თანხის განაღდების საკომისიო: 0.2% GEL / 0.6% (უცხოური ვალუტა)
შემნახველი ანაბრის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
ანაბრის საპროცენტო განაკვეთი
ანაბრის საპროცენტო განაკვეთის ტიპი:
ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი: ანაბრის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი:
ცვლადი
წლიური_%.
მაგ: თუ ყოველი დღის ბოლოს
საანაბრე ანგარიშზე არსებული ნაშთი შეადგენს 10,000 ერთეულს,
ანაბრის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება წლიური: -%.
მინიმალური თანხა, რომლის ზევით ხდება
პროცენტის დარიცხვა:
1000 (შესაბამისი ვალუტა)
ფინანსური ხარჯები
თანხის განაღდების საკომისიო: 0.2% GEL / 0.6% (უცხოური ვალუტა)
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
ანაბრის (დეპოზიტის) მოცულობა: (შესაბამისი ვალუტა) უცხოურ ვალუტაში გახსნილი ანაბრის შემთხვევაში:
ეროვნულ ვალუტაში მსგავსი პირობების მქონე პროდუქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბანკის ვებგვერდზე xxx.xxxxxxx.xx.
უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს!
ლარის შესაძლო 15 %-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება წლიური: %.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში.
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების (წინამდებარე თავსართში მოცემული პირობების, მათ შორის საპროცენტო განაკვეთის) ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე - x000 000 000000.
შემნახველი ანაბრის ხელშეკრულება
1.ხელშეკრულების საგანი
1.1. xxxxx მეანაბრეს უხსნის ამ ხელშეკრულების 2.5 პუნქტში მითითებულ საანაბრო ანგარიშს, რომელზეც მეანაბრეს შეეძლება თანხის შეუზღუდავად შეტანა და ჩარიცხვა.
1.2. 2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 15 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: xxx.xxxxxxxx.xx.
2.1
2.2
2.3
ანაბრის ტიპი:
ანაბრის ვალუტა:
საპროცენტო განაკვეთი:
2. ანაბრის პირობები
“შემნახველი”
2.3.1 ეფექტური საპროცენტო განაკვეთი:
2.3.2 ანაბრის საპროცენტი განაკვეთის ტიპი:
2.4 საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პერიოდულობა:
წლიური % წლიური % ცვლადი
თვეში ერთხელ,ყოველი კალენდარული
თვის ბოლო დღეს
*იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების თარიღი ემთხვევა თვის ბოლო სამუშაო დღეს, დარიცხული პროცენტის რეალიზაცია და კლიენტის ანგარიშზე ასახვა განხორციელდება მომდევნო თვის პირველივე სამუშაო დღეს.
2.5 საანაბრო ანგარიშის ნომერი:
2.6 ანგარიში, რომელზეც ჩაირიცხება სარგებელი:
2.7 თანხის შეტანის და გატანის შესაძლებლობა:
2.8 თანხის განაღდების საკომისიო:
შეუზღუდავი
0.2% GEL / 0.6% (უცხოური ვალუტა)
3. ანაბარზე სარგებლის დარიცხვის პირობები
3.1. ანაბარს დაერიცხება საპროცენტო სარგებელი ამ ხელშეკრულების 2.3 პუნქტში მითითებული განაკვეთის მიხედვით ამ ხელშეკრულების 5.1.1 ქვეპუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისიწინებული წესით.
3.2. ამ ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი დაერიცხება ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს საანაბრო ანგარიშზე არსებულ ნაშთს ამ ხელშეკრულების 2.4 პუნქტში მითითებული პერიოდულობით. ამასთან, საპროცენტო სარგებლის მისაღებად (დასარიცხად) აუციელებლია ყოველდღიური მინიმალური ნაშთი 2.5 პუნქტში მითითებულ ანგარიშზე შეადგენდეს 1000 (შესაბამისი ვალუტა)
3.3. წინამდებარე ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს ------------ს ჩათვლით, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ანაბრის საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრება ბანკის მიერ დადგენილი (ბანკში მოქმედი) იურიდიული პირების მოთხოვნამდე ანაბრების სტანდარტული საპროცენტო განაკვეთი.
4. ანაბრის შეწყვეტის პირობები
4.1. ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ანაბრის ხელშეკრულების მოქმედება და/ან დახუროს საანაბრო ანგარიში მეანაბრის მიერ ბანკთან დადებული ხელშეკრულების დარღვევის, საანაბრო ანგარიშზე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ნაშთის არ არსებობის და/ან საანაბრო ანგარიშის მეშვეობით ოპერაციების განუხორციელებლობის შემთხვევაში (ამ პუნქტის მიზნებისთვის ოპერაციის განხორციელებად არ ჩაითვლება ბანკის მომსახურების საფასურის
გადარიცხვა/ჩარიცხვა კლიენტის ანგარიშიდან). ანგარიშის დახურვის შემთხვევაში კლიენტს დაუბრუნდება შესაბამის ანგარიშზე რიცხული თანხა.
4.2. მეანაბრის მოთხოვნით ანაბრის შეწყვეტისთვის პირგასამტეხლო არ არის დადგენილი;
5. ხელშეკრულების პირობები
5.1. ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს მეანაბრის განაცხადს საანაბრო და საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშ(ებ)ის გახსნის შესახებ, რომლის ხელმოწერითაც მეანაბრე ადასტურებს, რომ :
5.1.1. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (მასში ასახულ ყველა ცვლილებასა და დამატებას) განუყოფელ ნაწილს.
5.1.2. ამ ხელშეკრულებას აფორმებს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ მოქმედებს სხვა (მესამე) პირის დავალებით ან სასარგებლოდ, არ აქვს ურთიერთობა ფიქტიურ ბანკთან (“შელ ბანკთან”) და ამ ხელშეკრულებაში აღწერილი გარიგება არ არის საეჭვო, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არ არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით გაფორმებული და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზეც დაიდო ან/და შესრულდება ეს გარიგება არ არის მოპოვებული/წარმოშობილი დანაშაულებრივი საქმიანობიდან;
5.1.3. თანახმაა ბანკმა გაუხსნას საანგარიშწორებო (მიმდინარე) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის (სადეპოზიტო) ანგარიშ(ებ)ი (ნებისმიერ ვალუტაში), საანაბრო ანგარიშ(ებ)ზე თანხ(ებ)ის შეტანის/ჩარიცხვს ან/და სანაბრო ანგარიშ(ებ)-იდან თანხ(ებ)ის გატანის/გადარიცხვის მიზნით;
5.1.4. იმ შემთხვევაში, თუ: ა) ანაბრის ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება ისე, რომ იგი შესაძლოა ზარალიანი აღმოჩნდეს ბანკისთვის და/ან საფრთხე შეუქმნას ბანკის ფინანსურ სტაბილურობას; ბ) ანაბრის პირობები (მათ შორის საპროცენტო განაკვეთი) არ/აღარ შეესაბამება ბანკის მიმდინარე პოლიტიკას; გ) განხორციელდება იმგვარი საკანონმდებლო და/ან სხვა სახის ცვლილება, რომელიც აუარესებს ბანკის მდგომარეობას, ბანკი უფლებამოსილი იქნება, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ცალმხრივად შეცვალოს (შეამციროს) წინამდებარეს ანაბრის საპროცენტო განაკვეთი და/ან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის/მომსახურების ნებისმიერი პირობა. ამგვარი ცვლილებ(ებ)ის შესახებ, ბანკი მეანაბრის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 2 (ორი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით, ხოლო თუ იცვლება ანაბართან დაკავშირებული სხვა „საფინანსო პროდუქტის“ ფასი, ამგვარი ცვლილების შესახებ მეანაბრის ინფორმირება განხორციელდება ცვლილებამდე 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით;
5.1.5. თანახმაა, xxxxxx არ მიაწოდოს ინფორმაცია მეანაბრისთვის სასარგებლო ცვლილებების შესახებ.
5.2. ბანკს უფლება აქვს კლიენტისთვის შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა);
5.3. მეანაბრის მიერ ბანკთან დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია შეწყვიტოს მეანაბრესთან გაფორმებული წინამდებარე ხელშეკრულება.
5.4. კლიენტს (მომხმარებელს) უფლება აქვს ბანკს მიმართოს პრეტენზიით ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიის ზეპირი ფორმით დასაფიქსირებლად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს სს „თიბისი ბანკის’’ სატელეფონო სერვისცენტრს x000 000 000000. პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის მიღება შესაძლებელია ბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებში. ელექტრონული ფორმით პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია ინტერნეტბანკის ან ბანკის ვებგვერდის (xxx.xxxxxxx.xx) საშუალებით. xxxxxxxx მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა, განმცხადებლის მომართვისა და იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვე. პრეტენზიებს განიხილავს სს „თიბისი ბანკის“ მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილება. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, კლიენტს ეცნობება წერილობით და/ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო ან სხვა). პრეტენზიის განხილვის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში და/ან დისტანციური არხების საშუალებით.
ხელშეკრულების 5.5 პუნქტი გათვალისწინებულია უცხოური ვალუტის ანაბრის შემთხვევაში:
5.5. ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს %-ს.
5.6. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გადაწყვედბა ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული დავა განიხილება და გადაწყდება, მხარეთა შორის გაფორმებული „საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულების პირობების თანახმად.