Contract
ხელშეკრულება
ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ
ქ. თბილისი / / წელი
ერთი მხრივ, შპს „ ”, შემდგომში წოდებული როგორც „გამყიდველი“, წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის , სახით
და
მეორე მხრივ, შპს „ “, შემდგომში წოდებული როგორც „მყიდველი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის , სახით,
საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ტერმინთა განმარტებები
წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს, თუ ამავე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
1.1. ბუნებრივი გაზი ან გაზი - ნახშირწყალბადები, რომლებიც 1.2 მპა წნევასა და 200 С ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31,8 მჯ/მ3 (7600 კკლ/მ3).
1.2. ათასი კუბური მეტრი – 1 000 კუბური მეტრი გაზის მოცულობა 200 C ტემპერატურისა და 760 მმ ვერცხლისწყლის სვეტი წნევის დროს.
1.3. გგს – გაზის გამანაწილებელი სადგური.
1.4. აგგს - გაზის გამანაწილებელი ავტომატური სადგური.
1.5. გგკ – გაზის გამზომი კვანძი.
1.6. საშუალო დღე-ღამური ნორმა – გაზის ერთი თვის მოცულობა გაყოფილი თვის კალენდარული დღეების რაოდენობაზე.
1.7. მხარე - ცალ-ცალკე გამყიდველს ან მყიდველს.
1.8. მხარეები - ერთობლივად როგორც გამყიდველს ასევე მყიდველს.
1.9. საანგარიშო თვე - პერიოდი კალენდარული თვის პირველი რიცხვის 10.00 საათიდან შემდეგი კალენდარული თვის პირველი რიცხვის 10.00 საათამდე, რომლის განმავლობაში მყიდველს მიეწოდება ან უნდა მიეწოდოს ბუნებრივი გაზი.
1.10. განაცხადი - მყიდველის მიერ შედგენილი ყოველთვიური წერილობითი მოთხოვნა, სადაც განისაზღვრება საანგარიშო თვისათვის ან პერიოდისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მიწოდების გრაფიკი.
1.11. ბუნებრივი გაზის საკონტრაქტო რაოდენობა – ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გამყიდვლის მიერ მყიდველისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის რაოდენობა.
1.12. საკონტრაქტო ფასი – ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასი.
1.13. მესამე პირი – ნებისმიერი პირი, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ მხარეს.
1.14. მიწოდების პუნქტ(ებ)ი - შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ან განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული გაზის გამანაწილებელი სადგურ(ებ)ი, საიდანაც გაზი გადაეცემა მყიდველს.
1.15. განაწილების ლიცენზიატი - პირი რომელიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ეწევა ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას სეწმეკის მიერ გაცემული ლიცენზიის შესაბამისად;
1.16. ტექნიკური აქტი – აქტი, რომელშიც აღნიშნულია საანგარიშო თვეში გაზგამანაწილებელი ქსელიდან/მილსადენიდან მყიდველისთვის გადაცემული ბუნებრივი გაზის რაოდენობა და ამ აქტს ხელს აწერენ ასეთი გაზგამანაწილებელი ქსელის/მილსადენის მფლობელისა და მყიდველის წარმომადგენლები.
1.17. მოქმედი კანონმდებლობა – საქართველოს კანონებს, კანონქვემდებარე და სხვა ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ძალაშია ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის.
1.18. ფორს-მაჟორი – მდგომარეობა, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულების მე-13 მუხლში.
1.19. სეწმეკი – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. გამყიდველი ყიდის, ხოლო მყიდველი ყიდულობს ბუნებრივ გაზს.
2.2. გამყიდველის მიერ ბუნებრივი გაზის გაყიდვა, ხოლო მყიდველის მიერ მისი ყიდვა ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად.
3. ბუნებრივი გაზის მოცულობა
3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაზის წლიური და ყოველთვიური საორიენტაციო მოცულობა განისაზღვრება დანართი N1-ში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3.2. საანგარიშო თვეში მოსაწოდებელი ბუნებრივი გაზის კორექტირების შემთხვევაში განაცხადი საჭირო რაოდენობაზე გამყიდველს წარედგინება მიწოდების თვის დადგომამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე მაინც, გაზის მოხმარების ყოველდღიური ნორმის მითითებით. მყიდველის მხრიდან აღნიშნული განაცხადის დაგვიანებით წარდგენის ან წარუდგენლობის შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს საანგარიშო თვეში ბუნებრივი გაზის მიწოდებისას იხელმძღვანელოს ხელშეკრულების 3.1. პუნქტში მითითებული რაოდენობით.
3.3. გამყიდველი უფლებამოსილია არ დაეთანხმოს 3.2 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადში მითითებულ ბუნებრივი გაზის მოცულობას, რაზედაც მან განაცხადის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში უნდა აცნობოს მყიდველს, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი შეთანხმებულად ჩაითვლება.
4. ბუნებრივი გაზის მიწოდება
4.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული, გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მისაყიდი ბუნებრივი გაზის მიწოდება წარმოებს ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მოცულობების შესაბამისად.
4.2. მყიდველისათვის გაზის მიწოდება წარმოებს თანაბარზომიერად დღე-ღამური ნორმის ფარგლებში.
4.3. განაცხადით განსაზღვრული გაზის მოხმარების რაოდენობის მოსალოდნელი გაზრდის შემთხვევაში (10%-ზე მეტი), მყიდველი ვალდებულია 5 (ხუთი) დღით ადრე მაინც გაუგზავნოს გამყიდველს შესათანხმებლად წერილობითი კორექტირებული განაცხადი ახალ მოცულობაზე.
4.4. ავარიის შემთხვევაში მყიდველი დაუყოვნებლივ აცნობებს (ტელეფონოგრამით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და ა.შ.) გამყიდველს მისაღები გაზის რაოდენობის გაზრდის ან შემცირების შესახებ.
4.5. გამყიდველისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით საქართველოსათვის გაზის მოწოდების შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია პროპორციულად შემცირდეს გაზის მიწოდება ხელშეკრულებითაც, მყიდველისათვის (ტელეფონოგრამით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და ა.შ.) წინასწარი შეტყობინებით.
5. მიწოდებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა
5.1. გამყიდველისაგან მიღებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის (მოცულობის) აღრიცხვა ხდება სათანადოდ მოწყობილი ხელსაწყოებით (მრიცხველით), რომელიც დამონტაჟებულია მიწოდების პუნქტ(ებ)ში, გაზის აღრიცხვის დარგში არსებული სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მეთოდურ-ნორმატული მითითებების შესაბამისად.
5.2. მიწოდების პუნქტ(ებ)ში აღრიცხვის ხელსაწყოთა გაუმართაობის (დაზიანების) შემთხვევაში, მყიდველისათვის გადაცემული გაზის რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ბუნებრივი გაზის ფასი
6.1. მყიდველის მიერ ბუნებრივი გაზის ფასის წინასწარი (შესაბამისი საანგარიშო თვის გრაფიკით გათვალისწინებული მოცულობის ღირებულების 100%-ის გადახდა არაუგვიანეს შესაბამისი საანგარიშო თვის 5 რიცხვისა) გადახდის შემთხვევაში, ყოველი 1000 კუბ.მ. ბუნებრივი გაზის
ფასი განისაზღვრება ( ) ოდენობით, რომელსაც შესაბამისად ემატება ბუნებრივი გაზის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გაზის ტრანსპორტირების სეწმეკის მიერ დადგენილი გადასახადი, გამანაწილებელი ლიცენზიატისათვის სეწმეკის მიერ დადგენილი გატარების ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დამატებითი ღირებულების გადასახადი.
6.2. მყიდველის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის ხელშეკრულების 7.3. პუნქტით გათვალისწინებული წესით გადახდისას გამყიდველის მიერ მყიდველისთვის მისაყიდი ყოველი 1000 კუბ.მ. ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება ( ) ოდენობით, რომელსაც შესაბამისად ემატება ბუნებრივი გაზის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გაზის ტრანსპორტირების სეწმეკის მიერ დადგენილი გადასახადი, გამანაწილებელი ლიცენზიატისათვის სეწმეკის მიერ დადგენილი გატარების ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დამატებითი ღირებულების გადასახადი.
6.3. იმ შემთხვევაში თუ, ფასი წარმოდგენილია აშშ დოლარში, ყველა გადახდა ხელშეკრულების შესაბამისად უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4. ხელშეკრულების 6.1. და 6.2. პუნქტებით გათვალისწინებული ფასი შეიძლება დაკორექტირდეს გამყიდველის მიერ ცალმხრივად მომწოდებლის მიერ ფასის გაზრდის ან/და ბაზარზე ფასის გაზრდის გათვალისწინებით.
6.5. ხელშეკრულების 6.4. პუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობისას გამყიდველი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მყიდველს ფასის ცვლილების განხორციელებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში. მყიდველის მიერ შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში ფასზე წერილობითი დასაბუთებული პრეტენზიის წარუდგენლობა ითვლება ფასის ცვლილებაზე თანხმობად და დადასტურებად.
6.6. იმ შემთხვევაში თუკი ხელშეკრულების 6.5. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მყიდველი წარუდგენს გამყიდველს წერილობით დასაბუთებულ პრეტენზიას და მხარეები ვერ შეთანხმდებიან ფასზე, გამყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება და შესაბამისად შეუწყვიტოს მყიდველს გაზის მიწოდება. ასეთ შემთხვევაში ფასის ცვლილებიდან გაზის მიწოდების შეწყვეტამდე პერიოდში მიღებულ გაზზე მყიდველის მიერ ანგარიშსწორება წარმოებს ახალი (შეცვლილი) ფასით.
7. ანგარიშსწორება მიწოდებულ ბუნებრივ გაზზე
7.1. საანგარიშო თვეში მიწოდებული ბუნებრივი გაზის სრულ ოდენობაზე მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო საანგარიშო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა. ანგარიშსწორება წარმოებს მხარეთა შორის კომერციული აქტის საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით.
7.2. საანგარიშო თვეში ფაქტობრივად მიწოდებულ ბუნებრივ გაზზე ანგარიშფაქტურა გამოიწერება ლარში საანგარიშო თვის ბოლო კალენდარული დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლართან მიმართებით დადგენილი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით. ხოლო, ხელშეკრულების 6.1. პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი (თვის 5 რიცხვამდე) გადახდის შემთხვევაში კი გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლართან მიმართებით დადგენილი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.
7.3. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის პირობების შეზღუდვის გარეშე, ასევე თუ მყიდველს 6.1. პუნქტის შესაბამისად წინასწარ არ გადაუხდია ბუნებრივი გაზის საფასური, მყიდველი ვალდებულია, რომ მიმდინარე საანგარიშო თვეში მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური გამყიდველს გადაუხადოსამავე თვის განმავლობაში ყოველკვირეულად, განვლილ კვირაში მიღებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის შესაბამისად, რაზედაც გამყიდველი წარუდგენს მყიდველს გადახდის ინვოისს.
7.3.1. ინვოისში მითითებული თანხა გამოიანგარიშება გასული კვირის მანძილზე მყიდველისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის შესაბამისად, რომელიც დგინდება შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მონაცემების საფუძველზე. საბოლოო ანგარიშსწორებისას ინვოისის თანხა გაანგარიშდება თვის უკანასკნელი კალენდარული დღისთვის საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ ლართან მიმართებით დადგენილი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით.
7.3.2. ინვოისში აღნიშნულ თანხას მყიდველი გადაუხდის გამყიდველს ინვოისის წარდგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში გამყიდველს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გაზის მიწოდება.
7.4. ინვოისების შესაბამისად ან/და წინასწარ (6.1. პუნქტის შესაბამისად) გადახდილ თანხებს შორის და ამავე საანგარიშო თვის შესაბამის საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული ბუნებრივი გაზის თვიურ სახელშეკრულებო ღირებულებას შორის სხვაობის აღმოჩენის შემთხვევაში
7.4.1. თუ გადახდილი თანხა ნაკლებია შესაბამის საანგარიშო თვეში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ჯამურ ღირებულებაზე, საანგარიშო თვის დასრულებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მყიდველმა სრულად უნდა დაფაროს აღნიშნული სხვაობა;
7.4.2. თუ გადახდილი თანხა მეტია შესაბამის საანგარიშო თვეში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ჯამურ ღირებულებაზე, ზედმეტად გადახდილი თანხიდან შესრულდება მომდევნო საანგარიშო თვის გადახდის ვალდებულება.
7.5. ხელშეკრულების 6.1. პუნქტით გათვალისწინებულ (გაზის საფასურის წინასწარი გადახდის) შემთხვევაში, თუ საანგარიშო თვეში მყიდველისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 10%-ზე მეტად აღემატება დანართ N 1-ში მოცემული გრაფიკით გათვალისწინებულ შესაბამისი თვის მოცულობას, მყიდველს დარჩენილი სხვაობა (10 %-ზე მეტი) უანგარიშდება
6.1. პუნქტით გათვალისწინებული ფასით;
7.6. მყიდველის მიერ გამყიდველისთვის გადახდილი თანხებიდან პირველ რიგში ხდება საურავების დაფარვა, შემდეგ ძირითადი დავალიანების გადახდა, დარჩენილი ნაწილი კი ჩაითვლება მიმდინარე ან/და წინასწარ გადახდაში.
7.7. მყიდველისთვის მისაწოდებელი ან/და მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით მყიდველი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყებამდე ან/და დაწყებიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში გამყიდველს წარუდგინოს გამყიდველისთვის მისაღები საბანკო გარანტია ხელშეკრულების 3.1. პუნქტში აღნიშნული მისაწოდებელი გაზის საორიენტაციო მოცულობის ღირებულების 150 %-ის ოდენობით თანხაზე. საბანკო გარანტიის პირობები უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: უპირობო (ბენეფიციარის ან პრინციპალის მხრიდან ყოველგვარი მტკიცებულების წარდგენის პირობის გარეშე, ბენეფიციარის მიერ სრული თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე გარანტიის მიერ 3 (სამი) დღეში ანაზღაურებადი) და გამოუთხოვადი (გარანტის მიერ გარანტიის და/ან გარანტიით ანაზღაურებადი თანხის ბენეფიციარისგან გამოთხოვის უფლების გარეშე) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო საანგარიშო თვის დამთავრებიდან 20 (ოცი) საბანკო დღით მეტი მოქმედების ვადით.
8. საკუთრების უფლება და რისკი
ბუნებრივ გაზზე საკუთრების უფლება, ისევე როგორც რისკი, გადადის გამყიდველისაგან მყიდველზე ბუნებრივი გაზის გადაცემის პუნქტში.
9. ხელშეკრულების მოქმედება
9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მისი
მოქმედების ვადა განისაზღვრება / /
წლის ჩათვლით, ბუნებრივი გაზის
მიწოდების მხრივ, ხოლო ფინანსური ურთიერთობის მხრივ - მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულ შესრულებამდე. მხარეებზე სრული მოცულობით ვრცელდება მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები წარმომადგენლობასა და გარანტიებზე.
9.2. იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 45 (ორმოცდახუთი) დღით ადრე მყიდველი არ გამოთქვამს ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს, ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გრძელდება დამატებით ერთი წლის ვადით და იმავე პირობებით. ავტომატური გაგრძელების ეს მექანიზმი მოქმედებს ვადის ყოველი ამოწურვისას.
9.3. გამყიდველს შეუძლია ნებისმიერ დროს მყიდველისათვის 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინებით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
9.4. მყიდველის ინიციატივით ან/და მისი მიზეზით ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, იგი გადაიხდის ჯარიმას, რომელიც უდრის 3 000 აშშ დოლარს (ექვივალენტს ლარში) გამრავლებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენილ კალენდარულ თვეებზე (იმ თვის ჩათვლით, როდესაც წყდება ხელშეკრულება). მყიდველი იხდის ჯარიმას ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
10. მხარეთა უფლება-მოვალეობები
10.1. გამყიდველი უფლებამოსილია:
10.1.1. აცნობოს მყიდველს ბუნებრივი გაზის მოცულობის შემცირების ან შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ, თუ ეს გამოწვეულია შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ან/და გაზის გამანაწილებელ სადგურში/განაწილების ლიცენზიატის ქსელში ავარიის ან ტექნოლოგიური პროცესის შეფერხების (შეწყვეტის) გამო.
10.2. გამყიდველი ვალდებულია:
10.2.1. წარუდგინოს მყიდველს ანგარიშფაქტურა მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.
10.2.2. მიაწოდოს მყიდველს ბუნებრივი გაზი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
10.3. მყიდველი უფლებამოსილია:
10.3.1. მოსთხოვოს გამყიდველს ურთიერთანგარიშსწორებისათვის საჭირო ანგარიშფაქტურა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში.
10.3.2. მოსთხოვოს გამყიდველს ბუნებრივი გაზის მიწოდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
10.4. მყიდველი ვალდებულია:
10.4.1. მოაწყოს და წესრიგში იქონიოს ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი.
10.4.2. დაუყოვნებლივ აცნობოს გამყიდველს მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობის შემცირების ან შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ, თუ მყიდველს არა აქვს შესაძლებლობა მიიღოს ბუნებრივი გაზი ავარიისა ან ტექნოლოგიური პროცესის შეფერხების (შეწყვეტის) გამო.
10.4.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ გააფორმოს ანალოგიური შინაარსისა და საგნის მქონე ხელშეკრულება ნებისმიერ მესამე პირ(ებ)თან.
11. დარღვევები და კომპენსაცია
11.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობა დგება საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად.
11.2. მხარეები ანაზღაურებენ ამ ხელშეკრულების დარღვევით მიყენებულ ზიანს, ამასთან გამყიდველის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება განზრახ მიყენებული პირდაპირი ზიანით.
11.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გამყიდველს უფლება აქვს დააკისროს მყიდველს პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.05 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
11.4. xxxxxxxxx მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს გაანგარიშება წარმოებს მის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების მიხედვით.
11.5. მყიდველის მიერ პირგასამტეხლოს თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს მისთვის ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
12. ეკოლოგიური უსაფრთხოება
12.1. ეკოლოგიური უსაფრთხოების მიზნით, ამ ხელშეკრულების შესრულების შედეგად წარმოშობილი ავარიის ან ნებისმიერი სხვა საშიში ინციდენტის შემთხვევაში, მხარეები დაუყოვნებლივ ატყობინებენ ერთმანეთს მომხდარის შესახებ.
12.2. მხარეები ვალდებული არიან იმოქმედონ ურთიერთდახმარებისა და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ეკოლოგიური უსაფრთხოების იმ საკითხების
უზრუნველსაყოფად, რაც უშუალო კავშირშია ამ ხელშეკრულების შესრულებასთან და მის მიმდინარეობასთან.
12.3. მხარეები ადასტურებენ თავიანთ მზადყოფნას დაიცვან შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნები ამ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით.
13. ფორს-მაჟორი
13.1. იმ შემთხვევაში, თუ მთლიანად ხელშეკრულების ან რომელიმე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება შეზღუდულია, შეფერხებულია ან შეუძლებელი გახდა ისეთი გარემოებების გამო, რომლებზეც ხელშეკრულების მხარის კონტროლი არ ვრცელდება და მოქმედი კანონმდებლობისა და სახელშეკრულებო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების თანახმად შეიძლება ჩაითვალოს ფორს-მაჟორული ხასიათის მქონედ, მაშინ შესაბამისი მხარე თავისუფლდება ხელშეკრულებით, შესატყვისი სამართლით ან მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების მთელი დროის მანძილზე. ამასთანავე, ასეთი მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს ფორს- მაჟორული გარემოების დადგომის შესახებ და ყოველგვარ ძალისხმევას მიმართავს მსგავსი გარემოების თავიდან ასაცილებლად, მისი ხანგრძლივობის ან შედეგის მინიმუმამდე დაყვანის და ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტისთანავე დაუყოვნებლივ განაახლოს მასზე დაკისრებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
13.2. გამყიდველს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე, თუ ეს გამოწვეულია გამყიდველისთვის მომწოდებელის მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობით - აღნიშნული გათანაბრებულია ფორს-მაჟორულ გარემოებასთან და წარმოადგენს მყიდველისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის უპირობო საფუძველს.
13.3 გამყიდველისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა, გათანაბრებული იქნება ფორს-მაჟორულ გარემოებასთან და წარმოადგენს მყიდველისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის უპირობო საფუძველს.
14. დავათა გადაწყვეტა
14.1. მხარეები მიმართავენ მთელ ძალისხმევას, რათა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სადავო საკითხი გადაწყვიტონ მოლაპარაკებათა გზით.
14.2. მხარეთა მიერ სადავო საკითხების ან/და წინააღმდეგობების მოლაპარაკებათა გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათი საბოლოო გადაწყვეტა ხდება სასამართლო წესით.
15. დამატებითი პირობები
15.1. ცვლილებები, შესწორებები და დამატებები:
15.1.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება, შესწორება და დამატება იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ მხარეთა მიერ მისი წერილობითი ფორმით შეთანხმებისა და ხელმოწერის შემდეგ.
15.2. შეტყობინებები
15.2.1. ამ ხელშეკრულების აღსრულებისთვის ყველა აუცილებელი შეტყობინება მხარეებს მიეწოდებათ წერილობითი ფორმით:
(ა) პირადად,
(ბ) ფაქსით ან/და სხვა ელექტრონული საშუალებებით,
(გ) დაზღვეული ფოსტით ნდობით აღჭურვილი კურიერის მეშვეობით.
15.3. კონფიდენციალობა
15.3.1. სახელშეკრულებო პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული (და მის საფუძველზე მიღებული) ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ გამყიდველის თანხმობით.
15.4. ხელშეკრულების აღსრულებისთვის აუცილებელი ყველა შეტყობინება მხარეებს მიეწოდებათ შემდეგ მისამართებზე:
გამყიდველი: იურიდიული მის:
ფაქტობრივი მის:
ელექტრონული ფოსტა:
მყიდველი:
იურიდიული მის:
ფაქტობრივი მის:
ელექტრონული ფოსტა:
16. დასკვნითი დებულებები
16.1. ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) ეგზემპლარად. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს გადაეცემა ამ ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი.
17. მხარეთა ხელმოწერები
გამყიდველი სახელი და გვარი დირექტორი შპს „ “ | მყიდველი სახელი და გვარი დირექტორი შპს „ “ |
დანართი N1
ბუნებრივი გაზის მიწოდების გრაფიკი
მიწოდების პერიოდი | მისაწოდებელი რაოდენობა (ათს კუბ.მ.) |
მხარეთა ხელმოწერები
გამყიდველი სახელი და გვარი დირექტორი შპს „ “ | მყიდველი სახელი და გვარი დირექტორი შპს „ “ |