ხელშეკრულება N ს/26 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულება N ს/26 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ქ.თბილისი 08.05.2019 წ.
ერთის მხრივ, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“, შემდგომში „შემსყიდველი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx სახით, და მეორეს მხრივ, შპს „ონლაინ თიქეთსი“, შემდგომში „მიმწოდებელი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxx xxxxxxx სახით, შემდგომში ორივე ერთად წოდებულნი როგორც
„მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე, როგორც ”მხარე”, მოქმედნი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტისა და „შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის N342 დადგენილების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში - „ხელშეკრულება“) შემდეგზე:
ტერმინთა განმარტებები
პროგრამული უზრუნველყოფა - მიმწოდებლის - შპს „ონლაინ თიქეთსი“-ს მიერ შექმნილი პროგრამული პაკეტი „თიქეთსი“, რომელიც შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: ღონისძიებაის მართვის მოდული, აუდიტორიების დიზაინერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სალაროს გაყიდვების მოდული, სტატისტიკის/რეპორტების მოდული, ბილეთების და ელექტრონული ბილეთების იდენტიფიკაციის მოდული, მომხმარებლ(ებ)ის მართვის მოდული, ონლაინ გადახდების მოდული, ღონისძიებაზე დაშვების მოდული, დამატებითი პროდუქტების მოდული (მათ შორის ქოლცენტრის მოდული).
ღონისძიება - თეატრალური, საბალეტო, საკონცერტო, სპექტაკლი, კინოფილმი, პრეზენტაცია ან ნებისმიერი სხვა სახის საჯარო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება დამკვეთის მიერ და/ან მის ტერიტორიაზე.
ელექტრონული ბილეთი (შემდგომში „ელ. ბილეთი“)- დოკუმენტი, რომელიც აძლევს მის მფლობელს ღონისძიებაზე დასწრების უფლებას და რომელიც წარმოდგენილი იქნება:
• დაბეჭდილი სახით, ზედდატანილი ბილეთის ნომრის, შტრიხკოდის/"QR კოდი"-სა და უნიკალური ნომრის მითითებით;
• ან მომხმარებელთან გაგზავნილი ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ბილეთის ნომრის, შტრიხკოდის/"QR კოდი"-სა და უნიკალური ნომრის მითითებით;
• ან მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით, ბილეთის ნომრის, შტრიხკოდის/"QR კოდი"-სა და უნიკალური ნომრის მითითებით.
• ან სხვა სახით, ბილეთის ნომრის, შტრიხკოდის/"QR კოდი"-სა და უნიკალური ნომრის მითითებით.
ბილეთების ელექტრონული რეალიზაცია - ბილეთების რეალიზაცია ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო (მობილური ან ფიქსირებული ოპერატორების) ქსელის,
უკაბელო ინტერნეტის ტექნოლოგიებზე დამყარებული სერვისების საშუალებით; ასევე სხვა ტერმინალების საშუალებით, რომლის მეშვეობითაც ფინანსური ოპერაციის წარმოების პროცესში გენერირდება ელექტრონული ბილეთი, იგზავნება ელექტრონულად, იბეჭდება ან პლასტიკურ ბარათზე ხდება ელექტრონული სახით ღონისძიებაზე დასწრების უფლების მინიჭება. (არ იგულისხმება იმ ელექტრონული თუ ჩვეულებრივი ბილეთების რეალიზაცია, რომელიც განხორციელდება უშუალოდ ღონისძიების ჩატარების ტერიტორიაზე სალაროში ან ნებისმიერ სხვა სახის ტერმინალში).
სერვერი - ცენტრალური სერვერი - კომპიუტერი, რომელშიც მიმწოდებლის მიერ დაინსტალირებულია მიმწოდებლის კუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ბაზა.
მიმწოდებლის საკომისიო - მიმწოდებლის მომსახურებისთვის დაწესებული საკომისიო გადასახადი, რომელიც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
მომხმარებელი - კერძო ან იურიდიული პირი, რომელმაც შეიძინა, ან აპირებს შეიძინოს ბილეთი ან ელ. ბილეთი.
მესამე პირი - ყველა კერძო ან იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს შემსყიდველს ან მიმწოდებელს.
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანია, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისგან ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების (CPV72200000) შესყიდვა.
1.2. შემსყიდველი უკვეთავს, ხოლო მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, გაუწიოს შემსყიდველს ხელშეკრულების 1.3 პუნქტში მითითებული მომსახურება.
1.3. მომსახურება მოიცავს:
2019 წლის 6 აგვისტოს „ბლექ სი არენას“ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი Xxxxxx X-ის კონცერტის პროგრამულ უზრუნველყოფას ვებ-გვერდზე xxx.xxx.xx, რის საფუძველზეც ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში, მიმწოდებელს სარეალიზაციოდ გადაეცემა ბილეთები დანართი N1–ის შესაბამისად.
მართვაში გადაცემული ბილეთებისთვის, მიმწოდებელი კომპიუტერული ქსელის გამოყენებით აწარმოებს შემდეგ ოპერაციებს:
1) xxxxxx xxxxxxxxx გაყიდვა საიტზე (ანგარიშსწორება ყველა ბარათით VISA/Master Card/ AMEX);
2) კორპორატიულ კლიენტებზე და ტურისტულ კომპანიებზე ექსკლუზიურად გაყიდვების უზრუნველყოფა ყველა ტიპის ბილეთისთვის;
3) ბილეთების გაყიდვის შემდეგ მომხმარებელთან მობილურ ტელეფონზე QR კოდების დაგზავნის შესაძლებლობა;
4) შემსყიდველის სურვილისამებრ, ბილეთების და მოსაწვევების ბეჭდვა, სასურველი დიზაინით დამზადება;
5) სალაროების გამართვა და აღჭურვა თერმო პრინტერებით, მოლარეების დატრენინგება (სწავლება) და ცოცხალი რესუსრით (მოლარეებით) კონცერტამდე უზრუნველყოფა;
6) წინამდებარე ხელშეკრილების პირველი მუხლის 1.3 პუნქტით განსაზღვრული ღონისძინებამდე ერთი დღით ადრე და ღონისძინების დღეს საკონცერტო დარბაზთან სალაროების გახსნა და სალაროებში ბილეთების გაყიდვა;
7) შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონცერტო დარბაზთან სალაროების გახსნა და ბილეთების გაყიდვა, გარდა წინამდებარე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა; აღნიშნულ შემთხვევაში, გარდა ღონისძიების ჩატარების და მისი წინა დღისა, საკონცერტო დარბაზთან გახსნილ სალაროში ერთი მოლარის მომსახურების ერთი დღის მომსახურების ღირებულება შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
8) ბილეთების სისტემის ინტეგრაცია ხელის სკანერებსა და ტურნიკეტებზე „ბლექ სი არენას“ საკონცერტო დარბაზის პერიმეტრზე განთავსებულ ტურნიკეტებთან სამუშაოდ (SKIDATA);
9) ბილეთების კონტროლის განხორცილება და სტუმრების მიღება, კონტროლიორებით მომსახურება;
10) ორგანიზატორისთვის, რეალურ დროში შემომსვლელთა რაოდენობის მიწოდება;
11) დამატებით კონტროლის დაწესება VIP შესასვლელებში (ბილეთის დასკანირება ხელის სკანერით);
12) ღონისძიების რეკლამირება არსებულ პორტალზე;
13) ღონისძიებაზე შესული მომხმარებლებისათვის მე-5 გასასვლელიდან გამოსვლისა და ღონისძიებაზე დაბრუნების ტექნიკური უზრუნველყოფა.
მუხლი 2. ხელშეკრულების ღირებულება
ხელშკერულების ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 44 192 (ორმოცდაოთხი ათას ასოთხმოცდათორმეტი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახდელის ჩათვლით.
მუხლი 3. მომსახურების გაწევის ვადები
მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
მუხლი 4. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
4.1 წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას:
4.1.1 დააინსტალიროს პროგრამული უზრუნველყოფა საკუთარ სერვერზე და განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულების 1.3 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება.
4.1.2 გამართოს პროგრამული უზრუნველყოფა, განახორციელოს მისი ტესტირება და უზრუნველყოს მისი ფუნქციონირება;
4.1.3 ჩაუტაროს სწავლება პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარების შესახებ შემსყიდველის ყველა ოპერატორს, მოლარეს და ყველა იმ პირს, რომელიც იქნება პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4.1.4 სისტემატურად აკონტროლოს პროგრამული უზრუნველყოფა და უზრუნველყოს მისი შეუფერხებელი გამართული ფუნქციონირება/მუშაობა;
4.1.5 პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობის შემთხვევაში დროულად მიიღოს ყველა საჭირო ზომა არსებული პრობლემებისა და ხარვეზების დროულად აღმოფხვრისათვის;
4.1.6 წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში წარუდგინოს შემსყიდველს დეტალური წერილობითი ინფორმაცია წინა თვის გაყიდვების შესახებ ღონისძიებების, ბილეთების კატეგორიებისა ღირებულებების მიხედვით.
4.2 წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად მიმწოდებელი იხსნის პასუხისმგებლობას:
4.2.1 შემსყიდველის მიერ განზრახ ან დაუდევრობით პროგრამული უზრუნველყოფის არასწორი გამოყენების შედეგად გამოწვეული მონაცემების დაკარგვით და ამ სიტუაციით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაზე.
4.2.2 შემსყიდველის მიერ განზრახ ან დაუდევრობით, პროგრამული უზრუნველყოფის მწყობრიდან გამოსვლით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაზე, თუ იგი პროგრამული უზრუნველყოფის არასწორმა გამოყენებამ გამოიწვია.
4.2.3 მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთით გამოწვეული ნებისმიერი ზარალის ანაზღაურებაზე, თუ იგი შემსყიდველის მიერ ბილეთის არასწორი ტარიფიკაციით არის გამოწვეული.
4.2.4 მითითებული ღონისძიების თარიღის ან დროის სიზუსტეზე.
4.2.5 დაშვების კონტროლის არასტაბილური მუშაობით, თუ ეს გამოწვეულია უსადენო (Wi-Fi) ინტერნეტის გაუმართაობით.
4.3 წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად შემსყიდველი იღებს ვალდებულებას:
4.3.1 არ დაუშვას მესამე პირი სერვერზე ცვლილებების განსახორციელებლად.
4.3.2 არ განახორციელოს არც ერთი ოპერაცია სერვერზე, მიმწოდებლის ნებართვის გარეშე.
მუხლი 5. ანგარიშსწორება
5.1 მხარეებს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების გზით.
5.2 ყოველი კალენდარული კვირის მომდევნო სამუშაო დღეს მიმწოდებელი შემსყიდველს ჩაურიცხავს შემსყიდველის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისთვის რეალიზებული ბილეთების/აბონიმენტების სრულ საფასურს, ხელშეკრულებაში მითითებული საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
5.3 შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს საკომისიოს, ფაქტიურად გაწეული მომსახურებისთვის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და ანგარიშფაქტურის გამოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში, ბილეთების/აბონიმენტების რეალიზაციით მიღებული თანხის 5%–ის ოდენობით. ანგარიშსწორება წარმოებს საზოგადოების საკუთარი შემოსავლების ფარგლებში.
5.4 მიმწოდებლის საკომისიო შეადგენს სრულად გაყიდული ბილეთების/აბონიმენტების ღირებულების 5%-ს.
5.5 მიმწოდებელი უწევს შემსყიდველს გაყიდვიდან მოხსნილი ბილეთების ბეჭდვით მომსახურებას, რაზეც დამკვეთი გადაიხდის თითო ბილეთზე 0.20 ( ნული ლარი და 20 თეთრი) ლარს.
მუხლი 6. პასუხისმგებლობა და გარანტიების დაუშვებლობა
6.1. მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც გამოიხატება ვალდებულებების სრულყოფილად და დადგენილ ვადაში შეუსრულებლობაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ხარვეზ(ებ)ი.
6.2. თითოეული მხარე ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად გამოწვეული ზიანი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
6.3. მხარეების მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით და/ან მასზე დართული შეთანხმებ(ებ)ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს დააკისროს, ხოლო მეორე მხარე ვალდებული იქნება გადაიხადოს პირგასამტეხლო სახელშკრულებო თანხის 0.2%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.5. ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში ბილეთის ღირებულების დაბრუნების ვალდებულება მომხმარებელზე/კლიენტზე ეკისრება შემსყიდველს, როგორც ღონისძიების ორგანიზატორს თუ ამ უკანასკნელს რეალიზებული ბილეთის ღირებულება მიღებული აქვს მიმწოდებლისგან. ხოლო თუ რეალიზებული ბილეთების ღირებულება შემსყიდველს არ მიუღია, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას მოახდინოს ბილეთის ღირებულების დაბრუნება მომხმარებელზე, საიტის და ბანკის მომსახურების საკომისიოს გარეშე ნეტო თანხა.
6.6.ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს ბილეთის საფასური მიმწოდებელს, თუ მას თანხა მიღებული აქვს მიმწოდებლისგან გაუქმებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. თანხის დაბრუნება მომხმარებელზე მიმწოდებლის მიერ განხორციელდება საიტის და ბანკის საკომისიოს გარეშე, თუ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის სხვა დამატებითი შეთანხმება არ შედგება.
მუხლი 7. ფორს–მაჟორი
7.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ამ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, თუ მისი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, დაუძლეველ ძალად ჩაითვლება სტიქიური უბედურებანი (მიწისძვრა, ხანძარი და სხვა), ნებისმიერი ხასიათის საომარი მოქმედებანი და სხვა ამგვარი მოვლენები, რომელთა წარმოშობაზეც ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეები პასუხს არ აგებენ.
7.2. ფორს-მაჟორული მოვლენა დადასტურებული უნდა იყოს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.
7.3. ფორს-მაჟორი არ ათავისუფლებს მხარეებს მისი (ფორს მაჟორის) დასრულების შემდეგ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.
7.4. თუ ფორს-მაჟორი გრძელდება ერთ თვეზე მეტ ხანს, მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის არსებული ვალდებულებების მთლიანი შესრულებით.
მუხლი 8. შეტყობინება
8.1. მხარეთა შეტყობინება, ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება წერილობით, ელექტრონული ფოსტის, ან ფაქსის საშუალებით. შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე (იურიდიული მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული შეტყობინების სერვისების სხვა საშუალების მისამართი, ფაქსის ნომერი).
8.2. მხარეები ვალდებულნი არიან ცვლილების განხორციელებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობონ ერთმანეთს საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ) ცვლილების შესახებ.
8.3. მიმწოდებელი პასუხს არ აგებს შემსყიდველის მიერ მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგებზე.
მუხლი 9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 10. მომსახურების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის და მიღება_ჩაბარების წესი
10.1 მომსახურების მიღება დასტურდება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებით.
10.2 შემსყიდველი უფლებამოსილია განაცხადოს უარი დაგვიანებით ან უხარისხოდ (წუნდებული) გაწეულ მომსახურებაზე. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი თავისუფლდება ხელშეკრულების ღირებულების გადახდის ვალდებულებისაგან.
10.3 მომსახურების მიღება-ჩაბარებას უზრუნველყოფს შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ დირექტორი xxxxxx xxxxxxxxx.
მუხლი11. ხელშეკრულების სხვა პირობები
11.1. მხარეებს უფლება აქვთ ვადაზე ადრე შეწყვიტონ ხელშეკრულება, ასეთ შემთხვევაში, მხარე ვალდებულია მეორე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე აცნობოს 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე.
11.2. მხარეები არ ფლობენ უფლებას ერთმანეთის სახელით დაამყარონ ურთიერთობა მასმედიასთან, ან მასმედიის საშუალებით გაავრცელოს ერთმანეთთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მხარეთა შესაბამისი თანხმობის გარეშე.
11.3. მხარეები არ ფლობენ უფლებას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები, გადასცეს მესამე პირს მხარეთა დამატებითი თანხმობის გარეშე.
11.4. წინამდებარე ხელშეკრულება და მის საფუძველზე პირდაპირ, ან არაპირდაპირ წარმოშობილი ურთიერთობები, უფლებები და ვალდებულებები, აგრეთვე
ურთიერთობები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, განისაზღვრება და რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
11.5. ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა ან მისი განხორციელების შეუძლებლობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა დებულების ბათილობას. მხარეები ვალდებულებას იღებენ, ჩაანაცვლონ ამგვარი დებულება იმგვარი მოქმედი და განხორციელებადი დებულებით, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში ყველაზე უკეთ შეესაბამება ჩასანაცვლებელი დებულების აზრსა და მიზანს; იგივე წესი მოქმედებს ხელშეკრულებაში არსებული შესაძლო ხარვეზების (ხვრელების) მიმართ.
11.6. მხარეები ეცდებიან ურთიერთთანამშრომლობის პერიოდში წამოჭრილი ნებისმიერი სადაო საკითხი გადაჭრან მოლაპარაკების გზით, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთინტერესების გათვალისწინების პრინციპის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო.
11.7. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დასაშვებია, მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
11.8. წინამდებარე ხელშეკრულების დანართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე მხარეთა ნებისმიერი წერილობითი შეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების გარშემო, რომელიც აზუსტებს ან განსხვავებულად განსაზღვრავს ხელშეკრულების პირობებს, წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და ძალაშია მისი მოქმედების ვადით.
11.9. ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) იდენტურ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე.
მუხლი 13. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
„შემსყიდველი“ „მიმწოდებელი“
შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ს/კ: 405158804
მის: სოფ. ნატანები (შეკვეთილი) სს „თი ბი სი“ ბანკი
საბანკო კოდი: XXXXXX00
ა/ა: XX00XX0000000000000000
შპს „ონლაინ თიქეთსი“ ს/კ 405097915
მის: ი. xxxxxxxx ქ. #3 სს „თი ბი სი“ ბანკი
საბანკო კოდი: XXXXXX00 ა/ა: XX00XX0000000000000000
Tariel
დირექტორი
Digitally signed by Xxxxxx
დირექტორი
Date:
- -
Kharch Kharchilava
---------------------------------------
ilava
2019.05.08
06:18:53 -07'00'
xxxxxx xxxxxxxxx xxxx xxxxxx