Contract
ხელშეკრულების ნიმუში
ხელშეკრულება
ქ.თბილისი ________________, 2019 წ.
ერთის მხრივ ----------------------------- (შემდგომში „დამკვეთი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის, --------------------- სახით და მეორეს მხრივ _______________________________ (შემდგომში „შემსრულებელი“), მისი დირექტორის ____________________________ სახით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი იღებს ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობით მოქმედი წესებისა, ნორმების და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და დამკვეთთან შეთანხმებული პირობებით ობიექტზე, მდებარე: ქ. თბილისი, ---------------------------------- შეასრულოს პროექტი და თანხმხლები სამუშაოები ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის (დანართი N---) შესაბამისად (შემდგომში „მომსახურება“).
2. ხელშეკრულების ღირებულება
მომსახურების სრული ღირებულება შეადგენს ___________ (_____________________) ლარს, დღგ–ს ჩათვლით. აღნიშნული ღირებულება მოიცავს ასევე ხელშეკრულების მე–7 მუხლით გათვალისწინებული პირობების ღირებულებას.
მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მოცემულ ღირებულებაში გათვალისწინებულია ნებისმიერი ხარჯი, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მომსახურების გაწევისას წარმოშობილი, გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოების შედეგად.
მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების 2.1. პუნქტით განსაზღვრული თანხისა.
3. ანგარიშსწორების წესი
გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მხარეთა შორის მიღება–ჩაბარების აქტის და შესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა N2) გაფორმების საფუძველზე, ხსენებული დოკუმენტაციის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
ნებისმიერი ანგარიშსწორება მხარეთა შორის იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მხარეთა მიერ რეკვიზიტებში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვის გზით.
შემსრულებელი ვალდებულია, დამკვეთს წარუდგინოს საბანკო გარანტია იმ შემთხვევაში თუ შემსრულებელი წინასწარ, ავანსის სახით მოითხოვს ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილს 5000.00 (ხუთი ათასი) ლარის ან მეტი ოდენობით, ანდა თუ მოთხოვნილი იქნება საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი. აღნიშნული პირობა მოქმედებს საერთო ღირებულების ერთიანი ან ეტაპობრივი წესით გადახდის შემთხვევაშიც.
4. მომსახურების მიწოდების ვადა
მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების მიწოდების შემდეგ ვადებზე:
შემსრულებელი ვალდებულია დაიწყოს მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სამუშაოები წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში;
შემსრულებელი ვალდებულია მომსახურების მიწოდება განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანდართული, სამუშაოთა შესრულების გრაფიკის დაცვით (დანართი N3).
შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების 1.1. პუნქტის ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება სრულად და ჯეროვნად განახორციელოს და დამკვეთს ჩააბაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
5. მხარეთა უფლება–მოვალეობები
შემსრულებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში დამკვეთს წარუდგინოს დამკვეთის მისაღები ბანკისაგან/სადაზღვევო კომპანიისაგან გაცემული საბანკო გარანტია სრული სახელშეკრულებო ღირებულების 5%–ის ოდენობით. საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება.xxxxxxx xxxxxxxxx მოქმედების ვადა ხელშეკრულების მოქმედების ვადას უნდა აღემატებოდეს 3 (სამი) თვით. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობა დამკვეთს ანიჭებს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად, დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლებას. ამასთან. დამკვეთს უფლება აქვს მოითხოვოს შეწყვეტის საფუძვლდებიდან გამომდინარე მისთვის მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება.
შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულების (ასევე მისი დანართებით) გათვალისწინებული, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩააბაროს აღნიშნული სამუშაოები დამკვეთს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად დამკვეთს გაუწიოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მომსახურება, ხელშეკრულების 1.1. პუნქტის და ხელშეკრულების დანართების პირობათა გათვალისწინებით.
მონაწილეობა მიიღოს დამკვეთის მიერ ორგანიზებულ თათბირებში, რომლებზეც განიხილება სამუშაოების მიმდინარეობის მდგომარეობა და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
უზრუნველყოს:
მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დამკვეთის მოთხოვნებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და ნორმების, ამასთან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად (ასეთის საჭიროებისას);
მომსახურების ხარისხი დამკვეთის მოთხოვნების, კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული წესებისა და ნორმების შესაბამისად;
სამუშაოების მსვლელობის დროს გამოვლენილი ყველა ნაკლოვანების და დეფექტის აღმოფხვრა მხარეთა შორის შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, რომელიც გამოვლინდება მომსახურების მიღების დროს, საკუთარი ხარჯით.
მომსახურების მიწოდებისას უზრუნველყოს სამუშაო უბნის უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოების დაცვა და ტექნიკური უსაფრთხოების, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებისა დაცვა, გარემოს დაცვა, მესამე პირების ჯანმრთელობის და საკუთრების დაცვა.
მომსახურება გაწიოს უსაფრთხოების დაცვისათვის აუცილებელი აღჭურვილობის, უნიფორმებისა და მოწყობილობების გამოყენებით.
განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
უშუალოდ სამუშაოების დაწყებამდე (ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრული კომპონენტების მიხედვით), წინასწარ შეატყობინოს დამკვეთს შესრულების დაწყების ზუსტი დრო. შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო კავშირის მეშვეობით.
შემსრულებელი უფლებამოსილია:
მოითხოვოს მის მიერ მიწოდებული საქონლის/მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად.
მოითხოვოს დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
დამკვეთი ვალდებულია:
მიიღოს მომსახურება და განახორციელოს ანგარიშსწორება წინამდებარე ხელშეკრულების და მისი შემადგენელი ნაწილების (დანართების) შესაბამისად.
მომსახურების ხარისხის მოწონების შემთხვევაში ხელი მოაწეროს შემსრულებლის მიერ ხელმოწერილ მიღება–ჩაბარების აქტს და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა აქტს (ფორმა N2) შემსრულებლის მიერ მისი წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ან წარუდგინოს მიმწოდებელს მოტივირებული უარი მიღება–ჩაბარების აქტზე და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა აქტზე (ფორმა N2) ხელის მოწერასთან დაკავშირებით.
დამკვეთი უფლებამოსილია:
უარი თქვას ხელშეკრულების შესრულებაზე და მოითხოვოს მის მიერ ავანსად გადახდილი თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უკან დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება, ასევესაბანკო ანდა/ სადაზღვევო გარანტიის განაღდება, თუ შემსრულებელი არ იწყებს სამუშაოების განხორციელებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ან თუ სამუშაოების შესრულების ტემპიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ მათი დროულად შესრულება აშკარად შეუძლებელია.
მომსახურებასთან დაკავშირებით მიღება–ჩაბარების აქტის და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოების აქტის (ფორმა N2) ხელმოწერამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულების შესრულებაზე და გადაუხადოს შემსრულებელს დადგენილი ფასის ნაწილი იმ შესრულებული სამუშაოს პროპორციულად, რომელიც შესრულდა ხელშეკრულების შესრულებაზე დამკვეთის მიერ უარის თქმის შესახებ შეტყობინების შემსრულებლისათვის გადაცემამდე.
6. მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების წესი
მომსახურების მიღება–ჩაბარება ხორციელდება შესრულებული სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტის და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა N2) საფუძველზე. მიღება–ჩაბარების აქტში და შესრულებული სამუშაოს აქტში აღწერილი უნდა იყოს მომსახურების დასახელება, ჩამონათვალი, რაოდენობა, ღირებულება, დარიცხვები და ჯამური თანხა.
დამკვეთი ვალდებულია განიხილოს და დაუბრუნოს შემსრულებელს ხელმოწერილი მიღება–ჩაბარების აქტი და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების აქტი (ფორმა N2), ან წარუდგინოს მას მოტივირებული უარი მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით.
დამკვეთი უფლებამოსილია, მშენებლობის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერამდე (ამასთან საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე) მოახდინოს შესრულებული სამუშაოს ხარისხის გადამოწმება, როგორც მხარეთა მიერ შერჩეული სპეციალისტების მიერ, ასევე უფლებამოსილი ორგანოს ექსპერტის მეშვეობით; ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განსაზღვრული ვადების ათვლა წარმოებს ზემოაღნიშნული ექსპერტისა თუ სპეციალისტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის/დასტურის დღიდან.
დამკვეთის მიერ მომსახურების მიღებაზე უარის შემთხვევაში, მხარეები თანხმდებიან შემსრულებლის მიერ დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ. ნაკლოვანებების აღმოფხვრა ხორციელდება აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ნაკლოვანებების აღმოფხვრის შემდეგ მომსახურების მიღება–ჩაბარება ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
მომსახურების მიღება–ჩაბარება ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულების შემდეგ.
დაკმვეთის მხრიდან მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილება გააჩნია xxxx ბაზაძეს.
შემსრულებლის მხრიდან მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილება გააჩნია ___________________.
7. ტექნიკური და საგარანტიო პირობები
შემსრულებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ასევე იძლევა გარანტიას შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, მასზედ რომ მოახდენს სამუშაოების შესრულებას ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ქონების დაზიანების გარეშე, მათ შორის: ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების და მიმდებარე ტერიტორიის (ეზოს) დაზიანების გარეშე;
მისაწოდებელი მასალების ხარისხი სრულად უნდა შეესაბამებოდეს მის საპასპორტო (ტექნიკურ დოკუმენტებში მითითებულ) მონაცემებს, რომლის ხარისხი თანხმდება მხარეებს შორის. შემსრულებელი ვალდებულია, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში,წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილი ან/და მოწოდებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები წარუდგინოს დამკვეთს, რომლებიც მასალის ხარისხიანობის დოკუმენტურ დადასტურებად ჩაითვლება.
შემსრულებელი წინამდებარე ხელშეკრულებით იძლევა გარანტიას შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. საგარანტიო ვადა სწორი ექსპლუატაციის პირობებში განისაზღვრება:
ა) ძირითად სამუშაოებზე 20 წელი;
ბ) მილგაყვანილობაზე 20 წელი;
გ) კერამიკულ ფილებზე ___ წელი;
დ) დანადგარებზე ___ წელი;
ე) ______________ ____ წელი;
ვ ______________ ____ წელი;
საგარანტიო ვადის ათვლა წარმოებს სამუშაოების დასრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებიდან. თუ დაზიანება გამოწვეულია შემსრულებლის ბრალეულობით,ამ პერიოდის განმავლობაში შემსრულებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გაუწიოს დამკვეთს საგარანტიო მომსახურება, რაც გულისხმობს აღმოფხვრას, გამოასწოროს ან აანაზღაუროს (შეკეთების ან/თუ შეკეთება შეუძლებელია, იდენტური ახალი საქონლით გამოცვლის გზით) მიყენებული ზიანი. იმ დროისთვის მიყენებული ზარალის სრულ ოდენობას ადგენს საქართველოში მოქმედი შესაბამისი ექსპერტიზის ბიურო.
შემსრულებელი ვალდებულია, საგარანტიო ვადის განმავლობაში, დაზიანებული მასალების შეკეთება ან შეცვლა უზრუნველყოს „დამკვეთისაგან“ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან: შეკეთების შემთხვევაში 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო მასალების შეცვლის შემთხვევაში არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა, „დამკვეთის“ მიერ რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
გარანტიის მოქმედების პერიოდში “შემსრულებლის” მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და ვადის გაჭიანურების შემთხვევაში „დამკვეთს“ უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს „შემსრულებელს“ შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის დამკვეთის იძულებითი მოცდენით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, რაც ,,შემსრულებელმა” უნდა აანაზღაუროს მოთხოვნისთანავე. ამასთან, დამკვეთი უფლებამოსილია მიმართოს ამავე ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს.
8. პასუხისმგებლობა და დავები
მხარეები გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას, რათა წარმოქმნილი უთანხმოება და დავები აღმოფხვრან მოლაპარაკების გზით.
დავის მოლაპარაკების გზით გადაუჭრელობის შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ საქართველოს შესაბამის სასამართლოს დაკმვეთის ადგილსამყოფლის მიხედვით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად.
შემსრულებელი პასუხისმგებელია მომსახურებასთან დაკავშირებულ, მის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე და მათ ხარისხზე. ასევე, პასუხისმგებელია სამუშაოების მსვლელობის მთელი პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების დაცვაზე. უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში დამკვეთისათვის ან მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება შემსრულებელს.
დაკმვეთი არ არის პასუხისმგებელი იმ ვალდებულებებისათვის, რომელიც სამუშაოთა წარმოების დროს შემსრულებელს წარმოეშობა მესამე პირების წინაშე.
შემსრულებელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რაც დაკმვეთს მიადგება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებული პირობების დარღვევით მიწოდებული ნასყიდობის ობიექტის (მომსახურების) შედეგად.
ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს და ასეთ შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია, შემსრულებელს გადაუხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მომსახურების მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დაკმვეთს უფლება აქვს მოითხოვოს და ასეთ შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია გადაუხადოს დამკვეთს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%–ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შემსრულებელი შესრულების ვადებს გადააცილებს 10 (ათი) კალენდარული დღით დაკმვეთი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, არ გადაიხადოს მომსახურების ღირებულება და ამასთან მოითხოვოს, ხოლო ასეთ შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია გადაიხადოს დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%–ის ოდენობით. ამასთან, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს ბანკის ან/და სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის განაღდება.
მომსახურების უხარისხოდ მიწოდების შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია აღნიშნული დეფექტების აღმოჩენიდან მხარეთა შორის შეთანხმებული გონივრული ვადის (რაც დაფიქსირდება მხარეთა შორის გაფორმებულ შესაბამის დოკუმენტში) განმავლობაში გამოასწოროს აღმოჩენილი ნაკლოვანება/დეფექტი, ხოლო აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაკმვეთი უფლებამოსილია არ გადაუხადოს შემსრულებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების ღირებულება და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, დაკმვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო ასეთ შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია გადაუხადოს დამკვეთს ჯარიმა – ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%–ის ოდენობით. ამასთან, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს ბანკის ან/და სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის განაღდება.
იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი განახორციელებს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან (დანართი N2) შეუსაბამოდ, ან ხელშეკრულების ვადების დარღვევით, რის გამოც დაკმვეთს მიადგება ზიანი/ზარალი, შემსრულებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დამვეთს ზემოაღნიშნული ზიანი/ზარალი, მოთხოვნიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში.
წინამდებარე ხელშეკრულების მოცემული მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულების მოვალეობისაგან.
იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი დამკვეთის წერილობითი თანხმობის გარეშე, რაიმე ფორმით შესთავაზებს დამკვეთის თანამშრომელს საჩუქარს/წახალისებას, რათა თანამშრომელმა მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სტიმულირება, წინწაწევა ან ამ მომსახურების შესყიდვა, დაკმვეთი უფლებას იტოვებს მოითხოვოს და ამ შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა ხელშეკრულების სრული ღირებულების 50%–ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10000 (ათი ათასი) ლარისა.
9. ფორს–მაჟორი
მხარეები თავისუფლდებიან პასუხიმგებლობისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივი ან სრული შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გარემოებათა ზემოქმედების შედეგებით. ასეთი გარემოების დასტურს წარმოადგენს საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.
მხარე, რომლისთვისაც წინამდებარე ხელშეკრულების შესრულება შეუძლებელი გახდა დაუძლეველი ძალის გარემოებათა წარმოქმნის შედეგად, ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს 3 (სამი) დღის განმავლობაში მათი წარმოქმნის დღიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უფლება აღარ ექნება მიუთითოს ამგვარ გარემოებებზე, როგორც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან გათავისუფლების გარემოებაზე.
დაუძლეველი ძალის გარემოებათა დადგომისას მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევა იმ დროით, რომლის განმავლობაშიც მოქმედებდა ეს გარემოებები.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერისთანავე და მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადამდე დამკვეთის ინიციატივით, ცალმხრივად, თუ: 1. შემსრულებელი არ ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რის თაობაზეც შემსრულებელს დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა დამატებითი ვადა წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, დამატებითი ვადა შეიძლება არ მიეცეს, თუ აშკარაა, რომ მას შედეგი არ მოყვება, ან ვალდებულების არ ან არაჯეროვნად შესრულების გამო დამკვეთს ხელშეკრულების საგნისადმი ინტერესი ეკარგება; 2. დამკვეთი აღნიშნულის თაობაზე წინასწარ წერილობით შეატყობინებს შემსრულებელს; 3. ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
11. დასკვნითი პირობები
მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებაში შეიტანონ ცვლილებები და დამატებები, რომლებიც უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერის შემდეგ ხდება წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და მოქმედებს მასთან ერთად.
წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.
ხელშეკრულების რომელიმე პირობის ბათილობა ან მომავალში გაბათილება არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების გაბათილებას. ბათილი პირობის ნაცვლად მოქმედებს ის პირობა/დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზანი.
რომელიმე მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების გამოუყენებლობა არ ნიშნავს ამ უფლებებზე უარის თქმას.
ყოველი მხარე წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს, (5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, იმ გარემოებების შესახებ, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ მხარის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულებაზე (რეორგანიზაცია, რეკვიზიტების ცვლილება, გადახდისუუნარობა ან მისი ალბათობა, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვა/შეჩერება/გაუქმება და სხვა). მხარე რომელიც არ ატყობინებს ან არადროულად ატყობინებს მეორე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ზარალი/ზიანი. შესაბამისი შეტყობინების განუხროციელებლობის შემთხვევაში წერილი ჩაბარებულად ითვლება ძველ რეკვიზიტზე გაგზავნის შემთხვევაში.
ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები ადასტურებენ,რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა–სიტყვითი მნიშვნელობიდან.
ხელშეკრულების დანართები ხელმოწერილი უნდა იყოს მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. ხელშეკრულებაში მითითებული დანართები წარმოადგენენ ხელშეკრულების ერთიან განუყოფელ ნაწილს და მოქმედებენ მასთან ერთად.
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) იდენტურ ეგზემპლარად და თითო პირი გადაეცემა შესაბამის ხმარეს.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
„დამკვეთი“ |
„შემსრულებელი“ |
------------------- |
|
მის: --------------- ს/კ: ------------ მომსახურე ბანკი: --------------- ბანკის კოდი: --------------- ა/ა (IBAN):---------------------- |
მის: ს/კ: მომსახურე ბანკი: ბანკის კოდი: ა/ა (IBAN): |
__________________ /------------------/ |
__________________ /_____________________/ |