შეთანხმება ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ N 01
NDA - 01/00 - შეთანხმება ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ
შეთანხმება ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ N 01
ქ. თბილისი [-------] წელი
ხელშეკრულების მხარეები
|
კომპანია: |
|
|
სახელწოდება (საფირმო): |
|
|
საიდენტიფიკაციო ნომერი: |
|
|
იურიდიული მისამართი: |
|
|
საკორესპონდენციო (ფაქტობრივი) მისამართი: |
|
|
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): |
|
|
სახელი და გვარი: |
|
|
თანამდებობა/სტატუსი: |
|
|
საკონტაქტო მონაცემები: |
|
|
საკონტაქტო პირის სახელი და გვარი: |
|
|
თანამდებობა/სტატუსი: |
|
|
ტელეფონი: |
|
|
ფაქსი: |
|
|
ელფოსტა: |
|
|
|
|
|
კლიენტი: |
|
|
სახელწოდება (საფირმო)/სახელი, გვარი: |
|
|
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: |
|
|
იურიდიული/საცხოვრებელი მისამართი: |
|
|
საკორესპონდენციო (ფაქტობრივი) მისამართი: |
|
|
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): |
|
|
სახელი და გვარი: |
|
|
პირადი ნომერი: |
|
|
თანამდებობა/სტატუსი: |
|
|
საკონტაქტო მონაცემები: |
|
|
საკონტაქტო პირის სახელი და გვარი: |
|
|
თანამდებობა/სტატუსი: |
|
|
ტელეფონი: |
|
|
ფაქსი: |
|
|
ელფოსტა: |
|
დეფინიციები
თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, შეთანხმებაში ქვემოთ მოცემულ დეფინიციებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
განცხადებები და გარანტიები – შეთანხმების მე-5 მუხლში მოცემული კლიენტის განცხადებები და გარანტიები;
დამატებითი პირობები – შეთანხმების დანართ N1-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით;
დანართი – თუკი ცალსახად სხვაგვარად არ იქნა გათვალისწინებული შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დანართ(ებ)ი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც/რომლებიც წარმოადგენს შეთანხმების ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად;
ინფორმაციის გამამჟღავნებელი მხარე - მხარე, რომელიც ამჟღავნებს ინფორმაციას;
ინფორმაციის მიმღები მხარე – მხარე, რომელიც მეორე მხარისგან იღებს ინფორმაციას;
ინფორმაცია – ინფორმაციის გამამჟღავნებელი მხარის ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემები ან ჩანაწერები, რომლებიც ნაბეჭდი, ტექსტური, წერილობითი, ზეპირი, ვიზუალური სახით იქნება წარდგენილი, გადაცემული, გაგზავნილი ან მიწოდებული ინფორმაციის მიმღები მხარისთვის კომპიუტერის დისკეტების, კომპაქტური დისკების, ნებისმიერი სახის კომპიუტერული ფაილების ან სხვა რაიმე აუდიო-ვიზუალური, ინფორმაციის მატერიალური თუ არამატერიალური მატარებლის საშუალებით;
კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
კლიენტი – ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომლის/რომელთა სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია შეთანხმების 1.2. პუნქტში;
მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება (ან შეთანხმებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება) – შეთანხმების საფუძველზე და მის შესაბამისად კომპანიასა და კლიენტს, ან კომპანიას/კლიენტსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულება ან/და სხვა დოკუმენტები, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია შეთანხმებით ან/და ხდება მის საფუძველზე;
მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა კომპანიისა ან/და კლიენტისა;
მხარე/მხარეები – კომპანია ან/და კლიენტი (კონტექსტის შესაბამისად);
პირი – ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს;
სამუშაო დღე – დღე, შაბათის, კვირის ან კანონმდებლობით განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა;
ფორს-მაჟორი – სტიქიური კატასტროფა, ხანძარი, საომარი მოქმედება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და მხარეთათვის გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებები, რომლებიც: ა) არ არის დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან, ბ) დაიწყო ან განვითარდა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ და გ) პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან/და ჯეროვნად შესრულებაზე;
შეთანხმება – მხარეთა შორის დადებული წინამდებარე შეთანხმება ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ;
შვილობილი კომპანია – პირთან მიმართებაში, ნებისმიერი სხვა კომპანია, რომლის წილის, აქციების ან/და ხმების არანაკლებ 50%-ს (ორმოცდაათ პროცენტს) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, ან რომელსაც სხვაგვარად მართავს აღნიშნული პირი.
-
მხარეები თანხმდებიან, რომ გარიგების დადების მიზნით ანდა სამომავლო თანამშრობლობისათვის, მხარეთა შეთანხმებით დადგენილი წესითა და პირობებით უზრუნველყოფენ, შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან ან/და თანამშრომლობის საგანზე მხარეთა შორის გარიგების დადებამდე, იმის მიხედვით თუ რომელი გარემოება დადგება უფრო ადრე, ერთმანეთისათვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
ინფორმაციის კონფიდენციალურობის ვალდებულება ვრცელდება ინფორმაციის მიმღები მხარისთვის მისი მიწოდებიდან უვადოდ, მიუხედავად იმისა შეთანხმება ძალაშია თუ არა.
ხელშეკრულების დადებასთან და შესრულებასთან დაკავშირებული ან/და მისგან გამომდინარე ნებისმიერი სახის ხარჯის დაკისრების საკითხს მხარეები წყვეტენ ზეპირი ან წერილობითი ფორმით ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის წესი და პირობები
ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციის გამამჟღავნებელი მხარის ერთპიროვნულ და ექსკლუზიურ საკუთრებას;
ინფორმაციის მიმღები მხარე ვალდებულია ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს მხოლოდ მისი იმ თანამშრომლებისთვის, შვილობილი კომპანიებისთვის ან სხვა აფილირებული პირებისათვის, რომელთათვისაც აუცილებელია მისი ცოდნა შეთანხმების 3.1. პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობის უზრუნველსაყოფად.
ინფორმაციის მიმღებ მხარეს უფლება არა აქვს ინფორმაცია გაამჟღავნოს (ნებისმიერი ფორმით და საშუალებით საჯაროდ გამოაქვეყნოს ან გაავრცელოს) ან შეთანხმების 3.1. პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობის დარღვევით გამოიყენოს იგი;
ინფორმაციის მიმღები მხარე ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი და ყველა ის მითითება, რომელიც შესაძლოა გასცეს ინფორმაციის გამამჟღავნებელმა მხარემ იმ საშუალებებთან დაკავშირებით, რომელთა მეშვეობითაც ინფორმაციის მიმღებ მხარეს შეეძლება გამოიყენოს ინფორმაცია;
შეთანხმების ნებისმიერი სახით შეწყვეტის შემთხვევაში ან ინფორმაციის გამამჟღავნებელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ინფორმაციის მიმღები მხარე ვალდებულია გონივრულ ვადაში დაუბრუნოს ინფორმაციის გამამჟღავნებელ მხარეს ინფორმაციის ყველა ეგზემპლარი, ყველა სახის მატერიალური და არამატერიალური ასლი ან/და ნაბეჭდი ვერსია, რომელსაც ინფორმაციის მიმღები მხარე ფლობს;
შეთანხმებით განსაზღვრული, კონფიდენციალობასთან დაკავშირებული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე:
რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისთვის ინფორმაციის გამამჟღავნებელი მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
რომელიც არის, ან გახდება მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ან მათგან დამოუკიდებლად.
რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან.
განცხადებები და გარანტიები
კლიენტი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის დროისათვის არის/იქნება ქმედუნარიანი (მათ შორის, შექმნილი კანონმდებლობით დადგენილი წესით);
შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
მომავალში დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებული იქნება ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
შეთანხმება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება იდება/დაიდება მის მიერ ნებაყოფლობით, კომპანიის ან მესამე პირის მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;
შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადება და შესრულება არ იწვევს/გამოიწვევს იმ სახელშეკრულებო, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო), საკანონმდებლო ან/და სხვა ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაზეც ის პასუხისმგებელია;
შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის მომენტისათვის, ის არ მონაწილეობს არც ერთ დავაში (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის ან სხვა სახით), რითაც საფრთხე ექმნება მის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება საკუთარ წესდებასთან ან/და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტთან და ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის იგი იცავს და დაიცავს ნებისმიერი შეთანხმების ან/და სხვა გარიგების პირობებს, ან/და სხვა ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას.
კლიენტის აღნიშნული განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა;
კლიენტი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან და გარანტიებთან ან/და გამოიწვიოს მათი დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება კლიენტის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას;
მხარეები აცხადებენ და აცნობიერებენ, რომ კომპანია მხოლოდ კლიენტის ზემოაღნიშნული განცხადებების და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებს/დადებს და შეასრულებს შეთანხმებას ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებას.
მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობები
შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები:
უფლებამოსილნი არიან სრულად და ჯეროვნად ისარგებლონ შეთანხმებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით;
მოვალენი არიან სრულად და ჯეროვნად შეასრულონ შეთანხმების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები.
მხარეთა პასუხისმგებლობა
მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
ამასთან, კლიენტი პასუხს აგებს შეთანხმებით და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით კომპანიისთვის მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე (ზარალზე), ხოლო ზარალის ანაზღაურება კლიენტს არ ათავისუფლებს შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან (გადახდისაგან).
ფორს-მაჟორის მოქმედების განმავლობაში არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მხარე, რომელსაც დაუდგა ფორს-მაჟორი, ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, აცნობოს მეორე მხარეს შესაბამისი ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის და მისი/მათი სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორს-მაჟორის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
შეტყობინებაში მითითებული ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ი, თუ ისინი არ წარმოადგენენ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებს (გარემოებებს) ან მეორე მხარეს ეჭვი შეაქვს მათ ნამდვილობაში, შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის თაობაზე ცნობის მიღებიდან ან შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობაზე ეჭვის გამოთქმის თაობაზე შეტყობინების მეორე მხარისთვის გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობა უნდა დადასტურდეს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
თუ ფორს-მაჟორის მოქმედება, შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის თაობაზე ცნობის ან ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობის დადასტურების თაობაზე სათანადო ორგანოს დასკვნის მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, აღნიშნული 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღიანი ვადის გასვლიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ შეთანხმების ბედი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება ძალადაკარგულად ჩაითვლება.
მიუხედავად შეთანხმების 7.1. და 7.2. პუნქტებით განსაზღვრული გარანტიებისა, კლიენტის მიერ შეთანხმებით და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად კომპანიის უფლებებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, კლიენტი აცხადებს წინასწარ თანხმობას კომპანიის სრულ უფლებამოსილებაზე, საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედოს კლიენტის სახელით და ხარჯზე, შესაბამისად, ამ მიზნით გამოვიდეს მესამე პირთან (მათ შორის საჯარო დაწესებულებებთან) ურთიერთობებში, დადოს ან/და ხელი მოაწეროს ნებისმიერ გარიგებას, მიმართვას, განცხადებას ან/და სხვა ნებისმიერ დოკუმენტს და რომ კომპანიის აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება არ არის დამოკიდებული კლიენტის არანაირ დამატებით თანხმობაზე, ნებართვაზე ან/და მინდობილობაზე და ეს უფლებამოსილება მესამე პირთან (მათ შორის საჯარო დაწესებულებებთან) ურთიერთობებში არ შეიძლება შეიზღუდოს. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ კომპანიის აღნიშნული უფლებამოსილების უზრუნველყოფის მიზნით კლიენტი ვალდებულია კომპანიის წერილობით ან ზეპირი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ასეთის არ არსებობისას, კომპანიის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში დამატებით გასცეს შესაბამისი მინდობილობა კომპანიაზე ან/და კომპანიის მოთხოვნითვე განსაზღვრულ პირზე, რომელთა ქმედებაზეც პასუხისმგებელი თავად კომპანია იქნება. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული მინდობილობის გაუცემლობა, არსებობა ან გაუქმება (ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად გამოცხადება) არ გამორიცხავს და არ აუქმებს მინდობილობით უზრუნველყოფილ კომპანიის ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებას, ხოლო კლიენტის მიერ მინდობილობის კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაუქმება (ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად გამოცხადება) წარმოადგენს კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევას;
ანგარიშსწორება
მხარეთა შორის ანგარიშსწორება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოებს ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
შეთანხმებით განსაზღვრული ნებისმიერი სახის ფულადი ვალდებულება, უნდა შესრულდეს (გადახდილ უნდა იქნეს) ფულადი ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან (ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დღიდან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დღიდან და სხვა) 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, თუ ვალდებულების შესრულების (გადახდის) დღე დაემთხვა არასამუშაო ან გამოსასვლელ დღეს, ამ დღის ნაცვლად გამოიყენება მომდევნო სამუშაო დღე.
ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად.
უნაღდო ანგარიშსწორებისას თანხები უნდა ჩაირიცხოს შესაბამისი მხარის შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე xx მხარეთა მიერ დამატებით შეთანხმებულ სხვა საბანკო ანგარიშზე.
კომუნიკაცია მხარეთა შორის
მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისთვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, დასაშვებია მეორე მხარისთვის შეტყობინების მიწოდება დეპეშის, ტელექსის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან კომპანიის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გაგზავნის გზით, იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების ან დეპეშის გაგზავნის შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია კომპანიის მიერ, გაგზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ, კომპანიის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო სამუშაო დღეს;
ფაქსის, ტელექსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია კომპანიის მიერ, გაგზავნის თარიღიდან მეორე სამუშაო დღეს; (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ, კომპანიის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან, ან შესაბამისი ქმედების განხორციელებით შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან;
კომპანიის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნის თარიღიდან მეორე სამუშაო დღეს, თუკი სხვაგვარად არ იქნა გათვალისწინებული კომუნიკაციის ამგვარი საშუალებების გამოყენებაზე კომპანიის მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურებით.
შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს შეტყობინების განხორციელება ხელშეკრულების 9.1. პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის კონკრეტულად ერთ–ერთი საშუალებით, ან განსხვავებული ფორმით.
პრეტენზიები და დავები
შეთანხმებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით ან/და ზეპირად. პრეტენზიის მიმღები მხარე ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს წამოყენებული პრეტენზია, ან წერილობით ან/და ზეპირად აცნობოს მეორე მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სფხვა ხელშეკრულების ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა (მათ შორის, შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კომპანიის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მიუხედავად, შეთანხმების 10.2. პუნქტით განსაზღვრული დებულებისა, იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შორის დავა უკვე არ არის გადაცემული სასამართლოში განსახილველად, კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ დავის გადასაწყვეტად მიმართოს არბიტრაჟს შეთანხმების 10.4. პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო შეთანხმების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, კლიენტი სრულად და უპირობოდ ეთანხმება ამ პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დათქმას და გამოთქვამს თანხმობას დავის განხილვა მოხდეს არბიტრაჟში.
მხარეები თანხმდებიან, რომ შეთანხმებიდან (მათ შორის მისი დანართიდან) ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავის შეთანხმების 10.3. პუნქტით გათვალისწინებული წესით არბიტრაჟისათვის გადაცემის შემთხვევაში:
სადაო საკითხ(ებ)ი განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა შ.პ.ს. „დავების განმხილველ ცენტრს” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204547348; ვებ-გვერდი: xxx.xxx-xxxxxxxxxxx.xx) (შემდგომში - მუდმივმოქმედი არბიტრაჟი), ან მის სამართალმემკვიდრეს;
საარბიტრაჟო განხილვა ჩატარდება საქართველოში (ქ. თბილისში), ქართულ ენაზე, ქართული სამართლის ნორმების (კანონმდებლობის) შესაბამისად და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტის/დებულების იმ რედაქციის შესაბამისად, რომელიც იქნება მოქმედი საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის და ამასთან, სრულად ან ნაწილობრივ არ იქნება შეუსაბამო ამ პუნქტით განსაზღვრულ საარბიტრაჟო შეთანხმებასთან, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან მხარეთა დამატებითი წერილობითი შეთანხმებით სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული;
თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში, მხარეთა შორის დავა განიხილება 1 (ერთი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, რომელსაც საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში ნიშნავს თავად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან;
თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში, მხარეთა შორის დავა განიხილება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან დანიშნული 3 (სამი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, რომელთაგან თითო არბიტრს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტის/დებულების შესაბამისად ნიშნავს თითოეული მხარე, ხოლო მესამე არბიტრს - მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე. ამასთან:
მოსარჩელე არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მოპასუხე - მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის გადაცემიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში (თუ მოპასუხე წარმოდგენილია ერთზე მეტი პირით, მაშინ ვადის ათვლა იწყება საარბიტრაჟო სარჩელის ერთ-ერთი მათგანისათვის (ყველაზე ადრე ჩაბარების გათვალისწინებით) ჩაბარების შემდეგი დღიდან. თუ კი საარბიტრაჟო დავაში რომელიმე მხარეს მონაწილეობს ერთზე მეტი პირი, მათ ერთობლივად უნდა ისარგებლონ არბიტრის დანიშვნის უფლებით;
მესამე არბიტრის, რომელიც ამავე დროს იქნება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე, დანიშვნის უფლებას მხარეები გადასცემენ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში;
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს შეთანხმების 10.4.4.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაითვლება, რომ ის უარს ამბობს ისარგებლოს არბიტრის უშუალოდ დანიშვნის უფლებით და რომ არბიტრის დანიშვნის უფლებას იგი გადასცემს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან, შესაბამისი მხარის მიერ არბიტრის დანიშვნის ვადის გაშვებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.
შეთანხმების 10.4.3. და 10.4.4. ქვეპუნქტის პირობ(ებ)ის შესაბამისად არბიტრის დანიშვნის თანადროულად შესაბამისმა მხარემ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს უნდა წარუდგინოს არბიტრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა არბიტრობაზე;
მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში, არბიტრს შეუწყდება უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან ერთ-ერთი მხარის დასაბუთებული წერილობითი განცხადებით;
მხარეს, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს და არბიტრებს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ დაეთანხმება აცილებას მისთვის არბიტრის აცილების თაობაზე წერილობითი განცხადების წარდგენიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე ამ ვადის ამოწურვიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, არ გასაჩივრდება და მხარეები თანხმდებიან არბიტრის აცილების მოთხოვნით არ მიმართონ სასამართლოს;
არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ან აცილებიდან/თვითაცილებიდან 7 (შვიდი) კალენდალური დღის ვადაში ამგვარი არბიტრის ნაცვლად არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან;
საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს შესაბამისად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ზემოაღნიშნული დათქმიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვა და სასამართლოს მიერ მათი ცნობა არ არის საჭირო;
საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება მოპასუხისათვის საარბიტრაჟო სარჩელის გადაცემის მომეტიდან;
თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება:
50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში და დავა განიხილება 1 (ერთი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, საარბიტრაჟო სასამართლო დავას განიხილავს ზეპირი განხილვის/მოსმენის გარეშე;
200,000 (ორასი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში და დავა განიხილება 3 (სამი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, საარბიტრაჟო სასამართლო დავას განიხილავს ზეპირი განხილვის/მოსმენის გარეშე.
საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებულ საარბიტრაჟო თუ სხვა მოსაკრებელს და გადასახდელს გადაიხდის/აანაზღაურებს და ხარჯებს გაიღებს/აანაზღაურებს წაგებული მხარე;
მოპასუხეს უფლება აქვს საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებელი/შეპასუხება წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ჩაითვლება, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა შესაგებელზე/შეპასუხებაზე;
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შესაძლებელია გაიზარდოს გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადისა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან. საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც სხვა აუცილებელ შემადგენელ ნაწილებთან ერთად უნდა შეიცავდეს ასევე სამოტივაციო ნაწილს, უნდა გადასცეს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელი გადაწყვეტილებაც უნდა გადაეცეს მხარეს მისი ზეპირი ან წერილობითი მოთხოვნისთანავე;
თითოეულ მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მის მიერ მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუმეტეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში მოთხოვოს საარბიტრაჟო სასამართლოს:
გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები;
მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით;
გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში;
ყველა კომუნიკაცია მხარეებს, მუდმივმოქმედ არბიტრაჟსა და საარბიტრაჟო სასამართლოს შორის უნდა წარმოებდეს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის კანცელარიის მეშვეობით;
საარბიტრაჟო დავის განხილვის წესები და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება არც შეთანხმებით, არც მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტით/დებულებით და არც კანონმდებლობით, გადაწყდება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო საარბიტრაჟო სასამართლოს ფორმირების შემდეგ - საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ.
შეთანხმების მოქმედება და შეწყვეტა
შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
შეთანხმებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა:
კომპანიის მიერ: ა) კლიენტის მხრიდან შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერი ვალდებულების (მათ შორის, ფულადი ვალდებულების, განცხადებების და გარანტიების, ნებისმიერი პირობის ან/და სხვა ვალდებულების) სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე ან ბ) თუ კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას (მათ შორის, ფულად ვალდებულებას, განცხადებებს და გარანტიებს, ნებისმიერ პირობას ან/და სხვა ვალდებულებას);
მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
შეთანხმებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები, წინააღმდეგობაში არ მოდის შეთანხმებასთან.
კომპანია უფლებამოსილია შეთანხმების 11.2.1. და 11.2.3. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას ცალმხრივად, ზიანის (ზარალის) ანაზღაურების გარეშე, სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს შეთანხმება ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულება კლიენტისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, კლიენტის მიერ შეტყობინების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, თუ ამავე შეტყობინებით შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივი შეწყვეტის სხვა ვადა ან/და პირობები არ არის გათვალისწინებული.
იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი კანონმდებლობის საფუძველზე და მის შესაბამისად მიიღებს შეთანხმების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს კომპანიას მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე ნაკლები. ხოლო თუ შეთანხმებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეთანხმება უნდა შეწყდეს უფრო მოკლე ვადებში ან/და კომპანიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეთანხმების უფრო მოკლე ვადებში შეწყვეტა, შეთანხმება შეიძლება უფრო მოკლე ვადებშიც შეწყდეს.
შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (გადახდისაგან) ამგვარი ვალდებულების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
თუ შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შედეგები (პასუხისმგებლობა) არ არის გათვალისწინებული შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით, მაშინ მხარეები იხელმძღვანელებენ შესაბამისი კანონმდებლობით.
ცვლილებები და დამატებები
შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმებით.
შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.
სხვა პირობები
მხარეები ადასტურებენ, რომ შეთანხმების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა შეთანხმების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ შეთანხმების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება შეთანხმებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
ერთ-ერთი მხარის მხრიდან შეთანხმების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება შეთანხმების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
შეთანხმებაში ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.
შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
შეთანხმებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებში გამუქებული ტექსტი მოყვანილია განმარტებულ ტერმინთა გამოსაყოფად, მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
შეთანხმების დანართ(ებ)სა და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება შეთანხმების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის მოქმედება. ამასთან, შეთანხმების და ხელშეკრულების დანართსა თუ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამგვარი დანართ(ებ)ის და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი დანართ(ებ)ი თუ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულები.
მხარეები თანხმდებიან, რომ შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დებულებ(ებ)ის არსებობა/არარსებობასთან, მათ შინაარსთან, განმარტებასთან ან/და განხორციელებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება კომპანიაში დაცულ ეგზემპლარს. ამასთან, ამ უკანასკნელ დებულებასთან მიმართებით ყოველგვარი ეჭვის ან/და დავის გამორიცხვის მიზნით, კლიენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს შეთანხმების და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების (მათი დანართ(ებ)ის ჩათვლით) კომპანიაში დაცული ეგზემპლარის თითოეულ გვერდს, მაგრამ კლიენტის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა არ ხდის ამ პუნქტით გათვალისწინებულ დებულებას საეჭვოს ან სადავოს.
შეთანხმება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულები მისი ვალდებულებებითა და სარგოებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის/სამართალმემკვიდრეებისათვის, თუ შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და მისი/მათი მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის შინაარსის გათვალისწინებით კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
კლიენტს უფლება არა აქვს კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის, მათი დანართით) ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. კომპანიის უარი გამორიცხავს ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედების ან/და გარიგების განხორციელების შესაძლებლობას და შესაბამისად ამ წესის დარღვევით განხორციელებული ქმედება ან/და გარიგება ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, გარდა კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ xxxxxxxx პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს კომპანიის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა კლიენტი.
შეთანხმება განიმარტება და რეგულირდება კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შეთანხმებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.
შეთანხმება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება შედგნილია ქართულ ენაზე. თუ რომელიმე მხარემ არ იცის ქართული ენა ან/და მისი დამწერლობა, ან მხარეებს ან ერთ-ერთ მხარეს სურს, მაშინ შეთანხმება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება შესაძლოა შედგეს და დაიდოს ასევე მხარეთათვის მისაღებ სხვა ენაზეც. შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ინტერპრეტაციისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს. აღნიშნული ნორმები ვრცელდება, ასევე, მხარეთა შორის ურთიერთობაზე ან/და შეთანხმების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების, თუ ნებისმიერი სხვა დოკუმენტის შედგენასა თუ ინტერპრეტაციაზე.
შეთანხმების თითო იდენტური ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს.
მხარეთა ხელმოწერები
კომპანია კლიენტი
/____________________/ /____________________/
5 / 5
კლიენტის ხელმოწერა /___________________/