ხელშეკრულება N25 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულება N25 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ქ. თბილისი თებერვალი 2021წ.
ერთის მხრივ, შ.პ.ს. „ჰერმესი“ (ს.კ.:202888349) (შემდგომში - შემსყიდველი), დირექტორის xxxxx xxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, ააიპ “7X7 ფეხბურთის ასოციაცია“ პრზეიდენტის აკაკი ხლაბუსტოვის სახით, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ვდებთ ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულების საგანია შ.პ.ს. „ჰერმესი“-ს საკუთარი შემოსავლებით, სპორტული ღონისძიების ორგანიზების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, საკუთარი შემოსავლებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე–3 მუხლის 1–ლი პუნქტის ს1 ქვეპუქნტის და
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანების მე–2 მუხლის ა ქვეპუნქტის საფუძველზე.
მუხლი 2. ხელშეკრულების ობიექტი (CPV 92600000;)
2.1. ხელშეკრულების ობიექტია შპს „ჰერმესის“ საფეხბურთო გუნდის, მიმწოდებლის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატში „თბილისის მასტერლიგა 2”–ში და „თბილისის მერიის თასში“ მონაწილეობის მომსახურების შეძენა.
მუხლი 3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. შესყიდვის ობიექტის ფასი განისაზღვრება ლარებში.
3.2. შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება შეადგენს 1300 ლარს.
მუხლი 4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი და გარანტია
4.1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტის ხარისხის უპასუხებს ხელშეკრულების პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
4.2. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მომსახურება იქნება უნაკლო, ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი დაუყოვნებლივ გამოსწორება.
მუხლი 5. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები, ადგილი და პირობები.
5.1. მომსახურების გაწევა განხორციელდება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, კერძოდ საფეხბურთო ტურნირი დაიწყება არაუგვიანეს 2021 წლის მაისისა და დასრულდება არაუგვიანეს 2021 წლის ნოემბრის თვისა.
5.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი
5.3. შემსყიდველი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება
5.4. 2021 წლის 31 მარტამდე წარადგინოს წარადგინოს შევსებული გუნდი განაცხადის ელექტრონული ფორმა.
5.5. შემსყიდველი ემორჩილება ჩემპიონატის დებულებასა და ზოგად საფეხბურთო წესებს.
5.6. შემსყიდველი თავისუფალია საფეხბურთო გუნდის მაისურებზე დაიტანოს სპონსორის ლოგო ან ნებისმიერ სხვა სასაქონლო ნიშანი.
5.7. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას საქმის კურსში ჩააყენოს შემსყიდველი ყველა განსაკუთრებული გარემოების შესახებ
5.8. ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მითითებულ ჩემპიონატში გამარჯვების შემთხვევაში მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადასცეს შემსყიდველს შემდგონი სეზონის „თბილსის MASTER LEAGUE“–ს საგზური და ფულადი პრიზი დაკავებული ადგილის შესაბამისად (1–ლი ადგილი 2500 ლარი), ასევე გადასცეს საქართველოს MASTER CUP-ის საგზური და ფულადი პრიზი დაკავებული ადგილის შესაბამისად (1-ლი ადგილი 10000 ლარი, მე-2 ადგილი 5000 ლარი და მე-3 ადგილი 3000 ლარი).
5.9. თბილისის მერიის თასზე გამარჯვების შემთხვევაში მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადასცეს შემსყიდველს საქართველოს MASTER CUP–ის საგზური და ფულადი პრიზი დაკავებული ადგილის შესაბამისად (1– ლი ადგილი 3000 ლარი, მე–2 ადგილი 1500 ლარი).
მუხლი 6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დადასტურდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
6.2. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირები არიან x.პ.ს. „ჰერმესი“-ს მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი xxxxx xxxxxxxx.
მუხლი 7. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
7.1 მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება ლარებში
7.2. შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
7.3. ანგარიშწორება მოხდება შესყიდვის ობიექტის მიწოდებისა და წინამდებარე ხელშეკრულების 5.3. და 6.1. პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუმეტეს 10 საბანკო დღის ვადაში.
მუხლი 8. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას
8.1. მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარე დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ (დამატებითი ვადის მიცემისათვის გამოიყენება წერილობითი ფორმა). თუ ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია გამოყენებულ იქნას დამატებითი ვადა, მაში დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.
8.3. ხელშეკრულებიდან გასვლისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
8.4. ხელშეკრულებიდან გასვლასთან და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შესაბამისად გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
8.5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკსირება პირგასამტეხლოს გადახდა ვალადებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.
მუხლი 9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
9.1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
მუხლი 10. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
10.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლოა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10.2. სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილ შემთხვევებში ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა დასაშვებია არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.
მუხლი 11. ფორს-მაჟორი
11. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქტიური მოვლენები, აგრეთვე ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედეას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
11.2 თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდა სამ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, კომპენსაციის უფლების მოთხოვნის გარეშე.
11.3. მხარე რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორის გარემოება დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შეასხებ მეორე მხარეს.
მუხლი 12. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
12.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
12.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 13. ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები
13.1. შემსყიდველი უფლებამოსილია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად განახორციელოს შემოწმება, რომლის მიზანია შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და შემსყიდველის მოთხოვნებთან.
13.2. ხელშეკრულების ინსპექტირებას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს შ.პ.ს. „ჰერმესი“-ს მონიტორინგის განყოფილების წარმომადგენლები.
13.3. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერ ნაკლის ან დეფექტის შესახებ შემსყიდველი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მიმწოდებელს წუნდების მიზეზების მითითებით.
13.4. გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14. სხვა პირობები
14.1. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
14.2. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავისი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
14.3. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან. ხელშეკრულებასთან დაკავშრებული ნებისმიერი მიმოწერაშესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
14.4. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმთაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
მუხლი 15.მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი მიმწოდებელი:
შ.პ.ს. „ჰერმესი“
ს.კ: 202888349
მის: ქ. თბილისი, სოფ. დიღომი, მოციქულთა სწორი ნინოს ქ.
N2ა
ტელ: 2212184; 2212194
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი - XXXXXX00
ანგარიშსწორების ანგარიში - XX00XX 0000 0000 0000 0000
დირექტორი xxxxx xxxxxxx
ააიპ „7X7 ფეხბურთის ასოციაცია“
ს.კ. 404573323
მის: თბილისი, კრწანისის რაიონი, შ. დადიანის ქ. N32 ელ. ფოსტა: xxxxx.xxxxxxxxxxx@xxxxx.xxx
სს „ვითიბი xxxxx xxxxxx“
UGEBGE22
ა/ა GE385VT 6600 0000 1452 3602
xxxxx xxxxxxxxxx
–––––––––––––– –––––––––––––––––––