Contract
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №374
ქ. თბილისი 14 მარტი 2023 წელი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მის: ქ. თბილისი, xxx xxxxxx ქუჩა N10, საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22, საიდ. კოდი - 204383176), შემდგომში წოდებული
„შემსყიდველად“, წარმოდგენილი ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის xxx xxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, მიმწოდებელი: შპს „ორიენტ ლოჯიკი“; საიდენტიფიკაციო კოდი: 202052054;
მისამართი: ქ. თბილისი, xxxx xxxxxxxxxxx ქუჩა N71; ტელეფონი: 000 00-00-00; 000 00-00-00; დირექტორი: xxxx xxxxxxxxxxxx;
საბანკო რეკვიზიტები: ს.ს „ბაზის ბანკი“; ბანკის კოდი: CBASGE22; ა/ა: XX00XX0000000000000000;
შემდგომში წოდებული „მიმწოდებლად“, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გათვალისწინებით, შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესყიდვა. ინფორმაცია საქონლის დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების შესახებ მოცემულია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ფასთა ცხრილში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (იხ. დანართი N1 – 2 (ორი) ფურცელი).
2.2. შესყიდვის საშუალება: ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT230003266.
2.3. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 71 576 (სამოცდათერთმეტი ათას ხუთას სამოცდათექვსმეტი) ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
2.4. კლასიფიკატორის კოდი: CPV-30200000 - კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები; CPV-30213000 - პერსონალური კომპიუტერები; CPV-30213300 - მაგიდის კომბიუტერები (დესკტოპები); CPV-30231300 - მონიტორის ეკრანები; CPV-30231310 - ბრტყელი მონიტორები; CPV-30237410 - კომპიუტერის მაუსი; CPV-30237460 - კომპიუტერის კლავიატურები.
2.5. ხელშეკრულება ძალაშია 2022 წლის 14 მარტიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები, ვადა და ადგილი
3.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
3.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ქიზიყის ქუჩა №5ა.
3.3. სისტემური ბლოკი უნდა იყოს ე.წ. "ბრენდის" ტიპის (ქარხნულად აწყობილი). მოწოდებულ საქონელს უნდა მოყვებოდეს როგორც დენის, ასევე მათ დასაკავშირებლად საჭირო ყველა კაბელი. შემოთავაზებული მონიტორი და სისტემური ბლოკი უნდა იყოს თავსებადი. ამასთან, ადგილობრივად უნდა იქნას დაკომპლექტებული ორი ცალი არანაკლებ 1,5 მეტრი სიგრძის მონიტორის კაბელით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთ კომპიუტერზე ორი ცალი HDMI შემავალი პორტის მქონე 1080p და 4K რეზოლუციის მქონე მონიტორის დაერთების და გამართულად ფუნქციონირების შესაძლებლობა;
3.4. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით.
3.5. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.
4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი და გარანტია
4.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
4.2. შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N-ში მითითებული ვადების შესაბამისად.
4.3. მიმწოდებელმა, საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეკეთება უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, ქ. თბილისში მდებარე მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქონლის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მისი შეცვლა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში მდებარე მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში წარმოდგენიდან 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოთხოვნილი კომპიუტერი გამოყენებულ იქნება ვიდეო მონიტორინგის სისტემისათვის 24*7 სამუშაო რეჟიმში, შესაბამისად
საგარანტიო ვადა უნდა ვრცელდებოდეს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილი აპარატურა გამოყენებული იქნება ვიდეო მონიტორინგის სისტემისათვის 24*7 სამუშაო რეჟიმში.
4.4. ქ. თბილისში მდებარე მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტებია:
4.4.1 მონიტორებზე - სტანისლავსკის ქუჩა N5 (დიდუბე პლაზა, 1-ლი სართული);
4.4.2 სისტემურ ბლოკზე - გოძიაშვილის ქუჩა N71.
4.5. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1. შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და გამოცადონ საქონელი, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
5.2. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის მიწოდების კონტროლს ახდენს სისტემატიურად, საკუთარი შეხედულებისამებრ. კონტროლი ხორციელდება როგორც შუალედური ფორმით - შესყიდვის ობიექტის მიწოდების პროცესში, ისე მისი დამთავრების შემდგომ. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს დამატებითი კვლევა.
5.4. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებული საქონლის შეცვლა.
5.5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველოს მარაგების უზრუნველყოფის სამსახურის სამეურნეო საქონლის უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი აკაკი ჩოფლიანი.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1. შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
6.2. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველოს მარაგებით მართვის სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
6.3. მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
6.4. იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება მიმწოდებლის მხრიდან ვადის გადაცილებად.
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2. ანგარიშსწორება განხორციელდება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
7.3. წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები)
8.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
8.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
8.3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
8.4 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი დაჯარიმდება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
8.5 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
8.6 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0.15%-ის ოდენობით.
8.7 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.5 შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში;
ბ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
9.6 ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული.
10.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, საჯარო სამართლის კორპორაცია „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორსმაჟორის დადასტურების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
11.3 ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულებით, რაც არ საჭიროებს დამატებით შეთანხმებას.
12. უფლებების გადაცემა
12.1 ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (შემსყიდველი - მიმწოდებელი - მესამე პირი).
12.2. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მიმწოდებლის ჩანაცვლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ორგანიზაციის შერწყმა, გაყოფა და სხვ.)
13. ღირებულება
13.1 მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
13.2 მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
13.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
13.4 ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულების ცვლილება ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
14. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
14.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
14.2 ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან/და ფაქსით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება:
ა) მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტაქტო პირი: xxxxxx xxxxxxxxx; ტელ: 000 00-00-00; ელ. ფოსტა: xxxxxxx@xx.xx; xxxx@xx.xx;
ბ) შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტაქტო პირი: xxxxx xxxxxxxx; ტელ: 000 00-00-00; ელ. ფოსტა:
x.xxxxxxxxx@xxx.xxx.xx;
14.3 ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
14.4 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
15. სადაო საკითხების გადაწყვეტა
15.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ.
15.2 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
15.3 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
16. სხვა პირობები
16.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
16.2 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
16.3. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
16.4 „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
16.5 „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში
„მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს „ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.
16.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
მხარეთა მიერ გამოყენებულია ელექტრონული ხელმოწერები
LOGIC LLC
ORIENT
Digitally signed by ORIENT LOGIC LLC
Date: 2023.03.14
15:23:01 +04'00'
ფასების ცხრილი
პრეტენდენტის დასახელება შპს ორიენტ ლოჯიკი
№ | საქონლის დასახელება | საქონლის ძირითადი მახასიათებლები (მისაწოდებელი საქონლის მწარმოებლის/ბრენდის, წარმოშობის ქვეყნის და მოდელის/დასახელების მითითებით სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტის შესაბამისად) | განზომილება | რაოდენობა | ერთეულის ღირებულება (ლარი) | ჯამური ღირებულება (ლარი) | საგარანტიო ვადა მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან |
1 | სისტემური ბლოკი | სისტემური ბლოკი: Dell, პოლონეთი, Precision 3660, ვიდეო ბარათი: Nvidia, პოლონეთი, GeForce RTX 3060 (490-BHKS) - ქარხნულად დაკომპლექტებული ვიდეო ბარათით, PCIE 4.0, PCle x16, GDDR6, 12 GB მეხსიერება, ძრავის სიხშირე: 1320 მჰ, მეხსიერების სიხშირე: 1875 მჰ, გამტარუნარიანობა 360 GB/s, 192 ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი. DirectX 12 ultimate. ვიდეო ბარათს გააჩნა 2 ცალი ვიდეო გამოსასვლელი; პროცესორი: Intel, პოლონეთი, Core i7-12700 (338-CDBF)- სიხშირე 2.1 GHz, Max Turbo Frequency 4.9 GHz, ბირთვების რაოდენობა: 12 (თორმეტი), ნაკადების რაოდენობა: 20, Cache მეხსიერება: 25 MB, 10 nm (Intel 7) ტექნოლოგიის, ენერგიის გამოყენება ჩვეულებრივ რეჟიმში 65 W. ოპერატიული მეხსიერება: Dell, პოლონეთი, (370-AGYD) - 16 გბ; SSD ტიპის მყარი დისკი: Dell, პოლინეთი, (400-BNGP) - ოპერაციული სისტემისათვის 512 გბ; დამატებითი მყარი დისკი: Dell, პოლონეთი, (401-ACGO) - 1000 გბ; ქსელის პორტი - 1Gbps; ოპტიკური დისკის წამკითხველ/ჩამწერით: Dell, პოლონეთი, (429-ABDW) 8x DVD+/-RW; პორტების რაოდენობა: 10 ცალი USB პორტით, აქედან 8 ცალი USB 3.2 პორტით; | ცალი | 8 | 6683 | 53464 | მწარმოებლის ქარხნული გარანტია 3 წელი |
2 | მონიტორი | LG, ინდონეზია, 32SM5J, ეკრანის ზომა: 32" ინჩი. მატრიცის ტიპი: IPS გარჩევადობა: 1920x1080 კონტრასტულობა: ტიპიური 1100: 1, დინამიური 1000000:1 სიკაშკაშე: 400 ცდ/მ2 ხედვის კუთხე: 178° ჰორიზონტალი; 178° ვერტიკალი მუშაობის დრო განკუთვნილია Operation Hours (Hours / Days) 24/7 პორტები: 1 ცალი HDMI, 1 ცალი USB 2.0 ( Type A), 1 ცალი Audio 3.5mm jack | ცალი | 8 | 2172 | 17376 | მწარმოებლის ქარხნული გარანტია 3 წელი |
3 | მაუსი | Dell, ჩინეთი, MS116 ინტერფეისი - USB; სენსორის ტიპი - ოპტიკური | ცალი | 8 | 41 | 328 | მწარმოებლის ქარხნული გარანტია 1 წელი |
4 | კლავიატურა | Dell, ჩინეთი, KB216 კლავიატურა - ინტერფეისი - USB; | ცალი | 8 | 51 | 408 | მწარმოებლის ქარხნული გარანტია 1 წელი |
სულ ჯამი: | 71576 |
პრეტენდენტის ხელმოწერა
ORIENT LOGIC LLC
Digitally signed by ORIENT LOGIC LLC
Date: 2023.03.02 11:29:15
+04'00'
შენიშვნა: შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის/ბრენდის ან/და მოდელის/დასახელების შესახებ ინფორმაციის სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტის შესაბამისად წარმოუდგენლობა, ასევე ფასთა ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
xxxxx://xxx.xx.xxx/xxxxxx/xxxxxxxx/xxxxxxx-xxxxxxx/xx-00xx0x |