ერთი მხრივ, ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი(ს/კ 215606770), წარმოდგენილი მისი უფროსის, ნუგზარ მიროტაძის სახით და მეორე მხრივ, სს „სილქნეტი“ (ს/კ 204566978), წარმოდგენილი მისი კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მალხაზ ჟორჟიკაშვილის...
შეთანხმების აქტი
ქ. თბილისი
ერთი მხრივ, ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი(ს/კ 215606770), წარმოდგენილი მისი უფროსის, xxxxxx xxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, სს „სილქნეტი“ (ს/კ 204566978), წარმოდგენილი მისი კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მალხაზ ჟორჟიკაშვილის სახით, ვაცხადებთ, რომ ვმოქმედებთ ფიჭური სატელეფონო მომსახურების უწყვეტობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის №225 განკარგულების, ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2018-2019 წლების კონსოლიდირებული ტენდერის (CON170000115) სატენდერო დოკუმენტაციის 6.10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის შესაბამისად და ვადასტურებთ, რომ ჩვენს შორის მიღწეულია შეთანხმება მასზედ, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 01 მარტიდან დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (CON170000115) #03 ხელშეკრულება გაგრძელდეს ამავე ტენდერით გათვალისწინებული ტარიფებისა და პირობების შესაბამისად და შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„2.1 ხელშეკრულების საორიენტაციო ღირებულებაა 960 (ცხრაას სამოცი) ლარი.“;
2. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„4.2. მომსახურების მიწოდება განხორციელდება 2018 წლის 01 მარტიდან 2019-2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და პორტირების პროცედურების დასრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1-ლი აპრილისა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.“;
3. ხელშეკრულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2019 წლის 1 მაისამდე.“
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ზემოთხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობები რჩება უცვლელი.
წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლიარად ქართულ ენაზე და წარმოადგენს მხარეთა შორის 2018 წლის 01 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (CON170000115) #03 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
ჭიათურის საგანმანათლებლო კორპორატიული გაყიდვების
რესურსცენტრის უფროსი დეპარტამენტის უფროსი
xxxxxx xxxxxxxx xxxxxx xxxxxxxxxxxx
–––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––