ნასყიდობის ხელშეკრულება N
ნასყიდობის ხელშეკრულება N
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) დადებულია ქ. თბილისში, 2020 წლის 1-ელ მარტს შემდეგ მხარეებს შორის:
ერთი მხრივ, [-] საიდენტიფიკაციო ნომერი [-] (შემდგომში „გამყიდველი“), წარმოდგენილი დირექტორის [-] მიერ, და
მეორე მხრივ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002 (შემდგომში
„მყიდველი“), წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx მიერ
(„გამყიდველი“ და „მყიდველი“ ერთობლივად მოხსენიებული როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე
- როგორც „მხარე“).
მუხლი 1. „ხელშეკრულების“ საგანი
1.1 წინამდებარე „ხელშეკრულებით“ „გამყიდველი“ ყიდის, ხოლო „მყიდველი“ ყიდულობს საქონელს დანართის N1 და N2-ის შესაბამისად (შემდგომში „საქონელი“), ამავე „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული პირობებით.
1.2 დანართი N1 და დანართი N2 თან ერთვის „ხელშეკრულებას“ და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 2. „საქონლის“ შესყიდვა
2.1 „საქონლის“ შესყიდვის მოთხოვნას „მყიდველი“ „გამყიდველს“ უგზავნის წერილობითი ფორმით, მათ შორის ელექტრონული ფორმით, (შემდგომში „შეკვეთა“). „მყიდველის“ მხრიდან
„შეკვეთაზე“ პასუხისმგებელი შესყიდვების დეპარტამენტი, ხოლო „გამყიდველის“ მხრიდან - [-]. იმ შემთხვევაში, თუ „შეკვეთა“ ხორციელდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მაშინ „მყიდველმა“ ასეთი მოთხოვნა უნდა გაუგზავნოს „გამყიდველს“ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: [-].
2.2 „გამყიდველი“ ვალდებულია, რომ „საქონლის“ მიწოდება განახორციელოს „შეკვეთაში“ დაფიქსირებულ მისამართზე და ფორმით.
2.3 „გამყიდველი“ ვალდებულია „საქონლის“ მოპოვება განახორციელოს მხოლოდ იმ კარიერიდან, რომელიც წინასწარ იქნება შეთანხმებული „მყიდველის“ წარმომადგენლთან მიერ და „საქონლის“ ხარისხი შეესაბამება დანართით N2 დადგენილ მოთხოვნებს.
2.4 იმ შემთხვევაში, თუ „შეკვეთის“ მომენტისათვის „გამყიდველს“ არ შეუძლია კონკრეტული მოთხოვნილი „საქონლის“ მიწოდება „მყიდველისათვის“ „შეკვეთაში“ მითითებულ ვადაში ან
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ხარისხით, მაშინ „გამყიდველი“ ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს „შეკვეთის“ მიღების დღისა, აცნობოს „მყიდველს“ აღნიშნულის შესახებ და მიუთითოს სავარაუდო დრო, თუ როდის შეძლება „შეკვეთის“ შესრულებას. იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ და „გამყიდველი“ ვერ შეძლებენ მიწოდების ახალ ვადაზე შეთანხმებას, ჩაითვლება, რომ „გამყიდველმა“ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება სრულად და ჯეროვნად.
2.5 „საქონელი“ ჩაითვლება მიწოდებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის მიწოდებული იქნება
„მყიდველის“ მიერ მითითებულ მისამართზე და „მხარეთა“ შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დადასტურებული იქნება სასაქონლო ზედნადები. მხოლოდ აღნიშნული გარემოებების დადგომის შემდეგ გადადის „მყიდველზე“ „საქონლის“ შემთხვევითი დაზიანების ან/და დაღუპვის რისკი.
2.6 „მხარეები“ ვალდებული არიან, რომ მიღება-ჩაბარების აქტი ან/და სასაქონლო ზედნადები გააფორმონ „საქონლის“ თითოეული მიწოდებისათვის, მიუხედავად იმისა ეს მიწოდება ხორციელდება ერთი თუ მეტი „შეკვეთის“ საფუძველზე.
მუხლი 3. ნასყიდობის ფასი
3.1 მიწოდებული „საქონლის“ ნასყიდობის ფასი განისაზღვრება დანართის N1 შესაბამისად (შემდგომში „ნასყიდობის ფასი“).
3.2 მიწოდებული „საქონლის“ „ნასყიდობის ფასი“ შეიცავს „გამყიდველის’’ ყველა ხარჯს და გადასახადს, დღგ-ს, ტრანსპორტირებისა და ლაბორატორიული დასკვნების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ღირებულებას.
მუხლი 4. ანგარიშსწორება
4.1 მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.
მუხლი 5. მხარეთა უფლება–მოვალეობანი
5.1 „გამყიდველი“ ვალდებულია:
5.1.1 „გამყიდველი“ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს „მყიდველისათვის“ „საქონლის“ მიწოდება წინამდებარე „ხელშეკრულებით“ დადგენილი წესით.
5.1.2 „გამყიდველი“ აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მას გააჩნია ყველა საჭირო ნებართვა, ლიცენზია და ხელშეკრულება, რომელიც საჭიროა წინამდებარე „ხელშეკრულების“ შესრულებისთვის და შეინარჩუნებს მათ მოქმედ მდგომარეობაში, „ხელშეკრულების“ მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში და განახორციელებს ყველა ქმედებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას მის მიერ
„მყიდველისთვის“ მიწოდებული „საქონლის“ ხარისხი დანართი N2-ით დადგენილ მოთხოვნებთან.
5.1.3 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადის განმავლობაში
„გამყიდველი“ დაკარგავს 5.1.2 მუხლში მითითებულ რომელიმე ლიცენზიას ან/და ხელშეკრულებას, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მის მიერ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, „გამყიდველი“ ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ აცნობოს
„მყიდველს“ ამგვარი გარემოების დადგომის შესახებ „მყიდველს“ და შესთავაზოს მას
„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ალტერნატიული გზები შესათანხმებლად.
5.1.4 „მყიდველის“ მხრიდან მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუმეტეს 2 (ორი) შემოწმებისა ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, საკუთარი ხარჯით განახორციელოს
„საქონლის“ ლაბორატორიული შემოწმება, „გამყიდველის“ მიერ განსაზღვრული ლაბორატორიის მეშვეობით, „საქონლის“ დანართით N2 გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და შესაბამისი დასკვნა გადასცეს „მყიდველს“.დასკვნა უნდა მოიცავდეს CBR და პროქტორის ტესტს, ასევე წარმოდგენილ დასკვნაში ნაჩვენები უნდა იყოს გაჭუჭყიანების პროცენტულობა და შესაბამისობაში უნდა იყოს დანართ N2-ით განსაზღვრეულ მახასიათებლებთან. ლაბორატორიული შემოწმებისთვის საჭირო ნიმუშის აღებას აუცილებლად უნდა ესწრებოდეს „მყიდველის“ წარმომადგენელი.
5.1.5 „მყიდველს“ გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო „საქონელი“ და ამ
„საქონელთან“ დაკავშირებული ყველა საბუთი. თუ არ არსებობს „მხარეების“ წინასწარი წერილობითი შეთანხმება „საქონლის“ ხარისხთან დაკავშირებით, „გამყიდველი“ ვალდებულია „მყიდველს“ მიაწოდოს „საქონელი“ შემდეგ მდგომარეობაში: ა) „საქონელი“ უნდა იყოს სამოქალაქო ბრუნვის საგანი და ვარგისი ჩვეულებრივი სარგებლობისთვის და ბ) „საქონელს“ არ უნდა გააჩნდეს რაიმე თვისება, რომლის გამოვლინების შედეგად ადგილი ექნება მის დაზიანებას (გაფუჭებას), განადგურებას, ღირებულების შემცირებას, გაუფასურებას ან გამოუსადეგარს გახდის მას შემდგომი გამოყენებისათვის/სარგებლობისათვის.
5.1.6 იმ შემთხვევაში, თუ „საქონლის“ საგარანტიო ვადის განმავლობაში, ხოლო ასეთი ვადის არ არსებობისას, „მყიდველისათვის“ „საქონლის“ გადაცემიდან გონივრულ ვადაში აღმოაჩნდება ნივთობრივი ნაკლი, „გამყიდველი“ ვალდებულია, „მყიდველისაგან“ წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე, „მყიდველის“ მიერ განსაზღვრულ ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს: ა) ნივთობრივი ნაკლის გამოსწორება, ხოლო თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი, ბ) „ნასყიდობის ფასის“ შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად (ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვრება „მყიდველის“ მიერ ან/და გ) აუნაზღაუროს „მყიდველს“ გაწეული დანახარჯები და მიყენებული ზიანი (ზარალი).
5.2 „მყიდველი“ უფლებამოსილია:
5.2.1 უარი განაცხადოს „საქონლის“ მიღებაზე, თუ „გამყიდველმა“ მას მიაწოდა იმაზე ნაკლები რაოდენობის „საქონელი“, ვიდრე ეს „შეკვეთით“ იყო გათვალისწინებული და ცალმხრივად გააუქმოს
„შეკვეთა“ ან მიიღოს ასეთი „საქონელი“ და პროპორციულად შეამციროს გადასახდელი „ნასყიდობის ფასი“. გადასახდელი „ნასყიდობის ფასი“ შესამცირებელ ოდენობას განსაზღვრავს „მყიდველი“, რომლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად და არ გახდება სადაო „გამყიდველის“ მიერ;
5.2.2 უარი განაცხადოს „საქონლის“ მიღებაზე, თუ მიწოდებული „საქონლის“ ხარისხი არ შეესაბამება წინამდებარე „ხელშეკრულებით“ შეთანხმებულ ხარისხს.
5.2.3 წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების განმავლობაში, ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუმეტეს 2 (ორი) შემოწმებისა ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, მოსთხოვოს „გამყიდველს“ „საქონლის“ ლაბორატორიული შემოწმება, მის მიერ განსაზღვრული ლაბორატორიის მიერ, „საქონლის“ დანართით N2 გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხოლო „გამყიდველი“ ვალდებულია განახორციელოს ასეთი შემოწმება საკუთარი ხარჯით და შესაბამისი დასკვნა გადასცეს
„მყიდველის“.დასკვნა უნდა მოიცავდეს CBR და პროქტორის ტესტს, ასევე წარმოდგენილ დასკვნაში ნაჩვენები უნდა იყოს გაჭუჭყიანების პროცენტულობა და შესაბამისობაში უნდა იყოს დანართ N2-ით
განსაზღვრეულ მახასიათებლებთან. შემოწმებისთვის საჭირო ნიმუშის აღებას აუცილებლად უნდა ესწრებოდეს „მყიდველის“ წარმომადგენელი.
5.2.4 თუ „საქონლის“ რაოდენობა აღემატება „შეკვეთით“ გათვალისწინებულს - მიიღოს ეს რაოდენობა და პროპორციულად გაზარდოს გადასახდელი „ნასყიდობის ფასი“ ან მიიღოს მხოლოდ ის რაოდენობა, რაც კონკრეტული „შეკვეთით“ იყო გათვალისწინებული, ხოლო ზედმეტი დააბრუნოს უკან
„გამყიდველის“ ხარჯზე. გადასახდელი „ნასყიდობის ფასის“ გასაზრდელ ოდენობას განსაზღვრავს
„მყიდველი“, რომლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად და არ გახდება სადაო „გამყიდველის“ მიერ;
5.2.5 იმ შემთხვევაში, თუ „საქონლის“ საგარანტიო ვადის განმავლობაში, ხოლო ასეთი ვადის არ არსებობისას, „მყიდველისათვის“ „საქონლის“ გადაცემიდან გონივრულ ვადაში აღმოაჩნდება ნივთობრივი ნაკლი, „მყიდველი“ უფლებამოსილია „გამყიდველს“ ზეპირად ან წერილობით მოსთხოვოს, ხოლო „გამყიდველი“ ვალდებულია, „მყიდველის“ მიერ განსაზღვრულ ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს: ა) ნივთობრივი ნაკლის გამოსწორება, ხოლო თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი, ბ) „ნასყიდობის ფასის“ შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად (ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვრება „მყიდველის“ მიერ ან/და გ) აუნაზღაუროს „მყიდველს“ გაწეული დანახარჯები და მიყენებული ზიანი (ზარალი).
5.3 „მყიდველი“ ვალდებულია:
5.3.1 გადაუხადოს „გამყიდველს“ მიწოდებული „საქონლის“ „ნასყიდობის ფასი“, წინამდებარე ხელშეკრულების მე–3 და მე-4 მუხლებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
5.4 „მხარეებით“ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ თანხმდებიან და აღიარებენ, რომ „მყიდველი“ არ არის ვალდებული „საქონლის“ შესყიდვა განახორციელოს მხოლოდ „გამყიდველისგან“. „მყიდველი“ დამოუკიდებლად განსაზღვრავს, თუ ვისგან შეისყიდოს „საქონელი“, რა ოდენობით და ა.შ.
მუხლი 6. ხარისხი და საგარანტიო ვადა
6.1 მიწოდებული „საქონლის“ ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დანართით N2 დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს და შესაძლებელი უნდა იყოს მისი გამოყენება იმ მიზნისთვის, რისთვისაც განხორციელდა მისი შესყიდვა.
6.2 იმ შემთხვევაში, „საქონელს“ აღმოაჩნდება რაიმე ხარვეზი, „გამყიდველი“ ვალდებულია
„მყიდველისგან“ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში გამოასწოროს ყველა ასეთი ხარვეზი, ხოლო თუ ასეთი ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია ან საჭიროებს არაგონივრულად დიდ დროს, მაშინ შეცვალოს „საქონელი“ ახალი, უხარვეზო „საქონელით“. „გამყიდველი“ ვალდებულია გაიღოს ასეთ შეკეთებასთან ან/და შეცვლასთან დაკავშირებული ყველა თანმდევი ხარჯი.
6.3 იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ დააყოვნებს „საქონლის“ შეკეთებას ან/და შეცვლას,
„მყიდველი“ უფლებამოსილია თვითონ უზრუნველყოს ხარვეზის გამოსწორება, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა, ასევე შეკეთების დაყოვნებით მიყენებული ზიანი (ზარალი), ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს „გამყიდველს“ ან/და დაქვითოს მისთვის გადასახდელი ნებისმიერი სხვა მიმდინარე თუ მომავალში წარმოშობილი გადასახდელებიდან.
6.4 „მყიდველი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ლაბორატორიულად შეამოწმოს „საქონლის“ ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ ხარისხი ვერ დააკმაყოფილებს დანართით N2 განსაზღვრულ მოთხოვნებს, „მყიდველის“ მიერ გაღებულ ლაბორატორიულ ხარჯს, ისევე როგორც უხარისხო
„საქონლის“ მიწოდებით გამოწვეულ ნებისმიერ და ყველა თანმდევ ხარჯსა და ზიანს. აანაზღაურებს
„გამყიდველი“.
მუხლი 7. მხარეთა პასუხისმგებლობა
7.1 წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, „მხარეები“ პასუხს აგებენ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.2 წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის „მყიდველი“ უფლებამოსილია დააკისროს „გამყიდველს“ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტული „შეკვეთის“ ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.
7.3 იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ ვერ უზრუნველყოფს „ხელშეკრულებით“ შეთანხმებული ხარისხის „საქონლის“ მიწოდებას „მყიდველი“ უფლებამოსილია დააკისროს „გამყიდველს“ პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით ვალდებულების თითოეული და ყოველი დარღვევისათვის და მოსთხოვს მას ვალდებულების შეუსრულბლობით ან არაჯეროვანი შესრულებით „მყიდველისათვის“ ან/და ნებისმიერი მესამე მხარისათვის მიყენებული ზიანის (ზარალის) სრულად ანაზღაურება, ხოლო
„გამყიდველი“ ვალდებულია დააკმაყოფილოს ამგვარი მოთხოვნა, მისი მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
7.4 წინამდებარე „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული „ნასყიდობის ფასის“ გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში „გამყიდველი“ უფლებამოსილია დააკისროს „მყიდველს“ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი „ნასყიდობის ფასის“ 0.5%-ის ოდენობით.
7.5 „მხარეთა“ მიერ „ხელშეკრულების“ პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს „მხარეებს“ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
7.6 წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით „გამყიდველი“ აღიარებს და ეთანხმება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადის განმავლობაში „გამყიდველს“ „მყიდველის“ მიმართ გადასახდელი ექნება პირგასამტეხლო ან/და ზიანის (ზარალის) საკომპენსაციო თანხა 7.3 მუხლის შესაბამისად, „მყიდველი“ უფლებამოსილია ასეთი პირგასამტეხლოს ან/და ზიანის (ზარალის) საკომპენსაციო თანხა დაქვითოს „გამყიდველისათვის“ გადასახდელი ნებისმიერი მიმდინარე გადასახდელიდან.
მუხლი 8. „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადა და შეწყვეტა
8.1 წინამდებარე „ხელშეკრულება“ ძალაში შედის „მხარეთა“ მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2021 წლის [-] (ჩათვლით) „მყიდველის“ მიერ „გამყიდველისათვის“ „შეკვეთის“ განხორციელებასთან მიმართებით, ხოლო „გამყიდველის“ მიერ მიღებული „შეკვეთის“ შესრულებასთან მიმართებით - „ხელშეკრულება“ მოქმედებს „გამყიდველის“ მიერ მიღებული ნებისმიერი და ყველა
„შეკვეთის“ სრულად და წარმატებით შესრულებამდე.
8.2 „ხელშეკრულებაში“ დამატებების და/ან ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით „მხარეთა“ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
8.3 წინამდებარე „ხელშეკრულების“ შეწყვეტა მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია:
(ა) დაუყოვნებლივ, „გამყიდველის“ მიერ, თუ „მყიდველი“ არსებითად დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(ბ) დაუყოვნებლივ, „მყიდველის“ მიერ, თუ „გამყიდველი“ დაარღვევს წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას ან პირობას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(გ) ნებისმიერ დროს, ერთ-ერთი „მხარის“ მიერ მეორე „მხარისათვის“ სულ ცოტა 1 (ერთი) თვით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით; ან
(დ) „მხარეთა“ ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.
8.4 თუ „ხელშეკრულება“ „გამყიდველმა“ მაშინ შეწყვიტა, როდესაც „მყიდველი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, „გამყიდველმა“ უნდა აუნაზღაუროს
„მყიდველს“ „ხელშეკრულების“ შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
„გამყიდველს“ ამისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.
8.5 „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „ხელშეკრულების“ შეწყვეტის (მოშლის) შემთხვევაში,
„გამყიდველს“ აუნაზღაურდება მხოლოდ შეწყვეტის თარიღამდე ფაქტობრივად მიწოდებული
„საქონლის“ ნასყიდობის ფასი, რაც დადასტურებული უნდა იყოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით ან/და დადასტურებული სასაქონლო ზედნადებით. ამასთან „მყიდველის“ მიერ „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანი/ზარალი (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა) არ ანაზღაურდება და „გამყიდველი“ წინასწარ, გამოუთხოვადად და უპირობოდ უარს აცხადებს
„ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანის/ზარალის (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა) , ამგვარის არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურების მოთხოვნაზე.
მუხლი 9. ფორს-მაჟორი
9.1 „მხარეები“ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არადროული შესრულებისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნება ფორსმაჟორული ვითარებით (შემდგომში „ფორსმაჟორული ვითარება“).
9.2 წინამდებარე „ხელშეკრულების“ მიზნებისათვის „ფორსმაჟორული ვითარება“, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: ომს, ამბოხებას, სამოქალაქო არეულობას, მიწისძვრას, ხანძარს, აფეთქებას, ქარიშხალს, წყალდიდობას ან სხვა სტიქიურ უბედურებებს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების სხვა ქმედებასა და უმოქმედობას, რომელიც „მხარეთა“ გონივრული კონტროლის ფარგლებს სცილდება და რომლის დადგომაც წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის.
9.3 „მხარე“, რომელსაც „ფორსმაჟორული ვითარება“ შეეხო, უმოკლეს ვადაში, მაგრამ ამგვარი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა, ვალდებულია, შეატყობინოს მეორე „მხარეს“ ამგვარი „ფორსმაჟორული ვითარების“ თაობაზე, „ფორსმაჟორული ვითარების“ ხასიათის და მისი შედეგების სათანადო აღწერით.
9.4 „ფორსმაჟორული ვითარების“ დადგომის შემთხვევაში, „მხარეთა“ მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს ამგვარი „ფორსმაჟორული ვითარების“ დამთავრებამდე/აღმოფხვრამდე.
9.5 იმ შემთხვევაში, თუ „ფორსმაჟორული ვითარება“ გასტანს ზედიზედ 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, თითოეულ „მხარეს“ უფლება აქვს მეორე „მხარისათვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეწყვიტოს წინამდებარე „ხელშეკრულება“ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე.
მუხლი 10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაჭრა
10.1 წინამდებარე „ხელშეკრულება“ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და განიმარტება მის შესაბამისად.
10.2 „მხარეთა“ შორის წინამდებარე „ხელშეკრულების“ ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ „მხარეები“ ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს შესაბამისი განსჯადობის სასამართლოს.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები
11.1 წინამდებარე „ხელშეკრულების“ ნებისმიერი ცვლილება/დამატება ძალაშია მხოლოდ
„მხარეთა“ მიერ შესაბამისი წერილობითი შეთანხმებით გაფორმების შემდეგ.
11.2 წინამდებარე „ხელშეკრულების“ რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს მისი სხვა დებულებ(ებ)ის ან/და მთლიანად „ხელშეკრულების“ ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება ისეთი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა „ხელშეკრულებით“ (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
11.3 „მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ წინამდებარე „ხელშეკრულების“ შინაარსი, იგი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ თავისუფალ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა „ხელშეკრულების“ შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად.
11.4 წინამდებარე „ხელშეკრულება“ გაფორმებულია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება „მყიდველთან“, ხოლო მეორე - „გამყიდველთან“.
12. მხარეთა ხელმოწერები:
„გამყიდველი“ [-] საიდენტიფიკაციო ნომერი [-] [-] [-] ბანკის კოდი: [-] | „მყიდველი“ შპს ,,xxxxxxx xxxxx ენდ ფაუერი“ საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002 ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. #10 სს ,,თიბისი ბანკი’’ ბანკის კოდი: XXXXXX00 |
ა/ა [-] [-] დირექტორი | ა/ა XX00XX0000000000000000 xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი |
ნასყიდობის ხელშეკრულება #
დანართი N1
# | აღწერილობა | ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით მ3 (ლარი) | |
1 | ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი 0-70 (მდინარის ბალასტი) | მიწოდების ადგილი: ფეიქრების ქ. 14 (სასაწყობე მეურნეობა) |
„გამყიდველი“ [-] საიდენტიფიკაციო ნომერი [-] [-] [-] ბანკის კოდი: [-] ა/ა [-] [-] დირექტორი | „მყიდველი“ შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002 ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. #10 სს ,,თიბისი ბანკი’’ ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა XX00XX0000000000000000 xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი |
დანართი N2
ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი 0-70 (მდინარის ბალასტი) ტექნიკური პარამეტრები
EN 13286-47 – Test method for the determination of California bearing ratio, (CBR%) - კალიფორნიის რიცხვი | ≥ 50.0 % |
EN 933-1 – Determination of particle size distribution - Sieving method (wet sieving) (% in mass) / მარცვლოვანი შემადგენლობა (გრანულომეტრია), საცრული მეთოდი (სველი). | |
Sieve - საცერი | Limits - ზღვრები % |
- Sieve 0.063 mm საცერი 0,063 მმ | 0 – 6 |
- Sieve 0.125 mm საცერი 0.125 მმ | 1 – 9 |
- Sieve 0.25 mm საცერი 0.25 მმ | 3 – 12 |
- Sieve 0.50 mm საცერი 0.50 მმ | 4 – 16 |
- Sieve 1.0 mm საცერი 1.0 მმ | 7 – 22 |
- Sieve 2.0 mm საცერი 2.0 მმ | 11 – 29 |
- Sieve 4.0 mm საცერი 4.0 მმ | 17 – 37 |
- Sieve 8.0 mm საცერი 8.0 მმ | 26 – 48 |
- Sieve 11.2 mm საცერი 11.2 მმ | 32 – 59 |
- Sieve 16.0 mm საცერი 16.0 მმ | 39 – 63 |
- Sieve 22.4 mm საცერი 22.4 მმ | 48 – 71 |
- Sieve 31.5 mm საცერი 31.5 მმ | 59 – 80 |
- Sieve 45.0 mm საცერი 45.0 მმ | 73 – 91 |
- Sieve 63.0 mm საცერი 63.0 მმ | 85 - 100 |
- Sieve 90.0 mm საცერი 90.9 მმ | 100 |
„გამყიდველი“ [-] საიდენტიფიკაციო ნომერი [-] [-] [-] | „მყიდველი“ შპს ,,xxxxxxx xxxxx xxx xxxxxx“ საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002 ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. #10 სს ,,თიბისი ბანკი’’ |
ბანკის კოდი: [-] ა/ა [-] [-] დირექტორი | ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა XX00XX0000000000000000 xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი |