ოვერდრაფტის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (დანართი N1)
ოვერდრაფტის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (დანართი N1)
1. დეფინიციები
თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს
ხელშეკრულებაში შემდეგ ტერმინებსა და გამოთქმებს ექნებათ შემდეგი მნიშვნელობები:
1.1. ანგარიში – ბანკში არსებული კლიენტის საბანკო ანგარიში.
1.2. ბანკი - სს საქართველოს ბანკი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204378869); საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ფორმა: კომერციული ბანკი; რეგისტრაციის მისამართი: გაგარინის ქ. 29ა, ქ. თბილისი, საქართველო; რეგისტრაციის ნომერი: 06/5-07; ვებ-გვერდის მისამართი: xxx.xxxxxxxxxxxxx.xx, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: (x000) 000 0000 000 (თუ ხელშეკრულებით ან/და მხარეთა შორის სხვა საკონტაქტო მონაცემები არ არის შეთანხმებული).
1.3. ბოლო საანგარიშო პერიოდი - ბოლო 12 (თორმეტი) თვე.
1.4. გრაფიკი – ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ოვერდრაფტის თანხის დაბრუნების/გადახდის გრაფიკი, რომელიც განთავსდება ინტერნეტ-ბანკში ან/და დაერთვება ოვერდრაფტის ხელშეკრულებას ან/და მიეწოდება კლიენტს ხელშეკრულებით განსაზღვრული კომუნიკაციის რომელიმე საშუალებით. თუ კლიენტისთვის, რომელიმე ზემოაღნიშნული ფორმით ხელმისაწვდომი არ გახდა გრაფიკი ან/და კლიენტს სურს გრაფიკის მიღება (მათ შორის, დამატებით), იგი უფლებამოსილია მიმართოს ბანკს და მოითხოვოს გრაფიკის გაცემა.
1.5. დამატებითი პირობები/დანართი N2 – ოვერდრაფტის ხელშეკრულების დანართი N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით.
1.6. დანართი – ხელშეკრულების დანართი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების
განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.
1.7. დანართი N3 - ოვერდრაფტის ხელშეკრულების დანართი N3-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, კლიენტის მიერ გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და შრომითი და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით.
1.8. კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში შემავალი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი სასამართლოს, არბიტრაჟის, სამთავრობო ორგანოს, მარეგულირებელი ორგანოს (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, საქართველოს ეროვნული ბანკის) ან სხვა მსგავსი ორგანოს ნებისმიერი მოთხოვნა, ინსტრუქცია/მითითება, დირექტივა, ბრძანება ან გადაწყვეტილება.
1.9. კაპიტალის შემცირება - რაიმე ფორმით: ა) xxxxxxxx მიერ დივიდენდების გაცემა/განაწილება, ბ) კლიენტის საწესდებო კაპიტალის შემცირება, გ) xxxxxxxx მიერ ნებისმიერი საკუთარი აქციონერის/პარტნიორის, დამფუძნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, შვილობილი კომპანიის ან ნებისმიერი სხვა აფილირებული პირის წინაშე არსებული ნებისმიერი სესხის (ან სხვა მსგავსი ვალდებულების) დაფარვა ან/და ნებისმიერი სესხის (ან სხვა მსგავსი ვალდებულების) გაცემა, დ) კლიენტის მიერ ინვესტიციის განხორციელება ნებისმიერ საკუთარ აქციონერში/პარტნიორში, დამფუძნებელში, ბენეფიციარი მესაკუთრეში, შვილობილი კომპანიაში ან ნებისმიერ სხვა აფილირებული პირში ან მის საქმიანობაში, ე) კლიენტის მიერ საკუთარი აქტივების/ქონების გადაცემა (მათ შორის და არა მხოლოდ, უსასყიდლოდ გადაცემა) კლიენტის ნებისმიერი აქციონერისთვის/პარტნიორისთვის, დამფუძნებლისთვის, ბენეფიციარი მესაკუთრისთვის, შვილობილი კომპანიისთვის ან ნებისმიერი სხვა აფილირებული პირისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამგვარი გადაცემა ხორციელდება გაშლილი მკლავის პრინციპის დაცვით, ან/და ვ) აღნიშნული ტრანზაქციების მსგავსი შინაარსის ან/და მიზნის მქონე სხვა გარიგებების/ქმედებების განხორციელება.
1.10. კლიენტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია ოვერდრაფტის ხელშეკრულების 1.2. პუნქტში.
1.11. მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება/ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება – ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად (ა) ბანკსა და კლიენტს, ან ბანკსა და მესამე მხარეს შორის დადებული უზრუნველყოფის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულება ან/და დოკუმენტები, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე; ან/და (ბ) ბანკსა და კლიენტს, ან ბანკსა და მესამე მხარეს შორის დადებული სხვა სახის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია კლიენტის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ოვერდრაფტით სარგებლობისათვის, ან მის უზრუნველსაყოფად.
1.12. მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა კლიენტისა ან/და ბანკისა.
1.13. მხარე/მხარეები – კლიენტი ან/და ბანკი, კონტექსტის შესაბამისად.
1.14. ოვერდრაფტი – ხელშეკრულების საფუძველზე და პირობების შესაბამისად ოვერდრაფტი (ლიმიტი) წარმოადგენს ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშზე მოკლე ვადით დაწესებული სადებეტო ნაშთის თანხობრივი მოცულობის მაქსიმალურ ლიმიტს, რომელიც კლიენტს საშუალებას აძლევს მის ანგარიშზე დაწესებული სადებეტო ნაშთის ფარგლებში მრავალჯერადად გამოიყენოს ანგარიშზე რიცხულ თანხაზე მეტი თანხა (მათ შორის უკვე ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისთვის), ხოლო წარმოქმნილი დავალიანება პირველ რიგში ავტომატურად დაიფარება ანგარიშზე შემოსული თანხით. ამასთან, მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ: (ა) კრედიტის თანხით სარგებლობისას, მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში ასათვისებელი კრედიტის თანხის მოცულობის გაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღება ხელშეკრულებიდან გამომდინარე კლიენტის მიერ ათვისებული კრედიტის თანხის ის მოცულობა/ნაწილი, რომელიც ბანკის მიმართ უკვე შესრულებულია, (ბ) ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისას დასარეფინანსირებელი ვალდებულება არ მიიღება მხედველობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ლიმიტის გაანგარიშებისას და (გ) იმ შემთხვევაში, თუ ოვერდრაფტი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა/მიწოდება ხდება სხვა ვალუტაში, მაშინ მოქმედებს დანართი N1-ის 3.5.2. ქვეპუნქტი.
1.15. კრედიტის თანხა – დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბანკის მიერ კლიენტისათვის გამოყოფილი (ათვისებული ან ასათვისებელი) ფულადი სახსრები.
1.16. ოვერდრაფტის ხელშეკრულება – ქვემოთ მოცემული 3.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება (მისი დანართების ჩათვლით), რომლის დანართსაც წარმოადგენს წინამდებარე სპეციფიკური პირობები.
1.17. პირგასამტეხლო (ჯარიმა) – კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ან/და სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
1.18. პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.
1.19. საბანკო დღე - დღე (შაბათის, კვირის და/ან კანონმდებლობით კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა), როდესაც საქართველოში კომერციული ბანკები ღიაა და წარმართავენ თავიანთ საქმიანობას.
1.20. საკომისიო – ხელშეკრულების ფარგლებში და მათ შესაბამისად, ბანკის მიერ ოვერდრაფტით სარგებლობისათვის კლიენტისათვის დაწესებული გადასახადი, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
1.21. საპროცენტო სარგებელი – ხელშეკრულების საფუძველზე და მათი პირობების შესაბამისად კრედიტის თანხით სარგებლობისათვის დაწესებული ბანკისათვის გადასახდელი სარგებელი, რომელიც, როგორც წესი, დაიანგარიშება შესაბამისი ათვისებული თანხის ფიქსირებული ან ცვალებადი პროცენტული მაჩვენებლით და რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით.
1.22. სარეწი − ბანკის ჩვეულებრივი საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ობიექტი.
1.23. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება - (ა) ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ბანკსა და კლიენტს შორის სარეწის გარეთ და მოითხოვს ბანკისა და კლიენტის ფიზიკურ თანაყოფობას; ან (ბ) ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სარეწში ან ნებისმიერი დისტანციური საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით, დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც xxxxxxxx ხელშეკრულების დადების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზება უშუალოდ მიიღო ბანკისგან სარეწის გარეთ, ბანკისა და კლიენტის ფიზიკური თანაყოფობისას; ან (გ) ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ექსკურსიის დროს, რომელიც ბანკის მიერ იყო ორგანიზებული საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობისთვის ან ასეთ შედეგს იწვევს. ამასთან, სანოტარო ბიუროში სანოტარო მოქმედებების შესრულების შედეგად დადებული ხელშეკრულება არ მიიჩნევა სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებად.
1.24. სპეციფიკური პირობები/დანართი N1 – ოვერდრაფტის ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით.
1.25. შვილობილი კომპანია – პირთან მიმართებაში, ნებისმიერი სხვა კომპანია, რომლის წილის, აქციების ან/და ხმების არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) %-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, ან რომელსაც სხვაგვარად მართავს აღნიშნული პირი.
1.26. ხელშეკრულება – (ა) ოვერდრაფტის ხელშეკრულება; (ბ) ოვერდრაფტის ხელშეკრულების დანართი N1 (სპეციფიკური პირობები); (გ) ოვერდრაფტის ხელშეკრულების დანართი N2 (დამატებითი პირობები), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (დ) ნებისმიერი დამატებითი დანართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და (ე) მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება/ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება, რომელიც დაიდება მომავალში კლიენტის მიერ ხელშეკრულებასთან მიმართებაში, მათში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით.
1.27. CADS - EBITDA შემცირებული ბოლო საანგარიშო პერიოდში კაპიტალის შემცირების ოდენობით, მოგების გადასახადით, ასევე საკუთარი სახსრებით დაფინანსებული კაპიტალური დანახარჯებით და დაკორექტირებული ბოლო საანგარიშო პერიოდის ბოლო და საწყის თარიღებში არსებული წმინდა საბრუნავი კაპიტალის სხვაობით.
1.28. CAPEX/კაპიტალური დანახარჯები - ისეთი დანახარჯები, რომელიც ზრდის გრძელვადიანი აქტივების ღირებულებას ან/და გრძელვადიანი აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადას ან/და ემსახურება გრძელვადიანი აქტივების შენარჩუნებას.
1.29. Current Assets/მოკლევადიანი აქტივები - ყველა ის აქტივი, (1) რომლის ღირებულების რეალიზებაც ივარაუდება, ან გამიზნულია გასაყიდად ან მოხმარებისთვის, ჩვეულებრივი საოპერაციო ციკლის განმავლობაში, ან (2) რომელსაც ის ძირითადად ფლობს სავაჭრო დანიშნულებით, ან (3) რომლის ღირებულების რეალიზებაც ივარაუდება მომდევნო 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, ან (4) რომელიც არის ფულადი სახსრები ან ფულადი სახსრების ეკვივალენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი გაცვლა ან ვალდებულების დასაფარად გამოყენება შეზღუდულია სულ მცირე მომდევნო 12 (თორმეტი) თვით მაინც.
1.30. Current Liabilities/მოკლევადიანი ვალდებულებები - ნებისმიერი ისეთი ვალდებულება (1) რომლის დაფარვაც მოსალოდნელია ჩვეულებრივი საოპერაციო ციკლის განმავლობაში, ან (2) რომელიც ძირითადად, გამოიყენება სავაჭრო დანიშნულებით, ან (3) რომელიც უნდა დაიფაროს მომდევნო 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, ან (4) რომლის დაფარვის გადავადების უპირობო უფლებაც არ აქვს დაფარვის ვალდებულების მქონე პირს სულ მცირე მომდევნი 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში (ვალდებულების სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც კონტრაჰენტს არჩევანის უფლებას აძლევს, ანგარიშსწორება აწარმოოს წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვებით, გავლენას არ ახდენს მის კლასიფიკაციაზე).
1.31. DEBT/ფულადი ვალდებულება – ნებისმიერი სახის ვადამოსული და ვადამოუსვლელი ფულადი ვალდებულება (გარდა იმ ფულადი ვალდებულებებისა, რომლებიც სუბორდინირებულია კლიენტის მიმართ ბანკის ყველა მოთხოვნასთან), რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი, აგრეთვე გარესაბალანსო ვალდებულებები (მაგ., საბანკო გარანტია, აკრედიტივი და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები/ვალდებულებები) (გარდა იმ გარესაბალანსო ვალდებულებებისა, რომლებიც სუბორდინირებულია კლიენტის მიმართ ბანკის ყველა მოთხოვნასთან) ან/და თავდებობიდან გამომდინარე არსებული ან/და სამომავლო ვალდებულებები (გარდა იმ ვალდებულებებისა, რომლებიც სუბორდინირებულია კლიენტის მიმართ ბანკის ყველა მოთხოვნასთან), ასევე ნებისმიერი ვადამოსული და ვადამოუსვლელი სასესხო ვალდებულება, რომელსაც არ ერიცხება საპროცენტო სარგებელი (გარდა იმ სასესხო ვალდებულებებისა, რომლებიც სუბორდინირებულია კლიენტის მიმართ ბანკის ყველა მოთხოვნასთან), და აგრეთვე ამგვარი ვალდებულებების ფარგლებში ან მათთან დაკავშირებით გადახდილი/გადასახდელი ვადამოსული და ვადამოუსვლელი ნებისმიერი თანხა, მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი საპროცენტო სარგებელი, საკომისიო და პირგასამტეხლო.
1.32. DSCR/ბანკის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების მომსახურების კოეფიციენტი - CADS გაყოფილი ბოლო საანგარიშო პერიოდში ვადამოსული გადახდილი ფულადი ვალდებულებისა და გადასახდელი ფულადი ვალდებულების ჯამურ ოდენობაზე.
1.33. EBITDA - მოგების გადასახადის და საპროცენტო სარგებლის გადახდამდე, ასევე აქტივებზე ამორტიზაციის და ცვეთის დარიცხვამდე არსებული მოგება დაანგარიშებული ბოლო საანგარიშო პერიოდზე.
1.34. EQUITY/კაპიტალი - მოკლევადიანი აქტივებისა და გრძელვადიანი აქტივების საერთო ღირებულებას გამოკლებული მოკლევადიანი ვალდებულებებისა და გრძელვადიანი ვალდებულებების საერთო ღირებულება (გარდა იმ ვალდებულებებისა, რომლებიც სუბორდინირებულია კლიენტის მიმართ ბანკის ყველა მოთხოვნასთან).
1.35. ICR/პროცენტის დაფარვის კოეფიციენტი - EBITDA გაყოფილი ბოლო საანგარიშო პერიოდში ნებისმიერი პირის წინაშე არსებული ნებისმიერი სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე ვადამოსული გადახდილი ან გადასახდელი ნებისმიერი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოსა და პირგასამტეხლოს ჯამზე.
1.36. Net Working Capital/წმინდა საბრუნავი კაპიტალი - მოკლევადიან აქტივებს გამოკლებული მოკლევადიანი ვალდებულებები.
1.37. Non-current Assets/გრძელვადიანი აქტივები - ყველა ის აქტივი, რომელიც არ წარმოადგენს მოკლევადიან აქტივს.
1.38. Non-current Liabilities/გრძელვადიანი ვალდებულებები - ნებისმიერი ისეთი ვალდებულება, რომელიც არ წარმოადგენს მოკლევადიან ვალდებულებას.
2. მხარეთა უფლებამოსილება და განცხადება
2.1. ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით
მხარეთა მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა.
2.2. კლიენტის განცხადებით მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ბანკის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისთვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და
ინფორმაციის მიწოდება, ასევე ხელშეკრულებით დადგენილი კრედიტის მიზნობრიობის დარღვევა
კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას.
3. ოვერდრაფტით სარგებლობის პირობები, პროცედურები და წესი
3.1. ოვერდრაფტის მოცულობა (ლიმიტი) და მის ფარგლებში კრედიტის თანხის გაცემის წესი
3.1.1. ბანკის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ოვერდრაფტის ლიმიტის დამტკიცების საკითხის დადებითად გადაწყვეტის საფუძველზე ბანკმა და კლიენტმა გააფორმეს ოვერდრაფტის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება კლიენტის შესაბამის ანგარიშზე დაშვებული ოვერდრაფტით სარგებლობის კონკრეტული პირობები;
3.1.2. ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში კრედიტის თანხის გამოყენება მოხდება კლიენტის სურვილისამებრ. ამასთან, კლიენტს ოვერდრაფტით სარგებლობის საშუალება მიეცემა მხოლოდ შესაბამის ანგარიშზე მისი კუთვნილი თანხების ამოწურვის შემდგომ;
3.1.3. ოვერდრაფტის ფარგლებში კრედიტის თანხის გაცემა მოხდება კლიენტის მიერ პერიოდულად წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე, შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ დაკმაყოფილებული იქნება ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა ბანკისათვის მისაღები ფორმით;
3.1.4. ბანკი უფლებამოსილია განაცხადოს უარი ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში კრედიტის თანხების გაცემაზე იმ შემთხვევაში, თუკი დარღვეულია ხელშეკრულებით ან/და ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობები და მოთხოვნები, ან/და კლიენტის მიერ არ ხდება ოვერდრაფტით სარგებლობა 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის, ან ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში;
3.1.5. ოვერდრაფტის ხელშეკრულებით ან/და კონკრეტული კრედიტის თანხის გაცემის წინაპირობად სხვაგვარად თუ არ იქნა დადგენილი, კრედიტის თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს ოვერდრაფტის ხალშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღამდე;
3.1.6. კლიენტი უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად მოითხოვოს შეთანხმებული ოვერდრაფტის მაქსიმალური მოცულობის შემცირება. ამგვარი შემცირების შემთხვევაში, ოვერდრაფტის მაქსიმალური მოცულობის კვლავ გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ბანკის წერილობითი თანხმობით.
3.2. საპროცენტო სარგებელი და საკომისიო ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში ათვისებულ კრედიტის თანხაზე და მათი დარიცხვის წესი
3.2.1. ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში ათვისებულ თითოეულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელის ფორმა და ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით;
3.2.2. საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის თანხის სარგებლობის ფაქტობრივი დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 (სამას სამოცდახუთ) დღეზე გაანგარიშებით;
3.2.3. საკომისიოს ოდენობა იანგარიშება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმითა და პერიოდულობით. მათ შორის, თუ გათვალისწინებულია წლიური საკომისიო, მაშინ მისი დაანგარიშება მოხდება საპროცენტო სარგებლის დაანგარიშებისათვის გათვალისწინებული წესით, ხოლო სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა წესით. ამასთან, საკომისიოს დარიცხვა მოხდება შესაბამისი ოვერდრაფტის ამოქმედების თარიღიდან ოვერდრაფტის ვადის მოქმედების ბოლომდე;
3.2.4. საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება შესაბამისი კრედიტის თანხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, შესაბამისი კრედიტის თანხის იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.
3.2.5. საპროცენტო სარგებლის ფორმირებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი საჯარო ინდექს(ებ)ი (შემდგომში - ინდექსი):
3.2.5.1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი (ასეთის არსებობისას), ხოლო რეფინანსირების განაკვეთის არარსებობისას - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (შემდგომში - საბაზისო განაკვეთი ან რეფინანსირების განაკვეთი). რეფინანსირების განაკვეთზე დეტალური ინფორმაციის და მისი გაანგარიშების წესის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ- გვერდზე: https://nbg.gov.ge/;
3.2.5.2. TIBR განაკვეთი, რომელიც წარმოადგენს ლარში დენომინირებულ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ საპროცენტო განაკვეთს. TIBR განაკვეთზე დეტალური ინფორმაციის და მისი გაანგარიშების წესის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://nbg.gov.ge/. TIBR განაკვეთი განახლებადი განაკვეთია და ის ახლდება ოვერდრაფტის ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტით (ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებული პუნქტით) განსაზღვრული პერიოდებით. ამასთან: (ა) ოვერდრაფტის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის TIBR
განაკვეთი შეესაბამება ოვერდრაფტის ხელშეკრულების დადების თარიღამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე დაფიქსირებულ TIBR-ის განაკვეთს, ხოლო შერეული ტიპის - საპროცენტო სარგებლისთვის, როდესაც განისაზღვრება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, ხოლო ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ეტაპზე მისი ჩანაცვლება ხორციელდება TIBR განაკვეთით, TIBR განაკვეთი შეესაბამება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის TIBR განაკვეთით ჩანაცვლების თარიღამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე დაფიქსირებულ TIBR-ის განაკვეთს, თუმცა თუ მხარეები შეცვლიან TIBR განაკვეთზე დანამატის ან/და საპროცენტო სარგებლის მინიმალურ მოცულობას, რომელიც განსაზღვრულია ოვერდრაფტის ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში (ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებული პუნქტში), ასეთი ცვლილების შესახებ დანართის დადების მომენტისათვის TIBR განაკვეთი შეესაბამება ამგვარი დანართის დადების თარიღამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე დაფიქსირებულ TIBR-ის განაკვეთს; და (ბ) TIBR განაკვეთის განახლების პერიოდი აითვლება ოვერდრაფტის ხელშეკრულების დადების თარიღიდან, ხოლო შერეული ტიპის საპროცენტო სარგებლისთვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის TIBR განაკვეთით ჩანაცვლების თარიღიდან, თუმცა თუ მხარეები შეცვლიან TIBR განაკვეთზე დანამატის ან/და საპროცენტო სარგებლის მინიმალურ მოცულობას, რომელიც განსაზღვრულია ოვერდრაფტის ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში (ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებული პუნქტში) - ასეთი ცვლილების შესახებ დანართის დადების თარიღიდან. TIBR განაკვეთის განახლებისას განახლებული TIBR განაკვეთის მოცულობა შეესაბამება განახლების თარიღამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე დაფიქსირებულ TIBR-ის განაკვეთს. თუ TIBR განაკვეთის განახლების თარიღი ემთხვევა არასაბანკო დღეს TIBR განაკვეთის განახლება მოხდება მომდევნო საბანკო დღეს, წინამდებარე ქვეპუნქტით განსაზღვრული TIBR განაკვეთის განახლების თარიღისა და განახლების პერიოდის შეუცვლელად.
3.2.5.3. Term SOFR განაკვეთი, რომელიც წარმოადგენს ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის ჯგუფის (Chicago Mercantile Exchange Group) (შემდგომში - CME Group) მიერ გამოქვეყნებულ საპროცენტო განაკვეთს აშშ დოლარისთვის. Term SOFR განაკვეთის ნახვა შესაძლებელია CME Group-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://cmegroup.com. Term SOFR განაკვეთი განახლებადი განაკვეთია და ის ახლდება ოვერდრაფტის ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტით (ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებული პუნქტით) განსაზღვრული პერიოდებით. ამასთან: (ა) ოვერდრაფტის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის Term SOFR განაკვეთი შეესაბამება ოვერდრაფტის ხელშეკრულების დადების თარიღამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე დაფიქსირებულ Term SOFR-ის განაკვეთს, ხოლო შერეული ტიპის საპროცენტო სარგებლისთვის, როდესაც განისაზღვრება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, ხოლო ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ეტაპზე მისი ჩანაცვლება ხორციელდება Term SOFR განაკვეთით, Term SOFR განაკვეთი შეესაბამება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის Term SOFR განაკვეთით ჩანაცვლების თარიღამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე დაფიქსირებულ Term SOFR-ის განაკვეთს, თუმცა თუ მხარეები შეცვლიან Term SOFR განაკვეთზე დანამატის ან/და საპროცენტო სარგებლის მინიმალურ მოცულობას, რომელიც განსაზღვრულია ოვერდრაფტის ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში (ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებული პუნქტში), ასეთი ცვლილების შესახებ დანართის დადების მომენტისათვის Term SOFR განაკვეთი შეესაბამება ამგვარი დანართის დადების თარიღამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე დაფიქსირებულ Term SOFR-ის განაკვეთს; და (ბ) Term SOFR განაკვეთის განახლების პერიოდი აითვლება ოვერდრაფტის ხელშეკრულების დადების თარიღიდან, ხოლო შერეული ტიპის საპროცენტო სარგებლისთვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის Term SOFR განაკვეთით ჩანაცვლების თარიღიდან, თუმცა თუ მხარეები შეცვლიან Term SOFR განაკვეთზე დანამატის ან/და საპროცენტო სარგებლის მინიმალურ მოცულობას, რომელიც განსაზღვრულია ოვერდრაფტის ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში (ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებული პუნქტში) - ასეთი ცვლილების შესახებ დანართის დადების თარიღიდან. Term SOFR განაკვეთის განახლებისას განახლებული Term SOFR განაკვეთის მოცულობა შეესაბამება განახლების თარიღამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე დაფიქსირებულ Term SOFR-ის განაკვეთს. თუ Term SOFR განაკვეთის განახლების თარიღი ემთხვევა არასაბანკო დღეს Term SOFR განაკვეთის განახლება მოხდება მომდევნო საბანკო დღეს, წინამდებარე ქვეპუნქტით განსაზღვრული Term SOFR განაკვეთის განახლების თარიღისა და განახლების პერიოდის შეუცვლელად.
3.2.5.4. EURIBOR განაკვეთი (ევროს ბანკთაშორის შეთავაზების განაკვეთი), რომელიც წარმოადგენს ბანკებისათვის (ე.წ. Prime Banks) ბანკთაშორის ვადიან დეპოზიტებზე შეთავაზებულ განაკვეთს ევროსთვის. EURIBOR განაკვეთი დაფუძნებულია იმ საპროცენტო სარგებლის საშუალოზე, რომელიც დადგენილია ევროპის დაახლოებით 50 ბანკის (ე.წ. Panel Banks) მიერ ერთმანეთისგან აღებული კრედიტებისათვის. EURIBOR განაკვეთის ნახვა შესაძლებელია ევროპის ფულადი ბაზრის ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.emmi-benchmarks.eu. EURIBOR განაკვეთი განახლებადი განაკვეთია და ის ახლდება ოვერდრაფტის ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტით - (ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებული პუნქტით) განსაზღვრული პერიოდებით. ამასთან: (ა) ოვერდრაფტის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის EURIBOR განაკვეთი შეესაბამება ოვერდრაფტის
ხელშეკრულების დადების თარიღამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე დაფიქსირებულ EURIBOR-ის განაკვეთს, ხოლო შერეული ტიპის საპროცენტო სარგებლისთვის, როდესაც განისაზღვრება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, ხოლო ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ეტაპზე მისი ჩანაცვლება ხორციელდება EURIBOR განაკვეთით, EURIBOR განაკვეთი შეესაბამება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის EURIBOR განაკვეთით ჩანაცვლების თარიღამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე დაფიქსირებულ EURIBOR-ის განაკვეთს, ხოლო თუ მხარეები შეცვლიან EURIBOR განაკვეთზე დანამატის ან/და საპროცენტო სარგებლის მინიმალურ მოცულობას, რომელიც განსაზღვრულია ოვერდრაფტის ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში (ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებულ პუნქტში), EURIBOR განაკვეთი შეესაბამება ამგვარი დანართის დადების თარიღამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე დაფიქსირებულ EURIBOR-ის განაკვეთს; და (ბ) EURIBOR განაკვეთის განახლების პერიოდი აითვლება ოვერდრაფტის ხელშეკრულების დადების თარიღიდან, ხოლო შერეული ტიპის საპროცენტო სარგებლისთვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის EURIBOR განაკვეთით ჩანაცვლების თარიღიდან, თუმცა თუ მხარეები შეცვლიან EURIBOR განაკვეთზე დანამატის ან/და საპროცენტო სარგებლის მინიმალურ მოცულობას, რომელიც განსაზღვრულია ოვერდრაფტის ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში (ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებულ პუნქტში) - ასეთი ცვლილების შესახებ დანართის დადების თარიღიდან. EURIBOR განაკვეთის განახლებისას განახლებული EURIBOR განაკვეთის მოცულობა შეესაბამება განახლების თარიღამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე დაფიქსირებულ EURIBOR-ის განაკვეთს. თუ EURIBOR განაკვეთის განახლების თარიღი ემთხვევა არასაბანკო დღეს EURIBOR განაკვეთის განახლება მოხდება მომდევნო საბანკო დღეს, წინამდებარე ქვეპუნქტით განსაზღვრული EURIBOR განაკვეთის განახლების თარიღისა და განახლების პერიოდის შეუცვლელად.
3.3. პირგასამტეხლო (ჯარიმა) კრედიტის თანხით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის და მისი დარიცხვის წესი
3.3.1. პირგასამტეხლოს ოდენობა ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში ათვისებული თითოეული კრედიტის თანხით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება ხელშეკრულებით;
3.3.2. პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში ათვისებული თითოეული კრედიტის თანხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან შეწყვეტისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.
3.3.3. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (გადასახდელების) შესრულებისაგან/გადახდისაგან).
3.4. კრედიტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს (ჯარიმის) და სხვა გადასახდელების გადახდის წესი
3.4.1. კლიენტი ცალსახად და გამოუთხოვადად აცხადებს თანხმობას ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში ათვისებული კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ ათვისებული კრედიტის თანხა და ბოლოს სხვა გადასახდელები;
3.4.2. კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დაანგარიშება და გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულებით ან/და გრაფიკით დადგენილი წესით და შესაბამისად. ამასთან, გრაფიკსა და ხელშეკრულების დებულებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში ხელშეკრულების დებულებებს მიენიჭება უპირატესობა. ამასთან, შეუსაბამობად არ მიიჩნევა გრაფიკით განსაზღვრული დებულებების/მონაცემების არარსებობა ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება გრაფიკით განსაზღვრულ დებულებებს/მონაცემებს. კლიენტის მიერ ბანკის მიმართ წარდგენილი ზეპირი ან წერილობითი განცხადების საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით კრედიტის თანხა და საპროცენტო სარგებელი შეიძლება წინსწრებით დაიფაროს ხელშეკრულებით ან/და გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებზე ადრეც. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, მხარეები თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ გრაფიკის ნამდვილობის მიზნებისთვის, სავალდებულო არ არის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერა.
3.4.3. კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოსა და პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაშვებულია ოვერდრაფტი, ხოლო აღნიშნული მიზნით თანხის კონვერტაციის აუცილებლობის შემთხვევაში კონვერტაცია უნდა განხორციელდეს კლიენტის ხარჯზე კონვერტაციის თარიღისათვის ბანკში დაწესებული კომერციული კურსით ან კლიენტთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3.4.4. კლიენტის მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხა ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულ ვალდებულებად, თუ ისინი გადახდილია ხელშეკრულებით დადგენილ თარიღში, ხოლო თუ ეს თარიღი ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ დაფარვა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა.
3.5. ოვერდრაფტით სარგებლობის დამატებითი პირობები
3.5.1. თუ ოვერდრაფტის ლიმიტი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა/ათვისება ხდება სხვა ვალუტაში, მაშინ გამოიყენება გაცემის/ათვისების მომენტში მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი.
3.5.2. იმ შემთხვევაში, თუ ოვერდრაფტის ლიმიტი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა/ათვისება ხდება სხვა ვალუტაში, სავალუტო კურსის ცვლილების გამო ოვერდრაფტის ლიმიტის მოცულობის გადაჭარბება არ ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევად და კლიენტი ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
3.5.3. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო პროდუქტებით მომსახურებაზე (მათ შორის, კრედიტის თანხების გაცემაზე) ან მის ნაწილზე, თუკი კლიენტის ქონებაზე ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე (მათ შორის, ანგარიშზე) აღრიცხულია (რეგისტრირებულია) რაიმე სახის შეზღუდვა, მათ შორის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა, რომელიც საფრთხეს უქმნის კლიენტის მიერ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას.
3.5.4. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დარიცხვის (გადახდის) მომენტში, კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით) დადგენილია საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) განაკვეთები, რომელთა მოცულობა უფრო დაბალია, ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) განაკვეთები, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით) დადგენილი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი (ამგვარის არსებობის შემთხვევაში).
3.5.5. კლიენტი ვალდებულია კრედიტის თანხის ან/და სხვა მსგავსი დავალიანების, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებამდე, აღნიშნულის თაობაზე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე წერილობით (მათ შორის მატერიალურად ან ელექტრონულად ბანკის მიერ განსაზღვრული დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით) მიმართოს ბანკს. ამასთან, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხის მოცულობა არ აღემატება 2000000 (ორი მილიონი) ლარს ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში (ბანკისათვის წერილობით მიმართვის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით), ბანკი ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების დაფარვას უზრუნველყოფს წერილობით მიმართვის დღეს ან თუ წერილობით მიმართვა განხორციელდა არასამუშაო დროს, არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების დაფარვა უზრუნველყოს დანართი N1-ის 5.2. პუნქტით გათვალისწინებული წესით.
3.5.6. კლიენტის მოთხოვნით ოვერდრაფტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე ხელშეკრულების შეწყვეტისას, კლიენტი ვალდებულია ბანკის მიერ მოთხოვნილ ვადაში (ხოლო თუ ბანკის მიერ ასეთი ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ დაუყოვნებლივ), ბანკისთვის მისაღები ფორმით, წარუდგინოს ბანკს კრედიტის თანხის დაფარვისთვის გამოყენებული ფულადი სახსრების წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.5.7. ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ბანკისთვის გადასახდელი ნებისმიერი საკომისიო, თანხა, საზღაური ან/და გადასახდელი მითითებული და განსაზღვრულია გადასახადების (მათ შორის შეუზღუდავად, ნებისმიერ იურისდიქციაში განსაზღვრული წყაროსთან დაკავების ვალდებულების ან/და არაპირდაპირი გადასახადის) გარეშე და არ მოიცავს მათ.
3.5.8. მიუხედავად ნებისმიერი საწინააღმდეგო დებულებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის ნებისმიერი სხვა უფლების შეუზღუდავად, ბანკი უფლებამოსილია უარი განუცხადოს კლიენტს კრედიტის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კლიენტისთვის ხელმისაწვდომად გახდაზე, გაცემაზე ან შენარჩუნებაზე, თუ (ა) კანონმდებლობა უკანონოს ან შეუძლებელს ხდის ბანკის მიერ კრედიტის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კლიენტისთვის ხელმისაწვდომად გახდას, გაცემას ან შენარჩუნებას/ქონას, და/ან (ბ) კრედიტის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კლიენტისთვის ხელმისაწვდომად გახდა, გაცემა ან შენარჩუნება/ქონა ეწინააღმდეგება ან შეუსაბამოა კანონმდებლობას და/ან კანონმდებლობით განსაზღვრულ ნებისმიერ აკრძალვას/შეზღუდვას.
3.5.9. იმ შემთხვევაში, თუ უზრვენლყოფის/იპოთეკის საგნის რეალური ფართობი არ ემთხვევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემს, კლიენტი ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან 2 (ორი) თვის ვადაში უზრუნველყოს ამზომველის მიერ აზომვითი ნახაზის მომზადება და დააზუსტოს იპოთეკის საგნის რეალური ფართობი საჯარო რეესტრი ეროვნულ სააგენტოში.
4. კლიენტის ძირითადი ვალდებულებები
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით:
4.1. მიზნობრიობა. კლიენტი ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულებით დადგენილი ოვერდრაფტის მიზნობრიობა (ამგვარის არსებობის შემთხვევაში);
4.2. დაზღვევა. კლიენტი ვალდებულია ბანკის წერილობით ან ზეპირი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით, ხოლო ასეთი ვადის არ არსებობისას, ბანკის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დააზღვიოს ამავე მოთხოვნით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევები (მათ შორის, უზრუნველყოფის საშუალებები) ბანკის სასარგებლოდ (ანუ დაზღვევის ბენეფიციარს უნდა წარმოადგენდეს ბანკი ან/და ბანკის მიერ დასახელებული პირი) ისე, რომ (ა) სადაზღვევო ანაზღაურებით შესაძლებელი იყოს ბანკის (ან/და ბანკის მიერ დასახელებული პირის) მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, და (ბ) დაზღვევის ერთჯერადი ან ჯამური ვადა არ უნდა იყოს ბანკის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე ნაკლები.
4.2.1. ამასთან, კლიენტი იღებს ვალდებულებას:
4.2.1.1. დაზღვევის მომენტიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს ბანკს;
4.2.1.2. თუ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის ერთჯერადი მოქმედების ვადა ნაკლებია ბანკის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე, დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე წარუდგინოს ბანკს დაზღვევის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი განახლებული ვადით;
4.2.1.3. დაიცვას დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების პირობები, მათ შორის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს და სადაზღვევო კომპანიას.
4.3. ბანკის მოთხოვნების უზრუნველყოფა. კლიენტი ვალდებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების (ან მათი ნაწილის) შესრულების, ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლო), აღსრულების, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული, თუ უზრუნველყოფილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად:
4.3.1. თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს);
4.3.2. თუ კლიენტის ან/და უზრუნველყოფის მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე ბანკი წერილობით უარს განაცხადებს უზრუნველყოფაზე, მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფის ამგვარი გაუქმება ჩაითვლება მხარეთა შორის შეთანხმებულად და ბანკის მოთხოვნები კლიენტის მიმართ დარჩება ძალაში სრული ოდენობით;
4.3.3. დაუყოვნებლივ მიაწოდოს ბანკს ინფორმაცია უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის ცვლილების შესახებ.
4.4. ინფორმაციის წარდგენა. კლიენტი ვალდებულია ქვემოთ მითითებულ ვადებში ან/და ბანკის წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ბანკისათვის მისაღები ფორმით მიაწოდოს ბანკს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც:
4.4.1. ასახავს კლიენტის საერთო აქტივებს/ქონებას, ფინანსურ მდგომარეობას (მათ შორის ბალანსი და მოგება- ზარალის უწყისი), საქმიან ოპერაციებს, ამონაწერებს საბანკო ანგარიშებიდან (მათ შორის, სხვა საბანკო- საფინანსო ინსტიტუტებში არსებული ანგარიშებიდან) და ანგარიშგებას (საგადასახადო ანგარიშგების ჩათვლით), მათ შორის:
4.4.1.1. ყოველი კალენდარული კვარტლის შემდგომი თვის ბოლო რიცხვამდე – ინფორმაცია საერთო აქტივების/ქონების შესახებ, მოგება-ზარალის უწყისი და ბალანსი კალენდარული კვარტლის ბოლო დღის მდგომარეობით;
4.4.1.2. ყოველი მომდევნო კალენდარული წლის მე-4 თვის ბოლო რიცხვამდე – გასული კალენდარული წლის ფინანსური დოკუმენტაცია (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) კალენდარული წლის ბოლო დღის მდგომარეობით, რომელიც ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებული სახით ასეთის არსებობის შემთხვევაში;
4.4.1.3. დაუყოვნებლივ – იმ შესაძლო, პოტენციური ან/და არსებული ადმინისტრაციული, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) ან/და სხვა მსგავსი დავების ან სამართალწარმოების შესახებ, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს, კლიენტის აქტივებთან/ქონებასთან, უზრუნველყოფის საშუალებებთან, კლიენტის გადახდისუნარიანობასთან/გაკოტრებასთან დაკავშირებულ დავებს ან სამართალწარმოებას.
4.4.2. აუცილებელია ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დასაცავად და შესასრულებლად;
4.4.3. მოთხოვნილია ბანკის მიერ გონივრულობის ფარგლებში კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით.
4.5. გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და შრომითი და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა. კლიენტის მიერ გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და შრომითი და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით:
4.5.1. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, შრომითი და სოციალური დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის ან ასეთის საშიშროების შესახებ. აღნიშნულთან ერთად კლიენტი ვალდებულია ბანკს აცნობოს იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული დარღვევების აღმოსაფხვრელად, ასევე, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში შეუთანხმოს ბანკს ან/და გაითვალისწინოს ბანკის მოთხოვნები და რეკომენდაციები აღნიშნული დარღვევების აღმოსაფხვრელად;
4.5.2. მხარეები თანხმდებიან შეასრულონ დანართი N3-ით (ასეთის არსებობისას) ნაკისრი/მინიჭებული უფლება- მოვალეობები.
4.6. სხვა ვალდებულებები. კლიენტი ვალდებულია:
4.6.1. ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე:
4.6.1.1. კლიენტმა, როგორც იურიდიულმა პირმა ან სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნა, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს არ დაუშვას ძირითადი საქმიანობის სფეროს შეცვლა, რეორგანიზაცია (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) ან ლიკვიდაცია;
4.6.1.2. არ დაუშვას საკუთარი აქტივების/ქონების ან მისი/მათი ნაწილის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება ან/და სხვაგვარად დატვირთვა ნებისმიერი მესამე პირის სასარგებლოდ, რითაც საფრთე შეექმნება ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
4.6.1.3. არ განკარგოს ნებისმიერი სახით საკუთარი აქტივები/ქონება (ან მისი/მათი ნაწილი) ან/და შეიძინოს ნებისმიერი მესამე პირის ნებისმიერი სახის აქტივები/ქონება ან მისი/მათი ნაწილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამგვარი ქმედება განხორციელებულია კლიენტის ჩვეულებრივი საწარმოო საქმიანობის ფარგლებში;
4.6.1.4. არ განახორციელოს ინვესტიციები, დაიკისროს რაიმე ვალდებულებები ან/და გაწიოს ხარჯები, მათ შორის კაპიტალური დანახარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამგვარი ინვესტიციების, ან/და ხარჯების გაწევა ან/და ვალდებულებების აღება შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრული ოვერდრაფტის მიზნობრიობას, ან/და გახორციელებულია კლიენტის ჩვეულებრივი საწარმოო საქმიანობის ფარგლებში;
4.6.1.5. არ დაიკისროს რაიმე დამატებითი საბალანსო ან გარესაბალანსო კრედიტები, სესხები ან/და მსგავსი ვალდებულებები;
4.6.1.6. დივიდენდების გაცემა კლიენტს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მხრიდან ადგილი არა აქვს ხელშეკრულების ან/და ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა შეთანხმებების დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ვალდებულებებთან, ან/და დივიდენდის გაცემით არ იქმნება ამგვარი დარღვევის საშიშროება.
4.6.2. საკუთარი და მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების სრული დაცვით, ხოლო ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, (ა) ამგვარი ანგარიშების წარმოება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს (International Financial Reporting Standards), და (ბ) ფინანსური ანგარიშების შემოწმება უნდა მოხდეს ბანკისათვის მისაღები აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ.
4.6.3. ისარგებლოს მხოლოდ ბანკის პროდუქტებით ან/და მომსახურებით, მათ შორის, საბანკო ბრუნვის და საბანკო ანგარიშებზე ნაშთის 100 (ასი) % აწარმოოს/იქონიოს მხოლოდ ბანკის მეშვეობით. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, კლიენტი უფლებამოსილია სავალუტო გარიგება დადოს სხვა ბანკებში ან შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებში იმგვარად, რომ საბანკო ბრუნვის და საბანკო ანგარიშებზე ნაშთის 100 (ასი) % აწარმოოს/იქონიოს მხოლოდ ბანკის მეშვეობით, მათ შორის, კლიენტმა შეიძლება ასეთი გარიგება დადოს ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე.
4.6.4. უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა ან/და სხვა პირობების დაცვა.
5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი), ხოლო ზიანის (ზარალის) ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან/გადახდისაგან.
5.2. ამასთან, კლიენტი პასუხს აგებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით ბანკისათვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე (ზარალზე). მათ შორის, დანართი N1-ის 3.5.5. პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია კლიენტს დარღვეული ვადის პერიოდზე დაარიცხოს შესაბამისი საპროცენტო სარგებლის (როგორც მიყენებული ზიანის/ზარალის) დამატებითი მოცულობა ან შესაბამისი ვალდებულების დაფარვა უზრუნველყოს წერილობითი მიმართვიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა. ზიანის
(ზარალის) ანაზღაურება კლიენტს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან /გადახდისაგან.
5.3. მიუხედავად დანართი N1-ის 5.1. და 5.2. პუნქტებით განსაზღვრული გარანტიებისა, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად ბანკის უფლებებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, კლიენტი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე:
5.3.1. რამდენიმე ვადამოსული დავალიანების არსებობისას, განსაზღვროს ოვერდრაფტის და მის ფარგლებში არსებული გადასახდელების თანმიმდევრობა და რიგითობა;
5.3.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადასახდელის სრულად და ჯეროვნად დაფარვამდე, მასთან არსებული წესების დაცვით, შესაბამისი გადასახდელის მოცულობით, უაქცეპტოდ დაბლოკოს კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიში;
5.3.3. კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშიდან (მათ შორის საანაბრე ანგარიშიდან) უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა გადასახდელი, ხოლო თუ გადასახდელი და ანგარიშზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკმა თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის ბანკში მოქმედი კომერციული კურსით ან კლიენტთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს კლიენტის ანგარიშიდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი გადასახდელის დასაფარად.
6. კომუნიკაცია მხარეებს შორის
6.1. მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, გარდა კლიენტისთვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების ვადამდე სრულად შესრულების მოთხოვნის წარდგენისა ან ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ შეტყობინებისა, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული/ტექნიკური საშუალებით (მათ შორის, მობილ-ბანკით, ინტერნეტ-ბანკით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით) გაგზავნის გზით, იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
6.2. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
6.2.1. კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს;
6.2.2. ელექტრონული ფოსტის, ან/და სხვა ელექტრონული/ტექნიკური საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში –
გაგზავნის თარიღიდან მეორე საბანკო დღეს.
6.3. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
6.4. მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
6.5. იმ შემთხვევაში თუ, წინამდებარე ხელშეკრულებაში, ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტში ან/და მასთან დაკავშირებით კლიენტის მიერ ბანკისადმი წარდგენილ განაცხადში, მითითებულია კლიენტის მხრიდან საკონტაქტო პირი (შემდგომში - საკონტაქტო პირი), ბანკი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში (მათ შორის და არა მხოლოდ, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში და საკრედიტო დავალიანების კლიენტისგან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ამოღების მიზნით) ნებისმიერი სახის და შინაარსის კომუნიკაცია (მათ შორის და არა მხოლოდ, საკრედიტო დავალიანების მოცულობისა და კრედიტთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ) განახორციელოს შეუზღუდავად, როგორც თავად კლიენტთან, ისე საკონტაქტო პირთან. კლიენტი ადასტურებს, რომ მას მოპოვებული აქვს ყველა ნებართვა და თანხმობა საკონტაქტო პირისგან, მისი
პერსონალური მონაცემების ბანკისთვის გადაცემის და მათი დამუშავების თაობაზე და საკონტაქტო პირი
ინფორმირებულია წინამდებარე პუნქტში განსაზღვრული ბანკის უფლებამოსილების შესახებ.
6.6. კლიენტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებით პრეტენზია წარადგინოს ბანკის სერვისცენტრებში (ფილიალებში) და ბანკის მიერ განსაზღვრული დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით. პრეტენზიების განხილვის პროცედურის და პრეტენზიის წარდგენის არხების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ბანკის სერვისცენტრებში (ფილიალებში) და ვებ-გვერდზე https://bankofgeorgia.ge. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიას განიხილავს ბანკის სერვისცენტრების მხარდაჭერისა და სერვისის სამსახური. ნებისმიერი ფორმით წარდგენილ პრეტენზიაზე პასუხის მიღებისათვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს, თუ კანონმდებლობით ან/და საერთაშორისო პრაქტიკით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
7. კონფიდენციალურობა
7.1. მხარეები ვალდებული არიან, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვან მეორე მხარისაგან
მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
7.2. კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
7.2.1. რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის
ინფორმაციის გამამჟღავნებელი მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნებამდე;
7.2.2. რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
7.2.3. რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან.
7.3. კლიენტის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის პერსონალურ მონაცემთა) დამუშავების პირობები
7.3.1. მიუხედავად დანართი N1-ის 7.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, კლიენტის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე:
7.3.1.1. კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები ან/და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ან/და ინფორმაცია კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების შესახებ) გადასცეს მის შვილობილ კომპანიებს ან სხვა აფილირებულ პირებს კლიენტისათვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების შეთავაზების მიზნით, იმ პირობით და იმის გათვალისწინებით, რომ:
7.3.1.1.1. ამგვარი ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც აუცილებელია ამგვარი მომსახურების შესათავაზებლად ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;
7.3.1.1.2. ინფორმაციის მიმღები პირები დაიცავენ ზემოაღნიშნულ დებულებებს ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.
7.3.1.2. ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად, მოიძიოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/ნ 204470740) ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის, რომელიც შეიძლება ფუნქციონირებდეს ან დაარსდეს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა იურისდიქციის ქვეშ, მონაცემთა ბაზაში და კლიენტის პოზიტიური ან/და ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, ნებისმიერი ცვლილების/დამატების ჩათვლით, გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტს (სს „კრედიტინფო საქართველოსთვის“ ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის გადაცემის დეტალური პირობები განთავსებულია ვებ გვერდზე: www.creditinfo.ge), რაც იწვევს კლიენტის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია: (ა) კლიენტზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე, შესრულებული, შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების სტატუსთან; და (ბ) მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება (მათ შორის პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით). კლიენტისათვის ცნობილია, რომ: (ა) სს „კრედიტინფო საქართველო“ წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს და ის უფლებამოსილია მიღებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები დაამუშავოს/გადაამუშავოს და გადასცეს მესამე პირებს, პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასების, შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით; (ბ) სს „კრედიტინფო საქართველოსათვის“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტისთვის გადასაცემი და მისგან მისაღები ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აგრეთვე კლიენტის მსხვილი აქციონერების/დამფუძნებლების და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, პირის მიერ საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული
გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს;
7.3.1.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ან/და ნებისმიერი სხვა იდენტური ან მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებიდან (კერძო ან საჯარო) გამოითხოვოს, მიიღოს და შეინახოს კლიენტის შესახებ დაცული ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტები) და აღნიშული ინფორმაციის მონაცემთა ბაზები (მათ შორის ელექტრონული ბაზები), ასევე შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება ან/და პროცედურა რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებასთან;
7.3.1.4. კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები ან/და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ან/და ინფორმაცია კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების შესახებ) მიაწოდოს:
7.3.1.4.1. ხელშეკრულების და შესაბამისი უზრუნველყოფის ხელშეკრულებების/გარიგებების მხარეებს/უზრუნველყოფის მიმწოდებლებს;
7.3.1.4.2. მესამე პირებს: (ა) კლიენტის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბანკის უფლებების განხორციელების მიზნით, ან/და კლიენტის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ან (ბ) რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნების შეძენით/სინდიცირებით ან/და კლიენტის ვალდებულებების გადაკისრებით.
7.3.1.5. საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ფარგლებში/მიზნებისთვის, დაფინანსების მოპოვების ფარგლებში/მიზნებისთვის, მესამე პირებისგან აუდიტორული, საკონსულტაციო, საშემფასებლო, კვლევითი ან სხვა მსგავსი მომსახურების მიღების ფარგლებში/მიზნებისთვის ან/და ბანკის მიერ მესამე პირების წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ან/და ანგარიშგების ფარგლებში) მიზნით, კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები ან/და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ან/და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება) მიაწოდოს ნებისმიერ მესამე პირს (მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ბანკის გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, კვლევით ორგანიზაციებს ან მსგავსი ფუნქციის მქონე სხვა მესამე პირებს), ამასთან ასეთი გადაცემული ინფორმაციის/ხელშეკრულების კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს, შესაბამისი ინფორმაციის/ხელშეკრულების მიმღები მესამე პირი.
8. დავები
8.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან, აღსრულებასთან ან/და ნამდვილობასთან/ბათილობასთან დაკავშირებით) წყდება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ და მხოლოდ კანონმდებლობის გამოყენებით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
9. ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი დადების/ხელმოწერის მომენტიდან და ძალაშია მხარეთა
მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
9.2. ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია
ხელშეკრულების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა:
9.2.1. ბანკის მიერ:
9.2.1.1. თუ კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას;
9.2.1.2. ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყებისას ან დადგომისას, რითაც საფრთხე შეექმნება: (ა) კლიენტის ან/და უზრუნველყოფის მიმწოდებლის აქტივებს/ქონებას ან/და მის საქმიანობას, ან/და (ბ) კლიენტის ან/და უზრუნველყოფის მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას;
9.2.1.3. კლიენტის მიერ ოვერდრაფტით სარგებლობა არ ხდება 1 (ერთი) კალენდარული წლის ან ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვადის განმავლობაში;
9.2.1.4. თუ კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებით ან/და სხვა დოკუმენტით, რომელიც დაკავშრებულია ფინანსურ ვალდებულებებთან, ნაკისრ ვალდებულებებს;
9.2.1.5. თუ ადგილი ექნება კლიენტის აქტივების/ქონების ან მისი/მათი ნაწილის დაყადაღებას, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
9.2.1.6. კლიენტის აქციონერის, პარტნიორის თუ სხვა სახის დამფუძნებლის (მათ შორის, ბენეფიციარი მფლობელის) მიერ აქციის, წილის ან კლიენტის კაპიტალში/ქონებაში სხვა სახის მიმოქცევადი უფლების განკარგვა (გასხვისება, დატვირთვა და ა.შ.) მოხდება ბანკთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე;
9.2.1.7. თუ ნებისმიერმა სხვა კრედიტორმა კლიენტს მიმართა მასთან გაფორმებული გარიგების ვადამდე შეწყვეტით ან/და მოსთხოვა ვალდებულების (მათ შორის ფინანსური) ვადამდე შესრულება, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
9.2.1.8. ქვეყანაში ინფლაციის დონის, სამომხმარებლო ფასების, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსების, ან/და სხვა გლობალური ან/და რეგიონალური ხასიათის სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორების უარყოფითად ცვლილების გათვალისწინებით, რომელმაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის ფინანსურ მდგომარეობაზე ან/და საფრთხეს უქმნის კლიენტის მიერ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას.
9.2.2. ოვერდრაფტის მოქმედების ვადის ამოწურვისას, იმ პირობით, რომ მხარეებს სრულად აქვთ შესრულებული ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ;
9.2.3. კლიენტის მიერ დანართი N1-ის 9.3. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და პირობებით;
9.2.4. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
9.2.5. ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
9.3. კლიენტი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ოვერდრაფტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, იმ პირობით, რომ კლიენტს არ გააჩნია ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე სახის შეუსრულებელი/შესასრულებელი ვალდებულება ბანკის მიმართ.
9.4. მხარე, რომელიც მიიღებს ხელშეკრულების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე ნაკლები. ამასთან, თუ ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ან უნდა შეწყდეს უფრო მოკლე ვადებში, ხელშეკრულება შეიძლება უფრო მოკლე ვადებშიც შეწყდეს.
9.5. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დადგომისას:
9.5.1. ბანკი თავისუფლდება ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისაგან;
9.5.2. ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულების შეუწყვეტლად, ან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსთხოვოს კლიენტს ფინანსური ვალდებულებების ვადამდე შესრულება (მათ შორის, კრედიტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ჩათვლით), რა შემთხვევაშიც ვალდებულების წინსწრებით შესრულების ან/და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებისათვის კლიენტს არ ეკისრება რაიმე დამატებითი გადასახდელის გადახდა.
9.6. ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს კრედიტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ვალდებულების შესრულებისგან), ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანასური დავალიანების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
10. ცვლილებები და დამატებები
10.1. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება წერილობითი ფორმით, მათ შორის კლიენტთან გაფორმებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით, მხარეთა შეთანხმებით. ამასთან, მხარეები ადასტურებენ, რომ კლიენტთან გაფორმებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე დადებული გარიგება წარმოადგენს წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებას და მასზე სრულად გავრცელდება ხელშეკრულების (მათ შორის მისი დანართების) პირობების მოქმედება.
10.2. მიუხედავად დანართი N1-ის 10.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, ბანკი უფლებამოსილია:
10.2.1. შეამციროს ოვერდრაფტის მოცულობა;
10.2.2. შეამცროს მასთან ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და
პირგასამტეხლოს ოდენობა;
10.2.3. გაზარდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადა/ვადები, იმ პირობით, რომ ამგვარი ცვლილების შედეგად გადახდის ვადა/ვადები უნდა შეიცვალოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალანდარული დღით;
10.2.4. შეცვალოს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები.
10.3. ბანკის მიერ დანართი N1-ის 10.2. პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში:
10.3.1. თუ ასეთი გადაწყვეტილება აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ბანკი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღამდე არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე ატყობინებს კლიენტს.
10.3.2. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია კლიენტის სასარგებლოდ (მათ შორის საპროცენტო სარგებლის შემცირებისას), ან/და არ აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება არ საჭიროებს კლიენტის დამატებით თანხმობას ან აქცეპტს და ამ სახით შეცვლილი პირობები ამოქმედდება ბანკის მიერ განსაზღვრული თარიღიდან. ამასთან, ბანკი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შეატყობინოს კლიენტს დანართი N1-ის მე-6 მუხლით დადგენილი წესით ან/და ბანკის სერვის ცენტრებში ან/და სხვა მომსახურების (მათ შორის ვებ-გვერდზე - bankofgeorgia.ge) წერტილებში შესაბამისი განცხადების განთავსებით.
10.4. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები (მათ შორის დანართი N1-ის 10.2. და 10.3. პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ცვლილებები და დამატებები) წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
10.5. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი წარმოადგენს ფიზიკურ პირს და შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებულია პირადი მოხმარების (არა კომერციული) მიზნობრიობით, ბანკი უფლებამოსილია წინამდებარე დანართის
10.2. პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაბამის ხელშეკრულებასთან მიმართებით გამოიყენოს მხოლოდ საფუძვლიანი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, შეუზღუდავად: (ა) ხელშეკრულების პირობების კანონმდებლობასთან მისადაგების მიზნით; (ბ) ბანკის მიერ ზიანის თავიდან არიდების მიზნით; (გ) ბანკის მიერ სამართლებრივი, რეგულატორული, საკრედიტო ან/და საოპერაციო რისკების დაზღვევის მიზნით (დ) სანქციების ორგანოს მიერ დაწესებულ ნებისმიერი სანქციასთან ან/და ნებისმიერი სანქციით გათვალისწინებულ ან/და მოთხოვნილ ნებისმიერი შეზღუდვასთან, მოთხოვნასთან ან/და აკრძალვასთან ხელშეკრულების პირობების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, (ე) ბანკის მიერ ხელშეკრულების საერთაშორისო ან ადგილობრივ დონეზე დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკასთან მისადაგების მიზნით; (ვ) კლიენტის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; (ზ) ბანკის მიერ პროდუქტის ან პროცესის ცვლილებიდან/დანერგვიდან/შემოღებიდან გამომდინარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; (თ) საქართველოში კომერციული ბანკის საქმიანობისთვის რელევანტურ საბაზრო ცვლილებებთან მისადაგების მიზნით ან/და (ი) სხვა საფუძვლიანი მიზეზით, ნებისმიერ დროს.
11. ხელშეკრულების პირობების მოქმედება კლიენტების მიმართ
11.1. ხელშეკრულების მიზნებისათვის, „კლიენტის” დეფინიციაში მოცემულ პირებზე ხელშეკრულების პირობები გავრცელდება სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირის სამართლებრივი სტატუსიდან (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. ასევე, ფიზიკური პირის ასაკი) გამომდინარე კონკრეტული პირობა ვერ გავრცელდება ამგვარ პირზე.
11.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი:
11.2.1. დანართი N1-ის მე-11 მუხლის სხვა დებულებებით დადგენილი პასუხისმგებლობის შეუზღუდავად, თითოეული ასეთი კლიენტისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ან/და შესაბამისი ხელშეკრულების დადება/კლიენტის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერა შესაძლოა მოხდეს ინდივიდუალურად ან/და ერთობლივად, სხვადასხვა იდენტურ ეგზემპლარზე. ამასთან, ასეთ შემთხვევაში: ა) ხელშეკრულება ძალაში შესულად ითვლება ყველა/თითოეული მხარის მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან; ბ) ყველა კლიენტის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების შესაბამისი ეგზემპლარების ერთობლიობა წარმოადგენს შესაბამის ხელშეკრულებას;
11.2.2. თითოეული ასეთი კლიენტი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან
გამომდინარე ვალდებულებებზე;
11.2.3. თითოეული კლიენტის სოლიდარული პასუხისმგებლობა ვრცელდება მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან მიმართებაშიც, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს კლიენტი ამგვარი მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მხარეს;
11.2.4. ერთ-ერთი კლიენტის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ კლიენტს და მის მიმართ ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.
12. სანქციებთან დაკავშირებული პირობები
12.1. მხარეები აღიარებენ, ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ თუ: (i) კლიენტზე გავრცელდება გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (Foreign, Commonwealth & Development Office) (რომლის მიერ დადგენილი სანქციები ადმინისტრირდება ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის სამსახურის მიერ (OFSI)), ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) ან/და ევროპის კავშირის (EU) ან/და გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს (UNSC) ან/და მათი
ნებისმიერი სამართალმემკვიდრის (შემდგომში - სანქციების ორგანო) მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქცია ან/და ნებისმიერი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვა, მოთხოვნა ან/და აკრძალვა, ან/და (ii) კლიენტი ან/და პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს ან ფლობს კლიენტს (შემდგომში - კლიენტის მაკონტროლებელი პირი), ან/და ქვეყანა/ტერიტორია, რომლის რეზიდენტიც არის კლიენტი ან რომელშიც დაფუძნებულია/რეგისტრირებულია ან მდებარეობს ან ოპერირებს კლიენტი, მოხვდება ნებისმიერი სანქცირებული ქვეყნების/ტერიტორიების ან/და სანქცირებული პირების სიაში (მასში დროდადრო შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით), რომელიც გამოცემულია/წარმოებულია სანქციების ორგანოს მიერ, ბანკისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებების შეუზღუდავად, ბანკი უფლებამოსილია:
12.1.1. იმოქმედოს სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით და განახორციელოს სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი და ყველა ქმედება, ან/და
12.1.2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, შეაჩეროს ან/და უარი თქვას კლიენტისთვის ნებისმიერი და ყველა მომსახურების გაწევაზე, მათ შორის, შეუზღუდავად, დახუროს კლიენტის ანგარიშები ბანკში ან/და შეაჩეროს/გააუქმოს/უარი თქვას ნებისმიერი გადარიცხვის ან/და დავალების შესრულებაზე.
12.2. კლიენტი აქვე ბანკის წინაშე და მის სასარგებლოდ აცხადებს, იძლევა გარანტიას და კისრულობს ვალდებულებას, რომ:
12.2.1. კლიენტი ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირი არ არის/იქნება სანქციების ორგანოს მიერ გამოცემულ/წარმოებულ ნებისმიერ სანქცირებული პირების სიაში (მასში დროდადრო შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით);
12.2.2. კლიენტი ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირი არ ახორციელებს/განახორციელებს და არ აქვს განხორციელებული რაიმე ისეთი ქმედება, გარიგება ან/და ოპერაცია, რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს კლიენტის ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირის მიერ სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქციის ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვის, მოთხოვნის ან/და აკრძალვის დარღვევა ან/და თავიდან არიდება/გვერდის ავლა.
12.3. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს ნებისმიერი ისეთი გარემოების ან/და მოვლენის არსებობის/დადგომის შესახებ, რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს კლიენტის ან/და კლიენტის მაკონტროლებელი პირის მიერ სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქციის ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვის, მოთხოვნის ან/და აკრძალვის დარღვევა ან/და თავიდან არიდება/გვერდის ავლა ან/და რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს კლიენტის ან/და კლიენტის მაკონტროლებელი პირის სანქციების ორგანოს მიერ გამოცემულ/წარმოებული ნებისმიერი სანქცირებული პირების სიაში შეტანა/შეყვანა.
12.4. კლიენტი ვალდებულია:
12.4.1. არ შეიძინოს რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობი ან/და ნავთობპროდუქტები იმ ზღვრულ ნასყიდობის ფასზე მაღალ ფასად, რომელიც დადგენილია სანქციების ორგანოს მიერ, ან/და
12.4.2. არ განახორციელოს ისეთი რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობით ან/და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა ან/და მათი გაყიდვა, ექსპორტი, რე-ექსპორტი, იმპორტი, მიწოდება, ტრანსპორტირება ან/და ნებისმიერი ამგვარი ქმედების/საქმიანობის რაიმე ფორმით ხელშეწყობა, რომლის შეძენაც მოხდა სანქციების ორგანოს მიერ დადგენილ ზღვრულ ნასყიდობის ფასზე მაღალ ფასად.
12.5. კლიენტი აქვე ბანკის წინაშე და მის სასარგებლოდ აცხადებს, იძლევა გარანტიას და კისრულობს
ვალდებულებას, რომ:
12.5.1. კლიენტი არ ახორციელებს/განახორციელებს რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების შეძენას იმ ზღვრულ ნასყიდობის ფასზე მაღალ ფასად, რომელიც დადგენილია სანქციების ორგანოს მიერ;
12.5.2. კლიენტი არ ახორციელებს/განახორციელებს ისეთი რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობით ან/და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას ან/და მათ გაყიდვას, ექსპორტს, რეექსპორტს, იმპორტს, მიწოდებას, ტრანსპორტირებას ან/და ნებისმიერი ამგვარი ქმედების/საქმიანობის რაიმე ფორმით ხელშეწყობას, რომლის შეძენაც მოხდა სანქციების ორგანოს მიერ დადგენილ ზღვრულ ნასყიდობის ფასზე მაღალ ფასად.
12.6. კლიენტი ვალდებულია, ბანკის მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, ბანკისთვის მისაღები ფორმით, ბანკს მიაწოდოს ნებისმიერი და ყველა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია კლიენტის მიერ:
12.6.1. რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობით ან/და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასთან, ან/და
12.6.2. რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების შეძენასთან, გაყიდვასთან, ექსპორტთან, რე-ექსპორტთან, იმპორტთან, მიწოდებასთან ან/და ტრანსპორტირებასთან, ან/და ნებისმიერი ამგვარი ქმედების/საქმიანობის რაიმე ფორმით ხელშეწყობასთან.
12.7. კლიენტის მიერ ზემოთ მოცემული ნებისმიერი განცხადების, გარანტიის ან/და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებების შეუზღუდავად, ბანკი უფლებამოსილია:
12.7.1. იმოქმედოს სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით და განახორციელოს სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი და ყველა ქმედება, ან/და
12.7.2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, შეაჩეროს ან/და უარი თქვას კლიენტისთვის ნებისმიერი და ყველა მომსახურების გაწევაზე, მათ შორის, შეუზღუდავად, დახუროს კლიენტის ანგარიშები ბანკში ან/და შეაჩეროს/გააუქმოს/უარი თქვას ნებისმიერი გადარიცხვის ან/და დავალების შესრულებაზე.
12.8. მიუხედავად ნებისმიერი სხვა ჩანაწერისა/დებულებისა, ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ შემთხვევაში იმოქმედოს სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით და განახორციელოს სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი და ყველა ქმედება და ბანკის მოქმედება სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი ქმედების განხორციელება ან/და კლიენტისთვის მომსახურების შეწყვეტა, შეჩერება ან/და მომსახურების გაწევაზე უარის თქმა, არ ჩაითვლება ბანკის მიერ კლიენტის წინაშე არსებული/ნაკისრი რაიმე ვალდებულების რაიმე ფორმით დარღვევად და ბანკს არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით მოქმედებისთვის ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი ქმედების განხორციელებისთვის ან/და კლიენტისთვის მომსახურების შეწყვეტისთვის, შეჩერებისთვის ან/და მომსახურების გაწევაზე უარის თქმისთვის.
12.9. კლიენტი ვალდებულია ბანკს აუნაზღაუროს ნებისმიერი და ყველა სახის ზიანი (ზარალი), რომელიც ბანკს წარმოეშობა კლიენტის მიერ ზემოთ მოცემული ნებისმიერი განცხადების, გარანტიის ან/და ვალდებულების დარღვევის შედეგად.
13. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
13.1. კლიენტს არ აქვს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ხელშეკრულებაზე ცალმხრივად, საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქმის უფლება.
13.2. მიუხედავად დანართი N1-ის 13.1. პუნქტისა, იმ შემთხვევაში, თუ (1) კლიენტი წარმოადგენს ფიზიკურ პირს,
(2) ოვერდრაფტის ხელშეკრულება გაფორმებულია პირადი მოხმარების (არა კომერციული) მიზნობრიობით,
(3) ოვერდრაფტის ხელშეკრულება წარმოადგენს სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებას და (4) ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტის ვალდებულება ბანკის წინაშე უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, კლიენტს აქვს უფლება უარი თქვას ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (გარდა წინამდებარე დანართი N1-ის 13.3. და 13.4. პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), შემდეგი პირობების მიხედვით:
13.2.1. კლიენტს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე მისი დადების/ხელმოწერის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
13.2.2. კლიენტი ვალდებულია წინამდებარე დანართი N1-ის 13.2.1 ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში ბანკის ნებისმიერ სერვის-ცენტრში წარადგინოს განცხადება, რომელიც ასახავს კლიენტის გადაწყვეტილებას ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ. ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი ეკისრება კლიენტს.
13.2.3. განცხადება ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის თაობაზე უნდა შეიცავდეს:
13.2.3.1. ოვერდრაფტისხელშეკრულების გაფორმების თარიღს;
13.2.3.2. ოვერდრაფტისხელშეკრულების ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
13.2.3.3. კლიენტის სახელს და გვარს;
13.2.3.4. კლიენტის იურიდიულ მისამართს;
13.2.3.5. კლიენტის ხელმოწერას;
13.2.3.6. განცხადების დაწერის თარიღს.
13.3. მიუხედავად დანართი N1-ის 13.2. პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერისა კლიენტს არ აქვს უფლება უარი თქვას ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე, თუ:
13.3.1. კლიენტმა დაიწყო კრედიტის თანხით სარგებლობა; ან
13.3.2. ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ საპროცენტო სარგებლის ოდენობა დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე (მათ შორის შეუზღუდავად საპროცენტო სარგებლის ფორმირებისთვის გამოყენებული ინდექსის ოდენობის ცვლილებაზე), რომელსაც ბანკი ვერ აკონტროლებს და ფინანსურ ბაზარზე ცვლილება წარმოიშვა დანართი N1-ის 13.2.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის დადგენილ ვადაში.
13.4. მიუხედავად წინამდებარე დანართი N1-ის 13.2. პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერისა, თუ რაიმე მიზეზით (მათ შორის და არა მხოლოდ, კლიენტის ანგარიშზე რეგისტრირებული სამართლებრივი ან/და სხვაგვარი შეზღუდვის არსებობის გამო) ვერ ხორციელდება კრედიტის თანხის ბანკისთვის დაბრუნება, კლიენტი ვერ იტყვის უარს ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე შესაბამისი თანხის ფარგლებში.
13.5. კლიენტის მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია:
13.5.1. დაუბრუნოს კლიენტს, ოვერდრაფტის ხელშეკრულების ფარგლებში კლიენტის მიერ გადახდილი ნებისმიერი სახის საკომისიო, პირგასამტეხლო და საპროცენტო სარგებელი, სრულად, ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა;
13.5.2. დასაბრუნებელი თანხები დააბრუნოს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლითაც კლიენტმა ის გადაიხადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
14. სხვა პირობები
14.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ფორმირებისთვის გამოყენებული საჯარო ინდექსის (ასეთის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, LIBOR განაკვეთი ან/და სხვა) გაუქმების/ოფიციალურად გამოქვეყნების შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, ბანკი განსაზღვრავს ახალ საჯარო ინდექსს და მასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიებს/ფორმულებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის შესაბამისადაც მოხდება საპროცენტო სარგებლის ფორმირება, რის თაობაზეც შეატყობინებს კლიენტს ხელშეკრულებით განსაზღვრული კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებით. ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ფორმირებისთვის გამოყენებული საჯარო ინდექსის გაუქმების/ოფიციალურად გამოქვეყნების შეწყვეტის ან/და შეჩერების შემთხვევაში: (ა) ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი, არსებული საჯარო ინდექსით იქნება ფორმირებული იმ მომენტამდე, რა მომენტშიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უნდა მომხდარიყო არსებული საჯარო ინდექსის განახლება; (ბ) ბანკის მიერ ახალი საჯარო ინდექსის გათვალისწინებით განისაზღვრება/შეიცვლება საპროცენტო სარგებლის ფორმირებისთვის დადგენილი საჯარო ინდექსის დანამატი საპროცენტო კოეფიციენტი. ამასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ფორმირებისთვის გამოყენებული საჯარო ინდექსის ოფიციალურად გამოქვეყნების შეჩერების შემდგომ მისი ოფიციალურად გამოქვეყნების განახლების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია საპროცენტო სარგებლის ფორმირების მიზნით, განაგრძოს საპროცენტო სარგებლის ფორმირება შესაბამისი საჯარო ინდექსით ან ბანკისგან დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღადგინოს არსებული საჯარო ინდექსი. თუ კანონმდებლობით ან/და კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ განისაზღვრება საჯარო ინდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული სავალდებულოდ შესასრულებელი წესი/პირობა, მაშინ უპირატესობა მიენიჭება აღნიშნულ წესს/პირობას, ხოლო თუ განისაზღვრება სარეკომენდაციო წესი/პირობა, ბანკი უფლებამოსილი იქნება სრულად ან ნაწილობრივ იმოქმედოს აღნიშნული სარეკომენდაციო წესის/პირობის შესაბამისად.
14.2. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების ყველა პირობა მათთვის მკაფიო და გასაგებია და ხელშეკრულება შედგენილია მათთვის გასაგებ ენაზე, ამასთან, ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
14.3. ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
14.4. ხელშეკრულების რომელიმე მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად
ხელშეკრულების ან/და მისი სხვა მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობას.
14.5. ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები, კონტექსტის შესაბამისად, გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.
14.6. ხელშეკრულების დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანომრილია მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის ან/და ნამდვილობისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. ამასთან, დანართის ამა თუ იმ ნუმერაციით არსებობა არ გულისხმობს, რომ აუცილებელი წესით არსებობს წინა ნუმერაციით დანომრილი დანართი.
14.7. ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და უფლებებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების თუ მემკვიდრეებისათვის/ სამართალმემკვიდრეებისათვის თუ ხელშეკრულება ან/და კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
14.8. კლიენტს უფლება არა აქვს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ კლიენტმა პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს ბანკის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა კლიენტი.
14.9. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში აღწერილია ხელშეკრულებაზე ხელმომწერი უფლებამოსილი წარმომადგენლის ვინაობა და მონაცემები, თითოეული მხარე უფლებამოსილია ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხელმოწერასთან ერთად, უთითებს სახელს, გვარს და საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს.
14.10. ხელშეკრულებაში განსაზღვრული დეფინიციები გამოყოფილია მკაფიოდ, გამუქებული სიტყვებით ან/და სიმბოლოებით.
14.11. ბანკის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი: ვებ-გვერდის მისამართი:
www.nbg.gov.ge, მისამართი: 0114 თბილისი, საქართველო სანაპიროს ქუჩა № 2.
14.12. გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ გვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406.
14.13. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ, ხელშეკრულების დამატებითი ვერსია შედგენილია, ასევე, სხვა ენაზეც, ხელშეკრულების სხვადასხვა ენებზე შედგენილ ვერსიებს შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, აღნიშნული ვერსიების განმარტების თაობაზე წარმოშობილი ნებისმიერი დავის ფარგლებში, უპირატესობა მიენიჭება ქართულ ენაზე შედგენილი ხელშეკრულების ვერსიას. ამასთან, ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის კომუნიკაცია წარმოებს იმ ენაზე (ენებზე), რომელ(ებ)ზეც შედგენილია წინამდებარე ხელშეკრულება.
14.14. ხელშეკრულების იდენტური ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს.