ერთის მხრივ, შპს “ჯიარ ქონების მართვა” (ს/კ 202460103), შემდგომში - “გამყიდველი”, წარმოდგენილი მისი (პ/ნ ) სახით, მოქმედი 2020 წლის N0000 მინდობილობის საფუძველზე და მეორეს მხრივ, (ს/კ პ/ნ ), შემდგომში – “მყიდველი”,
ნასყიდობის ხელშეკრულება №რქმ/
ქ. თბილისი 2020 წელი
ერთის მხრივ, შპს “ჯიარ ქონების მართვა” (ს/კ 202460103), შემდგომში - “გამყიდველი”, წარმოდგენილი მისი (პ/ნ ) სახით, მოქმედი 2020 წლის N0000 მინდობილობის საფუძველზე და მეორეს მხრივ, (ს/კ პ/ნ ), შემდგომში – “მყიდველი”,
წარმოდგენილი მისი სახით, შპს „ჯიარ ქონების მართვა“-ს მიერ 2020 წლის
გამოცხადებული № /1 ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 შპს „ჯიარ ქონების მართვის“ მიერ ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) წესით უძრავი ქონების რეალიზება.
2. ხელშეკრულების ობიექტი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ”გამყიდველი” საკუთრებაში გადასცემს „მყიდველს“
მიწის ნაკვეთს.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ( ) ლარს, დღგ-ს ჩათვლით (ელექტრონული აუქციონზე “მყიდველის” მიერ ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა).
4. ანგარიშსწორების პირობები
4.1 ”მყიდველის” მიერ ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული თანხა წინასწარი ანგარიშსწორებით (გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) ჩარიცხულია შპს ”ჯიარ ქონების მართვა”-ს საბანკო რეკვიზიტებზე, რაც დასტურდება საგადახდო დავალებებით;
4.2 ”მყიდველის” მიერ გადახდილი ”ბე”-ს თანხა ჩაითვლება ქონების ფასის საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. გაყიდული ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1”მყიდველსა” და ”გამყიდველს” შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, ქონების გადაცემის შესახებ, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
6. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
6.1 ”გამყიდველი” ვალდებულია ”მყიდველს” გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრული ქონება;
6.2 ”მყიდველი” ვალდებულია ხელშკრულების გაფორმებისთანავე მოახდინოს ხელშკეურლების ობიექტის მიღება ”გამყიდველისაგან”;
6.3 ”მყიდველი” ვალდებულია მოახდინოს ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია. ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯები ანაზღაურდება „მყიდველის“ მიერ;
6.4 იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე აღმოჩნდება სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის მეურნეობის რაიმე სახის მიწისზედა ან მიწისქვედა აქტივი (კომუნიკაცია), აქტივის ბალანსმფლობელთან შეთანხმებით, მესაკუთრე ვალდებულია მოახდინოს მისი გადატანა სრულად საკუთარი ხარჯით (გადატანის ღირებულება არც შემდგომ არ ექვემდებარება აქტივის მესაკუთრის მხრიდან ანაზღაურებას). გადატანის პროექტი წინასწარ განხილული და შეთანხმებული უნდა იქნას სს „საქართველოს რკინიგზა“-სთან.
6.5 იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე აღმოჩნდება სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის მეურნეობის კუთვნილი აქტივი, აქტივის ბალანსმფლობელთან შეთანხმებით, მესაკუთრე ვალდებულია მოახდინოს მისი გადატანა სრულად საკუთარი ხარჯით (გადატანის ღირებულება არც შემდგომ არ ექვემდებარება აქტივის მესაკუთრის მხრიდან ანაზღაურებას).
6.6 შეძენილ ქონებაზე, საქმიანობის პროცესში ”მყიდველი” ვალდებულია დაიცვას საქართველოში მოქმედი, ტექნიკურ ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულაციების აგრეთვე სხვა მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციების, სახანძრო უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მოთხოვნები.
6.7 „მყიდველი“ ვალდებულია შეძენილ ქონებაზე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება, წინასწარ შეათანხმოს სს „საქართველოს რკინიგზა"-სთან.
6.8 „მყიდველის“ მიერ შეძენილი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში და ყოველი ახალი მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.
7. დავის გადაწყვეტა
7.1 მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.
7.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ხელშეკრულები მოქმედების ვადა
8.1 ხელშეკრულება ძალაში შედის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულ შესრულებამდე;
9. დასკვნითი დებულებები
9.1 ხელშეკრულებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, რაც ფორმდება წერილობითი ფორმით;
9.2 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება „მყიდველს“, ორი „გამყიდველს“ და ერთი ინახება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“.
9.3 წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით წერილობით ან სიტყვიერ შეთანხმებას.
10. მხარეთა რეკვიზიტები
”გამყიდველი” შპს“ ჯიარ ქონების მართვა“ ს/კ 202460103 ქ.თბილისი, თამარ მეფის №15 ტელ.: ........................... | ”მყიდველი” ს/კ პ/ნ
ტელ.: |