CPV 55321000)
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 636 გამარტივებული შესყიდვა
(სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) დაფინანსების წყარო 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
ქ. თბილისი “22“ ივლისი” 2019 წ.
სსიპ-საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ #4, ტელ: 2436999, საბანკო რეკვიზიტები: ანგ. #XX00XX0000000000000000 სახელმწიფო ხაზინა, კოდი TRESGE22, სკ-204578206), შემდგომში წოდებული „შემსყიდველად“, წარმოდგენილი მისი ხელმძღვანელის xxxxxx xxxxxxxxxxxx სახით და შპს
„ტურინვესტი“ (იურ. მის: ქ. ბათუმი, თაყაიშვილის ქ. №13, ფაქტ. მის: ქ. ბათუმი, რუსთაველის N40, თბილისი, საბანკო რეკვიზიტები: სს ,,ვითიბი ბანკი“ ბ.კ.UGEBGE22, აა XX00XX0000000000000000, ს.კ. 245555554) შემდგომში წოდებული ‘’მიმწოდებლად’’, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxx სახით, შემდგომში წოდებული “მიმწოდებლად”, ორივე ერთად წოდებული როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ, რა საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4. „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. „მიმწოდებელი“ - პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების გაწევას ამ ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6. „მომსახურება“ - წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
2. ხელშეკრულების საგანი კვების მიწოდებით მომსახურება
(სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმა „ბუქინგის“ განთავსების ობიექტების პერსონალისთვის ერთობლივი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში 30 სტუმრის ყავის შესვენებით უზრუნველყოფა)
(CPV 55321000)
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს: 460.20 (ოთხას სამოცი ლარი და 20 თეთრი) ლარს;
3.2. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც მომსახურების ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
3.3. წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელი, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
3.4. მომსახურების გაწევის ბოლო ვადაა: 2019 წლის 23 ივლისი;
3.5. მომსახურების გაწევის ადგილია: ქ. ბათუმი, რუსთაველის N40, სასტუმრო „Hilton Batumi“.
4. მხარეთა ვალდებულებები
4.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა დანართი №1 შესაბამისად.
ბ) განიხილოს შემსყიდველის პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე, აგრეთვე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება;
გ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
4.2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს გაწეული მომსახურების ინსპექტირება და დადებითი შეფასების შემთხვევაში მისი მიღება; ბ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
5. ხარისხი
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს.
6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
6.1. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად.
6.2 ინსპექტირებას განახორციელებს: სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს უფროსი xxxx xxxxxxxxxxx ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.
6.3. შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილია ჩაატაროს ხარისხის კონტროლი და თუ აღმოჩნდება ხარვეზიანი მომასხურება, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით დადგენილ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი ან თუ ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია და შემსყიდველს უკვე გადახდილი აქვს მომსახურების ღირებულება, დაუბრუნოს შემსყიდველს აღნიშნული მომსახურების ღირებულება.
6.4. თუ ამ მუხლის 6.3. პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის გასწორების ვადა სცილდება ხელშეკრულების მოქმედების ვადას, მიმწოდებლის მიერ ხარვეზის გამოსწორება, ხოლო ხარვეზის გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე.
7. მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
7.1. მომსახურების მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელისმოწერით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირის/პირების დადებითი დასკვნის საფუძველზე.
7.2 მომსახურების მიღებას აწარმოებს: სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს უფროსი xxxx xxxxxxxxxxx ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.
8. ანგარიშსწორება
8.1. ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;
ბ) ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
8.2. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს მიღებული მომსახურების ღირებულება მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. თუ კი ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
9. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
9.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
9.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით, ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად.
10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
10.1. წინამდებარე ხელშეკრულების 3.4 და 4.1. პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესაბამის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.07%-ის ოდენობით.
10.2. წინამდებარე ხელშეკრულების 6.3. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესაბამის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.07%-ის ოდენობით.
10.3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 10 (ათი) პროცენტს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
10.4. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11. ელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1. ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
11.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
12. დავების გადაწყვეტა
12.1. ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით.
12.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის შესაბამისად მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
13. ხელშეკრულების შეწყვეტა
13.1. შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულებების შესრულებას, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
13.2. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
13.3. ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
14. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
14.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან, მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
15. ფორს-მაჟორი
15.1. წინამდებარე ხელშეკრულების დამდები, რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით.
15.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან, და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, მომსახურების გაწევაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
15.3. მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან.
16. სხვა პირობები
ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით ქართულ ენაზე, როგორც შემსყიდველისათვის, ასევე მიმწოდებლისთვის.
17. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი
სსიპ-საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მისამართი: ქ. თბილის, xxxxxxxxx x #0
ტელეფონი: 2 436999
xxxxxxx xxxxxxxxxxx: ანგ. XX00XX0000000000000000, სახელმწიფო ხაზინა, კოდი TRESGE22,
სკ-204578206
ხელმძღვანელი
xxxxxx xxxxxxxxxxx
მიმწოდებელი
შპს „ტურინვესტი“
მისამართი: იურ. მის: ქ. ბათუმი, თაყაიშვილის ქ. №13, ფაქტ. მის: ქ. ბათუმი, რუსთაველის N40
ტელეფონი: 595 120 707;
xxxxxxx xxxxxxxxxxx: სს ,,ვითიბი ბანკი“ ბ.კ.UGEBGE22 აა XX00XX0000000000000000 ს.კ. 245555554
დირექტორი
xxxxxx xxxxxxx
დანართი №1
№ | მომსახურების აღწერა | მონაწილეთა რაოდენობა | ერთეულის ფასი | სულ ფასი |
1 | ყავის შესვენება (ყავა, ჩაი, წყალი, ორი სახის ორცხობილა, ლიმონი, xxx, წვენი) | 30 მონაწილე | 15.34 ლ | 460.20 ლ |
სულ: | 460.20 ლარი |
შემსყიდველი
სსიპ-საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მისამართი: ქ. თბილის, xxxxxxxxx x #0
ტელეფონი: 2 436999
xxxxxxx xxxxxxxxxxx: ანგ. XX00XX0000000000000000, სახელმწიფო ხაზინა, კოდი TRESGE22,
სკ-204578206
ხელმძღვანელი
xxxxxx xxxxxxxxxxx
მიმწოდებელი
შპს „ტურინვესტი“
მისამართი: იურ. მის: ქ. ბათუმი, თაყაიშვილის ქ. №13, ფაქტ. მის: ქ. ბათუმი, რუსთაველის N40
ტელეფონი: 595 120 707;
xxxxxxx xxxxxxxxxxx: სს ,,ვითიბი ბანკი“ ბ.კ.UGEBGE22 აა XX00XX0000000000000000 ს.კ. 245555554
დირექტორი
xxxxxx xxxxxxx
ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ
ვადასტურებთ, რომ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად სსიპ- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ კვების მიწოდებით მომსახურების შესყიდვის მიზნით გამარტივებული შესყიდვით გაფორმებულ 2019 წლის 22 ივლისის N636 ხელშეკრულებაში მითითებულ მიმწოდებელთან ინტერესთა კონფლიქტში არ ვიმყოფებით.
ხელმძღვანელი xxxxxx xxxxxxxxxxx
ინსპექტირების და მიღება-ჩაბარების xxxx xxxxxxxxxxx განმახორციელებელი პირი
ბაზრის კვლევის განმახორციელებელი პირი xxxxxx xxxxxxx