საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N13 - კრედიტი
საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N13 - კრედიტი
1. კრედიტთან დაკავშირებული სპეციფიკური დეფინიციები:
1.1. კრედიტი (ან საბანკო კრედიტი, ან სესხი) – ხელშეკრულების საფუძველზე და პირობების შესაბამისად თანხობრივი მოცულობის მაქსიმალური ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, კლიენტი უფლებამოსილია ერთჯერადად ან ეტაპობრივად მოითხოვოს კრედიტის თანხის ათვისება (მათ შორის უკვე ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისთვის) და ვალდებულია წარმოქმნილი დავალიანება დაფაროს ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირობებით და ვადებში. ამასთან, მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ: (ა) კრედიტის თანხით სარგებლობისას, მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში ასათვისებელი კრედიტის თანხის მოცულობის გაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღება ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე კლიენტის მიერ ათვისებული კრედიტის თანხის ის მოცულობა/ნაწილი, რომელიც ბანკის მიმართ უკვე შესრულებულია, (ბ) ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისას დასარეფინანსირებელი ვალდებულება არ მიიღება მხედველობაში ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული მაქსიმალური ლიმიტის გაანგარიშებისას და (გ) იმ შემთხვევაში, თუ კრედიტი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა/მიწოდება ხდება სხვა ვალუტაში, სავალუტო კურსის ცვლილების გამო კრედიტის თანხის მოცულობის გადაჭარბება არ ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევად და კლიენტი ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
1.2. კრედიტის თანხა - დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბანკის მიერ კლიენტისათვის გამოყოფილი (ათვისებული ან ასათვისებელი) ფულადი სახსრები, რომლის კონკრეტული პირობები ბანკსა და კლიენტს შორის თანხმდება დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით.
1.3. კრედიტის მომსახურე ანგარიში - ბანკში არსებული მიზნობრივი ანგარიში, რომელიც ბანკის მიერ გამოიყენება კრედიტთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების წარმოებისთვის.
1.4. პირგასამტეხლო (ჯარიმა) - ხელშეკრულებით და დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით კლიენტის მიერ ნაკისრი ფინანსური ან/და სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით და რომლის კონკრეტული პირობებიც ბანკსა და კლიენტს შორის თანხმდება დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით.
1.5. საპროცენტო სარგებელი - ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, კრედიტის თანხით სარგებლობისათვის დაწესებული ბანკისათვის გადასახდელი სარგებელი, რომელიც, როგორც წესი, დაიანგარიშება შესაბამისი ათვისებული თანხის ფიქსირებული ან ცვალებადი პროცენტული მაჩვენებლით და რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით და რომლის კონკრეტული პირობებიც ბანკსა და კლიენტს შორის თანხმდება დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით.
2. xxxxxx მიერ განხორციელებული შეთავაზების ან/და კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით გაცემული კრედიტით სარგებლობისას კლიენტს შესაძლებლობა ეძლევა, დისტანციური საბანკო მომსახურების მეშვეობით, შესაბამისი წვდომის კოდების გამოყენებით, მიიღოს კრედიტი შემდეგი პირობებით:
1
2.1. კრედიტის მოცულობა და ვალუტა: არაუმეტეს 500,000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარისა ან მისი ეკვივალენტსა სხვა ვალუტაში;
2.2. კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: წლიური 0 (ნული) %–დან 90 (ოთხმოცდაათი) %–მდე, ბანკის მიერ განსაზღვრული კონკრეტული პროდუქტის პირობების შესაბამისად;
2.3. კრედიტის მოქმედების ვადა: არაუმეტეს 60 (სამოცი) თვე;
2.4. კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო: ასათვისებელი თანხის 0 (ნული) %–დან 4 (ოთხი) %–მდე, ბანკის მიერ განსაზღვრული კონკრეტული პროდუქტის პირობების შესაბამისად;
2.5. ათვისებულ კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობა: ყოველთვიურად, თუ კონკრეტული პროდუქტის პირობების შესაბამისად სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
2.6. დაზღვევის მართვის საკომისიოს მაქსიმალური მოცულობა: 10 (ათი) ერთეული კრედიტის ვალუტის შესაბამისად;
2.7. დაზღვევის მართვის საკომისიოს გადახდის პერიოდულობა: კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობის შესაბამისად;
2.8. საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიოს მაქსიმალური მოცულობა - საკრედიტო შენატანის 5 (ხუთი) %;
2.9. საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიოს გადახდის პერიოდულობა: კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობის შესაბამისად;
2.10. პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის ვადამდე დაფარვისათვის: მაქსიმუმ 2 (ორი) %;
2.11. პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის: ვადაგადაცილებული თანხის 0.5 (ნული მთელი ხუთი მეათედი) % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ექსპრეს სესხის შემთხვევაში მინიმუმ 0.2 (ნული მთელი ორი მეათედი) ლარი) და პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ერთჯერადად არაუმეტეს 10 (ათი) ლარი (თუ კრედიტი გაცემულია სხვა ვალუტაში - არაუმეტეს 5 ერთეული შესაბამის ვალუტაში).
3. კრედიტთან დაკავშირებული საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს და სხვა გადასახდელების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დანართის შესაბამისად, ხოლო თითოეული კრედიტის კონკრეტული პირობები თანხმდება ბანკსა და კლიენტს შორის დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით.
4. საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 (სამას სამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით.
5. საკომისიოს ოდენობა იანგარიშება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით. მათ შორის, თუ გათვალისწინებულია წლიური საკომისიო, მაშინ მისი დაანგარიშება მოხდება საპროცენტო სარგებლის დაანგარიშებისათვის გათვალისწინებული წესით, ხოლო სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა წესით.
6. თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) ან/და ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით/დოკუმენტით/განაცხადით/განცხადებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საკომისიოს (მათ შორის მომსახურების საკომისიოს) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად
ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.
7. პირგასამტეხლო და მისი დარიცხვის წესი:
7.1. თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შემდეგ შემთხვევებში: ა) კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის ან/და საკომისიოს დადგენილი ოდენობით და ვადებში გადაუხდელობისათვის; ბ) კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის დადგენილ ვადამდე წინსწრებით გადახდისათვის; გ) ხელშეკრულებით დადგენილ სხვა შემთხვევებში;
7.2. თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან შეწყვეტისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე;
7.3. განაცხადის შევსებით ან/და დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით კლიენტი ადასტურებს/დაადასტურებს, რომ ის აცნობიერებს და ეთანხმება ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამატეხლოს არსებობას და მის ოდენობას და რომ ის არ არის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;
7.4. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (გადასახდელების) შესრულებისაგან (გადახდისაგან).
8. კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს და სხვა გადასახდელების გადახდის წესი:
8.1. კლიენტი ცალსახად და გამოუთხოვადად აცხადებს თანხმობას კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ კრედიტის თანხა და ბოლოს სხვა გადასახდელები. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეიცვალოს ბანკის შეხედულებით;
8.2. ბანკის მიერ კლიენტზე შესაძლოა გაიცეს გრაფიკი, რომელიც წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს, რომლის შესაბამისადაც კლიენტი მოახდენს კრედიტის თანხის და საპროცენტო სარგებლის გადახდას. კლიენტის მიერ ბანკის მიმართ წარდგენილი მხოლოდ წერილობითი განცხადების საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით კრედიტის თანხა და საპროცენტო სარგებელი შეიძლება წინსწრებით დაიფაროს გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებზე ადრეც;
8.3. კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს იმავე ვალუტაში რა ვალუტაშიც დამტკიცებულია კრედიტი, ხოლო აღნიშნული მიზნით თანხის კონვერტაციის აუცილებლობის შემთხვევაში კონვერტაცია განხორციელდება კლიენტის ხარჯზე კონვერტაციის თარიღისათვის ბანკში დადგენილი კომერციული კურსით;
8.4. xxxxxxxx მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხა ჩაითვლება ზუსტად შესრულებულ ვალდებულებად, თუ ისინი გადახდილია ბანკსა და კლიენტს შორის დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით შეთანხმებულ თარიღში ან/და პერიოდში, თუ ეს თარიღი ან/და გადახდის პერიოდის ბოლო დღე ემთხვევა უქმე დღეს, მაშინ გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა. ამასთან, თუ ამგვარი მომდევნო საბანკო დღე არის კალენდარული თვის მომდევნო თვეში, მაშინ გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს ბანკსა
და კლიენტს შორის დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით შეთანხმებული თარიღის, ან/და გადახდის პერიოდის ბოლო დღის, წინა საბანკო დღეს.
8.5. წინამდებარე დანართის 8.4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კლიენტი არ იხდის პირგასამტეხლოს გადასახდელის ვადამდე გადახდისათვის.
8.6. კლიენტი ასევე ადასტურებს და აცხადებს თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ან/და ამგვარი ვალდებულების სრულად ან ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში:
8.6.1. კლიენტის შემდგომი დამატებითი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე მასთან არსებული წესების დაცვით გახსნას კრედიტის მომსახურე ანგარიში ან/და კრედიტის მომსახურე ანგარიშად გამოიყენოს კლიენტის ნებისმიერი სხვა არსებული ანგარიში;
8.6.2. კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშ(ებ)იდან უაქცეპტოდ ჩამოწეროს ხელშეკრულებით ან/და დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით შეთანხმებული ყველა გადასახდელი, ხოლო თუ გადასახდელი და ანგარიშ(ებ)ზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკი უფლებამოსილია თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის ბანკში მოქმედი კომერციული კურსით, ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი გადასახდელის დასაფარად;
9. დაზღვევის მართვის საკომისიო დაერიცხება არაუმეტეს ბანკის მიერ განსაზღვრული თანხის მოცულობას, რომელიც მოცემულია ბანკის ვებ გვერდზე (xxx.xxxxxxxxxxxxx.xx).
10. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკი უფლებამოსილია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კლიენტის სიცოცხლის ან/და უბედური შემთხვევის დაზღვევა. ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი. xxxxxxxx მიერ დასაცავი დაზღვევის პირობები მოცემულია ბანკის ვებ გვერდზე (xxx.xxxxxxxxxxxxx.xx). ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ: ა) აღნიშნული საკომისიო გადაიხდება ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე, მიუხედავად იმისა კლიენტი ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე იქნება თუ არა დაზღვეული; ბ) იმ შემთხვევაში თუ კლიენტს წარმოადგენს ერთზე მეტი პირი - დაზღვეული იქნება თუ არა ყველა ეს პირი; გ) ბანკი არ არის ვალდებული აცნობოს, ხოლო კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია იმის თაობაზე დაზღვეულია თუ არა კლიენტი ხელშეკრულების მოქმედების შესაბამის პერიოდზე; დ) დაზღვევის არ არსებობა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებისგან.
11. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე (თუ მხარეები შეთანხმდებიან საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიოს ოდენობაზე) ან/ შემდგომში კლიენტის განცხადების საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკი უფლებამოსილია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კლიენტის საკრედიტო შენატანების დაზღვევა. ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი. xxxxxxxx მიერ დასაცავი დაზღვევის პირობები მოცემულია ბანკის ვებ გვერდზე (xxx.xxxxxxxxxxxxx.xx). საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიო გადაიხდება ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელის გადახდის პერიოდულობით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ: ა) აღნიშნული საკომისიო გადაიხდება ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე, მიუხედავად იმისა კლიენტი ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე იქნება თუ არა დაზღვეული; ბ) იმ შემთხვევაში თუ კლიენტს წარმოადგენს ერთზე მეტი პირი - დაზღვეული იქნება ყველა ეს პირი; გ) ბანკი არ არის ვალდებული აცნობოს, ხოლო კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია იმის თაობაზე დაზღვეულია თუ არა კლიენტი ხელშეკრულების მოქმედების შესაბამის პერიოდზე; დ) დაზღვევის
არ არსებობა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებისგან. ე) ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს დაზღვევა საკუთარი შეხედულებისამებრ და აღნიშნული არ საჭიროებს კლიენტისათვის დამატებით შეტყობინებას. ვ) იმ შემთხვევაში თუ კლიენტი რამდენიმე პირია, ნებისმიერი მათგანი უფლებამოსილია მიმართოს ბანკს განაცხადით საკრედიტო შენატანის დაზღვევის ან საკრედიტო შენატანის დაზღვევის შეწყვეტის შესახებ. საკრედიტო შენატანის დაზღვევა ან დაზღვევის შეწყვეტა გავრცელდება ყველა კლიენტზე. ზ) საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიო დაერიცხება xxxxxxxx მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით გადასახდელი კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლისა და დაზღვევის მართვის საკომისიოს ოდენობას (საკრედიტო შენატანი), ამასთან კრედიტის თანხის წინსწრებით დაფარვა არ გამოიწვევს საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიოს ოდენობის ცვლილებას.
12. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად მხარეები ადასტურებენ, რომ ბანკის მიერ სიცოცხლის ან/და უბედური შემთხვევის ან/და საკრედიტო შენატანის დაზღვევის გააქტიურება განხორციელდება არაუადრეს, xxxxxxxx მიერ შესაბამისი საკომისიოს, პირველი გადასახდელის გადახდისა, თუ ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
13. კრედიტით სარგებლობის დამატებითი პირობები:
13.1. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის თანხის მოცულობა დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა ხდება სხვა ვალუტაში, სავალუტო კურსის ცვლილების გამო კრედიტის თანხის მოცულობის გადაჭარბება არ ჩაითვლება ხელშეკრულების ან/და ბანკსა და კლიენტს შორის დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით შეთანხმებული პირობების დარღვევად და კლიენტი ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები;
13.2. ბანკი უფლებამოსილია კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე, აგრეთვე კლიენტისათვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე:
13.2.1. ანგარიშზე არსებული თანხების არსებობის შემთხვევაში მიმართოს ანგარიშზე არსებული ნებისმიერი თანხა კრედიტის წინსწრებით დასაფარად;
13.2.2. ანგარიშზე არსებული თანხები დაბლოკოს კრედიტის თანხის, ან/და საპროცენტო სარგებლის, ან/და საკომისიოს ან/და სხვა გადასახდელის დაფარვის თარიღამდე 5 (ხუთი) საბანკო დღით ადრე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად.
14. ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი საკომუნიკაციო არხი ავტომატური ხმოვანი შეტყობინების საშუალებით კლიენტისათვის ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდებისას, მათ შორის ფიქსირებული ტელეფონის ნომერი, იმ შემთხვევაში თუ კლიენტის მიერ ბანკისათვის დაგაცემულ განაცხადში მითითებულია ფიქსირებული ტელეფონის ნომერი. ბანკი თავისუფლდება ყოველგვარი პაუხისმებლობისგან თუ ავტომატური ხმოვანი შეტყობინების გაგზავნას, მათ შორის ფიქსირებული ტელეფონის ნომერის საშუალებით ინფორმაციის მიწოდებას, მოჰყვა კლიენტის შესახებ ინფორმაციის მესამე პირისათვის გადაცემა.
15. კლიენტს უფლება არა აქვს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით (მათ შორის, მათი დანართ(ებ)ით) ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ბანკის უარი გამორიცხავს ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედების ან/და გარიგების განხორციელების შესაძლებლობას და შესაბამისად ამ წესის დარღვევით განხორციელებული ქმედება ან/და გარიგება
ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, გარდა კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ xxxxxxxx პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს ბანკის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა კლიენტი.
16. კრედიტის მოქმედება და შეწყვეტა
16.1. კრედიტი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი დადების/ხელმოწერის მომენტიდან და ძალაშია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
16.2. ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია კრედიტის ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა:
16.2.1. xxxxxx მიერ:
16.2.1.1. თუ კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას (მათ შორის, ფულად ვალდებულებას, განცხადებებს და გარანტიებს, ნებისმიერ პირობას ან/და სხვა ვალდებულებას);
16.2.1.2. ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყებისას ან დადგომისას, რითაც საფრთხე შეექმნება კლიენტის ან/და უზრუნველყოფის საგნის სხვა მესაკუთრ(ეებ)ის აქტივებს/ქონებას ან/და მის (მათ) საქმიანობას, ან/და თუ ბანკისთვის საეჭვო გახდება კლიენტის ან/და უზრუნველყოფის საგნის სხვა მესაკუთრ(ეებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება;
16.2.1.3. კლიენტის მიერ კრედიტით სარგებლობა არ ხდება კრედიტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში;
16.2.1.4. თუ კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებით ან/და სხვა დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს;
16.2.1.5. თუ ადგილი ექნება კლიენტის აქტივების/ქონების ან მისი/მათი ნაწილის დაყადაღებას;
16.2.1.6. თუ ნებისმიერმა სხვა კრედიტორ(ებ)მა კლიენტს მიმართა მასთან გაფორმებული გარიგებ(ებ)ის ვადამდე შეწყვეტით ან/და მოსთხოვა ვალდებულებ(ებ)ის (მათ შორის ფინანსური) ვადამდე შესრულება.
16.2.2. კრედიტის მოქმედების ვადის ამოწურვისას, იმ პირობით, რომ მხარეებს სრულად აქვთ შესრულებული ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ;
16.2.3. კლიენტის მიერ კრედიტის 16.3. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და პირობებით;
16.2.4. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
16.2.5. ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
16.3. კლიენტი უფლებამოსილია შეწყვიტოს კრედიტი მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, იმ პირობით, რომ კლიენტს არ გააჩნია ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე რაიმე სახის შეუსრულებელი/შესასრულებელი ვალდებულება ბანკის მიმართ.
16.4. მხარე, რომელიც მიიღებს კრედიტის ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს 10 (ათი) კალენდარულ დღეზე ნაკლები. ამასთან, თუ წინამდებარე დანართით, ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შემთხვევებში კრედიტი შესაძლებელია ან უნდა შეწყდეს უფრო მოკლე ვადებში, ან/და ბანკს მიზანშეწონილად მიაჩნია კრედიტის უფრო მოკლე ვადებში შეწყვეტა, ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ი შეიძლება უფრო მოკლე ვადებშიც შეწყდეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კლიენტი იღებს ვალდებულებას კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში ითანამშრომლოს ბანკთან ამგვარი შეწყვეტის შედეგად ბანკისათვის შესაძლო ზიანის (ზარალის) მიყენების თავიდან ასაცილებლად ან მაქსიმალურად შესამცირებლად.
16.5. კრედიტის 16.2.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერი შემთხვევის, ან სხვა მსგავსი გარემოების (რაც წარმოადგენს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის საფუძველს) დადგომისას:
16.5.1. ბანკი თავისუფლდება კრედიტით, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე კლიენტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისაგან;
16.5.2. ბანკი უფლებამოსილია:
16.5.2.1. კლიენტის დამატებითი აქცეპტის (თანხმობის) გარეშე კლიენტი გადაიყვანოს გამკაცრებული მონიტორინგის რეჟიმში, რაც გულისხმობს ბანკის სრულ უფლებამოსილებას, მიავლინოს მისი წარმომადგენელი კლიენტთან და რეალური შემოსავლების მონიტორინგის საფუძველზე უშუალოდ კლიენტისაგან (მათ შორის მისი სალაროდან) მიიღოს ბანკის კუთვნილი თანხები ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ. ასეთ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბანკის წარმომადგენლის დაშვება კლიენტის აქტივების/ქონების შესამოწმებლად ან/და კლიენტის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, და მიაწოდოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, სხვა საბანკო დაწესებულებებში კლიენტის საბანკო ანგარიშ(ებ)იდან ამონაწერები) და დოკუმენტაცია;
16.5.2.2. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შეუწყვეტლად, ან ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსთხოვოს კლიენტს ფინანსური ვალდებულებების ვადამდე შესრულება (მათ შორის, კრედიტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ჩათვლით), რა შემთხვევაშიც ვალდებულების წინსწრებით შესრულების ან/და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებისათვის კლიენტს არ ეკისრება რაიმე დამატებითი გადასახდელის გადახდა.
16.6. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (მათ შორის, კრედიტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ჩათვლით) ამგვარი ვალდებულების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.