Contract
ხელშეკრულება
№2019/149
ქ. თბილისი 2019 წელი.
ერთი მხრივ შპს ,,პი.ემ.პი. ქოლორი“, მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxxx სახით (შემდგომში
„მიმწოდებელი“) და მეორე მხრივ, სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ”, წარმოდგენილი მისი დირექტორის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის xxxxx xxxxxxxxx სახით, (შემდგომში „შემსყიდველი“), ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს1’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ვადგენთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულებით მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის დავალების შესაბამისად უზრუნველყოს შენობის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები (CPV 45443000).
1.2. მიმწოდებელი აცხადებს, რომ მას გააჩნია შესაბამისი ცოდნა, კვალიფიკაცია და საჭირო უფლებამოსილება ხელშეკრულების საგნით გათვალისწინებული შესყიდვის შესასრულებლად.
მუხლი 2. მომსახურების გაწევის ვადა
2.1. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულება განასხვავებს „ხელშეკრულების მოქმედების ვადას“ და „სამუშაოს შესრულების ვადას“ .
2.2. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ კვალიფიცირებული ელ.ხელმოწერის ან კვალიფიცირებული შტამპის დადასტურებიდან და მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
2.3. მომსახურების გაწევის ვადა- ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 3. შესყიდვის საგნის ღირებულება და მისი გადახდის პირობები
3.1. წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მთლიანი ღირებულება შეადგენს 319.00 (სამასცხრამეტი) ლარს, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
3.2. ხელშეკრულების 3.1. პუნქტში მითითებული მთლიანი თანხის ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი საბუთების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3.3. ანაზღაურება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით.
მუხლი 4. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
4.1. “შემსყიდველი” ვალდებულია:
4.1.1 აუნაზღაუროს მიმწოდებელს შესყიდვის საგნის ღირებულება ხელშეკრულებით და მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით;
4.1.2. დროულად მიაწოდოს მიმწოდებელს ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც საჭიროა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად სამუშაოს შესრულება;
4.1.3. გააცნოს მიმწოდებელს ყველა მოთხოვნა და პირობები, რომლებიც გამომდინარეობს ხელშეკრულების საგნის თავისებურებიდან.
4.2. „შემსყიდველი“ უფლებამოსილია:
4.2.1. ნებისმიერ დროს შეამოწმოს მიმწოდებლის მიერ შესრულებული მომსახურების ხარისხი და მისი შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან;
4.2.2. გამოთქვას მოსაზრებები მიმწოდებლის მომსახურებასთან დაკავშირებით და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მისცეს შესაბამისი ინსტრუქციები და შენიშვნები მათ აღმოსაფხვრელად;
4.2.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი დარღვევისას უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება
4.3. “გამყიდველი” ვალდებულია:
4.3.1. გაუწიოს მომსახურება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში;
4.3.2. შეასრულოს ხელშეკრულება სრული მოცულობით, სათანადო ხარისხით, ამ ხელშეკრულებით და დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად;
4.3.3. გაუწიოს მომსახურება სათანადო ხარისხით, საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების შესაბამისად;
4.3.4. დროულად აცნობოს შემსყიდველს ყველა იმ დოკუმენტისა და ინფორმაციის საჭიროების შესახებ, რაც საჭიროა მომსახურების სათანადო ხარისხით გაწევისათვის;
4.3.5. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყონებლივ და უსასყიდლოდ შეიტანოს ცვლილებები შესყიდვის საგანში.
4.3.6. არ გაახმაუროს ფაქტები, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო, პირად, კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებას, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისას;
4.3.7. პერიოდულად მიაწოდოს შემსყიდველს ინფორმაცია მომსახურების გაწევის შესახებ და მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს იმ დროისათვის შესრულებული მომსახურება;
4.3.8. უზრუველყოს მიმწოდებლისთვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო შესყიდვის საგნის მიწოდება.
4.4. “ გამყიდველი” უფლებამოსილია;
4.4.1. მოითხოვოს გაწეული მომსახურების ანაზღაურება დროულად, ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად;
4.4.2. დროულად მიიღოს ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც აუცილებელია მომსახურების შესრულებისათვის.
მუხლი 5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. მხარეები პასუხისმგებელნი არიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებათა შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შერულებისათვის წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
5.2. მხარეები პასუხს აგებენ იმ მატერიალური თუ სხვა სახის ზიანისათვის, რომელიც გამოწვეული იქნება მეორე მხარესათვის წერილობითი შეთანხმების გარეშე კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებით.
5.3. მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების 2.3. მუხლით გათვლისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსლია დააკისროს პირგასამტეხლო, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მუხლი 6. დავების გადაწყვეტა
6.1. მხარეები იღებენ ყველა ზომას, რათა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა ან წინააღმდეგობა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით.
6.2. საკითხის მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, ყველა სახის დავა, რომლებიც წარმოიშვება მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს შორის წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე ან მისგან გამომდინარე განიხილება და გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6.3. დავის არსებობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს და მხარეები ვალდებულნი არიან გააგრძელონ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გარდა სადავო საკითხისა.
მუხლი 7. დაუძლეველი ძალა
7.1. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუ კი ეს გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის გარემოებათა გამო. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებებს დაუძლეველი ძალის გარემოებათა გამო, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს;
7.2. იმ შემთხვევაში როცა დაუძლეველი ძალის გარემოებების არსებობას ადგილი ქონდა 20 კალენდარული დღის განმავლობაში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება.
მუხლი 8. დასკვნითი დებულებები
8.1. ხელშეკრულებაში ცვილებისა და დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ამასთან ცვლილება და დამატება შესრულებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი მხარეთა მიერ;
8.2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება, მეორე მხარისაგან წერილობითი თანხმობის გარეშე თავისი უფლებები ან/და ვალდებულებანი გაასხვისოს ან გადასცეს მესამე პირებს;
8.3. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება თუ იგი გადაცემულია პირადად, გაგზავნილია ფაქსით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
8.4. ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ან პირობის გაუქმება, ბათილობა, შეწყვეტა არ გამოიწვენვს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას ან შეწყვეტას;
8.5. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ხელმოწერის მომენტისათვის წარმოადგენს მხარეებს შორის მიღწეულ ამომწურავ შეთანხმებას და აუქმებს მხარეებს შორის იგივე საგანზე არსებულ ნებისმიერ წინარე შეთანხმებას;
8.6. იურიდიული მისამართის ან საბანკო ბანკის რეკვიზიტების შეცვლის შემთხვევაში, მხარეები ვალდებულნი არიან 3 (სამი) დღის განმავლობაში შეატყობინონ ერთმანეთს ამის შესახებ;
8.7. ხელშეკრულება შედგენილია ელექტრონული ფორმით ქართულ ენაზე.
მხარეთა რეკვიზიტები
„შემსყიდველი“
სსიპ „ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“
ს.კ. 202303765
ქ. თბილისი შ. დადიანის 2/1
ს/კ 202303765
სახელმწიფო ხაზინა კოდი TRESGE22
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი xxxxx xxxxxxxx
„მიმწოდებელი“
შპს ,,პი.ემ.პი. ქოლორი“
ქ. თბილისი, წერეთლის 89
ს/კ 405225000
ბანკი: ,,საქართველოს ბანკი“ ბ/კ XXXXXX00
ა/ა XX00XX 0000 0000 0000 0000
დირექტორი xxxxx xxxxxxxx
LEPL
Center on NATO
Information
Digitally signed by LEPL Information Center on NATO and EU
Date: 2019.07.22
and EU
12:12:59 +04'00'