უაქცეპტო წესით ჩამოწეროს დავალიანების შესაბამისი თანხები დეპოზიტიდან და დახუროს (შეწყვიტოს) სადეპოზიტო ანგარიში. ამასთან, დეპოზიტარი უფლებას ანიჭებს ბანკს და თანახმაა, რომ, თუ დავალიანება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ბანკმა განახორციელოს ვალდებულებათა სრულად დასაფარად საკმარისი თანხის კონვერტაცია თანხის ჩამოწერის
მომენტისათვის ბანკში დადგენილი კომერციული გაცვლითი კურსით. ამ პუნქტით აღწერილ შემთხვევაში, ხელშეკრულება ითვლება ვადამდე შეწყვეტილად დეპოზიტარის მიერ.
6.4. წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია: (ა) მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ან/და ბანკის დისტანციური მომსახურების არხის მეშვეობით დადებული შეთანხმებით, ან (ბ) ბანკის მიერ, ცალმხრვად, რა დროსაც xxxxxx მიერ დეპოზიტარს შეტყობინება ეგზავნება ცვლილებ(ებ)ის ძალაში შესვლამდე არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულებასა და მის თავსართში მოცემული მნიშვნელოვან პირობებში ცვლილების შემთხვევაში), ან არანაკლებ 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების და/ან სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში), ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ფორმითა და წესით. თუ დეპოზიტარი არ ეთანხმება ცვლილებას, იგი უფლებამოსილია, ცვლილების ძალაში შესვლამდე შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებით. ასეთ შემთხვევაში, დეპოზიტი არ მიიჩნევა დეპოზიტარის მხრიდან ვადამდე შეწყვეტილად და არ მოქმედებს ამ ხელშეკრულების “2.3.” პუნქტით დადგენილი პირობა.
6.5. იმ შემთხვევაში, თუ დეპოზიტარი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების “6.4.” პუნქტში აღწერილი უფლებით, xxxxxx მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება დეპოზიტარის მიერ მიღებულად, ხოლო ხელშეკრულება შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
6.6. ბანკს არ ევალება დეპოზიტარის ინფორმირება ხელშეკრულების ისეთ ცვლილებაზე (დამატებაზე), რომელიც ხორციელდება დეპოზიტარის სასარგებლოდ ან რომელიც არ აუარესებს დეპოზიტარის მდგომარეობას და უფლება აქვს, ძალაში შეიყვანოს ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx და/ან ბანკის სერვისცენტრებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსებისთანავე.
6.7. დეპოზიტარი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, მისი დამატებითი თანხმობის გარეშე:
6.7.1. კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი, დეპოზიტარის შესახებ პერსონალური და/ან ბიომეტრიული მონაცემები.
6.7.2. დაამუშავოს დეპოზიტარის შესახებ ნებისმიერი მესამე პირისაგან და/ან თავად დეპოზიტარისაგან მიღებული, აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი ნებისმიერი პერსონალური და/ან ბიომეტრიული მონაცემი, მათ შორის გამოიყენოს მოპოვებული მონაცემი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
მუხლი 7. შეტყობინება
7.1. მხარეთა შეტყობინება ხორციელდება წერილობით, დისტანციური არხ(ებ)ი (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი), ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც - ელექტრონული ფოსტა, ან სატელეფონო (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) შეტყობინება.
7.2. ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია შესაბამისი წესით (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
7.2.1. კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ - გაგზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია დეპოზიტარის მიერ - ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო საბანკო დღეს;
7.2.2. xxxxxx მიერ შეტყობინების ელექტრონული ფოსტის, დისტანციური არხის (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკის, xxxxxx xxxxxx) ან ტელეფონის (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში
– გაგზავნის თარიღის მომდევნო საბანკო დღეს.
7.3. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის გამო: (ა) ამ ხელშეკრულების “7.1.” პუნქტში მითითებულ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, (ბ) ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან (გ) ადრესატი თავს აარიდებს შეტყობინების მიღებას.
7.4. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, დეპოზიტარი თანახმაა შეტყობინება მიიღოს ამ მუხლით დადგენილი წესითა და ფორმით.
7.5. დეპოზიტარი ვალდებულია ცვლილების განხორციელებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში, წერილობით აცნობოს ბანკს სახელი/გვარის (სახელწოდების), საპასპორტო მონაცემების (რეგისტრაციის მონაცემების), მისამართის (იურიდიული/ფაქტიური) და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ) ცვლილებების შესახებ.
7.6. xxxxx xxxxxx არ აგებს დეპოზიტარის მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგებზე.
მუხლი 8. სხვა პირობები
8.1. ურთიერთობები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (მისამართი: თბილისი, xxxxxxxxx x.0), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.3. ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) იდენტურ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.
მუხლი 9. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები ბანკი: სააქციო საზოგადოება "ბაზისბანკი", საიდენტიფიკაციო კოდი: 203841833, მისამართი: 0103 საქართველო, ქ. თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი N1. xxxxxxxx: x000 000 000 000, ელექტრონული ფოსტის მისამართი: xxxx@xxxxxxxxx.xx, საბანკო საქმიანობის ლიცენზია N173, გაცემის თარიღი 04.11.1993 წ.
დეპოზიტარი: (მიეთითება რეკვიზიტები)