• სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი: წლიური X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები სადეპოზიტო სერტიფიკატით მომსახურების შესახებ
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი
სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი
• სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული
• სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი: წლიური X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
• სადეპოზიტო სერტიფიკატის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• სადეპოზიტო სერტიფიკატის ტიპი: საპროცენტო
• სადეპოზიტო სერტიფიკატის ვალუტა: ლარი/აშშ დოლარი/ევრო
• სერტიფიკატის რაოდენობა: X
• სერტიფიკატის თანხა: X
• სერტიფიკატის ჯამური თანხა: X
• სერტიფიკატის ნომინალი: X. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი, კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე ვადაზე ადრე გამოისყიდის სერტიფიკატს, სერტიფიკატის ნომინალს გამოაკლდება კლიენტის მიერ გადასახდელი საფასური.
• სერტიფიკატის ვადა: X
• ბანკის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა და ბანკის მიერ სერტიფიკატ(ებ)ის გამოსყიდვა. ბანკის მიერ სერტიფიკატ(ებ)ის ვადამდე გამოსყიდვის შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელი გადაუხდის ბანკს საფასურს, შემდეგი ოდენობით: გამოსყიდული სერტიფიკატ(ებ)ის თანხაზე, სერტიფიკატის ვადის ბოლომდე (დარჩენილი ვადის განმავლობაში) დასარიცხი საპროცენტო სარგებელი, რომელიც X%-ით მეტია სერტიფიკატის წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთზე.
• სადეპოზიტო სერტიფიკატი არის სტანდარტული და მასზე ვრცელდება კომერციული
ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნები (ჩანაწერი სტანდარტულის სადეპოზიტო სერტიფიკატისთვის).
• „თქვენი სადეპოზიტო სერტიფიკატი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში“.
• ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები სადეპოზიტო სერტიფიკატით
მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პირობებში, თუმცა დაუშვებელია ბანკის მიერ გამოშვებული/გაყიდული სერტიფიკატის პირობების (მათ შორის, საპროცენტო განაკვეთის) ცვლილება. ხელშეკრულების თავსართში მოცემული, მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ინფორმირება არ არის საჭირო, თუ ცვლილება ხორციელდება სერტიფიკატის მფლობელის სასარგებლოდ ან ცვლილება არ აუარესებს მის მდგომარეობას.
• სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია წარადგინოს პრეტენზია მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებაში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
ჩანაწერი არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატისთვის (უცხოურ ვალუტაში)
უცხოური ვალუტით განთავსებული სადეპოზიტო სერტიფიკატი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
• ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.
• ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში, გაანგარიშებული სადეპოზიტო
სერტიფიკატის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართელოს ეროვნული ბანკის ვებგვერდისა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელი ხაზის 032 2 406 406 მეშვეობით.
ხელშეკრულება
(სადეპოზიტო სერტიფიკატით მომსახურების შესახებ)
თარიღი ერთი მხრივ სს“ბაზისბანკი” (შემდგომში “ბანკი”) და მეორეს მხრივ იურიდიული პირის დასახელება (შემდგომში
“კლიენტი”), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ამ მუხლში მითითებული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს ან ამავე ხელშეკრულებით სხვაგვარადაა განსაზღვრული:
სადეპოზიტო სერტიფიკატი/სერტიფიკატი - ბანკის მიერ გამოშვებული (ემიტირებული) და xxxxxxxx მიერ შეძენილი, ვადიან ანაბრებთან გათანაბრებული ფინანსური ინსტრუმენტი (დეპოზიტი), რომელიც წარმოადგენს ბანკის მიერ მოზიდულ სახსრებს და ადასტურებს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის მფლობელის მიმართ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადებში, დაუბრუნოს/გადაუხადოს სერტიფიკატის მფლობელს ფულადი სახსრები ან/და შეასრულოს სხვა პერიოდული ფინანსური ვალდებულებები;
სერტიფიკატის მფლობელი - კლიენტი ან ნებისმიერი პირი, რომელიც სერტიფიკატის მეორადი (ყოველი შემდგომი) გასხვისების შედეგად შეიძენს სერტიფიკატს და აღირიცხება სერტიფიკატის რეესტრში;
სერტიფიკატის რეესტრი - მონაცემთა ბაზა, რომელსაც დამოუკიდებლად აწარმოებს ბანკი და რომელშიც აღრიცხულია ბანკის მიერ გამოშვებული სერტიფიკატების ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, რაოდენობა, სერტიფიკატის მფლობელის შესახებ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, სერტიფიკატის გამოშვებისა და დაფარვის თარიღი, ასევე წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი;
ამონაწერი - ბანკში არსებული სერტიფიკატის რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე, ბანკის მიერ სერტიფიკატის მფლობელისთვის ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გადაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი, რაც ადასტურებს სერტიფიკატის ფლობის ფაქტს.
სერტიფიკატის თანხა - ერთი ცალი სერტიფიკატის შესყიდვის ფასი, რომლის გადახდის სანაცვლოდაც სერტიფიკატის მფლობელი იძენს ერთ ცალ სერტიფიკატს; სერტიფიკატის ჯამური თანხა განისაზღვრება ამ ხელშეკრულების საფუძველზე xxxxxxxx მიერ შეძენილი სერტიფიკატების საერთო რაოდენობის მიხედვით.
სერტიფიკატის ნომინალი - სერტიფიკატის მფლობელის მიერ სერტიფიკატის ვადის ბოლოს ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით მისაღები ჯამური თანხა.
სერტიფიკატის გამოშვების პირობები - პირობები, რომელიც მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულებაში და/ან ბანკის ვებ-გვერდზე (xxx.xxxxxxxxx.xx) და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
საპროცენტო განაკვეთი/სარგებელი - სერტიფიკატის საფუძველზე განსაზღვრული და სერტიფიკატის თანხაზე xxxxxx მიერ დასარიცხი სარგებლის წლიური საპროცენტო განაკვეთის მოცულობა;
სერტიფიკატის მეორადი გასხვისება - კლიენტის/სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ წინამდებარე პირობების შესაბამისად, სერტიფიკატის მესამე პირზე გადასვლა - მოთხოვნის უფლების გადაცემა;
განაცხადი - ბანკის მიერ დადგენილი ფორმით, მატერიალური/წერილობითი, ან ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალებ(ებ)ის გამოყენებით შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტი (მათ შორის, სერტიფიკატის გასხვისების, გამოსყიდვის და/ან სხვა მიზნით), რომელსაც სერტიფიკატის მფლობელი ეთანხმება ხელმოწერით ან/და ელექტრონული ფორმით დადასტურებით (ელექტრონული თანხმობა), რაც ითვლება სერტიფიკატის მფლობელის მიერ მატერიალურ დოკუმენტზე თანხმობის განცხადების/ნების გამოხატვის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
გადახდის დღე - დღე, როდესაც ბანკს დადგენილი და განსაზღვრული აქვს ვალდებულების დაფარვა / შესრულება, იგივე - სერტიფიკატის დაფარვის დღე;
საბანკო დღე - კალენდარული დღე, შაბათ კვირისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების გარდა, როდესაც ბანკი ღიაა და წარმართავს ჩვეულებრივ საბანკო საქმიანობას.
მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი; სადეპოზიტო სერტიფიკატის ძირითადი პირობები
2.1. კლიენტის მიერ ბანკში დაფიქსირებული განაცხადისა და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე
სერტიფიკატ(ებ)ის შეძენით, კლიენტი ადასტურებს თანხმობას, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით სერტიფიკატ(ებ)ის შეძენაზე. კლიენტი ყიდულობს xxxxxx მიერ ემიტირებულ სადეპოზიტო სერტიფიკატს და უხდის ბანკს სერტიფიკატის თანხას „2.2.“ პუნქტში მითითებული წესით, ხოლო ბანკი კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს სერტიფიკატის მფლობელს სერტიფიკატის ნომინალი და დარიცხული სარგებელი (წლიური საპროცენტო განაკვეთი), ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და წესით.
2.2. კლიენტი უფლებას ანიჭებს ბანკს, ბანკში არსებული მისი ნებისმიერი ანგარიშიდან უაქცეპტო წესით ჩამოჭრას სერტიფიკატის თანხა და უზრუნველყოს მისი გადატანა ბანკის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
2.3. სადეპოზიტო სერტიფიკატზე კლიენტის უფლება წარმოიშობა სერტიფიკატის თანხის ბანკის შესაბამის ანგარიშზე გადატანის მომენტიდან. სერტიფიკატის ფლობა დასტურდება ბანკის მიერ წარმოებულ სერტიფიკატის რეესტრში არსებული ელექტრონული ჩანაწერით, რომლის გაცემაც შესაძლებელია ბანკის მიერ ამონაწერის სახით. xxxxxxx ასევე უფლებამოსილია, მოითხოვოს და მიიღოს ბანკისგან ამონაწერი ბანკის ელექტრონული საშუალების (ინტერნეტ ბანკი, xxxxxx xxxxx) მეშვეობით.
2.4. კლიენტისთვის ცნობილია და ეთანხმება სადეპოზიტო სერტიფიკატის შემდეგ ძირითად პირობებს:
2.4.1. სერტიფიკატი არის არამატერიალური ფორმის, არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს და ადასტურებს მხოლოდ მხარეებს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
2.4.2. სერტიფიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
2.4.3. ერთ სერტიფიკატს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი მფლობელი; შესაძლებელია, ერთი ან რამდენიმე სერტიფიკატის გასხვისება, თუმცა დაუშვებელია თითოეული ერთეული სერტიფიკატის ნაწილობრივ გასხვისება, სერტიფიკატზე თანხის დამატება, ნაწილობრივ დაფარვა, და მასში ცვლილებების შეტანა (მათ შორის, გაყიდული სერტიფიკატის პირობების ცვლილება).
2.4.4. სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ნებისმიერ დროს გაასხვისოს სერტიფიკატი როგორც ბანკზე (ვადამდე გამოსყიდვა), ისე, ნებისმიერ მესამე პირზე ბანკის თანხმობის გარეშე (მეორადი გასხვისება), ამ ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით; შესაძლებელია სერტიფიკატის მრავალჯერ გასხვისება ყოველი ახალი მფლობელის მიერ.
2.4.5. ბანკი არ არის ვალდებული, ვადაზე ადრე გამოისყიდოს სერტიფიკატი.
2.5. სერტიფიკატის ვადის გასვლის ან xxxxxx მიერ მფლობელთან შეთანხმებულ ფასად სერტიფიკატის გამოსყიდვის შემდეგ ხდება სერტიფიკატის დაფარვა, რის შედეგადაც ხდება სერტიფიკატის რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება და წყდება სერტიფიკატის პირობებით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვა.
მუხლი 3. სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობები
2.6. აღნიშნული სერტიფიკატი არის სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი და მასზე ვრცელდება კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნები (ჩანაწერი სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატისთვის) / არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი და მასზე არ ვრცელდება კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნები (ჩანაწერი არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატისთვის)
3.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, კლიენტის მიერ ბანკისგან შეძენილი სადეპოზიტო სერტიფიკატის კონკრეტული პირობებია:
• სერტიფიკატის ტიპი: საპროცენტო
• სერტიფიკატის ვალუტა: ლარი / აშშ დოლარი / ევრო.
• სერტიფიკატის თანხა: X
• სერტიფიკატის რაოდენობა: X
• საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული
• სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი/სარგებელი: წლიური X%. საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხორციელდება სერტიფიკატის თანხაზე ყოველდღიურად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით.
• სერტიფიკატის საფუძველზე დარიცხული სარგებლის რეალიზაცია: ყოველთვიურად, სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენის თარიღიდან ყოველ 1 (ერთი) თვიან პერიოდში, დეპოზიტის სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოშვების რიცხვში, ხოლო, თუ ეს დღე ემთხვევა უქმე/არასაბანკო დღეს, მაშინ სარგებლის რეალიზაცია მოხდება მომდევნო საბანკო დღეს;
• სერტიფიკატის ნომინალი: X ლარი / აშშ დოლარი / ევრო. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი, კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე ვადაზე ადრე გამოისყიდის სერტიფიკატს, სერტიფიკატის ნომინალს გამოაკლდება (დაიქვითება) კლიენტის მიერ გადასახდელი სერტიფიკატის საფასური.
• სერტიფიკატის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X%
• ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში სადეპოზიტო სერტიფიკატის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X%(ჩანაწერი არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატისთვის (უცხოურ ვალუტაში)
• სერტიფიკატის ვადა: X
• სერტიფიკატის გასხვისების საკომისიო: სერტიფიკატის ნომინალის X%, თუმცა არანაკლებ X ლარი
• ფინანსური ხარჯი:
⮚ სადეპოზიტო სერტიფიკატის გახსნის საკომისიო: 0 ლარი.
⮚ სადეპოზიტო სერტიფიკატის მომსახურების საკომისიო: 0 ლარი.
⮚ სადეპოზიტო სერტიფიკატის განაღდების საკომისიო: 0 ლარი.
3.2. სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში ბანკში იქონიოს აქტიური საბანკო ანგარიში. სერტიფიკატის შეძენა, სარგებლის მიღება, სერტიფიკატის გამოსყიდვა და დაფარვა (განაღდება) უნდა განხორციელდეს აღნიშნული ანგარიშის მეშვეობით.
3.3. xxxxx უფლებამოსილია, განკარგოს სერტიფიკატის თანხა საკუთარი სახელითა და შეხედულებისამებრ.
3.4. თუ სერტიფიკატის დაბრუნების ან/და მასზე დარიცხული სარგებლის ანგარიშზე განთავსების თარიღი ემთხვევა არასაბანკო დღეს, სერტიფიკატის მფლობელის მიერ თანხის გატანა (გადარიცხვა) განხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს.
3.5. სერტიფიკატით გათვალისწინებული ვადის დადგომისას სერტიფიკატის დაფარვის (განაღდების) მიზნით (ან/და ბანკის მიერ ვადამდე გამოსყიდვისას), სერტიფიკატის პირობებით განსაზღვრულ თანხას ბანკი ჩარიცხავს სერტიფიკატის მფლობელის მიმდინარე საბანკო ანგარიშზე. ბანკი პასუხს არ აგებს სერტიფიკატის განაღდებისას სერტიფიკატის მფლობელის და/ან სერტიფიკატის შემძენის მიმდინარე საბანკო ანგარიშზე არსებული შეზღუდვებისათვის (ინკასო, ყადაღა და სხვა).
მუხლი 4. სერტიფიკატის მეორადი გასხვისება
4.1. მესამე პირზე სერტიფიკატის გასხვისების სურვილის შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია, თავად მოიძიოს შემძენი. ამასთანავე, სერტიფიკატის მეორადი შეძენით დაინტერესებული ნებისმიერი მესამე პირი უფლებამოსილია, განაცხადით მიმართოს ბანკს სერტიფიკატის შეძენის თაობაზე.
4.2. სერტიფიკატის გასხვისების ან მესამე პირის მხრიდან შეძენის განაცხადის წარდგენა არ ავალდებულებს ბანკს, მოიძიოს სერტიფიკატის შეძენის ან გასხვისების მსურველი პირები. თავის მხრივ, ბანკი ვალდებულია, სერტიფიკატის ყიდვის მსურველ პირს გააცნოს სერტიფიკატის პირობები.
4.3. სერტიფიკატის გასხვისების შემდეგ, სერტიფიკატის ყოველი ახალი შემძენი იკავებს სერტიფიკატის წინა მფლობელის ადგილს. შესაბამისად, სერტიფიკატის მეორადი შემძენის მიმართ სრულად მოქმედებს ბანკის მიერ განსაზღვრული სადეპოზიტო სერტიფიკატის მომსახურების პირობები და უცვლელად გადადის სერტიფიკატის ყოველ მომდევნო შემძენზე.
4.4. სერტიფიკატის შეძენამდე პირი ვალდებულია, სს „ბაზისბანკში“ გახსნილი ჰქონდეს მიმდინარე ანგარიში, ამასთან ანგარიშზე არ უნდა ვრცელდებოდეს საჯარო-სამართლებრივი ან ბანკის პოლიტიკით გათვალისწინებული შეზღუდვა.
4.5. სერტიფიკატის მეორადი გასხვისება/მესამე პირის მიერ შეძენა დაუშვებელია ბანკის მონაწილეობის გარეშე. სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისება ხდება გამსხვისებლისა და შემძენის მიერ ხელმოწერილი გარიგების - ბანკის მიერ დადგენილი ფორმით შედგენილი სერტიფიკატის გასხვისების შესახებ ხელშეკრულების (დავალების) საფუძველზე, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნული გარიგებისთვის გათვალისწინებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.6. სერტიფიკატის ყოველი გასხვისების შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელი ან შემძენი ვალდებულია, ბანკს გადაუხადოს სერტიფიკატის გასხვისების საკომისიო, რომლის ოდენობაც მითითებულია ხელშეკრულების მე-3 მუხლში, ასევე სერტიფიკატში.
4.7. სერტიფიკატი გასხვისებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ერთობლივად შესრულდება შემდეგი პირობები:
4.7.1. სერტიფიკატის შემძენი უკვე ფლობს ან ბანკში დადგენილი წესით გახსნის „4.4.“ პუნქტში მითითებულ ანგარიშს;
4.7.2. სათანადო წესით გაფორმდება და ბანკს წარედგინება ბანკს, კლიენტსა და სერტიფიკატის შემძენსა შორის გაფორმებული ხელშეკრულება (განაცხადი/დავალება) სერტიფიკატის გასხვისების შესახებ, ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და პირობებით.
4.7.3. განხორციელდება ბანკის მიმართ ანგარიშსწორება;
4.7.4. ბანკი სერტიფიკატის გასხვისების თაობაზე შესაბამის ჩანაწერს გააკეთებს სერტიფიკატის რეესტრში.
4.8. ხელშეკრულების „4.5“ პუნქტში მითითებული გარიგების ხელმოწერის შემდეგ, xxxxx xxxxxxxxxxxx შემძენის ანგარიშიდან თანხის გამსხვისებლისათვის გადარიცხვას, რის შემდეგაც xxxxxx მიერ ხდება შესაბამისი ცვლილების შეტანა სერტიფიკატების რეესტრში - შემძენი რეგისტრირდება სერტიფიკატის მფლობელად და აღნიშნულის დასტურად ბანკის მიერ გაიცემა შესაბამისი ამონაწერი.
4.8. მხარეები თანხმდებიან, რომ სერტიფიკატის გასხვისებისას (ასევე, მე-5 მუხლის შესაბამისად ბანკის მიერ სერტიფიკატის გამოსყიდვისას), სერტიფიკატის მფლობელის მიერ თავდაპირველი შეძენისა და გასხვისების ფასებს შორის სხვაობის სახით არასაპროცენტო შემოსავლის მიღების შემთხვევაში, იგი ვალდებული და პასუხისმგებელია, თავად უზრუნველყოს ფასთაშორისი სხვაობით მიღებული შემოსავლის დეკლარირება ან/და შესაბამისი გადასახადის გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბანკი პასუხს არ აგებს სერტიფიკატის გასხვისების პროცესში წარმოქმნილ საგადასახადო ვალდებულებებზე. ამასთან, ბანკის უფლებამოსილია, დაუკავოს სერტიფიკატის მფლობელს მიღებული საპროცენტო სარგებლიდან გამომდინარე შესაბამისი გადასახად(ებ)ი, შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 5. სერტიფიკატის ვადაზე ადრე განაღდება (გამოსყიდვა)
5.1. ბანკი უფლებამოსილია, სერტიფიკატის მოქმედების განმავლობაში, ნებისმიერ დროს, სერტიფიკატის მფლობელის განაცხადის საფუძველზე, ვადაზე ადრე გამოისყიდოს სერტიფიკატი, ამ მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით.
5.2. ყოველგვარი ორაზროვნების გამოსარიცხად, მხარეები თანხმდებიან, რომ სერტიფიკატის ვადამდე გამოსყიდვა წარმოადგენს ბანკის უფლებას და არა ბანკის ვალდებულებას. ისევე, როგორც ბანკი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს მისი უარი სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადაზე ადრე გამოსყიდვაზე (სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე).
5.3. ბანკის თანხმობის შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს, ვადაზე ადრე გამოისყიდოს სერტიფიკატი და შეწყვიტოს ხელშეკრულება. სერტიფიკატის მფლობელის განცხადებას სერტიფიკატის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შესახებ ბანკი განიხილავს 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოახდენს სერტიფიკატის გამოსყიდვას, იმ პირობებით, რომ:
5.3.1. სერტიფიკატის ვადაზე ადრე გამოსყიდვისას, xxxxx xxxxx კლიენტს გამოსყიდული სერტიფიკატ(ებ)ის თანხაზე მათი ფლობის პერიოდში დარიცხულ და ბანკის მხრიდან გადაუხდელ სარგებელს (საპროცენტო განაკვეთს), აგრეთვე სერტიფიკატის ნომინალს, ამავე ხელშეკრულების „5.3.2.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გამოკლებით (რომელიც გამოიქვითება სერტიფიკატის ნომინალიდან).
5.3.2. სერტიფიკატის ვადაზე ადრე გამოსყიდვისთვის კლიენტი უხდის ბანკს საფასურს, რომლის ოდენობაც განისაზღვრება გამოსყიდული სერტიფიკატ(ებ)ის თანხაზე დარჩენილი ვადის განმავლობაში იმ ოდენობის საპროცენტო განაკვეთის დარიცხვით, რომელიც X%-ით (X პროცენტული პუნქტი) აღემატება სერტიფიკატის წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთს. აღნიშნულის საფუძველზე დაკორექტირდება სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელზე გადასახდელი თანხა (სერტიფიკატის ნომინალი) და ბანკის მიერ 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში გადაირიცხება სერტიფიკატის მფლობელის მიმდინარე საბანკო ანგარიშზე.
5.3.3. სერტიფიკატის გამოსყიდვის შედეგად კლიენტზე გასაცემი ნომინალის ოდენობამ შესაძლოა შეადგინოს სერტიფიკატის თანხაზე (ყიდვის ღირებულებაზე) ნაკლები ოდენობა.
5.4. xxxxxx მიერ სერტიფიკატის ვადამდე გამოსყიდვით და სერტიფიკატის დაფარვით წყდება ხელშეკრულება, სერტიფიკატს სარგებელი აღარ დაერიცხება და მოხდება სერტიფიკატის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება.
5.5. იმ შემთხვევაში, თუ სადეპოზიტო სერტიფიკატი წარმოადგენს ბანკის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას და ბანკს წარმოეშობა უფლება, რომ მოთხოვნა დაიკმაყოფილოს სადეპოზიტო სერტიფიკატის საფუძველზე განთავსებული სახსრების ხარჯზე, აღნიშნული გარემოება სამართლებრივად შეფასდება როგორც სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადაზე ადრე განაღდება (გამოსყიდვა) და განაპირობებს ამ ხელშეკრულების „5.3.“ პუნქტით გათვალისწინებულ შედეგებს. ამასთან, ჯერ მოხდება სერტიფიკატის ვადამდე გამოსყიდვისთვის „5.3.2.“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის ჩამოჭრა და შემდგომ დარჩენილი თანხიდან ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
მუხლი 6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
6.1. ხელშეკრულება ძალაში შედის სერტიფიკატის მფლობელის მიერ სერტიფიკატის შეძენის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
6.2. სერთიფიკატის კონკრეტულ მფლობელთან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ხდება მფლობელის მიერ სერტიფიკატის მეორადი გასხვისებით ან ბანკის მიერ სერტიფიკატის ვადამდე გამოსყიდვით.
6.3. სერტიფიკატის გამოშვების პირობებით მხარეთა შორის შეთანხმებული სერტიფიკატის ვადის გასვლა არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
6.4. დაუშვებელია ბანკის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და სერტიფიკატის თანხის ვადამდე მოთხოვნა, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, გარდა ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხევევბისა.
მუხლი 7. შეტყობინება
7.1. მხარეთა შეტყობინება ხორციელდება წერილობით, დისტანციური არხ(ებ)ი (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი), ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც - ელექტრონული ფოსტა, ან სატელეფონო (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) შეტყობინება.
7.2. ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია შესაბამისი წესით (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
7.2.1. კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ - გაგზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ - ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო საბანკო დღეს;
7.2.2. xxxxxx მიერ შეტყობინების ელექტრონული ფოსტის, დისტანციური არხის (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკის, xxxxxx xxxxxx) ან ტელეფონის (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნის თარიღის მომდევნო საბანკო დღეს.
7.3. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის გამო: (ა) ამ ხელშეკრულების “7.1.” პუნქტში მითითებულ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, (ბ) ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან (გ) ადრესატი თავს აარიდებს შეტყობინების მიღებას.
7.4. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, კლიენტი თანახმაა შეტყობინება მიიღოს ამ მუხლით დადგენილი წესითა და ფორმით.
7.5. კლიენტი ვალდებულია ცვლილების განხორციელებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში, წერილობით აცნობოს ბანკს სახელი/გვარის (სახელწოდების), საპასპორტო მონაცემების (რეგისტრაციის მონაცემების), მისამართის (იურიდიული/ფაქტიური) და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ) ცვლილებების შესახებ.
7.6. ბანკი პასუხს არ აგებს xxxxxxxx მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგებზე.
მუხლი 8. განსაკუთრებული პირობები
8.1. კლიენტი/სერტიფიკატის მფლობელი თანახმაა და ანიჭებს ბანკს უფლებამოსილებას, რომ სერტიფიკატის მფლობელის ნებისმიერი ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაჭრას საბანკო ანგარიშ(ებ)იდან ბანკისთვის გასახდელი
ნებისმიერი თანხა, როგორც მოთხოვნის არსებობისას, ისე კონკრეტული ვალდებულების დაფარვის დღეს. ამასთან, ნებისმიერი გადასახდელის ჩამოჭრისას, შესაბამისი ვალუტის არარსებობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, ბანკში ჩამოჭრის დღეს დადგენილი კომერციული გაცვლითი კურსით მოახდინოს შესაბამისი თანხის კონვერტაცია და მიიღოს არსებული ვალდებულების ვალუტის შესაბამისი თანხა.
8.2. წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა (გარდა ბანკის მიერ გამოშვებული/გაყიდული სერტიფიკატის პირობების ცვლილებისა) შესაძლებელია: (ა) მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ან/და ბანკის დისტანციური მომსახურების არხის მეშვეობით დადებული შეთანხმებით, ან (ბ) ბანკის მიერ, ცალმხრვად, რა დროსაც კლიენტს შეტყობინება ეგზავნება ცვლილებ(ებ)ის ძალაში შესვლამდე არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულებასა და მის თავსართში მოცემული მნიშვნელოვან პირობებში ცვლილების შემთხვევაში), ან არანაკლებ 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების და/ან სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში), ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ფორმითა და წესით. თუ კლიენტი არ ეთანხმება ცვლილებას, იგი უფლებამოსილია, ცვლილების ძალაში შესვლამდე შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება ბანკისათვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის გზით.
8.3. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების “8.2.” პუნქტში აღწერილი უფლებით, xxxxxx მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება კლიენტის მიერ მიღებულად, ხოლო ხელშეკრულება შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
8.4. ბანკს არ ევალება კლიენტის ინფორმირება ხელშეკრულების ისეთ ცვლილებაზე (დამატებაზე), რომელიც ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ და უფლება აქვს, ძალაში შეიყვანოს ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx და/ან ბანკის სერვისცენტრებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსებისთანავე.
8.5. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები არ ვრცელდება ბანკის მიერ გამოშვებული/გაყიდული სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობებზე.
8.6. კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, მისი დამატებითი თანხმობის გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი, კლიენტის შესახებ პერსონალური და/ან ბიომეტრიული მონაცემები. გარდა ამისა, ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე:
8.6.1. კლიენტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი მიაწოდოს გარე აუდიტორს, რომელიც ბანკს უწევს პროფესიულ მომსახურებას;
8.6.2. კლიენტის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
8.6.3. თუ სადეპოზიტო სერტიფიკატი წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, აღნიშნული მოთხოვნის ბანკის მიერ სხვა პირისათვის დათმობისას/დათმობის შესახებ განზრახვისას, სერტიფიკატის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს.
8.6.4. სადეპოზიტო სერტიფიკატის შესახებ ინფორმაცია (სერტიფიკატის ძირითადი და კონკრეტული პირობები) მიაწოდოს სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენით დაინტერესებულ ნებისმიერ მესამე პირს, იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი გამოთქვამს სერტიფიკატის გასხვისების სურვილს.
8.7. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, მკაცრად დაიცვას მეორე მხარისაგან მიღებული ფინანსური, კომერციული და სხვა სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ასეთი ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებისთვის შეიძლება მხოლოდ ორივე მხარის წერილობითი თანხმობისას ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მათ შორის, კონფიდენციალობის შეზღუდვა არ შეეხება:
8.7.1. იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;
8.7.2. ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან.
8.7.3. ინფორმაციას, რომლის გაცემის ვალდებულება მხარეს დაეკისრება უფლებამოსილი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე.
8.7.4. ინფორმაციას, რომლის გაცემის უფლებაც აქვს მხარეს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე.
8.8. სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია, წარადგინოს პრეტენზია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება. პრეტენზიის მიღების და განხილვის პროცედურა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში. xxxxxx მიერ პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე სათანადო ფორმით შედგენილი პრეტენზიის ბანკის მიერ მიღების დღიდან.
8.9. მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები გადასცეს მესამე პირს, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, მესამე პირს გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებთან კავშირში მყოფი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რაზეც კლიენტი წინასწარ აცხადებს თანხმობას.
მუხლი 9. ვალდებულებათა უზრუნველყოფა
9.1. სერტიფიკატი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სადეპოზიტო სერტიფიკატის მესამე პირის სასარგებლოდ დაგირავების შემთხვევაში, სავალდებულოა ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
9.2. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბანკს უფლება აქვს, სერტიფიკატით უზრუნველყოფით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, გამოუყოს კლიენტს ან მესამე პირს ბანკში არსებული ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტი.
9.3. იმ მომენტიდან, როდესაც სერტიფიკატი გახდება ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალება (მხარეთა შორის გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება), ბანკს ეძლევა სერტიფიკატის ხარჯზე თავისი მოთხოვნ(ებ)ის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა კრედიტორთან შედარებით.
9.4. იმ შემთხვევაში, თუ სადეპოზიტო სერტიფიკატი გამოყენებულია ბანკის მიმართ კლიენტის ან სხვა მესამე პირის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებად, ბანკი უფლებამოსილია მის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა განახორციელოს სადეპოზიტო სერტიფიკატიდან, მისი უაქცეპტო წესით განაღდების გზით, სერტიფიკატის მფლობელი პირის მიმდინარე ანგარიშზე თანხის გადატანის გარეშე, რის შემდეგაც განხორციელდება სერტიფიკატის დაფარვა, ხდება სერტიფიკატის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება და წყდება სერტიფიკატის პირობებით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვა (ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულება ითვლება ვადამდე შეწყვეტილად კლიენტის მიერ და წარმოშობს ასევე ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თანმდევ შედეგებს). თუ დავალიანება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ექვივალენტი დგინდება ბანკის მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკში დადგენილი კურსით.
მუხლი 10. ფორს-მაჟორი
10.1. ფორს-მაჟორის (დაუძლეველი ძალის) მოქმედების განმავლობაში, რომლის დროსაც შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის, ფორს-მაჟორის (დაუძლეველი ძალის) მოქმედების მთელ პერიოდში. მხარეები მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას, მაქსიმალურად შეამცირონ ის დრო, რომლის განმავლობაშიც შეფერხებულია ვალდებულებ(ებ)ის შესრულება. ამასთან, ვალდებულების შესრულების ვადა გადაიწევს ფორს-მაჟორის (დაუძლეველი ძალის) მოქმედების ვადით.
10.2. მხარე, რომლისთვისაც ფორს-მაჟორის (დაუძლეველი ძალის) დადგომის გამო ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი შეიქმნა, ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, აცნობოს მეორე მხარეს. არასაპატიო მიზეზით შეუტყობინებლობისა და დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას დაეყრდნოს დაუძლეველი ძალის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს. შეტყობინებაში მითითებული ფაქტები, თუ ისინი არ წარმოადგენენ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებს (გარემოებებს) ან მეორე მხარეს ეჭვი შეაქვს მათ ნამდვილობაში, შესაბამისი მხარის მიერ ამგვარი ცნობის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, უნდა დადასტურდეს სათანადო ორგანოს დასკვნით.
10.3. ფორს-მაჟორი არ ათავისუფლებს მხარეებს მისი (ფორს-მაჟორის) დასრულების შემდეგ, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.
10.4. თუ ფორს-მაჟორის (დაუძლეველი ძალის) მოქმედება გრძელდება 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტ ხანს, მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ ხელშეკრულების ბედი; თუ მხარეები ვერ მიაღწევენ კომპრომისს, დავა გადაწყდება ხელშეკრულების მე-11 მუხლში შეთანხმებული წესით.
10.5. ფორს-მაჟორული გარემოების საფუძვლით მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ბანკის მიერ სერტიფიკატის ვადამდე გამოსყიდვის შემთხვევაში, გამოიყენება ფორს-მაჟორული შემთხვევების დროს კლიენტის მიმართ ბანკის მიერ ვადიანი დეპოზიტიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებების ანალოგიური პირობები.
მუხლი 11. დავების გადაწყვეტა
11.1. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წყდება მხოლოდ მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული – მხარეთა შორის დავას განიხილავს სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11.2. წინამდებარე ხელშეკრულება განიხილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით.
11.3. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის გადახდის ბრძანება) მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
11.4. მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ და/ან ბანკის მონაცემთა ბაზებში (კომპიუტერულ პროგრამებში) დაცულ ინფორმაციას, ამ ინფორმაციის ბანკის მიერ დამზადებულ ელექტრონულ ასლებსა და ამონაბეჭდებს, რომლებიც დამოწმებულია ბანკის მიერ, აქვთ მტკიცებულებითი ძალა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებული ფაქტების არსებობის დადასტურების მიზნებისთვის.
11.5. წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკი უფლებამოსილია კლიენტს სასამართლო გზავნილი ჩააბაროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184–ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საშუალებებით ან ბანკის შენობაში კლიენტისათვის პირადად გადაცემით. xxxxx უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვროს სასამართლო გზავნილის ჩაბარების ფორმა.
მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
12.1. კლიენტი ადასტურებს, რომ მას აქვს სათანადო უფლებამოსილება, დადოს და ხელი მოაწეროს სადეპოზიტო სერტიფიკატთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. ამასთან, ნებისმიერი საჭირო თანხმობა, ნებართვა, არის სათანადოდ მიღებული კლიენტის მიერ და მას შეძენილი აქვს საჭირო უფლებამოსილება და შესაძლებლობა, დადოს, დაიცვას და შეასრულოს ხელშეკრულების პირობები.
12.2. სერტიფიკატის მფლობელი ადასტურებს, რომ:
12.2.1. მის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია ან დოკუმენტი არის უტყუარი, მართებული და შეესაბამება მის ნამდვილ ნებას;
12.2.2. ხელშეკრულების დადება არ იწვევს მის მიერ გაფორმებული სხვა გარიგების პირობის დარღვევას;
12.2.3. ხელშეკრულების დადების მიზნით, ბანკის ან/და მესამე პირების მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოტყუებას, მუქარას ან რაიმე ძალადობრივ ქმედებას;
12.3. სრულყოფილად იცნობს სერტიფიკატის პირობებს და აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია.
12.4. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმას.
12.5. ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა დებულების ბათილობას.
12.6. წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.
12.7. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) იდენტურ ეგზემპლარად, თითო ყოველი მხარისთვის.
12.8. ურთიერთობები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12.9. ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (მისამართი: თბილისი, xxxxxxxxx x.0), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12.10. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15,000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: xxx.xxxxxxxx.xx
მუხლი 13. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები ბანკი: სააქციო საზოგადოება "ბაზისბანკი", საიდენტიფიკაციო კოდი: 203841833, მისამართი: 0103 საქართველო, ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N1. xxxxxxxx: x000 000 000 000, ელექტრონული ფოსტის მისამართი: xxxx@xxxxxxxxx.xx, საბანკო საქმიანობის ლიცენზია N173, გაცემის თარიღი 04.11.1993 წ.
კლიენტი: (მიეთითება რეკვიზიტები)