• სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი o სადეპოზიტო სერტიფიკატის წლიური საპროცენტო განაკვეთი -- %
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ხელშეკრულება საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის შესახებ
ქ. თბილისი 2021 წელი
• სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი:
• სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი o სადეპოზიტო სერტიფიკატის წლიური საპროცენტო განაკვეთი -- %
o სადეპოზიტო სერტიფიკატის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი %
• ფინანსური ხარჯი:
o სადეპოზიტო სერტიფიკატის გახსნის საკომისიო-
o სადეპოზიტო სერტიფიკატის მომსახურების საკომისიო -
o სადეპოზიტო სერტიფიკატის განაღდების საკომისიო -
• სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია:
o სერტიფიკატის ტიპი: საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი
o სადეპოზიტო სერტიფიკატის ვალუტა: --
o სერტიფიკატის თანხა: --
o სერტიფიკატი/ების რაოდენობა: --
o სერტიფიკატის ვადიანობა: --
o სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისების საკომისიო: 0.1 %, მინიმუმი 20 ლარი
o იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ბანკი ვადაზე ადრე გამოისყიდის სერტიფიკატს, კლიენტი ვალდებული იქნება ბანკს გადაუხადოს საკომისიო, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად: სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთს დამატებული 3%, მხოლოდ სადეპოზიტო სერთიფიკატის დარჩენილ ვადაზე. ამასთან, კლიენტზე გასაცემი თანხის ოდენობამ შესაძლოა შეადგინოს სერტიფიკატის თანხაზე (ყიდვის ღირებულებაზე) ნაკლები ან მეტი თანხა, რაც დამოკიდებულია სერტიფიკატის ვადასა და გამოსყიდვის თარიღზე.
• აღნიშნული სერტიფიკატი არის არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი და მასზე არ ვრცელდება კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნები.
• ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთი და ნებისმიერი სახის საკომისიო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებებისა საპროცენტო განაკვეთის ან/და ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების შემთხვევაში, გარდა მეანაბრის სასარგებლოდ განხორციელებული ცვლილებისა, ცვლილებამდე ორი თვით ადრე, მეანაბრის ინფორმირება მოხდება, მოკლე ტექსტური შეტყობინებით/სატელეფონო ზარით. ასევე, შესაძლებელია ინფორმირება როგორც წერილობითი, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით (მაგ.: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელ. ფოსტაზე შეტყობინება და ა.შ.).
• მეანაბრეს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. (იხ. ბანკის
• უცხოური ვალუტით განთავსებული სადეპოზიტო სერტიფიკატი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
• ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს;
• ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში სადეპოზიტო სერტიფიკატის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: %
• გაეცანით მომხმარებლისთვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე – xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე - (x000 00) 0 000 000
xxxxx xxxxxxx
1
ხელშეკრულება საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის შესახებ N
ქ. თბილისი 2021 წელი
სს "ბანკი ქართუ" (შემდგომში - "ბანკი"), წარმოდგენილი დირექტორის სახით, ერთი მხრივ და მეორე მხრივ,
-------- ,( ს/კ -------,შემდგომში - “კლიენტი“/“სერტიფიკატის მფლობელი“), წარმოდგენილი დირექტორი, --------
(პ/ნ ), ორივე მხარე ერთად კი, „მხარეებად“ წოდებულნი, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ტერმინთა განმარტებები
აღნიშნული ხელშეკრულების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინებს აქვთ ის მნიშვნელობა, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ ამ მუხლში:
1.1 არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი- ბანკის მიერ გამოშვებული სერტიფიკატი, რომლის ზოგადი პირობები დადგენილია ბანკის მიერ, ხოლო კონკრეტული პირობებები განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით.
1.2 კლიენტი/სერტიფიკატის მფლობელი - პირი, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით იძენს/ფლობს სერტიფიკატს;
1.3 სადეპოზიტო სერტიფიკატი/სერტიფიკატი - ბანკის მიერ სერტიფიკატის გამოშვების პირობების შესაბამისად ემიტირებული, დემატერიალიზებული მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი (დეპოზიტი), რის სანაცვლოდაც სერტიფიკატის მფლობელი ბანკს უხდის სერტიფიკატის თანხას, ხოლო ბანკი სერტიფიკატის მფლობელს, სერტიფიკატის პირობებით გათვალისწინებულ დღეს, გადასცემს სერტიფიკატის პირობებით გათვალისწინებულ თანხას (სერტიფიკატის თანხა ან/და დარიცხული სარგებელი);
1.4 სერტიფიკატის თანხა - სერტიფიკატის შესყიდვის ფასი, რომლის გადახდის სანაცვლოდაც სერტიფიკატის მფლობელი იძენს სერტიფიკატს;
1.5 სერტიფიკატის გამოშვების პირობები - პირობები, რომელიც განთავსებულია ბანკის ვებ-გვერდზე (xxx.xxxxxxxxx.xx) და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
1.6 სერტიფიკატის გასხვისება - ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად სერტიფიკატის მფლობელის მიერ მესამე პირისათვის სერტიფიკატზე მოთხოვნის უფლების გადაცემა;
1.7 სერტიფიკატის ნომინალი - სერტიფიკატის მფლობელის მიერ სერტიფიკატის ვადის ბოლოს მისაღები თანხა;
1.8 სერტიფიკატის რეესტრი - რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ბანკი და რომელშიც აღრიცხულია (მათ შორის, ელექტრონულად) ემიტირებული სერტფიკატების პირობები, მისი მფლობელის მონაცემები, მფლობელობაში გადაცემული სერტიფიკატების რაოდენობა და ა.შ.
1.9 ამონაწერი - სერტიფიკატის რეესტრში არსებული ჩანაწერის საფუძველზე, ბანკის მიერ სერტიფიკატის მფლობელისათვის გადაცემული დოკუმენტი, რაც ადასტურებს სერტიფიკატის ფლობის ფაქტს;
1.10 საპროცენტო განაკვეთი/სარგებელი - სერტიფიკატის საფუძველზე განსაზღვრული და სერტიფიკატის თანხაზე xxxxxx მიერ დასარიცხი სარგებლის წლიური საპროცენტო განაკვეთის მოცულობა, საპროცენტო განაკვეთი შესაძლებელია იყოს შემდეგი ტიპის: ცვლადი, ფიქსირებული, შერეული ან ინდექსირებული;
1.11 ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და მიღებული/მისაღები სარგებელი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევისა და სარგებლის მიღების პერიოდის გათვალისწინებით;
1.12 საბანკო ანგარიში (შემდგომში - ანგარიში) - ბანკში პირის ფულადი სახსრების აღრიცხვის უნიკალური საშუალება, რომელიც კლიენტის საკუთრებაა და გახსნილია კანონმდებლობის საფუძველზე;
1.13 მიმდინარე ანგარიში - საბანკო ანგარიში, რომელზედაც აღირიცხება პირის ფულადი სახსრები და რომელსაც განკარგავს კლიენტი გადახდების განსახორციელებლად;
1.14 საკომისიო - ბანკის მიერ, კლიენტისათვის, ნებისმიერი საბანკო პროდუქტით სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადი, მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება წინამდებარე, ან/და კონკრეტული საბანკო პროდუქტის ხელშეკრულებით;
1.15 ფინანსური ხარჯი – ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ბანკის მიერ და წარმოადგენს მომხმარებლის მიერ სადეპოზიტო პროდუქტის მიღების, შენარჩუნებისა და სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს;
1.16 ინტერნეტ ბანკი - მომსახურება, რომლის მეშვეობითაც, კლიენტი ბანკში მოუსვლელად, ბანკის სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით აწარმოებს გარკვეული შინაარსის ოპერაციებს, xxxxxx მიერ დადგენილი წესებით;
1.17 საბანკო დღე - დღე, როდესაც ბანკი ღიაა და ახორციელებს ჩვეულებრივ საქმიანობას;
1.18 კონფიდენციალური ინფორმაცია - ამ ხელშეკრულებიდან ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სხვა სახის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დოკუმენტური ან სხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის: ბანკისა და კლიენტის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, რომლითაც სარგებლობა შეზღუდული ან აკრძალულია მხარეთა
ბანკი
-
კლიენტი
2 -
1.19 დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი) - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათი მხრიდან შეუძლებელია
2. ხელშეკრულების საგანი
2.1 ბანკი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით კლიენტს მფლობელობაში გადასცემს სადეპოზიტო სერტიფიკატს.
2.2 ბანკი არ არის ვალდებული ვადაზე ადრე მოახდინოს სერტიფიკატის გამოსყიდვა კლიენტისაგან.
2.3 სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს მისთვის სასურველ ნებისმიერ პირზე გაასხვისოს სადეპოზიტო სერტიფიკატი სრულად. დაუშვებელია სერტიფიკატის ნაწილობრივ გასხვისება.
2.4 სერტიფიკატის ტიპი: აპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი
2.5 სადეპოზიტო სერტიფიკატის ვალუტა :--
2.6 სერტიფიკატის თანხა: ---
2.7 სერტიფიკატის/ების რაოდენობა: --
2.8 სერტიფიკატის ვადიანობა: --
2.9 სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი. სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი: -- %
2.10 სერტიფიკატის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: -- %
2.11 ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში სადეპოზიტო სერტიფიკატის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: -- %
2.12 საპროცენტო სარგებლის გაცემის პერიოდულობა: ---
2.13 სერტიფიკატის შეძენისას თანხა გადაირიცხება ანგარიშიდან: ---
2.14 სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ თანხა ჩაირიცხება ანგარიშზე: ---
2.15 ფინანსური ხარჯი:
2.15.1. სადეპოზიტო სერტიფიკატის გახსნის საკომისიო-
2.15.2 სადეპოზიტო სერტიფიკატის მომსახურების საკომისიო -
2.15.3. სადეპოზიტო სერტიფიკატის განაღდების საკომისიო -
3.1 ბანკი ვალდებულია:
3 მხარეთა უფლება-მოვალეობანი
3.1.1 სერტიფიკატის შეძენის მსურველ პირს გააცნოს ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი პირობები. პირობების გაცნობა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული საშუალებებითაც;
3.1.2 კლიენტის მიერ სერტიფიკატის შეძენის შემდგომ განახორციელოს ჩანაწერი შესაბამის რეესტრში:
3.1.3 კლიენტის მიერ სერტიფიკატის შეძენის შემთხვევაში, ბანკი გადასცემს კლიენტს ამონაწერს (ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ელექტრონულადაც) შესაბამისი რეესტრიდან;
3.1.4 კლიენტის მიერ სერტიფიკატის გასხვისების შემთხვევაში, კლიენტის მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოს სერტიფიკატის გასხვისების რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში.
3.2 ბანკი უფლებამოსილია:
3.2.1 ბანკი უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს გადახედოს სადეპოზიტო სერტიფიკატზე დასარიცხ წლიურ საპროცენტო განაკვეთს და საჭიროების შემთხვევაში ცვლილება შეიტანოს წინამდებარე ხელშეკრულებაში ცალმხრივად, ამ ხელშეკრულების 9.3 პუნქტის გათვალისწინებით.
3.2.2 არ განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება თუ კლიენტი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.
3.2.3 იმ შემთხვევაში, თუ სადეპოზიტო სერტიფიკატი გამოყენებულია ბანკის მიმართ კლიენტის ან სხვა მესამე პირის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ასეთი (შეუსრულებელი) ვალდებულების/ების წარმოშობის შემდეგ, ბანკი უფლებამოსილია მის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა განახორციელოს სადეპოზიტო სერტიფიკატიდან, მისი უაქცეპტო წესით განაღდების გზით, სერტიფიკატის მფლობელი პირის მიმდინარე ანგარიშზე თანხის გადატანის გარეშე, რის შემდეგაც განხორციელდება სერტიფიკატის დაფარვა, რის შედეგადაც ხდება სერტიფიკატის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება და წყდება სერტიფიკატის პირობებით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვა.
3.3 სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია:
ბანკი
-
კლიენტი
3
-
3.3.1 ბანკში იქონიოს აქტიური საბანკო ანგარიში სადეპოზიტო სერტიფიკატთან დაკავშირებული ანგარიშსწორებისათვის;
3.3.2 სერტიფიკატის გასხვისებამდე მიაწოდოს ბანკს შესაბამისი ინფორმაცია და მოითხოვოს სერტიფიკატის გასხვისების რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში;
3.3.3 სერტიფიკატის გასხვისებამდე უზრუნველყოს მყიდველის მიერ შესაბამისი ანგარიშის გახსნა ბანკში.
3.4 კლიენტი უფლებამოსილია:
3.4.1 ბანკის თანხმობის გარეშე გაასხვისოს სერტიფიკატი წინამდებარე ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადაზე ადრე დაბრუნება ბანკისათვის
4.1 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ბანკი ვადაზე ადრე გამოისყიდის სერტიფიკატს, კლიენტი ვალდებული იქნება ბანკს გადაუხადოს საკომისიო, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად: სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთს დამატებული 3%, მხოლოდ სადეპოზიტო სერთიფიკატის დარჩენილ ვადაზე. ამასთან, კლიენტზე გასაცემი თანხის ოდენობამ შესაძლოა შეადგინოს სერტიფიკატის თანხაზე (ყიდვის ღირებულებაზე) ნაკლები ან მეტი თანხა, რაც დამოკიდებულია სერტიფიკატის ვადასა და გამოსყიდვის თარიღზე.
4.2 ამ ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში, განხორციელდება სერტიფიკატის დაფარვა, რის შედეგადაც ხდება სერტიფიკატის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება და წყდება სერტიფიკატის პირობებით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვა.
5. სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისება მესამე პირზე
5.1 წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია, გაასხვისოს სერტიფიკატი ნემისმიერ მესამე პირზე, ნებისმიერ დროს. შესაძლებელია სერტიფიკატის მრავალჯერ გასხვისება ყოველი ახალი მფლობელის მიერ.
5.2 სერტიფიკატის ყოველი გასხვისების შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელი (გამსხვისებელი) ვალდებულია, ბანკს გადაუხადოს სერტიფიკატის გასხვისების საკომისიო,სერთიფიკატის თანხის 0.1%-ის ოდენობით მინიმუმ 20 ლარი.
5.3 სერტიფიკატის გასხვისებისას, სერტიფიკატის მყიდველზე გადაცემა უნდა მოხდეს სრულად. სერტიფიკატის ნაწილობრივ გასხვისება დაუშვებელია.
5.4 სერტიფიკატი გასხვისებულად ჩაითვლება მას შემდეგ რაც: (ა) სერტიფიკატის მყიდველი ბანკში გახსნის ანგარიშს, (ბ) ბანკი მის მიერვე განსაზღვრული ფორმით, მიიღებს სერტიფიკატის გასხვისების განაცხადს/დავალებას (გ) განხორციელდება ანგარიშსწორება ბანკის მეშვეობით და (დ) ბანკი სერტიფიკატის გასხვისების თაობაზე შესაბამის ჩანაწერს გააკეთებს სერტიფიკატის რეესტრში. სერტიფიკატის გასხვისების შემთხვევაში სერტიფიკატის მყიდველს ბანკი გადასცემს ამონაწერს.
5.5 ყოველ ჯერზე სერტიფიკატის გასხვისებისას ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები და უფლებები სერტიფიკატის მყიდველზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორც იყო სერტიფიკატის გამყიდველის ხელში და სერტიფიკატის მყიდველი იკავებს სერტიფიკატის გამყიდველის ადგილს.
6. სადეპოზიტო სერტიფიკატის დაგირავება
6.1 კლიენტი უფლებამოსილია ბანკის სასარგებლოდ დააგირაოს სადეპოზიტო სერტიფიკატი, იმ ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად, რომელიც წარმოშობილია ან შესაძლოა წარმოიშვას კლიენტს/მესამე პირსა და ბანკს შორის.
6.2 სადეპოზიტო სერტიფიკატის მესამე პირის სასარგებლოდ დაგირავების შემთხვევაში სავალდებულოა ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
7. კონფიდენციალურობის დაცვა
7.1 ბანკს აქვს უფლება შეაგროვოს/დაამუშაოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)ში, მათ შორის სს „კრედიტინფო საქართველოს“ (შემდგომში „ბიურო“) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე კლიენტთან დამატებითი შეთანხმების გარეშე კლიენტის ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს ბიუროს რაც იწვევს კლიენტის აღრიცხვას ბიუროს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნებისთვის. ბიუროს უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ უფლება მიიღონ ბიუროს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემები, მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით. ბანკს უფლება აქვს კლიენტის გადამხდელუნარიანობის შემოწმების, მისთვის მომსახურების გაწევის,
xxxxx xxxxxxx
- 4 -
შეთავაზებისა და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად მოიძიოს კლიენტის შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს, კლიენტის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის მიერ გაცემული თავდებობ(ებ)ის შესახებ, ასევე მონაცემთა სუბიექტის ვალდებულებებზე მიღებული თავდებობ(ებ)ის შესახებ, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე კლიენტის აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს, ასევე კანონდმებლობით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს.
7.2 კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე შეუზღუდავად (ნებისმიერი მოცულობითა და რაოდენობით):
7.2.1 მოითხოვოს და მიიღოს კლიენტის შესახებ ნებისმიერ პირთან თუ ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია (მონაცემები, ჩანაწერები ან/და საბუთები); წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირ(ებ)ი აცხადებს/აცხადებენ თანხმობას, რომ სს „ბანკი ქართუმ“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, კლიენტისთვის საბანკო მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად, საჭირო მოცულობით, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს, ბანკისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები.
7.2.2 მეანაბრე აცხადებს თანხმობას მის შესახებ ბანკში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან და სასესხო ანგარიშთან/განხორციელებულ (განსახორციელებელ) ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ბანკმა გადასცეს სხვა კომერციულ ბანკს, ასევე ბანკის მიერ შერჩეულ მხოლოდ იმ მესამე პირს, რომელთანაც ბანკს გაფორმებული ექნება ხელშეკრულება კონფიდენციალობის დაცვის შესახებ და, თუ აღნიშნული მესამე პირი უზრუნველყოფს მეანაბრის პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის უფლებამოსილ პირს, მათ შორის ბანკის ფინანსური მდგომარეობის შემოწმების მიზნებისთვის აუდიტორს, საგადასახადო კონსულტანტს, მრჩეველს, შემფასებელს და მათ დამხმარე პირებს, ბანკსა და მეანაბრეს შორის სასამართლო დავის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციული), სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, ადმინისტრაციული სამართალწარმოების, საარბიტრაჟო წარმოების ან მედიაციის არსებობის შემთხვევაში - სასამართლოს, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, არბიტრაჟს, მედიატორებს, შეუზღუდავად, მიუხედავად იმისა დახურულია თუ არა სხდომა/წარმოება (ხოლო თუ სამართლებრივი დავის მხარე არ არის მეანაბრე, თუ სხდომა/წარმოება დახურულია ან სასამართლოს/სხვა ორგანოს/პირის კანონიერი დავალებით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბანკმა მოითხოვა სხდომის/წარმოების დახურვა/გასაიდუმლოება, მაგრამ უარი ეთქვა), ადვოკატ(ებ)ს, კონსულტანტ(ებ)ს და მათ დამხმარე პირებს, ასევე xxxxxx მიერ კლიენტის მიმართ თავისი უფლება-მოვალებების მესამე პირებისთვის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წესით დათმობის/გადაცემის მომზადების/დადების/შესრულების მიზნით.
7.3 მხარეები ვალდებულნი არიან, არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და მის დასრულების შემდეგაც, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.კონფიდენციალური ინფორმაცია გულისხმობს ამ ხელშეკრულებიდან ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სხვა სახის შეთანხმებიდან გამომდინარე დოკუმენტურ ან სხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის: ბანკისა და კლიენტის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, რომლითაც სარგებლობა შეზღუდული ან აკრძალულია მხარეთა შეთანხმებით/ან და კანონით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება:
7.3.1 იმ ინფორმაციაზე, რომელიც არის ან გახდება გარეშე პირებისათვის ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;
7.3.2 იმ ინფორმაციაზე, რომლის მოპოვებაც მოხდება სხვა წყაროებიდან;
7.3.3 იმ ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
7.3.4 იმ ინფორმაციაზე, რომელიც ბანკმა გასცა ან/და მიიღო წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, მათ შორის ბანკის მიერ მესამე პირისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე, როცა ანაბრის თანხა გამოყენებულია ამ მესამე პირის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად;
7.3.5 იმ ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მ.შ. სადეპოზიტო სერთიფიკატის რეალიზაციის მიზნით.
7.4 კლიენტი, თანახმაა მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და ელ.xxxxxx მეშვეობით მიიღოს ნებისმიერი მათ
ბანკი
5
-
კლიენტი
-
8. პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები (ფორს-მაჟორი)
8.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორი) მოქმედების პერიოდში, თუ მისი მიზეზით შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება/ან ჯეროვანი შესრულება.
8.2 „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ;
კერძოდ: სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათი მხრიდან შეუძლებელია.
8.3 თუ ნებისმიერმა ზემოთნახსენებმა გარემოებებმა უშუალოდ იმოქმედეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროის შესაბამისად, თანაბარზომიერად გაიზრდება.
8.4 მხარემ, რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი შეიქნა ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა ამ გარემოებების დადგომიდან და/ ან დასრულებიდან, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს.
8.5 შეუტყობინებლობის და/ან დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას, დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
8.6 შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებულ უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ. დადასტურება არ არის საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები საყოველთაოდაა ცნობილი.
8.7 თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გაგრძელდება ერთ თვეზე მეტხანს, მხარეები უფლებამოსილნი არიან შეცვალონ ხელშეკრულების პირობები. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას წყვეტს საერთო სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. დასკვნითი დებულებები
9.1 წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე მოშლა არ ათავისუფლებს მხარეებს ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.
9.2 სერტიფიკატის ვადის გასვლის ან ბანკის მიერ სერტიფიკატის ვადამდე გამოსყიდვის შემდეგ ხდება სერტიფიკატის დაფარვა, რის შედეგადაც ხდება სერტიფიკატის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება და წყდება სერტიფიკატის პირობებით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვა.
9.3 წინამდებარე ხელშეკრულების ცვლილება ხდება შემდეგი წესის დაცვით:
9.3.1 ბანკის მიერ კლიენტის სასარგებლოდ, ხელშეკრულების ცვლილება ცალმხრივად, კლიენტის თანხმობის ან/და მისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე. კლიენტის სასარგებლოდ პირობების ცვლილებაში იგულისხმება ანაბრის საპროცენტო განაკვეთის გაზრდა, ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი საკომისიოს, მომსახურების საფასურის, პირგასამტეხლოს თანხის და სხვა ნებისმიერი გადასახდელის შემცირება/გაუქმება, კლიენტის მიერ შესასრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების/პირობის/დამატებითი პირობის (მთლიანად ან ნაწილობრივ) გაუქმება ან მისი შესრულებისთვის დადგენილი ვადის გაზრდა/დამატებითი ვადის მიცემა, კლიენტის განცხადების/მიმართვის/თანხმობის საფუძველზე ხელშეკრულების სხვა პირობ(ებ)ის შეცვლა, ან ნებისმიერი ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც აუმჯობესებს კლიენტის მიერ საბანკო პროდუქტით სარგებლობის პირობებს. წინამდებარე პუნქტში მითითებული სახელშეკრულებო პირობების ნებისმიერ ცვლილებას კლიენტი შეიძლება დაეყრდნოს, მხოლოდ ბანკის მხრიდან, შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების ცვლილების, ოფიციალურად, წერილობით, დადასტურების შემთხვევაში. კლიენტს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მოსთხოვოს ბანკს ინფორმაცია, მის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ცვლილებაზე. ბანკი უფლებამოსილია, ინტერნეტ ბანკის საშუალებით, შეტყობინების გაგზავნის გზით აცნობოს კლიენტს განხორციელებული ცვლილების თაობაზე. ასევე, შესაძლებელია კლიენტის ინფორმირება როგორც წერილობითი, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით (მაგ.: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელ. ფოსტაზე შეტყობინება და ა.შ.). ბანკს, კლიენტის ან სხვა ნებისმიერი პირის მხრიდან, არ შეიძლება დაეკისროს რაიმე პასუხისმგებლობა კლიენტის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ცვლილებისთვის, მასთან დაკავშირებული გადასახდელის/სახელმწიფო გადასახადის და სხვა შედეგების გამო.
9.3.2. ბანკის მიერ ხელშეკრულების პირობ(ებ)ის ცვლილება, გარდა 9.3.1 პუნქტში მითითებული მეანაბრის სასარგებლოდ ხელშეკრულების ცვლილებისა, ხელშეკრულების ცვლილებამდე არანაკლებ ორი თვით ადრე კლიენტის შეტყობინების გზით და შემდგომ ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობის ბანკის მიერ ცალმხრივად შეცვლით. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის მისაწოდებლად ბანკის მიერ გამოყენებულ იქნება მოკლე ტექსტური შეტყობინება/სატელეფონო ზარი.
xxxxx xxxxxxx
- 6 -
ასევე შესაძლებელია შეტყობინების გაგზავნა წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტით ან/და ინტერნეტ-ბანკით. კლიენტი ვალდებულია იქონიოს მობილური ტელეფონი გამართულ/ჩართულ მდგომარეობაში, მათ შორის იგულისხმება ქართული და ლათინური შრიფტის/ფონტის წამკითხველი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი არ აგებს პასუხს ამით გამოწვეულ შედეგებზე/ზიანზე; ამასთან, ბანკი არ აგებს პასუხს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, თუ მეანაბრესთან დაკავშირება/მისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება ადრესატის მიერ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების გამო.
წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება შესრულებულად ითვლება და ბანკი არ აგებს პასუხს, იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებიდან/სატელეოფონო ზარიდან ირკვევა, რომ კლიენტის მხრიდან უნდა შესრულდეს გარკვეული მოქმედებები შეტყობინების სრული ტექსტის და პირობების სანახავად, მათ შორის ნახოს ინტერნეტ ბანკში, ბანკის ვებ გვერდზე, ან/და გამოცხადდეს ბანკის ოფისში. ზემოაღნიშნული დათქმა ინფორმაციის ტექსტური შეტყობინებით/სატელეფონო ზარით მიწოდების შესახებ, არ გამორიცხავს ინფორმაციის მიწოდებას როგორც წერილობითი, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით (ინტერნეტ ბანკით, ელ. ფოსტით შეტყობინება და ა.შ.).
9.3.3 მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა განპირობებულია კანონის ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე, ეს ცვლილებები მხარეებისათვის შესასრულებლად სავალდებულო გახდება, კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმატიული აქტების ძალაში შესვლის დღიდან, მიუხედავად იმისა გააფორმებენ თუ არა მხარეები შესაბამისი ცვლილებების დოკუმენტს. ასეთი გარემოებების დადგომის დროს, თუ ხდება კლიენტის სასარგებლოდ პირობების ცვლილება, ბანკს არ ეკისრება ვალდებულება მოახდინოს მეორე მხარისათვის ცვლილებების შესახებ შეტყობინების გაგზავნა. წინამდებარე ხელშეკრულების 9.3.1-9.3.3 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა ხელშეკრულების ცვლილების სხვა შემთხვევაში, ასევე ბანკის მოთხოვნის/ბანკის თანხმობით, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში 9.3.1-9.3.3 პუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე, წინამდებარე ხელშეკრულების ცვლილება ფორმდება მხარეთა ორმხრივი წერილობითი შეთანხმების გზით.
9.4 კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს საკონტაქტო მონაცემების (იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა) და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შეცვლის შესახებ.
9.5 კლიენტს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ზეპირი,თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. სტანდარტული წერილობითი და ელეტრონული პრეტენზიების წარდგენა ხდება ბანკის მიერ დადგენილი ფორმით (იხ. ბანკის ვებ-გვერდი - xxx.xxxxxxxxx.xx), ასევე, შესაძლებელია ელექტრონული პრეტენზიების მიღება ბანკის ელექტრონულ მისამართზე (xxxx@xxxxxxxxx.xx) გამოგზავნის გზით.
პრეტენზიის ზეპირი ფორმით მიღება ხდება სატელეფონო მომსახურების ჯგუფის მიერ, ტელეფონის ნომრებზე:
(000) 000 00 00; *8080. პრეტენზიის წერილობით დაფიქსირება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრის საოპერაციო განყოფილებაში ასევე ბანკის ვებ-გვერდის საშუალებით (იხ. ბანკის ვებ-გვერდი - xxx.xxxxxxxxx.xx); დაფიქსირებულ პრეტენზიას/ებს განიხილავს სს „ბანკი ქართუს" მომხმარებელთა უფლებების დამცველი და პრეტენზიის/ების შესწავლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომხმარებლის
მიმართვისა და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის იდენტიფიკაციიდან 1 თვის ვადისა, პრეტენზიის განმცხადებელს, (გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა) ეცნობება დაუყოვნებლივ წერილობით
ან ელექტრონულად (მომხმარებელთან შეთანხმებით და/ან პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად) ამასთან, პრეტენზიის განხილვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატელეფონო სერვისცენტრში ნომრებზე: (000) 000 00 00 ; *8080.
9.6 კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაძლო გადასახადი, გადასახდელი და მოსაკრებელი, ხოლო ბანკი აღნიშნულთან დაკავშირებით განახორციელებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ შესაბამის ვალდებულებებს. აღნიშნული წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც წინამდებარე ხელშეკრულების დადების შემდგომ წესდება რაიმე გადასახადი, გადასახდელი და მოსაკრებელი.რაზედაც მხარეს ეცნობება ამ ხელშეკრულების 9.3.2 პუნქტის შესაბამისად.
9.7 იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
9.8 წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ შესაძლო დავებს მხარეები მოაწესრიგებენ ურთიერთმოლაპარაკებების საფუძველზე. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოს. ამასთან, xxxxx უფლებამოსილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
ბანკი
- 7
კლიენტი
-
9.9 მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. ოპერატიულობის მიზნით, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება დეპეშით, ტექსტის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ან ბანკის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გზავნილის გზით, იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინების წერილობითი ფორმაც, წერილობით ფორმას უთანაბრდება ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნა ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, რა დროსაც ინტერნეტ ბანკით განხორციელებულ ხელმოწერას აქვს მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
9.10 წინამდებარე ხელშეკრულებით შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება:
9.10.1 ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.);
9.10.2 თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება სათანადო წესით გაგზავნილად და ადრესატის მიერ მიღებულად ჩაითვლება:
• კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების ან დეპეშის გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ, ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო სამუშაო დღეს;
• ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, xxxxxx მიერ შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის თარიღიდან 3 (სამი) დღის ვადაში, მიუხედავად შეტყობინების ფაქტობრივად გაცნობის თარიღისა. კლიენტი ვალდებულია რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც, გაეცნოს ინტერნეტ ბანკის მეშვეობით მიღებულ შეტყობინებებს;
• ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნის თარიღიდან მე-2 (მეორე) სამუშაო დღეს; (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან.
9.11 თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, იგი მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
9.12 თუ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი მიჩნეულ იქნება ბათილად, ეს გავლენას ვერ მოახდენს ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტების ნადვილობაზე. ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება ის დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზანი.
9.13 წინამდებარე ხელშეკრულების სათაურებისა და ფრაზების ნუმერაციას აქვს მხოლოდ პირობითი ხასიათი. ნუმერაციის მიზანია დოკუმენტის სისტემურად გამართვა და ადვილად წაკითხვადობა, და აღნიშნული ვერ მოახდენს გავლენას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ან/და მთლიანი ხელშეკრულების ინტერპრეტაციაზე.
9.14 ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად შეესატყვისება მხარეთა ნების ნამდვილობას.
9.15 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება ბანკს, ხოლო ერთი გადაეცემა კლიენტს.
10. მხარეთა რეკვიზიტები
ბანკი: კლიენტი:
სს "ბანკი ქართუ" ს/კ 204891652
xxxxx xxxxxxx
- 8 -