Contract
ნასყიდობის ხელშეკრულება №რქმ/
ქ. თბილისი 2019 წელი
ერთის მხრივ, შპს `ჯიარ ქონების მართვა~ (ს/კ 202460103), შემდგომში – ~გამყიდველი~, წარმოდგენილი გენერალური დირექტორის კობა ლაცაბიძის სახით და მეორეს მხრივ, (ს/კ პ/ნ ), შემდგომში - „მყიდველი“, წარმოდგენილი (პ/ნ ) სახით, შპს
„ჯიარ ქონების მართვა"-ს მიერ 2019 წლის გამოცხადებული № / ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონები) შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 შპს ”ჯიარ ქონების მართვა”-ს მიერ ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) წესით
ერთეული სხვადასხვა ტიპის რეალიზება.
1.2 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს რეალიზებული ქონების თაობაზე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) პირობები და შესაბამის ველში განთავსებული წესები და პირობები (საჯარო ხელშეკრულება).
2. ხელშეკრულების ობიექტი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ”გამყიდველი” საკუთრებაში გადასცემს ”მყიდველს” დანართ N1-ში მითითებულ ქონებას.
2.2 ”მყიდველი” საკუთრების უფლებას შეძენილ ქონებაზე იძენს ქონების სრული საფასურის გადახდისა და 5.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაფორმების მომენტიდან.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ( ) ლარს, დღგ-ს ჩათვლით.
3.2 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შესაძლებელია დაკორექტირდეს წინამდებარე ხელშეკრულკების პირობების გათვალისწინებით.
4. ანგარიშსწორების პირობები
4.1 ”მყიდველის” მიერ ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული თანხა წინასწარი ანგარიშსწორებით (გადახდილი ”საგარანტიო თანხის” გათვალისწინებით) ჩარიცხულია შპს „ჯიარ ქონების მართვა“-ს საბანკო ანგარიშზე, რაც დასტურდება საგადასახადო დავალებებით (თან ერთვის);
4.2 ”მყიდველის” მიერ გადახდილი ”საგარანტიო თანხა” ჩაითვლება ქონების ფასის საბოლოო ანგარიშსწორებისას;
4.3 მხარეები ვთანხმდებით, რომ თუ, „გამყიდველის“ მიზეზით ვერ განხოციელდება დანართ N1-ით განსაზღვრული რომელიმე კონკრეტული ნივთის „მყიდველზე“ გადაცემა, შესაბამისი თანხის დაბრუნება განხორციელდება მხარეებს შორის შედგენილი ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე. ხოლო, თუ
„მყიდველი“ უარს განაცხადებს ასეთი აქტის ხელმოწერაზე, მეორე მხარე უფლებამოსილია ქონების გატანის პროცესში შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ქონების რომელიმე ერთეულის ნაკლებობის შესახებ და ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი თანხის დაბრუნების, გადახდის ან დაკისრების შესახებ. ქონების ღირებულების გაანგარიშებისათვის გამოიყენება ის საფუძვლები, რაც გამოყენებული იქნა საწყისი სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისას, ქონების სახელშეკრულებო ფასის გათვალისწინებით და შესაბამისი პროპორციულობით.
5. გაყიდული ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1 ქონების მყიდველზე გადაცემის დადასტურების მიზნით, მხარეებს შორის ფორმდება მიღება- ჩაბარების აქტ(ებ)ი, თითოეული სახეობის, საიდენტიფიკაციო ნიშნის, ადგილმდებარეობის და სხვა საჭირო რეკვიზიტის მითითებით და გამოიწერება სასაქონლო ზედნადები.
5.2 ქონების გატანასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროცედურების ხელშეკრულების პირობებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებაზე და გატანის ვადების დაცვაზე პასუხისმგებელია „მყიდველი“.
5.3 ქონების გატანასთან დაკავშირებული პროცედურები (დახარისხება, დატვირთვა, ტრანსპორტირება, საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება და სხვა) უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში 900 საათიდან - 1700 საათამდე.
6. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
6.1 ”გამყიდველი” ვალდებულია ”მყიდველს” (მის წარმომადგენელს) გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტში განსაზღვრული ქონება;
6.2 ”მყიდველი” (ან/და მისი წარმომადგენელი) ხელშკეურლების ობიექტის ”გამყიდველის” ტერიტორიებიდან გატანა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში, “გამყიდველთან“ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;
6.3 ”მყიდველი” ან/და მისი დავალებითა თუ მისი მინდობილობით მოქმედი მესამე პირი, ვალდებულია გაიღოს გაყიდული ნივთის ტრანსპორტირების (მათ შორის ტექნიკის რელსზე გადაადგილების), საჭიროების შემთხვევაში შეკეთების ან/და სხვა აუცილებელი ხარჯები (მათ შორის სათანადო საბუთების გაფორმების ხარჯი).
6.4 ქონების საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანის შემთხვევაში, „მყიდველი“ ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვება/გაფორმება და დადგენილი გადასახდელების გადახდა.
6.5 ქონების გატანის პროცესში მყიდველმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა (მათ შორის გარემოსდაცვითი და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვა), რომელთა დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს;
6.6 „მყიდველი“ ვალდებულია გაიტანოს შეძენილი ქონების დამუშავების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გაასუფთაოს ტერიტორია, ქონების გატანის ვადის დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება მოქმედი კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.
6.7 „მყიდველი“ ვალდებულია წარუდგინოს „გამყიდველს“ დამუშავების ადგილმდებარეობებიდან ქონების გატანის თარიღის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.
7. საჯარიმო სანქციები
7.1 ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში (მათ შორის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში) ”მყიდველი” ვალდებულია ”გამყიდველს” გადაუხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გასატანად დარჩენილი ქონების ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით. გასატანად დარჩენილი ქონების ღირებულების გაანგარიშებისათვის გამოიყენება ის საფუძვლები, რაც გამოყენებული იქნა საწყისი სარეალიზაციოი ფასის განსაზღვრისას, ქონების სახელშეკრულებო ფასის გათვალისწინებით;
7.2 ხელშეკრულების 6.6 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ”მყიდველი” ვალდებულია ”გამყიდველს” გადაუხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების დანართი N1-ის მიხედვით არსებულ შესაბამის ტერიტორიაზე განთავსებული ქონების ღირებულების (დაითვლება პროპორციული წესით) 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
7.3 წინამდებარე ხელშეკრულების 4.3. პუნქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებებზე არ ვრცელდება საჯარიმო ან სხვა სახის დამატებითი ვალდებულების გამომწვევი სანქციები.
8. დავის გადაწყვეტა
8.1. მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.
8.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ხელშეკრულები მოქმედების ვადა
9.1 ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
10. დასკვნითი დებულებები
10.1 ხელშეკრულებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, რაც ფორმდება წერილობითი ფორმით.
10.2 მხარეთა შორის ოფიციალური ურთიერთობები (მიმოწერა, შეტყობინება, ფულადი ტრანზაქცია და სხვა) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მე-11 პუნქტში მითითებულ რეკვიზიტებზე. ამასთან, მხარე, რომლის რეკვიზიტებიც არასწორადაა მითითებული ხელშეკრულებაში ან დამატებით შეტყობინებაში, თვითონ აგებს პასუხს დამდგარ შედეგებზე.
10.3 მხარეები ვალდებული არიან მისამართებისა და რეკვიზიტების შეცვლის თაობაზე ერთმანეთს აცნობონ დაუყოვნებლივ.
10.4 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად.
10.5 წინამდებარე ხელშეკრულების დანართ(ებ)ი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
10.6 წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით წერილობით ან სიტყვიერ შეთანხმებას.
11. მხარეთა რეკვიზიტები
”გამყიდველი” შპს ”ჯიარ ქონების მართვა” ს/კ 202460103 ქ. თბილისი, თამარ მეფის ქ. N15 ტელ.: 595 03 00 08 | ”მყიდველი”
ს/კ პ/ნ მის. : ბანკი: ბანკის კოდი: ა/ა ტელ.: |