ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N---
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N---
ქ. თბილისი --- , წ.
1. ხელშეკრულების მხარეები
ერთი მხრივ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობა (შემდგომში -
,,შემსყიდველი“), წარმოდგენილი --- სახით და მეორე მხრივ, --- (შემდგომში - ,,მიმწოდებელი“), წარმოდგენილი -
-- სახით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გათვალისწინებით, შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. გამოყენებული ტერმინების განმარტებები ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
2.1 „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები;
2.2 „ხელშეკრულების ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
2.3 „შემსყიდველი ორგანიზაცია“ (შემდგომ - „შემსყიდველი“) - ორგანიზაცია (დაწესებულება), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
2.4 „მიმწოდებელი“ - პირი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და ახორციელებს მომსახურებას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში;
2.5 „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე.
3. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
3.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია - 2020 წლის განმავლობაში საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე ახალი სკვერებისა და სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაციის შემდგომ საზეიმოდ გახსნისას ბავშვთა გასართობი ღონისძიებებისა და მინი სპორტული აქტივობების განხორციელების მომსახურების შესყიდვა, რომლის აღწერა მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში დანართის სახით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3.2 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს --- (---) ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
3.2 შესყიდვის საშუალება - ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე - NAT ---
3.3 კლასიფიკატორის კოდი - CPV 79952000 (ღონისძიებების ორგანიზება)
3.4 ხელშეკრულება ძალაში შედის გაფორმებისთანავე და ძალაშია --- ჩათვლით.
4. მომსახურების გაწევის პირობები, ვადა და ადგილი
4.1 მომსახურების გაწევის ვადა - მიმწოდებელმა ღონისძიების ორგანიზება უნდა უზრუნველყოს 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ღონისძიებების ორგანიზების მომსახურების გაწევის კონკრეტული ვადები მიმწოდებელს ეცნობება 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე.
4.2 მომსახურების გაწევის ადგილი - ქ. თბილისი. ღონისძიებების ორგანიზების მომსახურების გაწევის კონკრეტული ადგილი მიმწოდებელს ეცნობება 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
5.1 შემსყიდველს უფლება აქვს ნებისმიერ დროს განახორციელონ მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი.
5.2 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად
გამოვლენილი ყველა დეფექტი ან ნაკლი.
5.3 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების თანამშრომელი.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
6.2 შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3 პუნქტით განსაზღვრული პირი.
6.3 მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარმოუდგინოს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, 2020 წლის ბიუჯეტის სახსრებით.
7.2 ანგარიშწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
7.3 მიმწოდებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაექვითება მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესრულებული მომსახურების ღირებულებიდან და მიმართული იქნება ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე. თუ ასანაზღაურებელი თანხა სრულად არ ფარავს პირგასამტეხლოს თანხას, უნდა განხორციელდეს დარჩენილი თანხის მოთხოვნა მიმწოდებლისგან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა, და გადახდის ვადები)
8.1 ფორს - მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
8.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა სახელშეკრულებლო ღირებულების 10%- ის ოდენობით.
8.3 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
8.4 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4 შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე: ა)თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
10.2 ამ მუხლის მიზნებისათვის “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშ კრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. ღირებულება
12.1 მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
12.2 ხელშეკრულების ღირებულების პარამეტრების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
12.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%- ზე მეტი ოდენობის გაზრდა.
12.4 ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
13. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
13.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება დეპეშის, ტელექსის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
13.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
14. სადაო საკითხების გადაწყვეტა
14.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული
საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა გონივრული შეთანხმებით.
14.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხების თაობაზე შეთანხმებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
14.3 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
14.4 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
15. სხვა პირობები
15.1 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, ერთი ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისათვის მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ხელშეკრულებას.