Contract
ხელშეკრულება № /
პროდუქციის მიწოდების შესახებ
ქ. თბილისი ----- -------------- 2013 წელი
მხარეები, ერთის მხრივ შ.პ.ს „სუფთა წყალი“ (ს/კ: 205150655) შემდგომში წოდებული, როგორც ,,მიმწოდებელი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ (პ/ნ ) შემდგომში წოდებული როგორც
,,მომხმარებელი“, საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ,,მიმწოდებელი“ აწვდის „მომხმარებელს“
„ბინულის“ მარკის სასმელ წყალს (ლიცენზია N00980, გაცემული საქართველოს გარემოს დავისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2007 წლის 30 ნოემბერს) 19 ლიტრის მოცულობის მქონე ბოცებით, მოთხოვნის შესაბამისად და ამ მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცემს „მომხმარებელს“ 19 ლიტრის მოცულობის ბოცას, ხოლო
„მომხმარებელი“ კისრულობს ვალდებულებას მიიღოს მოთხოვნილი პროდუქცია და გადაიხადოს მისი ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
2. პროდუქციის ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები
2.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის - 1 ერთეული „ბინულის“ მარკის
სასმელი წყლის (19 ლიტრი მოცულობის ბოცით) ღირებულებაა
საქართველოში მოქმედი ყველა გდასახადის ჩათვლით.
( ) ლარი,
2.2. პროდუქციის ოდენობა და მიწოდების ვადები განისაზღვრება ეტაპობრივად მიწოდებულ პროდუქციაზე გაფორმებული შესაბამისი სასაქონლო ზედნადების ან/და მიღება-ჩაბარების აქტით.
2.3. პროდუქციის ღირებულებას „მომხმარებელი“ ურიცხავს „მიმწოდებელს“ ფაქტობრივად მიწოდებულ პროდუქციაზე გაფორმებული სასაქონლო ზედნადების ან/და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში.
2.4. ანაზღაურება ხორციელდება უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. „მიმწოდებელი“ იძლევა გარანტიას, რომ მიწოდებული პროდუქციის ხარისხი შეესაბამება საქართველოში მოქმედ სანიტარულ ნორმებს და სტანდარტებს.
3.2. „მიმწოდებელი“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებას
„მომხმარებლის“ მიერ მითითებულ მისამართზე ეტაპობრივად, „მომხმარებლის“ მიერ წერილობითი, ან სატელეფონო მოთხოვნის შესაბამისად.
3.3. „მიმწოდებელი“ ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 საათის განმავლობაში განათავსოს „მომხმარებლის“ მისამართზე მოთხოვნილი რაოდენობის 19 ლიტრიანი
„ბინულის“ მარკის წყლით სავსე ბოცა, რაზედაც შესაბამისად ფორმდება სასაქონლო ზედნადები ან/და მიღება-ჩაბარების აქტი.
3.4. 19 ლიტრიანი მოცულობის ბოცა საკუთრების უფლებით ეკუთვნის „მიმწოდებელს“ და
„მომხმარებელს“ ისინი გადაეცემა დროებით სარგებლობაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
3.5. იმ შემთხვევაში, თუ „მომხმარებელი“ გადაწყვეტს შეიძინოს „მიმწოდებლისაგან“ “3.3.“/
„3.4.“ პუნქტით განსაზღვრული ქონება, აღნიშნული პუნქტები ძალადაკარგულად ჩაითვლება და ქონება გადავა „მომხმარებლის“ საკუთრებაში.
3.6. „მომხმარებელი“ ვალდებულია „მიმწოდებლისაგან“ შეიძინოს წლის განმავლობაში არანაკლებ ერთეული (თვეში დაახლოებით ერთეული) „ბინულის“ მარკის სასმელი წყალი (19 ლიტრიანი მოცულობის ბოცით), წინააღმდეგ შემთხვევაში „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და გამოითხოვოს „მომხმარებლის“ დროებით სარგებლობაში არსებული ქონება.
3.7. „მომხმარებელი“ ვალდებულია გაუფრთხილდეს, დაიცვას მექანიკური დაზიანებისაგან და განადგურებისაგან „3.3.“/“3.4“ პუნქტით განსაზღვრული, მის დროებით სარგებლობაში არსებული ქონება და არ დაუშვას ბოცის გამოყენება „ბინულის“ მარკის წყლის გარდა სხვა სახის სითხისათვის.
3.8. „მომხმარებლის“ მიზეზით „3.3.“/“3.4“ პუნქტით გათვალისწინებული ქონების მექანიკური დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, იგი უნაზღაურებს „მიმწოდებელს“ თიოეული 19 ლიტრიანი ბოცისათვის - 30 (ოცდაათ) ლარს.
3.9 ,,მომხმარებელი“ იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს ,,მიმწოდებლის“ ფაქტიურად მიწოდებული პროდუქციის ღირებულება ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1. მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობის, ან ნაწილობრივ შესრულებისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.2. „მომხმარებლის“ მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებულია გადაუხადოს „მიმწოდებელს“ ერთი წლის ვადაში შესაძენი პროდუქციის ღირებულების 20%.
5. ფორს-მაჟორი
5.1. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ვალდებულებების შეუსრულებლობა არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
5.2. ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებას, რომელიც არ არის დაკავშირებული მათ შეცდომებთან და დაუდევრობასთან და რომელებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ემბარგოს დაწესებით და სხვა.
6. ხელშეკრულების პირობების შეცვალა, დავათა განხილვა
6.1. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დასაშვებია მხარეთა წერილობითი შეთანხმებით აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალიწინებული შემთხვევით.
6.2. ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოლაპარაკების მეშვეობით შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
6.3. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში მხარეები ვერ შეძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია მიმართოს სასამართლოს.
7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
7.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 201_
წლის ის ჩათვლით.
7.2. თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 10 დღით ადრე, არცერთმა მხარემ წერილობით არ გამოთქვა სურვილი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება ყოველ ჯერზე ერთი წლის ვადით.
8. ხელშეკრულების სხვა პირობები
8.1. ხელშეკრულება შედგენილია სამ ფურცელზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად თითოეული მხარისათვის.
8.2. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, მხარეები მოქმედებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. მხარეთა რეკვიზიტები
„მიმწოდებელი“ | „მომხმარებელი“ |
შპს „სუფთა წყალი“ | |
ს/კ: 205150655 | პ/ნ: |
ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“ | ბანკი: |
ა/ა: GE13BG0000000129766400GEL | ა/ა: |
ბანკის კოდი: XXXXXX00 | ბანკის კოდი: |
მისამართი: xxxxxxxxxxx 118 | მისამართი: |
xxxxxxxx: 2 439 439 | ტელეფონი: |
Mail: | |
დირექტორი: xxxxxx xxxxxxxxxxx |
|