სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №GF-H/SSP/S-
ხელშეკრულება
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №GF-H/SSP/S-
ქ. თბილისი „---“ 2020 წელი
მუხლი 1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
1.1. ერთი მხრივ, სსიპ „ლ. xxxxxxxxxxxx სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ - ს/კ №211324351 (შემდგომში „შემსყიდველი“), ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის/პროგრამების დირექტორის xxxx xxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, ს/კ
№, მისი სახით ვაფორმებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი
2.1. შემსყიდველმა ელექტრონული ტენდერის საშუალებით (NAT--------) განახორციელა - შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) დაფინანსებით, „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა“ (GEO-H-NCDC/ კომპონენტი C19RM) პროგრამის ფარგლებში „აივ ინფექცია/შიდსის საკვანძო პოპულაციებისთვის აივ-ზე თვითტესტირების მომსახურების და აივ-პრევენციული პაკეტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა COVID-19 პანდემიის პირობებში მომსახურების (CPV85300000 - სოციალური დახმარების სამსახური და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, CPV85323000 - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებები) შესყიდვა, რაზედაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება გაუწიოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული მომსახურება სატენდერო პირობების შესაბამისად.
მუხლი 3. ხელშეკრულების ღირებულება და მომსახურების განხორციელების ვადები
3.1. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს () ლარს (შემდგომში „ხელშეკრულების ფასი“), რომელიც მოიცავს
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან და მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს.
3 2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია დანართი №1-
ში (მომსახურების ფასების ცხრილი), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3.3. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება ხელშეკრულების დანართ №1- (მომსახურების ფასების ცხრილი) და ტექნიკური დავალების (დანართი №3) შესაბამისად.
3.4. მომსახურება ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 8 (რვა) თვე.
3.5. ხელშეკრულების დაფინანსების წყაროა აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) მიერ გამოყოფილი გრანტით დაფინანსებული პროგრამა „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა“ (GEO-H-NCDC/ კომპონენტი C19RM) (საბიუჯეტო ხაზი: ).
მუხლი 4. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
4.1. მიღება-ჩაბარების წინ განხორციელდება გაწეული მომსახურების ინსპექტირება, რომელსაც განახორციელებს ხელშეკრულების 5.1. პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
4.2. მიღება-ჩაბარების აქტებს შემსყიდველის მხრიდან ხელს აწერს სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო მიმწოდებლის მხრიდან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
4.3. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა, უნდა წარმოადგინოს გაწეული მომსახურების ანგარიში ხელშეკრულების მე-6 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად დანართი №1-ით (ტექნიკური დავალება) განსაზღვრული ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
მუხლი 5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1.ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი ------, ფინანსების სპეციალისტი ---------- და შესყიდვების სპეციალისტი ;
2. ინსპექტირება განხორციელდება, მიმწოდებელის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი მე-6 მუხლით განსაზღვრული ანგარიშების განხილვის საფუძველზე;
5.3. ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მხარეთა შორის ფორმდება მიღება- ჩაბარების აქტი;
5.4. ინსპექტირების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო საბუთის წარდგენა, ფინანსური ხარჯის და საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა ეკისრება მიმწოდებელს.
მუხლი 6. ანგარიშგება და ანგარიშსწორება
6.1. ანგარიშსწორება განხორციელდება დანართ 1-ში (ფასების ცხრილი) კომპონენტით გათვალისწინეული მომსახურების მიწოდების დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანგარიშის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, გარდა კომპონენტი 1.2 და 3.3- ისა, რომელთა ანაზღაურებაც განხორციელდება ყოველთვიურად მიწოდებული სამუშაოს ღირებულების მიხედვით.
6.2. მომსახურების ცალკეულ კომპონენტებზე ანგარიშგება და ანაზღაურება შემდეგი პრინციპით განხორციელდება:
6.2.1.კომპონენტი 1.1: კომპონენტით გათვალისწინებული აქტივობების - თვითტესტების და პრევენციული პაკეტის დისტრიბუციის მოდელის შემუშავების დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ორგანიზაცია წარმოდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს - დისტრიბუციის მოდელს/მოდელებს, რის შემდეგაც ანაზღაურდება კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება.
6.2.2. კომპონენტი 1.2 (დისტრიბუციის სერვისის უზრუნველყოფა) ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ 1.2 კომპონენტის ფარგლებში შემუშავებული და შემსყიდველთან შეთანხმებული ერთეულის ღირებულების მიხედვით, შესრულებული სამუშაოს საფუძველზე, არაუმეტს მიმწოდებლის მიერ შესყიდვების პროცედურებში წარმოდგენილი ბუჯეტის ჯამური ღირებულებისა და არანაკლებ 595 პაკეტის დისტრიბუციისთვის. კომპონენტი 1.2. xxxxxx xxxxxxx უნდა იყოს პროექტის ჯამური ბიუჯეტის არანაკლებ 30%-ისა.
6.2.3. კომპონენტი 2.1, 2.2 და 2.3: კომპონენტით გათვალისწინებული აქტივობების დასრულების შემდეგ გეგმა- გრაფიკისა და მიმწოდებლის მიერ მოწოდებული შესაბამისად, მიმწოდებელი ორგანიზაცია წარმოდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს - შემუშავებული საინფორმაციო ბეჭდური და ელექტრონული მასალების ნიმუშებს (2.1), ფოკუს ჯგუფის ანგარიშს (2.2), განთავსების ხელშეკრულებას/ლიკებს (2.3). ანაზღაურდება კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების შესაბამისად.
6.2.4. კომპონენტი 3.1 და 3.2-ით გვათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება გეგმა-გრაფიკისა და ხელშკეურლებით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად პლატფორმისა შემუშავების/გაფართოების აქტივობების დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ორგანიზაცია წარმოდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და პროექტით გათვალისწინებულ პროდუქტების ნიმუშებს, ელექტრონული პლატფორმის და სხვა ელექტრონულ ლინკებს.
6.2.5. კომპონენტი 3.3. (პლატფორმის ფუნქციონირებ) ანაზღაურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთეულის ღირებულების (ერთი თვის მომსახურების ღირებულება) მიხედვით, ყოველთვიურად წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს მოთხოვნის საფუძველზე,
მუხლი 7. მხარეთა უფლება- მოვალეობანი
7.1. შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება მომსახურების ხარისხის და/ან მიწოდების პირობების გაუარესების გამო, აგრეთვე მე-8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
7.2. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოთხოვოს შემსყიდველს გაწეული მომსახურების ღირებულების დროული გადარიცხვა მის საბანკო ანგარიშზე;
7.3. შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს:
ა)გაწეული მომსახურების ღირებულების დროული გადარიცხვა მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
ბ)მიმწოდებლის დროული ინფორმირება გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე. ამავე დროს, შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა აღნიშნული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა.
7.4. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ხარისხიანად, თანდართული დანართი №1 (მომსახურების ფასების ცხრილი) და ტექნიკური დავალების (დანართი №2) შესაბამისად;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდა და არ მოთხოვოს შემსყიდველს სხვა არავითარი გადასახადის ან დამატებითი თანხის გადახდა;
გ) მიიღოს ზომები, რათა არ დაუშვას ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხების, ან აქტივების გამოყენება ძალადობის და/ან ტერორიზმის მიზნებისთვის ან ფულის გათეთრების საქმიანობების მხარდასაჭერად, და/ან იმ ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც მხილებულნი არიან ტერორიზმის ან ფულის გათეთრების საქმიანობაში;
დ) მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას გლობალური ფონდის (დონორის მიერ პერიოდულად განახლებადი და გლობალური ფონდის ვებ.გვერდზე xxxx://xxx.xxxxxxxxxxxxx.xxx/xx/xxxxxxxxx/xxxxxxxxxx/ განთავსებული) „მიმწოდებლების ქცევის კოდექსი“ და ასევე უზრუნველყოს მისი გაცნობა ქვეკონტრაქტორებისთვის
(არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 8. პირგასამტეხლო
8.1. მომსახურების განხორციელების დანართი №1–ით (ტექნიკური დავალება) განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე გაანგარიშებით იხდის პირგასამტეხლოს მომსახურების მიმდინარე კომპონენტის მთლიანი ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
8.2. ხელშეკრულების მე-6.1. პუნქტით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
8.3. საჯარიმო თანხის ხელშეკრულების ღირებულების 1%-ს ოდენობით დაფიქსირების შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება.
8.4. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
8.5. იმ შემთხვევაში, თუ მხარე ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებას ან/და შესრულებელი ვალდებულების ჯამური პირგასამტეხლო დაფიქსირდება 8.3. პუნქტში მითითებული განაკვეთის ოდენობით მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის ოდენობით.
8.6. მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლო გადაიხადოს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
მუხლი 9. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა და ფასები
9.1. არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა.
9.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
9.3. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება უნდა გაფორმდეს წერილობით, ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
მუხლი 10. ფორს-მაჟორული გარემოებები
10.1. ხელშეკრულების საფუძველზე არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ (ნაწილობრივ) შესრულების გამო, თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე გადაულახავი ძალა, რომლის წარმოშობაზე ხელშეკრულების მონაწილე მხარეები პასუხს არ აგებენ და რომლის არსებობის ან წარმოშობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში არ შეეძლოთ სცოდნოდათ.
10.2. გადაულახავ ძალად ჩაითვლება შემდეგი (და არა მხოლოდ):
ა) სტიქიური უბედურებანი (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, შტორმი და სხვა);
ბ) გამოცხადებული ან გამოუცხადებელი ომი, სამოქალაქო არეულობა, ნებისმიერი სახის საომარი მოქმედებები, საგანგებო მდგომარეობა;
გ) ეპიდემიები;
დ) ბლოკადა ან ნებისმიერი ეკონომიკური ემბარგო;
ე) ხელისუფლების ნებისმიერი ერთეულის ან ხელისუფლების მიერ საამისოდ კომპეტენტურად განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილება და ისეთი ნორმატიული აქტის გამოცემა, რომელიც ზემოქმედებს მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ცვლის, წყვეტს ან აჩერებს ხელშეკრულების დებულებებსა და პირობებს.
10.3. ფორს-მაჟორული მოვლენა დადასტურებული უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ.
10.4. ფორს-მაჟორული მოვლენების წარმოშობის შესახებ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფოსტა, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა).
10.5. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა ავტომატურად არ იწვევს ხელშეკრულების გაუქმებას. მხარეები ვალდებულნი არიან განსაზღვრონ წინამდებარე ხელშეკრულების ფორს-მაჟორულ მოვლენებთან მისადაგების საკითხი.
10.6. ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყოვნებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
10.7. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ვალდებულებების შესრულების პერიოდი შეჩერდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ასეთმა გარემოებებმა თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება.
10.8. მხარე არ თავისუფლდება პასუხისმგებლობიდან, თუ კი ფორს-მაჟორული მოვლენის დადგომა გამოწვეულია მისი ბრალით, ან ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება შესაძლებელი იყო ასეთ გარემოებათა დადგომამდეც გონივრულ ვადებში.
მუხლი 11. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
11.1. მხარეთა შორის წამოჭრილი დავა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
11.2. შემსყიდველმა და მომწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ.
მუხლი 12. ხელშეკრულების შეწყვეტა
12.3. თუ მხარეები ვერ შეძლებენ მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყვიტონ დავა, მაშინ ნებისმიერ მხარეს შეუძლია მიმართოს საქართველოს შესაბამის სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12.1. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულების ვადის გასვლით, ხელშეკრულების პირობების შესრულებით ან მხარეთა შეთანხმებით.
12.2. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ინიციატორი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს წერილობით 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით ადრე აცნობოს აღნიშნულის თაობაზე. ხელშეკრულების შეწყვეტას უნდა გააჩნდეს ობიექტური დასაბუთება.
12.3. წერილობითი შეტყობინება არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან ხელშეკრულების შეწყვეტამდე.
12.4. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ასევე, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ცალკეულ შემთხვევებში.
მუხლი 13. სხვა პირობები
13.1. მხარეები ხელმძღვანელობენ ურთიერთპატივისცემის პრინციპით და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილით.
13.2. ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ თითოეულის სახელს, საქმიან რეპუტაციას და ღირსებას.
13.3. მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან ერთობლივი საქმიანობის შედეგად მათთვის ცნობილი მეორე მხარის კონფიდენციალური ინფორმაცია.
13.4. ხელშეკრულების მხარეებს არა აქვთ უფლება გააკეთონ განცხადება მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ვერ ან არ შესრულების, მისი შესრულებისას დარღვევების და ა. შ. თუ წინასწარ არ მოხდა შესაბამისი საკითხის ერთობლივი შესწავლა და შესაბამისი ფაქტების დადასტურება.
13.5. კონფიდენციალობის დარღვევად არ ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება წარმოადგენს კანონის ან კანონის საფუძველზე ხელისუფლების რომელიმე ორგანოს მიერ გამოცემული აქტის მოთხოვნას.
13.6. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია ელექტრონულად, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
13.7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ჩათვლით.
მუხლი 14. მხარეთა რეკვიზიტები:
„შემსყიდველი“ სსიპ „ლ. xxxxxxxxxxxx სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ იურიდიული/ფაქტიური მისამართი: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი №99 ს/კ №211324351 სახელმწიფო ხაზინა ბ/კ №TRESGE22 ა/ა №GE 24 NB 0330 1002 0016 5022 | „მიმწოდებელი“ ------------------------------------- |