ხელშეკრულება N მომსახურების შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულება N მომსახურების შესყიდვის შესახებ
2019 წელი ქ. თბილისი
ერთის მხრივ შპს „სტარტაპ საქართველო“ (შემდგომში ”შემსყიდველი”) წარმოდგენილი მისი
დირექტორის xxxxxx xxxxxxx სახით და მეორეს მხრივ _ (შემდგომში –
,,მიმწოდებელი”), წარმოდგენილი მისი
სახით, “სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის და ელექტრონულ ტენდერში (SPA ) გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომ _ “ხელშეკრულება”) _ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3. „მზღვეველი“ - იგივე მიმწოდებელი;
1.4. „დამზღვევი“ - შპს „სტარტაპ საქართველო“(იგივე შემსყიდველი);
1.5. „დაზღვეული“ (პოლისის მფლობელი) - პირები, რომლებიც დამზღვევთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებიან. ასევე, აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები, რომელთა სასარგებლოდაც ხორციელდება წინამდებარე დაზღვევა და რომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, სადაზღვევო პოლისის პირობების გათვალისიწნებით წარმოადგენს წინამდება შესყიდვის საგანს;
1.6. „ოჯახის წევრი“ - მეუღლე 65 და შვილები 21 წლის ასაკამდე;
1.7. „ოჯახის სხვა წევრები“ - შვილები 21 წლის ასაკს ზევით, მეუღლე 65 წლის ასაკს ზევით და მშობლები (ასაკის შეუზღუდავი);
1.8. „სამედიცინო დაწესებულება“ - საქართველოს ფარგლებში მოქმედი ნებისმიერი ლიცენზირებული დაწესებულება (როგორც პროვაიდერი, ისე არაპროვაიდერი), რომელშიც დაზღვეული მიიღებს სამედიცინო მომსახურებას;
1.9. „სადაზღვევო პერიოდი“ - პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დაზღვეული პირი ითვლება დაზღვეულად;
1.10. „პროვაიდერი“ - მზღვეველთან საკონტრაქტო ურთიერთობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულება;
1.11. „სადაზღვევო თანხა“- სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური სიდიდე - მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ლიმიტი;
1.12. „სადაზღვევო პოლისი” – ბარათი, რომელსაც ფლობს დაზღვეული ხელშეკრულების
საფუძველზე და რომელიც ასახავს მის სასარგებლოდ განხორციელებულ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, სადაზღვევო დაფარვებს;
1.13. „სადაზღვევო ანაზღაურება“ - თანხის ოდენობა, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი უხდის დამზღვევს/დაზღვეულს დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
1.14. „სადაზღვევო პრემია“ - დამზღვევის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განსაზღვრულია დაზღვევის ხელშეკრულებით და რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო მომსახურების საფასურს/ღირებულებას;
1.15. „დაზღვევის ტერიტორია“ - საქართველოს ტერიტორია;
1.16. „სადაზღვევო შემთხვევა“ - სადაზღვევო დაფარვით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის ხდომილება (სამედიცინო მომსახურების მიღების საჭიროება და/ან ასეთის მიღება დაზღვეულის მიერ), რომელიც წარმოშობს მზღვეველის ვალდებულებას, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
1.17. „სადაზღვევო რისკი” - მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა.
1.18. “უბედური შემთხვევა” - უეცარი, მოულოდნელი მოვლენა, რომელიც მოხდა დაზღვეულის ნებისგან დამოუკიდებლად, გამოწვეული თვალსაჩინო გარეგანი ძალის ზემოქმედების შედეგად და გამოიწვია სხეულის დაზიანება, დაზღვეულის შრომის უნარის მუდმივი შეზღუდვა ან სიკვდილი;
1.19. “გარდაცვალება” (ლეტალური შედეგი) – ადამიანის ტვინის ფუნქციონირების შეუქცევადი შეწყვეტა;
1.20. “სტანდარტული გამონაკლისი” - ის შემთხვევა, რომელიც დაზღვევის პირობების შესაბამისად არ ითვლება სადაზღვევო შემთხვევად და არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
1.21. „ფორს-მაჟორი“ - სტიქიური მოვლენა, გაფიცვა, ლოკაუტი, ტერორისტული აქტი, დივერსია, საბოტაჟი, საომარი/საბრძოლო მოქმედება, სამოქალაქო მღელვარება, რევოლუცია, ეპიდემია, კონფისკაცია, ნაციონალიზაცია, რეკვიზიცია და სხვა მსგავსი მოვლენები, რომლებიც მხარ(ეებ)ის კონტროლს არ ექვემდებარება და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია;
1.22. „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე;
1.23. „მომსახურება“ - წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი;
1.24. „ინსპექტირება“ - ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.
1.25. საერთო სადაზღვევო პერიოდი – დროის შუალედი, რომლის განმავლობაშიც დაზღვევის ხელშეკრულება ძალაშია.
1.26. ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდი – დროის შუალედი, რომლის განმავლობაშიც კონკრეტული დაზღვეულის მიმართ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო დაფარვები ძალაშია;
1.27. ინდივიდუალური გამომუშავებული პრემია - საერთო სადაზღვევო პერიოდის შიგნით აღებული კონკრეტული თარიღისათვის კონკრეტული დაზღვეულის გამომუშავებული პრემია წარმოადგენს:
ა) იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდი დასრულებულია კონკრეტული თარიღისათვის - მისი მთლიანი ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდის შესაბამის ჯამურ პრემიას;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდი არ არის დასრულებული კონკრეტული თარიღისათვის - მისი მთლიანი ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდის შესაბამისი ჯამური პრემიის იმ ნაწილს, რა ნაწილსაც შეადგენს ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ზემოთ აღნიშნულ კონკრეტულ თარიღამდე გასული დღეების რაოდენობა მთლიანი ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდის დღეებში გაზომილ ხანგრძლივობასთან მიმართებაში;
1.28. ინდივიდუალური გამოუმუშავებელი პრემია - საერთო სადაზღვევო პერიოდის შიგნით აღებული კონკრეტული თარიღისათვის კონკრეტული დაზღვეულის გამოუმუშავებელი პრემია წარმოადგენს სხვაობას მისი მთლიანი ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდის შესაბამის ჯამურ პრემიასა და ინდივიდუალურ გამომუშავებულ პრემიას შორის;
1.29. საერთო გამომუშავებული პრემია – საერთო სადაზღვევო პერიოდის შიგნით აღებული კონკრეტული თარიღისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამის გამომუშავებულ პრემიას შეადგენს ინდივიდუალური გამომუშავებული პრემიების ჯამი;
1.30. საერთო გამოუმუშავებელი პრემია – საერთო სადაზღვევო პერიოდის შიგნით აღებული კონკრეტული თარიღისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამის გამოუმუშავებელ პრემიას შეადგენს ინდივიდუალური გამოუმუშავებელი პრემიების ჯამი;
1.31. ხელშეკრულების ღირებულება (ჯამური სადაზღვევო პრემია) - მზღვეველის მიერ საერთო სადაზღვევო პერიოდის განმვალობაში დაზღვეულ პირთა გამო მისაღები ჯამური სადაზღვევო პრემია.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს „სტარტაპ საქართველოს“ თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების შესყიდვა (CPV 66511000, CPV 66512200).
2.2. ხელშეკრულება არეგულირებს ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა მზღვეველსა და დამზღვევს შორის დამზღვევის თანამშრომელთა ან/და მათი ოჯახის წევრთა/ოჯახის სხვა წევრთა(დაზღვეულთა) კოლექტიური დაზღვევისას.
2.3. დაზღვევის ობიექტია დაზღვეულის ფინანსური რისკი, რომელიც დაკავშირებულია დაზღვეულთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის საჭიროებასთან და უბედური შემთხვევის შედეგად დამდგარ ზიანთან.
2.4. ხელშეკრულებას თან ერთვის “სამედიცინო დაზღვევის პირობები” (შემდგომ ტექსტში
“დაზღვევის პირობები”, დანართი N1), დაზღვეულთა სია (დანართი N2), სტომატოლოგიური
კლინიკების ფასები (დანართი 3), რომლებიც მოწმდება მხარეთა ხელმოწერით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2.5. დაზღვეულთა სიაში დამზღვევის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა გარდა, დაუშვებელია სხვა პირების შეყვანა. დაზღვეულთა სიაში პირის შეყვანის წინაპირობას წარმოადგენს:
2.5.1. თანამშრომლის შემთხვევაში - ამ უკანასკნელის დამზღვევთან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული ცნობა);
2.5.2. თანამშრომლის ოჯახის წევრის შემთხვევაში - ამ უკანასკნელის თანამშრომელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქორწინების მოწმობის, აღნიშნულის არ არსებობის შეთხვევაში ან ჯვრისწერის, ან/და დაბადების მოწმობები). ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის მეუღლედ ჩაითვლება აგრეთვე ის პირი, რომელთანაც თანამშრომელი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ან არ გააჩნია ჯვრისწერის მოწმობა, მაგრამ რომელიც თანამშრომლის შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობის მიხედვით წარმოადგენს ერთ-ერთ მშობელს, აღნიშნული პირი ამავდროულად არ უნდა იმყოფებოდეს ქორწინებაში სხვა პირთან. ამ ქვეპუნქტის განმარტების მიუხედავად მეუღლედ არ შეიძლება ჩაითვალოს ერთზე მეტი პირი.
2.6. პ. 2.5.1.-ის დებულების უგულებელყოფის გამო (თანამშრომლთა გარდა, სხვა პირების დაზღვეულთა სიაში შეყვანა) მზღვეველი უფლებამოსილია დამზღვევისაგან მოითხოვოს პირგასამტეხლო 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითო ფაქტის დადგენის შემთხვევაში.
2.7. გაუმჯობესებული და/ან საოჯახო დაზღვევუს პოლისების პრემიის გადახდა ევალება დაზღვეულ თანამშრომლებს. ამასთან, დაზღვეული თანამშრომელი ვალდებულია დამსაქმებელს/დამზღვევს მისცეს დავალება ხელფასიდან შესაბამისი სადაზღვევო პრემიის ჩამოჭრისა და მზღვეველისათვის გადარიცხვის შესახებ. დამზღვევი, თავის მხრივ, ვალდებულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო პრემიასთან ერთად მზღვეველს გადმოურიცხოს ასეთი სადაზღვევო პრემია.
3. დაზღვევის პერიოდი და სახელშეკრულებო ღირებულება
3.1. საერთო სადაზღვევო პერიოდი მოიცავს 2019 წლის დან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.
3.2. შემსყიდველის მიერ გადასახდელი სავარაუდო ჯამური სადაზღვევო პრემია შეადგენს ლარს, სავარაუდო საერთო სახელშეკრულებო ღირებულება
(თანამშრომლების მიერ გადასახდელი თანხის ჩათვლით) შეადგენს ლარს. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის გადახდას უზურნველყოფს შემსყიდველი/დამზღვევი.
3.3. ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ პირთა სასარგებლოდ შემსყიდველის მიერ
გადასახდელი ყოველთვიური სადაზღვევო პრემია შეადგენს
თანამშრომლების მიერ გადასახდელი თანხა - ლარს.
ლარს,
4. ანგარიშსწორების წესი
4.1. დამზღვევის მიერ დანართით N2 განსაზღვრული თითოეული თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის/ოჯახის სხვა წევრის - დაზღვეულის სასარგებლოდ გადასახდელი ყოველთვიური შენატანის სიდიდე განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების დანართის N1 შესაბამისად.
4.2. დამზღვევის თანამშრომელთა და ოჯახის წევრთა/ოჯახის სხვა წევრთა დაზღვევისათვის განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად. სადაზღვევო პრემიის გადახდა განხორციელდება ფაქტიურად დაზღვეულ პირთა რაოდენობის მიხედვით, სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ყოველი საანგარიშო თვის შემდეგ, მზღვეველის მიერ შესაბამისი დოკუმენტების (მათ შორის ინვოისის) დამზღვევთან წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ინვოისის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ. უნაღდო ანგარიშსწორებისას სადაზღვევო პრემია გადახდილად ითვლება დამზღვევის მიერ საბანკო დაწესებულებაში დავალების მიცემის დღეს.
4.3. პრემიის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორების გზით მზღვეველის მიერ
წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე. ინვოისს თან უნდა ერთვოდეს დაზღვეულთა სია სადაზღვევო პრემიის მითითებით. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაზღვეულ პირთა რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში, ავტომატურად ხდება ყოველთვიური და, შესაბამისად, ჯამურად გადასახდელი პრემიის კორექტირება.
4.4. სადაზღვევო პოლისში ჯამური სადაზღვევო პრემიის ოდენობის ცვლილება ხორციელდება დამზღვევის მიერ საანგარიშო თვის ბოლოსათვის დაზღვეულთა სიაში (დანართი N2) შეტანილი ცვლილებების შესაბამისად; ამასთან, დამზღვევის მიერ დაზღვეულთა სიაში დამატების შეტანა ან თანამშრომლის ჩანაცვლება შესაძლებელია მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში.
მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის სიიდან ამოღების შემთხვევაში, თუ დამზღვევის (დაზღვეულის) მიერ სადაზღვევო ურთიერთობის შეწყვეტა განპირობებულია დოკუმენტურად დადასტურებეული საპატიო მიზეზებით (ყოველი ცალკეული შემთხვევის შეფასებას განახორციელებს მზღვეველი), დამზღვევი იხდის მხოლოდ გამომუშავებულ პრემიას, ხოლო ზემოხსენებული საპატიო მიზეზების არარსებობის შემთხვევაში, დამზღვევმა დარჩენილი სადაზღვევო პერიოდისათვის გათვალისწინებული სადაზღვევო პრემია/გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემია უნდა დაფაროს (ან უზრუნველყოს დაფარვა) ერთიანად, ან თუ ასეთი პრემია უკვე გადახდილია, იგი დამზღვევისათვის დაბრუნებას არ ექვემდებარება. გარდა ამისა, დამზღვევი ვალდებულია დაზღვეულთა სიიდან ნებისმირი პირის ამოღების შემთხვევაში, აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ გონივრულ ვადაში შეატყობინოს მზღვეველს.
4.5. თუ დამზღვევის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე მოხდება ჯამური სადაზღვევო პრემიის 20%-ზე მეტად შემცირება, მზღვეველი უფლებამოსილია
არაუმეტეს იდენტური %-ლი მაჩვენებლით გაზარდოს სადაზღვევო პრემიის ოდენობა/ღირებულება.
4.6. თუ წინამდებარე ხელშეკრულების 4.4. და 4.5. პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისას დამზღვევი არ შეასრულებს მის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობებს, მზღვეველი უფლებამოსილია შეაჩეროს მომსახურება დარღვევის თარიღიდან ერთი თვის შემდეგ და დამზღვევი ვალდებულია გადაუხადოს მზღვეველს 4.6. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის წარმოშობამდე არსებულიპრემია სრულად. თუ მხარეები გააფორმებენ შეთანხმებას სადაზღვევო პოლისების გაზრდილი ღირებულების გადახდის წესთან დაკავშირებით, განახლდება მზღვეველის მომსახურება.
4.7. დამზღვევის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი სადაზღვევო პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას.
4.8. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ ხელშეკრულების დანართით N1 განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4.9. განსაკუთრებული პირობა: განვადებით ანგარიშსწორების შემთხვევაში, დამზღვევის მიერ მორიგი შესატანის (პრემიის) გადაუხდელობისას, მზღვეველის მხრიდან დამზღვევს განესაზღვრება პრემიის გადახდის ორკვირიანი დამატებითი ვადა. თუ ამ ვადის გასვლის შემდგომ ადგილი ექნება სადაზღვევო შემთხვევას, და გადახდა არ იქნება განხორციელებული, მზღვეველი თავისუფლდება ანაზღაურების მოვალეობისაგან. ამასთან, პრემიის დროულად გადაუხდელობისას, მზღვეველი უფლებას იტოვებს, ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ცალმხრივად შეწყვიტოს დაზღვევის ხელშეკრულება.
5. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
5.1. მზღვეველი უფლებამოსილია:
5.1.1. მოსთხოვოს დამზღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება;
5.1.2. მოსთხოვოს დამზღვევს, გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია) წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებში;
5.1.3. მოსთხოვოს დამზღვევს დაზღვევის ხელშეკრულების დადებისათვის საჭირო ინფორმაციის წარდგენა მზღვეველსა და დამზღვევს შორის შეთანხმებული ფორმით;
5.1.4. არ აანაზღაუროს ის ხარჯი, რომელიც არ არის გათვალისწინებული დაზღვევის პირობებით;
5.1.5. არ აანაზღაუროს ზიანი, თუ დამზღვევი არღვევევს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3. პუნქტით განსაზღვრული სადაზღვევო შესატანის (პრემიის) გადახდის წესსა და პირობებს;
5.1.6. არ აანაზღაუროს ზიანი, თუ დაზღვეული ან დამზღვევი თავისი მოქმედებით ხელს შეუშლის იმ იურიდიული ან ფიზიკური პირის დადგენასა და მათ მიმართ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მზღვეველის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრას, რომელთა ქმედებით დადგა ზიანი ან ხელს შეუშლის სადაზღვევო კომპანიას ზიანის გამომწვევი პირების დადგენასა და მიზეზების გარკვევაში;
5.1.7. გამოითხოვოს დამზღვევისაგან/დაზღვეულისაგან დაზღვეულთა სიაში დაზღვეულთა
შეყვანის სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული ცნობა, ქორწინების და დაბადების მოწმობები).
5.2. მზღვეველი ვალდებულია:
5.2.1. განახორციელოს დაზღვევა “დაზღვევის პირობების” შესაბამისად;
5.2.3. გადასცეს დამზღვევს თითოეული დაზღვეული თანამშრომლის სასარგებლოდ ინდივიდუალური სადაზღვევო ბარათი წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
5.2.4. დროულად და სრულად გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ყველა საჭირო
დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ დანართი N1-ის შესაბამისად.
5.2.5. ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
5.2.6. გააგრძელოს დაზღვეულის მიმართ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გამოყენება დაზღვეულის/მოსარგებლის მიერ სამსახურის დატოვების შემთხვევაში, მზღვეველის თანხმობის შემთხვევაში და თუ დაზღვეული/მოსარგებლე თანახმაა გადაიხადოს დარჩენილ სადაზღვევო პერიოდზე არსებული სადაზღვევო პრემია წინასწარ და სრულად. ასეთ შემთხვევაში დამზღვევის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემია არ ჩაითვლება შემცირებულად, ხოლო დაზღვეულთა სია შეცვლილად.
5.2.7. სატენდერო პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის
წარმოადგინოს პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკების ფასები, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულს შეუძლია მომსახურების მიღება არაპროვაიდერო სტომატოლოგიურ დაწესებულებებში.
5.2.8. სატენდერო პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის წარმოადგინოს ფასდაკლებები საცურაო აუზებზე, გამაჯანსაღებელ, სილამაზისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებზე.
5.3. დამზღვევი ვალდებულია:
5.3.1. გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია) წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებში;
5.3.2. უზრუნველყოს მზღვეველისათვის დაზღვეულთა შესახებ დაზღვევის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება მზღვეველის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად (დანართი N2); ამასთან, დამზღვევი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის მოწოდება;
5.3.3. უზრუნველყოს მიღებული ინდივიდუალური სადაზღვევო ბარათების დაზღვეულთათვის ჩაბარება მათი მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში;
5.3.4. საანგარიშო თვის დასრულებამდე 3 (სამი) დღით ადრე უზრუნველყოს მზღვეველისათვის ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის მიწოდება დაზღვეულთა სიაში შესატანი ცვლილებების შესახებ (დანართის N2 შესაბამისად);
5.3.5. ხელი არ შეუშალოს მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან და მის შედეგებთან დაკავშირებული მონაცემების მოკვლევა-მოძიებას;
5.3.6. ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები;
5.4. დამზღვევი უფლებამოსილია:
5.4.1. მოსთხოვოს მზღვეველს, განახორციელოს დაზღვევა “დაზღვევის პირობების” შესაბამისად;
5.4.2. მოსთხოვოს მზღვეველს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
5.5. დაზღვეული ვალდებულია:
5.5.1. მსგავსად დამზღვევისა, დაიცვას დაზღვევის ხელშეკრულებითა და შესაბამისი დაზღვევის პირობებით დადგენილი ვალდებულებები;
5.5.2. შეინახოს სადაზღვევო ბარათი და არ გადასცეს გარეშე პირს სამედიცინო მომახურების მისაღებად.
5.6. დაზღვეული უფლებამოსილია:
5.6.1. მიიღოს დაზღვევის ხელშეკრულებითა და პირობებით განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურება;
5.6.2. მოსთხოვოს მზღვეველს დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
6. მზღვეველის პასუხისმგებლობის სიდიდე
6.1. მზღვეველის პასუხისმგებლობის სიდიდე და ანაზღაურების წესი განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების დანართის N1 შესაბამისად.
6.2. მზღვეველი პასუხისმგებელია დაზღვეული პირისათვის “დაზღვევის პირობებით” განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე მხოლოდ დაზღვევის პერიოდის განმავლობაში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევებთან მიმართებაში.
6.3. მზღვეველი არ ანაზღაურებს “დაზღვევის პირობებით” განსაზღვრული ჩამონათვალისა და მოცულობის ზემოთ გაწეული მომსახურების ხარჯებს თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით.
7. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
7.1. მზღვეველის მიზეზით მომსახურების დაგვიანებით გაწევის შემთხვევაში, მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე მომსახურების სრულად შესრულების დღემდე.
7.2. მზღვეველის მიზეზით მომსახურების არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ გაწევის შემთხვევაში, მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშკერულების ღირებულების 0.1% ოდენობით ყოველ ვადა გადაცილებულ კალენდარულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე.
7.3. დამზღვევი უფლებამოსილია მიწოდებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას გამოქვითოს (შეამციროს ანაზღაურება) ამ მუხლით გათვალისწინებული და “მიმწოდებელზე” დარიცხული პირგასამტეხლოს თანხები.
7.4. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 1%-ს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება და მოითხოვონ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
7.5. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
8. ზიანის ოდენობის განსაზღვრა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა
8.1. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა დაზღვევის ყველა საჭირო მონაცემის განსაზღვრის შემდეგ დაზღვევის პირობებით (დანართი N1) განსაზღვრული წესის შესაბამისად.
9. ზიანის ანაზღაურების უფლება
9.1. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ მზღვეველზე გადადის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელიც დაზღვეულს/მოსარგებლეს (დაზღვეულს, მოსარგებლეს) გააჩნია ზიანზე პასუხისმგებელი პირის მიმართ. მზღვეველზე არ გადადის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ის უფლება, რომელიც დაზღვეულს/მოსარგებლეს გააჩნია თავისი ოჯახის წევრის (მშობელი, მეუღლე, შვილი) მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ზიანი გამოწვეულია დამზღვევის განზრახ ქმედებით.
9.2. დამზღვევი (დაზღვეული) ვალდებულია ხელი შეუწყოს და გადასცეს მზღვეველს ყველა მასთან არსებული დოკუმენტი და ხელი არ შეუშალოს მზღვეველს ამ მუხლით განსაზღვრული უფლების რეალიზებაში.
9.3. დამზღვევის (დაზღვეული) მიერ ამ მუხლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მზღვეველს უფლება აქვს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე ან მოითხოვოს გაცემული თანხის უკან დაბრუნება.
10. დამზღვევისა და მზღვეველის ურთიერთობა ფორს-მაჟორულ პირობებში
10.1. თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არაა შეთანხმებული, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ნაკისრი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის ფორს-მაჟორის შემთხვევაში.
10.2. მხარე, რომლისთვისაც ფორს-მაჟორის გამო შეუძლებელი შეიქმნა ვალდებულებების
შესრულება, ვალდებულია ფორს-მაჟორის დადგომიდან ან ფორს-მაჟორის შეტყობიდან ორ
სამუშაო დღეში აცნობოს მეორე მხარეს ამის შესახებ. ფორს-მაჟორის ფაქტი უნდა დამოწმდეს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ.
10.3. თუ ფორს-მაჟორი ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება ან ხელშეკრულების აღსრულების დაყოვნება მხარ(ეებ)ის ინტერესის დაკარგვას იწვევს, მაშინ მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ ხელშეკრულებიდან გასვლის საკითხი.
11. დავის გადაჭრა. ზიანის ანაზღაურება
11.1. წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში, დავა გადაწყდება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოსათვის მიმართვის გზით.
11.2. ბრალეულობის ფარგლებში, თითოეული მხარე ვალდებულია, აუნაზღაუროს მეორე მხარეს მიყენებული ზიანი და გაწეული ხარჯები (მათ შორის დაზღვეულის მიერ გაწეული ხარჯები) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. ხელშეკრულების მოშლა
12.1. ამ ხელშეკრულების მოშლის საფუძველი შეიძლება გახდეს:
12.1.1. მხრეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება;
12.1.2. მხარის ინიციატივა, თუ მეორე მხარე არღვევს ნაკისრ ვალდებულებას. ამ საფუძვლით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში პირველ მხარეს შეიძლება წარმოეშვას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
12.1.3. მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
12.1.4. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
13. კონფიდენციალობა
13.1. მხარეები ვალდებულნი არიან, მეორე მხარესთან წერილობით შეუთანხმებლად არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია მეორე მხარის შესახებ, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
13.2. კონფიდენციალური არაა ინფორმაცია, რომელიც კანონმდებლობით კონფიდენციალურად არ ითვლება.
14. დაზღვევის პირობების ცვლილებების წესი
14.1. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, შესაძლებელია დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შეცვლა (დაზღვევის ლიმიტი, რისკების ჩამონათვალი, სამედიცინო დაწესებულება და სხვა).
14.2. სადაზღვევო პოლისის შეცვლის (გაუმჯობესების) და ასევე, არსებული თანამშრომლის (და მისი ოჯახის წევრის) დაზღვევა შესაძლებელია საერთო სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში. დაზღვეულის სახით ოჯახის წევრის
დამატება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დაოჯახების ან შვილის შეძენის/შვილად აყვანის შემთხვევაში, რის შესახებაც მზღვეველის უნდა ეცნობოს ასეთი ფაქტ(ებ)ის დადგომიდან 4 (ოთხი) კვირის განმავლობაში.
14.3. გარდა დაზღვეულთა სიაში ცვლილებებისა (ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.5.
პუნქტი), დამზღვევმა, თავისი სურვილის შესახებ შეცვალოს დაზღვევის პირობები, უნდა აცნობოს მზღვეველს ცვლილების სავარაუდო თარიღამდე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე; დაზღვევის პირობების ცვლილების თაობაზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ დამატებითი შეთანხმების გაფორმების გზით
14.4. დამზღვევის სურვილით შესაძლებელია შეიცვალოს დაზღვეულთა რაოდენობა: დაზღვეულთა რაოდენობის ცვლილება გულისხმობს დაზღვეულთა სიით განსაზღვრული დამზღვევის თანამშრომლის სხვა თანამშრომლით ჩანაცვლებას, დაზღვეულთა რაოდენობის გაზრდას ან შემცირებას. დაზღვეულთა რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში დამზღვევის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი სადაზღვევო პრემიისა და ჯამური სადაზღვევო პრემიის ოდენობა განისაზღვრება არსებული ცვლილების მიხედვით დაზღვეულთა რაოდენობის შესაბამისად. დაზღვეულთა სიაში ცვლილებების განსახორციელებლად მხარეები ვალდებულნი არ არიან გააფორმონ დამატებითი შეთანხმება. ცვლილების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფოსტით (მის: ).
14.5. დაზღვეულთა რაოდენობის გაზრდისას დამზღვევი აწოდებს დაზღვეულთა შესახებ ყველა საჭირო მონაცემს და იხდის სადაზღვევო პერიოდის შესაბამის პრემიას.
15. დასკვნითი დებულებები
15.2. ხელშეკრულების რომელიმე დებულების გაბათილება ამ ხელშეკრულების გაბათილებას არ გამოიწვევს.
15.3. მხარეებს წინამდებარე ხელშეკრულების აღსრულებისათვის აუცილებელი ყველა შეტყობინება და თანხმობა წერილობით, ელექტრონული ან დაზღვეული ფოსტით მიეწოდებათ. ნებისმიერი შეტყობინების გაგზავნა ხდება მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მეთხუთმეტე მუხლში მითითებულ რეკვიზიტებზე (გარდა 14.4. პუქნტით გათვალისწინებული შემთხვევისა). რეკვიზიტების შეცვლის შემთხვევაში მხარეებმა დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს 3 (სამი) დღის ვადაში უნდა აცნობონ ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად. მხარე, თავისი ბრალეულობის ფარგლებში, პასუხისმგებელია მეორე მხარისათვის მიწოდებული ინფორმაციის (დოკუმენტაციის) სისწორეზე, სიზუსტესა და ლეგალურობაზე. თუ მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიწოდებული ინფორმაცია (დოკუმენტაცია) ამგვარი არ აღმოჩნდა, ეს მხარის მიერ შესაბამისი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება და მეორე მხარეს უფლება წარმოეშვება, არ შეასრულოს თავისი შესაგებელი ვალდებულება.
15.4. ეს ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3
(სამი) ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მზღვეველს, ხოლო ორი დამზღვევს.
15.6. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი ფიქსირდება პირველ გვერდზე, ხოლო დაზღვევის მოქმედების ვადა განისაზღვრება მე-3 მუხლით.
15.7. წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1 სამედიცინო დაზღვევის პირობები, დანართი N2 დაზღვეულთა სია და ყველა შესაძლო დანართი, დამოწმებულია მხარეების მიერ და წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
16. მხარეთა ხელმოწერები და რეკვიზიტები
შემსყიდველი | მიმწოდებელი |
შპს „სტარტაპ საქართველო“ ი/მ ქ. თბილისი, ინოვაციების ქ. N7 ფ/მ ქ. თბილისი, xxxxx xxxxxxx ქ. N6 ს/კ 404 515 468 დირექტორი xxxxxx xxxxxx |