ხელშეკრულება #GAD017
ხელშეკრულება #GAD017
(სახელმწიფო შესყიდვების შესახებ)
ქ. თბილისი 11 მაისი 2020 წ.
დაიდო, ერთის მხრივ შ.პ.ს. “თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ წარმოდგენილი მისი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის xxxxxx xxxxxxxxxxxx (შემდგომში „შემსყიდველი“) სახით და მეორეს მხრივ, შპს ფუდ მენეჯმენტ გრუპ (შემდგომში „მიმწოდებელი“) წარმოდგენილი მისი დირექტორის ტარიელ ზარანდიას სახით, შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. 1.1. ხელშეკრულების საგანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3
პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანების, მე-3 მუხლის, ბ პუნქტის, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, შ.პ.ს. “თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“-ს საკუთარი შემოსავლების ფარგლებში სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურების (CPV 55500000) ფარგლებში საკვების მიწოდების მომსახურების შესყიდვა.
2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
2.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 7920,00 (ხუთასსამოცდაცამეტი) ლარს.
2.2. ხელშკრულების ღირებულება მოიცავს კანონმდებლობით დადგენილყველა გადასახადს.
3. ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტი
3.1. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: CPV55521200 -
საკვების მიწოდების მომსახურების (შემდგომში მომსახურება) შესყიდვა. 3.2.
4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი
4.1. შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს.
4.2. შესყიდვის ობიექტის უხარისხობის შემთხვევაში „შემსყიდველი“ წერილობით აცნობებს „მიმწოდებელს“ წუნდების მიზეზების მითითებით. „მიმომსახმწოდებელი“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტის ნაკლის აღმოფხვრას „შემსყიდველის“ ინტერესების გათვალისწინებით.
5. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი და ვადები
5.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი – ქ. თბილისი, ს. ჩიქოვანის #14
5.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: 11.05.2020 -11.06.2020 წელი.
5.3. მიმწოდებლის მიერ საკვების მიწოდება უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად 3-ჯერადად, შეთანხმებული მენიუს მიხედვით (დანართი #1), შემსყიდვლეის სტაციონარში არსებული COVID19- ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის შესაბამისად.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება–ჩაბარების წესი
6.1. შემსყიდველის მიერ „მომსახურების“ მიღება წარმოებს ყოველდღიურად.
6.2. „მომსახურების“ მიწოდების კონტროლს განახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი, რაზედაც დგება შესაბამისი ინსპექტირების აქტი.
6.3.,,მიმწოდებელმა,, ყოველდღიურად უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი მომსახურების კოდის, დასახელების, რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით.
6.4. „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისათვის 6.3. პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენა „მომსახურების“ დანიშნულ ადგილზე მიწოდებისთანავე. პასუხისმგებლობა შემსყიდველის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის დაგვიანებით მიღების ან მიუღებლობის შედეგად წარმოქმნილი ყველა ხარჯისათვის ეკისრება „მიმწოდებელს“.
6.5. „მომსახურების“ მიღების დროს გამოვლენილი დეფექტისა და ნაკლის აღმოფხვრას, აუცილებლობის შემთხვევაში გამოცვლას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს „მიმწოდებელი“.
6.6. იმ შემთხვევაში, თუ „შემსყიდველის“ მიერ საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი იქნება
„მომსახურების“ უხარისხობა, იგი წერილობით აცნობებს „მიმწოდებელს“ და მოითხოვს სათანადო კომპენსაციას.
7. ანგარიშსწორების წესი, ფორმა და ვადები
7.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მიმწოდებლის მიერ მოწოდებული მომსახურების და მიღების შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
7.2. ანგარიშსწორების ფორმა – უნაღდო ანგარიშსწორება.
7.3. ანგარიშსწორება განხორციელდება ლარებში.
8. პირგასამტეხლო
8.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლოს გადახდა.
8.2. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების გადაცდენის შემთხვევაში, მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,02%–ს.
8.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში, მხარეები ყოველი დარღვევისას იხდიან პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
8.4. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%–ს მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
8.5. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან.
8.6. მხარეები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ პირგასამტეხლოს თანხის გადახდა წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში.
9. მხარეთა უფლება–მოვალეობები
9.1. „შემსყიდველი“ ვალდებულია:
9.1.1. აცნობოს „მიმწოდებელს“ ყველა მომხდარ ცვლილებათა შესახებ, რომელიც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება ეხებოდეს ხელშეკრულების პირობებს.
9.2. „მიმწოდებელი“ ვალდებულია:
9.2.1. მიაწოდოს „შემსყიდველს“ „მომსახურება“, რომელიც სრულად შეესაბამება ხარისხით და სხვა მონაცემებით „შემსყიდველის“ დაკვეთას.
9.2.2. დროულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
9.3. „შემსყიდველი“ უფლებამოსილია:
9.3.1. მოითხოვოს „მიმწოდებლისგან“ ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულება.
9.3.2. უარი განაცხადოს ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ „მიმწოდებელი“ დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ან მის წინაშე დადგება დაუძლეველი ძალა.
9.3.3. არ სცნოს „მიმწოდებლის“ არცერთი ვალდებულება, რომელიც არაა განსაზღვრული ამ ხელშეკრულებით.
9.4. „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია:
9.4.1. მოითხოვოს „შემსყიდველისაგან“ მის მიერ მიწოდებული „მომსახურების“ ღირებულების სრული ანაზღაურება.
9.4.2. განაცხადოს უარი ხელშეკრულების შესრულებაზე ან მის გაგრძელებაზე, თუ „შემსყიდველის“ მიერ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გამო მისთვის შეუძლებელი ხდება „მომსახურების“ მიწოდება ან მის წინაშე დადგა დაუძლეველი ძალა.
9.4.3. აწარმოოს მოლაპარაკება „შემსყიდველთან“ სახელშეკრულებო პირობებში კანონით დაშვებული ცვლილებების შეტანისათვის.
9.4.4. მიმართოს სასამართლოს ან სხვა შესაბამის ორგანოებს „შემსყიდველის“ მიერ ხელშეკრულების პირობების დაღვევის გამო.
10. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის
10.1 მხარეები სრულად იღებენ პასუხისმგებლობას ხელშეკრულების სრული და უპირობო შესრულებისათვის.
10.2. ამასთან მხარეები სრულად იღებენ პასუხისმგებლობას მოახდინონ მიყენებული რეალური ზარალის ანაზღაურება, რომელსაც ექნება შესაბამისი დადასტურება.
10.3. ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი შეუსრულებლობა მხარეთა შორის დადებული შეთანხმების გარეშე, გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს.
10.4. ხელშეკრულების შეწყვეტა მთლიანი ან ნაწილობრივი შეწყვეტა მხარეთა მიერ წერილობითი შეტყობინების გარეშე და ამ შეტყობინებაზე წერილობითი პასუხის მიღების გარეშე დაუშვებელია.
101.5. შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, „მიმწოდებლისათვის“ ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ:
10.5.1. თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან „შემსყიდველის“ მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს „მომსახურება“:
10.5.2. თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება, რომელიც ცვლის პირობებს, რის გამოც ვერ განხორციელდება „მომსახურების“ მიწოდება სრულად ან დადგენილ ვადებში.
10.6. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისგან.
101.7. „შემსყიდველს“ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ:
10.7.1. თუ ხელშეკრულების შესრულების გაგრძელება მიზანშეუწონელია „შემსყიდველის“ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე;
10.7.2. თუ „შემსყიდველისათვის“ ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
10.7.3. „მიმწოდებლის“ გაკოტრების შემთხვევაში.
10.8. საჯარიმო სანქციები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11. დაუძლეველი ძალის მოქმედება
11.1. ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის დაუძლეველ გარემოებათა შედეგი.
11.2. ამ მუხლის მიზნებისათვის დაუძლეველი ძალა ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული „შემსყიდველისა“ და/ან
„მიმწოდებლის“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და მას გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს საბრძოლო მოქმედებებით, წყალდიდობით, ეპიდემიით, კარანტინით, და სხვა მასთან გათანაბრებული მოვლენებით, რომელსაც ცნობენ მხარეები.
11.3. დაუძლეველი გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება აღწერილობით გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობათა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან დაუძლეველი გარემოებების ზეგავლენისგან.
11.4. დაუძლეველი ძალის არსებობა, უკიდურეს შემთხვევათა გარდა, უნდა იყოს დადასტურებული ოფიციალური ორგანოების მიერ, პრესის ან სხვა მხარეებისათვის მისაღები ფორმით.
12. სადაო საკითხების გადაწყვეტა
12.1. „შემსყიდველმა“ და „მიმწოდებელმა“ უნდა იხმაროს ყველა ღონე, რათა მათ შორის ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ, მოაგვარონ მოლაპარაკების წესით.
12.2. თუ „შემსყიდველი“ და „მიმწოდებელი“ ვერ შეძლებენ სადაო საკითხის მოგვარებას მოლაპარაკების გამართვის შემდეგ, ნებისმიერ მხარეს დავას გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს სასამართლოს, რის შესახებაც იგი წინასწარ აცნობებს მეორე მხარეს.
13. გამოსაყენებელი სამართალი
13.1. ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონის მიხედვით.
14. ხელშეკრულების ენა
14.1. ხელშეკრულების ენაა ქართული. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის უნდა შეესაბამებოდეს სახელშეკრულებო პირობებს.
15. ურთიერთობა მხარეებს შორის
15.1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, ხელშეკრულებაში
მითითებული მეორე მხარის მისამართზე.
15.2. შეტყობინება ძალაში შედის ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო ადრე დადგება.
16. ხელშეკრულების სხვა პირობები
16.1. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მხოლოდ მხარეების მიერ წერილობითი შესწორებით და ფორმდება ხელშეკრულების დანამატის სახით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
16.2. „მიმწოდებელს“ არ აქვს უფლება წერილობითი თანხმობის გარეშე მოახდინოს მესამე პირისათვის უფლებების გადაცემა.
16.3. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.
16.4. ხელშეკრულების შესრულების შეფერხების შემთხვევაში მხარეები დაუყოვნებლივ წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს და ღებულობენ ერთობლივ გადაწყვეტილებას.
17. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
17.1. ხელშეკრულება შედის ძალაში მხარეთა მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის თარიღიდან.
17.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება: 11.05.2020 - 31.07.2020 წელი.
173. ურთიერთობა მხარეებს შორის წყდება მხარეების მიერ ყველა ვალდებულებათა შესრულებისა და დებიტორულ–კრედიტორულ დავალიანებათა დაფარვის შემდგომ.
18. განსაკუთრებული შენიშვნები
18.1. ხელშეკრულება დგება ოთხ თანაბარძალოვან ეგზემპლარად, საიდანაც ერთი ეგზემპლარი გადაეცემა
„მიმწოდებელს“.
18.2. ხელშეკრულება დამოწმებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელეტრონული შტამპით.
19. მხარეთა რეკვიზიტები
„შემსყიდველი“ „მომწოდებელი“
დაწესებულების დასახელება
შპს “თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური
საავადმყოფო“
დაწესებულების დასახელება
შპს xxx xxxxxxxxx xxxx
რეკვიზიტები: რეკვიზიტები:
ს/კოდი: 204871594 ს/კოდი: 404427624
მომსახურე ბანკი: ს/ს ,,თი ბი სი ბანკი,, მომსახურე ბანკი: ს/ს ,,თი ბი სი ბანკი,, ბანკის კოდი: XXXXXX00 ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგ/ანგარიში: XX00XX0000000000000000 ანგ/ანგარიში: XX00XX0000000000000000
მის/იურიდიული ქ. თბილისი, ჩიქოვანის ქ. N14 მის/იურიდიული: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის 2
მის/ფაქტიური ქ. თბილისი, ჩიქოვანის ქ. N14 მის/ფაქტიური: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის 2
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
დირექტორი
xxxxxxx xxxxxxxxxxx xxxxxx xxxxxxxx
დანართი
შენიშვნა | პროდუქცია | ფასი |
xxxxx xxxx | xxxxx/ბანანი | |
ჭვავის პური/ თეთრი პური | ||
ყველი | ||
კარაქი 0.03 გრ/ არაჟანი 0.100 გრ | ||
ჯემი/იოგორტი | ||
ხელსახოცი | ||
ფუნთუშა ჯემით,/ ალადიკი ვაშლითი/ამერიული ორცხობილა | ||
ბაკურიანი 0.5ლ | ||
ერთჯერადების ნაკრები | ||
ყავა ერთჯერადი | ||
ჩაი ერთჯერადი | ||
შაქარი ერთჯერადი | ||
xxxx xxxxxxxx დილა | 7 | |
ლანჩი შუადღე | გუფთა / სოუზი / გულიაში / ტაბაკა / კოტლეტი / შნიცელი | |
სპაგეტი / პიურე/ წიწიბურა / ბრინჯი / xxxxxxxx | ||
xxxxxxxxx პური / ჭვავის პური | ||
სალათი | ||
ნატურალური წვენი | ||
ერთჯერადების ნაკრები | ||
ხელსახოცი | ||
xxxx xxxxxxxx შუადღე | 8 | |
ლანჩი საღამო | ვაშლი/ბანანი | |
ხაჭაპური / ლობიანი / ღვეზელი | ||
ფუნთუშა ჯემით/ალადიკი ვაშლით | ||
ბაკურიანი 0.5ლ | ||
ხელსახოცი | ||
ერთჯერადების ნაკრები | ||
ყავა ერთჯერადი | ||
ჩაი ერთჯერადი | ||
შაქარი ერთჯერადი | ||
xxxxxxx xxxxx საღამო | 7 |