• დეპოზიტის სარგებელი (საპროცენტო განაკვეთი): წლიური X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ვადიანი დეპოზიტი „ყულაბა“-ს შესახებ
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი
დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი
• დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული
• დეპოზიტის სარგებელი (საპროცენტო განაკვეთი): წლიური X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად). ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია შემდეგ სცენარზე: დეპოზიტის გახსნის დღიდან ყოველთვიურად, 3 თვის განმავლობაში, დეპოზიტზე შენატანი შეადგენს 10 ერთეულს დეპოზიტის ვალუტაში, ხოლო 3 თვის ამოწურვისას დეპოზიტის თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი დეპოზიტარს გააქვს სრულად.
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
• დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვისთვის საჭირო მინიმალური შენატანი: 10 (ათი)ლარს/აშშ
დოლარს/ ევროს.
• დეპოზიტის ვადა: დეპოზიტის გახსნის დღიდან 3 (სამი) თვე.
• დეპოზიტის ვადის ავტომატური გაგრძელება: თუ დეპოზიტის პირველადი ვადის ამოწურვამდე, დეპოზიტარი არ დააფიქსირებს დეპოზიტზე რიცხული თანხის დეპოზიტის ვადის ამოწურვისთანავე გატანის/გადარიცხვის მოთხოვნას, მაშინ დეპოზიტის მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება 3 (სამი) თვით, ავტომატური გაგრძელების თარიღისათვის ბანკში აღნიშნული პროდუქტისათვის დადგენილი პირობებით, რაც განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxxxx://xx.xx/xx/xxxxxxxx/xxxxxxxx/xxxxxxxx-0/xxxxxxx-xxxx-xxx (გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ბანკი მოკლებულია დეპოზიტის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას საკანონმდებლო მოთხოვნიდან/აკრძალვიდან გამომდინარე). დეპოზიტის ვადის ავტომატური გაგრძელების თარიღად მიიჩნევა დეპოზიტის ვადის ამოწურვის დღე. ამ წესით დეპოზიტის ვადის გაგრძელება ხორციელდება ყოველი 3 (სამი) თვიანი ვადის ამოწურვისას.
• დეპოზიტარს უფლება აქვს, ვადაზე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება. პირგასამტეხლო
დეპოზიტის ვადამდე მოშლისათვის: დეპოზიტის მოქმედების 3 (სამი) თვიან პერიოდში დეპოზიტზე დარიცხული სარგებელის ოდენობით;
• „თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში“.
• ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ვადიანი დეპოზიტი
„ყულაბა“-ს ხელშეკრულების პირობებში, რის შესახებაც დეპოზიტარს ეცნობება წერილობითი ფორმით / ელექტრონული ფოსტით / ინტერნეტბანკით / მოკლე ტექსტური შეტყობინებით, შემდეგი ვადების დაცვით:
⮚ ხელშეკრულების თავსართში მოცემული მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში - ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე;
⮚ ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – ცვლილებამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე;
⮚ წინასწარი ინფორმირება არ არის საჭირო, თუ ცვლილება ხორციელდება დეპოზიტარის სასარგებლოდ ან ცვლილება არ აუარესებს მის მდგომარეობას.
• დეპოზიტარი უფლებამოსილია ბანკში წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი
წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიას განიხილავს მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება.
დეპოზიტის უცხოურ ვალუტაში განთავსების შემთხვევაში, ხელშეკრულებას ემატება ჩანაწერი: უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს
მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
• ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.
ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში, გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართელოს ეროვნული ბანკის ვებგვერდისა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელი ხაზის 032 2 406 406 მეშვეობით.
ხელშეკრულება
xxxxxxx xxxxxxxx “ყულაბა“-ს შესახებ
თარიღი
ერთის მხრივ სს “ბაზისბანკი” (შემდგომში “ბანკი”) და მეორეს მხრივ სახელი, გვარი (შემდგომში “დეპოზიტარი”), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ამ ხელშეკრულებისა და დეპოზიტარის განაცხადის საფუძველზე, დეპოზიტარს ეხსნება დეპოზიტი „ყულაბა“ (შემდომში „დეპოზიტი“ ან “ყულაბა”), რაც გულისხმობს ბანკის მიერ დეპოზიტარისათვის სადეპოზიტო ანგარიშის გახსნას და ანგარიშზე რიცხული თანხისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვას, ამ სახის დეპოზიტისათვის ბანკის მიერ დადგენილი პირობებით.
1.2. დეპოზიტის გასახსნელად დეპოზიტარმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით (შემდგომში “განაცხადი”) და აირჩიოს დეპოზიტზე თანხის დაგროვების სქემა. დასაშვებია, დეპოზიტარის მიერ განაცხადის წარდგენა და დაგროვების სქემის არჩევა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების, მათ შორის, სს "ბაზისბანკის" დისტანციური მომსახურების არხის („ინტერნეტ ბანკი“/„მობაილ ბანკი“) (შემდგომში “დისტანციური არხი”) გამოყენებით
1.3. ყულაბით მომსახურების მისაღებად დეპოზიტარს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიმდინარე (მათ შორის, საბარათე) ანგარიში სს „ბაზისბანკში“. თუ დეპოზიტარს არ აქვს მიმდინარე ანგარიში, განაცხადი იმავდროულად ჩაითვლება განაცხადად მიმდინარე ანგარიშის გახსნის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დეპოზიტარს გაეხსნება მიმდინარე ანგარიში, ანგარიშის გახსნის მომენტში ბანკში დადგენილი სტანდარტული პირობებით.
1.4. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15,000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: xxx.xxxxxxxx.xx
მუხლი 2. დეპოზიტის ვადა და პირობები
2.1. დეპოზიტის ვალუტა, დეპოზიტზე პირველადი შენატანის სახით განსათავსებელი თანხის მოცულობა და დეპოზიტზე თანხის დაგროვების სქემა განისაზღვრება დეპოზიტარის განაცხადით.
2.2. დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვისთვის საჭირო მინიმალური ნაშთი: 10 (ათი) ლარს/აშშ დოლარს/ ევროს.
2.3. დეპოზიტი იხსნება 3 (სამი) თვის ვადით, რომლის ათვლა იწყება ბანკის მიერ სადეპოზიტო ანგარიშის გახსნის დღიდან, დეპოზიტის ვადის ამოწურვის ან ყულაბის გატეხვის დღემდე, წელიწადში 365 (სამასსამოცდახუთი) დღეზე გადაანგარიშებით.
2.4. თუ დეპოზიტის პირველადი ვადის ამოწურვამდე, დეპოზიტარი არ დააფიქსირებს დეპოზიტზე რიცხული თანხის დეპოზიტის ვადის ამოწურვისთანავე გატანის/გადარიცხვის მოთხოვნას, მაშინ დეპოზიტის მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება 3 (სამი) თვით, ავტომატური გაგრძელების თარიღისათვის ბანკში აღნიშნული პროდუქტისათვის დადგენილი პირობებით, რაც განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxxxx://xx.xx/xx/xxxxxxxx/xxxxxxxx/xxxxxxxx-0/xxxxxxx-xxxx-xxx (გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ბანკი მოკლებულია დეპოზიტის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას საკანონმდებლო მოთხოვნიდან/აკრძალვიდან გამომდინარე).
2.5. დეპოზიტის ვადის ავტომატური გაგრძელების თარიღად მიიჩნევა დეპოზიტის ვადის ამოწურვის დღე.
2.6. ამ მუხლით დადგენილი წესით დეპოზიტის მოქმედება ვადის გაგრძელება ხორციელდება ყოველი 3 (სამი) თვიანი ვადის ამოწურვისას.
2.7. სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხა და დეპოზიტზე დარიცხული სარგებელი დეპოზიტის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ყულაბის გატეხვის (დეპოზიტის ვადამდე მოშლის) შემთხვევაში, გადაირიცხება დეპოზიტარის მიმდინარე ანგარიშზე.
2.8. დეპოზიტის სარგებელი
• დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული.
• დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
2.9. დეპოზიტარი უფლებამოსილია, ვადამდე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, დეპოზიტი და გააუქმოს მასზე არსებული დაგროვების სქემა.
2.10. დეპოზიტარი ასევე უფლებამოსილია, გატეხოს ყულაბა, რაც არ იწვევს წინამდებარე ხელშეკრულებისა და დეპოზიტის შეწყვეტას და გულისხმობს დეპოზიტიდან თანხის გატანას მასზე არსებული დაგროვების სქემის გაუქმების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, ყულაბის გატეხვის მომდევნო დღიდან იწყება დეპოზიტის ახალი 3 (სამი) თვიანი ვადის ათვლა, დეპოზიტარის მიერ არჩეული დაგროვების თავდაპირველი სქემით და წინამდებარე ხელშეკრულების
„2.4.“ პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად, დეპოზიტის პირველი 3 (სამი) თვიანი პერიოდისთვის გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პირობით.
2.11. ამ ხელშეკრულების „2.9.“-„2.10.“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ყულაბის გატეხვისას ან დეპოზიტის ვადამდე შეწყვეტისას, დეპოზიტარს დაერიცხება პირგასამტეხლო, ყულაბის გატეხვის მომენტში / დეპოზიტის შეწყვეტის მომენტში მოქმედი 3 (სამი) თვიანი პერიოდისათვის დეპოზიტზე დარიცხული სარგებელის ოდენობით.
2.12. დეპოზიტზე შესაბამის ვალუტაში 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს/აშშ დოლარს/ ევროს ზემოთ არსებულ თანხას სარგებელი არ დაერიცხება.
2.13. სადეპოზიტო ანგარიშზე/ანგარიშიდან თანხის ჩარიცხვა, შეტანა, გადარიცხვა და გატანა შესაძლებელია მხოლოდ დეპოზიტარის მიმდინარე ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშის მეშვეობით.
2.14. თუ დეპოზიტი გამოყენებულია, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, დეპოზიტარის მიერ დეპოზიტის ვადამდე მოშლა და სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხის გატანა/გადარიცხვა დაუშვებელია, თუ ბანკის მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
მუხლი 3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. დეპოზიტარი ვალდებულია:
3.1.1. ამ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის სურვილის შესახებ აცნობოს ბანკს ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლით დადგენილი ფორმით.
3.1.2. ჯეროვნად შეასრულოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
3.2. დეპოზიტარს ეკრძალება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენება უკანონო მიზნით ან არადანიშნულებისამებრ (მაგალითად, ბანკის რომელიმე მომსახურებისათვის/პროდუქტისათვის დადგენილი საკომისიოს გადახდისაგან თავის არიდება/გვერდის ავლა).
3.3. დეპოზიტარს უფლება აქვს:
3.3.1. მიიღოს დეპოზიტზე რიცხული თანხა და შესაბამისი სარგებელი ამ ხელშეკრულებით და ბანკის მიერ ამ სახის პროდუქტისათვის განსაზღვრული წესითა და პირობებით.
3.3.2. საკომისიო გადასახადის გარეშე მიიღოს ინფორმაცია მის სადეპოზიტო ანგარიშზე ოპერაციების წარმოების შესახებ.
3.3.3. წარადგინოს პრეტენზია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში და/ან ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება. პრეტენზიის მიღების და განხილვის პროცედურა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში. xxxxxx მიერ პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე სათანადო ფორმით შედგენილი პრეტენზიის ბანკის მიერ მიღების დღიდან.
3.3.4. ვადამდე შეწყვიტოს დეპოზიტი ან გატეხოს ყულაბა.
3.3.5. სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს თანხა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან.
3.4. ბანკი ვალდებულია:
3.4.1. მიიღოს ამ ხელშეკრულების საფუძველზე სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა, როგორც დეპოზიტი და დაარიცხოს მას სარგებელი ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
3.4.2. დეპოზიტარს გადასცეს დეპოზიტზე რიცხული თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი სარგებელი, დეპოზიტის ვადის ამოწურვის შემდეგ ან დეპოზიტის ვადამდე დახურვის ან ყულაბის გატეხვის შემთხვევაში, იმავე ვალუტაში.
3.5. ბანკს უფლება აქვს:
3.5.1. განკარგოს დეპოზიტის ანგარიშზე რიცხული თანხა საკუთარი სახელითა და შეხედულებისამებრ.
3.5.2. დეპოზიტარის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეუწყვიტოს დეპოზიტარს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება და დაარიცხოს პირგასამტეხლო დეპოზიტის შეწყვეტის მომენტში დეპოზიტზე დარიცხული სარგებელის ოდენობით, თუ ბანკს გაუჩნდება ეჭვი, რომ დეპოზიტარი არღვევს „3.2.“ პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე ვალდებულებას;
3.5.3. უაქცეპტო წესით ჩამოწეროს ბანკში არსებული დეპოზიტარის ნებსიმიერი ანგარიშიდან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
მუხლი 4. ხელშეკრულების ფორმა და ძალაში შესვლა
4.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ სს "ბაზისბანკის" დისტანციური მომსახურების არხის („ინტერნეტ ბანკი“/„მობაილ ბანკი“) (შემდგომში “დისტანციური არხი”) საშუალებით/გამოყენებით ამ ხელშეკრულების დადასტურების (ელექტრონული თანხმობის გამოხატვის) მომენტიდან, რაც გათანაბრებულია დეპოზიტარის მიერ ხელშეკრულებაზე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებასთან. წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა არ ათავისუფლებს დეპოზიტარს ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.
4.2. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილი და დადებულია ელექტრონული დოკუმენტის სახით, დეპოზიტარის
მიერ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ელექტრონულად გამოხატული თანხმობის/დასტურის საფუძველზე. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის ბანკის დისტანციური მომსახურების არხის გამოყენებით შესრულებული ნებისმიერი ქმედება (მათ შორის, დოკუმენტების ელექტრონული დადასტურება/ხელმოწერა), აგრეთვე ელექტრონული ფორმით შედგენილი დოკუმენტაცია და მხარეთა შორის წარმოებული ელექტრონული კომუნიკაცია ატარებს ოფიციალურ ხასიათს, გააჩნია სათანადო იურიდიული ძალა და უნარი, დაშვებულ იქნას მტკიცებულებად, რომელთა საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შესაბამისი იურიდიული ფაქტების დამტკიცება (მათ შორის, ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების გაფორმების ფაქტის უტყუარობის დადგენა), მათ შორის სასამართლო/საარბიტრაჟო დავის დროსაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.3. xxxxxx მიერ დეპოზიტარისთვის დისტანციური არხის საშუალებით მიწოდებული სადეპოზიტო პროდუქტის პირობები მოქმედია დეპოზიტარის მიერ დისტანციურ არხში შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტის მიღებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
მუხლი 5. დავების გადაწყვეტის წესი
5.1. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წყდება მხოლოდ მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად.
5.2. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მხარეთა შორის დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. განსაკუთრებული დებულებები
6.1. ბანკს უფლება აქვს დეპოზიტარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ დეპოზიტის უზრუნველყოფით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გამოუყოს დეპოზიტარს ან მესამე პირს ბანკში არსებული ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტი.
6.2. იმ მომენტიდან, როდესაც დეპოზიტი გახდება “6.1.“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალება (მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება), ბანკს ეძლევა დეპოზიტის და მასზე დარიცხული სარგებლის ხარჯზე თავისი მოთხოვნ(ებ)ის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა კრედიტორთან შედარებით.
6.3. დეპოზიტარი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის/გაქვითვის მიზნით, უაქცეპტო წესით ჩამოწეროს დავალიანების შესაბამისი თანხები დეპოზიტიდან და დახუროს (შეწყვიტოს) სადეპოზიტო ანგარიში. ამასთან, დეპოზიტარი უფლებას ანიჭებს ბანკს და თანახმაა, რომ, თუ დავალიანება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ბანკმა განახორციელოს ვალდებულებათა სრულად დასაფარად საკმარისი თანხის კონვერტაცია თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკში დადგენილი კომერციული გაცვლითი კურსით.
6.4. წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა (მათ შორის, დეპოზიტის პირობების შესაბამისად, ბანკის ინტერნეტ გვერდზე განთავსებული, დეპოზიტზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის განაკვეთების ცვლილება) შესაძლებელია: (ა) მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ან/და ბანკის დისტანციური მომსახურების არხის მეშვეობით დადებული შეთანხმებით, ან (ბ) ბანკის მიერ, ცალმხრივად, რა დროსაც ბანკის მიერ დეპოზიტარს შეტყობინება ეგზავნება ცვლილებ(ებ)ის ძალაში შესვლამდე არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულებასა და მის თავსართში მოცემული მნიშვნელოვან პირობებში ცვლილების შემთხვევაში), ან არანაკლებ 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების და/ან სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში), ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ფორმითა და წესით. თუ დეპოზიტარი არ ეთანხმება ცვლილებას, იგი უფლებამოსილია, ცვლილების ძალაში შესვლამდე შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებით. ასეთ შემთხვევაში, დეპოზიტი არ მიიჩნევა დეპოზიტარის მხრიდან ვადამდე შეწყვეტილად და არ მოქმედებს ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობა.
6.5. იმ შემთხვევაში, თუ დეპოზიტარი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების “6.4.” პუნქტში აღწერილი უფლებით, xxxxxx მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება დეპოზიტარის მიერ მიღებულად, ხოლო ხელშეკრულება შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
6.6. ბანკს არ ევალება დეპოზიტარის ინფორმირება ხელშეკრულების ისეთ ცვლილებაზე (დამატებაზე), რომელიც ხორციელდება დეპოზიტარის სასარგებლოდ ან რომელიც არ აუარესებს დეპოზიტარის მდგომარეობას და უფლება აქვს, ძალაში შეიყვანოს ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx და/ან ბანკის სერვისცენტრებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსებისთანავე, ხოლო დეპოზიტარის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო პირობების ცვლილების შემთხვევაში, ბანკი აცნობებს დეპოზიტარს შესაბამისი ცვლილების განხორცილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.
6.7. დეპოზიტარი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, მისი დამატებითი თანხმობის გარეშე:
6.7.1. კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი, დეპოზიტარის შესახებ პერსონალური და/ან ბიომეტრიული მონაცემები.
6.7.2. დაამუშავოს დეპოზიტარის შესახებ ნებისმიერი მესამე პირისაგან და/ან თავად დეპოზიტარისაგან მიღებული, აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი ნებისმიერი პერსონალური და/ან ბიომეტრიული მონაცემი, მათ შორის გამოიყენოს მოპოვებული მონაცემი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
მუხლი 7. შეტყობინება
7.1. მხარეთა შორის შეტყობინება (კომუნიკაცია) ხორციელდება ქართულ ენაზე, წერილობით, დისტანციური არხ(ებ)ი (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი), ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც - ელექტრონული ფოსტა, ან სატელეფონო (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) შეტყობინება.
7.2. ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია შესაბამისი წესით (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
7.2.1. კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ - გაგზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია დეპოზიტარის მიერ - ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო საბანკო დღეს;
7.2.2. xxxxxx მიერ შეტყობინების ელექტრონული ფოსტის, დისტანციური არხის (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკის, xxxxxx xxxxxx) ან ტელეფონის (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნის თარიღის მომდევნო საბანკო დღეს.
7.3. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის გამო: (ა) ამ ხელშეკრულების “7.1.” პუნქტში მითითებულ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, (ბ) ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან (გ) ადრესატი თავს აარიდებს შეტყობინების მიღებას.
7.4. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, დეპოზიტარი თანახმაა შეტყობინება მიიღოს ამ მუხლით დადგენილი წესითა და ფორმით.
7.5. დეპოზიტარი ვალდებულია ცვლილების განხორციელებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში, წერილობით აცნობოს ბანკს სახელი/გვარის (სახელწოდების), საპასპორტო მონაცემების (რეგისტრაციის მონაცემების), მისამართის (იურიდიული/ფაქტიური) და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ) ცვლილებების შესახებ.
7.6. xxxxx xxxxxx არ აგებს დეპოზიტარის მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგებზე.
მუხლი 8. სხვა პირობები
8.1. ურთიერთობები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. დეპოზიტარის მიერ ბანკში წარდგენილი განაცხადი და ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე (xxxxx://xx.xx/xx/xxxxxxxx/xxxxxxxx/xxxxxxxx-0/xxxxxxx-xxxx-xxx) განთავსებული პირობები დეპოზიტზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვასთან დაკავშირებით, წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
8.3. ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ.2), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.4. ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) იდენტურ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.
მუხლი 9. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები ბანკი: სააქციო საზოგადოება "ბაზისბანკი", საიდენტიფიკაციო კოდი: 203841833, მისამართი: 0103 საქართველო, ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N1. xxxxxxxx: x000 000 000 000, ელექტრონული ფოსტის მისამართი: xxxx@xxxxxxxxx.xx, საბანკო საქმიანობის ლიცენზია N173, გაცემის თარიღი 04.11.1993 წ.
დეპოზიტარი: (მიეთითება რეკვიზიტები)