საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N9 - იმეილ ბანკი
საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N9 - xxxxx xxxxx
1. xxxxx xxxxxxx დაკავშირებული სპეციფიკური დეფინიციები:
1.1. SOLO კლიენტი - SOLO ანგარიშთა პაკეტის მფლობელი ფიზიკური პირი.
1.2. SOLO X კლიენტი - SOLO ანგარიშთა პაკეტში შემავალი ერთ-ერთი სახეობის ანგარიშთა პაკეტის,
SOLO X ანგარიშთა პაკეტის მფლობელი ფიზიკური პირი.
1.3. WM კლიენტი - პირადი საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის მომსახურებაში მყოფი ფიზიკური პირი.
1.4. ინიციირების უფლების მქონე კლიენტი - SOLO კლიენტი (გარდა SOLO X კლიენტისა) და WM
კლიენტი.
2. xxxxx xxxxxx საშუალებით ინიციირების უფლების მქონე კლიენტი უფლებამოსილია განაცხადში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, განაცხადში მოცემული ბანკის ელექტრონული ფოსტის მისამართზე (დამატებით SOLO კლიენტის შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის მისამართზე: xxxxxxxxxxxxxxxx@xxx.xx, ხოლო WM კლიენტის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: XXXxxxxxxxxx@xxx.xx), ბანკს მისცეს წინამდებარე დანართით განსაზღვრული ოპერაციების შესრულების შესახებ დავალება. ამასთან:
2.1. დავალება უნდა გაიცეს წინამდებარე დანართის მე-12 პუნქტით განსაზღვრული წესით, კლიენტის
მიერ დავალების დადასტურების გზით;
2.2. ინიციირების უფლების მქონე კლიენტის გარდა, ნებისმიერ სხვა კლიენტს არ აქვს უფლება დააინიციიროს დავალება xxxxx xxxxxx მეშვეობით. შესაბამისად, ასეთი კლიენტების მხრიდან დავალების წინამდებარე დანართის მე-2 პუნქტში მოცემულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ინიციირების შემთხვევაში, ბანკი არ მიიღებს ასეთ დავალებას, ამასთან, მიუხედავად ამ შეზღუდვისა, იმ შემთხვევაში თუ ინიციირების უფლების მქონე კლიენტის გარდა, ნებისმიერ სხვა კლიენტსა და ბანკს შორის ბანკის მიერ განსაზღვრული საკომუნიკაციო არხის მეშვეობით (სატელეფონო ზარი ან/და სხვა) მოხდება დატებით შეთანხმება, ბანკი უფლებამოსილი იქნება მიიღოს აღნიშნული კლიენტისგან დავალება xxxxx xxxxxx მეშვეობით.
3. მხარეთა მიერ შეთანხმების შემთხვევაში, ინიციირების უფლების მქონე კლიენტის გარდა, ნებისმიერ სხვა კლიენტს საშუალება აქვს იმეილ ბანკის გამოყენებით მოითხოვოს შემდეგი ოპერაციების შესრულება:
3.1. გადარიცხვები ბანკში გახსნილ ანგარიშ(ებ)ზე ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში (მათ შორის
კონვერტაცია);
3.2. მუდმივი საგადახდო დავალების აქტივაცია/დეაქტივაცია;
3.3. ავტომატური გადახდის აქტივაცია/დეაქტივაცია/რედაქტირება;
3.4. კლიენტის ანაბარზე თანხის გადატანა;
3.5. ბარათის პრიორიტეტულობის ცვლილება;
3.6. უნივერსალურ მიმდინარე ანგარიშზე ძირითადი ვალუტის ცვლილება;
3.7. საკრედიტო ბარათზე ჩარიცხვა (მიმდინარე გადასახადის დაფარვა)/საკრედიტო ბარათის ლიმიტის შემცირება;
3.8. სესხის დაფარვა (არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი სესხის ძირის შემცირება, წინსწრებით დაფარვა), გრაფიკის ცვლილება, საშეღავათო პერიოდის დაშვება/გაუქმება;
3.9. კრედიტზე გადახდის თარიღის/გრაფიკის ცვლილება;
3.10. xxxxxxx xxxxxxxxxxxxx (ამონაწერი, გრაფიკი, რეკვიზიტები, xxxxx, სავალუტო
გადარიცხვის/ჩარიცხვის მარშრუტის შესახებ ინფორმაცია) მიღება;
3.11. ბარათის (სადებეტო/საკრედიტო) შეკვეთა/განახლება/ახალ ანგარიშზე რეგისტრაცია, ბარათის დაცვის მომსახურების აქტივაცია, ასევე, ბარათის ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა გარდა ბანკის მიერ განსაზღვრული ბარათების ტიპებისა.
3.12. სადეპოზიტო სერტიფიკატის გახსნა/გამოსყიდვა;
3.13. xxxxxxx გახსნა/დახურვა/კონვერტაცია;
3.14. კლიენტის დაფიქსირება, ბანკის სხვა კლიენტის (იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს) წარმომადგენლად, ამასთან წარმომადგენლად რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით უტყუარად დასტურდება მოთხოვნილი წარმომადგენლობა. .;
3.15. xxxxxx მიერ განსაზღვრული კრედიტის მოთხოვნა, ხელშეკრულების დადება, მათ შორის კრედიტის ხელშეკრულებებში ნებისმიერი სახის ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა. აგრეთვე, კრედიტით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ოპერაციის განხორციელება და აღნიშნულთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის გარიგებების (მათ შორის, განაცხადის) დადება/გაფორმება.
4. xxxxx xxxxxx საშუალებით SOLO კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს შემდეგი ოპერაციების
შესრულება:
4.1. ბანკის მიერ განსაზღვრული კრედიტის (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად იგულისხმება ბანკის მიერ გაცემული/გასაცემი ნებისმიერი სახის/ტიპის კრედიტი, მათ შორის ოვერდრაფტი, და ანაბრით/სადეპოზიტო სერტიფიკატით უზრუნველყოფილი სესხი) მოთხოვნა, ხელშეკრულების დადება, მათ შორის კრედიტის ხელშეკრულებებში ნებისმიერი სახის ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა. აგრეთვე, კრედიტით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ოპერაციის განხორციელება და აღნიშნულთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის გარიგებების (მათ შორის, განაცხადის) დადება/გაფორმება;
4.2. კრედიტის წინსწრებით (სრულად ან ნაწილობრივ) დაფარვა;
4.3. კრედიტზე გადახდის თარიღის/გრაფიკის ცვლილება;
4.4. საკომისიოს ჩამოჭრაზე ანგარიშ(ებ)ის რიგითობის/პრიორიტეტულობის განსაზღვრა/ცვლილება;
4.5. Priority Pass ბარათის შეკვეთა/დაბლოკვა/გაუქმება;
4.6. გადარიცხვები ბანკში გახსნილ ანგარიშ(ებ)ზე ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში (მათ შორის კონვერტაცია), ასევე გადარიცხვები სხვა ბანკ(ებ)ში, ბანკში დადგენილი ლიმიტების შესაბამისად, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული და ბანკში დადგენილი წესების შესაბამისად, შესრულებული გადარიცხვის კორექტირება/უკან დაბრუნება და მიმღებისთვის თანხის ჩარიცხვაზე ინფორმაციის მოძიება;
4.7. კომუნალური და სხვა სახის გადასახადების გადახდა (გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებისათვის გადახდები, მათ შორის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებისათვის ბალანსის ან/და მასთან ასოცირებული ელექტრონული საფულის შევსება);
4.8. საგადახდო დავალების გაუქმება, თუ კანონმდებლობით დაშვებულია საგადახდო დავალების
გაუქმება;
4.9. ინტერნეტ-ბანკის დეაქტივაცია;
4.10. SMS ბანკის რედაქტირება (ფინანსური ნომრის ცვლილების გარდა)/დეაქტივაცია;
4.11. ბარათის დაცვის მომსახურების აქტივაცია/დეაქტივაცია;
4.12. ბარათის (სადებეტო/საკრედიტო) შეკვეთა ან/და განახლება, გარდა ბანკის მიერ განსაზღვრული
ბარათების ტიპებისა;
4.13. xxxxxx მიერ განსაზღვრული კრედიტის ან/და საკრედიტო ბარათისა უზრუნველყოფის მიზნით ანაბრის/დეპოზიტის გირავნობის ხელშეკრულების დადასტურება .
4.14. ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა;
4.15. ბარათზე პინ კოდის აღდგენა;
4.16. ბარათის ადგილზე მიტანის მომსახურებით სარგებლობა;
4.17. საბარათე ანგარიშზე ძირითადი ვალუტის ცვლილება;
4.18. ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრის (დადებითი ნაშთ(ებ)იდან ან ოვერდრაფტ(ებ)იდან)
პრიორიტეტულობის ცვლილება;
4.19. საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღის ცვლილება;
4.20. საკრედიტო ბარათის ლიმიტის ცვლილება (გაზრდა/შემცირება);
4.21. ანგარიშის გახსნა/დახურვა;
4.22. ანაბრის გახსნა/დახურვა, ანაბარზე თანხის დამატება (მათ შორის მესამე პირის
ანაბარზე)/პირობების ცვლილება;
4.23. სადეპოზიტო სერთიფიკატის გახსნა/გამოსყიდვა (ბანკში დადგენილი ლიმიტების შესაბამისად);
4.24. ელექტრონული ყულაბის აქტივაცია/დეაქტივაცია და მასში ცვლილებების შეტანა;
4.25. მუდმივი საგადახდო დავალების აქტივაცია/რედაქტირება/დეაქტივაცია;
4.26. ავტომატური გადახდის აქტივაცია/რედაქტირება/დეაქტივაცია;
4.27. ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის აქტივაცია/დეაქტივაცია;
4.28. დაგროვებითი პროგრამა Membership Reward-ის აქტივაცია/დეაქტივაცია;
4.29. Membership Reward ქულების განკარგვა (მათ შორის გაჩუქება);
4.30. საკრედიტო შენატანის დაზღვევის აქტივაცია/გაუქმება;
4.31. ანგარიშთა პაკეტის აქტივაცია/გაუქმება;
4.32. xxxxx xxxxxx გაუქმება;
4.33. SOLO კლიენტის სარეგისტრაციო მონაცემების (მისამართი, xx xxxxx, ფინანსური ნომერი)
ცვლილება/დამატება;
4.34. განაცხადში დაფიქსირებული ელ. ფოსტის ცვლილება, ახალი ელ. ფოსტის დამატება/ცვლილება/გაუქმება;
4.35. ამონაწერის/საბუთის ასლის მიღება;
4.36. ცნობის დამზადება (ბანკის მიერ განსაზღვრული ცნობის ტიპების შესაბამისად);
4.37. ინდივიდუალური ტარიფების განსაზღვრა;
4.38. თანხმობა სოლო ფემილი (SOLO Family) პაკეტის აქტივაცია;
4.39. საბავშვო ანაბრის (დეპოზიტის) დარღვევა, ბანკში დადგენილი ლიმიტების შესაბამისად;
4.40. School Card-ის განახლება/გაუქმება;
4.41. School Card-ზე განაღდების/გადახდის ლიმიტის ცვლილება;
4.42. არასრულწლოვანის ანგარიშებს (მათ შორის School Card-ის) შორის თანხის გადარიცხვა/კონვერტაცია/სხვა ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ბანკში დადგენილი ლიმიტების შესაბამისად;
4.43. xxxxxxxx მოხსნის მოთხოვნის განაცხადის დადასტურება;
4.44. კანონმდებლობით გათვალისწინებული და ბანკში დადგენილი წესების შესაბამისად, ფულადი გზავნილის რედაქტირება/უკან დაბრუნება;
4.45. ინდივიდუალური სეიფით სარგებლობის პირობების ცვლილება;
4.46. კლიენტის დაფიქსირება, ბანკის სხვა კლიენტის (იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს) წარმომადგენლად,ამასთან წარმომადგენლად რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით უტყუარად დასტურდება მოთხოვნილი წარმომადგენლობა. . ;
4.47. კონვერტაცია BMatch-ის გამოყენებით.
4.48. ოქროს სერტიფიკატის შეძენის, გაყიდვის ან/და განაღდების განაცხადის დადასტურება.
5. xxxxx xxxxxx საშუალებით WM კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს შემდეგი ოპერაციების
შესრულება:
5.1. გადარიცხვები ბანკში გახსნილ ანგარიშ(ებ)ზე ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში (მათ შორის
კონვერტაცია), ასევე გადარიცხვები სხვა ბანკ(ებ)ში, ბანკში დადგენილი ლიმიტების შესაბამისად;
5.2. მუდმივი საგადახდო დავალების აქტივაცია/დეაქტივაცია;
5.3. ავტომატური გადახდის აქტივაცია/დეაქტივაცია;
5.4. SMS ბანკის აქტივაცია/დეაქტივაცია;
5.5. ინტერნეტ-ბანკის აქტივაცია/დეაქტივაცია;
5.6. xxxxxxx გახსნა/დახურვა, ანაბარზე თანხის დამატება;
5.7. სადეპოზიტო სერთიფიკატის გახსნა/გამოსყიდვა/გასხვისება (ბანკში დადგენილი ლიმიტების
შესაბამისად);
5.8. ელექტრონული ყულაბის აქტივაცია/დეაქტივაცია და მასში ცვლილებების შეტანა;
5.9. Priority Pass ბარათის შეკვეთა/გაუქმება;
5.10. ანგარიშის გახსნა/დახურვა;
5.11. ბარათის ახალ ანგარიშზე რეგისტრაცია;
5.12. ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა;
5.13. ბარათის დაზღვევის აქტივაცია/დეაქტივაცია
5.14. საბარათე ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრის (დადებითი ნაშთ(ებ)იდან ან
ოვერდრაფტ(ებ)იდან) პრიორიტეტულობის ცვლილება;
5.15. ანგარიშზე თანხის დაჯავშნა/ჯავშნის მოხსნა;
5.16. საბარათე ანგარიშზე ძირითადი ვალუტის ცვლილება;
5.17. საკრედიტო ბარათის ლიმიტის ცვლილება (გაზრდა/შემცირება);
5.18. საკრედიტო ბარათზე ჩარიცხვა (მიმდინარე გადასახადის დაფარვა);
5.19. საკრედიტო ბარათის შეკვეთა;
5.20. საკომისიოს ჩამოჭრაზე ანგარიშ(ებ)ის რიგითობის/პრიორიტეტულობის განსაზღვრა/ცვლილება
5.21. ინდივიდუალური ტარიფების განსაზღვრა/გაუქმება;
5.22. ინდივიდუალური სეიფით სარგებლობის ვადის გაგრძელება;
5.23. WM კლიენტის სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება;
5.24. xxxxxxx xxxxxxxxxxxxx (ამონაწერი, გრაფიკი, რეკვიზიტები, swift, სავალუტო გადარიცხვის/
ჩარიცხვის მარშრუტის შესახებ ინფორმაცია) მიღება;
5.25. სესხის დაფარვა (არაუზრუნველყოფილი, საბლანკო სესხის ძირის შემცირება, წინსწრებით დაფარვა), გრაფიკის ცვლილება, გადახდის თარიღის ცვლილება;
5.26. xxxxx xxxxxx გაუქმება/ცვლილება;
5.27. კლიენტის დაფიქსირება, ბანკის სხვა კლიენტის (იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს) წარმომადგენლად.
5.28. კონვერტაცია BMatch-ის გამოყენებით.
5.29. ბანკის მიერ განსაზღვრული კრედიტის (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად იგულისხმება ბანკის მიერ გაცემული/გასაცემი ნებისმიერი სახის/ტიპის კრედიტი, მათ შორის ოვერდრაფტი, და ანაბრით/სადეპოზიტო სერტიფიკატით უზრუნველყოფილი სესხი) მოთხოვნა, ხელშეკრულების დადება, მათ შორის კრედიტის ხელშეკრულებებში ნებისმიერი სახის ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა. აგრეთვე, კრედიტით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ოპერაციის განხორციელება და აღნიშნულთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის გარიგებების (მათ შორის, განაცხადის) დადება/გაფორმება.
5.30. დაგროვებითი პროგრამა Membership Rewards-ის დეაქტივაცია;
6. xxxxx xxxxxxx სთავაზობს იმეილ ბანკით მომსახურებას საბანკო დღის (გარდა ბანკის მიერ დადგენილი გამონაკლის(ებ)ისა) განმავლობაში. აღნიშნული პირობა შეიძლება დაირღვეს, თუ ნებისმიერი მიზეზით დროებით შეფერხებულია ელექტრონულ ფოსტასთან კავშირი.
7. განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართიდან განხორციელებული ნებისმიერი კომუნიკაცია ჩაითვლება კლიენტის მხრიდან განხორციელებულ კომუნიკაციად და
კლიენტი პასუხისმგებელი იქნება ყველა იმ კომუნიკაციაზე, დავალებაზე რომელიც განხორციელდება აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მისამართიდან.
8. xxxxx xxxxxx მომსახურებით თითოეულ ჯერზე სარგებლობისას აუცილებელია კლიენტმა,
გაიაროს იდენტიფიკაცია, ბანკში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
9. ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, კლიენტის იდენტიფიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს Digipass დაგენერირებული ან კლიენტის ფინანსურ ნომერზე გაგზავნილი ერთჯერადი კოდით ან/და საკონტროლო კითხვებზე კლიენტის მიერ სწორი პასუხის გაცემით ან/და xxxxxx მიერ განსაზღვრული სხვა ფორმით.
10. კლიენტი პასუხისმგებელია xxxxx xxxxxx საშუალებით გაცემულ ნებისმიერ დავალებაზე.
11. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს იმეილ ბანკით არაავტორიზებული სარგებლობის ეჭვის ან რეალური ფაქტების შესახებ ან იმის შესახებ, რომ შესაძლოა მესამე პირს ჰქონოდა ან ჰქონდეს გარკვეული წვდომა განაცხადში დაფიქსირებულ ელექტრონულ ფოსტასთან.
12. ბანკი უფლებამოსილია, განაცხადში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტით კლიენტის მიერ ბანკისთვის გამოგზავნილი დავალება ან/და ბანკის მიერ განსაზღვრული კომუნიკაციის საშუალებით (სატელეფონო ან/და სხვა), კლიენტთან კომუნიკაციის საფუძველზე მიღებული დავალება, გადაიტანოს ბანკისთვის სასურველ ფორმაში/ფორმატში (მათ შორის Word, PDF ან/და სხვა), გაუგზავნოს აღნიშნული სახის დავალება კლიენტს განაცხადში დაფიქსირებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მოითხოვოს კლიენტის მიერ დავალების დადასტურება ამავე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპასუხო შეტყობინების გაგზავნის გზით. ამასთან, xxxxxxxx დავალება უნდა დაადასტუროს ბანკის მიერ ელექტრონული ფოსტის გაგზავნის დღის 18:00 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში დავალება გაუქმდება ავტომატურად, კლიენტისათვის დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. ამასთან:
12.1. SOLO კლიენტის (მათ შორის SOLO X კლიენტის) შემთხვევაში, კრედიტზე გადახდის თარიღის/გრაფიკის ცვლილების და საკრედიტო შენატანის დაზღვევის აქტივაციის შესახებ დავალება კლიენტის მიერ შეიძლება დადასტურებულ იქნეს ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის დღის მომდევნო საბანკო დღის 18:00 საათამდე;
12.2. WM კლიენტის შემთხვევაში, დავალება შეიძლება დადასტურებულ იქნეს ბანკის მიერ განსაზღვრულ დრომდე.
13. კონვერტაცია შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა შორის შეთანხმებული კურსით, რა დროსაც ბანკის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე კლიენტისათვის შეთავაზებული კონვერტაციის კურსი კლიენტის მიერ უნდა დადასტურდეს ბანკის მიერ კლიენტისთვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნიდან 5 წუთში, ამასთან, თუ აღნიშნული ვადის განმავლობაში კლიენტის მხრიდან არ მოხდა კონვერტაციის კურსის დადასტურება ან/და კონვერტაციის ოპერაციის შესრულებამდე ბანკში არსებულ შესაბამის ვალუტებს შორის გაცვლითმა კურსმა განიცადა ცვლილება, რომლითაც xxxxxxxx მიერ დადასტურებული კურსით ოპერაცია ვერ სრულდება ან/და ტექნიკური მიზეზების გამო კონვერტაცია ვერ შესრულდა, ბანკი უფლებამოსილია არ შეასრულოს კონვერტაციის ოპერაცია კლიენტის მიერ დადასტურებული კურსით და კონვერტაციის კურსი თავიდან შეათანხმოს კლიენტთან.
14. კლიენტის მიერ დავალების დადასტურებას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა;
15. ბანკი უფლებამოსილია ყოველგვარი დასაბუთებების გარეშე ნებისმიერ დროს უარი განუცხადოს
კლიენტს იმეილ ბანკით მომსახურებაზე.
16. ბანკი არ არის პასუხისმგებელი ოპერაციის შესრულებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის შედეგად კლიენტისთვის წარმოშობილ ნებისმიერ ზარალზე/ზიანზე ან/და სხვა დამატებით ხარჯებზე, რომელიც გამოწვეულია ბანკისგან დამოუკიდებელი რაიმე სახის ტექნიკური ხარვეზის გამო ან/და მესამე პირების მიერ მომსახურების შეფერხების შედეგად.
17. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების პირობები, მათ შორის, ოპერაციის ჩამონათვალი, ოპერაციის დადასტურების მეთოდი/ვადა, ან შეზღუდოს ცალკეული ტიპის ოპერაციების შესრულება.