Contract
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №
ქ. xxxxxx xxxxxxxxxx 2018 წ.
ერთი მხრივ, შპს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“, წარმოდგენილი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxxxxx სახით (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორე მხრივ, ---------------------------------, მისი
დირექტორის -------------------------- სახით (შემდგომში „მიმწოდებელი“), „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და შემსყიდველის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, ვდებთ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ტერმინთა განმარტებები ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. „შემსყიდველი ორგანიზაცია“ (შემდგომში - „შემსყიდველი“) - ორგანიზაცია, რომელიც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხებით ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას;
1.2. „მიმწოდებელი“ - პირი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ ტენდერში
(NAT );
1.3. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“)- შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, მასზე თანდართული და მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 1.2 პუნქტში მითითებული, ტენდერისათვის წარმოდგენილი ყველა დოკუმენტით, მათ შორის:
1.3.1 სახელმწიფო შესყიდვის ფასი და პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დანართი №1;
1.4 „ხელშეკრულების ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.5 „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სამედიცინო აპარატურის (შემდგომში „საქონელი“) სახელმწიფო შესყიდვა.
2.2 შესყიდვის ობიექტის კლასიფიკატორის კოდი: 33197000 - სამედიცინო კომპიუტერული აპარატურა.
2.3 შესყიდვის ობიექტის დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა და ერთეულის ფასი განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად.
2.4 დაფინანსების წყარო 2018 წლის საკუთარი შემოსავლები.
2.5 შესყიდვის საშუალება - ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დანართი №1-ის შესაბამისად და შეადგენს 14760 (თოთხმეტიატას შვიდას სამოცი) ლარს.
3.2 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც მომსახურების ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს, დღგ-ის ჩათვლით.
4. საქონლის მიწოდების ვადა და ადგილი
4.1 საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში.
4.2 საქონლის მიწოდების ადგილი ქ. xxxxxx, xxxxxxxxxx N2.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1 მიმწოდებლის მიერ აღებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს ხელშეკრულების შესრულების კონტროლი.
5.2 შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს შემსყიდველი ან მოწვეული ექსპერტი.
5.3 ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია:
5.3.1 გაუწიოს კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადების დაცვას;
5.3.2 დაადგინოს გაწეული მომსახურების ან/და მისი ნაწილის ხარისხის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;
5.3.3 გააფორმოს მიმწოდებელთან მიღება-ჩაბარების აქტი და უზრუნველყოს გაწეული მომსახურების მიღება.
6. საქონლის საგარანტიო პირობები და ვადები
6.1 მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მიწოდებული საქონელი იქნება ხარისხიანი. ვარგისიანობის პერიოდი საქონლის მიღებიდან არანაკლებ 12 თვე.
6.2 მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს წუნდებული/ხარვეზიანი საქონლის ჩანაცვლება შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
6.3 მიმწოდებლის მიერ საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.
6.4 შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს უარი განაცხადოს წუნის გამოსწორებაზე.
6.5 შემსყიდველი უფლებამოსილია მოწოდებულ საქონელს შერჩევითად ჩაუტაროს სათანადო ექსპერტიზა, შესაბამისობის დასადგენად. თუ ექსპერტიზით დადგინდება საქონელი შეუსაბამობა სარეგისტრაციო დოკუმენტებთან და შემსყიდველის მოთხოვნებთან, მიმწოდებელს ყოველ ასეთ შემთხვევაზე დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად.
7. საქონლის მიღება-ჩაბარების წესი
7.1 მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საოქნელი ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე.
7.2 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.
7.3. მიღება-ჩაბარების აქტი დგება საქონლის (ან მისი ნაწილის) მიწოდების დასრულების შემდეგ.
7.4. საქონლის მიღება და საბოლოო შემოწმება ხდება საქონლის მიწოდების ადგილზე.
7.5 საქონლის (ან მისი ნაწილის) მიღების ან/და საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
8. ანგარიშსწორების პირობები და ვადები
8.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მოცულობის შესაბამისად, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე;
8.2 ანგარიშსწორება განხორციელდება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე.
8.3 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8.4 შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო მიმწოდებელი თანახმაა ხელშეკრულების 12.3 და 12.4 პუნქტებით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვითოს ყოველი მიღება- ჩაბარების აქტის შესაბამისი, მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან.
8.5 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის და გადასახდელის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
9. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
9.1 შემსყიდველი და მიმწოდებელი მოქმედებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნათა სრული დაცვით.
9.2 შემსყიდველი უფლებამოსილია:
9.2.1 განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე;
9.2.2 მიმწოდებლისგან მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში;
9.3 შემსყიდველი ვალდებულია:
9.3.1. მოახდინოს მიმწოდებელთან ანგარიშსწორება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
9.3.2 განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
9.3.3 მიმწოდებელი უფლებამოსილია: |
მოითხოვოს შემსყიდველისგან გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; |
მიმწოდებელი ვალდებულია:
9.4.1 მიაწოდოს შემსყიდველს ხარისხიანი საქონელი;
9.4.2 მომსახურების გაწევა განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ის შესაბამისად.
9.4.3 განიხილოს შემსყიდველის პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე. აგრეთვე, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის;
9.4.4 შემსყიდველს უმოკლეს ვადაში აცნობოს მისი ორგანიზაციის მოსალოდნელი რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის შესახებ;
9.4.5 განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
10. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
10.1 ხელშეკრულების დამდებ არც ერთ მხარეს უფლება არ აქვს ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
10.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
10.3 დაუშვებელია ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევისა.
10.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
10.5 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს შეთანხმების სახით, რომელიც თან დაერთვება ხელშეკრულებას და ჩაითვლება მის განუყოფელ ნაწილად.
11. ხელშეკრულების შეწყვეტა
11. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
11.1.1 მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
11.1.2 ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო;
11.1.3 საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
11.2 შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება (მთლიანად ან ნაწილობრივ), თუ:
11.2.1 მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
11.2.2 მიმწოდებელი სისტემატიურად ან/და უხეშად არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
11.2.3 მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან გაგრძელებულ ვადებში ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას;
11.2.4 მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
11.2.5 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
12. მხარეთა პასუხისმგებლობა
12.1 მხარეები იღებენ ვალდებულებას, აუნაზღაურონ მეორე მხარეს მათ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი, მოქმედი კანონმდებლობით
განსაზღვრული წესით.
12.2 შემსყიდველი პასუხისმგებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევისათვის. ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია პირგასამტეხლოს სახით მიმწოდებელს გადაუხადოს გადასახდელითანხის 0.02% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
12.3 მიმწოდებელი პასუხისმგებელია საქონლის მიწოდების ვადების დარღვევისათვის. ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაში იგი ვალდებულია, პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს გადაუხადოს მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.02% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
12.4 თუ მიმწოდებელი საგარანტიო ვადის პერიოდში არ განახორციელებს წარმოქმნილი ხარვეზის გამოსწორებას 6.3 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრება პირგასამტეხლოს სახით მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.02% პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. იმ შემთხვევაში თუ თანხა სრულად ანაზღაურებულია მიმწოდებელს დაეკისროს ზარალის ანაზღაურება სრულად.
12.5 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან.
12.6 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ისოდენობით.
12.7 ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ შეუსრულებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრება დარჩენილი ვალდებულის ღირებულების 10%-ისოდენობით.
13. ფორს-მაჟორი
13.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით ან/და მხარეები ხელშეკრულების შესრულების პროცესში წააწყდებიან ისეთ ხელშემშლელ გარემოებებს, რომელიც გამოწვეულია მათგან დამოუკიდებელი სხვა ობიექტური მიზეზებით. ასეთი ვითარების არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
13.2 ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველის ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ფორს- მაჟორს მიეკუთვნება ბუნებრივი ხდომილებანი ან პოლიტიკური, სამხედრო, სამართლებრივი, შრომითი, სოციალური, საგანგებო და შეუქცევადი გარემოებები (დაუძლეველი ძალა), როგორიცაა ომი, სტიქიური მოვლენები, ეპიდემია და აშ.
13.3 მხარე, რომელიც ხელშეკრულების 13.1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გამო ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზებისა და მისი შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ, ხოლო შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს ფორს-მაჟორული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს წერილში მოყვანილ გარემოებებს.
13.4 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
13.5 ხელშეკრულების 13.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვის შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან გადახედონ ხელშეკრულების პირობებს და შეიტანონ მასში შესაბამისი ცვლილება ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ან/და ვადამდე შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება.
14. დავების გადაწყვეტა
მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
15. ხელშეკრულების სხვა პირობები
15.1 ხელშეკრულების არც-ერთ მხარეს არა აქვს უფლება მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება- მოვალეობანი;
15.2 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
15.3 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან თითო ეგზემპლიარი ინახება ხელშეკრულების მონაწილე მხარეებთან.
16. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ხელშეკრულება ძალაშია მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
17. რეკვიზიტები
„შემსყიდველი“ შპს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“ ს.კ. 231184232 მის: ქ. xxxxxx, xxxxxxxxxx ქ. N2 ტელ: 0(350)271232 599502127 დირექტორი xxxxxx xxxxxxxxxxxxxx | „მიმწოდებელი“ ს.კ. ------------------------ მის: ------------------------ ბანკი ---------- ა/ა ----------- ტელ: ----------------- დირექტორი |