სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N 44
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N 44
ქ. სამტრედია 02 სექტემბერი 2021 წელი
ერთის მხრივ ააიპ ,, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება’’ ს/კ 438728708 (შემდგომში ”შემსყიდველი”) წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,საფუძველი 2014“ დირექტორი xxxxx xxxxxxxxxxxx ს/კ 404468722 (შემდგომში მომწოდებელი), მონეტარული ზღვრის დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ადასტურებენ რომ არ იმყოფებიან ერთმანეთთან ინტერსთა კონფლიქტში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე დებენ წინამდებარე შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1. ”ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” (შემდგომში - ხელშეკრულება) - შემსყიდველს და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით. ხელშეკრულება შედგენილია 2 თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად ქართულ ენაზე, აქედან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მიმწოდებელს, მეორე შემსყიდველს.
1.2. ”ხელშეკრულების ღირებულება” - ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულების სანაცვლოდ.
1.3. ”დღე”, კვირა”, ”თვე” - კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4.”შემსყიდველი” - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. ”მიმწოდებელი” - პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურეობის გაწევას, ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6. მომსახურეობა - ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემდეგი სატრანსპორტო საშუალების ამწეს მომსახურეობა: ამწე-კალათა სახ.ნომ. PP123KK
CPV კოდი : ამწეებისა და ოპერატორების დაქირავება-45510000
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრება სამუშაოს მოცულობის მიხედვით 600(ექცსასი) ლარი
.კერძოდ: ამწე -კალათა სახ. ნომრით PP123KK ქირავნობა - 1 დღე 600 ლარი სულ 600 ლარი.
3.2 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურეობის გაწევასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანადაფინანსების თავისებურებათა გათვალისწინებით.
3.3 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად საგადასახადო დოკუმენტაციის ან მიღება-ჩაბარების აქტის დამოწმებიდან 10 დღის ვადაში.
4. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
4.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში.
4.2. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება იწარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის ან/და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე.
5. მიღება-ჩაბარების წესი
5.1 გაწეული მომსახურეობა შემსყიდველის მიერ ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის ან/და საგადასახადო დოკუმენტაციის მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდეგ.
5.2. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ან საგადასახადო დოკუმენტაციაზე ხელმომწერ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ააიპ ,, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანების ადა კეთილმოწყობის გაერთიანება’’-ის დირექტორი x. xxxxxx.
6. მომსახურეობის გაწევის ადგილი და ვადა
6.1. მომსახურეობის გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
7. მხარეთა უფლება-მოვალეობები
7.1. შემსყიდველი უფლებამოსილია.
ა) ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ინსპექტირება;
7.2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს გაწეული მომსახურეობის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
7.3. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველს გაწეული მომსახურეობის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
7.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) მომსახურეობის გაწევა უზრუნველყოს ხარისხიანად. ბ) xxxxxx აგოს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე.
8. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება
8.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას განახორციელებ ააიპ ,, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება’’-ს შესყიდვების კოორდინატორი.
8.2. ინსპექტირება გულისხმობს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების გაწეული მომსახურეობის ხარისხის კონტროლს
8.3. ყველა გამოვლენილი ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის.
9.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,02%-ის ოდენობით.
9.2. იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2(ორი)%-ს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზრაურება.
9.3. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
10.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
10.2. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალქო
კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით.
10.4. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
10.5. მხარე ვალდებულია არანაკლებ 5 დღით ადრე წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეატყობინოს მეორე მხარეს 10.4. პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების განზრახვის თაობაზე.
10.6. ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
11. დაუძლეველი ძალა
11.1 მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.
11.2. თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
11.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
12. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
12.1 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2021 წლის 02 სექტემბრიდან 2021 წლის 02 ნოემბრამდე.
14. მხარეთა რეკვიზიტები
დამქირავებელი :
LLIP
Digitally signed by LLIP Corporation of Greenery and
დაქირავებული:
LTD
Digitally signed by LTD
Corporation of
Greenery and
Public Services
SAFUDZV SAFUDZVELI 2014
Public Services and amenities
and amenities
Date: 2021.09.02
15:59:55 +04'00'
XXX 2014
Date: 2021.09.03
13:37:09 +04'00'
ა.ა.ი.პ. ,, სამტრედიის მუნიციპალიტეტის შპს ,,საფუძველი 2014“
გამწვანებისა და კეთილმოწყობის ს/კ 404468722 გაერთიანება’’
ქ.სამტრედია, 9 აპრილის N 4 საქართველოს ბანკი BAGA GE22 საინდ/კოდი 438728708
XX00XX0000000000000000
დირექტორი: xxxxxx xxxxxx
Kaladze
Elguja
Digitally signed by Xxxxxx Xxxxxxx
Date: 2021.09.02
15:59:12 +04'00'