სადეპოზიტო სერტიფიკატის მომსახურების ძირითადი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე შეთანხმების განაცხადი N[ნომერი]
სადეპოზიტო სერტიფიკატის მომსახურების ძირითადი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე შეთანხმების განაცხადი N[ნომერი]
ქ. [დასახელება] [რიცხვი] [თვე] 20[●●] წელი
1. | კლიენტი: | |
1.1. | სახელწოდება (საფირმო)/სახელი, გვარი: | [?]; |
1.2. | საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: | [?]; |
1.3. | საკორესპონდენციო მისამართი: | [?]; |
1.4. | რეზიდენტობის ქვეყანა საგადასახადო მიზნებისთვის და საიდენტიფიკაციო კოდი (არსებობის შემთხვევაში): | [?]; |
1.5. | წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): | |
1.5.1. | სახელი და გვარი: | [?]; |
1.5.2. | პირადი ნომერი: | [?]; |
1.5.3. | თანამდებობა/სტატუსი: | [?]. |
2. სტანდარტულ პირობებსა და საბანკო მომსახურების საერთო პირობებზე თანხმობა
2.1. განაცხადზე ხელმოწერით კლიენტი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება:
2.1.1. სტანდარტულ პირობებს, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე - xxx.xxxxxxxxxxxxx.xx (შემდგომში - ვებ-გვერდი) ან/და თან ერთვის განაცხადს და რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად. ამასთან, განაცხადზე თანდართულ რედაქციასა და ვებ-გვერდზე განთავსებულ რედაქციას შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება ვებ-გვერდზე განთავსებულ რედაქციას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან; და
2.1.2. საბანკო მომსახურების საერთო პირობებს, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე და რომელიც წარმოადგენს
ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად.
2.2. სტანდარტული პირობებით განისაზღვრება მომსახურების პირობები, ასევე სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენისა და გამოსყიდვის სპეციფიკური პირობები.
2.3. სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობები, რომლის შეძენაც შეუძლია კლიენტს ხელშეკრულების შესაბამისად, გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე, წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად.
2.4. სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობები და სტანდარტული პირობები, მათში პერიოდულად განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების ჩათვლით, განისაზღვრება ბანკის მიერ ცალმხრივად, საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტის თანხმობის ან/და აქცეპტის გარეშე.
2.5. განაცხადის ხელმოწერით კლიენტი ადასტურებს, რომ:
2.5.1. იგი გაეცნო ვებ-გვერდზე დადგენილ სტანდარტული პირობების შინაარსს და მიიღო ეს პირობები;
2.5.2. ვებ-გვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების შინაარსი არ არის ბუნდოვანი ან/და იმდენად უჩვეულო, რომ არ შეეძლოს მათი გათვალისწინება;
2.5.3. ვებ-გვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების შინაარსი არ ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და შესაბამისად არ არის საზიანო მისთვის.
2.5.4. 1 [არ წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს და არ გამოიყენებს სადეპოზიტო ანგარიშს და მომსახურე ანგარიშს
სამეწარმეო საქმიანობისთვის, ასევე კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობისათვის.]
3. პრეტენზიები და დავები
3.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით ან/და ზეპირად ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
3.2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან, აღსრულებასთან ან/და ნამდვილობასთან/ბათილობასთან დაკავშირებით) წყდება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ და მხოლოდ კანონმდებლობის გამოყენებით. ამასთან,
1 გათვალისწინებულ იქნება თუ კლიენტი წარმოადგენს ფიზიკურ პირს
მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის
სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.