საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკება DCFTA-ის შესახებ წარმატებით დაასრულა
საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკება DCFTA-ის შესახებ წარმატებით დაასრულა
2013 წლის 22 ივლისს, დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც თავის მხრივ ასოცირების შეთანხმების ნაწილია. მოლაპარაკების პროცესის დასრულება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მიმდინარე წლის ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ. დღეიდან იწყება მუშაობა შეთანხმების ტექსტის სამართლებრივ ექსპერტიზაზე და მის ხელმოსაწერად მომზადებაზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის xxxxxx xxxxxxxxxxxxx განცხადებით, შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მაქსიმალურად სწრაფად და ამავე დროს ხარისხიანად დასრულება ახალი მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენდა. მინისტრის განცხადებით, „ეს არის საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთი დადასტურება და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ როგორც მოლაპრაკებების პროცესმა აჩვენა, ევროპელ პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთნდობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა აქვს.“
ამ შეთანხმებით, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო მიიღებს შესაძლებლობას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მოახდინოს როგორც საქონლის, ასევე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მომსახურებების ექსპორტი ევროკავშირში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის xxxxxx xxxxxxxxxxxxx განცხადებით, DC FTA მისცემს შესაძლებლობას ქართველ მეწარმეებს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავისუფლად შევიდნენ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელსაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 27% უკავია და საშუალოდ 2.8 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ყოველწლიური ექსპორტი 400 მლნ. აშშ დოლარს აღემატება და საქართველოს მთლიანი ექსპორტის 15-16% უკავია. საშუალოდ ყოველწლიურად იმპორტი 2.4 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მთლიანი იმპორტის 29-31% უკავია.
საქართველოს ძირითად საექსპორტო ჯგუფებს ევროკავშირის ქვეყნებში შეადგენს: თხილი და კაკალი, ღვინო, მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, უალკოჰოლო სასმელები, ცხოველური ტყავები; მინერალური სასუქები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები; შავი ლითონის და სპილენძის ჯართი და ნარჩენები; მანგანუმის ოქსიდები.
ევროკავშირს პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმება გაფორმებული აქვს 45 ქვეყანასთან. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, DC FTA-ის გაფორმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოლდოვასა და სომხეთთან. უკრაინასთან შეთანხმება უკვე ინიცირებულია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის xxxxxx xxxxxxxxxxxxx განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შეთანხმება გულისხმობს არამარტო საიმპორტო ტარიფების ლიბერალიზაციას, არამედ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოხსნასაც. მისი განცხადებით, „წვდომა ევროკავშირის, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და მდიდარ ბაზარზე არის მძლავრი იმპულსი ქართული ბიზნესისა და ექსპორტის განვითარებისათვის. ეს შეთანხმება ასევე მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს მიმზიდველობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის.“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა ექვსი რაუნდი თბილისსა და ბრიუსელში, ასევე რამდენიმე ათეული ვიდეოკონფერენცია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი სამინისტრო და უწყება მონაწილეობდა.
2013 წლის 22 ივლისს, დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც თავის მხრივ ასოცირების შეთანხმების ნაწილია. მოლაპარაკების პროცესის დასრულება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მიმდინარე წლის ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ. დღეიდან იწყება მუშაობა შეთანხმების ტექსტის სამართლებრივ ექსპერტიზაზე და მის ხელმოსაწერად მომზადებაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის xxxxxx xxxxxxxxxxxxx განცხადებით, შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მაქსიმალურად სწრაფად და ამავე დროს ხარისხიანად დასრულება ახალი მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენდა. მინისტრის განცხადებით, „ეს არის საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთი დადასტურება და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ როგორც მოლაპრაკებების პროცესმა აჩვენა, ევროპელ პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთნდობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა აქვს.“
ამ შეთანხმებით, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო მიიღებს შესაძლებლობას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მოახდინოს როგორც საქონლის, ასევე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მომსახურებების ექსპორტი ევროკავშირში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის xxxxxx xxxxxxxxxxxxx განცხადებით, DC FTA მისცემს შესაძლებლობას ქართველ მეწარმეებს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავისუფლად შევიდნენ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელსაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 27% უკავია და საშუალოდ 2.8 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ყოველწლიური ექსპორტი 400 მლნ. აშშ დოლარს აღემატება და საქართველოს მთლიანი ექსპორტის 15-16% უკავია. საშუალოდ ყოველწლიურად იმპორტი 2.4 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მთლიანი იმპორტის 29-31% უკავია.
საქართველოს ძირითად საექსპორტო ჯგუფებს ევროკავშირის ქვეყნებში შეადგენს: თხილი და კაკალი, ღვინო, მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, უალკოჰოლო სასმელები, ცხოველური ტყავები; მინერალური სასუქები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები; შავი ლითონის და სპილენძის ჯართი და ნარჩენები; მანგანუმის ოქსიდები.
ევროკავშირს პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმება გაფორმებული აქვს 45 ქვეყანასთან. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, DC FTA-ის გაფორმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოლდოვასა და
სომხეთთან. უკრაინასთან შეთანხმება უკვე ინიცირებულია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის xxxxxx xxxxxxxxxxxxx განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შეთანხმება გულისხმობს არამარტო საიმპორტო ტარიფების ლიბერალიზაციას, არამედ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოხსნასაც. მისი განცხადებით, „წვდომა ევროკავშირის, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და მდიდარ ბაზარზე არის მძლავრი იმპულსი ქართული ბიზნესისა და ექსპორტის განვითარებისათვის. ეს შეთანხმება ასევე მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს მიმზიდველობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის.“
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა ექვსი რაუნდი თბილისსა და ბრიუსელში, ასევე რამდენიმე ათეული ვიდეოკონფერენცია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი სამინისტრო და უწყება მონაწილეობდა.
Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/xxxxxxx.xx/xxxx/xxxxxxx/xxxx/xxx/xxxxx-xxxx-xxx.xxx on line 94