Contract
ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საერთო პირობები (შემდგომში - საერთო პირობები)
1. ტერმინთა განმარტებები:
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაში ქვემოთ მოცემულ დეფინიციებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. ავტორიზაცია - წვდომის კოდის საშუალებით იდენტიფიკაციის პროცედურა, რომლის საფუძველზეც
ბანკი განახორციელებს საბანკო პროდუქტით მომსახურებას:
1.1.1. მარტივი ავტორიზაცია - ავტორიზაცია მომხმარებლის სახელითა და პაროლის საშუალებით;
1.1.2. რთული ავტორიზაცია - ავტორიზაცია მომხმარებლის სახელით, პაროლითა და Digipass-ით, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ფინანსური ელექტრონული ფოსტის გზით მიღებული ერთჯერადი კოდის საშუალებით.
1.1.3. ძლიერი ავთენტიფიკაციით ავტორიზაცია - რთული ავტორიზაცია ან/და ავტორიზაცია მომხმარებლის სახელითა და ავთენტიფიკაციის ელემენტებიდან მინიმუმ ორი კატეგორიის ელემენტის გამოყენებით.
1.2. ავთენტიფიკაციის ელემენტები - ცოდნის კატეგორიის ელემენტი, ფლობის კატეგორიის ელემენტი და უნიკალურობის კატეგორიის ელემენტი:
1.2.1. ცოდნის კატეგოორის ელემენტი - პაროლი ან პასკოდი ან ნებისმიერი ისეთი მონაცემი/ინფორმაცია რომელიც მხოლოდ კლიენტმა იცის და რომელიც ბანკის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ძლიერი ავთენტიფიკაციისთვის.
1.2.2. ფლობის კატეგორიის ელემენტი - ერთჯერადი კოდი ან წვდომის კოდი ან ნებისმიერი ისეთი მონაცემები, რომელსაც მხოლოდ კლიენტი ფლობს, აგრეთვე მობილური მოწყობილობა ან/და ინტერნეტ ბრაუზერი, რომელსაც კლიენტის მიერ მინიჭებული აქვს სანდო მოწყობილობის სტატუსი და რომელიც/რომლებიც ბანკის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ძლიერი ავთენტიფიკაციისთვის.
1.2.3. უნიკალურობის კატეგორიის ელემენტი - კლიენტის თითის ანაბეჭდი ან კლიენტის სახე ან ნებისმიერი ისეთი ელემენტი, რაც მხოლოდ კლიენტის უნიკალური მახასიეთებელია და რაც ბანკის გადაყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ძლიერი ავთენტიფიკაციისთვის.
1.3. ავტომატური გადახდები – საერთო პირობების დანართ #3-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.4. ამონაწერი - ანგარიშზე ჩატარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.
1.5. ანგარიში - ბანკში არსებული კლიენტის მიმდინარე ანგარიში.
1.5.1. ერთვალუტიანი ანგარიში – ანგარიში, რომელზეც აღრიცხულია ფულადი სახსრები ერთ კონკრეტულ ვალუტაში.
1.5.2. მულტისავალუტო ანგარიში – ანგარიში, რომელზეც აღრიცხულია ფულადი სახსრები რამდენიმე ვალუტაში ცალ-ცალკე და რომელიც რაოდენობრივად წარმოადგენს ერთ ანგარიშს.
1.5.3. მიმდინარე ანგარიში – სტანდარტული მიმდინარე ანგარიში ან/და უნივერსალური მიმდინარე ანგარიში, რომლებზეც აღირიცხება კლიენტის ფულადი სახსრები და რომლებსაც განკარგავს კლიენტი გადახდების განსახორციელებლად ან სხვა მიზნით.
1.5.4. სტანდარტული მიმდინარე ანგარიში - მიმდინარე ანგარიში, რომელზეც არ არის მიბმული ბარათი და რომლითაც შესაძლებელია ოპერაციების განხორციელება.
1.5.5. უნივერსალური მიმდინარე ანგარიში - მიმდინარე ანგარიში, რომელზეც მიბმულია ბარათი და რომელზეც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია ოპერაციების წარმოება.
1.6. ანგარიშთა პაკეტი - საერთო პირობების დანართ #23-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.7. არასანქცირებული ლიმიტი - ბანკის თანხმობის/ნებართვის გარეშე მიმდინარე ანგარიშზე წარმოშობილი ან/და ბანკის მიერ შესაბამისი ვალდებულების/გადასახდელის ოდენობით კლიენტის ანგარიშზე დაშვებული უარყოფითი ნაშთი, ასევე, კლიენტსა და ბანკს შორის შეთანხმებული ოვერდრაფტის ლიმიტის გადახარჯვა, რომელთა გადახდის პირობებს განსაზღვრავს ბანკი, ბანკში დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.
1.8. ბანკი - სს საქართველოს ბანკი, საიდენტიფიკაციო ნომერი: 204378869, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ფორმა: კომერციული ბანკი, სათავო ოფისი მდებარე მისამართზე გაგარინის 29ა, თბილისი, საქართველო. ვებ გვერდის მისამართი: xxx.xxxxxxxxxxxxx.xx, ელექტრონული ფოსტის
მისამართი: xxxxxxxxxxxxxxx@xxx.xx, რეგისტრაციის ნომერი: 06/5-07, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი:
(x000) 000 0000 000.
1.9. ბანკომატი - თვითმომსახურების ელექტრონული პროგრამულ-ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც კლიენტს შეუძლია ნაღდი ფულის გატანა, ასევე, კანონმდებლობითა და ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა ოპერაციების წარმოება.
1.10. ბანკომატიდან თანხის განაღდების ლიმიტი - ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდის (27 საათის პერიოდი, თუ ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს) განმავლობაში ბანკომატის მეშვეობით განაღდების ოპერაციის შესრულების მაქსიმალური მოცულობა.
1.11. ბარათი - ძირითადი ან/და დამატებითი ბარათი, მათ შორის, უკონტაქტო ტიპის საერთაშორისო პლასტიკური ბარათი ან/და ციფრული ბარათი, რომელიც დაკავშირებულია კლიენტის უნივერსალურ მიმდინარე ანგარიშთან.
1.11.1. ძირითადი ბარათი - უნივერსალურ ანგარიშის განკარგვისათვის არსებული პირველი ბარათი;
1.11.2. დამატებითი ბარათი - უნივერსალურ ანგარიშის განკარგვისათვის არსებული ბარათი გარდა ძირითადი ბარათისა, რომელსაც ბანკი გასცემს დამატებით კლიენტზე, კლიენტისათვის ან/და კლიენტის მიერ დასახელებულ სხვა პირისათვის გადასაცემად.
1.12. ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემ(ებ)ი - ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, მფლობელის სახელი და გვარი და ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი (CVC2 ან CVV2).
1.13. ბარათის დაცვის მომსახურება - საერთო პირობების დანართ #12-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.14. ბარათის ადგილზე მიტანის სერვისი - საერთო პირობების დანართ #19-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.15. განაცხადი – კლიენტის მიმართვა (ბანკის მიერ დადგენილი ფორმით) ბანკისადმი, რომ ბანკმა განაცხადშივე განსაზღვრული პირობების შესაბამისად, განახორციელოს ან/და შეაჩეროს/შეწყვიტოს/შეცვალოს საბანკო პროდუქტი/მომსახურება.
1.16. განცხადებები და გარანტიები – საერთო პირობების მე-6 მუხლში მოცემული კლიენტის განცხადებები და გარანტიები.
1.17. დავალება - საბანკო პროდუქტით მომსახურების ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი დავალება ან/და მითითება, რომელსაც კლიენტი აძლევს ბანკს:
1.17.1. საგადახდო დავალება – კლიენტის ან მიმღების მიერ ბანკისათვის მიცემული დავალება გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე.
1.18. დამატებითი პირობები – საერთო პირობების დანართი #ა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით.
1.19. დანართი – თუკი ცალსახად სხვაგვარად არ იქნა გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით, ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დანართ(ებ)ი ან/და განაცხადი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.
1.20. დამატებითი ბარათის მფლობელი - კლიენტის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც ფლობს და იყენებს დამატებით ბარათს.
1.21. დისტანციური საბანკო მომსახურება - ინტერნეტ ბანკი, xxxxx xxxxx, BOG sCoolApp, xxxxxxx xxxxx, ბანკომატი, თვითმომსახურების ტერმინალი, xxxx.xx, xxxxxx.xx, SMS ბანკი, xxxxx xxxxx, SMS ლინკი, მომსახურების დისტანციური არხი.
1.22. მომსახურების დისტანციური არხი - ბანკის ელექტრონული კომერციით მომსახურების ფარგლებში არსებული დისტანციური საბანკო მომსახურება.
1.23. ელვა - საერთო პირობების დანართ #15-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.24. ელექტრონული ყულაბა - საერთო პირობების დანართ #16-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.25. ვებ-გვერდი – ბანკის სარგებლობაში არსებული ინტერნეტ–გვერდ(ებ)ი.
1.26. თვითმომსახურების ტერმინალი - მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ხდება ბანკის მიერ განსაზღვრული ტიპის ოპერაციების შესრულება.
1.27. კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
1.28. xxxxx xxxxx - საერთო პირობების დანართ #9-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.29. ინდივიდუალური სეიფი - საერთო პირობების დანართ #25-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.30. ინტერნეტ ბანკი - საერთო პირობების დანართ #7-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.31. კლიენტის შესახებ ინფორმაცია - ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოხვდეს ან/და ინახებოდეს ბანკში ან/და ჯგუფის კომპანიაში კლიენტისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევის შედეგად, მათ შორის კლიენტის პერსონალური მონაცემები ან/და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
1.32. კლიენტი - პირი, რომლის სახელი, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია განაცხადში ან/და რომელიც სარგებლობს საბანკო მომსახურებით.
1.33. კონვერტაცია - ერთი ვალუტის სანაცვლოდ, სხვა ვალუტის შეძენა.
1.34. კრედიტი - საერთო პირობების დანართ #13-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.35. კრედიტუნარიანობა - ბანკში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, ბანკის მიერ კლიენტის შეფასება კლიენტის მიერ კრედიტის შესაბამისი პირობებით მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
1.36. კურიერ სერვისი - საერთო პირობების დანართ #17-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.37. ლიმიტი - კლიენტის მიერ საბანკო პროდუქტით სარგებლობის და ოპერაციის განხორცილებისას,
xxxxxx მიერ დაწესებული ფინანსური, რაოდენობრივი ან სხვა სახის ლიმიტი/შეზღუდვა/აკრძალვა.
1.38. მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება (ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება) – ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად (ა) ბანკსა და კლიენტს, ან ბანკს/კლიენტსა და მესამე პირს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულება, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, ოვერდრაფტის ხელშეკრულება, საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, აკრედიტივის ხელშეკრულება, Stand-by აკრედიტივის ხელშეკრულება, ინკასოს ხელშეკრულება დაზღვევის ხელშეკრულება, უზრუნველყოფის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულება ან/და დოკუმენტები, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე; ან/და (ბ) ბანკსა და კლიენტს, ან ბანკს/კლიენტსა და მესამე პირს შორის დადებული სხვა სახის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კლიენტის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ან/და მათ უზრუნველსაყოფად.
1.39. მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა კლიენტისა და ბანკისა.
1.40. მიმღები - პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება გადახდის ოპერაცია.
1.41. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი - შპს „დავების განმხილველი ცენტრი“, საიდენტიფიკაციო კოდი:
204547348; ვებ-გვერდი: xxx.xxx-xxxxxxxxxxx.xx.
1.42. მუდმივი საგადახდო დავალება - საერთო პირობების დანართ #4-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.43. საბანკო მომსახურება - ბანკის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შესაბამისად კლიენტისათვის შეთავაზებული მომსახურება.
1.44. მობილ ბანკი - საერთო პირობების დანართ #8-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.45. BOG sCoolApp - საერთო პირობების დანართი # 26-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.46. მხარე/მხარეები - ბანკი ან/და კლიენტი ან/და დამატებითი ბარათის მფლობელი კონტექსტის შესაბამისად.
1.47. ოვერდრაფტი - მხარეთა მიერ შეთანხმებული ლიმიტი, რომელიც კლიენტს საშუალებას აძლევს მის ანგარიშზე დაწესებული ლიმიტის ფარგლებში მრავალჯერადად გამოიყენოს ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებზე მეტი თანხა.
1.48. პოს-ტერმინალით თანხის განაღდების ლიმიტი - ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდის (27 საათის პერიოდი, თუ ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს) განმავლობაში პოს-ტერმინალის მეშვეობით განაღდების ოპერაციის შესრულების მაქსიმალური მოცულობა, რომელიც შედის ბანკომატიდან თანხის განაღდების ლიმიტში.
1.49. xxxxxx xxxxxxxxxxxxx - ბანკის მიერ კლიენტის დისტანციური იდენტიფიკაციის მეთოდი, რომელიც ხორციელდება ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, კლიენტის პერსონალური მონაცემების (მათ შორის ბიომეტრიული ფოტოს) დამუშავების საფუძველზე.
1.50. ოპერაცია - ბანკის მიერ კლიენტის დავალებით განხორციელებული ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურება:
1.50.1. გადახდის ოპერაცია − კლიენტის ან მიმღების მიერ ინიციირებული ფულადი სახსრების ჩარიცხვის, გადარიცხვის ან გატანის ოპერაცია.
1.50.2. განაღდების ოპერაცია – ბარათის მეშვეობით ანგარიშიდან თანხის გატანის ოპერაცია.
1.51. პირგასამტეხლო (ჯარიმა) – კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ან/და სხვა ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის ბანკისათვის გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით.
1.52. პირი – ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს.
1.53. საბანკო დღე - დღე (შაბათის, კვირის და/ან კანონმდებლობით კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა), როდესაც საქართველოში კომერციული ბანკები ღიაა და წარმართავენ თავიანთ საქმიანობას.
1.54. საბანკო პროდუქტი – საერთო პირობების მე–4 მუხლით განსაზღვრული საბანკო პროდუქტების
სახეები, რომელთა სტანდარტული პირობები განთავსებულია ვებ-გვერდზე.
1.55. საკომისიო – კლიენტის მიერ საბანკო პროდუქტით სარგებლობისათვის ან მომსახურების გაწევისათვის ბანკის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა განისაზღვრება საერთო პირობების დანართ #1–ით, დანართი #2-ით ან/და კრედიტთან დაკავშირებული დანართი #13-ით, ან/და ბანკსა და კლიენტს შორის დამატებითი შეთანხმებით/შეტყობინებით, ხოლო საკომისიოს დარიცხვისა და გადახდისა პირობები განისაზღვრება ბანკში დადგენილი პირობების შესაბამისად.
1.56. ტელეფონ ბანკი - საერთო პირობების დანართ #18-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.57. უკონტაქტო აპლიკაცია - ბარათზე, ტელეფონზე ან სხვა მატარებელზე არსებული აპლიკაცია, რაც საშუალებას აძლევს ბარათის მფლობელს, წამკითხავ მოწყობილობასთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე აწარმოოს ოპერაციები უნივერსალური მიმდინარე ანგარიშიდან.
1.58. უნივერსალური იდენტიფიკატორები - ცენტრალური იდენტიფიკაციის სისტემაში კლიენტის დარეგისტრირების შემდგომ ბანკის მიერ კლიენტისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა საშუალებით კლიენტს შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს დისტანციური საბანკო მომსახურებით:
1.58.1. მომხმარებლის სახელი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთ პარამეტრი, რომელიც უნიკალურია და რომლის შეცვლის საშუალებაც აქვს კლიენტს დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით;
1.58.2. პაროლი - ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ დაგენერირებულ ციფრების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ავტორიზაციისათვის და რომელიც პირველი გამოყენების შემდეგ კლიენტის მიერ უნდა შეიცვალოს.
1.59. ფორს-მაჟორი – სტიქიური კატასტროფა, ხანძარი, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა, პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანება, საომარი მოქმედება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ბანკისათვის გადაულახავი და მისი კონტროლისაგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებები, რომლებიც: ა) არ არის დაკავშირებული ბანკის შეცდომებსა და დაუდევრობასთან, ბ) დაიწყო ან განვითარდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ და გ) პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან/და ჯეროვნად შესრულებაზე.
1.60. ფულადი გზავნილი - კლიენტის მიერ ფულადი სახსრების გადახდის ოპერაცია კლიენტის ან/და მიმღების სახელზე ანგარიშების გახსნის გარეშე რა დროსაც ფულადი სახსრები გადაეცემა უშუალოდ მიმღებს ან მიმღების სახელით მოქმედ სხვა პროვაიდერს მიმღებისათვის გადასაცემად.
1.61. ფინანსური ელექტრონული ფოსტა - კლიენტის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტა, რომელიც რეგისტრირდება ბანკის სისტემაში ამავე ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი ერთჯერადი კოდის დადასტურების გზით უნიკალურ ელექტრონულ ფოსტად და რომელზეც ბანკის მიერ იგზავნება საბანკო პროდუქტების/საბანკო მომსახურების სარგებლობასთან/გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე ერთჯერადი კოდები ან/და წვდომის კოდები.
1.62. ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სიტემა - ბანკის სისტემა, რომელშიც რეგისტრირდება კლიენტის ავტორიზაციის მეთოდი და კლიენტის უნივერსალური იდენტიფიკატორები, რომელთა გამოყენებითაც კლიენტი ისარგებლებს დისტანციური საბანკო მომსახურებით.
1.63. ცენტრალიზებული დისტანციური საბანკო მომსახურება - დისტანციურ საბანკო მომსახურებაში
შემავალი სერვისების (ინტერნეტ ბანკი, მობილ ბანკი, ტელეფონ ბანკი) ის ნაწილი, რომელზე წვდომაც
ხორციელდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში კლიენტის მიერ რეგისტრირებული
უნივერსალური იდენტიფიკატორების გამოყენებით.
1.64. ციფრული ბარათი - ბანკის მიერ ემიტირებული პლასტიკური ბარათების ელექტრონული ანალოგი, რომელზეც, კონტექსტის შესაბამისად, ვრცელდება შესაბამისი ტიპის პლასტიკური ბარათისთვის განსაზღვრული პირობები.
1.65. შვილობილი კომპანია – ბანკთან მიმართებაში, ნებისმიერი კომპანია, რომლის წილის, აქციების ან/და ხმების არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) %-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან რომელსაც სხვაგვარად მართავს ბანკი.
1.66. შესყიდვის ლიმიტი - კლიენტის მიერ საცალო მაღაზიებში ან მომსახურების სხვა ობიექტებში საქონლის ან მომსახურების შეძენაზე დაწესებული მაქსიმალური დღიური ლიმიტი.
1.67. ძლიერი ავთენტიფიკაცია - წესი, რომელიც გულისხმობს კლიენტის მიერ ავტორიზაციისას ან/და დისტანციური საბანკო მომსახურების მიღებისას ან/და ოპერაციის დადასტურებისას ავთენტიფიკაციის ელემენტებიდან მინიმუმ ორი კატეგორიის ელემენტის გამოყენებას.
1.68. წვდომის კოდები - ნებისმიერი სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ბანკმა შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს საბანკო პროდუქტით მომსახურების/საბანკო მომსახურების უსაფრთხო განხორცეილების მიზნით:
1.68.1. ერთჯერადი კოდი - შემთხვევითი წესით დაგენერირებული ციფრების კომბინაცია, რომელიც გამოიყენება დისტანციურ საბანკო მომსახურებისას ოპერაციების ან/და ბანკის მიერ განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისა და დასადასტურებლად.
1.68.2. PIN კოდი - პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც ბანკის მიერ გადაეცემა კლიენტს ბარათთან ერთად.
1.69. ხარჯვის ლიმიტი - ბარათიდან თანხის ხარჯვის (განაღდებიანად) საერთო მოცულობა.
1.70. ჯგუფის კომპანია - BGEO ჯგუფი (BGEO Group Plc (საიდენტიფიკაციო/საგადასახადო რეგისტრაციის კოდი: 6232931314569A) ან ყველა საწარმო და ორგანიზაცია რომელშიც BGEO Group Plc პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს აქციებს ან წილებს).
1.71. ხელშეკრულება – (ა) კლიენტის მიერ ბანკისათვის წარდგენილი განაცხადი; (ბ) საერთო პირობები; (გ) მხარეთა შორის დადებული საერთო პირობების დანართი #ა (დამატებითი პირობები), ასეთის არსებობის შემთხვევაში და (დ) ნებისმიერი დამატებითი დანართი ან/და განაცხადი, რომელიც დაიდება მომავალში, მათში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით.
1.72. Digipass – საერთო პირობების დანართ #20-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.73. Pay Sticker - საერთო პირობების დანართ #11-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.74. SMS ბანკი - საერთო პირობების დანართ #6-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.75. ფინანსური ნომერი - კლიენტის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც რეგისტრირდება ბანკის სისტემაში ამავე ნომერზე გაგზავნილი ერთჯერადი კოდის დადასტურების გზით უნიკალურ ნომრად და რომელზეც ბანკის მიერ იგზავნება საბანკო პროდუქტების/საბანკო მომსახურების სარგებლობასთან/გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე ერთჯერადი კოდები ან/და წვდომის კოდები.
1.76. ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის გამოყენებით კონვერტაცია - საერთო პირობების დანართ #21-
ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.77. QR გადახდა - საერთო პირობების დანართ #16-ით განსაზღვრული საბანკო მომსახურება.
1.78. SMS ლინკი - ბანკის მიერ კლიენტის ფინანსურ ნომერზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი ინტერნეტ ბმული, რომლის საშუალებით კლიენტისთვის ხელმისაწვდომი ხდება ოპერაციის, დავალების, საბანკო მომსახურების, საბანკო პროდუქტის ან/და ბანკსა და კლიენტს შორის გასაფორმებელი ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების (მათ შორის მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების) ფარგლებში ბანკის მხრიდან კლიენტისთვის შეთავაზებული/გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის ნებისმიერი ხელშეკრულება, გარიგება ან/და განაცხადი) და რომლის საშუალებითაც კლიენტი ადასტურებს/ეთანხმება მათ.
1.79. BMatch-ის გამოყენებით კონვერტაცია - საერთო პირობების დანართ #24-ით განსაზღვრული საბანკო პროდუქტი.
1.80. სარეწი − ბანკის ჩვეულებრივი საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ობიექტი.
1.81. ხელშეკრულების სარეწის გარეთ დადება − მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადება/გაფორმება: (ა) სარეწის გარეთ, რაც მოითხოვს მხარეთა ფიზიკურ თანაყოფობას; ან (ბ) სარეწში ან ნებისმიერი დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც კლიენტმა
ხელშეკრულების დადების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზება უშუალოდ მიიღო ბანკისგან სარეწის გარეთ, მხარეთა ფიზიკური თანაყოფობისას; ან (გ) ექსკურსიის დროს, რომელიც ბანკის მიერ იყო ორგანიზებული საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობისთვის ან ასეთ შედეგს იწვევს. ამასთან, სანოტარო ბიუროში სანოტარო მოქმედებების შესრულების შედეგად დადებული ხელშეკრულება სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა.
1.82. CRS რეგულაცია - „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენცია, მის შესაბამისად დადებული „ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმება (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმება და მათ საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ნორმატიული/სამართლებრივი აქტი.
1.83. CRS ანგარიშგებას დაქვემდებარებული პირი - კლიენტი, რომელიც CRS რეგულაციით განსაზღვრულ შესაბამისი იურისდიქციის ქვეყანაში ფიქსირდება/შესაძლოა ფიქსირდებოდეს საგადასახადო/გადასახადის გადამხდელ რეზიდენტად ან/და გააჩნია შესაბამისი იურისდიქციის გადასახადის გადამხდელის ნომერი, რის საფუძველზეც სავალდებულოა კლიენტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს CRS რეგულაციით განსაზღვრულ შესაბამისი იურისდიქციის ქვეყნების უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკი იღებს ვალდებულებას გაუწიოს კლიენტს საბანკო მომსახურება ან/და საბანკო პროდუქტთან დაკავშირებული მომსახურება, რის სანაცვლოდაც კლიენტი იღებს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და გადაიხადოს საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.2. რიგი საბანკო პროდუქტებით სარგებლობისათვის ან საბანკო მომსახურების მიღებისათვის კლიენტი ვალდებულია მიმართოს ბანკს შესაბამისი განაცხადით. იმ შემთხვევაში თუ კლიენტს არ გააჩნია საერთო პირობების დანართებით განსაზღვრული რომელიმე საბანკო პროდუქტი, მასზე არ ვრცელდება საერთო პირობების (მისი დანართების) შესაბამისი პუნქტ(ებ)ი. აღნიშნული დანართები/პუნქტ(ებ)ი კლიენტისათვის ამოქმედდება კონკრეტული საბანკო პროდუქტით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან ერთად.
3. საბანკო პროდუქტის/საბანკო მომსახურების ზოგადი პირობები
3.1. ბანკის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი, ვებ-გვერდის მისამართი: https://nbg.gov.ge; მისამართი: 0114 თბილისი, საქართველო, სანაპიროს ქუჩა № 2.
3.2. გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ გვერდსა – https://nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406.
3.3. ბანკის საზედამხეველო ორგანო არ არის პასუხისმგებელი ბანკის, როგორც პროვაიდერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.
3.4. დავალება:
3.4.1. საგადახდო დავალების მიღების დროდ ითვლება მომენტი, როდესაც ბანკი მიიღებს საგადახდო დავალებას, მიუხედავად იმისა, ის ინიცირებულია კლიენტის თუ მიმღების მიერ.
3.4.2. იმ შემთხვევაში თუ საგადახდო დავალება ინიცირებულია არასაბანკო დღეს, იგი მიღებულად ჩაითვლება მომდევნო საბანკო დღეს. ამასთან, საბანკო დღის 18:00 სთ-ის შემდეგ წარმოდგენილი გამავალი სავალუტო გადარიცხვები, ასევე 17:35 სთ-ის შემდეგ 10,000 (ათი ათასი) ლარამდე და 17:55 სთ-ის 10,000 (ათი ათასი) ლარს ზემოთ წარმოდგენილი გამავალი გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში, მიღებულად ჩაითვლება მომდევნო საბანკო დღეს;
3.4.3. ბანკი საგადახდო დავალების შესრულებას უზრუნველყოფს საგადახდო დავალების ბანკისთვის წარდგენიდან 2 (ორი) საბანკო დღის ვადაში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.4.4. დავალება შესაძლებელია ვერ შესრულდეს დავალების გაცემისთანავე, მაგრამ ბანკი შესაბამის თანხებს სრული მოცულობით კლიენტს ანგარიშ(ებ)იდან ჩამოაჭრის ასეთი დავალების მიღებისთანავე;
3.4.5. გადახდის ოპერაციის შესახებ დავალება, მისი სათანადო შესრულებისათვის, აუცილებელია მოიცავდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვარის №8/04 გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებით დადგენილ რეკვიზიტებს.
3.4.6. ელექტრონული საგადახდო დავალება აუცილებელია მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ რეკვიზიტებს:
3.4.6.1. ანგარიშის ნომერს საიდანაც უნდა განხორციელდეს საგადახდო დავალება;
3.4.6.2. თანხის ოდენობას და ვალუტას;
3.4.6.3. მიმღების ანგარიშის ნომერს;
3.4.6.4. ბანკის მიერ დამატებით განსაზღვრულ სხვა რეკვიზიტებს, რომელიც შესაძლებელია დამახასიათებელი იყოს საგადახდო დავალების ტიპიდან გამომდინარე.
3.4.7. ოპერაციის შესრულებისათვის აუცილებელია კლიენტისა და ბანკის მხრიდან განხორციელდეს
დავალებაზე ხელმოწერა, გარდა ელექტრონული საგადახდო დავალებისა.
3.4.8. ბანკი უფლებამოსილია არ მიიღოს შესასრულებლად დავალება ან/და უარი განაცხადოს დავალების
შესრულებაზე:
3.4.8.1. თუ დავალება არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და ბანკში დადგენილ წესებსა და პროცედურებს (მათ შორის საერთაშორის გადარიცხვების შემთხვევაში შუამავალ ბანთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს);
3.4.8.2. თუ დავალება შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას;
3.4.8.3. თუ დავალების შესრულებისათვის ანგარიშზე არსებული თანხა, საკომისიოს ჩათვლით, არ არის საკმარისი, ან გახარჯული აქვს ანგარიშზე დაშვებული ოვერდრაფტის ლიმიტი, რომელიც აუცილებელია დავალების შესასრულებლად;
3.4.8.4. თუ ბანკს არ მიუღია დავალება;
3.4.8.5. ოპერაციის განხორციელებისათვის აუცილებელი თანხა ან მისი ნაწილი დაბლოკილია, მათ შორის
ბანკის მიერ დაბლოკვის შემთხვევაშიც;
3.4.8.6. ოპერაცია გადააჭარბებს ანაგრიშ(ებ)ის ან ბანკის მიერ დაწესებულ ლიმიტს;
3.4.8.7. ანგარიშზე არსებული თანხები ექვემდებარება საჯარო სამართლებრივ შეზღუდვას;
3.4.8.8. თუ ბანკს აქვს ეჭვი, რომ ადგილი აქვს თაღლითობას ან უკანონო ქმედებას;
3.4.8.9. თუ დავალების შესრულება გამოიწვევს ბანკის ან/და მისი დაკავშირებული პირების სანქცირებას ან მათზე სხვაგვარი სამართლებრივი შეზღუდვების დაკისრებას კანონმდებლობის, სხვა სახელმწიფოების კანონმდებლობების ან/და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
3.4.8.10. თუ არსებობს სხვა ისეთი ხარვეზი/გარემოება რომელიც შეუძლებელს ხდის დავალების შესრულებას.
3.4.9. კლიენტი პასუხისმგებელია ყველა დავალების სისწორეზე.
3.5. დისტანციური საბანკო მომსახურება:
3.5.1. დისტანციური საბანკო მომსახურებით (გარდა SMS ბანკისა,იმეილ ბანკისა და SMS ლინკისა) სარგებლობის უფლებას კლიენტი იძენს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე.
3.5.2. სერვის-ცენტრისა და ბანკომატის საშუალებით კლიენტის ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე ავტომატურად გააქტიურდება მობილ ბანკი, ტელეფონ ბანკი, მომსახურების დისტანციური არხი, ხოლო ინტერნეტ ბანკის (შემდეგი ვებ-გვერდიდან: ibank.ge) ან მობილ ბანკის საშუალებით ცენტრალიზებულ იდენტიფიკაციის სისტემაში კლიენტის რეგისტრაციის შემთხვევაში ავტომატურად გააქტიურდება ყველა დისტანციური საბანკო მომსახურება.
3.5.3. დისტანციური საბანკო მომსახურების (გარდა SMS ლინკისა) გააქტიურება კლიენტის მიერ განხორციელდება უნივერსალური იდენტიფიკატორების გამოყენების გზით.
3.5.4. კლიენტმა არ უნდა დატოვოს დისტანციურ საბანკო მომსახურებასთან დასაკავშირებელი მოწყობილობა უყურადღებოდ, ვიდრე იგი ჩართულია ქსელში.
3.5.5. დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობისას კლიენტი ვალდებულია არ დატოვოს შესაბამისი მოწყობილობა რომლიდანაც იგი სარგებლობს დისტანციური საბანკო მომსახურებით და არ დაუშვას მესამე პირის მიერ აღნიშნული მოწყობილობით სარგებლობა, ვიდრე კლიენტი არ დაასრულებს დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობას და არ დარწმუნდება რომ მესამე პირების მიერ მისი გამოყენება შეუძლებელია.
3.5.6. კლიენტი პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერ ოპერაციაზე, რომელიც განახორციელდება მის სარგებლობაში არსებული დისტანციური საბანკო მომსახურებით.
3.5.7. ბანკი არ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა დისტანციური საბანკო მომსახურებით კლიენტის უზრუნველყოფა ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მათ შორის ბანკის სისტემის ან დისტანციური საბანკო მომსახურების შეფერხება, სისტემის განახლების ან/და გაუმჯობესების მიზნით.
3.5.8. კლიენტი უფლებასმოსილებას ანიჭებს ბანკს განახორციელოს ყველა ზეპირი ან ელექტრონული მითითება, რომელსაც კლიენტი გასცემს (ან ჩანს, რომ გასცა) დისტანციური საბანკო მომსახურების მეშვეობით.
3.5.9. კლიენტი თანახმაა და უფლებასმოსილებას ანიჭებს ბანკს, კლიენტის მიერ დისტანციური საბანკო მომსახურების ფარგლებში გაგზავნილი დავალების საფუძველზე, უზრუნველყოს კლიენტისათვის ანგარიშის გახსნა ბანკში დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.
3.5.10. კლიენტის მიერ დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით გაცემული დასტური ხელშეკრულების/შეთანხმების პირობებზე უთანაბრდება შესაბამის ხელშეკრულებაზე/შეთანხმებაზე კლიენტის ხელმოწერას და აღნიშნული ხელშეკრულება/შეთანხმება ჩაითვლება სამართლებრივი ძალის მქონედ ბანკის მიერ დისტანციური საბანკო მომსახურების მეშვეობით კლიენტის დასტურის მიღების მომენტიდან.
3.5.11. დისტანციური საბანკო მომსახურების განხორციელებისას ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
3.5.11.1. კლიენტის მოწყობილობების ან პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართავობით გამოწვეულ ნებისმიერ შეუსრულებლობაზე.
3.5.11.2. ვირუსზე ან სხვა მსგავს პრობლემაზე, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობასთან.
3.5.11.3. იმ ზარალზე/ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ან შესაძლებელია გამოწვეულ იქნას:
3.5.11.3.1. კლიენტის პროგრამული უზრუნველყოფის ან ნებისმიერი სახის მოწყობილობის ბანკის სისტემასთან შეუსაბამობით.
3.5.11.3.2. დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობისას კლიენტის მონაცემებს/დოკუმენტების, პროგრამული უზრუნველყოფების, ნებისმიერი სახის მოწყობილობების დაზიანებით/განადგურებით.
3.5.11.3.3. ნებისმიერი პირის მიერ წვდომის კოდების არაავტორიზებულად გამოყენების შემთხვევებზე;
3.5.11.3.4. კლიენტსა და ბანკს შორის სატელეფონო ან ინტერნეტით კავშირში მესამე პირის ჩართვით;
3.5.11.3.5. იმ შემთხვევაში თუ სისტემა, რომელიც დაკავშირებული დისტანციური საბანკო მომსახურების განხორციელებასთან სათანადოდ არ მუშაობს მათ შორის ტექნიკური შეფერხების დროს, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ბანკის მხრიდანაც.
3.5.12. უნივერსალური იდენტიფიკატორების რეგისტრაცია/მიღება ან/და აღდგენა/ჩანაცვლება კლიენტმა შეიძლება განახორციელოს სერვისცენტრში ან/და ბანკომატში (ბარათის გამოყენებით), ინტერნეტ ბანკში (მხოლოდ ვებ- გვერდიდან ibank.ge), მობილ ბანკში, ან/და ონლაინ იდენტიფიკაციის გზით. ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, უნივერსალური იდენტიფიკატორების რეგისტრაცია/მიღება ასევე შესაძლებელია თვითმომსახურების ტერმინალის (ბარათის გამოყენებით) ან/და ვებ-გვერდის www.bog.ge-ის მეშვეობით.
3.5.13. დისტანციური საბანკო მომსახურების მისაღებად კლიენტს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი ავტორიზაციის ან რთული ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი აირჩევა ყოველი შესაბამისი დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობისას ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში დარეგისტრირებას.
3.5.14. დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობის პერიოდში კლიენტი უფლებამოსილია, ხოლო ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, ნებისმიერ დროს ბანკში დადგენილი პირობების შესაბამისად შეცვალოს უნივერსალური იდენტიფიკატორები დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით ან სერვისცენტრში, ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3.5.15. პაროლი, რომელიც თავდაპირველად გადაეცემა კლიენტს ექვემდებარება სავალდებულო ცვლილებას
კლიენტს მიერ ნებისმიერი დისტანციური საბანკო მომსახურების პირველივე გამოყენებისას.
3.5.16. კლიენტი უფლებამოსილია ინტერნეტ ბანკში და მობილ ბანკში შეცვალოს, როგორც მომხმარებლის სახელი, ასევე პაროლი. აგრეთვე, ინტერნეტ ბანკში შეცვალოს იმ მობილური ტელეფონის ნომერი (ფინანსური ნომერი), რომელიც გამოიყენება ავტორიზაციისათვის, ხოლო ბანკომატში, სერვისცენტრში, ინტერნეტ ბანკში (მხოლოდ ვებ-გვერდიდადნ ibank.ge) ან მობილ ბანკში აღადგინოს პაროლი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, პაროლის აღდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, კლიენტის მიერ პაროლის გამოუყენებლობა გამოიწვევს პაროლის გაუქმებას თუ ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
3.5.17. პაროლისა და მომხმარებლის სახელის შეცვლის უფლება კლიენტს ენიჭება იმ შეთხვევაში, თუ კლიენტი დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობისას, მიმდინარე თარიღისათვის არსებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით წარმატებით გაივლის იდენტიფიკაციას.
3.5.18. ოპერაციების ჩამონათვალს, რომლის დროსაც სავალდებულოა ერთჯერადი კოდის გამოყენება, განსაზღვრავს ბანკი.
3.5.19. ერთჯერადი კოდი კლიენტს შესაძლებელია მიეწოდოს ფინანსურ ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე (4 ციფრისგან შედგენილი ერთჯერადი კოდი) ან/და Digipass-ით (6 ციფრისგან შედგენილი ერთჯერადი კოდი).
3.5.20. ერთჯერადი კოდის კოდის ფინანსურ ნომერზე გაგზავნა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფინანსური ნომერი რეგისტრირებულია ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.
3.5.21. კლიენტს, მომსახურების დისტანციური არხში ძლიერი ავთენტიფიკაციით ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შესაძლებლობა აქვს ბარათის მეშვეობით შეასრულოს გადახდის ოპერაცია (ბარათით ან ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემ(ებ)ით ბანკის ელექტრონული კომერციით მომსახურების ფარგლებში საქონლის/მომსახურების საფასურის უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადახდა).
3.5.22. დისტანციური საბანკო მომსახურების ფარგლებში ბანკი უფლებამოსილია:
3.5.22.1. კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან, ხოლო თუ კლიენტის მიერ შესაბამის განაცხადში მითითებული იქნა კონკრეტული ანგარიშ(ებ)ი, მაშინ კონკრეტული ანგარიშ(ებ)იდან ჩამოჭრას თანხა, რომელიც აუცილებელია დავალების შესასრულებლად.
3.5.22.2. დააწესოს გარკვეული ლიმიტები კლიენტის მიერ დისტანციური საბანკო მომსახურებით განხორციელებულ ოპერაციებზე და შეცვალოს აღნიშნული ლიმიტები პერიოდულად საკუთარი შეხედულებისამებრ.
3.5.22.3. საკუთარი შეხედულებისამებრ, დაუკავშირდეს კლიენტს და შეამოწმოს ოპერაციის ან დავალების ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი ოპერაციის ან დავალების ღირებულება აღემატება ბანკის მიერ დაწესებულ ლიმიტებს. ასევე შეაჩროს ასეთი ოპერაციის განხორციელება მანამ სანამ არ შეამოწმებს მის ავტორიზაციას.
3.5.22.4. კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, შეაჩეროს ან შეწყვიტოს დისტანციური საბანკო მომსახურება კლიენტისთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე, თუ ბანკს აქვს ეჭვი, რომ ირღვევა უსაფრთხოების ნორმები ან ასეთი შეჩერება მიზანშეწონილია სხვა მიზეზების გამო.
3.5.22.5. შეცვალოს სისტემური მოწყობილობების მოთხოვნები, რომელიც შესაძლებელია დადგენილი იყოს
დისტანციური საბანკო მომსახურების მიღებისათვის.
3.5.23. დისტანციური საბანკო მომსახურებისას ოპერაციის განხორციელება ყოველთვის არ არის სინქრონული მიღებულ დავალებასთან და დავალება შეიძლება ვერ შესრულდეს ამ დავალების გაცემისთანავე. ზოგიერთი საკითხის დამუშავებას შეიძლება დაჭირდეს გარკვეული დრო, რიგ შემთხვევებში კი განხორციელდეს მათი ბანკისთვის წარდგენიდან 2 (ორი) საბანკო დღის ვადაში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.5.24. ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კლიენტი ვალდებულია დახმარება გაუწიოს ბანკს ან/დან სამართალდამცავ ორგანოებს დისტანციური საბანკო მომსახურების არა ავტორიზებული გამოყენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში.
3.5.25. კლიენტი აღიარებს და თანახმაა არ გამოიყენოს დისტანციური საბანკო მომსახურება უკანონო გზით ან ისე, რომ შელახოს ბანკის ან მესამე პირის უფლებები.
3.5.26. ხელშეკრულების დადებით, კლიენტი მიმართავს და უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკს: ა) დაეყრდნოს და იმოქმედოს ყველა დავალების შესაბამისად, რომელიც ავტორიზებული იქნა ან ბანკი ჩათვლის, რომ ავტორიზებულია კლიენტის მიერ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი დავალება ეწინააღმდეგება ნებისმიერ დროს გაცემულ ნებისმიერ სხვა მანდატს კლიენტის ანგარიშებთან ან მის საქმიანობასთან მიმართებაში; ბ) ჩამოჭრას კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან ნებისმიერი თანხა, რომელიც ბანკმა გადაიხადა ან გაიღო ნებისმერი დავალების შესაბამისად, რაც მოიცავს ყველა მომსახურების ხარჯს ანგარიშების მართვასთან და კლიენტის დავალების შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით;
3.5.27. ბანკი დავალებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გაცემა მოხდა დისტანციური საბანკო მომსახურების და უნივერსალური იდენტიფიკატორების გამოყენების მეშვეობით. ბანკი უფლებამოსილია, მაგრამ არა ვალდებული შეამოწმოს დავალების ნამდვილობა და კლიენტისაგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის დოკუმენტის წარმოდგენა, თუ ეს აუცილებელია დავალების შესასრულებლად.
3.5.28. კლიენტი აღიარებს და თანახმაა, რათა ბანკმა განახორცილოს კლიენტის მიერ მიწოდებული ნებისმიერი დავალება, რაც მოიცავს ანგარიშ(ებ)იდან თანხის ჩამოჭრას, იმ შემთხვევაშიც თუ დავალების ავტორიზაცია კლიენტის მიერ არ მომხდარა. ამასთან, არაავტორიზირებულ ოპერაციაზე ან დავალებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება კლიენტს.
3.5.29. ბანკი მიიღებს ზომებს, რათა კლიენტს შეატყობინოს დისტანციური საბანკო მომსახურების დროებით შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ელექტრონული შეტყობინებების ან სხვა საშუალებით, თუმცა აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა არ იწვევს ბანკის პასუხისმგებლობას.
3.5.30. კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე ბანკი მიიღებს ყველა ზომას, რათა დროულად შეაჩეროს ან გააუქმოს ნებისმიერი დავალების განხორციელება თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, ბანკს არ ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თუ ბანკს არ მისვლია შესაბამისი შეტყობინება.
3.5.31. კლიენტი ვალდებულია უზრუნველყოს ბანკისათვის ნებისმიერი დავალების სწორი და სრული მიწოდება, ბანკი თავისუფლდება აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან.
3.5.32. კლიენტი პასუხისმგებელია ნებისმიერ დაუდევარი ქმედებით გამოწვეულ ზიანზე ან/და ზარალზე რითაც კლიენტმა ხელი შეუწყო არა ავტორიზებული ოპერაციის განხორციელებას, ან თაღლითურად იმოქმედა.
3.5.33. ბანკის ჩანაწერები, წარმოადგენს კლიენტის ბანკთან ურთიერთობის დამადასტურებელ საბუთს. კლიენტი აღიარებს ბანკის მიერ განხორციელებულ ჩანაწერებს როგორც იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული დოკუმენტები არ წარმოადგენს ორიგინალს.
3.5.34. კლიენტი თანახმაა და აცხადებს, რომ მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა კლიენტის ინტერნეტ პროვაიდერისა და/ან ნავიგატორის მეშვეობით დისტანციურ საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებისას.
3.6. კლიენტს საშუალება აქვს ვალუტის კურსების შესახებ ინფრომაცია იხილოს ბანკის ვებ-გვერდზე.
3.7. კლიენტი უფლებამოსილია ხელშეკრულების პირობების შესახებ ინფორმაცია, ხელშეკრულების
მოქმედების განმავლობაში, მოიძიოს ბანკის ვებ გვერდის საშუალებით.
3.8. ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო პროდუქტით მომსახურების/საბანკო მომსახურების მიღების ან/და სარგებლობის შეწყვეტის მიზნით კლიენტი უფლებამოსილია მიმართოს ბანკს განაცხადით (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში). ბანკის მიერ განაცხადის განხილვა მოხდება იმ პირობით, თუ კლიენტის მიერ განაცხადის შევსების დროს დაკმაყოფილებული იქნება ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.
3.9. კლიენტმა არ უნდა ისარგებლოს საბანკო პროდუქტით, თუ ამას შედეგად მოჰყვება ანგარიშზე ხელმისაწვდომი თანხის გადახარჯვა (0-ის ნიშნულის ქვემოთ ჩამოსვლა) ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე ან თუ მოხდება ლიმიტის გადაჭარბება. კლიენტის მიერ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კლიენტის შესაბამის ანგარიშზე, დაეშვება არასანქცირებული ლიმიტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის გადახდის ვალდებულება კლიენტს წარმოეშვება დაუყოვნებლივ.
3.10. კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს საკომისიო გადახდის დროისათვის ბანკში დადგენილი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფების შესაბამისად, თუ მხარეთა დამატებითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აგრეთვე, თუ გადახდის ოპერაციის (ასევე მასში ცვლილების) ან ოპერაციის გაუქმების, ან თანხის უკან დაბრუნების განხორციელებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა, შესაძლებელია უცხოური შუამავლის მიერ დაწესდეს დამატებითი საკომისიო, რომლის გადახდას უზრუნველყოფს კლიენტი, მათ შორის გადარიცხული/გადახდილი თანხის ოდენობიდან, მიუხედავად იმისა გადახდის ოპერაცია ან ოპერაცია განხორციელდა თუ არა მიმღების მიერ სრული თანხის ჩარიცხვის გარანტიით. კლიენტს ასევე შესაძლოა დაეკისროს შემომავალ არაგარანტირებულ ტიპის (SHA ან/და BEN) ჩარიცხვ(ებ)ისთვის საკომისიოს გადახდა (რომელიც შესაძლოა მოთხოვნილი იქნას უცხოური შუამავალი ბანკის ან/და ბანკის მიერ დამატებით და რომლის დაკავებას ბანკი უზრუნველყოფს ჩარიცხული თანხიდან), არაუმეტეს 30 ერთეულისა აშშ დოლარისა და ევროს შემთხვევებში ან/და არაუმეტეს 100 ლარისა სხვა ვალუტების შემთხვევებში (ჩარიცხული თანხის ოდენობიდან გამომდინარე).
3.11. საკომისიო გადახდილ უნდა იქნეს ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით და თარიღში.
3.12. ბანკი უფლებამოსილია ბანკში მოქმედი ტარიფების შესაბამისად, კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან, კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ, ხოლო კლიენტთან შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, შეთანხმებული თანმიმდევრობით, ჩამოჭრას საკომისიო. თუ საკომისიო და ანგარიშზე არსებული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკი თავად განახორციელებს კონვერტაციას გადახდის თარიღისათვის დადგენილი ბანკში მოქმედი კომერციული
კურსით, რომლის ღირებულებაც ასევე უაქცეპტოდ ჩამოიწერება კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან,
ხოლო კონვერტირებული თანხა მიემართება საკომისიოს დასაფარად.
3.13. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე არ ირიცხება საკომისიოს სრულად და ჯეროვნად გადასახდელად საჭირო ოდენობის თანხა, ბანკი უფლებამოსილია საკომისიოს ნაწილი ჩამოწეროს ანგარიშ(ებ)ზე არსებული თანხის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - ანგარიშ(ებ)ზე თანხის მოხვედრისთანავე.
3.14. კლიენტი პასუხისმგებელია თავად გადაიხადოს კანონმდებლობით ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით (ასეთის კლიენტზე გავრცელების შემთხვევაში) განსაზღვრული ყველა გადასახადი/გადასახდელი, რომელიც შეიძლება წარმოეშვას საბანკო პროდუქტ(ებ)ით/საბანკო მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით.
3.15. ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ბანკისთვის გადასახდელი ნებისმიერი საკომისიო, თანხა, საზღაური ან/და გადასახდელი მითითებული და განსაზღვრულია გადასახადების (მათ შორის შეუზღუდავად, ნებისმიერ იურისდიქციაში განსაზღვრული წყაროსთან დაკავების ვალდებულების ან/და არაპირდაპირი გადასახადის) გარეშე და არ მოიცავს მათ.
3.16. ბანკი პასუხისმგებელია ნებისმიერი გადასახადის გადახდაზე ან ვალდებულებაზე, რომელიც დაკავშირებულია მიღებულ საკომისიოსთან. თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ ნებისმიერი ვალდებულების გადახდა შესაძლებელია თანხების დაკავებით, ბანკი ან/და ჯგუფის ნებისმიერი კომპანია ამგვარი თანხის გადახდას ან ჩამოჭრას კლიენტის ხარჯზე მოახდენს.
3.17. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობის შესაბამისად ბანკს ეკისრება რაიმე სახის საგადასახადო ვალდებულება კლიენტის საგდასახადო ვალდებულების გამო, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აუნაზღაურებს ბანკს ყველა ამგვარი ვალდებულება.
3.18. ბანკი უზრუნველყოფს, რომ შესაბამისობაში იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, ხოლო კლიენტი ვალდებულია კანომდებლობასთან ერთად უზრუნველყოს ყველა იმ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის დაცვა, რომლის კანონდებლობაც შესაძლებელია ნებისმიერი მიზეზით ვრცელდებოდეს მასზე.
3.19. საბანკო პროდუქტის/საბანკო მომსახურების მიღებისა და სარგებლობისათვის კლიენტი
ვალდებულია:
3.19.1. ყურადღებით გაეცნოს ხელშეკრულებას;
3.19.2. შეავსოს ან/და ხელი მოაწეროს განაცხადს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა სახის დოკუმენტს, რომელიც საჭიროა შესაბამისი საბანკო პროდუქტის/საბანკო მომსახურების მისაღებად/გამოსაყენებლად.
3.20. ბანკი უფლებამოსილია, უარი განუცხადოს კლიენტს საბანკო პროდუქტ(ებ)ით მომსახურებაზე/საბანკო მომსახურების გაწევაზე, თუ კლიენტმა საერთოდ ან დროულად არ შეავსო, ხელი არ მოაწერა, ან ბანკს არ დაუბრუნა/მიაწოდა განაცხადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია საბანკო პროდუქტით/საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ბანკისათვის მისაღები ფორმით და შინაარსით. ამასთან, განაცხადის ან/და სხვა დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ არ მიიღოს აღნიშნული დოკუმენტები და უარი თქვას კლიენტის მიერ მოთხოვნილი საბანკო პროდუქტ(ებ)ის/საბანკო მომსახურების მიწოდებაზე მიზეზის გაცხადების გარეშე.
3.21. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ ბანკმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის საბანკო მომსახურების ერთჯერადად ან მრავალჯერადად გაწევის და აღნიშნული საბანკო მომსახურების ფარგლებში, მის მიერ ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ერთჯერადად და მრავალჯერადად უზრუნველყოფის (მათ შორის შესაბამისი ინფორმაციის ერთჯერადად და მრავალჯერადად მიღების) მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს და გამოიყენოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ბანკისათვის აუცილებელი კლიენტის პერსონალური მონაცემები, მათ შორის და არა მხოლოდ კლიენტის ხელმოწერის ნიმუში. ამასთან, კლიენტის ხელმოწერის ნიმუშად ბანკის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კლიენტის მიერ განაცხადზე დაფიქსირებული ხელმოწერაც.
3.22. ბანკის მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელების წესები მოცემულია წინამდებარე საერთო პირობებში და ბანკის ვებ-გვერდზე www.bankofgeorgia.ge, ამასთან ვებ-გვერდზე განთავსებულ პირობებს და წინამდებარე საერთო პირობებს შორის წინააღდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე საერთო პირობებს.
3.23. კონკრეტული საგადახდო მომსახურების ფარგლებში კლიენტისათვის ინფორმაციის მიწოდება შეიძლება განახორციელოს ბანკის თანამშრომელმა ზეპირად, ხოლო დისტანციური საბანკო მომსახურების მიღებისას კლიენტს შეუძლია იხელმძღვანელოს ვებ-გვერდზე www. bankofgeorgia.ge განთავსებული წესებით და წინამდებარე საერთო პირობებით.
3.24. კონკრეტული ოპერაციის გარკვეული დეტალების შესახებ კლიენტს ინფორმაციის მიღება შეუძლია სერვისცენტრის, ან/და ტელეფონ ბანკის საშუალებით (რიგი ოპერაციების შესახებ გარკვეული დეტალების მიღება შესაძლებელია დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებითაც), ასევე ოპერაციის ტიპიდან გამომდინარე კლიენტზე შეიძლება გაიცეს ამონაწერი, ცნობა, ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი ბანკის მიერ განსაზღვრული ფორმით და პირობებით.
3.25. ბანკისთვის წარდგენილ/გაგზავნილ უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტსა ან/და ინფორმაციაში განხოციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების ან/და გაუქმების შესახებ წერილობითი ფორმით შეატყობინოს ბანკს, აღნიშნული გარემოებების დადგომიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულება ერთმნიშვნელოვნად ვრცელდება ბანკისთვის წარდგენილ ყველა იმ დოკუმენტზეც, რომლითაც კლიენტს გაცემული აქვს მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება. შესაბამისი ცვლილების ან/და გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღებამდე განხორციელებული ქმედებების შედეგად დამდგარ ზიანზე/ზარალზე ბანკი არ აგებს პასუხს.
3.26. კლიენტის მიერ ოპერაციის, დავალების ან/და საბანკო პროდუქტით მომსახურების/საბანკო მომსახურების ფარგლებში ბანკის მხრიდან შეთავაზებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის გარიგების) SMS კოდით დადასტურება:
3.26.1. ბანკში დადგენილი პროცედურების შესაბამისად ბანკი უფლებამოსილია შესთავაზოს კლიენტს, კლიენტის ხელმოწერის ნაცვლად ოპერაციის, დავალების ან/და მომსახურების ფარგლებში ბანკის მხრიდან შეთავაზებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის გარიგების) SMS კოდის საშუალებით დადასტურება, რაც გულისხმობს, რომ:
3.26.1.1. ბანკი, კლიენტის მიერ დასახელებულ/წინასწარ განსაზღვრულ ფინანსურ ნომერზე ან/და სხვა მობილური ტელეფონის ნომერზე, კლიენტს გაუგზავნის შესაბამისი ოპერაციის, დავალების ან/და მომსახურების ფარგლებში ბანკის მხრიდან შეთავაზებული დოკუმენტის (მათ შორის გარიგების) მონაცემს (მონაცემი განისაზღვრება ბანკის შეხედულებისამებრ) და SMS კოდს;
3.26.1.2. კლიენტის მიერ SMS კოდის ბანკისათვის მიწოდებით (SMS კოდს კლიენტი ბანკის შესაბამის თანამშრომელს მიაწვდის ზეპირად) კლიენტის მიერ დასტურდება, რომ იგი სრულად გაეცნო შესაბამის ოპერაციას, დავალებას ან/და მომსახურების ფარგლებში ბანკის მხრიდან შეთავაზებული დოკუმენტს (მათ შორის გარიგებას) ეთანხმება მასში მოცემულ პირობების/ინფორმაციის სისწორეს და სურს აღნიშნული ოპერაციის, დავალების შესრულება ან/და მომსახურების ფარგლებში ბანკის მხრიდან შეთავაზებული დოკუმენტის (მათ შორის გარიგების) გაფორმება/შედგენა;
3.26.1.3. გაგზავნილი SMS კოდის კლიენტის მიერ დასახელების შემთხვევაში, ბანკი განახორციელებს SMS კოდის პროგრამულ უზრუნველყოფაში შეყვანას და ოპერაციის, დავალების ან/და დოკუმენტის (მათ შორის გარიგების) გაფორმებასთან დაკავშირებული პროცესის დასრულებას;
3.26.1.4. ოპერაციის, დავალების ან/და მომსახურების ფარგლებში ბანკის მხრიდან შეთავაზებული დოკუმენტის (მათ შორის გარიგების) SMS კოდით დადასტურება მხარეთა შორის ურთიერთობებში უთანაბრდება კლიენტის მიერ მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერას;
3.26.1.5. SMS კოდის საშუალებით დასადასტურებელი ოპერაციის, დავალების ან/და დოკუმენტის (მათ შორის გარიგების) ჩამონათვალს/სახეებს განსაზღვრავს ბანკი საკუთარი შეხედულებისამებრ;
3.26.1.6. ოპერაციის, დავალების ან/და მომსახურების ფარგლებში ბანკის მხრიდან შეთავაზებული დოკუმენტის (მათ შორის გარიგების) SMS კოდით დადასტურებისას, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი კლიენტს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტით;
3.26.2. ბანკი არ არის პასუხისმგებელი იმ შესაძლო ზიანზე/ზარალზე, რომელიც შესაძლოა დადგეს იმ შემთხვევაში თუ კლიენტის მიერ დასახელებული/წინასწარ განსაზღვრული იქნება ის ფინანსური ნომერი ან/და სხვა მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც SMS-ის გაგზავნამაც შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული ზიანი/ზარალი.
3.27. კლიენტის მიერ ოპერაციის, დავალების, საბანკო მომსახურების, საბანკო პროდუქტის ან/და ბანკსა და კლიენტს შორის გასაფორმებელი ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების (მათ შორის მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების) ფარგლებში ბანკის მხრიდან კლიენტისთვის შეთავაზებული/გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის ნებისმიერი ხელშეკრულების,
გარიგების ან/და განაცხადის) (ამ მუხლის მიზნებისათვის შემდგომში SMS ლინკით დასადასტურებელი დოკუმენტი) SMS ლინკით დადასტურება:
3.27.1. ბანკი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს კლიენტისთვის შესათავაზებელ იმ ოპერაციის, დავალების, საბანკო მომსახურების, საბანკო პროდუქტის ან/და ბანკსა და კლიენტს შორის გასაფორმებელი ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების (მათ შორის მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების) ჩამონათვალს/სახეებს, რომლის/რომელთა დადასტურება შეიძლება SMS ლინკით;
3.27.2. ბანკში დადგენილი პროცედურების შესაბამისად ბანკი უფლებამოსილია შესთავაზოს კლიენტს, კლიენტის ხელმოწერის ნაცვლად SMS ლინკით დასადასტურებელი დოკუმენტების SMS ლინკის საშუალებით დადასტურება, რაც გულისხმობს, რომ:
3.27.2.1. ბანკი, საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტის მიერ დასახელებულ/წინასწარ განსაზღვრულ ფინანსურ ნომერზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე, კლიენტს გაუგზავნის SMS ლინკს, რომლის საშალებითაც კლიენტს შესაძლებლობა აქვს, სრულად გაეცნოს მისთვის შეთავაზებულ SMS ლინკით დასადასტურებელ დოკუმენტს, დაეთანხმოს/დაადასტუროს ისინი ან უარი თქვას მათ დადასტურებაზე;
3.27.2.2. კლიენტის მიერ SMS ლინკით დასადასტურებელი დოკუმენტის დადასტურების შემთხვევაში კლიენტის მიერ დასტურდება, რომ იგი სრულად გაეცნო ბანკის მხრიდან შეთავაზებულ შესაბამის SMS ლინკით დასადასტურებელ დოკუმენტს, ეთანხმება მასში მოცემულ პირობების/ინფორმაციის სისწორეს და სურს SMS ლინკით დასადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული ოპერაციის, დავალების შესრულება ან/და საბანკო მომსახურების, საბანკო პროდუქტის ან/და ბანკსა და კლიენტს შორის გასაფორმებელი ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების (მათ შორის მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების) ფარგლებში ბანკის მხრიდან შეთავაზებული დოკუმენტის (მათ შორის გარიგების) გაფორმება/შედგენა;
3.27.2.3. SMS ლინკით დასადასტურებელი დოკუმენტის SMS ლინკით დადასტურება მხარეთა შორის ურთიერთობებში უთანაბრდება კლიენტის მიერ მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერას;
3.27.2.4. SMS ლინკით დადასტურებისას, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი კლიენტს უზრუნველყოფს შესაბამისი SMS ლინკით დასადასტურებელი დოკუმენტებით;
3.27.3. ბანკი არ არის პასუხისმგებელი იმ შესაძლო ზიანზე/ზარალზე, რომელიც შესაძლოა დადგეს იმ შემთხვევაში თუ კლიენტის მიერ დასახელებული/წინასწარ განსაზღვრული იქნება ის ფინანსური ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტა, რომელზეც SMS ლინკის გაგზავნამაც შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული ზიანი/ზარალი.
3.28. ბანკი კლიენტს აუნაზღაურებს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხას იმ შემთხვევაში თუ არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 40 (ორმოცი) დღეზე მეტი ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 180 (ასოთხმოცი) დღეზე მეტი და კლიენტმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესახებ ბანკს ამგვარი ოპერაციის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის წესით დადგენილ ვადაში შეატყობინა.
3.29. კლიენტი პასუხისმგებელია მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის არა უმეტეს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა.
3.30. კლიენტი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი დანაშაულებრივი ქმედებით ან/და იმ შემთხვვაში თუ:
3.30.1. კლიენტი გამოიყენებს საგადახდო ინსტრუმენტს ამ საგადახდო ინსტრუმენტისათვის დადგენილი პირობების დარღვევის შესაბამისად;
3.30.2. არ დაიცვას მისთვის გაცემული საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომებს, არ უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვას;
3.30.3. საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან უმოკლეს ვადაში არ შეატყობინოს ამის თაობაზე ბანკს ან ბანკის მიერ განსაზღვრულ პირს.
3.31. კლიენტი ვალდებულია არაავტორიებული ან არასწორად შესრულების ოპერაციის შესახებ, ასეთი
ოპერაციის განხორციელებიდან დაუყოვნებლივ წერილობით მიმართოს ბანკს.
3.32. კლიენტი არ არის პასუხისმგებელი მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული ან უკანონოდ გამოყენებული საგადახდო ინსტრუმენტის, ასევე მის მიერ საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების
ზომების ან პერსონიფიცირებული უსაფრთხოების საშუალებების დაუცველობით გამოწვეული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის:
3.32.1. თუ მან ოპერაცია განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ბანკის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ, თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის კლიენტის დანაშაულებრივი ან განზრახი ქმედებით.
3.32.2. თუ ბანკმა არ უზრუნველყო შეტყობინების მიღება, თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის კლიენტის
დანაშაულებრივი ან განზრახი ქმედებით.
3.33. ბანკის პასუხისმგებელია დამდგარ ზიანზე თუ მის მიერ განზრახ ან ბრალეული ქმედებით არ შესრულდება გადახდის ოპერაცია, ან შესრულდება არასწორად ან ვადის დარღვევით.
3.34. არაავტორიზებულად ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შემთხვევაში ბანკი კლიენტს
Chargeback-ის თანხას ჩაურიცხავს ბანკის მიერ თანხის დაბრუნებისთანავე.
3.35. იმ შემთხვევაში თუ Visa, Mastercard ან Amex საერთაშირისო წესებითა და ბანკში დადგენილი პროცედურების შესაბამისად დადგინდება, რომ კლიენტი ვალდებულია ბანკს დაუბრუნოს Chargeback- ის სახით ჩარიცხული თანხა, თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში.
3.36. იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ ვადაში არ განხორციელდება Chargeback-ის სახით ჩარიცხული თანხის დაბრუნება, ბანკი უფლებამოსილია კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის, აგრეთვე კლიენტისათვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე უნივერსალურ ანგარიშზე დაუშვას არასანქცირებული ლიმიტი Chargeback-ით ჩარიცხული თანხის ოდენობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3.37. თუ საოპერაციო თარიღი ემთხვევა არასაბანკო დღეს, ოპერაცია განხორციელდება მომდევნო საბანკო დღის თარიღით, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს მის მიერ გადასახდელი ყველა გადასახდელი, მათ შორის გადასახდელები, რომლებიც შესაძლოა გათვალისწინებული იყოს მომდევნო საბანკო დღისთვის.
3.38. ბანკი არ არის პასუხისმგებელი სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ SMS-ების დაგვიანებით ან შეფერხებით გაგზავნის ფაქტზე.
3.39. მომსახურების გაწევის მიზნით, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლიც წარმოუდგინოს ბანკს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
3.40. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ბანკს იმ მინდობილობის/რწმუნებულების/დავალების ხელშეკრულების ნებისმიერი სახისა და ფორმით ცვლილების (მათ შორის: მათში ცვლილებების/დამატებების შეტანა, გაუქმება, მოქმედების შეჩერება და ა.შ.), რომელშიც იგი წარმოდგენილია მიმნდობის/მარწმუნებლის თუ მინდობილი პირის/რწმუნებულის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი არ აგებს პასუხს შესაძლო ან დამდგარ ზიანზე/ზარალზე.
3.41. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლიც წერილობით აცნობოს ბანკს მისი ნებისმიერი სახის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დაკარგვის/გაუქმების/ნემისმიერი ფორმით მისი მფლობელობიდან გასვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი არ აგებს პასუხს შესაძლო ან დამდგარ ზიანზე/ზარალზე.
3.42. კლიენტი იღებს ვალდებულებას პერიოდულად გაეცნოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, მათ შორის განცხადებებს, ცვლილებებსა და დამატებებს.
3.43. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ ბანკში დაფიქსირებულ ნებისმიერ საკომუნიკაციო არხზე (მათ შორის ტელეფონზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ა.შ.) მიიღოს პირდაპირი მარკეტინგის (სარეკლამო), აგრეთვე, საბანკო პროდუქტების/საბანკო მომსახურებების შესახებ შეტყობინებები. თუ კლიენტის ბანკში დაფიქსირებული საკონტაქტო არხები ნებისმიერი ფორმით გასულია კლიენტის მფლობელობიდან/სარგებლობიდან და აღნიშნულის შესახებ კლიენტს არ განუცხადებია ბანკში წერილობით, ბანკი არ აგებს პასუხს შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით, ან შესაძლო ან დამდგარ ზიანზე/ზარალზე, რომელიც გამოწვეულია შეტყობინებების გაგზავნით.
3.44. კლიენტის მიერ ბანკში სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ განაცხადის შევსება ავტომატურად არ იწვევს იმ საკონტაქტო არხების ცვლილებას, რომელიც მოცემულია კონკრეტული საბანკო პროდუქტის/საბანკო მომსახურების მოთხოვნის/მიღების განაცხადში.
3.45. ვალუტის გადაცვლისას მიმდინარე ანგარიშზე შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ვალუტით მეორე ვალუტის შეძენა, ამგვარი ოპერაციის საწარმოებლად საჭირო თანხის მიმდინარე ანგარიშზე არსებობის შემთხვევაში.
3.46. ვალუტის გადაცვლა განხორციელდება ვალუტის გადაცვლის დროს ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსის შესაბამისად.
3.47. ბანკი უფლებამოსილია კლიენტის მიერ ვალუტის გადაცვლის შესახებ დავალების მიღების მომენტიდან, კლიენტის ანგარიშზე დაბლოკოს თანხა, რომელიც აუცილებელია დავალების შესასრულებლად (მათ შორის ვალუტის გადაცვლისათვის გათვალისწინებული საკომისიო).
3.48. ბანკის ბანკომატის მიერ დაკავებული თანხის დაბრუნება განხორციელდება კლიენტის შესაბამისი განაცხადიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ბანკი დაადგენს, რომ კლიენტს არასწორად დაუბრუნდა თანხა, ბანკი უფლებამოსილია კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის, აგრეთვე კლიენტისათვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე:
3.48.1. ნებისმიერი ანგარიშიდან ჩამოჭრას დაბრუნებული თანხა, ხოლო;
3.48.2. ანგარიშ(ებ)ზე თანხის არ არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად დაუშვას არასანქცირებული ლიმიტი დაბრუნებული თანხის ოდენობით.
3.49. სხვადასხვა ვებ გვერდებიდან (მათ შორის სათამაშო დაწესებულებებიდან) თანხის კლიენტის ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, აღნიშნული თანხის ასახვა განხორციელდება ჩარიცხვიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში, მიუხედავად წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული დათქმისა კლიენტი უფლებამოსილია გაანაღდოს მოგებული თანხა ჩარიცხვისთანვე ან განახორციელოს გადახდა პოს ტერმინალის საშუალებით.
3.50. უცხოური ანგარიშების საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) მიზანს წარმოადგენს აშშ-ს საგადასახადო კანონმდებლობით და აშშ-სა და საქართველოს შორის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით (IGA) გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
3.51. იმ შემთხვევაში თუ:
3.51.1. კლიენტი წარმოადგენს აშშ-ს მოქალაქეს ან/და აშშ-ს გადასახადის გადამხდელ რეზიდენტს, კლიენტმა ბანკში უნდა წარმოადგინოს აშშ-ს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნისა და დადასტურების ფორმა, რომელიც შემუშავებულია აშშ-ს შემოსავლების სამსახურის მიერ (ფორმა იხილეთ ლინკზე: http://www.irs.gov/pub/irs-pdf/fw9.pdf) ან მისი შემცვლელი ფორმა (ფორმა W-9), რომელსაც ბანკი გადასცემს კლიენტს.
3.51.2. კლიენტი არ არის აშშ-ს მოქალაქე ან/და აშშ-ს გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი და მაგრამ დაბადებულია აშშ-ში, კლიენტმა ბანკში უნდა წარმოადგინოს აშშ-ს საგადასახადო დაბეგვრისა და რეპორტინგის მიზნებისთვის ფიზიკური პირის უცხოური სტატუსის დადასტურების ფორმა, რომელიც შემუშავებულია აშშ-ს შემოსავლების სამსახურის მიერ (ფორმა იხილეთ ლინკზე: http://www.irs.gov/pub/irs-pdf/fw8ben.pdf) შესაბამის ახსნა განმარტებასთან (აშშ-ს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ, ან რატომ არ იქნა მოპოვებული აშშ-ს მოქალაქეობა) ან აშშ-ს მოქალაქეობის დაკარგვის დოკუმენტთან ერთად, ან მისი შემცვლელი ფორმა (ფორმა W-8BEN), რომელსაც ბანკი გადასცემს კლიენტს.
3.51.3. კლიენტი არ არის აშშ-ს მოქალაქე ან/და აშშ-ს გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი, თუმცა ფლობს
რეგისტრაციის/ფაქტობრივ მისამართს აშშ-ში ან/და ტელეფონის ნომერს, რომელიც აღრიცხულია/რეგისტრირებულია აშშ-ში ან/და ანგარიშის გახსნაზე უფლებამოსილ წარმომადგენელს გააჩნია რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი აშშ-ში ან/და კლიენტი აძლევს ბანკს მუდმივ საგადახდო დავალებას აშშ-ში არსებულ ანგარიშებზე გადარიცხვის განსახორციელებლად, კლიენტმა ბანკში უნდა წარმოადგინოს აშშ-ს საგადასახადო დაბეგვრისა და რეპორტინგის მიზნებისთვის ფიზიკური პირის უცხოური სტატუსის დადასტურების ფორმა, რომელიც შემუშავებულია აშშ-ს შემოსავლების სამსახურის მიერ (ფორმა იხილეთ ლინკზე: http://www.irs.gov/pub/irs-pdf/fw8ben.pdf) ან მისი შემცვლელი ფორმა (ფორმა W-8BEN), რომელსაც ბანკი გადასცემს კლიენტს.
3.52. იმ შემთხვევაში თუ ფორმა W-9 ან ფორმა W-8BEN არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი განაცხადის ხელმოწერიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ასევე შემდგომში ბანკისაგან დამატებითი შეტყობინების მიღების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებულ ვადაში, ბანკი არ იღებს პასუხიმგებლობას აღნიშნული ფორმის წარმოუდგენლობის გამო აშშ-ს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად კლიენტისათვის დაკისრებულ დამატებითი ვალდებულებებზე, აგრეთვე ბანკი უფლებამოსილია FATCA ან IGA ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, მიაწოდოს უფლებამოსილ სამსახურს კლიენტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია საბანკო ანგარიშების, ფინანსური ოპერაციების და ა.შ.), რომელიც დაცული იქნება ბანკში.
3.53. FATCA მიზნებისა და IGA ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად:
3.53.1. კლიენტი აცხადებს, რომ კლიენტის მიერ ბანკისათვის გადაცემული ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;
3.53.2. კლიენტი ვალდებულია:
3.53.2.1. აცნობოს ბანკს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცვლილება მის მიერ მოწოდებულ ზემოაღნიშნული ფორმებში ასახულ ინფორმაციაში, აღნიშნული გარემოებების წარმოქმნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
3.53.2.2. ითანამშრომლოს ბანკთან.
3.53.2.3. ბანკისთვის ინფორმაციის გადაცემამდე კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, მოიპოვოს თანხმობა იმ პირების პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, ვის შესახებაც ბანკს გადასცემს ინფორმაციას.
3.54. კლიენტი პასუხისმგებელია ზიანზე (ზარალზე), ნებისმიერ ქმედებაზე, დანახარჯზე, ვალდებულებაზე, რომელიც შეიძლება დაეკისროს ბანკს FATCA ან IGA ხელშეკრულების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ფორმით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
3.55. მხარეები თანხმდებიან, რომ CRS რეგულაციით დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში:
3.55.1. კანონმდებლობის საფუძველზე, CRS რეგულაციიდან გამომდინარე, ამავე რეგულაციით განსაზღვრულ შემთხვევებში ბანკი ვალდებულია, მოიპოვოს კლიენტის შესახებ CRS რეგულაციით განსაზღვრული ინფორმაცია და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვროს არის თუ არა კლიენტი CRS ანგარიშგებას დაქვემდებარებული პირი. კლიენტის ანგარიშგებას დაქვემდებარბულ პირად განსაზღვრის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია მოპოვებული და მის ხელთ არსებული კლიენტის შესახებ ინფორმაცია გადასცეს შესაბამის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოებს, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირს – შემოსავლების სამსახურს.
3.55.2. CRS რეგულაციის საფუძველზე კლიენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება/დამუშავება ხდება იმ მიზნით, რომ დადგინდეს CRS რეგულაციით განსაზღვრულ შესაბამისი იურისდიქციის ქვეყანაში კლიენტის საგადასახადო/გადასახადის გადამხდელ რეზიდენტად ყოფნის ფაქტი და მისი გადასახადის გადამხდელის ნომერი, რის საფუძველზეც აღნიშნული ინფორმაცია და კლიენტის შესახებ ბანკში არსებული ინფორმაცია (მათ, შორის და არა მხოლოდ ინფორმაცია, რომ პირი, არის/აღარ არის ბანკის კლიენტი, ანგარიშის ნომერი, ანგარიშზე არსებული/ჩარიცხული თანხები) მიეწოდება შესაბამისი ქვეყნის/იურისდიქციის საგადასახადო ორგანოებს.
3.55.3. CRS რეგულაციის საფუძველზე ბანკის მიერ კლიენტის შესახებ იფორმაციის მოპოვებისას:
3.55.3.1. კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც კლიენტი ბანკს აწვდის თვითდეკლარაციის ფორმის შევსების გზით, ბანკი ადგენს კლიენტი არის თუ არა CRS ანგარიშგებას დაქვემდებარებული პირი.
3.55.3.2. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ მოწოდებულ და ბანკში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ კლიენტი არის CRS ანგარიშგებას დაქვემდებარებული პირი, ბანკი კლიენტის შესახებ ბანკში არსებულ ინფორმაციას მიაწვდის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოებს, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირს – შემოსავლების სამსახურს.
3.55.3.3. ბანკი არ არის ვალდებული და არ განსაზღვრავს CRS რეგულაციის მიზნებიდან გამომდინარე კლიენტის შესაბამის იურისდიქციაში საგადასახადო/გადასახადის გადამხდელ რეზიდენტობის სტატუსს. შესაბამისად, ბანკი არ არის ვალდებული კლიენტს მისცეს რაიმე სახის მითითება/რჩევა აღნიშნულთან დაკავშირებით. თუ კლიენტმა არ იცის ან/და არ შეუძლია განსაზღვროს საგადასახადო რეზიდენტობა, კლიენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს შესაბამისი კვალიფიკაციის საგადასახადო სპეციალისტს/ორგანოს.
3.55.3.4. ბანკი უფლებამოსილია კლიენტისგან მოიპოვოს ბანკის მიერ დადგენილი თვითდეკლარაციის სრულად/სათანადოდ შევსებული ფორმ(ებ)ი, ხოლო კლიენტი ვალდებულია სრულად შეავსოს და ბანკს გადასცეს თვითდეკლარაციის ფორმა.
3.55.3.5. ბანკი უფლებამოსილია უარი უთხრას კლიენტს ანგარიშის გახსნაზე, დახუროს არსებული ანგარიში, ან/და შეუზღუდოს ანგარიშით სარგებლობის უფლება, თუ კლიენტი უარს აცხადებს ბანკისთვის თვითდეკლარაციის ფორმის წარდგენაზე ან/და ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე.
3.55.3.6. ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს კლიენტის მიერ მისთვის წარდგენილი ინფორმაციის სისწორე/შესაბამისობა მის ხელთ არსებულ ან/და მოპოვებულ ინფორმაციასთან და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს კლიენტისგან კიდევ ერთხელ თვითდეკლარაციის ფორმის სრულად/სათანადოდ შევასება და ბანკისთვის წარდგენა;
3.55.3.7. კლიენტის მიერ თვითდეკლარაციის ფორმის შეუსვებლობის ან/და წარუდგენლობის შემთხვევაში ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი
საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მის ხელთ არსებული კლიენტის ინფორმაცია წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოებს, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირს – შემოსავლების სამსახურს.
3.55.3.8. კლიენტის შესახებ ინფორმაცია, შესახებ ბანკისათვის მიწოდებული/ბანკის ხელთ არსებული/მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიეწოდება შესაბამის საგადასახადო ორგანოებს მხოლოდ CRS რეგულაციით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
3.55.4. კლიენტი აცხადებს/თანახმაა, რომ:
3.55.4.1. კლიენტის მიერ ბანკისათვის გადაცემული ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;
3.55.4.2. მისთვის ცნობილია, რომ მის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ასევე კლიენტის ბანკის ხელთ არსებული ინფორმაცია, CRS რეგულაციის შესაბამისად, ზიარდება იმ ქვეყნის/იურისდიქციის საგადასახადო ორგანოებთან, სადაც კლიენტის მიერ მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, კლიენტი ფიქსირდება საგადასახადო/გადასახადის გადამხდელ რეზიდენტად.
3.55.4.3. დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ნებისმიერი გარემოების ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი სახის ცვლილება მის მიერ ბანკისათვის მიწოდებულ თვითდეკლარაციის ფორმაში ასახულ ინფორმაციაში და ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ბანკს ახალი თვითდეკლარაციის ფორმა.
3.55.4.4. ბანკისთვის ინფორმაციის გადაცემამდე კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, მოიპოვოს თანხმობა იმ პირების პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, ვის შესახებაც ბანკს გადასცემს ინფორმაციას.
3.55.4.5. აქვს კითხვარის/თვითდეკლარაციის ფორმის ბანკისათვის წარდგენის და მასზე ხელმოწერის უფლებამოსილება.
3.55.4.6 კლიენტი პასუხისმგებელია თვითდეკლარაციის ფორმით ბანკისთვის მიწოდებულ ინფორმაციის სიზუსტეზე და უტყუარობაზე, ამასთან კლიენტი სრულად აგებს პასუხს ნებისმიერ ზიანზე ან/და ზარალზე, რომელიც შეიძლება მიადგეს ბანკს კლიენტის ნებისმიერი ქმედებიდან გამომდინარე, CRS რეგულაციის მოთხოვნილი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არასათანადო შესრულების გამო.
3.56. თუ კლიენტი არასრულწლოვანია და იგი ბანკში წარმოდგენილია კანონიერი წარმომადგენლის მიერ, კანონიერი წარმომადგენელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პასუხისმგებელია, დისტანციური საბანკო მომსახურების ფარგლებში, კლიენტის მიერ შესრულებულ ნებისმიერ ოპერაციაზე, ასევე, წინასწარ აცხადებს თანხმობას საკომისიოს, პირგასამტეხლოს და სხვა გადასახდელების გადახდის თაობაზე, რომელიც შეიძლება წარმოეშვას კლიენტს მის მიერ საბანკო პროდუქტების/საბანკო მომსახურების სარგებლობასთან/გამოყენებასთან დაკავშირებით და ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია, რომ ბანკი, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეტყობინების გაგზავნის გარეშე, შეზღუდოს ან/და შეცვალოს საბანკო მომსახურების ფარგლებში არასრულწლოვანი კლიენტისთვის ნებადართული ოპერაციების ჩამონათვალი ან/და დააწესოს ოპერაციების ლიმიტები.
3.57. თუ ბანკში კლიენტის სახელზე ფიქსირდება ნებისმიერი სახის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა და ამავდროულად კლიენტი სარგებლობს ოვერდრაფტით ან/და საკრედიტო ბარათით, მიუხედავად იმისა თუ რა ფიქსირდება დავალიანების ან/და ანგარიშზე არსებული თანხების შესახებ ცნობაში ან/და სხვა სახის დოკუმენტში, ოვერდრაფტის ან/და საკრედიტო ბარათთან მიმართებაში საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა გავრცელდება იმ თანხაზე, რომელიც განთავსდება შესაბამისი ოვერდრაფტის ან/და საკრედიტო ბარათის ანგარიშზე, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის დაფიქსირების შემდგომ.
3.58. კლიენტისთვის ცნობილია, რომ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge.
3.59. კლიენტისათვის ბანკის მიერ ან/და ბანკის სხვა კლიენტის მიერ მომსახურების გაწევის მიზნით, ბანკი უფლებამოსილია მის მიერ განსაზღვრული ფორმითა და შინაარსით, კლიენტის კრედიტუნარიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს თავად კლიენტს ან/და მესამე პირს.
3.60. ბანკი უფლებამოსილია, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ბანკში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, კლიენტის მიერ მოთხოვნილი ოპერაციების დამუშავებისა და
განხორციელების მიზნით ბანკის მიერ გასაწევი ფინანსური და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, დააწესოს საკომისიოს განსხვავებული ოდენობა, მათ შორის საკომისიოს განსხვავებული ოდენობა დააწესოს კლიენტისთვის წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, განსხვავებული საკომისიოს დაწესების შემთხვევაში კლიენტის მიმართ მოქმედებს შეტყობინებით განსაზღვრული ან/და დამატებით შეთანხმებული საკომისიო.
3.61. ბანკი უფლებამოსილია, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვითა და ბანკში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, კლიენტის მიერ ერთ საბანკო პროდუქტთან/საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით გადაცემული ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები) დაამუშავოს კლიენტის მიერ სხვა ნებისმიერი საბანკო პროდუქტებით/საბანკო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში ბანკის უფლებების განხორციელების მიზნით.
3.62. ბანკი უფლებამოსილია დააწესოს დამატებითი პირობები კლიენტის მიერ მოთხოვნილი კრედიტის (ან საბანკო კრედიტი ან სესხი) გაცემასთან დაკავშირებით, მათ შორის, დააწესოს კონკრეტული კრედიტის (ან საბანკო კრედიტი ან სესხი) დაბრუნების ვადები, მიზნობრიობა ან/და სხვა დამატებითი პირობები.
3.63. კლიენტი, ბანკის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი საბანკო პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობით, ავტომატურად, სრულად ეთანხმება აღნიშნულ საბანკო პროდუქტთან/მომსახურებასთან დაკავშირებულ პირობებს/ინფორმაციას, რომელიც განთავსებულია ბანკის ვებ-გვერდზე. ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს აღნიშნული პირობები/ინფორმაცია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ბანკის მეირ განსაზღვრული სხვა ფორმით.
3.64. ანგარიშზე არასანქცირებული ლიმიტის დაშვების შემთხვევაში კლიენტს დაერიცხება კლიენტის მიერ გამოყენებული არასანქცირებულ ლიმიტის წლიური 24%, თუ კლიენტის მიერ არ ხდება კლიენტსა და ბანკს შორის შეთანხმებული ოვერდრაფტის ლიმიტის გადახარჯვა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არასანქცირებული ლიმიტის დაშვება ხორციელდება ოვერდრაფტის ლიმიტის გადახარჯვის ფარგლებში, კლიენტს გამოყენებული არასანქცირებული ლიმიტის თანხაზე დაერიცხება ის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია ოვერდრაფტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ბანკსა და სახელფასო პროგრამაში ჩართულ ბანკის კლიენტ მესამე პირს შორის, რომელშიც დასაქმებულია კლიენტი, შეთანხმებულია კლიენტის მიერ ოვერდრაფტით სარგებლობის შემთხვევაში მასზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი, სახელფასო პროგრამის ფარგლებში კლიენტის მიერ აღებულ ბარათთან დაკავშირებულ ანგარიშზე არასანქცირებული ლიმიტის დაშვების შემთხვევაში კლიენტს დაერიცხება კლიენტის მიერ გამოყენებული არასანქცირებული ლიმიტის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც კლიენტის მიერ ბარათის შეკვეთის მომენტში შეთანხმებულია ბანკსა და ბანკის კლიენტ მესამე პირს შორის, მაგრამ არაუმეტეს წლიური 24%-ისა.
4. საბანკო პროდუქტების ჩამონათვალი
4.1. ანგარიში;
4.2. ავტომატური გადახდები;
4.3. მუდმივი საგადასახადო დავალება;
4.4. ბარათი;
4.5. იმეილ ბანკი
4.6. ინტერნეტ ბანკი;
4.7. მობილ ბანკი;
4.8. SMS ბანკი;
4.9. Pay Sticker;
4.10. ბარათის დაცვის მომსახურება;
4.11. კრედიტი;
4.12. ელვა;
4.13. ელექტრონული ყულაბა;
4.14. კურიერ სერვისი;
4.15. ტელეფონ ბანკი;
4.16. ბარათის ადგილზე მიტანის სერვისი;
4.17. Digipass;
4.18. ანაბარი „სტანდარტი” (36, 48 ან 60 თვიანი, შეგროვებადი);
4.19. ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის გამოყენებით კონვერტაცია;
4.20. QR გადახდა;
4.21. ანგარიშთა პაკეტი;
4.22. BMatch-ის გამოყენებით კონვერტაცია;
4.23. ინდივიდუალური სეიფი.
4.24. BOG sCoolApp
5. მხარეთა უფლება-მოვალეობები
5.1. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები:
5.1.1. უფლებამოსილნი არიან სრულად და ჯეროვნად ისარგებლონ ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით;
5.1.2. მოვალენი არიან კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულონ ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები.
5.2. ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ და ცალმხრივად, (მათ შორის, შეუზღუდავად, ხელშეკრულებით პირდაპირ განსაზღვრულ სპეციფიკურ შემთხვევებში) კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე:
5.2.1. სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს ან/და დროებით შეწყვიტოს საბანკო პროდუქტით მომსახურება ნებისმიერ დროს, რის თაობაზეც ბანკი აცნობებს კლიენტს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, თუმცა ბანკის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა არ ჩაითვლება მის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევად.
5.2.2. პერიოდულად მოიძიოს კლიენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია დაცული იყოს
ჯგუფის კომპანიებში;
5.2.3. პერიოდულად გადასცეს ჯგუფის კომპანიებს ან/და სხვა ნებისმიერ მესამე პირს კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის კლიენტის პერსონალური მონაცემები ან/და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია)) კლიენტისთვის სხვადასხვა მომსახურების/პროდუქტის შეთავაზებისთვის, გაწევისთვის, გასაუმჯობესებლად ან განვითარებისთვის, აგრეთვე ბანკის ან/და მესამე პირის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობაში, გათამაშებაში, კამპანიაში, აქციაში კლიენტის მონაწილეობის მიღების ან/და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით;
5.2.4. კლიენტისათვის შესაბამისი კორესპონდენციის გაგზავნის/ჩაბარების მიზნით საკურიერო კომპანიას გადასცეს კლიენტის, კლიენტის მინდობილი პირის, თუ სხვა რწმუნებული პირების, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიიღონ/ჩაიბარონ კლიენტისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია, პერსონალური მონაცემები;
5.2.5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადაანდოს/გადასცეს მესამე პირს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთ გადანდობას/გადაცემას შესაძლოა მოჰყვეს ბანკის მხრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულების გარანტიის შესუსტება;
5.2.6. კლიენტის შესახებ ინფორმაცია და მის ხელთ არსებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია (მიუხედავად იმისა ამგვარი ინფორმაცია მიღებულია თავად კლიენტის მხრიდან თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით) გადასცეს მესამე პირს, ბანკის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ან/და კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით;
5.2.7. კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან ჩამოჭრას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული თანხები და მიმართოს შესაბამისი მოთხოვნის დასაფარად;
5.2.8. კლიენტის დავალების (მიუხედავად იმისა შესრულდება თუ არა დავალება) რეკვიზიტები ან/და ბანკში არსებული მისი ნებისმიერი მონაცემი/ინფორმაცია გადასცეს მიმღებს, აგრეთვე ნებისმიერ მესამე პირს, რომელიც დაკავშირებულია/შესაძლებელია დაკავშირებული იყოს დავალების შესრულებასთან;
5.2.9. სამართალ დამცავ ორგანოებს ან სხვა მესამე პირებს მიაწოდოს ინფორმაცია კლიენტის ან კლიენტთან დაკავშირებული საბანკო პროდუქტების/საბანკო მომსახურების შესახებ, თუ ბანკი მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის მიწოდება დაეხმარება ზარალის თავიდან აცილებასა ან ანაზღაურებაში;
5.2.10. გამოიყენოს ნებისმიერი საკომუნიკაციო არხი ავტომატური ხმოვანი შეტყობინების საშუალებით
კლიენტისათვის ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდებისას, მათ შორის ფიქსირებული
ტელეფონის ნომერი, იმ შემთხვევაში თუ კლიენტის მიერ ბანკისათვის დაგაცემულ განაცხადში მითითებულია ფიქსირებული ტელეფონის ნომერი. ბანკი თავისუფლდება ყოველგვარი პაუხისმებლობისგან თუ ავტომატური ხმოვანი შეტყობინების გაგზავნას, მათ შორის ფიქსირებული ტელეფონის ნომერის საშუალებით ინფორმაციის მიწოდებას, მოჰყვა კლიენტის შესახებ ინფორმაციის მესამე პირისათვის გადაცემა.
5.2.11. შეინახოს კლიენტის ბანკთან არსებული მიმოწერა (როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული) და სატელეფონო ჩანაწერები. ამასთან, კლიენტი ადასტურებს, რომ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული მონაცემები (ინფორმაცია) შესაძლოა ბანკის მიერ გამოყენებულ იქნეს მტკიცებულების სახით, იგი წარმოადგენს ბანკის საკუთრებას და აქვს იურიდიული ძალა.
5.3. კლიენტი ვალდებულია:
5.3.1. ბანკისათვის განაცხადის წარდგენიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ ისარგებლოს მის მიერ მოთხოვნილი საბანკო პროდუქტით/მომსახურებით (თუ უშუალოდ საბანკო პროდუქტით/მომსახურებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული). იმ შემთხვევაში თუ კლიენტი აღნიშნული ვადის განმავლობაში არც ერთხელ არ ისარგებლებს მოთხოვნილი საბანკო პროდუქტით/მომსახურებით, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეუწყვიტოს/შეუჩეროს კლიენტს შესაბამის საბანკო პროდუქტთი/მომსახურება. ერთ–ერთ საბანკო პროდუქტის/მომსახურების შეწყვეტა/შეჩრება არ იწვევს სხვა საბანკო პროდუქტის/მომსახურების შეწყვეტას/შეჩერებას. ამასთან, თუ კლიენტის სარგებლობაში დარჩენილია მხოლოდ ერთი საბანკო პროდუქტი/მომსახურება, მისი მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება.
5.3.2. განაცხადში მითითებული/ბანკისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემული ინფორმაციის/მონაცემების ცვლილებისას დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს ბანკს ცვლილების თაობაზე. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ბანკი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ განაცხადში დაფიქსირებული ან ბანკისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემული ინფორმაცია არ შეესაბამება კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ამის გამო კლიენტი ვერ მიიღებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომსახურებას, ან დაირღვევა ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ცვლილებების შესახებ შესაბამისი შეტყობინების განხორციელებამდე ბანკის კომუნიკაცია მის ხელთ არსებულ ნებისმიერ საკონტაქტო მონაცემზე ჩაითვლება სათანადოდ გაგზავნილად კლიენტისათვის და ბანკი არ აგებს პასუხს ინფრომაციის კონფიდენციალურობის შესაძლო დარღვევაზე, ან მისგან წარმოშობილ ზიანზე/ზარალზე.
5.4. კლიენტი უფლებამოსილია:
5.4.1. ნებისმიერ დროს, შესაბამისი განაცხადით მოსთხოვოს ბანკს საბანკო პროდუქტის/მომსახურების შეწყვეტა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს კონკრეტული საბანკო პროდუქტიდან/მომსახურებიდან გამომდინარე არ გააჩნია რაიმე სახის შეუსრულებელი ვალდებულება (ფინანსური თუ ნებისმიერი სხვა სახის) ბანკის წინაშე.
6. განცხადებები და გარანტიები
6.1. კლიენტი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
6.1.1. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების დროისათვის არის/იქნება ქმედუნარიანი (მათ შორის, შექმნილი კანონმდებლობით დადგენილი წესით);
6.1.2. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
6.1.3. ბანკის მიერ მომსახურების გაწევისას, კლიენტის მიერ ბანკისთვის წარდგენილი/გადაცემული
ინფორმაცია/მონაცემები ზუსტი, უტყუარი და სრულია.
6.1.4. ოპერაციის შესრულებით არ დაირღვევა სხვა ხელშეკრულებების პირობები ან კლიენტის სხვა ვალდებულებები (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) ან რაიმე სახის კანონი, დებულება, წესი, განკარგულება, სასამართლო გადაწყვეტილება, ბრძანება, მითითება, სასამართლო დადგენილება ან სახელმწიფოს, სახელმწიფო ან მარეგულირებელი, სასამართლო ან საარბიტრაჟო ორგანოს მიერ დაწესებული რაიმე შეზღუდვა, რომლის დაცვაზეც კლიენტი პასუხისმგებელია. ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ოპერაციის შესრულება არ მოვა წინააღმდეგობაში ან არ დაარღვევს რაიმე სახის ხელშეკრულებას, კონტრაქტს, ლიცენზიას ან სხვა სახის შეთანხმებას, რომლის მხარესაც კლიენტი წარმოადგენს;
6.1.5. მომავალში დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებული იქნება ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
6.1.6. ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულები იდება/დაიდება მის მიერ ნებაყოფლობით, ბანკის ან მესამე პირის მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;
6.1.7. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადება და შესრულება არ იწვევს/გამოიწვევს იმ სახელშეკრულებო, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო), კანონმდებლობის ან/და სხვა ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაზეც ის პასუხისმგებელია;
6.1.8. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ის არ მონაწილეობს არც ერთ დავაში (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის ან სხვა სახით), რითიცსაფრთხე ექმნება მის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
6.1.9. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადებისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება საკუთარ წესდებასთან ან/და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტთან და ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
6.1.10. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადებისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის იგი იცავს და დაიცავს ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა გარიგების პირობებს, ან/და სხვა ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
6.1.11. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების და მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი მხრიდან ადგილი არ აქვს/ექნება კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს (ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის და სხვა), მათ შორის: ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ, დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წეს(ებ)ის წინააღმდეგ, დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ, დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ და ფულად-საკრედიტო სისტემაში. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად:
6.1.11.1. არ არის/იქნება დაკავებული იმგვარი საქონლის ან/და პროდუქტის ვაჭრობით ან/და წარმოებით თუ სხვა საქმიანობით, რაც აკრძალულია კანონმდებლობით. მათ შორის, აკრძალული მეთოდებით არ აწარმოებს თევზჭერას;
6.1.11.2. არ აწარმოებს ან/და ვაჭრობს/ივაჭრებს იარაღით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ვაჭრობა წარმოადგენს კლიენტის ძირითად საქმიანობას), რადიოაქტიული მასალებით (გარდა სამედიცინო ან/და ხარისხის კონტროლის აპარატურისა), ასბესტოს ბოჭკოთი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი გამოთქვამს თანხმობას ცალკეული ტიპის საქმიანობაზე ან/და პროდუქტებზე), ტროპიკული ტყეების კანონმდებლობით აკრძალული სხვა ფლორისა და ფაუნის ინდივიდებით;
6.1.11.3. არ იყენებს/გამოიყენებს ძირითად საქმიანობაში არასრულწლოვანთა ან იძულებით შრომას;
6.1.11.4. უზრუნველყოფს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლებას;
6.1.12. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ბანკის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება, ასევე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას;
6.1.13. მისთვის ცნობილია, რომ ბანკის პოლიტიკა მკაცრად კრძალავს ბანკის დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის მონაწილეობას იმგვარ ქმედებებში, რაც გულისხმობს ღირებულების მქონე რაიმე ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეთავაზებას ან მიღებას (პირდაპირ თუ არაპირდაპირ), ამა თუ იმ პირის, ბანკის, მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული
პირის ან მისი კლიენტის მიერ სარგებლის მიღების, ბიზნესის არაკეთილსინდისიერად მოპოვების ან შენარჩუნების ან/და სხვაგვარი ბიზნეს უპირატესობის მიღების მიზნით;
6.1.14. მას (მათ შორის არც მის დირექტორს, უფლებამოსილ პირს, წარმომადგენელს, თანამშრომელს ან სხვა პერსონალს) ან მასთან დაკავშირებული პირს ან/და მის აფილირებულ პირს:
6.1.14.1. პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუხდია ან მიუღია (ან ჩართულა რაიმე გარიგებაში, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხადოს ან მიიღოს), ნებისმიერი უკანონო ან/და დაფარული გადასახადი, ქრთამი ან ანაზღაურება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ხელშეკრულებას ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებას; ან/და
6.1.14.2. არ განუხორციელებია რაიმე ქმედება (ფარული შეთანხმების ჩათვლით), რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადებაზე, რომლის მიზანია ფასების ხელოვნური რეგულირება ან/და არაკონკურენტული გარემოს შექმნა; ან/და
6.1.14.3. არ შეუთავაზებია ან მიუღია ღირებულების მქონე რაიმე ნივთი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა ბანკის, მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ქმედებებზე, ასევე რომელიმე ზემოაღნიშნული პირის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მუქარას მისი ქონების ან რეპუტაციის მიმართ, ბიზნეს უპირატესობის არაკეთილსინდისიერად მოპოვების, ან ბიზნესის წარმოების მიზნით; ან/და
6.1.14.4. სხვაგვარად არ ყოფილა ჩაბმული კორუფციულ საქმიანობაში.
6.2. ბანკის პოლიტიკის ან ნებისმიერი ზემოაღნიშნული დებულების დარღვევა გამოიწვევს კლიენტისათვის ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საბანკო მომსახურების (მათ შორის, კრედიტი, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი, გარანტიები, აკრედიტივები და სხვა სახის დოკუმენტალური ოპერაციები) ან მისი ნაწილით სარგებლობის უფლების შეწყვეტას ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთან, ამგვარი შეწყვეტა არ გამორიცხავს კლიენტის ან/და მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის პასუხისმგებლობას და შესაბამის სანქციებს, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით (მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც).
6.3. კლიენტის აღნიშნული განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
6.4. კლიენტი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ბანკს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან და გარანტიებთან ან/და გამოიწვიოს მათი დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება კლიენტის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას.
6.4.1. მხარეები აცხადებენ და აცნობიერებენ, რომ ბანკი მხოლოდ კლიენტის ზემოაღნიშნული განცხადებების და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებს/დადებს და შეასრულებს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
6.4.2. კლიენტი ყველანარი საშუალებით უზრუნველყოფს, რომ მასთან დაკავშირებულმა პირებმა (ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დამატებითი ბარათის მფლობელ(ებ)ს) ხელშეკრულების მთლიანი ვადის განმავლობაში არ განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელიც გამოიწვევს აქ მოყვანილი გარანტიების დარღვევას.
6.4.3. აღნიშნული განცხადებების დარღვევის შემთვევაში (არ იზღუდება ბანკის უფლება მოითხოვოს ზიანის ანზღაურება, რომელიც გამოწვეული იქნება გარანტიების ამგვარი დარღვევით), თუ კლიენტი ვერ შეძლებს ამ დარღვევის აღმოფხვრას დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში, კლიენტი თანახმაა ბანკს აუნაზღაუროს და დაიცვას ბანკი ნებისმიერი ზარალისგან (ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შედეგობრივ ზარალს), საჩივრისგან, ხარჯისგან (ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც ბანკი გაიღებს საკუთარი უფლებების განსახორციელებლად), იურიდიული პროცესისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას;
7. მხარეთა პასუხისმგებლობა
7.1. თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კლიენტი თანხმაა და აცხადებს, რომ საბანკო პროდუქტით განსაზღვრული მომსახურების განხორციელების პროცესში, ბანკი სრულად თავისუფლდება კლიენტის წინაშე ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან (მათ შორის, შეუზღუდავად, ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანის (ზარალის) ან/და დაკარგული მოგების, ბიზნესის, შემოსავლის ან დაგეგმილი დანაზოგების ანაზღაურების ვალდებულებისგან), რომელიც გამოწვეულია ბანკის ბრალეული ქმედების გარეშე.
7.2. ფორს-მაჟორის მოქმედების განმავლობაში არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, გარდა ფულადი ვალდებულებებისა, სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
7.3. მხარე, რომელსაც დაუდგა ფორს-მაჟორი, ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღისა, აცნობოს მეორე მხარეს შესაბამისი ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის და მისი/მათი სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორს-მაჟორის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
7.4. შეტყობინებაში მითითებული ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ი, თუ ისინი არ წარმოადგენენ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებს (გარემოებებს) ან მეორე მხარეს ეჭვი შეაქვს მათ ნამდვილობაში, შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის თაობაზე ცნობის მიღებიდან ან შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობაზე ეჭვის გამოთქმის თაობაზე შეტყობინების მეორე მხარისათვის გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობა უნდა დადასტურდეს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
7.5. თუ ფორს-მაჟორის მოქმედება, შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის თაობაზე ცნობის ან ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობის დადასტურების თაობაზე სათანადო ორგანოს დასკვნის მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, აღნიშნული 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღიანი ვადის გასვლიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღის ვადაში მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ ხელშეკრულების ბედი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ძალადაკარგულად ჩაითვლება.
7.6. კლიენტის მიერ ბანკის წინაშე შესასრულებელი ნებისმიერი ვადამოსული ან ვადამოუსვლელი ვალდებულების/გადასახდელის (მათ შორის ბანკსა და კლიენტს შორის არსებული ნებისმიერი სახის სახელშეკრულებო (მათ შორის ამ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული) ან/და არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ასევე ბანკის მიერ მესამე პირისგან შეძენილი მოთხოვნის საფუძველზე წარმოშობილი) სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად ბანკის უფლებებისა და მოთხოვნების რეალიზების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტის შემდგომი/დამატებითი თანხმობის ან/და აქცეპტის ან/და ინფორმირების გარეშე:
7.6.1. არ შეასრულოს კლიენტის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულება, მათ შორის არ გადაუხადოს კლიენტს მისთვის გადასახდელი ნებისმიერი თანხა, რაც შესაბამისი მოცულობით ჩაითვლება (გაიქვითება) კლიენტის მიერ ბანკისათვის შესასრულებელი ვალდებულების/ გადასახდელისანგარიშში. ბანკი უფლებამოსილია ვალდებულებათა გაქვითვა განახორციელოს იმ შემთხვევაშიც თუ ერთ-ერთი მოთხოვნის (შესაბამისად ბანკის ან კლიენტის მოთხოვნის) შესრულების ვადა არ იქნება დამდგარი გაქვითვის განხორციელების მომენტისათვის; ან/და
7.6.2. კანონმდებლობის შესაბამისად, კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშიდან, მათ შორის ნებისმიერი ტიპის დეპოზიტის ანგარიშიდან, უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა ვალდებულება/გადასახდელი, ხოლო თუ ვალდებულება/გადასახდელი და ანგარიშზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკმა თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის მასთან მოქმედი კომერციული კურსით, ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს ანგარიშიდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი ვალდებულების/გადასახდელის დასაფარად. ვალდებულების/გადასახდელის სრულად შესრულებამდე, ბანკი უფლებამოსილია, ბანკში დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად, განსაზღვროს საპროცენტო სარგებლის,
საკომისიოს, პირგასამტეხლოს ან/და სხვა სახის ფინანსური ხარჯის ოდენობა, ან/და კლიენტის ანგარიშზე დაუშვას არასანქცირებული ლიმიტი.
7.7. იმის გათვალისწინებით, რომ ბანკი მოქმედებს კლიენტის დავალებით, მომსახურების გაწევისას, კლიენტი აცხადებს თანხმობას იმის შესახებ, რომ აუნაზღაურებს და დაიცავს ბანკს ზიანისგან, ზარალისგან, სასამართლო ხარჯებისგან, კლიენტის ან მესამე მხარის მიერ (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დამატებითი ბარათის მფლობელებს) წამოწყებული საჩივრისგან, ქმედებისგან ან სასამართლოში წარდგენილი საჩივრისგან, რომლის შედეგადაც ბანკს მიადგა ზიანი ან ზარალი. ასევე კლიენტი აუნაზღაურებს და დაიცავს ბანკს ისეთი ზიანისაგან, რომელიც წარმოიშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შედეგად (ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დისტანციურ საბანკო მომსახურებას), ან ისეთი ზიანისაგან, რომელიც წარმოიქმნა ამგვარი მომსახურების (ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დისტანციურ საბანკო მომსახურებას) მეშვეობით განხორციელებული ოპერაციის შედეგად; კლიენტი აღიარებს, რომ აღნიშნული ოპერაციები განხორიელდება ბანკის მიერ მიღებული დავალებების და ავტორიზაციის შესაბამისად ამ პირობების მიხედვით და სხვა შესაბამისი განსაკუთრებული პირობების, ხელშეკრულებების, კონტრაქტების ან მსგავსი ინსტრუმენტების მიხედვით. კლიენტი აგრეთვე აცხადებს თანხმობას და ადასტურებს, რომ ზარალის ანაზღაურების პირობები ძალაში დარჩება და კლიენტისთვის მავალდებულებელი იურიდიული ძალა ექნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდება აღნიშნული საბანკო მომსახურების ნაწილობრივ ან მთლიანად გაუქმება.
7.8. კლიენტი აცხადებს და თანახმაა, რომ მას შესაძლოა მოუწიოს ზარალის ანაზღაურების შესახებ დამატებითი ხელშეკრულებების, განცხადებების ან სხვა მსგავს დოკუმენტზე ხელმოწერა და მათი/მისი შესრულება, განსაკუთრებით კი ისეთ ოპერაციებთან დაკავშირებით, რომლებიც წვდომის კოდ(ებ)ის გამოყენებით განხორციელდა. ამგვარი დამატებითი ხელშეკრულებები, განცხადებები და მსგავსი საშუალებები დაემატება და არ გამორიცხავს აქ მოყვანილ პირობებს ზარალის ანაზღაურების შესახებ.
7.9. კლიენტი აცნობიერებს და თანხმდება მასზედ, რომ იმ შემთხვევაში თუ გადახდის ოპერაციაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, კომერციული ბანკი ან/და შეტყობინების გაცვლის სისტემა (შემდგომში წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის - უცხოური აგენტი), აღნიშნული გადახდის ოპერაციის შესრულებისას ბანკი პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე მხოლოდ ისეთ ზიანზე (ზარალზე) რომელიც გამოწვეულია ბანკის მიერ გადახდის ოპერაციის უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ არასწორად შესრულებით და ბანკი არც ერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს კლიენტის წინაშე ისეთ ზიანზე (ზარალზე), რომელიც გამოწვეულია ამგვარი უცხოური აგენტის ქმედების ან/და უმოქმედობის შედეგად: (ა) გადახდის ოპერაციის შესრულების დაგვიანებით ან/და მისი ნაწილობრივ ან სრულად შეუსრულებლობით ან/და (ბ) კლიენტზე ნებისმიერი დამატებითი ხარჯის/საკომისიოს ან/და სანქციის დაკისრებით.
7.10. საბანკო პროდუქტი/მომსახურება შესაძლებელია გულისხმობდეს საბანკო პროდუქტთან/მომსახურებასთან დაკავშირებული პროდუქტის/მომსახურების მესამე პირ(ებ)ის მხრიდან გაწევას. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ბანკი არ არის პასუხისმგებელი (თუ ბანკის მიერ ამასთან დაკავშირებით პირდაპირ არ იქნება მითითებული) შესაბამის პროდუქტთან/მომსახურებასთან დაკავშრებით კლიენტისთვის მიყენებულ ნებისმიერი სახის ზიანზე (ზარალზე), ამასთან, კლიენტმა ნებისმიერი პრეტენზია (არსებობის შემთხვევაში) უნდა წარუდგინოს პროდუქტის/მომსახურების გამწევ მესამე პირ(ებ)ს.
7.11. ზემოაღნიშნული დებულებები ზარალის ანაზღაურების და ვალდებულებების შეზღუდვის შესახებ გავრცელდება ბანკის აღამსრულებელ პირებზე, დირექტორებზე, თანამშრომლებზე, წარმომადგენლებსა და აგენტებზეც, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზარალი გამოწვეულია ბანკის ან ზემოაღნიშნული პირების დაუდევრობით, სამსახურებრივი გულგრილობით ან გამიზნული ქმედებით ან ხელშეკრულების პირობების დარღვევით (ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ამ პირობების დარღვევას).
7.12. ამ მუხლში აღნიშნული პირობები ძალაში დარჩება ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაშიც, სანამ მხარეები ერთმანეთის წინაშე ბოლომდე არ შეასრულებენ ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ვალდებულებებს.
7.13. მხარეები სრულად აგებენ პასუხს დამდგარ ზიანზე/ზარალზე იმ შემთხვევაში თუ ასეთი ზიანი/ზარალი გამოწვეულია მათ მიერ, საგადახდო ინსტრუმენტთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი წესების განზრახ ან დაუდევრობით დარღვევის შედეგად.
7.14. კლიენტის მიერ ბანკის წინაშე შესასრულებელი ნებისმიერი ვადამოსული ან ვადამოუსვლელი ვალდებულების/გადასახდელის (მათ შორის ბანკსა და კლიენტს შორის არსებული ნებისმიერი სახის სახელშეკრულებო (მათ შორის ამ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული) ან/და არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ასევე ბანკის მიერ მესამე პირისგან შეძენილი მოთხოვნის საფუძველზე წარმოშობილი) სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და, შესაბამისად, ბანკის უფლებებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, კლიენტი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე:
7.14.1. რამდენიმე დავალიანების არსებობისას, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ბანკის წინაშე არსებული ვადამოსული ან ვადამოუსვლელი ვალდებულებების/გადასახდელების თანმიმდევრობა და რიგითობა.
7.14.2. ნებისმიერი ვადამოსული ან ვადამოუსვლელი ვალდებულების/გადასახდელის ოდენობით, ბანკში
არსებული წესების დაცვით, უაქცეპტოდ დაბლოკოს კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშ(ებ)ი.
7.15. დაუშვებელია, კლიენტის (ასევე, კლიენტის წარმომადგენლის) მიერ ბანკის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე (შემდგომში - ბანკის ტერიტორია), ან მის გარეთ დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის ტელეფონის, ელ. ფოსტის, კომუნიკაციის აპლიკაციების და სხვა მეთოდების) გამოყენებით, ბანკის თანამშრომლის ან/და ბანკის ტერიტორიაზე მყოფი სხვა კლიენტისა თუ მესამე პირის მიმართ ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც თავისი შინაარსით, ან გამოხატულებით შეიცავს ან/და მიზნად ისახავს, ბანკის თანამშრომლის, სხვა კლიენტის ან მესამე პირის:
7.15.1. პირდაპირ ან ირიბ დისკრიმინაციას: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნით;
7.15.2. შევიწროვებას, რომელიც გამოიხატება ზემოთ ხსენებული პირ(ებ)ის დევნაში, იძულებაში ან/და მათ მიმართ არასასურველ სიტყივიერ, არასიტყვიერ (ჟესტიკულაციურ) ან ფიზიკურ ქცევაში, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირ(ებ)ის ღირსების შელახვას და მისთვის/მათთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას;
7.15.3. სექსუალურ შევიწროვებას, რომელიც გამოიხატება ზემოთ ხსენებული პირ(ებ)ის მიმართ სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერ, არასიტყვიერ (ჟესტიკულაციურ) ან ფიზიკურ ქცევაში, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ზემოთ ხსენებული პირ(ებ)ის ღირსების შელახვას ან მისთვის/მათთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
7.16. კლიენტის (ასევე, კლიენტის წარმომადგენლის) მიერ 7.15. პუნქტში განსაზღვრული აკრძალული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, ბანკი, საკუთარი შეხედულებისამებრ, უფლებამოსილია გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, კერძოდ: (ა) უარი განუცხადოს კლიენტს ანგარიშის გახსნაზე ან/და დაუყოვნებლივ, უაქცეპტო წესით, დახუროს კლიენტის ნებისმიერი ანგარიში; ან/და (ბ) ნებისმიერ დროს, უარი განუცხადოს კლიენტს ნებისმიერი საბანკო მომსახურებით ან/და საბანკო პროდუქტით სარგებლობაზე.
7.17. ბანკი, ასევე, უფლებამოსილია გამოიყენოს 7.16. პუნქტში განსაზღვრული კანონმდებლობით
მინიჭებული უფლებამოსილება:
7.17.1. იმ შემთხვევაში თუ კლიენტის არაერთჯერადი ან/და არაგონივრული მოთხოვნების ან/და უსაფუძვლო მომართვიანობის დიდი რაოდენობის შედეგად ბანკი კლიენტთან კომუნიკაციის ფარგლებში ან/და მისთვის მომსახურების გაწევისას ხარჯავს არათანაზომიერად/არაპროპორციულად დიდ რესურსსა ან/და დროს, რის გამოც ფერხდება ბანკის ჩვეულებრივი საქმიანობა ან/და ბანკის მიერ სხვა კლიენტებისთვის მომსახურების სრულფასოვანი და ჯეროვანი გაწევა;
7.17.2. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ბანკის შეხედულებისამებრ.
8. ანგარიშსწორება
8.1. მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
8.2. ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი სახის ფულადი ვალდებულება, უნდა შესრულდეს (გადახდილ უნდა იქნეს) ფულადი ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან (ვალდებულების
შესრულების ვადაგადაცილების დღიდან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დღიდან და სხვა) 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული ფულადი ვალდებილების გადახდის კონკრეტული ვადა. ამასთან, თუ ვალდებულების შესრულების (გადახდის) დღე დაემთხვა არასამუშაო ან გამოსასვლელ დღეს, ამ დღის ნაცვლად გამოიყენება მომდევნო საბანკო დღე.
8.3. ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
8.4. უნაღდო ანგარიშსწორებისას თანხები უნდა ჩაირიცხოს შესაბამისი მხარის ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე ან მხარეთა მიერ დამატებით შეთანხმებულ სხვა საბანკო ანგარიშზე.
9. კომუნიკაცია მხარეთა შორის
9.1. თუ ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არის მითითებული ან კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი ბანკი ყველა შეტყობინებას და ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა სახის ინფორმაციას გაუგზავნის/მიაწვდის კლიენტს ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით, მათ შორის ინფორმაციის/შეტყობინების ბანკის ვებ-გვერდზე: www.bankofgeorgia.ge ან/და სერვისცენტრებში განთავსების გზით ან/და კურიერის ან/და რეგისტრირებული ფოსტის ან/და ფაქსის ან/და ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით ან/და დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებებით ან/და კლიენტის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე ინფორმაციის/შეტყობინების გაგზავნით ან/და ბანკის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა კომუნიკაციის წესით.
9.2. მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას, თუ კონკრეტული საბანკო პროდუქტით/საბანკო მომსახურებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება დეპეშის, ტელექსის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ინტერნეტ ბანკის ან ბანკის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გაგზავნის (მათ შორის, როდესაც გამგზავნ მხარეს წარმოადგენს ბანკი - ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების) გზით, იმ პირობით, რომ კლიენტის მიერ ბანკისათვის შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში ბანკს წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
9.3. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
9.3.1. კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების ან დეპეშის გაგზავნის შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ, ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო საბანკო დღეს;
9.3.2. ფაქსის, ტელექსის, ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის (მათ შორის, როდესაც გამგზავნ მხარეს წარმოადგენს ბანკი - ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების) შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნის თარიღიდან მეორე საბანკო დღეს; (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ, ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თარიღიდან.
9.4. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
9.5. მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე (ან სხვა ნებისმიერ
მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
9.6. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი, ბანკის მიერ ერთ-ერთი კლიენტისათვის გაგზავნილი ნებისმიერი სახის შეტყობინება ჩაითვლება ყველა კლიენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, ხოლო ერთ–ერთი კლიენტის მიერ შეტყობინების მიღება ყველა კლიენტის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღებად.
9.7. ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს შეტყობინების განხორციელება საერთო პირობების 9.1. პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის კონკრეტულად ერთ–ერთი საშუალებით, ან განსხვავებული ფორმით.
10. კონფიდენციალურობა
10.1. მხარეები ვალდებული არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
10.2. კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
10.2.1. რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის
მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
10.2.2. თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
10.2.3. რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
10.2.4. თუ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება მოხდება ა) მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც ინფორმაციის გამცემი მხარე სრულად აგებს პასუხს მესამე პირის მიერ მისთვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე ან ბ) რომელიმე მხარისგან დამოუკიდებლად.
10.3. ბანკი უფლებამოსილია კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები) მიაწოდოს მესამე პირს კლიენტის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბანკის უფლებების განხორციელების მიზნით, ან/და კლიენტის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით. მესამე პირთან დაკავშირების მიზნით ბანკი უფლებამოსილია დაამუშავოს კლიენტის მიერ ბანკისთვის გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები).
10.4. კლიენტისთვის ცნობილია, რომ ბანკი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევბში, შეაგროვებს/დაამუშავებს კლიენტის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ები)სათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება კლიენტის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)ში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები). კლიენტს გაცნობიერებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მისი მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. კლიენტი, ასევე აცნობიერებს, რომ ბანკი დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
10.5. თუ კლიენტს აქვს საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ვალდებულებები ბანკის მიმართ, ბანკი უფლებამოსილია ვალდებულებების მოქმედების პერიოდში განახორციელოს კლიენტის საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის
გადამოწმება საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)ში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის, მათ შორის ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)ის მონაცემთა ბაზებში, მოიძიოს ინფორმაცია კლიენტის პოზიტიური ან/და ნეგატიური ვალდებულებების შესახებ, ნებისმიერი ცვლილების/დამატების ჩათვლით, მათ შორის გადასცეს ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, რაც იწვევს კლიენტის აღრიცხვას საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)ში, რომლის მიზანია: ა) კლიენტზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე, შესრულებული, შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების სტატუსთან; ბ) მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება (მათ შორის პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით). კლიენტისათვის ცნობილია, რომ: ა) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ები) უფლებამოსილია მიღებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები დაამუშავოს/გადაამუშავოს და გადასცეს მესამე პირებს, პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასების, შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით; ბ) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ები)სთვის ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტისთვის გადასაცემი და მისგან მისაღები ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აგრეთვე კლიენტის მსხვილი აქციონერების/დამფუძნებლების და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, პირის მიერ საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს. (საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის ინფორმაციის გადაცემის დეტალური პირობები განთავსებულია ვებ გვერდზე: www.creditinfo.ge.)
10.6. კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, კლიენტის პერსონალური მონაცემები) შეიძლება შენახულ იქნას ბანკის ან ჯგუფის კომპანიების მონაცემთა ბაზაში და გამოყენებულ იქნას ბანკის ან ჯგუფის ნებისმიერი კომპანიის მიერ.
10.7. ბანკმა შეიძლება დააკავშიროს მის ხელთ არსებული ინფორმაცია კლიენტის ანგარიშ(ებ)ის და კლიენტის მიერ გამოყენებული მომსახურების შესახებ სხვა მხარეების შესახებ ინფორმაციასთან, რომელთანაც კლიენტს ფინანსური კავშირი ან მსგავსი ურთიერთობა აქვს (კერძოდ, დამატებითი ბარათის მფლობელები).
10.8. ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი, წინასწარი ან შემდგომი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე, ინფორმაცია მიაწოდოს:
10.8.1. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების და შესაბამისი უზრუნველყოფის ხელშეკრულების/გარიგების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მხარეებს.
10.8.2. მესამე პირებს: ა) კლიენტის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბანკის უფლებების განხორციელების მიზნით, ან/და კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით; ბ) რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნების შეძენით/სინდიცირებით ან/და კლიენტის ვალდებულებების გადაკისრებით.
10.9. კლიენტის მიერ გარკვეული ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად შესაძლებელია საჭირო გახდეს კლიენტის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის კლიენტის პერსონალური მონაცემების ან/და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის) გადაცემა ისეთი პირისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს სს „საქართველოს ბანკს“ ან/და ჯგუფის სხვა კომპანიებს. ასეთ შემთხვევებში ბანკი უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი პირი, რომელსაც ბანკი გადასცემს კლიენტის შესახებ ინფორმაციას, დაიცავს ამგვარი ინფორმაციის კონფიდენციალურობას ბანკის მსგავსად;
10.10. ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და დანაშაულის აღმკვეთი ღონისძიებები:
10.10.1. კლიენტი აღიარებს, რომ ბანკის, ისევე როგორც ჯგუფის კომპანიების საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონებით ფულის გათეთრების და მსგავსი დანაშაულის აღკვეთის შესახებ. აქედან გამომდინარე, ბანკი და ჯგუფის კომპანიები კანონის შესაბამისად ვალდებულნი არიან მოახდინონ
კლიენტის ან/და მისი შემოსავლის წყაროს იდენტიფიცირება, სანამ კლიენტის მიერ ბანკში გახსნილი ანგარიში მოქმედი გახდება. თუ კლიენტი არ გასცემს პასუხს განაცხადში მოცემულ ყველა კითხვას ან არ მიაწვდის ბანკს ყველა სახის მოთხოვნილ ინფორმაციას, ბანკმა შესაძლოა ვერ მიიღოს კლიენტის განაცხადი;
10.10.2. ხელშეკრულების თანახმად კლიენტი უპირობოდ აცხადებს თანხმობას, რომ ბანკმა მიაწოდოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ ინფორმაცია (განსაკუთრებით, თანხების საერთაშორისო გადარიცხვების შესახებ, კლიენტის ანგარიშიდან გადარიცხული თანხების მიმღების ან კლიენტის ანგარიშზე ჩარიხცული თანხების შესახებ) შესაბამისი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სამსახურებს (საქართველოში და საზღვარგარეთ) კლიენტისთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. ამგვარი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს იმ პირების სახელებს და პირადობის დამადასტურებელ მონაცემებს, რომლებთანაც კლიენტს ფინანსური კავშირი აქვს (კერძოდ, დამატებითი ბარათის მფლობელ(ებ)ი);
10.10.3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დანაშაულის აღმკვეთი ღინისძიებების შედეგად, შესაძლებელია დაგვიანდეს კლიენტის დავალებების განხორციელება ან თანხების მიღება, მაგრამ თუ შესაძლებელი იქნება, ბანკი კლიენტს განუმარტავს დაგვიანების გამომწვევ მიზეზებს;
10.10.4. ინფორმაციის გადაცემა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და დანაშაულის აღმკვეთი სამსახურებისთვის არ განიხილება კონფიდენციალურობის დარღვევად აქ მოყვანილი დებულებების შესაბამისად; არც ბანკი და არც ჯგუფის კომპანიები არ იქნებიან ვალდებული კლიენტის არანაირ პირდაპირ ან შედეგობრივ ზარალზე (ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ მოგებას), რომელიც გამოწვეულია ამგვარი კანონმდებლობის დაცვით.
10.11. კლიენტი წინასწარ აცხადებს თანხმობას ბანკის უფლებაზე:
10.11.1. განახორციელოს კლიენტის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური მონაცემების ან/და საბანკო საიდუმლოების შემცველი ან/და ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის დამუშავება (მათ შორის სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის ან ნებისმიერი ჯგუფის კომპანიისთვის გადაცემა), როგორც უშუალოდ, ასევე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მეშვეობით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც მიღებულია კლიენტისგან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო მომსახურებით/საბანკო პროდუქტებით სარგებლობის/გამოყენების/შეთავაზების პროცესში, საბანკო მომსახურების/საბანკო პროდუქტის გაუმჯობესების კვლევის ჩატარების მიზნით ან სხვა ნებისმიერი მომსახურების გაწევის/შეთავაზების მიზნით, რომელსაც შესაძლებელია ბანკი ან ნებისმიერი ჯგუფის კომპანია სთავაზობდეს კლიენტს. აგრეთვე კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის ან/და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას კლიენტის მოძიების ან/და მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;
10.11.2. საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ფარგლებში/მიზნებისთვის, დაფინანსების მოპოვების ფარგლებში/მიზნებისთვის, მესამე პირებისგან აუდიტორული, საკონსულტაციო, საშემფასებლო, კვლევითი ან სხვა მსგავსი მომსახურების მიღების ფარგლებში/მიზნებისთვის ან/და ბანკის მიერ მესამე პირების წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ან/და ანგარიშგების ფარგლებში) მიზნით, კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები ან/და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ან/და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება) მიაწოდოს ნებისმიერ მესამე პირს (მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ბანკის გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, კვლევით ორგანიზაციებს ან მსგავსი ფუნქციის მქონე სხვა მესამე პირებს), ამასთან ასეთი გადაცემული ინფორმაციის/ხელშეკრულების კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს, შესაბამისი ინფორმაციის/ხელშეკრულების მიმღები მესამე პირი.
10.11.3. კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დაამუშავოს კლიენტის პერსონალური მონაცემები
(მათ შორის, გადასცეს ნებისმიერ ჯგუფის კომპანიას ან/და ნებისმიერ მესამე პირს) პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, რაც გულისხმობს ბანკის ან ნებისმიერი ჯგუფის კომპანიის მიერ ან ბანკის ან ნებისმიერი ჯგუფის კომპანიის სახელით სხვადასხვა პროდუქტების / მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას;
10.11.4. ბანკში, მის სერვისცენტრში ან/და ბანკის პარტნიორი კომპანი(ებ)ის კუთვნილ ობიექტ(ე)ბში, მათ შორის ბანკომატის, თვითმომსახურების ტერმინალის და სხვა ნებისმიერი საშუალებით, კლიენტის იდენტიფიცირების ან/და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოახდინოს მისი როგორც ვიდეო, ასევე ფოტო გადაღება;
10.11.5. ბანკის სხვა კლიენტის (წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის, შემდგომში - ბანკის დებიტორი) ვადაგადაცილებული ფინანსური ვალდებულების შესრულების ერთჯერადად და მრავალჯერადად უზრუნველყოფის (მათ შორის, მონიტორინგის) მიზნებისთვის, დაუკავშირდეს კლიენტს ბანკის დებიტორის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ:
10.11.5.1. ბანკთან არსებული ურთიერთობების ფარგლებში, ბანკის დებიტორი თავად მიუთითებს კლიენტს საკონტაქტო პირად ბანკის დებიტორის მიერ ბანკთან გაფორმებულ ნებისმიერ დოკუმენტში, განაცხადში ან/და ხელშეკრულებაში; ან
10.11.5.2. ბანკი საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით (მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით) დაადგენს და მოიპოვებს კლიენტსა და ბანკის დებიტორს შორის საქმიანი ან/და პირადი ურთიერთობის არსებობის ფაქტს და კლიენტის საკონტაქტო ინფორმაციას.
11. პრეტენზიები და დავები
11.1. ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით ან/და ზეპირად. პრეტენზიის მიმღები მხარე ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს წამოყენებული პრეტენზია, ან წერილობით ან/და ზეპირად აცნობოს მეორე მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
11.2. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
11.3. მიუხედავად, საერთო პირობების 11.2. პუნქტით განსაზღვრული დებულებისა, იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შორის დავა უკვე არ არის გადაცემული სასამართლოში განსახილველად, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ დავის გადასაწყვეტად მიმართოს არბიტრაჟს საერთო პირობების 11.4. პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო შეთანხმების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, კლიენტი სრულად და უპირობოდ ეთანხმება ამ პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დათქმას და გამოთქვამს თანხმობას დავის განხილვა მოხდეს არბიტრაჟში.
11.4. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავის საერთო პირობების 11.3. პუნქტით გათვალისწინებული წესით არბიტრაჟისათვის გადაცემის შემთხვევაში:
11.4.1. სადაო საკითხ(ებ)ი განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს, ან მის სამართალმემკვიდრეს;
11.4.2. საარბიტრაჟო განხილვა ჩატარდება საქართველოში (ქ. თბილისში), ქართულ ენაზე, ქართული სამართლის ნორმების (კანონმდებლობის) შესაბამისად და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტის/დებულების იმ რედაქციის შესაბამისად, რომელიც იქნება მოქმედი საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის და ამასთან, სრულად ან ნაწილობრივ არ იქნება შეუსაბამო ამ პუნქტით განსაზღვრულ საარბიტრაჟო შეთანხმებასთან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან მხარეთა დამატებითი წერილობითი შეთანხმებით სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული;
11.4.3. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში, მხარეთა შორის დავა განიხილება 1 (ერთი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, რომელსაც საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში ნიშნავს თავად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან;
11.4.4. თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით)
უცხოურ ვალუტაში, მხარეთა შორის დავა განიხილება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან დანიშნული 3 (სამი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, რომელთაგან თითო არბიტრს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტის/დებულების შესაბამისად ნიშნავს თითოეული მხარე, ხოლო მესამე არბიტრს - მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე. ამასთან:
11.4.4.1. მოსარჩელე არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მოპასუხე - მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის გადაცემიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში (თუ მოპასუხე წარმოდგენილია ერთზე მეტი პირით, მაშინ ვადის ათვლა იწყება საარბიტრაჟო სარჩელის ერთ-ერთი მათგანისათვის (ყველაზე ადრე ჩაბარების გათვალისწინებით) ჩაბარების შემდეგი დღიდან. თუ კი საარბიტრაჟო დავაში რომელიმე მხარეს მონაწილეობს ერთზე მეტი პირი, მათ ერთობლივად უნდა ისარგებლონ არბიტრის დანიშვნის უფლებით;
11.4.4.2. მესამე არბიტრის, რომელიც ამავე დროს იქნება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე, დანიშვნის უფლებას მხარეები გადასცემენ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში;
11.4.4.3. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს საერთო პირობების 11.4.4.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაითვლება, რომ ის უარს ამბობს ისარგებლოს არბიტრის უშუალოდ დანიშვნის უფლებით და რომ არბიტრის დანიშვნის უფლებას იგი გადასცემს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან, შესაბამისი მხარის მიერ არბიტრის დანიშვნის ვადის გაშვებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.
11.4.5. საერთო პირობების 11.4.3. და 11.4.4. ქვეპუნქტის პირობ(ებ)ის შესაბამისად არბიტრის დანიშვნის თანადროულად შესაბამისმა მხარემ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს უნდა წარუდგინოს არბიტრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა არბიტრობაზე;
11.4.6. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში, არბიტრს შეუწყდება უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან ერთ-ერთი მხარის დასაბუთებული წერილობითი განცხადებით;
11.4.7. მხარეს, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს და არბიტრებს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ დაეთანხმება აცილებას მისთვის არბიტრის აცილების თაობაზე წერილობითი განცხადების წარდგენიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე ამ ვადის ამოწურვიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, არ გასაჩივრდება და მხარეები თანხმდებიან არბიტრის აცილების მოთხოვნით არ მიმართონ სასამართლოს;
11.4.8. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ან აცილებიდან/თვითაცილებიდან 7 (შვიდი) კალენდალური დღის ვადაში ამგვარი არბიტრის ნაცვლად არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან;
11.4.9. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს შესაბამისად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ზემოაღნიშნული დათქმიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვა და სასამართლოს მიერ მათი ცნობა არ არის საჭირო;
11.4.10. საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება მოპასუხისათვის საარბიტრაჟო სარჩელის გადაცემის მომეტიდან;
11.4.11. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება:
11.4.11.1. 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში და დავა განიხილება 1 (ერთი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, საარბიტრაჟო სასამართლო დავას განიხილავს ზეპირი განხილვის/მოსმენის გარეშე;
11.4.11.2. 200,000 (ორასი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში და დავა განიხილება 3 (სამი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, საარბიტრაჟო სასამართლო დავას განიხილავს ზეპირი განხილვის/მოსმენის გარეშე.
11.4.12. საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებულ საარბიტრაჟო თუ სხვა მოსაკრებელს და გადასახდელს გადაიხდის/აანაზღაურებს და ხარჯებსგაიღებს/აანაზღაურებს წაგებული მხარე;
11.4.13. მოპასუხეს უფლება აქვს საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებელი/შეპასუხება წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ჩაითვლება, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა შესაგებელზე/შეპასუხებაზე;
11.4.14. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შესაძლებელია გაიზარდოს გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადისა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან. საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც სხვა აუცილებელ შემადგენელ ნაწილებთან ერთად უნდა შეიცავდეს ასევე სამოტივაციო ნაწილს, უნდა გადასცეს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელი გადაწყვეტილებაც უნდა გადაეცეს მხარეს მისი ზეპირი ან წერილობითი მოთხოვნისთანავე;
11.4.15. თითოეულ მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მის მიერ მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუმეტეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში მოთხოვოს საარბიტრაჟო სასამართლოს:
11.4.15.1. გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები;
11.4.15.2. მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით;
11.4.15.3. გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში;
11.4.16. ყველა კომუნიკაცია მხარეებს, მუდმივმოქმედ არბიტრაჟსა და საარბიტრაჟო სასამართლოს შორის უნდა წარმოებდეს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის კანცელარიის მეშვეობით;
11.4.17. საარბიტრაჟო დავის განხილვის წესები და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება არც ხელშეკრულებით, არც მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტით/დებულებით და არც კანონმდებლობით, გადაწყდება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო საარბიტრაჟო სასამართლოს ფორმირების შემდეგ - საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ.
12. ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
12.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი დადების/ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს
მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
12.2. ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა:
12.2.1. ნებისმიერი მხარის მიერ ნებისმიერ დროს, მეორე მხარისთვის 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე;
12.2.2. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
12.2.3. ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
12.3. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი მიიღებს ხელშეკრულების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს ბანკს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე ნაკლები. კლიენტი აცნობიერებს და თანახმაა, რომ ხელშეკრულება, არც ერთ შემთხვევაში არ შეწყდება მანამ, სანამ კლიენტი არ შეწყვეტს ისეთ განგრძობად ოპერაციებსაც (მოიცავს მუდმივ საგადასახადო დავალებას, განმეორებად ოპერაციებს და განგრძობად ავტორიზაციას, რომელიც კლიენტმა გასცა საქონლის ან მომსახურების მომწოდებელზე და რაც გულისხმობს მისი ანგარიშიდან თანხის რეგულარულად ჩამოჭრას), რომლებიც დაკავშირებულია კლიენტის ანგარიშ(ებ)თან.
12.4. 13.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება დაუყოვნებლივ, ხოლო კლიენტის მიერ ცვლილებაზე/დამატებაზე დაუთანხმებლობის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ასეთი ცვლილების/დამატების ამოქმედების თარიღის შემდეგ ნებისმიერ დროს.
12.5. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (გადახდისაგან) ამგვარი ვალდებულების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
12.6. თუ ბანკი ან/და კლიენტი გადაწყვეტენ შეწყვიტონ რომელიმე საბანკო პროდუქტით მომსახურება, მაშინ აღნიშნულის შესახებ შეთანხმება ძალაში იქნება მხოლოდ შესაბამის საბანკო პროდუქტთან დაკავშირებით.
12.7. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში:
12.7.1. ყველა ბარათი უნდა დაუბრუნდეს ბანკს;
12.7.2. გაუქმდება ყველა წვდომის კოდი;
12.7.3. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუხადოს ბანკს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა (რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს გადასახადებს, საკომისიოს, ოვერდრაფტებს/არასანქცირებულ ლიმიტებს, ანგარიშზე დარიცხულ თანხებს).
13. ცვლილებები და დამატებები
13.1. ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების გზით ან/და ბანკისათვის მისაღები სხვა ფორმით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე, შეცვალოს ხელშეკრულების ან/და ნებისმიერი საბანკო პროდუქტის ნებისმიერი პირობა (მათ შორის და არა მხოლოდ ნებისმიერი საბანკო პროდუქტის მოცულობა, მოქმედების ვადა ან/და საპროცენტო განაკვეთის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს ან/და სხვა გადასახდელის მოცულობა/ოდენობა ან/და მათი დარიცხვის წესი ან/და გადახდის ვადა). ამგვარი ცვლილება სავალდებულოა კლიენტისთვის მისი გამოქვეყნების დღის მომდევნო საბანკო დღიდან, თუ ბანკის მიერ ან/და კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთან, აღნიშნული ცვლილებები შესაძლებელია შეეხოს, როგორც პირთა გარკვეულ ჯგუფს, ისე კონკრეტულ პირს.
13.2. თუ ხელშეკრულების ცვლილება/დამატება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ, ან/და არ აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, ან/და ცვლილება/დამატება ეხება ახალ საგადახდო მომსახურებას, რომელიც არ ანაცვლებს ან/და არ ცვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურებას, ბანკი არ არის ვალდებული შეტყობინოს კლიენტს ასეთი ცვლილების/დამატების შესახებ.
13.3. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილების/დამატების ძალაში შესვლამდე გათავალისწინებულია წინასწარ შეტყობინების ვადა, ნებისმიერი ასეთი ცვლილება/დამატება ჩაითვლება კლიენტთან შეთანხმებულად, თუ კლიენტი ცვლილების/დამატების ძალაში შესვლამდე არ შეატყობინებს ბანკს რომ არ ეთანხმება ცვლილებას/დამატებას.
13.4. ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილის.
13.5. მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ მიუხედავად წინამდებარე ხელშეკრულების 13.1. პუნქტში განსაზღვრული ბანკის უფლებამოსილებისა, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულების ან/და ნებისმიერი საბანკო პროდუქტის პირობები, ასეთი ცვლილება, კლიენტის მიმართ, გავრცელდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ცვლილება განხორციელდება, საფუძვლიანი
მიზეზით, მათ შორის, შეუზღუდავად: (ა) ხელშეკრულების პირობების კანონმდებლობასთან მისადაგების მიზნით; (ბ) საბანკო მომსახურების მიწოდების ფარგლებში პირდაპირ ან ირიბად მონაწილე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან/და მარეგულირებელი სუბიექტის მოთხოვნების ან/და რეგულატორული მოთხოვნების ბანკის მიერ შესრულების/დაცვის მიზნით; (გ) ბანკის მიერ ხელშეკრულების საერთაშორისო ან ადგილობრივ დონეზე დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკასთან მისადაგების მიზნით; (დ) კლიენტის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ან/და (ე) სხვა საფუძვლიანი მიზეზით.
14. მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირობები
14.1. ბანკი ვალდებულია კლიენტს გაუწიოს საბანკო მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
14.2. საბანკო მომსახურების შესრულების ვადის გადაცილების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, ბანკი გაწევს საბანკო მომსახურებას/აღმოფხვრის ნაკლს დამატებით გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საბანკო მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
14.3. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კლიენტს უფლება აქვს:
14.3.1. მოითხოვოს საბანკო მომსახურების საფასურის/საკომისიოს ადეკვატური შემცირება;
14.3.2. უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14.4. დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან კლიენტმა ხელშეკრულების შესრულება საბანკო მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა.
14.5. თუ ბანკმა დროულად არ დაიწყო საბანკო მომსახურების გაწევა, ან საბანკო მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც საბანკო მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, ბანკს არ აქვს უფლება, მოითხოვოს საბანკო მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული საბანკო მომსახურების საფასურის/საკომისიოს ანაზღაურება, თუ კლიენტი შეატყობინებს ბანკს, ხელშეკრულებით განსაზღვრული კომუნიკაციის საშუალებებით, რომ მან დაკარგა ინტერესი ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი.
14.6. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება არის დისტანციური საბანკო მომსახურების გამოყენებით (მათ შორის კვალფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით) დადებული (წინამდებარე პუნქტის ფარგლებში შემდგომში - დისტანციურად დადებული), ან სარეწის გარეთ დადებული, კლიენტი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კლიენტს არ აქვს უფლება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ცალმხრივად, საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ხელშეკრულების დადებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ვინაიდან, მხარეთა შორის გაფორმებული წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს საფინანსო სფეროში დადებულ ხელშეკრულებას აღნიშნული კანონის მიზნებისთვის.
14.7. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, იმისთვის, რომ ხელშეკრულება ჩაითვალოს დისტანციურად დადებულად, ხელშეკრულება დადებულ უნდა იქნეს დისტანციური მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს კლიენტისა და ბანკის წარმომადგენლის ფიზიკურ თანაყოფობას. ასევე, ზემოაღნიშნული კანონის მიზნებისთვის, ხელშეკრულება დისტანციურად დადებულად არ მიიჩნევა, თუ კლიენტი და ბანკი ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად დაიდო მხოლოდ ამის შემდეგ.
14.8. კლიენტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებასთან დაკავშირებით პრეტენზია წარადგინოს ბანკის სერვისცენტრებში (ფილიალებში), რომელსაც ბანკი განიხილავს კლიენტთა პრეტენზიების მართვის პროცედურის შესაბამისად, (რომელიც განთავსებულია ბანკის ვებ-გვერდზე: https://conditions.bog.ge/ge/claims. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიას განიხილავს ბანკის სერვისცენტრების მხარდაჭერისა და სერვისის სამსახური. ნებისმიერი ფორმით წარდგენილ პრეტენზიაზე პასუხის მიღებისათვის მაქსიმალური ვადა შეადგენს
30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს, თუ კანონმდებლობით ან/და საერთაშორისო პრაქტიკით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
14.9. იმ შემთხვევაში თუ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ბანკი არ დააკმაყოფილებს (მათ შორის, პასუხის გაუცემლობით) ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებულ ბანკისთვის წარდგენილ კლიენტის საჩივარს - კლიენტს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომში − „კომისია“) მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი საჩივრით. კომისია წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დამოუკიდებელ ორგანოს. კომისიის საქმიანობის წესს, მათ შორის საჩივრის წარდგენის წესსა და პროცედურას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგი დოკუმენტით: საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ 2023 წლის 26 ივლისის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობის წესი“.
15. სანქციებთან დაკავშირებული პირობები
15.1. კლიენტი, ბანკის წინაშე და მის სასარგებლოდ აცხადებს, იძლევა გარანტიას და ამავდროულად კისრულობს ვალდებულებას, რომ:
15.1.1. კლიენტზე ან/და პირზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს ან ფლობს კლიენტს (შემდგომში - კლიენტის მაკონტროლებელი პირი), ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ ვრცელდება და მომავალში არ გავრცელდება, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (Foreign, Commonwealth & Development Office) (რომლის მიერ დადგენილი სანქციები ადმინისტრირდება ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის სამსახურის მიერ (OFSI)), ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) ან/და ევროპის კავშირის (EU) ან/და გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს (UNSC) ან/და მათი ნებისმიერი სამართალმემკვიდრის (შემდგომში - სანქციების ორგანო) მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქცია ან/და ნებისმიერი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვა, მოთხოვნა ან/და აკრძალვა;
15.1.2. კლიენტი ან/და კლიენტის მაკონტროლებელი პირი ან/და ქვეყანა/ტერიტორია, რომლის რეზიდენტიც არის კლიენტი ან რომელშიც დაფუძნებულია/რეგისტრირებულია ან მდებარეობს ან ოპერირებს კლიენტი, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ არის აღრიცხული და მომავალში არ მოხვდება ნებისმიერი სანქცირებული ქვეყნების/ტერიტორიების ან/და სანქცირებული პირების სიაში (მასში დროდადრო შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით), რომელიც გამოცემულია/წარმოებულია სანქციების ორგანოს მიერ, ბანკისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებების შეუზღუდავად;
15.1.3. კლიენტი ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირი, ხელშეკრულების გაფორმებამდე არ ახორციელებდა, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ ახორციელებს და მომავალში არ განახორციელებს, რაიმე ისეთ ქმედებას, გარიგებას ან/და ოპერაციას, რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს კლიენტის ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირის მიერ სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქციის ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვის, მოთხოვნის ან/და აკრძალვის დარღვევა ან/და თავიდან არიდება/გვერდის ავლა;
15.1.4. კლიენტი ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირი, ხელშეკრულების გაფორმებამდე არ ახორციელებდა, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ ახორციელებს და მომავალში არ განახორციელებს, რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების შეძენას იმ ზღვრულ ნასყიდობის ფასზე მაღალ ფასად, რომელიც დადგენილია სანქციების ორგანოს მიერ;
15.1.5. კლიენტი ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირი, ხელშეკრულების გაფორმებამდე არ ახორციელებდა, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ ახორციელებს და მომავალში არ განახორციელებს, რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ისეთი ნავთობით ან/და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას ან/და მათ გაყიდვას, ექსპორტს, რეექსპორტს, იმპორტს, მიწოდებას, ტრანსპორტირებას ან/და ნებისმიერი ამგვარი ქმედების/საქმიანობის რაიმე ფორმით ხელშეწყობას, რომლის შეძენაც მოხდა სანქციების ორგანოს მიერ დადგენილ ზღვრულ ნასყიდობის ფასზე მაღალ ფასად.
15.1.6. ბანკის მოთხოვნისთანავე, ბანკისთვის მისაღები ფორმით, კლიენტი დაუყოვნებლივ მიაწოდებს ბანკს
ნებისმიერ და ყველა ინფორმაციას ან/და დოკუმენტს, რომელიც დაკავშირებულია კლიენტის მიერ:
15.1.6.1. რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობით ან/და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასთან, ან/და
15.1.6.2. რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების შეძენასთან, გაყიდვასთან, ექსპორტთან, რე-ექსპორტთან, იმპორტთან, მიწოდებასთან ან/და ტრანსპორტირებასთან, ან/და ნებისმიერი ამგვარი ქმედების/საქმიანობის რაიმე ფორმით ხელშეწყობასთან.
15.1.7. კლიენტი დაუყოვნებლივ შეატყობინებს ბანკს ნებისმიერი ისეთი გარემოების ან/და მოვლენის არსებობის/დადგომის შესახებ, რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს კლიენტის ან/და კლიენტის მაკონტროლებელი პირის მიერ სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქციის ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვის, მოთხოვნის ან/და აკრძალვის დარღვევა ან/და თავიდან არიდება/გვერდის ავლა ან/და რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს კლიენტის ან/და კლიენტის მაკონტროლებელი პირის სანქციების ორგანოს მიერ გამოცემულ/წარმოებული ნებისმიერი სანქცირებული პირების სიაში შეტანა/შეყვანა.
15.2. ბანკი უფლებამოსილია, ბანკისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებების შეუზღუდავად, იმოქმედოს სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით და განახორციელოს სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი და ყველა ქმედება, ან/და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, შეაჩეროს ან/და უარი თქვას კლიენტისთვის ნებისმიერი და ყველა მომსახურების გაწევაზე, მათ შორის, შეუზღუდავად, დახუროს კლიენტის ანგარიშები ბანკში ან/და შეაჩეროს/გააუქმოს/უარი თქვას ნებისმიერი გადარიცხვის ან/და დავალების შესრულებაზე, იმ შემთხვევაში, თუ:
15.2.1. კლიენტი დაარღვევს მის მიერ წინამდებარე საერთო პირობების 15.1. პუნქტში მოცემულ ნებისმიერ განცხადებასა და გარანტიას ან/და ნაკისრ ვალდებულებას:
15.2.2. მიუხედავად, ნებისმიერი ფაქტობრივი გარემოების არსებობისა ან/და ხელშეკრულებაში (მათ შორის წინამდებარე მუხლში) განსაზღვრული ნებისმიერი სხვა პირობის თუ დებულებისა, ბანკი, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჭიროდ/მიზანშეწონილად ჩათვლის, ასეთი ქმედების განხორციელებას, სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრულ სანქციებთან ან/და მოთხოვნილ ქმედებებთან, შესაბამისობაში მოსვლის მიზნებისთვის.
15.3. ბანკის მოქმედება სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი ქმედების განხორციელება ან/და კლიენტისთვის მომსახურების შეწყვეტა, შეჩერება ან/და მომსახურების გაწევაზე უარის თქმა, არ ჩაითვლება ბანკის მიერ კლიენტის წინაშე არსებული/ნაკისრი რაიმე ვალდებულების რაიმე ფორმით დარღვევად და ბანკს არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით მოქმედებისთვის ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი ქმედების განხორციელებისთვის ან/და კლიენტისთვის მომსახურების შეწყვეტისთვის, შეჩერებისთვის ან/და მომსახურების გაწევაზე უარის თქმისთვის.
15.4. კლიენტი ვალდებულია ბანკს აუნაზღაუროს ნებისმიერი და ყველა სახის ზიანი (ზარალი), რომელიც ბანკს წარმოეშობა კლიენტის მიერ ზემოთ მოცემული ნებისმიერი განცხადების, გარანტიის ან/და ვალდებულების დარღვევის შედეგად.
16. სხვა პირობები
16.1. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების ყველა პირობა მათთვის მკაფიო და გასაგებია და ხელშეკრულება შედგენილია მათთვის გასაგებ ენაზე, ამასთან, ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
16.2. ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
16.3. ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და
კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ
მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
16.4. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
16.5. ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები გულისხმობს მრავლობითს და პირიქით, კონტექსტის შესაბამისად.
16.6. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
16.7. ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაში გამუქებული ტექსტი მოყვანილია განმარტებულ ტერმინთა გამოსაყოფად, მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
16.8. ხელშეკრულების დანართსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის მოქმედება. ამასთან, ხელშეკრულების და ხელშეკრულების დანართსა თუ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამგვარი დანართის და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი დანართი თუ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება.
16.9. ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულები მისი ვალდებულებებითა და სარგოებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების/სამართალმემკვიდრეებისათვის, თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და მისი/მათი მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის შინაარსის გათვალისწინებით კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
16.10. კლიენტს უფლება არ აქვს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის, მათი დანართით) ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ბანკის უარი გამორიცხავს ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედების ან/და გარიგების განხორციელების შესაძლებლობას და შესაბამისად ამ წესის დარღვევით განხორციელებული ქმედება ან/და გარიგება ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, გარდა კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, ეს დებულება არ გამორიცხავს ბანკის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა კლიენტი.
16.11. ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.
16.12. ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება შედგენილია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ინტერპრეტაციისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს. აღნიშნული ნორმები ვრცელდება, ასევე კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობაზე ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების, თუ ნებისმიერი სხვა დოკუმენტის შედგენასა თუ ინტერპრეტაციაზე. ამასთან, ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის კომუნიკაცია წარმოებს იმ ენაზე (ენებზე), რომელ(ებ)ზეც შედგენილია წინამდებარე ხელშეკრულება.