№ GEO 01-003/19
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება
№ GEO 01-003/19
ქ. თბილისი 15 მარტი 2019 წელი
ერთი მხრივ (შემსყიდველი): სსიპ „იუსტიციის სახლი“
წარმოდგენილი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის (ფინანსების დირექტორი) xxxxxxxx xxxxxxxxx სახით, საიდენტიფიკაციო კოდი: 000 000 000
მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
მიმღები: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი: TRESGE22 სახაზინო კოდი: 302003287
მეორე მხრივ (მიმწოდებელი): შპს „ოპტიმალ გრუპ +“ წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxx xxxxxxxxxxxx სახით, საიდენტიფიკაციო კოდი: 404911592
მისამართი: ქ. თბილისი, ი.xxxxxxxxxx გამზ.17ა მიმღები: სს თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: XXXXXX00
ა/ნ: XX00XX0000000000000000
წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1- ლი პუნქტის ს1 ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში _ „ხელშეკრულება“) _ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ _ საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ _ კალენდარული დღე, კვირა, თვე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1.4. „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ობიექტის მოწოდებას ხელშეკრულების ფარგლებში.
2. ხელშეკრულების ობიექტი და საგანი:
2.1 ხელშეკრულების საგანია სსიპ იუსტიციის სახლის 2019 წლის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში, საექსპერტო მომსახურების (CPV71319000) შესყიდვა.
2.2 შესყიდვის ობიექტია მიმწოდებლის მიერ, ქ. გარდაბანში იუსტიციის სახლის პროექტის ნაწილების (გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული ნაწილი, არქიტექტურული ნაწილი) ნაწილების ინსპექტირება (ექსპერტიზა).
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 4180,00 (ოთხი ათას ასოთხმოცი) ლარს.
3.2 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
4.ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
4.1 შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
4.2 ხელშეკრულების პირობების შესრულების ინსპექტირებას განახორციელებს სსიპ „იუსტიციის სახლის“ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახური სამსახური.
5. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და პირობები
5.1 მიმწოდებელმა შემსყიდველს ინსპექტირების ანგარიში უნდა წარუდგინოს შემსყიდველის მიერ საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გადაცემიდან 11 (თერთმეტი) სამუშაო დღის განავლობაში.
5.2 მიმწოდებელი ინსპექტირების ანგარიშს შემსყიდველს გადასცემს ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით.
6.შესყიდვის ობიექტის მიღება ჩაბარების წესი:
6.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით.
6.2 მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდება მომსახურების გაწევის შემდეგ, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.
7.ანგარიშსწორების ფორმა, ვადები და პირობები:
7.1.ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:
7.1.1. ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;
7.1.2.ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
7.2 ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდეგ, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
8.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს შესაძლოა დაეკისროთ პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0.02%-ის ოდენობით;
8.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს შესაძლოა დაეკისროს პირგასამტეხლო, შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0.5%-ის ოდენობით;
8.3 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ნაწილობრივი შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება ქვს დააკისროს პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულბის 10%-ის ოდენობით.
8.4 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელზე ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 0,2 პროცენტს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
8.5 იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებელია, შემსყიდველს უფლება აქვს დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
8.6 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. მხარეთა ვალდებულებანი
9.1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია:
9.1.1. მოთხოვნა შემსყიდველისგან საჭირო მასალების წარმოდგენაზე განახორციელოს ინსპექტირების ორგანოს ონლაინ სერვისის (xxxxxx.xxxxxx.xxx.xx) ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, წერილობითი ფორმით;
9.1.2 მომსახურების გაწევის პერიოდში დროულად აცნობოს დამკვეთს დამატებითი მასალების წარმოდგენის საჭიროების შესახებ;
9.1.3 გასწიოს მომსახურება მაღალი ხარისხით, ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
9.1.4. უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ ჩატარებული შესყიდვის ობიექტის ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ასეთი ნაკლის აღმოჩენიდან დაუყოვნებლივ.
9.2.1 „შემსყიდველი“ ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
9.2 „მიმწოდებელს“ უფლება აქვს:
9.2.1 მოითხოვოს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების დროული და სრული ანაზღაურება ხელშეკრულების პირობების მიხედვით.
9.2.2 შემსყიდველი ვალდებულია სათარგმნი დოკუმენტაცია ელექტრონული ან/და უშუალოდ დოკუმენტური სახით მიმწოდებელს გადასცეს ხელშეკრულების გაფორმების დღესვე.
9.3 „შემსყიდველს“ უფლება აქვს:
93.1 აწარმოოს მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ხარისხის კონტროლი.
10. კონფიდენციალობის დაცვა:
10.1 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას და არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდება მისთვის მომსახურების გაწევის დროს. ასევე გააფრთხილოს მის მიერ დაქირავებული თარჯიმანი ინფორმაციის კონფიდენციალურობის თაობაზე.
10.2 კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მეორე მხარისთვის ცნობილი გახდა ხელშეკრულების შესულებისას, არ ექვემდებარება მესამე მხარისთვის გადაცემას ან გამოქვეყნებას მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობის დამრღვევ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2. კონფიდენციალურად ითვლება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 და 27II მუხლებით გათვალისწინებული პერსონალური და კომერციული ინფორმაცია. კერძოდ, პერსონალური ინფორმაციად მიიჩნევა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებე ლი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით, კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევა, ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
11. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა:
11.1.ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
11.2. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია 10%–ზე მეტი ოდენობით.
11.4. თუ მხარე ჯეროვნად ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, მეორე მხარე უფლებამოსილია გავიდეს ხელშეკრულებიდან მის მიერ განსაზღვრული გონივრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ხელშეკრულების პირობების დამრღვევი მხარისთვის წერილობითი შეტყობინებით.
11.5. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
12.ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა:
12.1ხელშეკრულების დამდები მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს მხარის პასუხისმგებლობას თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია შესრულების შეუძლებლობით (ფორს-მაჟორი).
12.2 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის შესრულების შეუძლებლობად (ფორს-მაჟორი) მიიჩნევა მხარეებისათვის წინასწარ უცნობი, გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
12.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე მეორე მხარისაგან გონივრულ ვადაში არ მიიღებს წერილობით პასუხს, იგი ვალდებულია გააგრძელოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შესაძლებლობის ფარგლებში, შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით.
12.4 მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების დასრულებისთანავე.
13. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
13.1. ხელშეკრულება დადებულია და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13.2.ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერიდან და მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელმოწერილია:
მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
ვიზირებულია:
სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესყიდვების სამსახურის უფროსის მიერ.
სსიპ “იუსტიციის სახლი“-ს ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მრჩევლის მიერ